ქართველი ერის ღვთიური მისია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ერის ღვთიური მისია |
samreklo |
Nov 11 2009, 08:26 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ცნობილია, რომ განგების ძალით საქართველო იესო ქრისტეს დედას - მარიამს ხვდა წილად და მის მფარველობაში მოექცა. უფლის ეს ნება განპირობებული იყო არა მარტო ყოვლაწმინდა მარიამის ეთნიკური წარმომავლობით.
იგი უპირველესად ეფუძნებოდა იმას, რომ საქართველო დედამიწის გეოპოლიტიკურ კვანძს, მისი სულიერი ველის ეპიცენტრს შეადგენს. სამწუხაროდ, ქართველებმა დღემდე ღრმად ვერ გავიაზრეთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც თავისი არჩევანით უფალმა დაგვაკისრა. ამის შედეგია, თუნდაც ის განსაცდელი, რომელიც ბოლო დროს თავს გვატყდება. მხედველობაში მაქვს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ასე მაგალითად, პირველი და მეორე პრეზიდენტის - ზ.გამსახურდიასა და ე.შევარდნაძის მმართველობისას ფაქტობრივად ჩამიგვცილდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. დღეს მომქმედი პრეზიდენტის - მ.სააკაშვილის წყალობით კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იურიდიულადაც დავკარგეთ. აქ საუბარია არა მარტო ტერიტორიების დაკარგვაზე. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ოჯახის წევრები, აფხაზები და ოსები, ახლობელი ადამიანები, ჩვენი ძმები და დები. ქართველთა ერთი ნაწილი ამ უბედურების მიზეზად საპრეზიდენტო ინსტიტუციას მიიჩნევს. ამის გამო მის გაუქმებას და საპარლამენტო რესპუბლიკის დამკვიდრებას მოითხოვს. მიზეზი სულ სხვაა. 1918-1921 წლების საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენ იმ დროს ქვეყნის არა თუ ნაწილი, მთელი ტერიტორია დავკარგეთ. ჩვენი ტრაგედია განაპირობა თავისთავად არა ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურმა ფორმამ, არამედ ერთმორწმუნე მეზობელ რუსეთთან ქართული სახელმწიფოს მეთაურთა ფარულმა თუ ღია დაპირისპირებამ. მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობის მოშლა, ქართველებისა და რუსების გადამტერება, მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე კოსმოპოლიტური ძალების სასიცოცხლო ინტერესებშია. ეს საგრძნობლად უიოლებს მათ მიზნის მიღწევას. ამიტომაა, რომ მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობის განმტკიცება ჩვენი ეროვნული თვითმყობადობის შენარჩუნების წინაპირობაა. ამის გაგება არ სურს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. არცერთ მათგანს ვაგლახ, რომ არ იმსახურებს მრავალტანჯული ქართველობა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილი გაზააბნეულთა ჭიდილია და მეტი არაფერი. მათ ვერ გაისისხლხორცეს ის საპატიო მისია, რომელიც განგებამ დაგვაკისრა: თუ უფალმა იესო ქრისტე ქმნა ღმერთკაცად - თითოეული ადამიანისათვის პიროვნულ სახატედ, საქართველო მან გადასცა მფარველობაში მის მშობელ დედას იმ განზრახვით, რომ ადამიანთა მოდგმას აქ მოვლინებოდა ახალი ქვეყნიერება - სახატე ქვეყანა, სადაც იბატონებდა “სამართალი, წყალობა და რწმენა”. ამასთან ქართული ენა ღმერთმა საიდუმლოებებით აღავსო და აღიარა წმინდა ენად, რომელ ენაზეც მაცხოვარმა მეორედ მოსვლის ჟამს უნდა განსაჯოს მთელი კაცობრიობა. აქედან გამომდინარეობს ორი დიდი ისტორიული ამოცანა,რომელთა ხორცშესხმა განგების ძალით ქართველობას დაგვევალა: დავამკვიდროთ ჩვენს სამშობლოში ახალი ქვეყნიერება და შევინარჩუნოთ ღვთის მადლით კურთხეული ქართული ენა. ამ განგებულებათა სისრულეში მოყვანას ქართველები ვერ შევძლებთ მანამ, სანამ ჩვენთან საერო და საეკლესიო საზოგადოება ერთმანეთისადან გამიჯნული იქნება. ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში ისინი უნდა შეადგენდნენ არა ორ, განცალკევებულ საწყისს, არამედ ერთი, განუყოფელი საწყისის ორ მხარეს. საერო და საეკლესიო საზოგადოების გათიშულობის შედეგია თუნდაც ის, რომ ისინი მოკლებული არიან ერთიან დღესასწაულებს. სასურველია, ასეთ საერთო დღესასწაულებად იქცნენ საქართველოს მფარველად ყოვლაწმინდა მარიამის მოვლინებისა და ღვთივრჩეული ქართული ენის - მაცხოვრის სამსჯავრო ენის დღეები. საერო და სასულიერო საზოგადოების ერთსაწყისიანობის მიღწევა როდი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდებარებას, ან პირიქით, ეკლესიის გაბატონებას სახელმწიფოზე. ამ ერთსაწყისიანობაში იგულისხმება, ერთის მხრივ, სახელმწიფო იდეოლოგიის დაფუძნება ქრისტიანულ პოსტულატებზე, მეორეს მხრივ კი - ქვეყნის მართვა-გამგეობაში საერო და საეკლესიო საზოგადოების თანამონაწილეობის პრინციპის აღიარება. საერო და საეკლესიო საზოგადოების ურთიერთობის ჰარმონიზაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განგების მიერ დადგინებული მეფის ინსტიტუტის აღდგენას კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში. დღეს კამათის საგანს შეადგენს საკითხი - სამეფო ტახტი მემკვიდროებითი უნდა იყოს თუ არჩევითი? ყოვლაწმინდა მარიამის წილხვედრილი ქვეყნისათვის მისაღები არც ერთია და არც მეორე. ღვთივრჩეულ წმინდა მიწაზე მეფობა არ შეიძლება იყოს დინასტიური. თავის დროზე ჩვენს ქვეყანას დიდად ავნო ნიჭიერ ხელმწიფეთა უნიჭო და უძღები შვილების მეფობამ, ასევე სამეფო ტახტისათვის მემკვიდრეთა შორის ბრძოლამ, რომლებიც არ თაკილობდნენ მიზნის მისაღწევად უცხო ძალებთან გარიგებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ სამათასწლიანი ისტორიის მქონე ქართული სახელმწიფო მხოლოდ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. მაცხოვრის დედა-ქვეყანაში მეფე არც “ქუჩის” თავყრილობაზე შეიძლება აირჩეს. საზოგადოებრივი ცნობიერების ზომბირების თანამედროვე შესაძლებლობის პირობებში ეს ერის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში მეფობა მხოლოდ უფლისაგან ბოძებული უნდა იყოს. ამიტომ საქართველოს მეფე უნდა მოევლინოს ღმერთის სავანედან - ეკლესიის წიაღიდან. კონსტიტუციის ძალით ეს მძიმე ხვედრი უნდა ერგოს მოწამეობრივი გზით მავალ ქართველთა შორის პირველ ქართველს-უფლის დესპანს ჩვენს მიწაზე. ასეთი ღვთივრჩეული პირი კი წმინდა სინოდის მიერ კურთხეული კათოლიკოს-პატრიარქია. სხათაშორის,სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის მეფობას დასაშვებად მიიჩნევდა ძველი ქართული სამართალიც. მეფე უუფლებო არ უნდა იყოს.ამასთან, მას მხოლოდ იმდენი უფლებები უნდა გააჩნდეს,რომ სახელმწიფომ კლერიკალური ხასიათი არ შეიძინოს. კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებაში უნდა შედიოდეს: კონსტიტუციის ხელმოწერა და გამოქვეყნება, საკანონმდებლო ინიციატივა,ვეტოს დადება პარლამენტისა და მთავრობის იმ გადაწყვეტილებზე,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, ეროვნული უშიშროებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის,სტატისტიკის დეპარტამენტის კურირება, საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელთა დამტკიცება, პარლამენტის არჩევნების, რეფერენდუმის, გენერალური პროკურორის, საქართველოს ელჩების დანიშვნა, უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩების რწმუნებათა სიგელების მიღება,დაჯილდოვება, შეწყალება, მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის საკითხების გადაწყვეტა,საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება. ღვთის მიერ კურთხეულ მეფესთან უნდა შეიქმნას სათათბირო ორგანო-სამეფო დარბაზი, სადაც გაერთიანდებიან საერო და საეკლესიო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. ამასთან, მეფე პირდაპირ და უშუალოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი პარლამენტში სამეფო დარბაზით. სამეფო ინსტიტუტის სწორედ ასეთი,ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნისათვის დამახასიათებელი, მოდელი უნდა გახდეს საქართველოს სახატე ქვეყანად გარდაქმნის ქვაკუთხედი. ახალი ქართული სახელმწიფოს მთავრობის შემადგენლობაში არ შეიძლება არ იქნან შეყვანილნი სასულიერო საზოგადოების ღირსეული წევრები. სასურველია, თუ ისინი სათავეში ჩაუდგებიან განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურს. ასევე მიზანშეწონილია წმინდა სინოდის შემადგენლობაში გამორჩეული საერო პირის – მრევლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის შეყვანა. ამისათვის კი აუცილებელია დღეისათვის დაქსაქსული მრევლის ორგანიზება, მისი გადაქცევა მძლავრ საერო მოძრაობად. საქართველოში ახალი ქვეყნიერება უნდა დამკვიდრდეს მერიტოკრატიული წეს-წყობილების სახით,სადაც ცხოვრებისეული წინსვლის წინაპირობა იქნება არ გვარიშვილობა და წოდებრიობა (არისტოკრატია),არა პარტიულობა და ფული (დემოკრატია), არამედ ცოდნა, რწმენა და ნიჭიერება. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ბიბლიური შეგონება: ”მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო!” მაცხოვრის დედა-ქვეყნისათვის უცხო და მიუღებელია ლიბერალიზმის ფასეულობანი, რომლებმაც კაცი კაცის მგლად აქციეს, ადამიანი ვიწრო მატერიალიზმში ჩაფლეს და სულიერებაგან დააცარიელეს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ზნე-წესი, ქართული მორალი,კაცთმოყვარეობა და რაინდობა, ოჯახური ცხოვრების სიმტკიცე, პიროვნული და ეროვნული ღირსების შეგრძნება. ახალი ქართული სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს სოციალური სოლიდარობის პრინციპს, რომელიც კაცს კაცის წამლად მიიჩნევს და ნივთიერ კეთილდღეობას სულიერების წინ არ აყენებს. სწორედ ამიტომ გვმართებს ჩვენ ვიდგეთ “საერთო ნიადაგის” პოზიციაზე, აღვადგინოთ პატრონყმობის უნიკალური ქართული ტრადიცია, განვამტკიცოთ ერის კორპორატიული ბუნება. ჩვენს წმინდა მიწაზე ახალი ქვეყნიერების დამკვიდრება მოითხოვს ქართული ცივილიზაციის შევსებას ზღვაოსნური კულტურით. ათასწლეულებია ქართველები ვცხოვრობთ ზღვის პირას, მაგრამ ვერ გაგვიგია მისი ყადრი, ვერ დაგვიძლევია განვითარების ცალმხრივობა. ჩვენ უნდა აღმოფხვრათ ეს ხარვეზი, დავუძმობილდეთ ზღვას, ავითვისოთ მისი სიმდიდრე. რა თქმა უნდა არაა სასურველი პატარა ერი გავხადოთ მეზღვაურ ერად,მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ჩვენთვის დამღუპველი ანტიზღვური ინერცია. ლაზების ტრადიციებისა და გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ უნდა გარდავქმნათ საქართველო სახმელეთო-საზღვაო ქვეყანად. ჩვენი ვალია გავხადოთ სოფლისა და ზღვის მეურნეობა, მათი პროდუქტების გადამუშავება ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს პრიორიტეტად. იესო ქრისტეს დედის წმინდა მიწაზე “ახალი ქუეყნის” აშენება, რაც პირველად დავით აღმამშენებელმა მოიწადინა, დღეს დროში დაემთხვა გლობალიზაციის აქტიურ ფაზაში შესვლას. გლობალიზაცია ღვთიური მოვლენაა,მაგრამ იგი როდი ნიშნავს იმას,რომ ამა თუ იმ ცივილიზაციის მატარებელმა სახელმწიფომ,რა დიდი და მდიდარი არ უნდა იყოს იგი,თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს თავისი ფასეულობები და პრობლემები. გლობალიზაცია ბუნებით დადგინებული პროცესია და გულისხმობს დასავლეთისა და და აღმოსავლეთის კულტურების კონვერგენციას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ერთიანი, სრულიად ახალი, ევრაზიული ცივილიზაცია. ამ კუთხით ქართველები პირნათელი ვართ ღვთის წინაშე, რამეთუ ამ ობიექტური პროცესის ავანგარდს წარმოვადგენთ. ჩვენი თვითმყობადი კულტურა შეიცავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა მონაპოვრებს. იგი თანაბრად მიეკუთვნება ორივე ცივილიზაციას, მაგრამ არცერთს ცალკე აღებულს. ქართული კულტურა ევრაზიულია თავისი არსით. ამავე დროს იგი მყარად დგას ეროვნულ ნიადაგზე. ამიტომ გლობალიზაციის ქართული მეთოდი უნდა გაითავისოს მთელმა მსოფლიომ. ჩვენ კვლავაც უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. მაგრამ ამავე დროს ინტენსიურად უნდა ვითვისებდეთ ადამიანის ფიზიკური და სულიერი სრულყოფის აღმოსავლულ ფასეულობებს. ორიენტაცია აღმოსავლეთზე ჩვენს აღმსარებლობაში უდიდესი დატვირთვის მატარებელია. საგულისხმოა, რომ თვით სიტყვა “ორიენტაცია” პირდაპირი გაგებით ნიშნავს სწრაფვას აღმოსავლეთისაკენ. ბიბლიის მიხედვით სამოთხე აღმოსავლეთშია. მართლმადიდებლები ტაძრებს აშენებენ საკურთხევლით აღმოსავლეთისაკენ, მიცვალებულებს ასვენებენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ლოცულობენ აღმოსავლეთის მიმართულებით. საქართველო ღვთიური ხიდია, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებს. შემთხევითი არ იყო, რომ დიდი კონსტანტინე ქართველი ერის ისტორიულ მოწოდებად “ორი დიდი სამყაროს: ევროპისა და აზიის სულის შეხამებას” მიიჩნევდა. უდაოა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანა კარგახსნილი უნდა იყოს ყველა ხალხისათვის. მის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს გეოპოლიტიკური პრულარიზმის პრინციპი. საქართველო არ შეიძლება მიეჯაჭვოს ერთ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს. ამავე დროს მისთვის ნეიტრალიტეტიც მიუღებელია. იესო ქრისტეს დედა-ქვეყანა ვერ იქნება ნეიტრალური მართლმადიდებლური სამყაროს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რამეთუ დაუშვებელია გულგრილი დამოკიდებულება ერთმორწმუნე ხალხების ბედისადმი. საქართველო ვერც აგრესიული იქნება ნებისმიერი სხვა ტრადიციული კონფესიების მიმდევრებთან ურთიერთობაში. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი მოსახლეობის მაჰმადიანული ნაწილი,ასევე მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ისლამის მიმდევარი მილიონობით ქართველი. მართალია, სხვადასხვა დროს ბევრმა სახელმწიფომ მოგვაყენა ზიანი, მაგრამ არ გვმართებს დავემონოთ წყენასა და ბოღმას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრაგმატიზმი და ვიფიქროთ უპირატესად მომავალზე. მეორედ მოსვლის ჟამს მაცხოვარს მისი მშობელი დედის წმინდა მიწაზე ახალი ქვეყნიერება დამკვიდრებული უნდა დახვდეს, რათა შესძლოს ადამიანთა ცოდვების განკითხვა ქართულ ენაზე. ამ მხრივ ყურადსაღებია, რომ რეალური სამყაროს გაორება, მიწიერის გვერდით ვირტუალური ცივილიზაციის შექმნა მთელი სიმწვავით აყენებს ღვთივრჩეული ენის სიციცხლისუნარიანობის საკითხს. საქმე ეხება უცხოტომელთა ახალი სიტყვების მოზღვავებას, რომელთა ოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამან პერსპექტივაში ქართული ენა შეიძლება ჩაძიროს,გადაადგვაროს ან მკვდარ ენად აქციოს. საბედნიეროდ, რეალური საფრთხის თავიდან აცილების შანსი მოგვეპოვება. ღვთის მადლით ჩვენს წმინდა ენას გააჩნია დაუშრეტელი იდიომური წყარო,რომლის შემწეობითაც მას შეუძლია დღევანდელ ინფორმაციულ ქარტეხილებში გადაირჩინოს თავი. ეს წყაროა მეგრული და სვანური ლექსიკა, რომელიც სახელმწიფოს ზრუნვის საგანი ვერა და ვერ გახდა. სწორედ აქ მოიპოვება უამრავი სიტყვა,რომლებითაც შეიძლება ჩავანაცვლოთ ესოდენ მომრავლებული უცხო ბარბარიზმები. ქართულ ენაში მეგრული და სვანური სიტყვების შემოტანას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ იგი მდგრადს გახდის ქართველობას როგორც ისტორიულ ერთობას. შესაბამისად მდგრადი იქნება ქართულ მიწაზე დამკვიდრებული ახალი ქვეყნიერებაც. რთულია, უკიდურესად რთულია მისია, რომელიც უფალმა ქართველობას დაგვაკისრა. თანამემამულენო, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ღრმად ვერ ჩავწვდებით ამ მისიის არსს, მანამ ტაძრისაკენ მიმავალ გზას ვერ გავიკვლევთ. გურამ მუჩაიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 11 2009, 08:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
გლობალიზაცია ღვთიური მოვლენაა,მაგრამ იგი როდი ნიშნავს იმას,რომ ამა თუ იმ ცივილიზაციის მატარებელმა სახელმწიფომ,რა დიდი და მდიდარი არ უნდა იყოს იგი,თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს თავისი ფასეულობები და პრობლემები.
გლობალიზაცია ბუნებით დადგინებული პროცესია და გულისხმობს დასავლეთისა და და აღმოსავლეთის კულტურების კონვერგენციას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ერთიანი, სრულიად ახალი, ევრაზიული ცივილიზაცია ეს ფრაზა რომ წავიკითხე ვერ დაგეთანხმეთ ვერც პატროარქის მეფედ კურთხევა გავიგე და საერთოდ ვერაფერი ვეღარ გავიგე თუმცა არის რაღაცეებიც რაც საგულისხმოა. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 11 2009, 09:02 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
გლობალიზაცია ღვთიური მოვლენაა,მაგრამ იგი როდი ნიშნავს იმას,რომ ამა თუ იმ ცივილიზაციის მატარებელმა სახელმწიფომ,რა დიდი და მდიდარი არ უნდა იყოს იგი,თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს თავისი ფასეულობები და პრობლემები. გლობალიზაცია ბუნებით დადგინებული პროცესია და გულისხმობს დასავლეთისა და და აღმოსავლეთის კულტურების კონვერგენციას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ერთიანი, სრულიად ახალი, ევრაზიული ცივილიზაცია ეს ფრაზა რომ წავიკითხე ვერ დაგეთანხმეთ ვერც პატროარქის მეფედ კურთხევა გავიგე და საერთოდ ვერაფერი ვეღარ გავიგე თუმცა არის რაღაცეებიც რაც საგულისხმოა. აუFFFF რარაც ურევს ფორუმი რა სმაილებს ვერ ვპოსტავ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ რა ხდება -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
კანუდოსელი |
Nov 11 2009, 09:06 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
Deutchland Uber Alles!!!
პ.ს. გაჭირვებულთა ტალკვესი წამოვიდა? პ.პ.ს. ზოგს როგორ უჭირს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ბადრი |
Nov 11 2009, 09:11 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
კანუდოსელი
ციტატა პ.პ.ს. ზოგს როგორ უჭრის თუ უჭირს? -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მხევალი ნინო |
Nov 11 2009, 09:24 PM
პოსტი
#6
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
samreklo
ციტატა აღიარა წმინდა ენად, რომელ ენაზეც მაცხოვარმა მეორედ მოსვლის ჟამს უნდა განსაჯოს მთელი კაცობრიობა. აქამდე კიდევ არა უსავდა. პოლიტიკა იყო ქე მაინც. სამრეკლო, ქებაიდან ამბობრომ ქართული ენა წმინდაა< ტუ სხვა წყაროდან? ან ენა შეიძლება იყოს წმინდა? ,მე მგონი ეს უფრო კომუნიკაციის საშუალებაა. ცხადია ჩვენთვის ქართველთათვის წმიდათაწმიდაა ჩვენი ენა, მაგრამ ცალკე, განყენებულად, ენა რომელიც კომუნიკაციის საშუალებაა, შეიძლება იყოს ან წმინდა ან ცოდვილი? ციტატა ადამიანთა ცოდვების განკითხვა ქართულ ენაზე. ვაი... და რატომ ქარტულდ სამრეკლო? ან კი რა აზრი აქვს განკითვას რომელიმე ენაზე, მთავარი განკითვაში, ჩვენი საშინელი ცოდვების გადმოლაგებაა და არა ის რომ ენაზე გვეტყვიან ამას. ან კი რა შერავათი ქართულად მეტყვიან, ინგლისურად, თუ საერთოდ სხვა წესით მოხდება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
Nov 11 2009, 09:30 PM
პოსტი
#7
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Deutchland Uber Alles!!! Nein Georgien Uber Alles!!! P.S. ფაშისტური გერმანია და ტოტალიტარული რუსეთი კი გვძულს, მაგრამ მათ "მონაპოვარს" ხშირად ვატარებთ ხოლმე რეალურ ცხოვრებაში... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნანინა |
Nov 11 2009, 10:01 PM
პოსტი
#8
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
იცი რა მაინტერესებს? ეს იოანე-ზოსიმე არასწორად აქვთ გაგებული და გაიძახიან ქართულად იქნება მეორედ მოსვლაო, ან ნინოს თქმისა არ იყოს ენის სიწმინდე რაღა უბედურებაა პატრიოტიზმი კარგია, მაგრამ შოვინიზმი დამღუპველი
(ამას მე ვამბობ ). და საერთოდ, თემა რატომაა გახსნილი ვერ ვხვდები, ავტორის პოსტი მოწოდებით-მქადაგებლობითი ხასიათისაა და ცალმხრივია. რა საჭიროა პოლიტიკის და ისტორიის ერის მისიასთან დაკავშირება? ისევ რელიგია და პოლიტიკა... ციტატა გურამ მუჩაიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეს ადამიანი თქვენ ხართ თუ მისი ციტატა გაქვთ აქ მოყვანილი? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანუდოსელი |
Nov 11 2009, 10:10 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თანამემამულენო, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ღრმად ვერ ჩავწვდებით ამ მისიის არსს, მანამ ტაძრისაკენ მიმავალ გზას ვერ გავიკვლევთ. ერთი არ ურიკინებდეთ ბატონო პროფესორო პ.ს. საინტერესოა რომელი მიკრორაიონის და კორპუსის რომელი სადარბაზოს უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანდებით? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქევანა |
Nov 11 2009, 11:22 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა გურამ მუჩაიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა? ამ კაცისგან ამას ვერ დავიჯერებ ციტატა ასეთი ღვთივრჩეული პირი კი წმინდა სინოდის მიერ კურთხეული კათოლიკოს-პატრიარქია. სხათაშორის,სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის მეფობას დასაშვებად მიიჩნევდა ძველი ქართული სამართალიც. სოციალისტური პარტიიდან მონარქიამდე? მომიტევეთ, ვერაფერი გავიგე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
აზნაური კიკნაველიძე |
Nov 11 2009, 11:59 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 16-September 09 წევრი № 7,500 |
ნუ , ბოლომდე ვერც მივედი .აი იქ გავჩერდი ერთმორწმუნე მეზობელზე რო დაიწყო . უბრალოდ ადამიანი რომ ამხელა სისულელეს დაწერს ამისათვის დროს გამონახავს , სირცხვილია და მეტი არაფერი . უსაქმურობას და აჯმობას გაუმარჯოს !!!1
-------------------- [size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე
მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size] |
terra |
Nov 12 2009, 02:04 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
http://209.85.129.132/search?q=cache:pLdrZ...a&ct=clnk&gl=ge
http://209.85.129.132/search?q=cache:oIW4_...a&ct=clnk&gl=ge -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მნათე |
Nov 12 2009, 02:15 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა იქ გავჩერდი ერთმორწმუნე მეზობელზე რო დაიწყო . უბრალოდ ადამიანი რომ ამხელა სისულელეს დაწერს და რა გინდა, არ არიან ერთმორწმუნეები? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
samreklo |
Nov 12 2009, 10:52 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
გლობალიზაცია ღვთიური მოვლენაა,მაგრამ იგი როდი ნიშნავს იმას,რომ ამა თუ იმ ცივილიზაციის მატარებელმა სახელმწიფომ,რა დიდი და მდიდარი არ უნდა იყოს იგი,თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს თავისი ფასეულობები და პრობლემები. გლობალიზაცია ბუნებით დადგინებული პროცესია და გულისხმობს დასავლეთისა და და აღმოსავლეთის კულტურების კონვერგენციას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ერთიანი, სრულიად ახალი, ევრაზიული ცივილიზაცია ეს ფრაზა რომ წავიკითხე ვერ დაგეთანხმეთ ვერც პატროარქის მეფედ კურთხევა გავიგე და საერთოდ ვერაფერი ვეღარ გავიგე თუმცა არის რაღაცეებიც რაც საგულისხმოა. წაკითხვა არ შველის საქმეს,მთავარია წაკითხულის გააზრება! |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 12 2009, 01:00 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
წაკითხვა არ შველის საქმეს,მთავარია წაკითხულის გააზრება! ამდენი ხალხიდან მხოლოდ მე მცემთ პასუხს? ამათზე უარესი ვარ მე უბრალოდ ამას ვმალავ. მე არ გეთანხმებით ბატონო პროფესორო(თუ ეს თქვენ ხართ) და არც არასოდეს არ დაგეთანხმებით. უფრო მეტიც ახლა უკვე დავრწმუნდი საით უტევთ თქვენ. ამ პოსტმა გაგყიდათ ერთი რამ გახსოვდეთ ჩემგან. არასოდეს,არასოდეს არ მოხდება ეკლესიისა და სახელწიფოს გადამტერება! ამაოა თქვენი ბილწი ამბორი პატრიარქის წმინდა შუბლზე! თქვენ არ გესმით ან არ გინდათ გაიგოთ,რომ ეს ადამიანთა ბრძოლა არაა. ეს ბოლო წერილია ჩემი თქვენს მიმართ. მშვიდობით. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
samreklo |
Nov 12 2009, 05:15 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ამდენი ხალხიდან მხოლოდ მე მცემთ პასუხს? ამათზე უარესი ვარ მე უბრალოდ ამას ვმალავ. მე არ გეთანხმებით ბატონო პროფესორო(თუ ეს თქვენ ხართ) და არც არასოდეს არ დაგეთანხმებით. უფრო მეტიც ახლა უკვე დავრწმუნდი საით უტევთ თქვენ. ამ პოსტმა გაგყიდათ ერთი რამ გახსოვდეთ ჩემგან. არასოდეს,არასოდეს არ მოხდება ეკლესიისა და სახელწიფოს გადამტერება! ამაოა თქვენი ბილწი ამბორი პატრიარქის წმინდა შუბლზე! თქვენ არ გესმით ან არ გინდათ გაიგოთ,რომ ეს ადამიანთა ბრძოლა არაა. ეს ბოლო წერილია ჩემი თქვენს მიმართ. მშვიდობით. ღმერთმა დაგვიფაროს სახელმწიფოსა და ეკლესიის გადამტერებისაგან.სფუძველს ვერ ჩავწვდი თქვენი განაწყენებისა. |
KAIROS |
Nov 13 2009, 04:22 AM
პოსტი
#17
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნუ , ბოლომდე ვერც მივედი მე სათაურშივე ჩავიქნიე ხელი ეჰ-ით; კაიროსი! პ.ს. მერამდენედ უნდა გაიხსნას ეს ფსევდონაციონალისტური ურაქართველური ვაიქრისტიანობის პროპაგანდის თემები? პ.ს.ს. ციტატა პატრიოტიზმი კარგია, მაგრამ შოვინიზმი დამღუპველი (ამას მე ვამბობ ). მეც გამიკვირდა ნანინა ყოჩაღ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
samreklo |
Nov 13 2009, 03:19 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
მე სათაურშივე ჩავიქნიე ხელი ეჰ-ით; კაიროსი! პ.ს. მერამდენედ უნდა გაიხსნას ეს ფსევდონაციონალისტური ურაქართველური ვაიქრისტიანობის პროპაგანდის თემები? პ.ს.ს. მეც გამიკვირდა ნანინა ყოჩაღ! ვაი ქართველობას!დღეს ათეისტობა უწიგნურობის ტოლფასია.20-21 საუკუნეების მიჯნაზე მეცნიერებამ შესძლო ღმერთის არსებობის დამტკიცება.ამ ცოტა ხნის წინ 57-მა მსოფლიოს გამოჩენილმა მეცნიერმა,მათ შორის ნობელის პრმიის ლაურეატებმა,საჯაროდ განაცხადეს შემომქმედის არსებობის უტყუარობის შესახებ.ყოველივე ეს მოითხოვს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის დასავლურ-ათეისტური პრინციპის გადახედვას.ვფიქრობ,რომ სეკულარული სახელმწიფო წარსულს ბარდება.დღის წესრიგში დგება საერო და სასულერო საზოგადოების გამთლიანება,ეკლესიის გამორჩეული მოღვაწეების სახელმწიფო თანამდებობებზე დაწინაურება. |
მხევალი ნინო |
Nov 13 2009, 03:31 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
samreklo
ციტატა ეკლესიის გამორჩეული მოღვაწეების სახელმწიფო თანამდებობებზე დაწინაურება. ეუფ! გიროგოლ ხანძთელის დონის მოღვაწე მაჩვენე დღეს საქართველოში და მერე გაიხსენე რა ტანამდებობა ეკევა და საერთოდ თუ ეკავა გიროგოლ ხანძლთელს მტავრობაში. სასულიერო განათლების მქონე ადამიანის დანიშნულება, ქადაგებაა, რელიგიის გავრცელება და სწავლება და არა სახელმწიფოს მართვა. ამისტვის სხვა პრები არსებობენ და თუ შეიძლება ამის გამიჯვნა შევძლოთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
samreklo |
Nov 13 2009, 03:45 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
samreklo ეუფ! გიროგოლ ხანძთელის დონის მოღვაწე მაჩვენე დღეს საქართველოში და მერე გაიხსენე რა ტანამდებობა ეკევა და საერთოდ თუ ეკავა გიროგოლ ხანძლთელს მტავრობაში. სასულიერო განათლების მქონე ადამიანის დანიშნულება, ქადაგებაა, რელიგიის გავრცელება და სწავლება და არა სახელმწიფოს მართვა. ამისტვის სხვა პრები არსებობენ და თუ შეიძლება ამის გამიჯვნა შევძლოთ. დასავლურ-ათეისტური სეკულარიზმის ტყვეობაში ვრჩებით და ჯიუტად არ გვინდა ამის აღიარება.საქმეც იმაშია,რომ დღეს ღმერთის არსებობა რწმენის საგნიდან ცოდნის საგნად იქცა.ღმერთის არსებობის მეცნიერულმა დადასტურებამ გამოიწვია ცოდნისა და რწმენის შერწყმა.ეს ახალი მოვლენა ღრმა გააზრებას მოითხოვს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი