თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 03:20 PM

IPB-ს სურათი
მართლაც ულამაზესი ადგილია. თან რომ იცოდეთ რა მამები არიან tongue.gif

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 03:33 PM

IPB-ს სურათი40x480.JPG[/img][/url]
ეს მამა დამიანეა_ქოზიფელი ბერი. შესანიშნავი ადამიანი

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Sep 10 2007, 03:46 PM

რა სილამაზეა smile.gif
მეტი სურათები არა გაქვს?

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 03:56 PM

IPB-ს სურათი
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს:
ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა biggrin.gif )
არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა.


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 10 2007, 03:59 PM

გიო, მივიღე სურათები იმეილზე. დიდი მადლობა smile.gif
2kiss.gif

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 04:04 PM

IPB-ს სურათი
საძვალეთი
ამ ჩონჩხთაგან ერთ–ერთის თავის ქალაზე, შუბლზე ამოსახულია ხელთუქმნელი ჯვარი.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Sep 10 2007, 04:14 PM

gio_m
რა მხარესა ქოზიფი?

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 04:36 PM

IPB-ს სურათი
ხევში ჩაფლული მონასტერი

ქოზიფის მონასტერი ძამის ხეობაშია. ქარელს რომ გასცდები დაახლოებითტ 40 კმ-შია. მთაშია და მარტო ნივა,ვილისი და ჯიპი ადის. ძალიან მაგარი ადგილია, გირჩევ წახვიდე ერთი კვირით მაინც. საერთოდ მონასტერში ძალიან მკაცრი ტიპიკონი აქვთ. ბევრი ვერ ძლებს

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Sep 10 2007, 04:42 PM

იქნებ კიდე დადოთ ფოტოები smile.gif
ულამაზესია

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 04:43 PM

IPB-ს სურათი
(ბერი)მამა კლიმენტი და მორჩილი ვალერი. ორი ძალიან კარგი ადამიანი

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Sep 10 2007, 04:43 PM

ციტატა(gio_m @ Sep 10 2007, 04:04 PM) *

ამ ჩონჩხთაგან ერთ–ერთის თავის ქალაზე, შუბლზე ამოსახულია ხელთუქმნელი ჯვარი.


მღვდელმონაზონი ყოფილა.

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 04:48 PM

IPB-ს სურათი
ხედი საძვალეთიდან.

იქ წასვლის სურვილი არავის გაქვთ?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Sep 10 2007, 05:03 PM

ნამყოფი ვარ და მეგონა, რომ მის იქით სხვა არანაირად არ მომეწონებოდა..იქიდან წამოსვლა აღარ მოუნდება არავის.

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 05:13 PM

მართალი ხარ!.. ბოლო საღამოს ძალიან სევდიან განწყობაზე ვიყავი. ძალიან არ მინდოდა ასე მალე იქურობის დატოვება

ქოზიფის გარდა კიდევ სად ხარ ნამყოფი?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Sep 10 2007, 05:14 PM

gio_m
მიღებით ყველას იღებენ? წინასწარი გაფრთხილება არ უნდა?

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 05:32 PM

IPB-ს სურათი
ეს ოდესღაც იქ მოღვაწე ბერის თავის ქალაა. შუბლზე ხელთუქმნელი ჯვარია გამოსახული. ჩემი მწირი გამოცდილებიდან ვიცი რომ ასეთი ჯვარი მხოლოდ წმინდანებს ესახებათ

არა, გაფრთხილება არაა საჭირო. უბრალოდ მარხვის დღეებში ძალიან ბევრი ხალხი ადის და შეიძლება ადგილი არ იყოს. ჯობს მარხვამდე ცოტა ადრე ან ცოტა გვიან ახვიდე. ამ შობის მარხვაზე არავის იღებენ როგორც წინამძღვარმა მამა გიორგიმ თქვა


IPB-ს სურათი
ყველაზე მთავარი გამომრჩა: შუაში მონასტრის წინამძღვარი სქემაში აყვანილი ბერ-მონაზონი მამა გიორგი გახლავთ
მარცხნიდან მარჯვნივ: ლევანი, მამა კლიმენტი, მამა გიორგი, მორჩილი ვალერი და შალვა

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Sep 10 2007, 05:36 PM

ციტატა(gio_m @ Sep 10 2007, 05:13 PM) *

მართალი ხარ!.. ბოლო საღამოს ძალიან სევდიან განწყობაზე ვიყავი. ძალიან არ მინდოდა ასე მალე იქურობის დატოვება

ქოზიფის გარდა კიდევ სად ხარ ნამყოფი?



გარდა ქოზიპისა თუ მაგ მხარეს გულისხმობ,სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხეთ გზიდან გადახვევა სხვა მონასტრების სანახავად,მხოლოდ ყინწვისში და დედათა მონასტერში ვიყავით გზად. არადა რამდენი მონასტერია ხო ხვდები? იქნებ წავიდეთ ფორუმელები შაბათ-კვირას

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 05:45 PM

IPB-ს სურათი
ქოზიფა მწუხრის ჟამს

მაგ (ძამის) ხეობაში მარტო 8 მონასტერია. შესანიშნავი იქნებოდა ამ შაბათ-კვირას თუ მოვახერხებდით მოსალოცად წასვლას. მე მხოლოდ ქოზიფაში და ბერთუბანში ვარ ნამყოფი. როგორ მოვაგროვოთ ხალხი? მარშუტკა ადის იქამდე

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 05:55 PM

IPB-ს სურათი
ტრაპეზის წინ
ბერ-მონაზონი მამა ლუარსაბი, მამა კლიმენტი, წინამძღვარი მამა გიორგი და ვალერი (მორჩილი და მედავითნე)

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 10 2007, 06:23 PM

მე, მამა დამიანე და ირაკლი
IPB-ს სურათი
ამაზე მაგარი ბუნება თუ სადმე იცით მითხარით wink.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 10 2007, 06:37 PM

ციტატა(gio_m @ Sep 10 2007, 03:56 PM) *
IPB-ს სურათი
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს:
ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა biggrin.gif )
არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა.


gio_m

ჩემო კარგო მე ასე თუ ისე კარგად ვიცნობ მაგ ეპარქიას.
რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ.
მეუფე იობს ძალიან უყვარს მამა იოანე. ზამთარ ზაფხულ მართლაც სულ კაბის ამარა დადის, ვერ შეამჩნევ რომ სცივა. მამა შიოს გასვენებაზე ძალიან თბილად მეცვა, რადგან ძალიან ციოდა მამაოს კი კაბა გულთან მოღენული ჰქონდა, მის მაგივრად მე მციოდა. გაოცეული შევცქეროდი.

საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს.

ქოზეფაში როდის იყავი?
ძმებიმამა თევდორე და მამა იაკობი გაიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. არაჩვეულებრივი დედის შვილები.


პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 13 2007, 02:15 PM

ციტატა(mariami-k @ Sep 10 2007, 06:37 PM) *

gio_m

ჩემო კარგო მე ასე თუ ისე კარგად ვიცნობ მაგ ეპარქიას.
რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ.
მეუფე იობს ძალიან უყვარს მამა იოანე. ზამთარ ზაფხულ მართლაც სულ კაბის ამარა დადის, ვერ შეამჩნევ რომ სცივა. მამა შიოს გასვენებაზე ძალიან თბილად მეცვა, რადგან ძალიან ციოდა მამაოს კი კაბა გულთან მოღენული ჰქონდა, მის მაგივრად მე მციოდა. გაოცეული შევცქეროდი.

საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს.

ქოზეფაში როდის იყავი?
ძმებიმამა თევდორე და მამა იაკობი გაიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. არაჩვეულებრივი დედის შვილები.

IPB-ს სურათი
ერთი კვირის წინ ჩამოვედი ქოზიფადან. ეხლა იქ მამა იოანე სახელოსნოს აშენებს, სადაც თავად უნდა ასწავლოს ხეზე კვეთა, ხატისწერა, მინანქარი და ა.შ. მართლაც საოცარი ადამიანია. სამრეკლოს გუმბათს ვაშენებდით და ხარაჩოებძე ისე დახტოდა კაბით გული მე მისკდებოდა. მერე მეუფე ამოვიდა ქოზიფაში და წაიყვანა...

ძალიან დავუმეგობრდით ასევე მამა იაკობს. ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო კაცია. წამოსვლისას ერთად ვიმგზავრეთ ფეხით.
მამა იაკობი ეხლახანს დაინიშნა ურბნისის მონასტრის წინამძღვრად. ძალიან არ უნდა ხევის დატოვება...
სამწუხაროდ მამა თევდორე მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.

მარიამ მამა დამიანეს ან მამა გიორგის თუ იცნობ? ან მამა ლუარსაბს?


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 13 2007, 04:36 PM

gio_m

ციტატა
ძალიან დავუმეგობრდით ასევე მამა იაკობს. ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო კაცია. წამოსვლისას ერთად ვიმგზავრეთ ფეხით.
მამა იაკობი ეხლახანს დაინიშნა ურბნისის მონასტრის წინამძღვრად. ძალიან არ უნდა ხევის დატოვება...

ციტატა
მარიამ მამა დამიანეს ან მამა გიორგის თუ იცნობ? ან მამა ლუარსაბს?


ძალიან კარგი.
მამა იაკობი ურბნისის მონასტრის წინამძღვრად არ დანიშნულა. ის რუისში გაუშვა მეუფემ და შაბათ-კვირა იქ წირავს.
შენს მიერ ნახსენებ მამებს პირადად არ ვიცნობ.
მაგ ეპარქიაში ასევე ძალიან მიყვარს მამა მაქსიმე. რომელიც სურამში არის მეუფესთან.

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 13 2007, 10:48 PM

ციტატა(mariami-k @ Sep 13 2007, 04:36 PM) *

gio_m
მამა იაკობი ურბნისის მონასტრის წინამძღვრად არ დანიშნულა. ის რუისში გაუშვა მეუფემ და შაბათ-კვირა იქ წირავს.


გეტყობა, მართლა მაგრად იცნობ მაგ ეპარქიას. სხვა ეპარქიის მონასტრებიდან სად ხარ ნამყოფი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 14 2007, 01:45 AM

ციტატა
ეხლა იქ მამა იოანე სახელოსნოს აშენებს, სადაც თავად უნდა ასწავლოს ხეზე კვეთა, ხატისწერა, მინანქარი და ა.შ. მართლაც საოცარი ადამიანია. სამრეკლოს გუმბათს ვაშენებდით და ხარაჩოებძე ისე დახტოდა კაბით გული მე მისკდებოდა. მერე მეუფე ამოვიდა ქოზიფაში და წაიყვანა..

ხატწერის სახელოსნოს თუ გახსნიან მეც დიდი სიამოვნები ჩავალ შესასწავლად smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 14 2007, 02:31 PM

ალექსანდრე

ციტატა
ხატწერის სახელოსნოს თუ გახსნიან მეც დიდი სიამოვნები ჩავალ შესასწავლად


თუ გახნის გაგიგებ და წადი.
დედა გლაფირას ვკითხავ და მეტყვის. ურბნისში აპირებს რომ დედებს მინანქარი შეასწავლოს.


gio_m
ციტატა
გეტყობა, მართლა მაგრად იცნობ მაგ ეპარქიას. სხვა ეპარქიის მონასტრებიდან სად ხარ ნამყოფი?


აბასთუმნის დედათა მონასტერში ვიყავი ამ ზაფხულს და კიდევ ატენში. ორივე ძალიან მაგარია.

აბასთუმნის მონასტერი რომანოვების სასახლეშია გახსნილი. მეუფე თეოდორე ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან კარგი ბუნებაა. მამათა მონასტერიცაა ქვევით, მამა მაქსიმეა წინამძღვარი. მანდ ჩემი მეგობარი კახა წავიდა მორჩილად. მამათა მონასტერი ყოფილ სამხედრო შენობაშია გახსნილი. ძალიან დარგი მამები ყავთ.

დედათა მონასტერში თექაზე მუშაობენ.

რაც შეეხება ატენს იქ მშენებლობაა და ბევრი საქმეა. მე ატენში ისედაც ავდივარ კვირში 2 დღე. გალობას ვასწავლი. ურბნისში თუ მოგისმენია გალობა? იქაც ჩემს ნასწავლებს გალობენ. ატენშიც ხშირად მოდიოდა მეუფე ანდრია. მშენებნლობის სანახავად.


რუისშიც ვარ ნამყოფი ოღონდ დარჩენით არა. დედა გლაფირას მივყავარ ხოლმე დედა ემილიასთან. შესანიშნავი პიროვნებაა.

მმა იაკობს ველაპარაკე გუშინ. მოგიკითხა.

პოსტის ავტორი: Sopo.G თარიღი: Sep 16 2007, 07:19 PM

ძალიან მაგარია ქოზიფას მონასტერი...ბავშვობაში ვარ ნამყოფი და ახლაც ძალიან კარგად მახსოვს.... ულამაზესი ბუნებაა....
მანდ ბერთუბანში, სამწევრისში და ყინწვისში ვარ ნამყოფი... ყინწვისში ძალიან ბევრჯერ...
რუისსა და ურბნისშიც ვარ ნამყოფი...

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 16 2007, 10:29 PM

ციტატა(mariami-k @ Sep 14 2007, 02:31 PM) *

ალექსანდრე
თუ გახნის გაგიგებ და წადი.
დედა გლაფირას ვკითხავ და მეტყვის. ურბნისში აპირებს რომ დედებს მინანქარი შეასწავლოს.
gio_m
აბასთუმნის დედათა მონასტერში ვიყავი ამ ზაფხულს და კიდევ ატენში. ორივე ძალიან მაგარია.

აბასთუმნის მონასტერი რომანოვების სასახლეშია გახსნილი. მეუფე თეოდორე ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან კარგი ბუნებაა. მამათა მონასტერიცაა ქვევით, მამა მაქსიმეა წინამძღვარი. მანდ ჩემი მეგობარი კახა წავიდა მორჩილად. მამათა მონასტერი ყოფილ სამხედრო შენობაშია გახსნილი. ძალიან დარგი მამები ყავთ.

რაც შეეხება ატენს იქ მშენებლობაა და ბევრი საქმეა. მე ატენში ისედაც ავდივარ კვირში 2 დღე. გალობას ვასწავლი. ურბნისში თუ მოგისმენია გალობა? იქაც ჩემს ნასწავლებს გალობენ. ატენშიც ხშირად მოდიოდა მეუფე ანდრია. მშენებნლობის სანახავად.
რუისშიც ვარ ნამყოფი ოღონდ დარჩენით არა. დედა გლაფირას მივყავარ ხოლმე დედა ემილიასთან. შესანიშნავი პიროვნებაა.

მმა იაკობს ველაპარაკე გუშინ. მოგიკითხა.


ძალიან სასიამოვნოა smile.gif თუ ნახავ მეც მომიკითხე მამა იაკობი.

ურბნისის მონასტერში კასამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი sad.gif

აბასთუმნის ქვევით რომ მამათა მონასტერია რა ქვია? ქოზიფის მერე, საინტერესოა, სხვა მონასტერი თუ მოახდენს ასეთ გავლენას...
ქოზიფაში ერთი კაცი ამოვიდა, (ავადმყოფი იყო, როგორც თვითონ ამბობობდა)სამტრედიიდან მოდიოდა, სულ ფეხით და რამდენიმე ათეული მონასტერი ჰქონდა უკვე მოლოცვილი. ეჰ, კაცი ვარო, მაგას აქვს სათქმელი!!!
ფორუმელები არ დადიხართ ხოლმე ექსკურსიებზე მოსალოცად? მე ჯერ ახალი ვარ და არ ვიცი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 16 2007, 11:19 PM

gio_m
ძალიან ლამაზი ხეობაა და მონასტრებიც ულამაზესია, ისე ასეთი თემა გრძელოს ქონდა გახსნილი smile.gif ძამის ხეობაზე... მამა ონოფრე ხომ არ გაგიცვნია?

პოსტის ავტორი: eklesia monastrebi თარიღი: Sep 17 2007, 12:00 AM

MARTLAC ROM DZALIAN MAGARIA QOZIPIS MAMATA MONASTERI MEC DAVAMATEB RAMODENINE SURATS

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Sep 17 2007, 02:54 AM

size]ვაიმე ეს რა მაგარი თემა გახსენი smile.gif რამდენიმე ეპარქიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ვიტყვი რომ ჩემი ოცნების ადგილი ეს მონასტერია ეხლა იმ იმედით ვიყავი რომ სწავლა 17_ში არ მაწყებოდა რომ მეუფესთვის დამერეკა და კურთხევა მოეცა ჩემთვის ქოზიფაში წავსულიყავი sad.gif მაგრამ ვერ მოხერხდა ყოველთვის მინდა მანდ წასვლა ვაიმე რა მაგარია და უბედნიერესი ადამიანი ხარ მანდ რომ იყავი![/

პოსტის ავტორი: gio_m თარიღი: Sep 17 2007, 11:55 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Sep 16 2007, 11:19 PM) *

ძალიან ლამაზი ხეობაა და მონასტრებიც ულამაზესია, ისე ასეთი თემა გრძელოს ქონდა გახსნილი smile.gif ძამის ხეობაზე... მამა ონოფრე ხომ არ გაგიცვნია?


არა, სამწუხაროდ მამა ონოფრე არ გამიცვნია. ქოზიფაში არ ამოსულა იმ პერიოდში მე რომ ვიყავი. ისე რომელ მონასტერშია მამა ონოფრე?

აი კიდევ ერთი სურათი. რამდენიმე წლის წინაა გადაღებული
IPB-ს სურათი

ციტატა(eklesia monastrebi @ Sep 17 2007, 12:00 AM) *

MARTLAC ROM DZALIAN MAGARIA QOZIPIS MAMATA MONASTERI MEC DAVAMATEB RAMODENINE SURATS


კარგს იზავ კიდევ თუ დაამატებ უცნობ სურათებს dans2.gif


ქოზიფის მამათა მონასტერი უწინდელი სახით

IPB-ს სურათი
ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს”.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ეკლესიები დღეს უკვე ნანგრევებადაა ქცეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული.
დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით.
XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა.
ამჟამად მონასტერში 1 მღვდელმონაზონი, 5 ბერი და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც იღუმენი ეფრემის (გამრეკელიძე) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ.
სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით მიმდინარეობს დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის სახურავი მთლიანად გასუფთავდა და გადაიხურა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს.
1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: „მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს”. მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: „ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო”.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Sep 17 2007, 09:01 PM

ჩემი და იყო ამ კვირა დღეს იქ მომლოცველებთან ერთად - ვინმეს ხომ არ დაემგზავრა?
სურათებსაც დავდებ.

პოსტის ავტორი: JORJICKA თარიღი: Sep 21 2007, 12:28 AM

Dzalian bevri suratebi maqvs qozipis mamata monastris magram ver vaxerxeb dadebas 50Kb metia da arvici ravqna sad.gif

პოსტის ავტორი: sipito თარიღი: Oct 8 2007, 08:14 PM

ნამდვილად ლამაზი მონასტერია ქოზიფა და მთლიანად ძამის ხეობა ძალიან ლამაზია, მაგრამ ძამის ხეობაში 8 კი არა ბევრად მეტი მონასტერია. აქედან ერთი დედათა - ორთუბნის დედათა მონასტერი და დანარჩენი მამათა მონასტრები: ნადირაანთკარის მამათა მონასტერი, ქართის მამათა მონასტერი, ქარმელის მამათა მონასტერი, კოდმანის მამათა მონასტერი, წიფლოვანას მამათა მონასტერი, ქვათეთრის მამათა მონასტერი, მუხილეთის მამათა მონასტერი, ტბეთის მამათა მონასტერი, ბანას მამთა მონასტერი, ძამის მამათა მონასტერი, ბერთუბნის მამათა მონასტერი, ქოზიფის მამათა მონასტერი.

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Oct 12 2007, 05:02 PM

gio_m
ქოზიფაში როდის იყავი?მე წელს პეტრე პავლობის მარხვდან 29 ივლისამდე იქ ვიყავი.შენ ამ პერიოდში ხომ არ ყოფილხარ?

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 13 2007, 08:45 PM

mellow.gif საოცარია ქოზიფას მამათა მონასტერი,მეც ვისურვებდი იქ რამოდენიმე ხნით დარჩენას.შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს იქ აღვლენილი ლოცვები.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 30 2007, 08:32 PM

ციტატა(gio_m @ Sep 10 2007, 04:20 PM) *

IPB-ს სურათი
მართლაც ულამაზესი ადგილია. თან რომ იცოდეთ რა მამები არიან tongue.gif

აუ რა დიდებული ადგილი ძან მინდა მანდ წასვლა და თუ ძამის ხეობას ფორუმელები ზაფხულში ერთად მოვილოცავთ კაის ვიზავთ თუ არად რამდენიმე მაინც წავიდეთ კარვებით ძალიან ბევრი მონასტრებია მანდეთალბათ ერთი ხუთი დღე დაგვჩირდება ბოლოს ყინწვისში და სამწერვისის მონასტერი მოვილოცე რამდენიმე დღის წინ

მე მინდა მანდ გარეჯში და შიომღვიმეში რამდენიმე ხნით დარჩენა , ისე ქვათახევში ავდივარ ხოლმე ისე ტუ ერთად წავალთ კაის ვიზავთ

საღოლ გიო დიდი მადლობა ამ თემის გახსნიშტვის შეგიწიროს უფალმა გეთანხმები ძალიან დიდებული ადგილია და მეუფე იობიც შესანიშნავი ადამიანია მე მაგ ხეობასი ვარ თითქმის გაზრდილი და მანდ არ ვარ ნამყოფი ერთი კვირის წინ ბიძაჩემმა კი მითხრა დარჩი და აგიყვანო მარა სამწუხაროდ არ მეცალა თუ წახვალ გამაგებინე რა რამოდენიმე დGით მეც წამოვალ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 31 2007, 09:43 AM

t.d
თუ წასვლა გინდა სმიძლია გაგიგო ადგილი თუ არის და წადი. მანდ ჩემი ახლ;ობელი ცხობრობს, ბერი თევდორე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 31 2007, 11:19 AM

კვირას აპირებს ჩვენი ტაძრის მრევლი ქოზიფაში წასვლას smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2007, 02:35 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 31 2007, 11:19 AM) *

კვირას აპირებს ჩვენი ტაძრის მრევლი ქოზიფაში წასვლას smile.gif


გზები ძალიან ცუდია, ლექსო, ამიტომ ტრანსპორტი შესაბამისი გაითვალისწინონ.

საოცრების ნახვა ელით smile.gif


პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 31 2007, 07:49 PM

ციტატა(mariami-k @ Oct 31 2007, 10:43 AM) *

t.d
თუ წასვლა გინდა სმიძლია გაგიგო ადგილი თუ არის და წადი. მანდ ჩემი ახლ;ობელი ცხობრობს, ბერი თევდორე

გაგებით მეც გავიგებ არა პრობლემა ახლა ამ პერიოდისთვის არ მცალია 10ში მეჯვარე ვარ თან ვმუშაობ,მარხვაში მოვიცლი და თუ უფალმა ინება ავალ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 31 2007, 07:57 PM

t.d
როგორც გინდა. იმედია მოახერხებ წასვლას. მოგეწონება.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 31 2007, 08:12 PM

ციტატა(mariami-k @ Oct 31 2007, 08:57 PM) *

t.d
როგორც გინდა. იმედია მოახერხებ წასვლას. მოგეწონება.

აუცილებლათ მინდა ავიდე და დავრჩე მანდ გარეჯში და შიომღვიმეში იმედია ამას ავისრულებ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 1 2007, 10:57 AM

t.d

ციტატა
აუცილებლათ მინდა ავიდე და დავრჩე მანდ გარეჯში და შიომღვიმეში იმედია ამას ავისრულებ

ღმერთმა ხელი მოგიმართოს. როცა წახვალ ფორუმელები მოგვიხსენიე.

პოსტის ავტორი: ცოტნე თარიღი: Nov 1 2007, 11:54 AM

gio_m

QUOTE
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს:
ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა )
არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა.


მეც ვიცნობ მამა იოანეს, ერთად ვცხოვრობდით სურამში მეუფესთან რამდენიმე თვე, მართლა საოცარი ადამიანია, ასეთი სიყვარულით აღსავსე ადამიანი არსად შემხვედრია, "სიყვარულის მამაო" დავარქვით. ამასთან ერთად შესანიშნავი ოსტატია მინანქრის. ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ და მქონია ურთიერთობა მამა იოანეთან.

ქოზიფას რაც შეეხება მართლაც ულამაზეში ადგილია. ორჯერ ვარ ნამყოფი. ისე ძირითადად ქვათეთრში დავდივარ. მამა გრიგოლია ჩემი მოძღვარი



პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Nov 1 2007, 12:40 PM

მეც ვიცნობ მამა იოანეს მთელი ერთი თვე მასთან ერთად ვცხოვრობდი მონასტერში.როცა თბილისში ჩამოდის ვხვდები ხოლმე.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 1 2007, 03:20 PM

ცოტნე

ციტატა
ისე ძირითადად ქვათეთრში დავდივარ. მამა გრიგოლია ჩემი მოძღვარი

რომ იცოდე რა კარგი მოძღვარი გყავს, კვირას მამა გრიგოლმა წამომიყვანა ურბნისიდან გორში თავისი ვილისით.

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Nov 1 2007, 04:28 PM

კვირას მივდივართ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მრევლი ამ მონასტერში, ყველას მოგიხსენებთ (ვინც გამახსენდებით biggrin.gif )

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2007, 11:48 AM

serafita

ციტატა
კვირას მივდივართ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მრევლი ამ მონასტერში, ყველას მოგიხსენებთ (ვინც გამახსენდებით )

რომ ჩამოქვალ შენი შთაბეჭდილებელის შესახებ დაწერე ამ თემაში.

პოსტის ავტორი: tamuna- თარიღი: Nov 6 2007, 04:01 PM

რა სილამაზეა. დიდება შენდა უფალო. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალენ მე ცოდვილი.

პოსტის ავტორი: deli თარიღი: Nov 6 2007, 04:30 PM

ციტატა
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს:
ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა )
არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა.

მეც ვიცნობ მამა იოანეს,ჩემი მოძღვრისგან-გამიგონია ერისკაცობაში თურმე სახლსში,მეორე სართულზე ჩამოკიდებული თიკით ადიოდაო. იგი მართლაც საოცარი ადამიანია,ერში მისგან სულ რამოდენიმე სიტყვა მაქვს გგონილი,მონასტრის გარეთ თითქმის არასოდეს საუბრობს. ღმერთმა გააძლიეროს იგიც და ქოზიფის ბერთა საძმოც.

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Nov 15 2007, 11:48 AM

მამა იოანე მართლაც ძლიერი ადამიანია.იგი როცხა თბილისში ჩამოდის ყოველთვის ვხვდები და მარიგებს ხოლმე.

პოსტის ავტორი: waska81 თარიღი: Dec 7 2007, 10:41 PM

IPB-ს სურათი
მე მხოლოდ ეს სურათი მაქვს ძამის ხეობიდან. როგორც ვხედავ კარგად იცნობთ ძამას ხეობას და იცით რა მაინტერესებს: მანდ არის ერთი მონასტერი ქვათეთრი და წინამძღვარია იღუმენი გრიგოლი. როგორ არის თუ იცით ვინმემ. ერთხელ მქონდა ბედნიერება მენახა სტუმრად იყო ჩემთან და იმის შემდეგ არ მინახია, ტელეფონის ნომერიც დავკარგე და წასვლაც ვერ მოვახერხე. unsure.gif

პოსტის ავტორი: ::Gio:: თარიღი: Dec 9 2007, 01:43 PM

მე ამ თემის ავტორი ვარ, უბრალოდ პაროლი დამავიწყდა sad.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: giorgi kalandadze თარიღი: Dec 10 2007, 09:10 PM

მეც დავდებ ბარემ ქოზიფას სურათებს,,,მართლა დიდებული ადგილია..

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: jiulieni თარიღი: Dec 10 2007, 10:07 PM

ახალი მონოზონი შეემატა ქოზიფას მამათა მონასტერს, მონოზონი სპირიდონი, ყოფილი ვალერი, ერნო გიხაროდენ

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 10 2007, 10:39 PM

ძალიან მომინდა ამ მონასტერში ცოტახნით წასვლა და თუ რომელიმეს გაქვთ სურვილი იქნებ ერთად წავიდეთ wub.gif

პოსტის ავტორი: ioanne თარიღი: Dec 11 2007, 03:29 AM

გამარჯობათ ყველას ახალი წევრი ვარ და მიმიღებთ?

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Dec 11 2007, 02:21 PM

waska81
მამა გრიგოლი ზალიან კარგადაა.მე წელს ზაფხულში ვიყავი ქოზიფაში.მერე ქოზიფის წინამზღვარმა წამიყვანა ტბეთში ტაძრის დღესასწაულზე და იქ გავიცანი მამა გრიგოლი.

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Dec 11 2007, 03:26 PM

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1145&postdays=0&postorder=asc&start=0
ამ ლინკზე ქოზიფას სურათებია ზამთარში გადაღებული (რამდენიმე ზაფხულის ფოტოცაა). კარაველების ერთი ჯგუფი წავიდა მანდ ზედ 31 დეკემბერს, თოვლში და ისე მოეწონათ, 31-ში მანდ ლაშქრობის ტრადიციად დამკვიდრება მოინდომეს.
მაქ მისვლამდეა ბატეთის ტბა, სადაც კარაველები ასევე ზამთარში იყვნენ და ესეც მაგ ლაშქრობის ლინკი.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=541&postdays=0&postorder=asc&start=0

პოსტის ავტორი: iuliania თარიღი: Dec 25 2007, 01:31 AM

ციტატა(gio_m @ Sep 10 2007, 05:55 PM) *

IPB-ს სურათი
ტრაპეზის წინ
ბერ-მონაზონი მამა ლუარსაბი, მამა კლიმენტი, წინამძღვარი მამა გიორგი და ვალერი (მორჩილი და მედავითნე)



გამარჯობათ! ქოზიფას სურათები ვნახე და გაოცებისგან ხმას ვეღარ ვიღებ! ბევრი ადგილი მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი! იქ მოხვედრის ღირსი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ალბათ გული გამისკდება სიხარულისგან, იქ რომ მოვხვდე! ღმერთმა გაგახაროთ!

პოსტის ავტორი: nata777 თარიღი: Dec 28 2007, 04:06 PM

tu vinmes gaqvt mama shios fotoebi qozifis monastridan dzalian gtxovt dadet,winaswar gixdit madlobas.

პოსტის ავტორი: ::Gio:: თარიღი: Jan 31 2008, 01:48 AM

ციტატა(jiulieni @ Dec 10 2007, 10:07 PM) *

ახალი მონოზონი შეემატა ქოზიფას მამათა მონასტერს, მონოზონი სპირიდონი, ყოფილი ვალერი, ერნო გიხაროდენ


მართლა ძალიან გამიხარდა ეს ამბავი tongue.gif იქ რომ ყიყავი ზაფხულში, მამა გიორგი ესაუბრებოდა მეუფეს ამის შესახებ. 2 წელი იყო მორჩილად და ძალიან უნდოდა მონაზვნობა (აწ უკვე) მამა სპირიდონს. იმედია პირადად მომეცემა ამის მილოცვის საშუალება... მომენატრა ქოზიფა... sad.gif

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Feb 18 2008, 10:57 AM

ეხლა აღდგომის მარხვაში აპირებენ ქოზიფის მონასტრის მორჩილის გიორგის აღკვეცას.

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Feb 27 2008, 11:46 AM

მამა იოანე ხვედელიძე გადავიდა ორთუბანთან ახალ მონასტერში სკიტეში წინამძღვრად.ასევე ქოზიფის მორჩილი გიორგი გადაიყვანეს წიფლოვანაში.

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Mar 4 2008, 02:21 AM

კველას გირჩევთ წადით ამ მონასტერში მე ნამყოპი ვ




არ


გგგგგგგგ

პოსტის ავტორი: Inga-G თარიღი: Mar 17 2008, 11:34 PM

არც ერთ სურატს არ მიხსნის რატოოო mellow.gif

პოსტის ავტორი: Inga-G თარიღი: Mar 17 2008, 11:54 PM

ძალიან გთხოვთ თუ არ შეწუხდებით იქნებ ვინმემ ქოზიPის მონასტრის სურათები პოსტაზე დამიდოთ askurava24@mail.ru წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Mar 19 2008, 03:10 AM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Mar 19 2008, 03:51 PM

ძალიან ლამაზია ყველაფერი.სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი.

პოსტის ავტორი: jiulieni თარიღი: Mar 19 2008, 05:27 PM

ახალი ინფორმაციააა, ქიზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი სქიმმღვდელმონოზონი გიორგი გადაყვანილია ბოლნისის ეპარქიაში

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Mar 25 2008, 10:50 AM

ქოზიფის წინამძღვარი დროებით არის მეუფე იობი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 01:41 PM

ციტატა(jiulieni @ Mar 19 2008, 05:27 PM) *

ახალი ინფორმაციააა, ქიზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი სქიმმღვდელმონოზონი გიორგი გადაყვანილია ბოლნისის ეპარქიაში


მეუფე ეფრემს წაუყვანია თავისთან rolleyes.gif ღმერთმა გააძლიეროს.

პოსტის ავტორი: daviti gorozia თარიღი: Apr 2 2008, 07:55 PM

ქოზიფაში მივდივარ ზეგ და თუ გინდათ რო წამოხვიდეთ მომწერეთ



პოსტის ავტორი: daviti gorozia თარიღი: Apr 3 2008, 10:36 AM

მარიამ კკკკკკკკკ დავიტი ვარ ურბნისში რო გაგიცანი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 12 2008, 10:34 AM

daviti gorozia
ilarion90
ორივე შენ ხარ? თუ შენი კლონია?




ყველსთვის უსაყვარლესი ბერი იოანე:
http://imageshack.us


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Apr 12 2008, 10:35 AM

ვაიმე რა ლამაზი მონასტერია და რა ლამაზ ადგილას sad.gif(

დიდი სიამოვნებით წავიდოდი ერთI ორი კვირით smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 12 2008, 10:57 AM

თათარაშვილი

ციტატა
ვაიმე რა ლამაზი მონასტერია და რა ლამაზ ადგილას (

დიდი სიამოვნებით წავიდოდი ერთI ორი კვირით

ჩაგიწყო საქმეები?

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Apr 12 2008, 11:29 AM

ფოტოები არ ჩანს sad.gif იქნებ სხვა ლინკით ატვირთოთ? ძალიან მაინტერესებს და ვერცეტთი ვერ ვნახე sad.gif გთხოვთ. ან იქნებ მაილზე გამომიგზავნოთ თუ არ შეწუხდებით?
bakuradze_07@mail.ru
წინასწარ გმადლობთ.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Apr 12 2008, 11:34 AM

ციტატა(mariami-k @ Apr 12 2008, 09:57 AM) *

თათარაშვილი

ჩაგიწყო საქმეები?


ეჰ ისაა დიდი უბედურება რომ არ მცალია sad.gif( მომზადებაც დავიწყე, იქით სასწავლებელი და... sad.gif

არდადეგები რო მექნება (თუ მექნება biggrin.gif ) მერე შეიძლება... smile.gif

პ.ს მადლობა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: daviti gorozia თარიღი: Apr 29 2008, 11:11 AM

MARIAM K დავითი ვარ ეს ლინკია ჩემი

სურათები ქოზიფის როგორ ჩავაგდო

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: May 8 2008, 06:21 PM

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2008, 10:28 PM

მამა მოსე მომიკითხეთ, უთხარით თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახლობის ტაძარში რომ იყავით, იმ ტაძრის მესანთლემ მოგიკითხათო smile.gif

პოსტის ავტორი: ::Gio:: თარიღი: May 9 2008, 07:33 PM

ამ დღეებში ან საერთოდ თუ ვინმე გადაწყვეტს წასვლას ქოზიფაში მომწერეთ რა. ძალიან მინდა იქ წასვლა

პოსტის ავტორი: mamia555 თარიღი: May 9 2008, 07:48 PM

ქოზიპას წინამძღვარს რა ქვია და სად შეიზლება რო დაუკავშირდე

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 10 2008, 12:27 PM

ilarion90
ძალიან ლამაზი სურათია. გაიხარე.


პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 10 2008, 05:32 PM

ქოზიფა მართლაც ულამაზესი ადგილია...
საერთოდ ძამის ხეობაში (და მთელს ურბნის-რუისის ეპარქიაშია) ძალიან ბევრი და ლამაზი მონასტერია.

პოსტის ავტორი: ::Gio:: თარიღი: May 15 2008, 06:11 PM

როგორც ვიცი ბოლოს რუის-ურბნისის მეუფე იობი იყო ქოზიფაში წინამძღვრად. დაკავშირება იოლი არაა, რადგან იქ ტელეფონი არ იჭერს. მე მამა დამიანეს (ქოზიფელი ბერია) მობილური მაქვს და თუ ვინმეს უნდა PM-ში მომწეროს. ძალიან გულისხმიერი ადამიანია და აუცილებლად დაგეხმარებათ

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 15 2008, 10:40 PM

ციტატა
როგორც ვიცი ბოლოს რუის-ურბნისის მეუფე იობი იყო ქოზიფაში წინამძღვრად.

რადგან ქოზიფა მდებარეობს ურბნის-რუისის ეპარქიის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა ექვემდებარება მეუფე იობს (როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარს)... ხოლო მონასტრის უშუალო წინამძღვრობა დღეისათვის აკისრია სქიმმღვდელმონაზონს გიორგის (ჯამდელიანი)...

პოსტის ავტორი: ::Gio:: თარიღი: May 26 2008, 01:39 AM

ციტატა(mariami-k @ Sep 10 2007, 06:37 PM) *


რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ.
საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს.



საინტერესოა, მამა იოანეს თითები რატომ არა აქვს?! დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული ისტორია ექნება. თავისთავად ფაქტია საინტერესოა, რომ ასეთ ხელოვან კაცს თითები აქვს მოკვეთილი.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 26 2008, 05:52 PM

::Gio::

ციტატა
საინტერესოა, მამა იოანეს თითები რატომ არა აქვს?! დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული ისტორია ექნება. თავისთავად ფაქტია საინტერესოა, რომ ასეთ ხელოვან კაცს თითები აქვს მოკვეთილი.



ეს არ ვიცი ნამდვილად.

პოსტის ავტორი: jiulieni თარიღი: May 27 2008, 10:23 PM

მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფის მამათა მონასტრის ჩინამძღვრობა დაევალა არქიმანდრიტ ესაიას

პოსტის ავტორი: ioanne თარიღი: Jul 30 2008, 01:09 AM

ქოზეფა ულამაზესი და უმადლიანესია დამიჯერეთ, ქვეკნიური სამოთხეა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 30 2008, 02:28 PM

ioanne

ციტატა
ქოზეფა ულამაზესი და უმადლიანესია დამიჯერეთ, ქვეკნიური სამოთხეა

მე მჯერა. smile.gif მართალია ნამყოფი არ ვარ, მაგრამ სურათებით და გადმოცემით ვიცი. smile.gif მაგ მონასტერში რომ ბერი მოღვაწეობს მამა თევდორე, ჩემი ნაცნობია. smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 31 2008, 04:37 PM

ციტატა(ზვარე @ Mar 19 2008, 03:10 AM) *

http://imageshack.us



მამა იოანეა ხო სულ მარჯვნივ, სამსახურში სადაც ვმუშაობდი იქ მოვიდა ერთხელ და ვისთანაც საქმე ქონდა იმის ადგილსამყოფელი მივასწავლე და თან გამოველაპარაკეთ ერთამენთს,

სადღა ვემახსოვრები , მაგრამ მე დამამახსოვრდა სამაგიეორდ თან კარგად, smile.gif


პოსტის ავტორი: ::Gio:: თარიღი: Aug 31 2008, 11:01 PM

ამ ზაფხულს ვინმე იყო ქოზიფაში? მიღება ააქვთ ეხლა?
წასვლა მინდა sad.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 31 2008, 11:43 PM

ციტატა(::Gio:: @ Aug 31 2008, 11:01 PM) *

ამ ზაფხულს ვინმე იყო ქოზიფაში? მიღება ააქვთ ეხლა?
წასვლა მინდა sad.gif

მეც მინდა წასვლა..
მიღება.

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 2 2008, 02:42 PM

ქოზიფის მამათა მონასტერის ნახვა ჩემი ოცნებაა... მე მროვისა და ურბნისის ეპარქიიდან ვარ(ხაშურიდან), მაგრამ, სამწუხაროდ ნამყოფი არ ვარ, სურათებითა და მონაყოლით ვიცი, რომ ულამაზესია...

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 2 2008, 02:56 PM

მამა იოანე შესანიშნავი ადამიანია... სურამის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ხშირად მინახავს... ძალიან კარგი დალოცვა იცის... "ერს გაეზარდე სასახელოო"_დამლოცა ერთხელ... მას შემდეგ ძალიან მიყვარს ეს სიტყვები...

პოსტის ავტორი: hahalol თარიღი: Oct 1 2008, 11:42 PM

სურათებს არ მანახებს და რატო ხო ვერ მეტყვით ? ;( არაადა ძალიან მაგარია ვარ ნამყოფი smile.gif

პოსტის ავტორი: shorena555 თარიღი: Oct 15 2008, 10:30 PM

[attachmentid=307][attachmentid=307]ქოზიფას მამათა მონასტერი მართლაც შეუდარებელია...
ქოზიფაში უდიდესი სიწმინდეები ინახება და ულამაზეს ბუნებაშია მოქცეული მამათა მონასტერი...
მე პირადად ორჯერ ვარ ნამყოფი ქოზიფაში ორივეჯერ 18 აგვისტოს ჩავედით და ღამისთევას დავესწარით მონასტერში დილით კი უკან დავბრუნდით...
წელს ვერ შევძელით წასვლა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე...
ვერ ავღწერ რას ნიშნავს ჩემთვის ქოზიფა....
იქ სულიერი სიწყნარეა, სული მიეძალება და იკვებება, მშიერი ადამიანივითაა...
იქ ადამიანი ავადდება, და ეს დააავადება უკან დაბრუნების სურვილითაა გამოწვეული, რათა ერთხელ მაინც კვლავ მოხვდეს ადამიანი ქოზიფაში, რადგანაც სულიერად ცოტა დავმშვიდდეთ და ჩვენი ცოდვები სულ ცოტათი მაინც მოვინანიოთ...



(განთიადზე ქოზიფას მამატთა მონასტერი...)


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Oct 21 2008, 12:21 PM

მშვიდობა!თუ ვინმეს გაქვთ დოკუმენტური ფილმი კახაბერ იმნაიშვილის ,,უფლის ჯარისკაცები",რომელიც ბერად აკვეცაზეა ზალიან გთხოვთ დადეთ.წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Feb 3 2009, 12:45 AM

გაიხარეთ

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 17 2009, 02:41 PM

ციტატა
მე მროვისა და ურბნისის ეპარქიიდან

ადრე ურბნისისა და რუისის ეპარქია ერქვა, საპატრიარქოს საიტზეც ასე წერია, მოხსენიებაშიც (სამებაში წირვაზე) მეუფე იობს მოიხსენიებენ როგორც "უბნისისა და რუისის მიტროპოლიტი" და ეს მროვი რაღაა, ახალია რამე?...

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Apr 21 2009, 12:51 PM

აღდგომას შევხვდი მზოვრეთის მამათა მონასტერში და გავიცანი მამა იოანე, იმ ბედნიერებას სიტკვებით ვერ გადმოვცემ რა ბედნიერებასაც მე მანიჭებდა მამა იოანესთან ყოფნა. ერთი სული მაქვს კიდევ როდის ვესტუმრები.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 21 2009, 11:07 PM

Funkenstein

ციტატა
იმ ბედნიერებას სიტკვებით ვერ გადმოვცემ რა ბედნიერებასაც მე მანიჭებდა მამა იოანესთან ყოფნა.




--------------------------

პოსტის ავტორი: sormonii თარიღი: Apr 23 2009, 10:14 PM

აუ სურათები იქნებ განაახლოთ ვინმემ თორე საერთოდ არც ერთი არ ჩანს..მე კი მოვკვდი ინტერესიით.მიშველეთ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 24 2009, 10:20 AM

sormonii
აქ შიდი და ნახე

http://www.urbnis-ruisi.ge/test/eklesia-monastrebi.php?category=dzama

http://www.urbnis-ruisi.ge/index.php?lang=ge&content=kozifa

პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Jun 17 2009, 01:30 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 17 2009, 07:28 PM

ციტატა(tinatin* @ Jun 17 2009, 02:30 PM) *

http://www.radikal.ru

ამ ხეობაში,არა ქოზიფაში,არამედ ყინწვისში,ზუსტად ასეთნაირად გაკეთებულ სახლში ცხოვრობს ჩემი მოძღვარი მამა გიორგი
სანახავად ვიყავით ასულები და მანდ შევვარდით,არ ვიცოდით რომ შესვლა არ შეიძლება,მამა გიორგი არ იყო მანდ და სხვა ბერი შეგვხვდა,სულ კუდით ქვა გვასროლინა იქიდან,ძალიან შემრცხვა ძახილ ძახილით რომ შევაჭერით,მამაო მამაოო და თურმე სად მიდიხარ სად შედიხარ biggrin.gif
user.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 18 2009, 02:21 AM

ციტატა(lch @ Mar 17 2009, 02:41 PM) *

ადრე ურბნისისა და რუისის ეპარქია ერქვა, საპატრიარქოს საიტზეც ასე წერია, მოხსენიებაშიც (სამებაში წირვაზე) მეუფე იობს მოიხსენიებენ როგორც "უბნისისა და რუისის მიტროპოლიტი" და ეს მროვი რაღაა, ახალია რამე?...


მროველი არის რუისის ეპისკოპოსის წოდება მომდინარეობს თავად რუისიდან უფრო მისი ძველი სახელწოდებიდან და ისტორიულად მროველად იწოდებოდა ყველა რუსის ეპისკოპოსი. ადრე ყველა ეპისკოპოსს თავისი ტიტული ჰქონდა გამომდინარე მისი ეპარქიის სახელწოდებიდან ასე მაგ. წილკნის ეპისკოპოსს - წილკნელი, ბოდბისას - ბოდბელი და აშ.
ყველაზე ცნობილი რუსის ეპისკოპოსი ლეონტი მროველი ანუ რუისის ეპისკოპოსი ლეონტი იყო ცხოვრობდა XI ს. შუა წწ. და მეორე ნახევაში. მანვე შეადგინა ქართლის ცხოვრების პირველი რედაქცია XI ს. II ნახ. და მისი პირველი რედაქტორიც გახდა (ზოგი ვარაუდობს რომ მისი ერთი ნაწილის ავტორიც რაც ძირითადად არ არის გაზიარებული თანმედროვე ისტორიოგრაფიაში).

პოსტის ავტორი: kenzobichi თარიღი: Dec 8 2009, 01:35 AM

ასეთი ინტერესის გამო კიდევ მოგაწვდით ახალ სურათებს ქოზიფისა და ძამის ხეობის. ეს ძამის ხეობის ფრესკაა ერთერთ მონასტერში. უკვე ბევრათ გაიზარდა მონასტერთა რაოდენობა და 25-ს აღწევს.
http://www.radikal.ru


ესეც ქოზიფა 04.12.09

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესც ქოზიფის ბერთა საძვალე


http://www.radikal.ru

ესეც ბერები. მამა იოანე შუაში.


http://www.radikal.ru



ქოზიფიდან დანახული

http://www.radikal.ru

ესეც ქვათეთრის მონასტრის ტაძარი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Dec 8 2009, 10:24 AM

სურატების ატვირთვა როგორ ხდება ხომ ვერ დამეხმარებით?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 8 2009, 10:41 AM

kenzobichi
გაიხარე, კარგი ფოტოებია. კიდევ დადე თუ გექნება საშუალება.


Funkenstein
აქ იხილავ დაწვრილებით:
http://church.ge/index.php?showtopic=4

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Dec 8 2009, 10:53 AM

მზოვრეთის მამათა მონასტერი!

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

გაიხარე ვახო a075.gif

პოსტის ავტორი: kenzobichi თარიღი: Dec 8 2009, 09:53 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


მეუფის კელია ქოზიფაში
http://www.radikal.ru

მთავარი ტაძრის საკურთხეველი
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ქართული კუნკულით მეუფე არავის გექნებათ ნანახი
http://www.radikal.ru

ჭეშმარიტად ღვთის ადამიანი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Dec 9 2009, 09:53 PM

ციტატა(kenzobichi @ Dec 8 2009, 01:35 AM) *

უკვე ბევრათ გაიზარდა მონასტერთა რაოდენობა და 25-ს აღწევს.
http://www.radikal.ru


ეს სურათი იქნებ ცოტა დიდი ზომით ატვირთოდ რო წარწერები გამოჩნდეს რა...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 12 2009, 02:34 PM

ჯიპტური ეწყობა ქოზიფაში 27-ში. ვისაც სურვილი გაქვთ მიაკითხეთ ოფროუდელებისა და კარაველების ფორუმებს.

პოსტის ავტორი: Nnnino თარიღი: Dec 13 2009, 02:11 AM

ქვათეთრი მომენატრა მე. გაიხარე ამ სურათების დადებისათვის.

პოსტის ავტორი: nikusha89 თარიღი: Apr 21 2010, 09:47 PM

მაგარი მონასტერია ქოზიფა მაგრამ დზალიან სილამაზიტ და ბუნების სილამაზით სხვა მონასტრები სასწაულებია smile.gif)))

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 24 2010, 02:44 PM

ციტატა
მაგარი მონასტერია ქოზიფა მაგრამ დზალიან სილამაზიტ და ბუნების სილამაზით სხვა მონასტრები სასწაულებია

ეჰ...

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 28 2010, 11:06 PM

ქოზიფას მონასტერი მართლა ულამაზესია, ამ გაზაფხულზე მოვილოცე smile.gif

გამაოცა ძამის ხეობაში მონასტრების სიუხვემ, ყოველ ნაბიჯზე მონასტერია, ასეთი რამე არსად მინახავს, მეუფე იობი მართლა ძალიან ბევრს აკეთებს, გააძლიეროს უფალმა smile.gif

პოსტის ავტორი: nikusha89 თარიღი: Jun 30 2010, 09:26 PM

მეუფე იობის დამსახურეება ა მართლა მონასტერთა სიმრავლე ძამის ხეობაში

პოსტის ავტორი: მაკო_013 თარიღი: Nov 19 2010, 02:07 PM

ციტატა(gio_m @ Sep 10 2007, 05:55 PM) *

IPB-ს სურათი
ტრაპეზის წინ
ბერ-მონაზონი მამა ლუარსაბი, მამა კლიმენტი, წინამძღვარი მამა გიორგი და ვალერი (მორჩილი და მედავითნე)


ეს სურატი თუ არ შეცუხდები მინდა სადაც მამა ლუარსაბია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2023, 08:15 PM

"ქოზიფა დედა მონასტერია, მისი მადლი უწყვეტ ნაკადად გადმოდინდა და მთელს ძამის ხეობას მოეფინა; მდინარე ძამას მთელი ხეობა მადლით აივსო!"

/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)