ჯემალ ქარჩხაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯემალ ქარჩხაძე |
Atman |
Apr 29 2009, 09:45 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ვისაუბროთ ამ ადამიანის ხელოვნებაზე. მისი რომელი ნაწარმოებები მოგწონთ.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ანანო |
Apr 29 2009, 09:53 PM
პოსტი
#2
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ერთი ნაწარმოები წავიკითხე, ესე ერთი თვის წინ : "იგი"
-------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
Atman |
Apr 29 2009, 09:56 PM
პოსტი
#3
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
"იგი" ძალიან ღრმა და თან მარტივი ნაწარმოებია, როგორ ფიქროობთ რას უწოდებს ქარჩხაძე "იგის?"
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest |
Apr 29 2009, 10:55 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
cinemamu
ციტატა ვისაუბროთ ამ ადამიანის ხელოვნებაზე. მისი რომელი ნაწარმოებები მოგწონთ. მოიცათ ახლა ვინც არ ვიცით (საპატიო მიზეზების გამო) ვინაა ეს ჯემალი, თემის გახსნისას არ უნდა ახსნათ ვინაა, რა ჟანრი აქვს , როდის დაიწყო და ა.შ. + ერთი-ორი ნაწარმოები დააკოპიროთ ან ამონარიდები... რა წესია ასე ერთწინადადებიანი თემები, ვიმარჩიელოთ? |
ანანო |
Apr 29 2009, 11:04 PM
პოსტი
#5
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
staywhite
სამწუხაროდ ვერ დავდებ იმ ნაწარმოებს, ზედმეტად დიდია ასაკრეფად წელს შეიტანეს ეროვნული გამოცდების საპროგრამო მასალაში და დავინტერესდი... -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
თამარი_ცქნაფო |
Apr 29 2009, 11:07 PM
პოსტი
#6
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ა ნ უ კ ა
სამი წელია სასკოლო პროგრამაშია ''იგი'' მე დაგიდებთ ბმულს და წაიკითხეთ http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=1282 კიდევ რამდენიმე მოთხრობა ისწვალება, თუ ვნახე ნეტში, დავდებ მათაც. ერთ-ერთია ''მარიანა''. მისი რომანებიდან აღსანიშნავია: ''ქარავანი'' და ''მდგუმრები'' -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი_ცქნაფო |
Apr 29 2009, 11:16 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
აქ დევს ''ქარავანი''
http://www.lib.ge/each_author.php?218 ჯემალ ქარჩხაძე (ბიოგრაფიული მონაცემები) 1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონის სოფელი უხუთი – 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961 – 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ქართულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში და კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. პირველი პუბლიკაცია – 1962 წელი, მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი”. ბიბლიოგრაფია (პირველი გამოცემები): • „სასწაული” – მოთხრობების კრებული, 1967 • „მეთერთმეტე მცნება” – მოთხრობების კრებული, 1979 • „მდგმური” – რომანი, 1979 • „დღე ერთი” – მოთხრობების კრებული, 1982 • „ქარავანი” – რომანი, 1984 • „ანტონიო და დავითი” – მოთხრობების კრებული, 1987 • „ზებულონი” – რომანი, 1988 • „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” - მოთხრობა, 1989 (ჟურნალი „მნათობი” №9) • „იუპიტერის სინანული” – მოთხრობა, 1994 • „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” – მოთხრობა, 1998 • „განზომილება” – რომანი, 2001 (პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1999წ. №№3-4-5-6-7) თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავიდ წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ. ესეც ამონარიდები: სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე. ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს. ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს ესეც ნახეთ: http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20ka...jemalindex.html http://arili2.blogspot.com/2009/03/blog-post_14.html -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
tustusa-gogo |
Apr 29 2009, 11:17 PM
პოსტი
#8
|
სამშვინველოლოგი ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
,,ქარავანი"
,,მდგმური" ,,იგი" აი,ის რაც მიყვარს -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
თამარი_ცქნაფო |
Apr 29 2009, 11:21 PM
პოსტი
#9
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მე ''ანტონიო და დავითი'' მიყვარს. დავდებ ახლა მასაც:
http://forum.rustavi2.com/index.php?showto...01&st=0&start=0 ეს მოთხრობა კი მეთორმეტე კლასის წიგნშია შეტანილი http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=633 ეს ინტერვიუა მასთან: http://mimosfinn.wordpress.com/2008/12/22/ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
milana |
Apr 30 2009, 01:34 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
მმმიყავრს.. სულ პირევლად "იგი" წავიკითხე და უბრალოდ გაოგნებული ვიყავი.. შემდეგ "მარიანა" და სულ ბოლოს"რაჰათ-ლუხუმი". ძალიან მომწონს და ვთლი რომ მართლა უძლიერესი პროზაიკოსია.. ეს ამონარიდები "რაჰათ-ლუხუმიდან" "გურჯისტანი ტკბილია,როგორც იქაური ყურძნის მარცვალი.ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო,რომ სისხლის უოველ წვეთს გემო ჩაატანო" " ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა,ოღონდ ეგ არის,ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არო,მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე ჭირდება,რადგან ვინც მოყვარეს უღალატებს ,ის მტერსაც უღალატებს,შენი მტირს მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინო" "შურიანები არიან გურჯები,ერთიმოერს სიკეთე მოსვნებეას უკარგავთ და ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს ,როცა დასჭირდება,ერთმანეთს იოლად გადაკიდებს.გურჯი უნდა აქო,თავი ისე უნდა მოაჩვენო,ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირარო,გურჯი გულუბრყვილოა,თანაც გადამთიელის ნათქვამს უფრო იოლად იჯერებს ,ვიდრე თავისიანის,ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყავრდები,საკუთარი ძმა შესძულდება ,რადგან ერთი გურჟის გულშI ორი სიყვარული ვერ ეტევაო.გურჯების უგუნურობა ყველაზე უკეთ მათს ამპარტავნებაში ჩანს;თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ,თითქოს ერთი რამ საგანძირო იყოს;ყველაფერი შეიძლება გაპატიონ,მაგრამ მათი ნაკლი თუ შემაჩნიე,ამას არამც და არამც არ გაპატიებენ." ..................................................................... ”სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.” ”ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.” ”ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს” http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=633 -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
guest |
Apr 30 2009, 01:44 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ვაი, რა კაი ტიპია მადლობა ყველას, რომ "გამაცანით"
|
milana |
Apr 30 2009, 01:56 AM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
ვაი, რა კაი ტიპია მადლობა ყველას, რომ "გამაცანით" ხოო.. ძალიან საყავრელია.. -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
Atman |
Apr 30 2009, 07:27 AM
პოსტი
#13
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ამბობენ, რომ ძალიან საინტერეოა მისი ბოლო დაუმთავრებელი რომანი "განზომილება", რომელიც გამოცემულია და პარნასში ვნახე, სამწუხაროდ ჯერ არ წამიკითხავს.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თამარი_ცქნაფო |
Apr 30 2009, 11:57 AM
პოსტი
#14
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამბობენ, რომ ძალიან საინტერეოა მისი ბოლო დაუმთავრებელი რომანი "განზომილება", რომელიც გამოცემულია და პარნასში ვნახე, სამწუხაროდ ჯერ არ წამიკითხავს. აქ დავდე ნაწყვეტები. ლინკს დააჭირე. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ქევანა |
Apr 30 2009, 11:57 AM
პოსტი
#15
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მე მარტო "იგი" და "მარიანა" მაქ წაკითხული, ისიც ჩემი დის სკოლის წიგნში იყო და დამაინტერესა
ჩემს დროს არ იყო ამდენი მასალა შეტანილი... მოკლედ, ძალიან საინტერესოა... მე მომწონს.. უბრალო და გასაგები ენით გადმოსცემს, არც მაინცდამაინც რთული აღსაქმელია შიგ ჩადებული აზრი... წერს იმაზე, რაც დიდი ხანია მწერლობის ყურადღების საგანია... თუნდაც "იგი"-ში, თუ გახსოვთ როგორ გახდა იგი შემოქმედი, როგორ უპირისპირდება თავის ტომს.. და ბოლოს როგორ მთავრდება .. კვდება ხოდა, ისე წერს, სხვებისგან განსხავვდება, თან -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ana.anu |
May 12 2009, 12:39 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 7-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,790 |
მე ყველაზე მეტად "იგი" და "მარიანა" მიყვარს,გულწრფელად გირჩევთ ვისაც არ წაგიკითხავთ,წაიკითხოთ
|
მატასი |
May 13 2009, 12:47 PM
პოსტი
#17
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ძალიან მიყვარს "იგი"
კიდევ ძალიან საყვარელი მოთხრობაა "მაგნოლიის ყვავილი" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
თამარი_ცქნაფო |
May 13 2009, 02:30 PM
პოსტი
#18
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
გუშინ ''სოლომონიანი'' წავიკითხე და მომეწონა. მისი წერის მანერა, ლექსიკა, მხატვრული სახეები და აღქმა მომწონს ძალიან
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
salomeaa |
Jun 13 2009, 10:19 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 11-June 09 მდებარ.: horizonts iqiT . .. წევრი № 7,113 |
,,იგი" მაქვს წაკითხული და ძალიან მომეწონა ეს მწერალი აღმოჩენა იყო ჩემთვის. სხვა ნაწარმოების წაკითხვა მინდა თუ შემხვდა სადმე
-------------------- ადამიანი მარტოა
სიყვარული კი ერთმანეთის მარტოობის ტარებაა . . . |
ქევანა |
Jun 19 2009, 08:53 PM
პოსტი
#20
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ახლახანს მოვრჩი ქარჩხაძის "ბიძაჩემი იონას" წაკითხვას.. დავწექი სიცილით, რა ენით წერია.. ღმერთოოო.... მიყვარს ეს მწერალი
მაგრამ ამავე დროს რა მწარ მწარე ქვეტექსტებია - იუმორ - იქ ეპიზოდია ერთი, ბიძა აწერინებს დისწულს თემას სანაკლიოზე, რომელიც მიაქვს სკოლაში და რამდენიმე დღის მერე მასწავლებელი შემოდის საკლასო ოთახში, ხოოდა განხორციელდა "გადახევის ცერემონიალი" ნაწყვეტი: "ამის შემდეგ გადახევის რიტუალს შეუდგა. რვეულს ორივე ხელი მოუჭირა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. სახე დაეძაბა და თვალები ოდნავ გადმოეკარკლა. კლასში სამარისებული დუმილი იდგა, ყველანი სულგანაბული მივჩერებოდით. პოლიევქტს დიდი ხანი იყო არაფერი დაეხია და გულით გვაინტერესებდა, შენარჩუნებული ჰქონდა თუ არა სპორტული ფორმა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიევქტმა შეისვენა, ხელები მოადუნა, თან ყოველი შემთხვევისთვისათვის, მრისხანედ და გამაფრთხილებლად მოგვაჩერდა. მერე, რა დაისვენა, ისევ საქმეს შეუდგა. მეოთხე ცდაზე, როგორც იქნა, პირი გადაუხსნა (აქამდე ორ ცდაზე მეტი არასდროს დასჭირვებია) და ყველამ, იმანაც და ჩვენც, შვებით ამოვისუნთქეთ. რაკი ერთი პირი გადაუხსნა, გახია, კიდევ გახია, მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომაყარა სახეში, როგორც აღტაცებული მაყურებელი შეაყრის ყვავილებს ვალმოხდილ მსახიობს, და მითხრა: - ხვალ თუ მშობელს არ მოგივყანია, სკოლაში მოსული არ გნახო!" -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი