IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

27 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> პირჯვრის გადაწერის მიმართულება, თქვენ როგორ იცით?
კანონისტი
პოსტი May 25 2007, 02:34 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ

ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა:

ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ

მაგალითად,

ბერძნულად:
Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati
ქართულად:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სლავურად:
Слава Отцу и Сыну и Святому Духу

ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა"

პირიქითაა ლათინურსა და სომხურში:
Gloria Patri et Filio et Spirito Sancti
ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ

ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ

თქვენ როგორ იცით?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 29 2007, 10:35 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რაც დავწერე ეგრეა ნუთუ??

laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 7 2007, 03:39 AM
პოსტი #3


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



კანონისტი
ვა საინტერესოა. არ ვიცოდი.
ვინმე უფრო თუ გაავღცობს კაი იქნება.smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 12 2007, 04:21 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ May 25 2007, 02:34 PM) *

ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ

ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა:


ნუ აქ იმ ტიპიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც რაიმე მოქმედებას სიმბოლურ ახსნას უძებნიან. ამ შემთხვევაში მოქმედება ცხადია პირველადია, სიმბოლური ახსნა - მეორადი მოვლენაა, ე.ი. ისე კი არ იყო, რომ ჯერ ეს ახსნა-განმარტება გაითვალისწინეს და მაგის მიხედვით გადაწყვიტეს ჯვარი როგორ უნდა გამოესახათ, არამედ იყო ჯვრის გამოსახვის რაღაც წესი და უფრო მეტი "წონისთვის" ახლა სიმბოლურ დასაბუთებას უძებნიან.

ციტატა
ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ


კარგი, სული სად მდებარეობს, მაგას შევეშვათ დროებით. ეს ახსნა "კოჭლია" უკვე იმიტომ, რომ პირჯვარს მარტო წმ. სამების ხსენებისას არ ვიწერთ. გარდა ამისა, იყო ადრე ქრისტიანებში წესი ჯვარი შუბლზე ან სახეზე გადაესახათ. სად ჰქონდათ იმ ქრისტიანებს გული, თავში? biggrin.gif

ციტატა
პირიქითაა ლათინურსა და სომხურში:
Gloria Patri et Filio et Spirito Sancti
ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ

ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ


შემდეგში რომ შეხვდები, კითხე ძის ხსენებისას ხელს სად იდებ, მუცელზე-თქო? biggrin.gif თუ გინდა მე შემოგთავაზებ ერთ სიმბოლურ ახსნას: ეს აღნიშნავს მაცხოვრის ჯოჯოხეთში შთასვლას.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 12 2007, 04:26 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეს აღნიშნავს მაცხოვრის ჯოჯოხეთში შთასვლას.


ადამის გამოხსნა, თითის რა მოქმედებით ხდება? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 12 2007, 04:26 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ანუ?

კრიტიკა მომეწონა biggrin.gif მაგრამ თავად როგორ ახსნი?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jun 13 2007, 01:07 PM
პოსტი #7


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ

შეგიძლიათ მითხრათ რომელი "კონფესიური პირჯვარი" აცხონებს კაცს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 13 2007, 01:10 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
შეგიძლიათ მითხრათ რომელი "კონფესიური პირჯვარი" აცხონებს კაცს

არცერთი

პირჯვარი არ აცხონებს კაცს, არამედ ის, რომ "ქმნას ნება ღვთისა..."

სხვათაშორის, იმ სომეხმა მოძღვარმა ეგ მითხრა, რომ სვეტიცხოვლის საკურთხეველში მინდოდა შესვლა და არ შემიშვეს, პირჯვარს სხვანაირად იწერო და ნუთუ მნიშვნელობა აქვს პირჯვარსო...

მე ვუპასუხე, პირჯვარს კი არ აქვს მნიშვნელობა, მონოფიზიტურ მწვალებლობას აქვს და პირჯვარი უბრალოდ მაგის გამოხატულებაა-თქო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 13 2007, 05:11 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გლახა @ Jun 13 2007, 01:07 PM) *

კანონისტი

შეგიძლიათ მითხრათ რომელი "კონფესიური პირჯვარი" აცხონებს კაცს?


პირჯვრის გადაწერა გინდა დაიწყო, მაგრამ არ იცი რომელი მეთოდით?

ციტატა(კანონისტი @ Jun 12 2007, 04:26 PM) *

მაგრამ თავად როგორ ახსნი?


რას? რატომ ვიწერთ პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ? ალბათ ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, ხოლო თუ სიმბოლური ახსნა გინდა, მაშინ ხშირად ანალოგიას ავლებენ სიტყვებთან: ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ (მათე 24,27), ან ისეთი არგუმენტი მოჰყავთ, სადაც მარჯვენა მხარის უპირატესობაა დასაბუთებული მარცხენასთან (რაც მე ვთქვი, ეგ ერთ-ერთი ასეთი არგუმენტია სწორედ).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 21 2007, 07:53 PM
პოსტი #10


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(კანონისტი @ May 25 2007, 03:34 PM) *

ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ

ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა:

ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ

მაგალითად,

ბერძნულად:
Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati
ქართულად:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სლავურად:
Слава Отцу и Сыну и Святому Духу

ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა"

პირიქითაა ლათინურსა და სომხურში:
Gloria Patri et Filio et Spirito Sancti
ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ

ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ

თქვენ როგორ იცით?

კანონისტ, მართალი გითხრა, ამის შესხაებ პირადად არსად წმაიკითხავს, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, მსგავს კითხვაზე ერთხელ ჩემმა რელიგიათმცოდნეობის ლექტორმაც იგივე პასუხი გამცა. თუმცა, რომ ვთქვა, ეს ჩემთვის დამაჯერებლი და ამომწურავი პასუხია-მეთქი, არა... wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 25 2007, 03:10 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(კანონისტი @ Jun 13 2007, 12:10 PM) *

პირჯვარი არ აცხონებს კაცს, არამედ ის, რომ "ქმნას ნება ღვთისა..."


გეთანხმები.

ციტატა(კანონისტი @ Jun 13 2007, 12:10 PM) *

სხვათაშორის, იმ სომეხმა მოძღვარმა ეგ მითხრა, რომ სვეტიცხოვლის საკურთხეველში მინდოდა შესვლა და არ შემიშვეს, პირჯვარს სხვანაირად იწერო და ნუთუ მნიშვნელობა აქვს პირჯვარსო...


blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jun 25 2007, 10:07 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



და რომელი საუკუნიდან არსებობს პირჯვრის გადაწერის სხვად და სხვა სახეობა რომ>?
ანუ სანამ რომი გამოეყოფოდა მართნადიდებულ ეკლესიას ორივე ეკლესია ერთ მხარეს იწერდა პირჯვარს?


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 25 2007, 01:25 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ალბათ, მხოლოდ ტრადიციის ამბავია, როგორც ჯვრები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fidelio
პოსტი Jun 25 2007, 03:42 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 5-February 07
მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi
წევრი № 1,015



აქ წაკითხული მერე, გამიკვირდა რომ პირჯვრის გადაწერის შესახებ თურმე მცირე ინფორმაცია არსებობს, მე ვეცდები ერთერთI დავდო, მოძიებული ერთი საიტიდან
რატომ ვიწერთ პირჯვარს?

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგარ ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2).

ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი“.

ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვირს გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე“.


მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ, როგორც ეს ქვემოთ ნახატზეა ნაჩვენები:



პირჯვრის წერით, ჩვენ ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში, რაზეც მოწმობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.): „დიაღ არ გვრცხვენია ჯვრის გადასახვისა შუბლზე და ყველაფერზე“.

და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.

ამიტომაც ცდილობს ეშმაკი, სხვადასხვა სექტების მეშვეობით დაგვაეჭვოს ჯვრის გადასახვის მართებულობაში და ამით გაგვაგდებინოს ხელიდან ის მძალვრი იარაღი, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას ჩვენი მოჯადოებისა და შეპყრობისა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 25 2007, 03:56 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



fidelio
ეგ ძალიან კარგი, მაგრამ აქ საუბარია მიმართულება პირჯვრის წერის დროს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fidelio
პოსტი Jun 27 2007, 02:42 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 5-February 07
მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi
წევრი № 1,015



კანონისტო ,
ვეცდები აგიხსნა და ერთერთი მოძღვრის განმარტებაც მოვიშველიო. ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით უფრო მარჯვედ , უფრო კარგად აკეთებს. მარჯვენას ყოველთვის უპურატესობას ანიჭებდა ადამიანი. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით და პირჯვარს ვიწერთ ... იერარქიულადაც, უპირატესიდან მარჯვნივ დგომა აღემატება მარცხნივ დგომას: ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას მარჯვნივ უპირატესი მღვდელი უდგას: მეფეც მარჯვნივ ისვამდა თანამეფე შვილს; ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივმა ბუნებამ თანასწორი ძალაუფლება მიიღო; ქრისტე ცხონებულ სამწყოს მარჯვნივ იყენებდა. მაგალითსაც მოვიყვან მრწამსიდან, არასდროს დაკვირვებიხართ ნუთუ? ,,და ამაღლდა ზეცად , და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 28 2007, 04:59 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



fidelio
ციტატა
არასდროს დაკვირვებიხართ ნუთუ?

მგონი თავად არ დაკვირვებიხარ ჩემ კითხვას..... unsure.gif

მე ის არ მიკითხავს, მარჯვენა ხელით უნდა გადავიწეროთ პირჯვარი თუ არა, აქ საუბარია მიმართულებაზე, შუბლსა და მუცელზე ხელის დადების შემდეგ ჯერ მარჯვნივ თუ მარცხნივ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fidelio
პოსტი Jun 28 2007, 05:30 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 5-February 07
მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi
წევრი № 1,015



ღმერთო ჩემო კანონისტო, თუკუ მარჯვენა უპირატესობს მარცხენაზე , რა გასაკვირია რომ ჯერ მარჯვენა მხარზე ვიბჯენთ ხელს და მერე მარცხენაზე.

მემგონი არ კითხულობ რასაც ვწერ, აზრიანად წაიკითხე რა, მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახვით, ვითხოვთ სულიერი და ფიზიკურ ძალთა სიმტკიცეს, ზედაპირულად უყურებ ნაწერს, იქ , ზევით, რომ ვწერ, არ ვსაუბრობ მარჯვენა ხელით პირჯვრის გადაწერაზე, უბრალოდ მარჯვენას უპირატესობაზე ვსაუბრობ, თუ რატომ მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქიტ. ამიტომაც ჯერ სულიერ შეწევნას ვითხოვთ და მერე ფიზიკურს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 28 2007, 05:48 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



fidelio
აბა კათოლიკეებს ჰკითხე

მარჯვნივ უნდა დაასრულო პირჯვრისწერა და არა მარცხნივ tongue.gif biggrin.gif

ციტატა
მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახვით, ვითხოვთ სულიერი და ფიზიკურ ძალთა სიმტკიცეს

ეს განმარტება საიდან?

ციტატა
არასდროს დაკვირვებიხართ ნუთუ?

ციტატა
ზედაპირულად უყურებ ნაწერს

სხვანაირი საუბარი გიჭირს? biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fidelio
პოსტი Jun 29 2007, 11:02 AM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 5-February 07
მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi
წევრი № 1,015



კარგად გამაცინე კანონისტო ,
განმარტება საიდანო, ნასწავლი მაქვს, ჩემო კარგო.

კათოლიკებს კითხეო, კატოლიკების რელიგია იმდენად პრიმიტიულია , როცა შევისწავლე ისიც მეყოფა, ყველანაირად მარტივი გზით მიდიან ....

როგორც გენებოს ისე იფიქრე, რა მიჭირს და რა არა.... მე ავხსენი რაც შემეძლო, მემგონი შენ გაჯიუტებული ხარ....ისე შენს სმაილაკებზე გამეცინა, ეგ სმაილაკები ყოველტვის სიცილს მგვრის და მახალისებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

27 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი