IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კითხვებზე-პასუხები., წმინდა მამათა ნაწერებიდან.
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 12 2007, 04:56 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ფორუმზე მრავალი კითხვა ისმება და ამ კითხვებზე საინტერესო და კარგ პასუხებს თუ წააწყდებით წმინდა მამების ნაშრომებში აქ დადეთ.

პომაზანსკის დოგმატური ღვთისმეტყველების კითხვისას ერთი ნაწყვეტი მომეწონა რომელიც მრავალ კითხვას სცემს პასუხს.განსაკუთრებით მომეწონა ბასილი დიდის ნათქვამი.
წმიდა გადმოცემა

წმიდა გადმოცემა სიტყვის თავდაპირველი, ზუსტი მნიშნველობით არის გადმოცემა, წამოსული მოციქულთა დროის ძველი ეკლესიიდან. იგი II-IV საუკუნეებში სამოციქულო გადმოცემადაც იწოდებოდა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძველი ეკლესია გულმოდგინედ იცავდა თავის შიდაცხოვრებას უმეცართაგან. მისი წმიდა „საიდუმლოებანი“ არაქრისტიანთაგან დაცული „საიდუმლო“ იყო. მათი აღსრულებისას, ნათლისღებასა თუ ევქარისტიაზე, გარეშე პირნი არ ესწრებოდნენ. განაწესი არ იწერებოდა, იგი ზეპირად გადაეცემოდა. ასეთი იდუმალება სარწმუნოების მნიშნველოვან მხარეს შეადგენდა. ამას განსაკუთრებით ნათლად გვაწვდის წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.). ქრისტიანობის გაკვეთილებში მათთვის, ვისაც გაქრისტიანება საბოლოოდ ჯერ არ გადაეწყვიტა, წმიდანმა თავისი შეგონებანი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როდესაც წარმოითქმება სწავლება [მოსანათლავად განმზადებულთათვის] და კათაკმეველი შეგეკითხება: „რაზე საუბრობდნენ მასწავლებლებიო?“ - ნურაფერს მოუყვები გარეშე პირს. ვინაიდან მომავლის საიდუმლოსა და სასოებას გასწავლით. შეუნახე საიდუმლო საზღაურის მიმგებს. დაე, არავინ გითხრას: „რა დაშავდება, მეც რომ გავიგოო?“ სნეულნიც ითხოვენ ღვინოს, მაგრამ უდროოდ მიწოდებული სასმელი გონების აშლილობას იწვევს. ამას კი ორი სავალალო შედეგი მოსდევს: სნეულიც იღუპება და ექიმსაც ბრალი ედება“ 2. წმ. კირილე ერთ-ერთ თავის შეგონებითს სიტყვაში ისევ შენიშნავს: „...სარწმუნოების მთელი სწავლება რამდენიმე სალექსო სტრიქონში შეიძლება შეიძლება მოთავსდეს. მე ვისურვებდი, იგი სიტყვასიტყვით დაგემახსოვრებინათ და მთელი გულმოდგინებით გაგემეორებინათ ერთმანეთთან. ქაღალდზე კი არ გადაგეტანათ, გულისფიცარზე ამოგეტვიფრათ. ფრთხილად იყავით, რომ ამ სწავლება-მეცადინეობის დროს რომელიმე კათაკმეველმა არ მოისმინოს თქვენთვის გადმოცემული...“ 3. ხოლო მის მიერ ჩაწერილ სიტყვებში, განსწავლულთა მიმართ იგი ასეთ გაფრთხილებას მიმართავს: „მოსანათლავად განმზადებულთა და უკვე ნათელღებულ მართალთათვის განკუთვნილი, საკითხავად შეთავაზებული განსასწავლი შეგონებანი არაფრით მისცე არც კათაკმეველს, არც სხვა ვინმეს, რომელიც ჯერ არ გაქრისტიანებულა. არა და პასუხს აგებ ღვთის წინაშე. თუკი ამ შეგონებებს ჩამოთვლი, მაშინ, როგორც უფლის წინაშე ესეც ჩაწერე (ე.ი. გაფრთხილება)“ 4.


წმ. ბასილი დიდი (IV ს.) ცხადად განმარტავს სამოციქულო გადმოცემას შემდეგი სიტყვებით:

„ეკლესიის მიერ მიღებულ დოგმატებსა და ქადაგებათაგან ზოგი წერილობითი მითითების სახით, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემიდან საიდუმლო მემკვიდრეობით მივიღეთ. ორივეს ღვთისმსახურების თანაბარი ძალა აქვს. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თვით საეკლესიო დადგენილებებში ნაკლებად განსწავლულიც კი. რადგანაც, თუ თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვან დაუწერელ ჩვეულებათა უარყოფას გავბედავთ, ამით უეჭველად შევბღალავთ სახარებაში ყველაზე მთავარს. მეტიც, სამოციქულო ქადაგებებიდან უშინაარსო, ცარიელი სახელი დაგვრჩება. მაგალითად, ჯერ გავიხსენოთ პირველი და ყველასთვის საერთო: ვინ გვასწავლა წმიდა წერილში, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელზე მვედრებელნი პირჯვარს უნდა იწერდნენ? რომელი წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ლოცვის დროს პირი აღმოსავლეთისაკენ ვიბრუნოთ? რომელმა წმიდანმა დაგვიტოვა წერილობით მოხმობის სიტყვები ევქარისტიული პურის და სასმელის კურთხევისას?! ჩვენ არ ვკმაყოფილდებით იმ სიტყვებით, რომლებიც სახარებასა და სამოციქულოშია ნახსენები. მანამდეც და შემდგომაც წარმოვთქვამთ დაუწერელი სწავლებიდან მიღებულ სიტყვებსაც, რომელთაც საიდუმლოთა აღსრულებაში დიდი ძალა აქვთ. ასევე - რომელი წმიდა წერილით ვაკურთხებთ წყალს, საცხებ ზეთს ან თვით მოსანათლავ ადამიანს?! განა დაფარული და საიდუმლო გადმოცემით არა?! კიდევ რა - რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა ზეთისცხება, საიდან მოდის ნათლობასთან დაკავშირებული სამჯერ შთაფლვა წყალში ადამიანისა, რომელი წერილიდან იქნა აღებული სატანასა და მისი ანგელოზების განგდება და სხვა?! იმ საჯაროდ ართქმული და დაფარული სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა უსიტყვოდ, ცნობისმოყვარეთაგან მიუწვდომლად შეინახეს?! ისინი საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულნი, დუმილით დაეცვათ საიდუმლოთა სიწმიდე. სხვანაირად რა უწესობა იქნებოდა, წერილობით განეცხადებინათ სწავლება მასზედ, რისი შეხედვის ნებაც არ ჰქონდათ უნათლავთ?! 5
[color=#3333FF]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 10:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი