IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
gorgasali
პოსტი Sep 26 2006, 02:05 AM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 16-September 06
წევრი № 201



ოოო მეც უყურე მაგ ფილმს ხვალ და ზეგაც იქნება მემგონი

ახლახანს ვუყურე პირველ არხზე აფხაზეთზე და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექიგული მომიკვდა...

ეს სასჯელი იყო უფლისგან ჩვენი ურწმუნოების გამო.

ციტატა
ახლახანს ვუყურე პირველ არხზე აფხაზეთზე და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექიგული მომიკვდა...

ეს სასჯელი იყო უფლისგან ჩვენი ურწმუნოების გამო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 27 2006, 02:29 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს საშინელი დღე, სოხუმის დაცემა, 27 სექტემბერი ჯვართამაღლების დღეა და დღე მიცვალებისა წმიდისა იოანე ოქროპირისა, სწორედ ჯვართამაღლებას დავკარგეთ სოხუმი, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევა არაა და არც ისაა უბრალო დამთხვევა რომ სწორედ აფხაზეთში აღესრულა იოანე ოქროპირი ეს იყო განსაცდელი ჩვენი ცოდვებისა და ურწმუნოებისა გამო, და როგორც მაცხოვრის ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს ასევე აღამაღლებს და გაამთლიანებს უფალი ჩვენს საქართველოს.
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო

IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Sep 27 2006, 11:36 AM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



ღმერთმა გისმინოს!


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურაბი
პოსტი Sep 28 2006, 04:11 PM
პოსტი #24


აბდალა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 662
რეგისტრ.: 25-September 06
მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!!
წევრი № 218



"აფხაზეთის ომი დაიწყო ჯვრის დღესასწაულზე და დამთავრდა ჯვრის დღესასწაულზე ,ეს იმაზე გვანიშნებს რომ უფალმა ჩვენი ცოდვების გამო დაგვსაჯა,და სანამ არ გამოვსწორდებით ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ!ამ ხელისუფლებამ ეკლესიასთან უნდა შეათანხმოს ყველაფერი!თორე ისე არაფერი გამოუვათ!"ეს იყო ამონარიდი ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის მამა თეოდორეს ქადაგებიდან!ამ ქადაგების შემდეგ სახლში რო მოვედი ტელევიზორში ვნახე რომ მისი უწმინდესობა და პრეზიდენტი კოდორში იყვნენ და ძალიან გამიხარდა!!!ღმერთმა ქნას დავიბრუნოთ ტერიტორიები!!!


--------------------
,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Sep 28 2006, 04:19 PM
პოსტი #25


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ღმერთმა ინებოს რომ მალე მოგველოცოს ერთმანეთისთვის აფხაზეთის დაბრუნება...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 28 2006, 04:24 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(guja @ Sep 28 2006, 04:19 PM) *

ღმერთმა ინებოს რომ მალე მოგველოცოს ერთმანეთისთვის აფხაზეთის დაბრუნება...

ამინ smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 2 2006, 02:18 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



საფლავთა მცველი...

ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, ფრიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა.

- ისინი (მთავრობები! - ავტ.) სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ; მას არაფერი აქვს საერთო ხალხის ენასთან, სურვილებსა და ცხოვრებასთან! - მეუბნება ჩემი გამყოლი, 50-ოდე წლის მამაკაცი.

დღეს ოჩამჩირეში მიასვენებენ მოხუცს, რომელმაც სიცოცხლის ბოლო 15 წელიწადი დევნილობაში გაატარა. იმ წლებს სიცოცხლეს არც უწოდებდა. სიკვდილის წინ თავად ასწავლა შვილებსა და შვილიშვილებს, როგორ და ვისი დახმარებით გადაესვენებინათ საგვარეულო სასაფლაოზე, თავისი აფხაზი და ქართველი ბიძაშვილების, მეგობარ-მეზობლების გვერდით... თავიდან არც უფიქრიათ ჭირისუფლებს, რომ აფხაზები დაეხმარებოდნენ; მკვდრები კი არა, ცოცხლებიც აღარ ვუნდივართო, ხელი ჩაიქნია მოხუცის უფროსმა ვაჟმა ზაურმა და თამაზმაც მხარი აუბა, მაგრამ უფროსის სიტყვის მორჩილება სჩვეოდათ, ასე იყვნენ გაზრდილები; მკვდარი მამის კიდევ მეტი რიდი ჰქონდათ, ვიდრე ცოცხლისა და მისგან ნასწავლი გზითა და ხერხით, კაციდან კაცისთვის გადაცემით გააგზავნეს ამბავი გარდაცვლილი მოხუცის უკანასკნელ ნებაზე აფხაზეთში...

...თავად ჩამოვიდნენ აფხაზები. როგორ, არც თავად თქვეს და არც დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მოხუცს წესისამებრ მიაგეს პატივი და დაიბარეს: ზუგდიდამდე ჩამოასვენეთ, იქ ჩვენ გიპატრონებთო.

ბევრი ხვეწნაც არ დამჭირვებია, თან გამიყოლეთ-მეთქი.

- აფხაზებსა და ქართველებს არც არასოდეს ჩაუთვლიათ ერთმანეთი მტრებად, ბევრი ერთმანეთის სისხლით ნათესავი და მოყვარეა და იმ დროზე ოცნებობენ, როცა თამამად შეეძლებათ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება!.. - მითხრა გამყოლმა.

- ახლა ვინ უშლით ხელს? - ვეკითხები.

- ერთი მუჭა პოლიტიკოსები... მოღალატეები ქართველებშიც არიან და აფხაზებშიც; ორგულები ბლომად გვყავს, მათთვისაც არაფერს ნიშნავს ხალხის ბედ-იღბალი, ოღონდ თავად შეინარჩუნონ გავლენა, ძალაუფლება, სიმდიდრე...

...საზღვარზე არც აფხაზს შევუჩერებივართ და არც რუსს, არც სხვა ვინმეს და როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავდივართ, დევნილ ქართველებს კი არა, მეც მიჭირს ცრემლის შეკავება.

ყველაზე “ჩაკეტილ” აფხაზშიც კი ჩანს “ნახევარი” ქართველი, რომელიც ვერასოდეს გარუსდება. ნეტავ გენახათ, როგორ დაიტირეს 15 წლის უნახავი მეზობელი და მოკეთე, როგორ ჩაგვიკრეს გულში ყველა.

გარდაცვლილის მიტოვებულ სახლში ახლა უცხოები არიან ჩასახლებულები, ჭიშკარი მჭიდროდაა ჩაგმანული. შფოთი არავის უნდა და პირდაპირ სასაფლაოზე დავაპირეთ წასვლა. იწყინეს აფხაზებმა და მიცვალებული ერთმა თავის ეზოში შეასვენა, წინასწარ გამართულ ფაცხაში დაასვენებინა, არც მღვდლის მოყვანა დავიწყებიათ და არც სახელდახელოდ ჭიქის წაქცევა კაცებს.

...საფლავიც გაჭრილი დაახვედრეს და სანამ ჭირისუფალი გარდაცვლილს ემშვიდობებოდა, მოვლილ საფლავებს ჩამოვუარე, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და აფხაზური გვარები და რაც მთავარია, არც ერთ ქართულ საფლავს არ ეტყობოდა უპატრონობა.

როცა აღტაცება გამოვთქვი, მოხუცი მამაკაცი დამანახვეს, მითხრეს, - ამ საფლავების მცველია, ომის დროსაც კი არ დაანება ათასი რჯულის ყაჩაღსა და მამაძაღლს მათი შებილწვა. ზამთარ-ზაფხულ აქ ტრიალებს და ამბობს, ეს საფლავები შეგვარიგებს და გაგვამართლებს ქართველებთანო.

უხმოდ გადავეხვიე ნათელმზერიან მოხუცს: ქართველი ხარო, მკითხა ქართულად და თავზე გადამისვა დაკოჟრილი ხელისგული. ლამის გული ამომიხტა საგულედან...

არც უკან წამოსულები შევუჩერებივართ ვინმეს.

გარდაცვლილს აღარავინ ტიროდა, საოცრად მშვიდად იყო ჭირისუფალი. მათი სიმშვიდე მეც გადმომედო და რაც მთავარია, იმედი გამიათმაგდა: რამდენი წელიწადიც უნდა გავიდეს, ვერავინ გაჰყოფს საქართველოს, ხალხი არ დაუშვებს ამას, ხალხს არც არასოდეს დაუკარგავს ერთმანეთი და ისევ თავად იპოვის ერთმანეთისკენ სავალ გზებს...

აფხაზეთი ჩვენია, ისევე როგორც საქართველოა აფხაზების!..

(გაზეთი კვირის პალიტრა, 2-8 ოქტომბერი)


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 2 2006, 11:45 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ალექსანდრე
მაგაში ეჩვი არ მეპარება რომ იქნებიან აფხაზეთის მხარეს ხალხი რომელიც . არ იზიარებს თავის ხელუსუფლების აზრს , მაგრამ ეგენი ძალიან პატარა ნაწილს წარმოადგენენ, და ხელუსუფლება რომელიც აფხაზ ხალხმა მოიყვანა სათავეში და პირადადა რაულ ხაჯბას ბრძანებით არის დახვრეტილი ჟიული შარტავა (აფხაზეთის მიწა აჩამეთ და მერე დახვრიტეთო) ეს სიტყვები მაგას ეკუთვნის.
რაც შეხება ზემოთ მოხსენებულ ისტორიას, რომლშიც პრობლემის გარეშე შეუშვეს აფხაზეთში მიცვალებული დასამარხათ, იცი ერთი ებრაული გამოთქმა რომ "კაი არაბი მკვდარი არაბიაო" ასე რომ შენ ისა თქვი როდის შეუშვებენ ცოცხლებს და დაუბრუნებენ თავიანთ სახლებს რომლებშიც თვითონ კონფორტულად ცხოვრობენ დღეს დღეობით.
აი აგერ ფილმს ვდებ რომელშიც მოყოლილია 2 მეგობრის შეხვედრა ,ერთი აფხაზის სოხუმში დარჩენილი ელაპარაკება თბილიში გამოქცეულ ლტოლვილს პირდაპირ ეთერში, მგონი კარგათ ასხავს ეს ფილმი რეალობას რომ ჩვენ იქ არავის არ უნდევართ და სანამ ჩვენ თვითონ არ დავიბრუნებთ, იქ არავინ ნებით არ შეგვიშვებს


უყურეთ


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini egriseli
პოსტი Apr 16 2007, 10:09 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 13-April 07
წევრი № 1,645























შეგიძლიათ მითხრათ რა ფილმია და სად უნდა ვუყურო ან როგორ
?








--------------------
უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;
უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Apr 16 2007, 11:09 PM
პოსტი #30


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



nini egriseli
ტორენტებზე იდო და ეხლა დევს ტუ არა არ ვიცი smile.gif
მარა გირჩევ არ უყურო sad.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 17 2007, 01:43 PM
პოსტი #31


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ღალატიანი ომი: ღალატით დაწყებული, ღალატით დამთავრებული და ღალატითვე ნაბრძოლი.
მაგრამ როგორც ჩენი წესია ამ ომსაც არ ჩაუვლია გმირობის გარეშე. ამ ომმა ბევრი ვაჟის სახელი წარმოაჩინა.
სოხუმის დაცემა კი ქართული ღალატის და სირცხვილის უდიდესი გამოვლენაა. ალბათ გარნისის მერე ასეთი ღალატი არ გვინახავს.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 21 2007, 02:16 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მეგობრებო,

მოდით აქ გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს ეს ომი. ახლა ვკითხულობ თ. ლიპარტელიანის წიგნს "სისხლიანი სასაკლაო", რის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ სახელი და გვარიც კი არ ვიცით ბევრი გმირის, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს მთლიანობას

ნელ-ნელა დავდებ ტექსტურ, ვიდეო და ფოტო მასალებს.

ჩვენ მათი სახელები უნდა ვიცოდეთ!!!

მტერთან ბრძოლისას ისე ბორგავდით
როგორც ხეობებს მომსკდარი ზვავი,
მერე კი თითქოს სადღაც წახვედით,
სიკვდილთან მაინც არ დადეთ ზავი

ჩვენ დავბრუნდებით! ეს დრო დადგება
და გავეყრებით დარდიან ფიქრებს,
ხოლო სამშობლო - თავდადებისთვის
ძეგლებს დაგიდგამთ ღიმილის ბიჭებს!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 21 2007, 02:18 PM
პოსტი #33


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ძალიან მძიმე "სურათია" sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 21 2007, 02:25 PM
პოსტი #34


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდის შედეგად აფხაზური სეპარატისტული ბანდ-ფორმირებების, რუსული რეგულარული ნაწილებისა და ჩრდილოკავკასიელთა მოხალისეების მიერ დახვრეტილ, ჩამოხრჩობილ და ცოცხლად დამწვარ მშვიდობიან მოსახლეთა სია დასახლებული პუნქტების მიხედვით:

ქ. გაგრა და გაგრის რაიონი
ქ. გუდაუთა და გუდაუთის რაიონი
სოხუმის რაიონი
ქ. სოხუმი
ქ. გულრიფში და გულრიფშის რაიონი
ქ. ოჩამჩირე და ოჩამჩირის რაიონი
ქ. ტყვარჩელი
ქ. გალი და გალის რაიონი





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 21 2007, 02:28 PM
პოსტი #35


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 21 2007, 02:29 PM
პოსტი #36


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რამდენიმე ციტატა:

"აფხაზეთში ქართველებს სიცოცხლის უფლება აღარ აქვთ. აქ მათ შეუძლიათ მხოლოდ მოკვდნენ"
ვ. სმირი, გაზ. "კომსომოლსკაია პრავდა", 19 დეკ. 1992 წ.

"ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ჩვენ გამარჯვებაში მონაწილეობისათვის მიიღებენ მოქალაქეობას და ქართველთა სახლებს"
ვ. არძინბა, გაზ. "იზვესტია", 19 ოქტ. 1992 წ.

ქავთარაძე
გიო, რამდენადაც იცი და შეძლებ, იქნებ მიუწერო რა სურათია, სად გადაღებული და ვინ არიან?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 21 2007, 02:33 PM
პოსტი #37


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
უიჰ
ისიც დავწეროთ ბარემ რომ ქართველების ნაწილი მაგათზე უარესად იქცეოდა.
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 21 2007, 02:35 PM
პოსტი #38


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
ცხადია. სიმართლე უნდა ითქვას sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 21 2007, 02:38 PM
პოსტი #39


დაურეგისტრირებელი









IPB-ს სურათი


კანონისტი
არ ვიცი სად რა არის გადაღებული, გუგლში ვნახე.

afxazetis omisebia da qartvelebi arian.

IPB-ს სურათი
Go to the top of the page
+Quote Post
ჰ ა რ ი რ ა
პოსტი Nov 21 2007, 02:39 PM
პოსტი #40


გ ი ო რ გ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 4-May 07
მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი
წევრი № 1,834



ციტატა(ქავთარაძე @ Nov 21 2007, 02:33 PM) *

კანონისტი
უიჰ
ისიც დავწეროთ ბარემ რომ ქართველების ნაწილი მაგათზე უარესად იქცეოდა.

სამწუხაროდ ეგეთებიც იყო yes.gif


--------------------
. . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2019 - 06:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი