IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
marine
პოსტი Oct 3 2016, 07:33 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიტყვა არ უნდა შეგებრუნებინა, ისე უნდა შეგესრულებინა მისი [პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე)]. აი, ასე ესმოდა მორჩილება. თუ ხმას აუწევდა, მეორე წუთს აღარც ახსოვდა, ცდილობდა, შემდეგ ძალიან თბილად მოგპყრობოდა. იმდენად დიდ ყურადღებასა და სითბოს გამოავლენდა შენდამი, რომ თუ როდისმე რაიმე წყენა გქონია გულში მის მიმართ, ყველაფერი დაგავიწყდებოდა. სწორედ ეს სითბო გვაკლია ჩვენ, დღევანდელ მოძღვრებს. გაბრაზება ვიცით, მაგრამ სიყვარულით ვერ მივუტევებთ ჩვენს შვილებს".

/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2016, 08:26 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატიმრობის შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი. ერთხანს თელავშიც ვიმსახურე, შემდეგ - თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. უწმინდესი ეფრემი [სიდამონიძე] ცდილობდა, ხშირად გამოეცვალა სამსახური სასულიერო პირებისთვის, რათა გამოცდილებასთან ერთად ადამიანს დროებითობის განცდაც დაუფლებოდა. "ამ ქვეყანაზეც ხომ დროებით ვართო", - იტყოდა, როცა ამ საკითხზე ჩამოვარდებოდა საუბარი. თითქმის არ დარჩენილა ადგილი საქართველოში, სადაც მის უწმინდესობას არ ემსახუროს, რადგან ასეთი იყო მისი ცხოვრება".

/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/



--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2016, 10:27 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, ვინც პატრიარქ ეფრემის მიერ აღლენილ წირვა-ლოცვას დასწრებია, ყველა აღნიშნავს, რომ იგი მთელი სულითა და გულით იყო ჩართული მსახურებაში...

- დიახ, იგი შეუდარებელი მლოცველი გახლდათ და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვდა. არ უყვარდა, როცა სასულიერო პირი თავს იმდენად მიენდობოდა, რომ მცირე კვერექსებს წიგნის გარეშე წარმოთქვამდა. გვასწავლიდა: "ლოცვას დიდი ძალა აქვს და ვინაიდან ეშმაკი ყოველ ნაბიჯზე თან დაგვყვება, როცა დაინახავს, რომ საკუთარ შესაძლებლობას ხარ მინდობილი, კვერქსის წარმოთქმის დროს კი არა, "უფალო, შეგვიწყალენის" ლოცვისასაც შეუძლია შეგაფერხოს და სიტყვები გამოგაცალოს. ამიტომ ყოველთვის ან კონდაკი უნდა გეჭიროს ხელში, ან ის წიგნი, რომლითაც წირავ. ამ დროს ეშმაკი ვერ მოგეკარება რადგან იცის, რომ იარაღი გიჭირავს ხელში ლოცვების წიგნის სახითო". ეს იმდენად კარგი რჩევაა, რომ ამდენი ხნის მღვდელი ვარ და არ მახსოვს, მცირე ასალაღლებელიც კი უწიგნოდ წარმომეთქვას".

/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2017, 01:13 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიტროპოლიტი გაიოზი იხსენებდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემს [სიდამონიძე] განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა კათოლიკოს-პატრიარქის, კირონ მეორისადმი (საძაგლიშვილი), რომლის ფოტო კაბინეტში ჰქონია დაკიდებული და ამბობდა ხოლმე, - შეხედეთ, საუკუნეების სიღრმიდან მოსული გეგონებათო".


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:14 AM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატრიარქი ეფრემი როცა ციხეში მიუყვანიათ, ნარებზე ყველა ადგილი დაკავებული ყოფილა და ამიტომ იატაკზე დაწოლილა. ამის შემხედვარე მაჰმადიან თათარს მისთვის ადგილი დაუთმია ნარზე. პატრიარქს (მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსს) მისთვის უთქვამს, - აქ ორივე მოვთავსდებითო, მაგრამ თათარს უუარია: - მე არ ვარ ღირსი, ღვთის კაცის გვერდით ვიწვეო."


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2017, 10:02 AM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ლენინგრადში პატრიარქი ეფრემი ლიტურგიას აღასრულებდა, დიდი შესვლისას ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ასე მოიხსენია პატრიარქი: "ყოველთა ქართველთა და სომეხთა პატრიარქი". უწმინდესი მიუბრუნდა ეპისკოპოსს და ჩუმად უთხრა: "შენ თვითონვე ხარ ერეტიკოსი". და მსახურება გააგრძელა."


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2017, 11:25 AM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 24,310
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კაცი დიდებას გაურბის, ემალება, მაგრამ სწორედ მაშინ ღმერთი გამოაჩენს ხოლმე მის სათნოებას, უფრო მეტად განადიდებს. მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩუმად დაუტევა კათედრა და უბრალო მორჩილად შედგა ათონის ერთ-ერთ მონასტერში. ის ჯორების მწყემსად დაადგინეს. კელიას არასოდეს კეტავდა, ანდა რისთვის ჩაეკეტა, როცა ერთი ხის საწოლის გარდა არაფერი ებადა. ერთხელ, ზაფხულის სიცხეში, მის კელიას ერთმა ბერმა შეაფარა თავი. ჯორების მწყემსი საღამომდე არ დაბრუნდებოდა, ამიტომაც იგი საწოლზე წამოწვა და ჩათვლიმა. უეცრად ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი წარმოუდგა, გვერდში მსუბუქად წაჰკრა და უთხრა: "ადექი, შენ არ უნდა იწვე იქ, სადაც ისვენებს ხოლმე დიდი პატრიარქი!" ბერს გამოეღვიძა, გაუკვირდა ნანახი, მაგრამ მალევე ჩაეძინა. "გადმოხვალ თუ არა პატრიარქის საწოლიდან? - განურისხდა უფლის ანგელოზი, - განა არ გითხარი, პატრიარქის საწოლზე დასვენების უფლება არ გაქვს-მეთქი. ადექი, თორემ განგგმირავ შენი კადნიერებისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობისთვის", - და მახვილი მოუქნია. ძილში შეშინებული ბერი ცხადში წამოხტა და მონასტრის მამებს მოუყვა ნანახ სიზმარს. დაფიქრდნენ ბერები, გაახსენდათ გავრცელებული ჭორები კონსტანტინოპოლის პატრიარქის საყდრიდან მალულად წასვლისა. დარწმუნდნენ, რომ ჯორების მწყემსი პატრიარქი იყო და საღამო ჟამს, როცა მონასტერში ჯორები მორეკა, სამღვდელმთავრო ზარების რეკვით შეხვდნენ. მწყემსი მიწაზე დაემხო, შენდობა შესთხოვა ძმებს და დაუდასტურა, რომ მართლაც პატრიარქი იყო."


--------------------
"გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული"
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2017 - 04:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი