IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> "მოძღვარი მიტინგზე არ უნდა დადიოდეს", ჟურნ. "გუმბათი", N16
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 10:48 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ინტერვიუ დავით ჩიკვაიძესთან, მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან, რომელიც ამავე დროს ვაკის სამების სტიქაროსანი, კანონიკური სამართლის დოქტორანტი და ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარეა.

_ უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში და პირიქით?
_ ოქროს შუალედი მოცემულია სახარებაში, `მიეცით კეისარს კეისრისა, ღმერთს ღვთისა~. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანობა სხვა რელიგიებისგან განსხვავებით მიჯნავს სახელმწიფოს და ეკლესიას. ეკლესია მოწოდებულია თავისი აღმატებული მიზნებისთვის, სახელმწიფოსაც აქვს თავისი განცალკევებული მიზნები, საერთო მიზანი კი მოსახლეობის კეთილდღეობაა. რაც შეეხება ურთიერთმიმართების საკითხს, სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ეკლესიის მრევლი და პირიქით. `მიეცით კეისარს კეისრისა~ ნიშნავს იმას, რომ რაც სახელმწიფომ დაადგინა მოქალაქეთათვის, იგი უნდა შევასრულოთ. პავლე მოციქულის სიტყვებია `ყოველი სული უმაღლეს ხელისუფლებას დაემორჩილოს~, მაგრამ თუკი სახელმწიფო მოუწოდებს ქრისტიანს საეკლესიო მოძღვრების წინააღმდეგ, ქრისტიანს უფლება აქვს და მეტიც, ვალდებულიცაა არ დაემორჩილოს მას. დანარჩენ შემთხვევაში რიგითი ქრისტიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს, განსაკუთრებით საერო საკითხებში. რაც შეეხება ეკლესიას, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, არ შეიძლება იყოს ისე, როგორც, მაგალითად, რუსეთის იმპერიის დროს. ამ შემთხვევაში მოხდება ეკლესიის მაღალი მიზნების აღრევა, სახელმწიფოს მიზნებთან, რაც მისაღები არ არის. თუმცა, თუ სახელმწიფო იზრუნებს ეკლესიის ლეგიტიმურ საჭირობაზე და შესაბამისად ეკლესია აკურთხებს სახელმწიფოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მოქალაქეებისთვისაც შექმნის კარგ გარემოს.
_ დღეს სახელმწიფო თუ დგას ეკლესიის გვერდით?
_ უდავოდ. მაგალითად, ძალიან ხშირად მთავრობის სხდომაზე განიხილება ეკლესიითვის რაღაც პრივილეგიის მინიჭების საკითხი. შეიძლება იყო ტყის ფართობის გადაცემა, თანხის ან მიწის ფართობის გამოყოფა ეკლესიის ასაშენებლად. საქართველოს სახელმწიფოსთვის ოთხი ადამიანის _ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოწვეული სტუმრები ითვლებიან უმაღლესი რანგის სტუმრებად. როცა აქ ჩამოდიან სტუმრები ოფიცალური ვიზიტით, ხვდებიან კათოლიკოს-პატრიარქს და იმ სამ პირს, რომელიც ზემოთ ავღნიშნე. მრევლში ჩნდება ხოლმე კითხვა, რატომ შეხვდა ისა თუ ეს უცხოელი სტუმარი პატრიარქს. ეს განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით და ისინი ვალდებული არიან შეხვდნენ. ევროპულ გამოცემებში რელიგიის შესახებ, საქართველო შეტანილია ისეთი ქვეყნების რიცხვში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო რელიგია. მხოლოდ, ფრჩხილებში მითითებულია _ `დე ფაქტო~, რამდენადაც პირდაპირი ჩანაწერი არ გვაქვს ამის თაობაზე, თუმცა სტატუსი ამ დონეზეა აყვანილი.
_ ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ მართლმადიდებლობის სახელწიფო რელიგიად გამოცხადებას, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?
_ ამ საკითხზე მახსენდება თავად მისი უწმინდესობის სიტყვები, წარმოთქმული კონსტიტუციური შეთანხმების დადების დღეს: `რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და საუკეთესო ფორმად შერჩეული იქნა ეს ვარიანტი, კონსტიტუციური შეთანხმება~. სახელწიფო რელიგიად გამოცხადებაში მხოლოდ სიტყვიერი დეკლარირება ხომ არ იგულისხმება? თუ გადავხედავთ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო რელიგიები, დავინახავთ, რომ იქ ეკლესია სახელწიფოს ერთგვარ დანამატად არის ქცეული. მაგალითად, საბერძნეთში მოძღვრები იღებენ ხელფასს სახელწიფო ბიუჯეტიდან. როდესაც ეკლესია საჯარო უფლებამოსილებებს ახორციელებს, შესაბამისად ეს მდგომარეობა აძლევს სახელმწიფოს საშუალებას აქტიურად გააკონტროლოს ეკლესია და ამდენად, ეკლესია სახელმწიფოს ერთ-ერთ სამინისტროსავით გვევლინება ხოლმე.
_ თუ მართლმადიდებლობა გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად, სხვა რელიგიები, რომლებიც არის საქართველოში, დადგებიან რაიმე შეზღუდვის წინაშე?
_ მოქალაქეთა ნებისმიერი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად დაუშვებელია, ან პირიქით, დაუშვებელია ამ ნიშნით პრივილეგიის მინიჭებაც. მოქალაქეები უნდა იყვნენ თანასწორი. თუმცა, თავად ამ სტატუსის მქონე რელიგიურ ორგანიზაციას მეტი უფლებები ექნება, ცხადია.
_ როდის მიენიჭათ საქართველოში არსებულ სექტებს იურიდიულად არსებობის უფლება?
_ საქართველოს კანონმდებლობთ დღეს რელიგიური ორგანიზაციად ითვლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია. ქართული კანონმდებლობა რელიგიური ორგანიზაციის შექმნის ან რეგისტრაციის წესს არ იცნობს, არც კანონი გვაქვს მათ შესახებ. სამოქალაქო კოდექსში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ორგანიზაციები უნდა დაფუძნებულიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და ეს ამოიღეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გიგა ბოკერიას ინიციატივით. დღეს კანონმდებლობა რელიგიურ ორგანიზაციად არ ცნობს არც კათოლიკურ, სომხურ ეკლესიებს. ეს რაც შეეხებოდა ტრადიციულ კონფესიებს. ამიტომაა, რომ ვერ რეგულირდება ისინი რას აშენებენ და როგორ წარმართავენ საქმიანობას. გახსოვთ ალბათ, იეჰოვას მოწმეებზე იყო დიდი ამბებივი და ამბობდნენ რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც რელიგიური ორგანიზაციაო. რეალურად კი მათი დარეგისტრირება მოხდა, როგორც ფონდის. შემდგომში გაირკვა, რომ ამ ფონდის დაარსების სათავეებთან იდგნენ რასელის მიმდევრები.
_ თქვენ საუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დახმარებაზე, რას იტყვით იმ ფაქტებზე, როგორიცაა გლდანის ეკლესიაზე შტურმი და ფერიის მთაზე ეკლესიის ნგრევა?
_ გლდანის ეკლესიდან ბასილ მკალავიშვილის გამოძევება საეკლესიო სამართლით იყო დაშვებული, რამდენადაც მკალავიშვილი არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, იბრალებს ამას და შეცდომაში შეჰყავს მრევლი, თუმცა, მე არ ვსაუბრობ ფორმებზე. ზემოთქმული მიზეზის გამო, ტაძარსაც არ შეიძლება ეწოდოს მართლმადიდებლური. საერო-სამართლებრივად კი იგი თავისი მიმდევრებით არის კონფესია და საკულტო ნაგებობის შტურმით აღება ყოვლადდაუშვებელია. რაც შეეხება ფერიის ეკლესიას, საეკლესიო სამართლის მიხედვით პასუხი მკვეთრად უარყოფითია ამ ფაქტის მიმართ. საერო სამართლებრივად, თუ დოკუმენტაცია არასრულად იყო (როგორც საუბრობდნენ), ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება, რომ ნაგებობა დაინგრეს, მაგრამ როცა ეკლესიაზეა საუბარი, ცოტა ძნელია თქვა, რომ ის იყო უკანონო. რადიკალიზმი ძალიან ცუდია, ამაზე მოგვიწოდებს ხოლმე უწმინდესი, შეიძლებოდა ამ საკითხის დიალოგით გადაწყვეტა. თუმცა ეს უარყოფითი ფაქტი ერთეული შემთხვევაა სხვა უამრავი დადებითის გვერდით.
_ როცა ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, იმართება აქციები, მოძღვარი უნდა იყოს თუ არა თავისი ხალხის გვერდით, ამაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია.
_ მოძღვარი ყველას მოძღვარია. ის წარმართავს სულიერი შვილების ცხოვრებას. თუ თავის სულიერ შვილებთან მივა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ მისი აქციაზე მისვლა შესაძლოა, საპატრიარქოს რაღაცნაირად ჩარევად ჩაითვალოს. ქართველებს ფიცხი ხასიათი გვაქვს და იქ მოძღვრის მისვლა, არ არის გამორიცხული ისე მოინათლოს, რომ მთელი საპატრიარქო იქ დგას. მეუხერხულება მოძღვრებისთვის რჩევის მიცემა, მაგრამ ჩემი აზრით, სასურველი იქნება არ მივიდნენ, ამ მიზეზების გამო. თანაც როგორ იქნება, რომ პოლიტიკურ საკითხებზე ერთგვაროვანი მრევლი ჰყავდეს? მაშინ მისი მისვლა აქციის მონაწილეებთან ნიშნავს, რომ იგი მრევლის ერთ ნაწილთან დგას, ეს კი ერთგვარად მრევლის გაყოფაა. მოძღვარმა ეკლესიაში უნდა იქადაგოს. თუკი მივა და უბრალოდ დალოცავს მომიტინგეებს, ამაში ცუდი არაფერია. გაუსვას ხაზი, რომ საკუთარი ინიციატივით მივიდა და არა საპატრიარქოს თხოვნით.
ამასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტი მინდა ავღნიშნო, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა თავის შეკრებაზე მიიწვია ქრისტეფორე წამალაიძე, რომელიც განკვეთილი ეპისკოპოსია და გაშუქდა რომ მიწვეული ჰყავდათ ეპისკოპოსი.
_ დღეს საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი? ასეთი აზრიც არის საზოგადოებაში, რომ სახელმწიფო ცდილობს ეკლეიის საქმიანობაში ჩარევას და მის გაკონტროლებას.
_ მე ვერ დავადასტურებ, თუმცა ამ მხრივ გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა და ეს არის სწორედ, რაც სახელმწიფო რელიგიის მინუსებზე მიუთითებს. ანუ, როცა სახელმწიფო ეკლესიას დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს, მას ბუნებრივია, შემდეგ უჩნდება იმის სურვილიც, რომ იქ არ გაჩნდნენ მისი მოწანააღმდეგეები. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება ისეთ საკითხებში ჩარევა, როგორიცაა დოგმატური სწავლება.
_ რაც შეეხება სკოლებში რელიგური სწავლების ამოღებას?
_ სწავლება ამოღებული არ არის, არამედ არის ფაკულტატიური, ნებაყოფლობითი. ასე წერია კონსტიტუციურ შეთანხებაში და ზოგადი განათლების კანონშიც. რელიგიის სწავლება უნდა მოხდეს ან პირველ, ან ბოლო გაკვეთილზე, რათა ვისაც არ სურს დასწრება, არ შევიდეს. რელიგიის სწავლებას წყვეტს თავად სკოლა. ამის შემდეგ პედაგოგის კანდიდატურა უნდა შეუთანხმოს საპატრიარქოს, რომ არ მოხდეს მართლმადიდებლობის სახელით სხვა რელიგიის სწავლება.


ია მერებაშვილი



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2009, 11:28 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რატომ შეხვდა ისა თუ ეს უცხოელი სტუმარი პატრიარქს. ეს განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით და ისინი ვალდებული არიან შეხვდნენ.

მოიცა, მოიცა biggrin.gif
პატრიარქმა ვინმე უნდა ისტუმროს იმიტომ რომ პრეზიდენტმა მოინდომა? biggrin.gif
ან იქნებ პატრიარქს არ უნდა, ან იმ სტუმარს biggrin.gif ვალდებულია რასა ქვია smile.gif
ციტატა
გიგა ბოკერიას ინიციატივით

მკვეთრად უარყოფითი პიროვნება! აქ გააკრიტიკე თუ როგორ გამოდის? smile.gif
აშკარაა რომ ეგ კანონი დასახვეწია.
ციტატა
. მეუხერხულება მოძღვრებისთვის რჩევის მიცემა

კარგად ამბობ, მაგრამ სრული სიმართლისათვის ისიც უნდა დაგემატებინა, იმიტომაც მეუხერხულება, რომ თავად ვარ ნაცმოძრაობის და მთავრობის წევრიო a075.gif უფრო გულახდილი იქნებოდი ... დანარჩენი მართალია.

ციტატა
სწავლება ამოღებული არ არის, არამედ არის ფაკულტატიური, ნებაყოფლობითი

და ესეც შესაცვლელია, უამრავ კათოლიკურ ქვეყანაში ისწავლება კატეხიზმო, იქ ამბობენ, რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია ელემენტალურ დონეზე მაინც იცნობდეს სახელმწიფოს მთავარ რელიგიას, აქ ასწავლიან და რწმენა პირად არჩევანზეა დამოკიდებულიო.
სტატისტიკურად დღეს რელიგიის გაკვეთილი ამოღებულია.

წარმატებები;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 27 2009, 11:33 AM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ინტერვიუ დავით ჩიკვაიძესთან, მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან, რომელიც ამავე დროს ვაკის სამების სტიქაროსანი, კანონიკური სამართლის დოქტორანტი და ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარეა.

laugh.gif



ციტატა
დღეს საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი?

ვერ დაემონები ორ უფალს yes.gif სახელმწიფო და ეკლესია ერთად უნდა მოქმედებდეს... smile.gif ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს yes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 11:45 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ან იქნებ პატრიარქს არ უნდა, ან იმ სტუმარს biggrin.gif ვალდებულია რასა ქვია

იმიტომ, რომ სახელმწიფოს წამყვან ფიგურად ითვლება პატრიარქი smile.gif

ციტატა
იმიტომაც მეუხერხულება, რომ თავად ვარ ნაცმოძრაობის და მთავრობის წევრიო

არა. ისევე გავაპროტესტე გლდანის ეკლესიის მოძღვრის მამა მიქაელის დასწრება ნაციონალური მოძრაობის ყრილობებზე. რა შუაშია პარტია?

მთავრობის წევრი ჯერ არ ვარ biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 27 2009, 11:49 AM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქევანა
ციტატა
ვერ დაემონები ორ უფალს სახელმწიფო და ეკლესია ერთად უნდა მოქმედებდეს... ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს



მართალი გითხრა ვერ მივხვდი, ეშმაკი სახელმწიფოა??? გულახდილად გეუბნები ვერ მივხვდი.KAIROS
ციტატა
პატრიარქმა ვინმე უნდა ისტუმროს იმიტომ რომ პრეზიდენტმა მოინდომა?
ან იქნებ პატრიარქს არ უნდა, ან იმ სტუმარს ვალდებულია რასა ქვია



მართლმადიდებლური სპატრიარქო ცოტა სხვა სტატუსშია აყვანილი კაიროს, ამიტომ ცოტა მეტი ,,ვალდებულებები,, აკისრიათ და ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ოფიცილაური ვიზიტი პზტრიარქთან, თუნდაც პატრიარქს არ სურდეს იმ დროს ვინმეს შეხვედრა, ტავად პატრიარქს და შესაბამისად ეკლესიის მაღალ სტტუსზე მიუთითებს. შენ თვითონ დაფიქრსი, როგორია, როცა უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი მოდის საქართველოში და მას ოფიციალურად ხვდება პატრიარქი, ანუ ამით საქართველოს ეკლესიის მაღალი უფლებების რეიტინგის და მნიშვნელობის ხაზგასმაა. ამიტომ, უნდა თუ არა, პატრიარქი შეხვდება, ეჭვიც არ მეპარება, მით უფრო ეს პატრიარქი.


რომ არ ხვდებოდეს, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე პრეზიდენტის გვერდით რომ არ იდგეს, ანუ ეკლესია ამ სახელმწიფოსთვის არავინ იქნებოდა, ხომ გესმის რასაც ვამბობ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 11:56 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ისე, ასეთი მყვირალა სათაური არ მინდოდა.... sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 27 2009, 11:58 AM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



კანონასთან ბოდიში და კითხვები ვინ მოიფიქრა?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 27 2009, 11:58 AM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ისე, ასეთი მყვირალა სათაური არ მინდოდა....



დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გასაგებია.., არ იდარდო ამაზე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 12:07 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თამარი_ცქნაფო
ციტატა
კანონასთან ბოდიში და კითხვები ვინ მოიფიქრა?

იმან sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 27 2009, 12:24 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ს. შენ თვითონ დაფიქრსი, როგორია, როცა უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი მოდის საქართველოში და მას ოფიციალურად ხვდება პატრიარქი, ანუ ამით საქართველოს ეკლესიის მაღალი უფლებების რეიტინგის და მნიშვნელობის ხაზგასმაა. ამიტომ, უნდა თუ არა, პატრიარქი შეხვდება, ეჭვიც არ მეპარება, მით უფრო ეს პატრიარქი.

მხევალი ნინო
ნინო, არ გეთანხმები smile.gif პატრიარქს ვინც "დაევასება" და საჭიროდ ჩათვლის, იმას მიიღებს და სულ არ უნდა აინტერესებდეს რეიტინგის "სიმაღლე" ან მიშკას სურვილები , რამეთუ რაიმე ვალდებულება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 27 2009, 12:48 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მხევალი ნინო

ეგ არ მიგულისხმია biggrin.gif

უბრალოდ, რატომ უნდა გაიყოს სახელმწიფო და ეკლესია smile.gif რა საჭიროა გაორება?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 27 2009, 12:55 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



staywhite
ციტატა
ან მიშკას სურვილები ,




ეს მიშკას სურვილები არ არის ნანა, ეს მართლმადიდებლური ეკლესიის ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობის ხაზგასმაა. მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა სტატუსი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება. ანუ, ამ შეხვედრების დროს, ხაზგასმაა ეკლესიის მნიშვნელობის, მისი ოფიცილაური სტატუსის, მასთან მიღებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო გადაწყვეტილებად აღიქმება (ნუ ცოტა მეტი მომდის, მაგამ გავიხსენოთ პატრიაქრის ოფიცილაური ვიზიტი ომის დროს, და ბევრი სხვა რამ), ასეტი რამ , თუნდაც მართლმადიდებლურ საბეძნეთსი ხდება თუ არა არ ვიცი, მგონი არა. ამიტომ, აქ მიშას, არც გრიშას, არც ჯემალის და არავის ხუშტურები არაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვი და სხვათა შორის ჩვენი ხალხსითვისაც.

ქევანა
ციტატა
უბრალოდ, რატომ უნდა გაიყოს სახელმწიფო და ეკლესია რა საჭიროა გაორება?


იმიტომ, რომ ეკლესია ადამიანის სულის ცხონებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო მმართველობა ქყვენის პოლიტიკის გამტარებელია, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამამყარებელი, ქვეყანაში წესრიგზე მპასუხიმგებელი, ქვეყნის ტერიოტიული მთლიანობობაზე მპასუხიმგებელი, თავდაცავი ომების დროს და აშ. ეს სულ სხვადასხვა სუბიექტებია.

რელიგიის გავლენა ჩვენს კანონმდებლობაში საკმაოა, მაგალითად ისევ ცნობილი კონკორდატი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შოის გაფორმებული ხელშეკრულება, საპატრიარქოსთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, უქმე დღეები, რომელიც რელიგიურ დღესასწაულებთანაა კავშირში და აშ, მაგრამ ეს ერტი ვერ იქნება, რადგან დატვირთვა მაინც განსხვავებული აქვთ.

ეკლესია თვაზე ვერ აიღებს ქვეყნის ტეიროტიული მთლიანოს შენარჩუნებას, პოლიტიკას, არქმიის შექმნასა და საზოგადოებრიივ წესრიგის დაცვას. ასე იყო ოდითგანვე, ებრაელებს ჰქონდათ რელიგია ჰყავდათ ღვთისმსახურები, მაგრამ ამ დროს მეფეებიც ჰყავდათ. და რა მერე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 27 2009, 01:01 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მხევალი ნინო
ციტატა
და რა მერე?

არც არაფერი.. მე არ მინდა გაორება და გახლეჩვა smile.gif ამიტომ მე ვიცხოვრებ ისე როგორც მიმაჩნია და ვიფიქრებ ისე როგორც მიმაჩნია სწორად, და დავაფიქსირებ ამ თემაში აზრს რომელიც მე გამაჩნია, ვინც არ მეთანხმება ნუ მეთანხმება, ამაზე არ ვდარდობ.. არც მე ვეთანხმები თემის ავტორს, მაგრამ ამით რა რო? smile.gif არაა ჩემი აზრი (თუნდაც გაუგებარი და "ამირან გულში მღეროდა" აზრი laugh.gif) გადამწყვეტი და არც მაქ პრეტენზია.. ხოდა არც არაფერი... გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 27 2009, 01:10 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქევანა
ციტატა
მე არ მინდა გაორება და გახლეჩვა



არ ვიცი გახლეჩვა სად ნახე, მოკლედ, მე შენი არ მესმის ამ საკითხში biggrin.gif ნუ, ეგ არაფერი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 27 2009, 01:26 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ეს მიშკას სურვილები არ არის ნანა, ეს მართლმადიდებლური ეკლესიის ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობის ხაზგასმაა. მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა სტატუსი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება. ანუ, ამ შეხვედრების დროს, ხაზგასმაა ეკლესიის მნიშვნელობის, მისი ოფიცილაური სტატუსის, მასთან მიღებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო გადაწყვეტილებად აღიქმება (ნუ ცოტა მეტი მომდის, მაგამ გავიხსენოთ პატრიაქრის ოფიცილაური ვიზიტი ომის დროს, და ბევრი სხვა რამ), ასეტი რამ , თუნდაც მართლმადიდებლურ საბეძნეთსი ხდება თუ არა არ ვიცი, მგონი არა. ამიტომ, აქ მიშას, არც გრიშას, არც ჯემალის და არავის ხუშტურები არაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვი და სხვათა შორის ჩვენი ხალხსითვისაც.

ხო, არ ვიცი ნინო, სერბეთის ეკლესია ნაკლებად იღებს მონაწილეობას სამთავრობო და ოფიციალურ მიწვევა-მიღებებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ იყო ომი, ბევრჯერ შეიცვალა მთავრობა და შესაბამისად "სტუმრების" წარმომავლობა და რანგი... საქართველოს ამბებს კი მხოლოდ აქ ვგებულობ - ამ ფორუმზე ძირითადად. ერთადერთი რაშიც პატრიარქმა პავლემ თავისი აზრი დააფიქსირა, მილოშევიჩს "დაუქნია თითი" და გონიერებისკენ მოუწოდა, ამ უკანასკნელს ეს რა თქმა უნდა სულ არ აღელვებდა, მარა მაინც smile.gif

ციტატა
იმიტომ, რომ ეკლესია ადამიანის სულის ცხონებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო მმართველობა ქყვენის პოლიტიკის გამტარებელია, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამამყარებელი, ქვეყანაში წესრიგზე მპასუხიმგებელი, ქვეყნის ტერიოტიული მთლიანობობაზე მპასუხიმგებელი, თავდაცავი ომების დროს და აშ. ეს სულ სხვადასხვა სუბიექტებია.

ამაში კი ნამდვილად გეთანხმები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 02:29 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
სერბეთის ეკლესია ნაკლებად იღებს მონაწილეობას სამთავრობო და ოფიციალურ მიწვევა-მიღებებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ იყო ომი, ბევრჯერ შეიცვალა მთავრობა და შესაბამისად "სტუმრების" წარმომავლობა და რანგი...

ეგ იმიტომ, რომ სერბეთში ეკლესიას ის სტატუსი არ აქვს, რაც ჩვენში.

ეგ სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ კარგია და სააკაშვილი რა შუაში იყო ვერ მივხვდი...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 27 2009, 02:35 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
ეგ იმიტომ, რომ სერბეთში ეკლესიას ის სტატუსი არ აქვს, რაც ჩვენში.

რა სტატუსი აქვს ჩვენთან და რა სტატუსი აქვს სერბეთში? განსხვავება მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვიცი smile.gif

სააკაშვილი არ ვიცი რატომ ახსენე, მაგრამ მე ნინოს ვუპასუხე მიშას ვინ ეკითხება თქვა , სხვა რა ვიცი რა შუაშია, ეგ თქვენ იცით smile.gif

პ.ს. ჩვენს პატრიარქს ჩემი მოძღვარიც შეხვდა მანდ რომ იყო სტუმრად (კერძო სტუმრად და არა ოციფიალური რაიმე ვიზიტით) , ასე რომ თვით პატრიარქი წყვეტს ვის შეხვდება და ვის ვერა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Apr 27 2009, 02:36 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
მოძღვარი ყველას მოძღვარია. ის წარმართავს სულიერი შვილების ცხოვრებას. თუ თავის სულიერ შვილებთან მივა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ მისი აქციაზე მისვლა შესაძლოა, საპატრიარქოს რაღაცნაირად ჩარევად ჩაითვალოს. ქართველებს ფიცხი ხასიათი გვაქვს და იქ მოძღვრის მისვლა, არ არის გამორიცხული ისე მოინათლოს, რომ მთელი საპატრიარქო იქ დგას.


არაფერს სჭირდება "მონათვლა", ისედაც ჩანს სად დგას საპატრიარქო, საკმარისია გადავხედოთ უწმინდესის ბოლოდროინდელ ქადაგებებს (მიმართვებს) და ნათლათ დავინახავთ, რომ უწმინდესი (საპატრიარქო) დგას სრულიად საქართველოსთან, თავის მრევლთან და სულიერ შვილებთან, ანუ იქ სადაც უნდა იდგეს...
ამდენად მოძვრებს არ სჭირდებათ უშუალოდ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე სიარული...

პ.ს.
ისე, ბ-ნო დავით თქვენ რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გეცხოვრათ, კარიერაში უსათუოდ დიდ მწვერვალებს მიაღწევდით, რადგან არსებული ხელისუფლების აგიტაცია-პროპაგანდა იმ ეპოქაში უფრო ფასდებოდა....


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 27 2009, 02:36 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
რა სტატუსი აქვს ჩვენთან და რა სტატუსი აქვს სერბეთში? განსხვავება მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვიცი

სერბეთში მართლმადიდებლობას ოფიციალურად არანაირი უპირატესობა არ აქვს, ხოლო საქართველოში - ფაქტობრივად (როგორც ვთქვი), სახელმწიფო რელიგიაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას უფლება აქვს გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს ფუნქციაც შეარულოს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 27 2009, 02:38 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
სერბეთში მართლმადიდებლობას ოფიციალურად არანაირი უპირატესობა არ აქვს, ხოლო საქართველოში - ფაქტობრივად (როგორც ვთქვი), სახელმწიფო რელიგიაა.

გასაგებია smile.gif მაგრამ ოფიციალურად არ აქვს მხოლოდ - ეს ნამდვილად მართალია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 04:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი