IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 203 204 205 206 207 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 14 2024, 01:34 PM
პოსტი #4081


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეს ამბავი არსად დაფიქსირებულა, თუმცა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომ არ დაგვავიწყდეს, ისე დავწერე, როგორ დოჰიარის მონასტრის ადრინდელი მამებისგან მოვისმინე.

ჩვენი მონასტრის ჩრდილოეთით, ზღვის სანაპიროს შორიახლოს, არის ერთი საკმარისად ფართო მღვიმე, განდეგილის საცხოვრებლად გამოსადეგი.

აქ დაემკვიდრა ერთი ბერი, განმარტოების მოყვარული გვრიტი. საღმრთო ჭვრეტისა და ლოცვაში მყოფი, როგორც ნამდვილი ყანჩა, მთელი კვირა არ ტოვებდა იქაურობას, ყოველ შაბათს მოდიოდა მონასტერში საკვირაო ღამისთევის ლოცვაზე და ლიტურგიაზე დასასწრებლად და სალოცავად, ხოლო კვირა საღამოს თავის გამოქვაბულში ბრუნდებოდა. მონასტრიდან აბგით მოჰქონდა მცირეოდენი პური და სხვა საკვები მომდევნო კვირისთვის.

ერთ დღეს ნახა, რომ აბგიდან სისხლი მოდიოდა. მოიხსნა და მიწაზე დადო; სანაპიროს კენჭები სისხლით შეიღება. აბგა გახსნა, პირველი პური ამოიღო. დაათვალიერა. ქვემოდან სისხლი წვეთავდა. ბერი დიდ საგონებელში ჩავარდა: „რა არის ეს: საღმრთო ნიშანი, თუ რაიმე სახის დემონური მოქმედება?“ უცებ გაიგონა ვიღაცის ხმა: „ეს შენი ძმების სისხლია, რომელსაც ყოველდღე სვამ. ისინი მუშაობენ, შენ კი უსაქმოდ ხარ და არაფერს აკეთებ“. განდეგილი მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას. მონასტერში დაბრუნდა, თავისთვის ხელსაქმე ითხოვა და შემდეგ მღვიმეში წავიდა.

ბერდიდი ამფილოქე პატმოსელმა თქვა: „მე არ ვიცნობ უსაქმურ ბერებს და არც კი მინდა მათთან ურთიერთობა“.

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2024, 09:55 AM
პოსტი #4082


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც არ შეიძლება წყარო ვუწოდოთ ისეთ ადგილს, სადაც წყალი არ გამოედინება, ასევე არ შეიძლება დაყუდებული ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელიც სულიერად, განმარტოებით მოღვაწისათვის დამახასიათებელ თვისებათა საწინააღმდეგოდ იქცევა; მორჩილი ვუწოდოთ იმ მოღვაწეს, რომელიც გარეგნულად ასრულებს მორჩილებას, მაგრამ შინაგანად ამის საწინააღმეგოდ მოქმედებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2024, 09:51 AM
პოსტი #4083


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თანამედროვე მონაზვნები ცდებიან, როდესაც სურთ, ლოცვა მორჩილების საქმიანობით შეცვალონ... თავად მორჩილება დასაფასებელია, თუკი ის გაჯერებულია ლოცვით. მიუხედავად იმისა, რომ იგი სასარგებლოა თავმდაბლობისა და საკუთარი ნების დასამარცხებლად, ის არ კვებავს სულს უკვდავი საკვებით. აი, რატომ არის, რომ თითქმის ყველგან, მონასტრებში მონაზვნები წუხან, წუწუნებენ, გულგატეხილნი და დამწუხრებულნი არიან, ვარდებიან სიზარმაცესა და სასოწარკვეთილებაში. სული სულიერად შიმშილობს და არაფერი დაანაყრებს მას, თუ არა ლოცვა იესო ქრისტეს სახელით, როგორც თავის თავში მოცული სულიერი სათნოებების უსაზღვრო სისავსის მომცველი და რომელიც გვაერთიანებს თავად ძე ღმერთთან, რომელიც არის ერთი პირი ყოვლადწმინდა სამებისა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2024, 11:58 AM
პოსტი #4084


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზედმეტი ძილი სულიერად მომაკვდინებელია მონასტერში მყოფი მონაზვნებისათვის. ზედმეტ ძილს არაერთი ცოდვა მოჰყვება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2024, 11:29 AM
პოსტი #4085


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები ცდილობენ, რამით ჩაანაცვლონ იესუს ლოცვა, არ განიცდიან სირთულეებს მისი შესრულებისას, რომელიც დასაწყისშია ხოლმე. თუმცა ამაოდ; ეს სავალდებულო კანონი ადევს ყველა მონაზონს და არ არსებობს საშუალება, რომელიც მას ჩაანაცვლებდა. ჩვეულებისამებრ, თავს იმშვიდებენ სიტყვებით: „მორჩილება აღმატებულია მარხვასა და ლოცვაზე“, ისე რომ არ ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა. წმინდა მამათა აზრებით, ჭეშმარიტი მორჩილება აუცილებლად წარმოადგენს იესუს ლოცვის საფუძველს, ჩვენთან კი ამის საწინააღმდეგო აზრია მიღებული“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2024, 09:32 AM
პოსტი #4086


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რადგან მონასტერში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით დაყუდებულები, ღამეებს მღვიძარებაში ატარებენ, დღისით ხშირად ძილის სურვილი უჩნდებათ. ძილის დასათრგუნად საუკეთესო საშუალება ხელსაქმეა. მონაზონს დღე-ღამეში მხოლოდ მცირე დრო უნდა გამოყოს ძილისათვის, რაც ენერგიის აღსადგენად დასჭირდება, რათა შემდეგ კვლავ ღვთის სამსახურს შეუდგეს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2024, 12:37 PM
პოსტი #4087


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისმა [ათონელი] ამსოფლიური ცხოვრებიდან გასვლისა და ათონის მთაზე დასახლების შემდეგ, გაწყვიტა ნათესავებთან ურთიერთობა. სურდა უცხოობაში ყოფნა, რაც ბერული მოღვაწეობის კიბის პირველი საფეხურია.

ადვილი არ იყო ოჯახიდან ამოძირკვა, რადგან მეტისმეტად მიჯაჭვული იყო მშობლებზე და და-ძმაზე და თავგანწირულად უყვარდა ისინი. მამა პაისი ამბობდა: „თავიდან ძალიან მტკივნეულია პატარა ოჯახიდან გამოსვლა და ადამის დიდ ოჯახში, უფლის ოჯახში შესვლა.“ სწორედ ამიტომ თავდაპირველად, მშობლებთან და ახლობლებთან განშორება სწვავდა. იღვაწა მტკიცედ, ღვთის მადლით აღვსილი გულითა და გონებით და მიაღწია სრულყოფილ უცხოობას.

პირველად, ბერად აღკვეცის შემდგომ, როცა სამშობლოში ჩავიდა ჯანმრთელობის პრობლემის გამო, თავის სახლში არ უცხოვრია. ეკლესიაში გაათენა ღამე, შემდგომ კი ქალბატონ პატერას სახლში ცხოვრობდა. მკურნალობისას საჭმელს დედამისი უგზავნიდა ხშირად. მამა პაისი კი, შეიტყობდა თუ არა, რომ დედის მომზადებული იყო, არ ჭამდა, არც დის, ქრისტინას მოქსოვილ თბილ წინდებს იცვამდა.

სტომიოს მონასტერში ყოფნისას, საკმაოდ ახლოს იყო თავსიანებთან, მაგრამ არასოდეს გაუთენებია ღამე მამისეულ სახლში. ერთმა ნაცნობმა ჰკითხა, რატომ არ რჩებოდა ოჯახის წევრებთან. მამა პაისმა უპასუხა: „რადგან ჩემი მშობლები დავტოვე ქრისტეს სიყვარულისთვის და პირობა დავდე, ამიტომ არ შემიძლია მამისეულ სახლში ყოფნა. ჩემი მშობლები, და-ძმა და ნათესავები მთელი ქვეყანაა“.

ივერონის სკიტში მამა პაისთან მისი უმცროსი ძმა ლუკა ერთ ნაცნობთან ერთად მივიდა. ისაუბრეს და სთხოვეს ერთად წასულიყვნენ ივერთა მონასტრის მოსალოცად. მამა პაისმა გზა აჩვენა და უთხრა, რომ თავად წასულიყვნენ. ლუკა და მისი მეგობარი ატირებულები წავიდნენ. „ ვერ მიმიხვდნენ ბერულ პასუხს“- გვითხრა მგოვიანებით მამა პაისმა.

სუროტიში, ერთხელ, მასთან უმცროსი და მივიდა. რამდენიმე საათი ალოდინა. ბოლოს, როგორც იქნა, წამიერად შეხვდა და უსაყვედურა რატომ მოხვედიო. მამა პაისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეც მოინახულეს დებმა, მათაც იგივე უთხრა: „რატომ მოხვედით, აქ მონასტერია“. უკანასკნელ წუთამდე ნათესაურ კავშირზე მაღლა იდგა, ერიდებოდა მათთან შეხვედრა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ უნდოდა მცირე შფოთის მიზეზი მიეცა მონასტრის ბერებისთვის. ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან და არც იციან რას მოითხოვს ბერული სქემა: პირველ რიგში, გაუცხოებას ხორციელ ნათესავებთან, არა სიძულვილით და ზურგის შექცევით, არამედ იმიტომ, რომ ჰბაძავდეს „გაუცხოებულს უფლისათვის“ და ყოველი ადამიანი უყვარდეს ერთნაირად.

როცა მამა პაისი ბერი გახდა, საიდუმლო აღთქმა დადო უფალთან, და თავისი და-ძმა სრულიად მიანდო ღმერთს. ეს ურყევი რწმენა და იმედი, რომ თავისიანები სანდო ხელს მიანდო, გამოიხატებოდა თავისი ოჯახის წევრებისათვის უწყვეტ ლოცვაში.

ნათესავებზე ამბობდა: „მე მათ არ დავხმარებივარ, შემეძლო ჩემი თანასოფლელებიც შემეკრიბა. ისინი ხომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში არიან გაფანტულნი და მესაუბრე მათთან როგორც ბერს...“ იგი არასოდეს არჩევდა „ჩემიანს და უცხოს“. ისეთი განშორებული და განდეგილი იყო, რომ ერთხელ თქვა: „არ ვიცი ჩემი ძველი და-ძმიდან რომელია ცოცხალი“.

ესეც მოგვითხრო: „გუშინ დილით ჩემთან ვიღაც მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი და მარიამი გარდაიცვალა. „კარგი, მოვიხსენებ ლოცვაში“ - ვთქვი. იმ დღეს უამრავი ხალხი მყავდა. საღამოს ლოცვისას მიცვალებულთა სახელების მოხსენებისას მივხვდი, რომ ერთი სახელი დამავიწყდა. გვიან მომაგონდა - ეს მარიამი იყო“.

ძალიან იშვიათად სწერდა წერილებს ოჯახის წევრებს და ნათესავებს. დედას ერთადერთჯერ მისწერა ეპისტოლე და შეატობინა, რომ უდაბნოში გადიოდა, მას მიატოვებდა და დედად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეყოლებოდა.

მამა პაისმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა მონაზვნურ ცხოვრებას გაუცხოებით. იგი მკაცრად და თანმიმდევრულად იცავდა მონაზვნის სქემის აღთქმას. ასე მიაღწია იმ სიმაღლეს, რომ მთელი სულით შეეყვარებინა ღმერთი და თითოეული ადამიანი ძმად მიეღო. იგი ბერის იდეალის საოცარი მაგალითი გახდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2024, 01:33 PM
პოსტი #4088


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი ამბა ესაია განდეგილი ამბობს სწავლების შესახებ: „გონიერი მდიდარი მალავს თავის საგანძურს სახლში: გარეთ გამოფენილ განძს ემუქრება ქურდების მხრიდან დატაცება და ავი ხმები ამ ქვეყნის ძლიერთაგან: ასევე თავმდაბალი და სათნო მონაზონი ფარავს თავის სათნოებებს, როგორც მდიდარი საუნჯეს, არ ასრულებს დაცემული ბუნების სურვილებს. ის ყოველ წუთს ამუნათებს საკუთარ თავს და იწვრთნება დაფარული აზრებით, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2024, 11:06 AM
პოსტი #4089


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცნობდი ბერებს, რომლებიც მრავალი ღვაწლის მიუხედავად დაეცნენ, შეშლილობის ზღვარს მიაღწიეს იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დაამყარეს იმედი და მოიძულეს იმის მცნება, ვინც თქვა: „ჰკითხე მამაშენს და გაგაგებინებს“.

/ღირსი ანტონი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2024, 01:45 PM
პოსტი #4090


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი [ათონელი] ამბობდა, რომ ეკლესია ორ გზას გვასწავლის: ქორწინებას და ბერობას. არაბუნებრივად მიიჩნევდა როცა ვინმე ამ ორი გზიდან არც ერთს არ აირჩევდა. ახალგაზრდებს ყოველთვის ამ თემაზე ესაუბრებოდა და ეხმარებოდა ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიეღოთ. ისეთებს, რომელთაც ვერ გადაეწყვეტათ დაქორწინება, და მამა პაისი სულიერი თვალით ჭვრეტდა, რომ ბერობასაც ვერ შეძლებდნენ, ეუბნებოდა: „ნუ მოხვალთ მეორედ საქორწინო ბეჭდის გარეშე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 10:13 AM
პოსტი #4091


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წინათ, მამები მონასტერში ახალმოსულს ხენეშ სიტყვას ეტყოდნენ, გააბრაზებდნენ. თუკი ახალმოსული დაითმენდა და პასუხს არ შეუბრუნებდა - მონასტრულიაო იტყოდნენ და დატოვებდნენ, ხოლო თუ შეეპასუხებოდა ან გაბრაზდებოდა, უკან გზავნიდნენ - ერშია შენი ადგილი, მონასტერში ყველაზე მთავარი მოთმინებააო. გაბრიელ ბერმა თავისი ხელით აშენებულ ეკლესიას შესასვლელში დიდი ასოებით დააწერა: „მოთმინება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2024, 11:23 AM
პოსტი #4092


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უმჯობესია, მოწაფე მონასტრიდან გააგდო, ვიდრე დაუშვა, საკუთარი ნება ჰქონდეს; რადგან ვინც აძევებს, ხშირად გაძევებულს ამდაბლებს კიდეც; ხოლო ვინც ვითომ მოწყალებას იჩენს და საკუთარ ნებაზე მიუშვებს მოწაფეებს, ასეთს მოწაფეები სიკვდილის ჟამს საწყალობლად სწყევლიან, რადგან აცდუნა და ვერაფერი არგო მათ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2024, 12:55 PM
პოსტი #4093


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი გერასიმე კუტლუმუშელი, რომელიც იმ დროს ესფიგმენში იღვწოდა, იხსენებს: „როდესაც საერთო სამუშაოებზე გავდიოდით, ჩვენ ყველანი ერთმანეთში ვლაპარაკობდით, ზოგჯერ ვხუმრობდით კიდეც, ის კი [ღირსი პაისი ათონელი] ყოველთვის დუმდა. გვერდზე გადიოდა, განცალკევებით მუშაობდა და ფუჭ საუბარს ან ვინმეზე ზურგსუკან ლაპარაკს ცეცხლივით გაურბოდა. ის ფრიად გულისხმიერი მონოზონი იყო“.

ერთხელ მონასტერმა რამდენიმე მონოზონი გაგზავნა წმინდა მთის გარეთ, ესფიგმენის მონასტრის კურთვნილ მიწაზე ვერცხლისფერი ალვის ხეების დასანახად, - მათ შორის მამა ამბერკიც [ღირსი პაისი ათონელი] იყო. ნაკვეთთან ახლოს გზა გადიოდა, სადაც ჩვეულებრივი, საერო ხალხი მიმოდიოდა. მამა ამბერკიმ აიძულა თავისი ზრახვა და თვალები, არავინ დაენახა, და მართლაც, მან აღასრულა ღირსი ისიდორე სკიტელის მსგავსი ღვაწლი, რომელიც ალექსანდრიაში ჩადიოდა ხოლმე, მაგრამ იქ ვერავის ხედავდა პატრიარქის გარდა. ახალგაზრდა მონოზონ ამბერკის თვალები მხოლოდ იმიტომ ჰქონდა გახელილი, რომ წარმატებული მამების კეთილი მაგალითები დაენახა და სარგებელი მიეღო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2024, 10:28 AM
პოსტი #4094


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ვიღაცამ თქვა: ისე მოიქეცით, რომ თქვენი აზრები არ გასცდეს მონასტრის კედლებს და მალე იპოვით მონაზვნური განმარტოების ტკბილ სიმშვიდეს. ეს არის მარიამის უნეტარესი წილი - მოაწყოს ისე, რომ ფიქრებში არაფერი იყოს ეკლესიისა და სენაკის გარდა. სად არის ესოდენ კარგი! მე ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობის ნეტარების აღწერა შეუძლებელია“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2024, 08:38 AM
პოსტი #4095


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფ სულიერ შვილებს მოძღვარმა უპირველესად ის უმთავრესი სათნოებანი უნდა ასწავლოს, რომლებიც ადამიანის სულსა და ხორცს განწმენდს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2024, 12:42 PM
პოსტი #4096


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი [ათონელი] ამბობდა, რომ „მონასტერში სრულყოფისათვის მივდივართ. ბერული ცხოვრება სრულყოფილია და მას ვწირავთ ჩვენს ცხოვრებას“. ამისკენ მიისწრაფოდა თავად და მისთვის დაღვარა ოფლი და სისხლი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2024, 12:26 PM
პოსტი #4097


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთია ღმერთი, და სულიც - აი, მონაზონი. როგორ მივაღწიოთ აქამდე? როგორც გინდა, მაგრამ მიაღწიე; რადგან, თუ ვინმე ასეთი არ არის, მაშინ ის მონაზონი არ არის. მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს, მოშურნეობის სული მოდის და ყოველგვარ შიშს განდევნის. ამ სულს ვერაფერი შეაჩერებს. ის მოიწევა, გულით მიიღება და დიდ გადატრიალებას ახდენს შიგნით. ასეთია ყველა ჭეშმარიტი მონაზვნის წარმომავლობა! პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მონაზვნები საკუთარ თავს როდი აქცევენ მონაზვნებად. მაგრამ არსებობენ მშვიდი ნატურები, რომლებიც ვერ გამოდგებიან მკაცრი თავგანწირული საქმეებისთვის. მათთვის უფრო მახლობელია ცხოვრება მორჩილებით, გულის უბრალოებით, სიკეთის კეთებით და ყველა გაჭირვებულის დახმარებით“.

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2024, 11:27 AM
პოსტი #4098


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფი ადამიანი თავს იმ დროს იბილწავს, როდესაც მონასტერში მისვლის დროს ღვთის წინაშე დადებულ აღთქმებს ივიწყებს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2024, 10:59 AM
პოსტი #4099


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ღირსი პაისი ათონელი] ჯარში მსახურების შემდგომ ხორცი არც გაუსიჯავს. სხვებს ეუბნებოდა და არწმუნებდა, რომ სძულდა, სინამდვილეში კი მონაზვნურ ყოფას ეჩვეოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2024, 01:55 PM
პოსტი #4100


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,995
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შესაძლებელია მონასტრის გარეთაც იყოთ მონაზონი, თუ მონაზვნურად იცხოვრებთ, მონასტერში კი ერის ადამიანი იყოთ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 203 204 205 206 207 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 12 მომხმარებელი (მათ შორის 12 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 07:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი