IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში...
დათიკო
პოსტი Nov 24 2006, 05:24 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა.
ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი.
როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება.
ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია.
და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა!
არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა?
ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას.
რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში?
ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა.
ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით).
რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე?
ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები.
ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო.
გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი.
და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   ვინმემ თუ მოსიმინეთ?   Nov 24 2006, 05:24 PM
ალექსანდრე   მე პირადად გუშინ ა...   Nov 24 2006, 06:52 PM
მარიამი   დათიკო, მეც ძალიან ...   Nov 24 2006, 08:42 PM
mogzaura   ხო მეც მოვუსმინე ჩ...   Nov 24 2006, 08:54 PM
ვეშაპო   ეეეეეეეეეეეეეეეე...   Nov 24 2006, 09:41 PM
Sotiris   ეეეეეეეეეეეეეეეე...   Nov 26 2006, 04:13 AM
დათიკო   ვეშაპო მაგ დროს შე...   Nov 24 2006, 09:52 PM
დავით ივერიელი   დათიკო მარიამი mogzaura ...   Nov 25 2006, 01:56 AM
N. R.   და ისე ეს საგალობე...   May 4 2007, 07:51 PM
მარიამი   დავით ივერიელი მე ...   Nov 25 2006, 02:02 AM
კანუდოსელი   დათიკო, ჯიგარი ხარ, ...   Nov 25 2006, 07:07 PM
დავით ივერიელი   არა მარიამ ეს საგა...   Nov 25 2006, 02:07 AM
beqa.shuxoshvili   modit ra xalxno erts getyvit da imedia yvelastvis ...   Nov 25 2006, 02:07 AM
მარიამი   სხვას ხო ისე კარგა...   Nov 25 2006, 02:18 AM
დავით ივერიელი   მარიამი რატომ? შენ ...   Nov 25 2006, 02:19 AM
დათიკო   დავით ივერიელი კი...   Nov 25 2006, 03:44 AM
კანონისტი   ტონ დესპოტინ-ს რომ ...   Nov 25 2006, 01:39 PM
დათიკო   დავაზუსტე და აღმოჩ...   Nov 25 2006, 08:50 PM
მარიამი   დავაზუსტე და აღმო...   Nov 25 2006, 09:36 PM
დათიკო   მარიამი მაგდენი ვ...   Nov 25 2006, 10:08 PM
დათიკო   ბოდიშს ვიხდი. შეცდ...   Nov 26 2006, 12:31 AM
გუჯა   ხალხნო ვერ გავიგე ...   Nov 26 2006, 04:44 AM
დათიკო   გუჯა მე შევცდი იმა...   Nov 27 2006, 01:30 PM
ვეშაპო   Sotiris http://pinky.caucasus.net/PIC/01/Yellow/...   Nov 27 2006, 04:46 PM
დათიკო   ვეშაპო ხო, სწორედ ე...   Nov 27 2006, 05:20 PM
zaza21   მეგობრებო მიმიგეტ ...   Nov 27 2006, 06:21 PM
დათიკო   გუჯა არავინ არავი...   Nov 30 2006, 01:07 AM
სალომე   გუჯა არავინ არავი...   Nov 30 2006, 01:10 AM
tekla1   კეჭაყმაძის "მამა...   Dec 10 2006, 02:05 AM
დათიკო   tekla1 ბუნებრივია რომ ...   Dec 12 2006, 03:09 AM
yipiani gio   იცი რა არი? უბრალოდ ...   Jul 7 2007, 03:21 PM
Didgoreli   მაპატიეთ გვიან აღ...   Jul 9 2007, 01:19 AM
Didgoreli   ზებედე აქ სიყვარუ...   Jul 9 2007, 03:03 AM
ზებედე   ზებედე აქ სიყვარუ...   Jul 9 2007, 03:09 AM
მაეასი   არ გეწყინოს მაგრა...   Jul 9 2007, 03:13 AM
ზებედე   კაი ახლაა,გუჯ :D შე...   Jul 9 2007, 03:18 AM
კანუდოსელი   არ გეწყინოს მაგრა...   Jul 9 2007, 11:28 AM
misdevs mela loms   ზებედე საჭირო არ ი...   Jul 9 2007, 03:34 PM
Tamro   [b]ზებედე საჭირო არ ...   Jul 9 2007, 05:44 PM
Tamro   მე პირადად კი ყველ...   Jul 9 2007, 05:55 PM
N. R.   თქვენის ნებართვით ...   Jul 9 2007, 07:53 PM
Sotiris   თუ დაგაინტერესებთ...   Jul 9 2007, 07:58 PM
N. R.   XIX საუკუნეში რუსეთი...   Jul 9 2007, 09:55 PM
N. R.   Cecxladze I გეთანხმები, მ...   Jul 9 2007, 10:31 PM
Sotiris   არამართლმადიდებე...   Jul 14 2007, 02:02 AM
N. R.   იმ ეპოქისთვის ტიპ...   Jul 14 2007, 02:47 AM
N. R.   დათიკო http://caqtus.caucasus.net/co...   Jul 10 2007, 01:45 AM
Cecxladze I   დათიკო ნუ ეგ თუ არ მ...   Jul 10 2007, 01:52 AM
N. R.   http://caqtus.caucasus.net/angry/30.gif კე...   Jul 10 2007, 01:58 AM
ზებედე   რომ არ შექმნილიყო ...   Jul 10 2007, 02:27 AM
N. R.   დათიკო ისე მოიაზრ...   Jul 10 2007, 09:17 PM
დათიკო   N. R. თქვენ რომ კეჭაყმ...   Jul 10 2007, 10:02 PM
N. R.   N. R. თქვენ რომ კეჭაყ...   Jul 10 2007, 11:18 PM
Cecxladze I   დათიკო მე დავრწმუნ...   Jul 15 2007, 12:16 PM
დათიკო   Cecxladze I დიდად დელიკატ...   Jul 15 2007, 09:21 PM
N. R.   ,,ეს ნიჭიერი კომპოზ...   Jul 16 2007, 09:23 PM
N. R.   ფაქტი სოსოს გუნდებ...   Jul 16 2007, 10:13 PM
დათიკო   N. R. ძალიან კარგი დახ...   Jul 17 2007, 12:33 AM
Cecxladze I   bodishs gixdit magram verafrit chvrte qartuli shif...   Jul 17 2007, 05:09 PM
Cecxladze I   http://www.link.ge/file/157500/kechaymadze-qorali....   Jul 18 2007, 01:32 PM
დათიკო   Cecxladze I პაატა, არ მაპა...   Jul 18 2007, 09:57 PM
დათიკო   N. R. Cecxladze I და საერთოდ, ...   Jul 18 2007, 10:27 PM
დათიკო   აჰათ თქვენ რახმანი...   Jul 18 2007, 11:21 PM
Cecxladze I   დათიკო ღმერთმა დამ...   Jul 19 2007, 02:50 PM
დათიკო   Cecxladze I რავიცი, ასე კი ...   Jul 19 2007, 07:13 PM
Cecxladze I   ჯამბაკური რაარი? დ...   Jul 20 2007, 11:53 AM
Sotiris   დათიკო მე დავრწმუ...   Jul 20 2007, 01:57 PM
N. R.   დათიკო, თუ ის მიგაჩ...   Jul 21 2007, 05:27 AM
Cecxladze I   N. R. შენ გაიხარე ნინო...   Jul 21 2007, 01:08 PM
N. R.   შემიძლია მისი სიტ...   Jul 21 2007, 01:29 PM
Cecxladze I   N. R. გაიხარე. მოკლედ ...   Jul 21 2007, 01:40 PM
N. R.   Cecxladze I რა თქმა უნდა კ...   Jul 21 2007, 01:50 PM
დათიკო   N. R. Cecxladze I მოკლედ თავდ...   Jul 22 2007, 02:22 AM
N. R.   დათიკო არ ვიცი შეა...   Jul 22 2007, 01:49 PM
N. R.   ვერ ვიტყვი, რომ ახა...   Jul 28 2007, 12:38 PM
დათიკო   N. R. ეს სტატია რა მიზ...   Aug 15 2007, 12:11 PM
mariami-k   საინტერესო დისკუს...   Aug 22 2007, 11:07 AM
Cecxladze I   mariami-k ვაა რა სასიამო...   Aug 23 2007, 07:29 PM
mariami-k   კეჭაყმაძეს შEუდარე...   Aug 23 2007, 07:49 PM
დათიკო   mariami-k ჩემი უდიდესი პ...   Aug 31 2007, 01:33 PM
Cecxladze I   ერთ რამეს გეტყვი. შ...   Aug 31 2007, 09:21 PM
დათიკო   Cecxladze I ეჭვი არავის ეპ...   Sep 4 2007, 01:02 AM
ninikoniniko   გამარჯობა; მე ვკით...   Mar 21 2008, 11:34 AM
KAIROS   ეგ მცდარი ინფორმა...   Jun 19 2008, 02:13 AM
KAIROS   ეგ შენ გაიგე მასე :) ...   Jun 20 2008, 03:08 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი