IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

112 გვერდი V « < 110 111 112  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 7 2018, 11:12 AM
პოსტი #2221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,249
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამყარო წმინდანების ლოცვით დგას. ბერებიც მთელი ქვეყნიერებისთვის ლოცვისკენ არიან მოწოდებულნი. ამაში მდგომარეობს მათი მსახურება, ამიტომ არ შეიძლება საერო საზრუნავებით მათი დატვირთვა.

ბერი მუდმივად თავშეკავებით უნდა ცხოვრობდეს, ხოლო თუ იგი საერო საზრუნავებითაა დაკავებული, იძულებული ხდება ბევრი ჭამოს, რაც ძალზე ცუდია, რადგან ზედმეტი ჭამის შემდეგ იგი ისე ვეღარ ილოცებს, როგორც საჭიროა. მადლს გამხდარ სხეულში უყვარს დამკვიდება.“

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 10:43 AM
პოსტი #2222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,249
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილებამ და თავმდაბლობამ უშველა

"ერთხელ მთაწმინდაზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, სახელად გიორგი. მას სიყრმიდანვე ეშმაკის ხილვა ტანჯავდა. თანასოფლელმა ღვთისმოშიშმა ქალმა ურჩია, - მთაწმინდაზე წადი, წმინდა მოძღვრები და ღირსი მამები თავიანთი ლოცვით გაგათავისუფლებენ ამ ხილვებისგანო.

გიორგიმ დაუჯერა და მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში მორჩილად შედგა. იქ მას ბასილი დიდის შეფუცვის ლოცვებს უკითხავდა კეთილად მოღვაწე ბერი მამა პავლე. ერთხელ დაჩოქილ მორჩილს მოესმა, რომ მოძღვარი შეფუცვის ლოცვისას ტიროდა. წამოდგა - მამა პავლეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მაგრამ ეშმაკის შემოტევა მაინც გრძელდებოდა.

მერე ის სკიტიდან ფილოთეოს მონასტერში გადავიდა. იქ მცირეაზიელმა ბერმა სიმონმა ბერად აღკვეცა. ცხოვრობდა ამ მონასტერში, აღსარების სათქმელად კი ივერიის მონასტერში დადიოდა მოძღვარ მამა მაქსიმესთან, მაგრამ ეშმაკის განსაცდელები გრძელდებოდა.

სახიერმა ღმერთმა ჩააგონა მის სულიერ მოძღვარს, მამა მაქსიმეს, ერჩია, ყარაყალის მონასტერში გადასულიყო. ამ მონასტერში ძმები აკლდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერები, რომლებიც უფრო მოხუცებული მამების მოსავლელად სჭირდებოდათ. იმედი მაქვს, რომ ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწევიან და კურნებას მოგცემენო, - უთხრა გიორგის მამა მაქსიმემ. ასეც მოხდა.

მონაზონი ანდრია (ასე დაარქვეს ბერად აღკვეცისას), შვილი მორჩილებისა და თავმდაბლობისა, დამორჩილდა სულიერი მამის ნამცნევს. როცა მისი ფილოთეველი მოძღვარი მოკვდა, იგი ყარაყალის მონასტერში გადავიდა და მოხუცებულ მამებს უვლიდა. ამ სავანეში ათამდე მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელთაგან ყველამ შეისვენა უფლისა მიმართ. იქაც ლოცვებს უკითხავდნენ.

ბოლოს მოახლოვდა მისი განკურნების ჟამიც. მონაზონ ანდრიას მორჩილებამ, რომლის გამოც მოვიდა ამ სავანეში, მისმა მოთმინებამ, რომლითაც ის ზრუნავდა მამებზე, თავმდაბლობამ, უდრტვინველად რომ ეხმარებოდა მათ სიკვდილამდე და ბოლოს ქრისტიანულმა სიყვარულმა, რომელსაც იჩენდა მოყვასის მსახურებისას, შედეგი გამოიღო. ეშმაკის ოცნებები, ხილვები და საერთოდ უხილავი მტრის საცდურ-განსაცდელები შეწყდა. ღელვა დაცხრა.

კურნება კი ამგვარად მოხდა: ერთხელ ყარაყალის სავანის სარკმელთან მდგარმა ქალი-ჭინკა დაინახა, რომელმაც ველური ხმით უთხრა: სიყრმიდანვე - ოცდაჩვიდმეტი წელი ჩემს ხელთ იყავი, ახლა კი მიდიხარ ჩემგან! მე დაგკარგე და სხვამ წაგიყვანაო! ამის მერე ეშმაკი გაქრა და როგორც თვითონ მამა ანდრიამ მითხრა, თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამოშორდა, შვებით ამოისუნთქა.

ეს სასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით აღესრულა, რომელსაც ის ხშირად მოუხმობდა.

იმავე დღეს, როცა ეშმაკის ხილვები შეწყდა, იგი სხვა სნეულებისგანაც განიკურნა, რომელიც ასევე მრავალი წელი ტანჯავდა. ტანჯვისაგან დახსნილმა მონაზონმა ადიდა ღმერთი და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მას მერე მშვიდად მიუყვება მონაზვნური ცხოვრების გზას და ღვთის შიშით იღვწის თავისი ცხონებისათვის."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:23 PM
პოსტი #2223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,249
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცილისწამების გარეშე ვერ გახდება ბერი წმინდანი.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:49 AM
პოსტი #2224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,249
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა-მონასტრად ითვლებოდა. უწმინდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, - წმინდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიდია სიჩუმეო...“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

112 გვერდი V « < 110 111 112
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th December 2018 - 07:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი