IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 127 128 129 130 131 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 13 2019, 11:33 AM
პოსტი #2561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის წინაშე ცოლიანიც და უცოლოც ერთი და იგივეა, მთავარია ღვთის მცნებებით, საღვთო ცხოვრებით იცხოვრონ. ქალწულება, უპოვარება, სიგლახაკე, რომლებიც მონაზვნური სათნოებებია, ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს. შეიძლება ვინმე ხორცით ქალწული იყოს, სულით კი მრუში და გარყვნილი ვნებებისგან".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2019, 12:58 PM
პოსტი #2562


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი პარდე განდეგილი რომაელი ეტლის ოსტატი იყო. ერთხელ ის თავისი აქლემებით იერიქონში გაემგზავრა. ერთ დღეს პარდეს აქლემმა ბავშვი გადათელა. დაამწუხრა პარდე, მონაზვნად აღიკვეცა და არიონის მთაზე განმარტოვდა, მუდმივად ტიროდა და იძახდა: "მე მოვკალი ყრმა და უნდა დავისაჯო, როგორც მკვლელიო".

პარდეს სამყოფის სიახლოვეს ლომი ბინადრობდა. წმინდანი მიდიოდა მის ბუნაგში და ნადირს კუდზე ეჭიდებოდა, რათა გამძვინვარებულ მხეცს დაეგლიჯა. მაგრამ ლომი არ ვნებდა. ერთხელ ლომის გასავლელ ბილიკზე დაწვა. ახლა ნამდვილად დამფლეთსო. მაგრამ ნადირი ბერს გადაახტა და გზა განაგრძო. მიხვდა წმინდანი, რომ ღმერთმა შეუნდო ცოდვები, დაბრუნდა თავის კელიაში და დარჩენილი ცხოვრება სამაგალითოდ გაატარა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2019, 12:47 PM
პოსტი #2563


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილება ქრისტეს მიმართ სიყვარულის ნიშანია, და ქრისტესაც განსაკუთრებით უყვარს მორჩილები“

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2019, 12:14 PM
პოსტი #2564


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მკურნალი რომ გახდე, თავად უნდა განიკურნო. მართალია, შენ დიდ და ხმაურიან ქალაქში ცხოვრობ, სადაც ქაოსი და ცხოვრების გიჟური რიტმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეძელი იცხოვრო ისე, როგორც მდუმარე ბერები ცხოვრობენ“.

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2019, 11:44 AM
პოსტი #2565


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირს აკაკის კავსოკალივის სკიტის უდაბნოში მოღვაწეობისას ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე. მან: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ ტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც - განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგან.

ძილს ის სულის სახიფათო და მზაკვარ მტრად თვლიდა. საწოლიც ისეთი ჰქონდა, რომ მასზე მხოლოდ ჩაეთვლიმა. ცხოვრების აღმწერლის თანახმად, ღირს აკაკის დღე-ღამეში ერთი საათი ეძინა, სხვა ცნობებით - ოთხი საათი."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2019, 11:17 AM
პოსტი #2566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნურ გზებზე დიდად გამოცდილი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2019, 11:30 AM
პოსტი #2567


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შემთხვევითი არ არის, რომ მერვე საუკუნეში ხატთაყვანისმცემლობასთან ბრძოლა ასევე ბერმონაზვნობასთან ბრძოლა აღმოჩნდა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მონაზვნობას წინა ეპოქაში: ქვეყნიერების "გაქრისტიანების" დროს ბერებმა ქრისტიანობის "ესქატოლოგიური" ასპექტი შეისისხლხორცეს და ყოველგვარი ამქვეყნიური, ანუ "ქუეყანისაგანთა" ქრისტიანობის გაამქვეყნიურების მცდელობა, "არა ამის სოფლისაგანთა", ანუ ბერების მიერ, ზეციური ნათლით გადაილახა.

ასევე ჩვენ უკვე იმის შესახებაც ვისაუბრეთ, რომ ეკლესიის ქრისტიანული სამყაროსადმი დამოკიდებულება ისე ნათლად არაფერში გამოვლენილა, როგორც ბერმონაზვნობის გამოცდილებით ეკლესიური ცხოვრების წესის განსაზღვრაში და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ამ გამოცდილების ყოფით "ნორმად" დამკვიდრებაში. მაშინ, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, მონაზვნობის წინაშე არა მხოლოდ ეკლესიამ, არამედ იმპერიამაც მოიხარა ქედი; სამონასტრო მშენებლობის საქმეში იმპერატორები დიდებულებს ეჯიბრებოდნენ, ისე, რომ ხატმებრძოლობის დასაწყისში ბიზანტიაში ბერ-მონაზონთა რიცხვმა, ი. ანდრეევის გამოთვლით, 100000-ს მიაღწია – ეს მთელი მოსახლეობისთვისაც კი მეტად მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო! იმ დროისათვის ბერმონაზვნობა ეკლესიის "წამყვან ფენად", სინდისისა და მორალის მთავარ საზომად იყო ქცეული.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ბერმონაზვნობის ეს გამარჯვება იმპერიამ უპირობოდ მიიღო, მას გარკვეული გარანტიები და პრივილეგიებიც მიანიჭა, დროთა მანძილზე დამოკიდებულება შეიცვალა და სახელმწიფოს მმართველ ფენებში აზრი დამკვიდრდა, თითქოს მონაზვნობა იმპერიას მძიმე ტვირთად გადაექცა. ბერმონაზვნობა ფლობდა დიდ სიმდიდრეს და ეს ქონება არ იბეგრებოდა, ამიტომ უწინარეს ყოვლისა მათ მიიჩნიეს, რომ მონაზვნობა აბრკოლებდა სახელმწიფოს ეკონომიკას; აწუხებდათ ისიც, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სახელმწიფო კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი და ბოლოს არმიისათვის ათობით ათასი ადამიანი იკარგებოდა. მალე ბიზანტიურ კანონმდებლობაში გამოჩნდა, სახელმწიფოს თვალსაზრისით, ამ სტიქიური მოვლენის მოგვარებისა და მონაზვნობის სახელმწიფო სისტემაში შემოყვანის მცდელობები.

მეორე მხრივ, თავის დროზე ჩვენც აღვნიშნეთ, რომ ბერმონაზვნობის უპირობო გამარჯვებამ ერთგვარი ზიანი თავად ამ სათუთ ინსტიტუტს მოუტანა. სამონასტრო ცხოვრებაში დაცემის გარკვეული ნიშნები უკვე მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან გამოვლინდა. მონასტრებში სიმდიდრე გაჩნდა, მინიჭებული პრივილეგიების გამო სამონასტრო ცხოვრება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის აღარ იყო მიმზიდველი, ვისაც ქრისტიანული მაქსიმალიზმი აინტერესებდა; ბერმონაზვნები ბიზანტიელი საზოგადოებისათვის ავტორიტეტული მრჩევლები, ხელმძღვანელები და სულიერი მამები იყვნენ და ბუნებრივია, გახშირდა მათი ცდუნებისა და მათ მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც. ეს ამბები ტრულის კრების დადგენილებების ფონად საკმაოდ სავალალოდ მოჩანს.

და აი, მერვე საუკუნეში იმპერიას გმირული სულისკვეთება მოეძალა: ქვეყანა დაღუპვის ზღვარზე იყო. მას მხსნელებად ისავრიელი იმპერატორები მოევლინნენ და მათი ძალისხმევით სახელმწიფო სისტემა მაქსიმალური ენერგიულობით ამოქმედდა. ამ დაძაბულ სიტუაციაში გაჩნდა ახალი, პატრიოტული ბიზანტიური თვითშეგნება, რასაც ისეთივე ტოტალური მობილიზაცია მოჰყვა, რომლის მსგავსიც მხოლოდ რუსეთში პეტრე პირველის დროს იყო. ცხადია, ასეთ სიტუაციაში მონაზვნობის საკითხის წამოჭრა გარდაუვალი იქნებოდა და კოპრონიმის პოლიტიკაში აშკარად გამოჩნდა, რომ ბერ-მონაზვნებისადმი იმპერატორის სიძულვილი მხოლოდ მათ მიერ ხატების დაცვით არ იყო განპირობებული. ასე გაცხადდა იმ ორი "ლოგიკის" ფარული დაპირისპირება, რომელსაც თავიდანვე ჩქმალავდნენ და ცდილობდნენ საზოგადოებისა და ქვეყნიერების თვალში ეკლესიასა და იმპერიას შორის მხოლოდ კეთილი ურთიერთობები წარმოეჩინათ.

ეკლესიური თვალსაზრისით, სახელმწიფო ეკლესიის დასაყრდენი, "შესანახი, საცავი და სახუმილავი" უნდა იყოს, ამიტომ მაშინაც კი, როდესაც ეკლესიის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება, იმპერიამ უპირატესობა ეკლესიურ ფასეულობებს უნდა მიანიჭოს. მეორე მხრივ, თეოკრატიული სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით თვითონ ქრისტიანობა იმპერიის კეთილდღეობის ბოლო დასაყრდენად აღიქმება, რადგან პირველი და მთავარი იმპერიაში სახელმწიფოებრივი კულტია და შეფარულად სწორედ ეს წარმოადგენს იმპერიის მთავარ ფუნდამენტს. პირველში, ანუ ეკლესიურ თვალსაზრისში, მონაზვნობა სახელმწიფოს ყოვლისმომცველი "უტილიტარიზმისგან" ეკლესიისა და ქრისტიანი ადამიანის არაამქვეყნიურობის დაცვის, ანუ შინაგანი თავისუფლების სიმბოლოა; მეორე თვალსაზრისში აშკარად ჩანს, რომ ადრე თუ გვიან ეკლესია სახელმწიფოსათვის საჭირო აღარ აღმოჩნდება, ანუ მისი ინტერესების გათვალისწინება სახელმწიფოსათვის საზიანო იქნება.

მონაზვნობის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების მიმდინარეობის პროცესში აშკარად გამოიკვეთა ისავრიელების ფარული სურვილი - ეკლესია სახელმწიფოსათვის დაემორჩილებინათ, ანუ ბოლომდე "სასარგებლოდ" ექციათ. ამ თვალსაზრისით ისავრიელები თანმიმდევრულნი და იმ თეოკრატიული "ლოგიკის" "დამაგვირგვინებლები" აღმოჩდნენ, რომელიც კონსტანტინე დიდის მოქცევიდან ყოველთვის დომინირებდა ეკლესიისადმი იმპერიის დამოკიდებულებაში. სწორედ ეს აბსოლუტური, სახელმწიფოებრივი თეოკრატიული თვითშეგნებაა ასახული ლეონ ისავრიელის მიერ გამოცემული "ეკილოგის" - კანონთა კრებულის შესავალში: "უფალმა სამეფო იმპერატორებს ჩააბარა, ქრისტეს ერთგული სამწყსოს დამწყემსვაც, მოციქულთა თავის, პეტრეს მსგავსად, უფალმა მათვე მიანდო". აი, სწორედ ეს აღმოჩნდა საბოლოო დასკვნა და ბოლო აკორდი იუსტინიანეს "სიმფონიისა".

ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხატთაყვანისმცემლობის გამარჯვება მონაზვნობის არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი გამარჯვებაც იყო. დევნის შედეგად მონაზვნობა განახლდა, მან ახალი ძალა შეიძინა და მეცხრე საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში უკვე მონაზვნობის ნამდვილ აღორძინებას ვხედავთ. ეს წარმატება პირველ რიგში იღუმენ თეოდორე სტუდიელის სახელს უკავშირდება. მონაზვნობის იდეოლოგია და მისი ეკლესიური ფუნქციები, რომელმაც გარდაუვალი გახადა მისი გამარჯვება, საბოლოოდ სწორედ წმინდა თეოდორემ ჩამოაყალიბა.

თეოდორე სტუდიელის "სისტემაში" ბერმონაზვნობის როგორც განსაკუთრებული მსახურების მნიშვნელობა (თავის დროზე ის დაიწყო, როგორც "კერძო" საერო და ინდივიდუალური მოძრაობა) ნათლად არის გამოკვეთილი; მისი სწავლებით, ბერ-მონაზონი არის ეკლესიის "ძარღვი და ნერვი", "მარილი მიწისა და ნათელი ქვეყნისა", "მაგალითი და მტკიცე დასაყრდენი", "სინათლე ბნელში მყოფთათვის". ეს ასეა, რადგან მისი მოძღვრებით ბერ-მონაზონის საბოლოო მიზნები მოქალაქის მიზნებისაგან არაფრით განსხვავდება. ის მხოლოდ იმ წესით ცხოვრობს, რომელიც ნებისმიერი ქრისტიანისთვის ცხოვრების საბოლოო მიზანია და რაც თავისთავად სულის გამოხსნას და ცათა სასუფეველში დამკვიდრებას გულისხმობს. ამ მიზნების მიღწევისათვის კი ერთადერთი საშუალება ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე უარის თქმაა. "საიდან ვიცით, რომ ამა ქვეყნიურის უარყოფა და მონაზვნობა გვმართებს? (ასეთი იყო ბერმონაზვნობის საჭიროების საკითხთან დაკავშირებით ხატმებრძოლი ოპონენტების გამოხმაურება).

იგივე იქნებოდა, გვეკითხა: საიდან ვიცით, რომ ქრისტიანები უნდა ვიყოთ? (იყო პასუხი)". ამავე დროს: არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხსნას, წმინდა თეოდორე მხოლოდ მონაზვნურ ცხოვრებაში ხედავდა. უფრო მეტიც, თუ საკითხს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქრისტიანობის ისტორიაში არსებული ცენტრალური პრობლემების გადაკვეთა სწორედ აქ, ამ გზაჯვარედინზე ხდება. წმინდა თეოდორე ბრძანებს: არ შეიძლება ვიფიქროთ ქრისტიანობაზე, თუ არ გავითვალისწინებთ იმ უმნიშვნელოვანესს, რასაც სახარებაში "არა ამის სოფლისაგანი" (იოან. 8:23) ჰქვია. შემდეგ ბრძანებს, რომ სინამდვილეში მხოლოდ მონაზვნობაში ხორციელდება სახარებისეული მოწოდება და მხოლოდ მონაზვნებს "აქუნდა ყოველივე ზოგად" (საქმ. 2:44), ანუ საერთო.

მას მიაჩნია, რომ ყოველი ქრისტიანი მაქსიმალიზმისთვის უნდა იყოს მოწოდებული, ისტორია კი საპირისპიროს გვიჩვენებს, ყველაფერი პრაქტიკულად კომპრომისებით, გაამქვეყნიურებითა და ბოლოს "მინიმალიზმით" მთავრდება. სწორედ ამიტომ მონაზვნობა, გარკვეული თვალსაზრისით, ქრისტიანობის ისეთ ისტორიულ აჩრდილადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის ჩამოშორებაც ყოველთვის ენდომებათ, სანამ ეკლესია ბოლომდე არ "განხორციელდება". ეს არ უნდა მოხდეს, – ბრძანებს წმინდა თეოდორე, – უნდა გვახსოვდეს, რომ მონაზვნობა ეკლესიის ცხოველმყოფელ ბირთვს და ეკლესიურ ცნობიერებაში მორწმუნის ჭეშმარიტი ქრისტიანული წესით ცხოვრების მასტიმულირებელ ძალას უნდა წარმოადგენდეს. მონაზვნობა უნდა იყოს შეუძვრელი "ფუძე და დასაყრდენი" ეკლესიისა. კონსტანტინოპოლში წმინდა თეოდორემ ძველი სტუდიური მონასტერი აღადგინა და ძალიან მალე ეს მონასტერი ბიზანტიური ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად გადაიქცა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2019, 01:28 PM
პოსტი #2568


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჰაჯი-გიორგი ღამღამობით სტასიდიაზე მდგარი ისვენებდა. საკუთარი კელია მან თითქმის არ იცოდა. დღე თავისი გატანჯული ძმებისთვის ჰქონდა მიძღვნილი, ღამე კი ლოცვისთვის.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2019, 11:50 AM
პოსტი #2569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ივერიის მონასტრის სკიტში ცხოვრობდა ერთი ძალზე სახელგანთქმული მღვდელმონაზონი, მამა გერასიმე ჰიმნოგრაფი. იგი წმინდა ანას სკიტში მოსაგრეობდა, მთელ ღამეს ლოცვასა და წიგნის კითხვაში ატარებდა.

ღმერთმა ის ახალგაზრდა წაიყვანა, მცირე ხნის სიცოცხლის მანძილზე მან სრულყოფილებას მიაღწია, რამეთუ სული მისი სათნო უჩნდა უფალს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2019, 11:15 AM
პოსტი #2570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მომავალი მამა იოსები ათონზე წავიდა და ეს ყველამ გაიგო, დედამისმა თავის ახლობლებს უთხრა, მისი დაბადებიდანვე ვიცოდი, რომ მონაზონი გამოვიდოდაო და გაიხსენა: - როცა ჩემი ფრანცისკი (მამა იოსების [ისიქასტი] ერისკაცული სახელი) გავაჩინე, საწოლში გვერდით საფენებში შეხვეული პატარა მეწვა, მაშინ ვიხილე, რომ სახლის სახურავი გაიხსნა, ჩამოეშვა ფრთოსანი ყმაწვილი. იმდენად მშვენიერი იყო, რომ მის ბრწყინვალებას თვალს ვერ ვუსწორებდი.

იგი ბავშვთან დადგა, საფენების შეხსნა დაიწყო - მისი წაყვანა ჰქონდა განზრახული. რას აკეთებ, საყვარელო? შვილი გინდა წამართვა-მეთქი? ასეთია განაჩენიო და მაჩვენა თავის წიგნში ჩანაწერი, ბრძანება, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა წაეყვანა. ვუარობდი, მაგრამ ანგელოზმა მომცა ჯვრის სახის უძვირფასესი სამკაული და ჩემი შვილი წაიყვანაო. მას მერე მარიამს სწამდა, რომ ფრანცისკი ოდესღაც ქრისტეს შეუდგებოდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2019, 11:33 AM
პოსტი #2571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერების განსაკუთრებული მფარველი იოანე ნათლისმცემელია, რომელმაც პირველმა დაიწყო ბერული, მონასტრული ცხოვრება. პირველი მონაზონი იყო დედა ღვთისმშობელი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2019, 01:10 PM
პოსტი #2572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამგვარი ცხოვრების წესისადმი მოშურნეობით აღიძრა იოანეც, რომელიც სიმდაბლითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. საცხოვრებლად მან კლდის ჩრდილოეთი ფრიალო აირჩია, სადაც ყველა მხრიდან სასტიკი ქარი უბერავდა. იქ 25 წელი მშვიდად დაითმინა ყინვაც და ხვატიც. საჭმელი, ჩასაცმელი და რკინის ჯაჭვები - ყველაფერი იმნაირი ჰქონდა, როგორიც იმ მოღვაწეებს, რომლებზეც უკვე მოგითხრეთ. იგი იმდენად ამაღლდა ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებაზე, რომ ვერაფერში ხედავდა ნუგეშს, რაც ადამიანური სისუსტეებისთვის არის დამახასიათებელი. აი, ამის ერთი მაგალითი. კეთილმა კაცმა მისი საცხოვრისის სიახლოვეს ნუშის ნერგი დარგო. ხე გაიზარდა, იოანესაც მოუჩრდილებდა და თვალსაც ახარებდა. მან კი ეს ხე მოაჭრევინა, რათა მისით არ ენუგეშა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2019, 12:14 PM
პოსტი #2573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2019, 11:33 AM
პოსტი #2574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხომ გინახავს სასაფლაოზე საყარაულო. მასში დაყუდებით იღვწოდა მამა მათე, მოუკლებელი ლოცვის აღმსარებელი.

ერთხელ მამა მათემ ხმაური გაიგონა. გააღო კარი და სასაფლაოზე უამრავი მშვენიერი ახალგაზრდა იხილა. ერთნი სასაფლაოზე ძვლებს აწყობდნენ, სხვებს კი ისინი მიჰქონდათ.

მამა მათე გაშეშდა. მაშინ ერთ-ერთმა ნათლითმოსილმა ყმაწვილმა უთხრა: "რა გიკვირს, მამა მათე? ჩვენ უფლის ანგელოზები ვართ და ყველაფერს ღვთისმშობლის ბრძანებით ვასრულებთ. ჩვენ აქ მოგვაქვს მათი ძვლები, რომელთაც დიდი სათნოებები მოიპოვეს, გონებით ხშირად წარიტაცებოდნენ ათონის წმინდა მთაზე, სურდათ აქ დაესრულებინათ თავიანთი ცხოვრებისეული გზა, მაგრამ იმარხავდნენ რა სხვა მოძღვრის მორჩილებას, ვერ შეძლეს თავიანთი ძლიერი სურვილის აღსრულება. რადგანაც ნამდვილი იყო მათი სწრაფვა, ჩვენ აქ მოგვაქვს მათი ძვლები, რათა სწორედ აქ აღდგნენ მკვდრეთით უფლის მეორედ მოსვლისას.

ის ძვლები კი, რომლებიც სოფელში მიგვაქვს, ეკუთვნის იმ მონაზვნებს, რომლებიც ხორცით იყვნენ აქ, სულით კი სოფელში იმყოფებოდნენ. ისინი არ უჯერებდნენ მამათა რჩევებს და ურთიერთობას აგრძელებდნენ მშობლებთან და სხვა ერისკაცებთან. ამიტომაც საშინელი სამსჯავროს დღეს ისინი სოფელში იქნებიან და იქვე აღდგებიან მკვდრეთით".

ამ საშინელი ხილვის შემდეგ მამა მათე ჩვენ, ახალგაზრდებს, გვასწავლიდა ხოლმე, არ მიგვეცა ნება ჩვენი გონებისთვის მშობლებსა და ამაო სოფლის საქმეებზე ეფიქრა.“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2019, 12:39 PM
პოსტი #2575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - მამაო პიმენ, რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა ბერული ღვაწლი?

- რთული და საპასუხისმგებლოა, თუმცა მოკლე და კადნიერი გზაა უფლისკენ მიმავალი, ამასთანავე, ბევრად უფრო საშიში და ხიფათით აღსავსე და ყველას ვუსურვებ, ღვთის შეწევნით, ამ ბრძოლაში გამარჯვებას“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2019, 11:19 AM
პოსტი #2576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია: არ არის ადვილი მონასტრის ადგილის შერჩევა. ამას დიდი სიბრძნე და ყურადღება სჭირდება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2019, 12:09 PM
პოსტი #2577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობა იმდენად ტკბილია, რომ გათმობინებს დედაშვილურ, ოჯახურ სიყვარულს. ღმერთის სიყვარული აღმატებულია, მონასტრულ ცხოვრებაში ეს ნათლად აისახება. ამდენი უცხო ხალხი იკრიბება და სიყვარულით გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. თუმცა ბრძოლაც ძალიან დიდია.

ადამიანთმოძულე, კაცთმოძულე ბოროტი ცდილობს, დაძაბულობა, განხეთქილება შემოიტანოს; განსაკუთრებული სიმძაფრით იქ იბრძვის, სადაც სიყვარულია, მაგრამ დედაღვთისმშობელი გვმფარველობს. მონასტერი ერთ-ერთი ხილული სამოთხეა და მსგავსად სამოთხის წევრებისა, ვცდილობთ, შესაბამისად ვიცხოვროთ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2019, 10:54 AM
პოსტი #2578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამბა ანტონი ამბობდა: ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარებაშია, ის თავისუფალია სამი განსაცდელისაგან: სმენით, ენითა და თვალით განცდისაგან. მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - გულში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2019, 11:01 AM
პოსტი #2579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა სინკლიტიკია ამბობდა: მრავალი მთაზე (იგულისხმება ნიტრიის მთის სკიტი) მყოფი, მაგრამ საერო საქმეთა აღმსრულებელი, დაიღუპა. რადგან შეიძლება საზოგადოებაში იმყოფებოდე, მაგრამ გონება მონაზვნური გქონდეს, კაცთაგან განშორებულმა კი გონებით ბრბოსთან იცხოვრო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2019, 12:38 PM
პოსტი #2580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძმამ ჰკითხა ბერს: რა არის მდუმარება და რა სარგებელი მოაქვს? ბერმა უპასუხა: მდუმარება ნიშნავს, რომ სენაკში იყო, ღმერთზე ფიქრობდე და ღვთის შიში გქონდეს; განეშორო ძვირისხსოვნასა და მზვაობრიობას. ასეთი მდუმარება ყველა სათნოების დედაა და მონაზონს მტრის განხურვებულ ისართაგან იფარავს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 127 128 129 130 131 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 07:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი