კედლის მხატვრობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კედლის მხატვრობა |
marine |
Aug 3 2015, 09:33 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვისაუბროთ ფრესკების შესახებ...
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში აიგო ეკვდერი ტურინის სუდარისათვის, რომლის კედლებიც მოიხატა და 2010 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ნაწყვეტი ინტერვიუდან: "ცოტა განსხვავებული კედლის მხატვრობაა... -მხატვრობა მართლაც განსაკუთრებული წესით არის შესრულებული, რომელსაც ე ნ კ ა უ ს ტ ი კ ა ეწოდება. ფერწერის ამ უძველეს ტექნიკას პირველ საუკუნეში იყენებდნენ ძველი რომალები. აქ გამოყენებულია თაფლის სანთელში შერეული ბუნებრივი გზით მიღებული საღებავები, ენკაუსტიკით მიღებული ფერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დროის სიზუსტის დაცვა: მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული კედლები ცხელი საღებავებითვე უნდა მოიხატოს ისე, რომ კედელმა გაციება არ მოასწროს, ამიტომ კედელი ფენა-ფენა იხატება. თუ ყველა წესს დავიცავთ, ცვილის სანთელს შერწყმული ფერები დროთა განმავლობაში ემალად გარდაიქცევა და ასეთი ფერწერა ღია ცის ქვე რომ მოყვეს, არ ზიანდება, არც ფერს იცვლის, რასაც მოწმობენ 20 საუკუნის წინ შექმნილი ნიმუშები, რომლებიც დღემდე კარგად გამოიყურება" / ნინო მურცხვალაძე ვრცლად გაეცანით ჟურნალში: "კარიბჭე" N16, 2015, გვ. 33/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი