თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ საეკლესიო ხარისხი მაინტერესებს ტანმიმდევრულათ

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Nov 25 2011, 02:52 PM

საეკლესიო ხარისხი დამიწერეთ თანმიმდევრულათ თუ იცით ვინმემ, თეთრ საღმდელოებაში, მომიტევეთ ტემნა თუ უადგილო ადგილას გავხსენი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 25 2011, 05:02 PM

წიგნის მკითხველი, დიაკონი (იპოდიაკონი, დიაკონი, არქიდიაკონი);
მღვდელი (ვერცხლის ჯვრით, ოქროს ჯვრით)
დეკანოზი (ოქროს ჯვრით, გაბრწყინებული ჯვრით, მიტრის ტარების უფლებით.)

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 25 2011, 07:01 PM

დეკანოზის შემდეგ პროტოპრესვიტერი (ოღონდ ერთია მთელ საქართველოში)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 25 2011, 07:06 PM

იქამდე კი პრესვიტერი

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 25 2011, 07:11 PM

A.V.M
პრესვიტერი იგივე მღვდელია

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Nov 27 2011, 12:37 PM

მიტრამოსილ-პროტოპრესვიტელი არსებობს ეგ ხარისხი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 27 2011, 02:35 PM

მამა გიორგი ზვიადაძე მიტრის ტარების უფლებითაა დაჯილდოებული და პროტოპრესვიტერია...

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 27 2011, 05:35 PM

vipbeqa
მიტრა საეკლესიო ხარისხს არ ნიშნავს, უბრალოდ ჯილდოა. ხარიხები შემდეგნაირადაა: იპოდიაკონი, დიაკონი, მთავარდიაკონი, მღვდელი, დეკანოზი, პროტოპრესვიტერი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 28 2011, 07:43 PM

zaz

ციტატა
ხარიხები შემდეგნაირადაა: იპოდიაკონი, დიაკონი, მთავარდიაკონი,

არხიდიაკონი გამოგრჩაa075.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 28 2011, 09:27 PM

GIORGI LELUASHVILI
არქიდიაკონი შავი სამღვდელოების წოდებაა

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 28 2011, 10:29 PM

zaz

ციტატა
არქიდიაკონი შავი სამღვდელოების წოდებაა

გასაგებია, მაგრამ ესაა დიაკვნობის უმაღლესი ხარისხი.
კარგი, თუკი მხოლოდ თეთრ სამღვდელოებაზე გაქვთ საუბარი...გასაგებიაsmile.gif

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Dec 1 2011, 01:56 PM

დიდი მადლობა ყველას, ვინმე ნიკოლოს ბერეკაშვილი ქონია ეგ წოდება მიტრამოსილ-პროტოპრესვიტელი, მამა გაბრიელის ცხოვრება "ბერის დიადემა" ამ წიგნშიც შემხდამისი სახელი, მოვიყვან ციტირებას ციგნიდან "ჩვენება ჩამოვართვი: ნიკოლოზ ბერეკაშვილმა.

ამ ჩვენებაშიდ მოხსენებულ გოდერძი ვასილის ძე ურგებაძეს აღსარება ვათქმევინეთ და მას არავითარი დაბრკოლება არა აქვს დიაკონად კურთხევისათვის“. ვინა ეს პიროვნება ძალიან გთხოვთ რამე მასალა მომაძიებიეთ მის შესახებ, თანმიმდევრულად მინდა შევისწავლო მისი ცხოვრება, ჩემთვის ისიც ცნობილია რომ პატრიარქი შირთ ახსენებს ხოლმე და ამბობს ის ანგელოზია ის თავზე დაგვტრიალებს ეხლაო.

ნუ დაიზარებთ ერთად მოვიძიოთ მასალააა

პ.ს ამასაც დავამატებ
ნიკოლოზ ბერეკაშვილი: ფიცი მივაღებინე და აღსარება ვათქმევინე და დამაბრკოლებელი მიზეზი დიაკონად კურთხევისათვის არა რაი ვპოვე. ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი.

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Dec 2 2011, 02:36 AM

?

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Dec 3 2011, 09:18 PM

???????????

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 3 2011, 09:40 PM

vipbeqa
პროტოპრესვიტერი აუცილებლად არის დაჯილდოებული მიტრის ტარების უფლებით.

დეკანოზ ნიკოლოზ ბერეკაშვილის შესახებ სამწუხაროდ არაფერი ვიცი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 3 2011, 09:49 PM

გუგლში ჩავწერე და ბევრი ინფორმაცია ამომიგდო...
შენც სინჯე აბა...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 4 2011, 01:50 PM

არსებობს სამი საეკლესიო ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და ეპისკოპოსი. სხვა ყველა ჩამოთვლილი წოდებებია და არა ხარისხები.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 5 2011, 07:27 PM

afxazi

ციტატა
არსებობს სამი საეკლესიო ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და ეპისკოპოსი. სხვა ყველა ჩამოთვლილი წოდებებია და არა ხარისხები.

მაშინ რატომ ამბობს ხოლმე უწმინდესი, რომელიმე სასულიერო პირის დაჯილდოებისას ამგვარ სიტყვებს:"აყვანილია დეკანოზის ხარისხში...არქიმანდრიტის ხარისხში...მიტროპოლიტის ხარისხში..." და რატომ არ ამბობს "წოდებაში", ან "ენიჭება წოდება დეკანოზობისა"?

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო იერარქია, რომელიც 3 საფეხურად განლაგდება: დიაკვანნი, მღვდელნი, ეპისკოპოსნი.

მღვდელს დეკანოზისა და მთავარხუცესის ხარისხი მიენიჭებათ, ეპისკოპოსს - მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტისა და პატრიარქისა.
ტაძარში კი ღვთისმსახურების დროს სამღვდელოება წოდებების მიხედვით განლაგდება.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 5 2011, 07:32 PM

არქიმანდრიტი რა უპირატესობით სარგებლობს?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 5 2011, 07:42 PM

k@the
არქიმანდრიტები ძველად დიდი მონასტრის წინამძღვრები იყვნენ. არქიმანდრიტი წოდებით მხოლოდ ეპისკოპოსზე დაბლა დგას და მონაზვნობაში ყველაზე აღმატებული სამღვდელო ხარისხია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 5 2011, 07:43 PM

k@the

ციტატა
არქიმანდრიტი რა უპირატესობით სარგებლობს?


წინამძღვარია და რამდენიმე მონასტერს განაგებს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 5 2011, 07:47 PM

GIORGI LELUASHVILI

და თუ ერში მსახურობს?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 5 2011, 07:56 PM

GIORGI LELUASHVILI

არსებობს სამი სასულიერო ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და ეპისკოპოსი. ეს ყველა კატეხიზმოში აღნიშნულია. რაზეც შენ საუბრობ ეს ყველაფერი არის ჯილდო, რომელსაც ანიჭებენ ამა თუ იმ ხარისხში მყოს შესაბამისი წარმატების შედეგად. ის, რომ პატრიარქი ამ ყველაფერს ხარისხს უწოდებს, ეს სულაც არ არის არანორმალური.

k@the

ციტატა
და თუ ერში მსახურობს?


ამიტომ ვიძახი, ეს ყველაფერი არის ჯილდო. დღეს მაგალითად თბილისში უამრავი იღუმენია, რომელიც სულაც არ უდგას მონასტერს სათავეში.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 5 2011, 08:06 PM

afxazi

გასაგებია დავით. მადლობა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 5 2011, 08:14 PM

ციტატა
დღეს მაგალითად თბილისში უამრავი იღუმენია, რომელიც სულაც არ უდგას მონასტერს სათავეში.

არაერთ ცელებატს ვიცნობ პირადად მეც...

პოსტის ავტორი: vipbeqa თარიღი: Dec 6 2011, 04:36 PM

მე პირადათ ვიცნობ დიაკონს შავი საღმდელოებიდან, რომლისათვისაც ჯერ ბეობაც არ მიუნიჭებიათ პირდაპირ დაიკონათ აკურთხეს და არც მეუღლე ყავს. ამ მოვლენას როგორ ახსნიდით?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 6 2011, 07:26 PM

ციტატა
მე პირადათ ვიცნობ დიაკონს შავი საღმდელოებიდან, რომლისათვისაც ჯერ ბეობაც არ მიუნიჭებიათ პირდაპირ დაიკონათ აკურთხეს და არც მეუღლე ყავს. ამ მოვლენას როგორ ახსნიდით?

არსებობს ორი სამღვდელოება:თეთრი და შავი.
თეთრ სამღვდელოების წარმომადგენლებს ყავთ ოჯახები,ცხოვრობენ ერში...
შავი სამღვდელოების წარმომადგენლები კი ოჯახის გარეშე არიან მონასტერში.

რაც შეეხება შენ მიერ ნახსენებ შემთხვევას,სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობდი როდესაც ცელებატობას ვახსენებდი.
ცელებატი ერში მოღვაწეობს,ოღონდ ოჯახი არ ყავს.
და ეგ დიაკონი კი შეიძლება გახდეს არქიდიაკონი.
თუ რამე ბუნდოვანია შევეცდები უფრო მკაფიოდ ავხსნა...

პოსტის ავტორი: iosebi1978 თარიღი: Jan 26 2012, 01:38 AM

ეს არის იერარქია ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,წმიდათა ცხოვრებაში,პატერიკებში არის მოყვანილი მრავალი მამების ცხოვრება რომლებიც ბერები არიან და ხარისხს გაურბიან ზოგი წმიდა მამა ეპისკოპოსობაზეც ამბობდა უარს.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 30 2014, 12:17 PM

A.V.M
Aქ რო დაწერო Mეტი შEსაფერისი ვერ ვნახე((
Mოკლედ ხომ მიხვდი რაც მაინტერესებს იერარქია დედების და მამების...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 12:37 PM

შავი -
მამები- მონაზონი-ბერდიაკონი-მღვდელმონაზონი-იღუმენი-არქიმანდრიტი-ეპისკოპოსი .

დედები- სამონაზვნე-მონაზონი-იღუმენია .

თუმცა ,აქაც ვხვდებით იმ მანკიერი ტრდიცია-შეხდულებებს , რაც ჩვენშია . ზოგადად კი არსებობს სამი ხარისხი - დიაკონი,მღვდელი-ეპისკოპოსი .
ხოლო ქალები (მონაზვნები , დედები...) საერთოდ არ ითვლებიან სასულიერო პირებად . თუ გინდა , 3 ჯვარი ჩამოიკიდონ გულზე .

ახლა გეტყვი წესით როგორ უნდა იყოს :
ბერდიაკონი და მღვდელმონაზონი , იგივეა რაც დიაკონი და მღვდელი , ოღონდ შავი სამღვდელოების წარმომადგენლები .
იღუმენი - (იღუმენევი) - ბერძნულად ნიშნავს მონასტრის წინამძღვარს . ანუ , ვინცაა მონასტრის წინამძღვარი , ის უნდა იყოს იღუმენი . (სამწუხაროდ ჩვენთან , ამასაც არ ექცევა ყურადღება)
არქიმანდრიტი - (არხი ტოს მანდრას) - ნიშნავს მონასტრების წინამძღვარს . ანუ , რამდენიმე მონასტერია , ყველას ჰყავს თავის წინამძღვარი და

შავი -
მამები- მონაზონი-ბერდიაკონი-მღვდელმონაზონი-იღუმენი-არქიმანდრიტი-ეპისკოპოსი .

დედები- სამონაზვნე-მონაზონი-იღუმენია .

თუმცა ,აქაც ვხვდებით იმ მანკიერი ტრდიცია-შეხდულებებს , რაც ჩვენშია . ზოგადად კი არსებობს სამი ხარისხი - დიაკონი,მღვდელი-ეპისკოპოსი .
ხოლო ქალები (მონაზვნები , დედები...) საერთოდ არ ითვლებიან სასულიერო პირებად . თუ გინდა , 3 ჯვარი ჩამოიკიდონ გულზე .

ახლა გეტყვი წესით როგორ უნდა იყოს :
ბერდიაკონი და მღვდელმონაზონი , იგივეა რაც დიაკონი და მღვდელი , ოღონდ შავი სამღვდელოების წარმომადგენლები .
იღუმენი - (იღუმენევი) - ბერძნულად ნიშნავს მონასტრის წინამძღვარს . ანუ , ვინცაა მონასტრის წინამძღვარი , ის უნდა იყოს იღუმენი . (სამწუხაროდ ჩვენთან , ამასაც არ ექცევა ყურადღება)
არქიმანდრიტი - (არხი ტოს მანდრას) - ნიშნავს მონასტრების წინამძღვარს . ანუ , რამდენიმე მონასტერია , ყველას ჰყავს თავის წინამძღვარი და ამ წინამძღვრებს ცალკე ჰყავთ კიდევ ერთი ხელმძღვანელი , რომელიც არქიმანდრიტია.
(რა თქმა უნდა აქაც ,,მივქარავთ'' ჩვენ , სოკოებივით რომ გვყაავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არქიმანდრიტები , რომლებიც საერთოდ არ არიან წინამძღვრები)


პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 30 2014, 01:08 PM

MორჩIლი და კაბიან MორჩIლს რომ ეძAხიან ესნი????
Dედათ დიაკვანი არ არსებიბს? Mე გამიგია თU სწორად მახსოვს..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 02:46 PM

iohanan
მორჩილი , კაბიანი მორჩილი , უკაბო მორჩილი , წვერიანი მორჩილი , უწვერო , ფსკვნილიანი , უფსკვნილო და.ა.შ. არცერთი არაა ხარისხი .biggrin.gif

რაც შეეხება დედათდიაკონს , გნებავს დიაკონისას . პირველი საუკუნეების ეკლესიებში , მართლაც იყო ეგ ინსტიტუტი , ოღონდ , წმიდა პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა .
მაგ , ვიცით რომ ძირითადად , შთაფვლით ინათლებოდნენ მაშინ ხალხი , ხოდა ქალბატონი რომ შთაფვლით მონათლებოდა , სხეულის გარკვეული ფორმები დაეტყობოდა ტანზე , რასაც სრულიად ბუნებრივია რომ გარკვეული ვნებები გამოეწვია მღვდლისთვის . ამიტომ , გარკვეული რიტუალების აღსრულებაში , დიაკონისა მიეხმარებოდა მღვდელს , რათა არ დაბრკოლებულიყო .

თავად დიაკონისა კი თავის მხრივ უნდა ყოფილიყო ასაკოვანი , აღარ უნდა ჰქონოდა დედათა წესი (რადგან მაშინდელი კანონით , რომელიც წმიდა პრაქტიკული დანიშნულებისა იყო , ტაძარში შესვლა არ შეეძლო ამ მდგომარეობაში და.ა.შ.)

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 30 2014, 09:06 PM

AHა ახლა გასაგებია ...მადლობა!!!!

A.V.M
Xარისხი რომ არაა ეს მესმის მე Mაინტერესებს რა ეტაპებს გადის MონასტერშI ადამიანი????

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 1 2014, 08:35 PM

whistling.gifwhistling.gifwhistling.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2014, 09:44 PM

უკაბო მორჩილი-კაბიანი მორჩილი-ბერი-ბერდიაკონი
და მერე კი იცი...

ქალები :
უკაბო და კაბიანი მორჩილი , სამონაზვნე-მონაზონი - იღუმენია

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 2 2014, 10:44 AM

smile.gif)) გაიხარე მადლობააა!!!!!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)