IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძრაობა "ჰარი კრიშნა"
აკაკი
პოსტი May 16 2010, 04:32 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!


მოძრაობა "ჰარი კრიშნა"



თავისი ზანგრძლივი ისტორიის მანძილზე ინდუიზმმა არაერთხელ განიცადა სახეცვლილება. იგი იყოფოდა ცალკეულ განშტოებებად და მიმდინარეობებად და ამგვარად სასაბამს აძლვდა ახალ რელიგიებს. ინდუზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი განშტოებებია "შივაიზმი" და "ვიშნუიზმი" პირველის მომხრეები თაყვანს სცემენ შივას, როგორც უმაღლეს ღვთაებას, მეორენი კი უმთავრეს ღმერთად ვბიშნუსა და მის განსახიერებებს მიიჩნევენ.

რამოდენიმე ასეული წლის წინ ინდუისტთა რიგებში კვლავ მოხდა გაყოფა, და ვიშნუიტების ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავარი ღმერთი არის კრიშნა, ხოლო ვიშნუ, პირიქით, არის კრიშნას განსახიერების ერთ-ერთი გამოვლინება.

კრიშნაიზმის, როგორც ახალი მოძრაობის, დაფუძნებელი და იდეოლოგი იყო კატანა მახაპრაბუ (1486-1534); მან ააღორძინა ეს მოძრაობა ბენგალიაში. ინდუისტების წმ. ტექსტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტით - "ბჰაგავატ-გიტა"-თი შთაგონებულმა კაიტანამ გამოაცხადა, რომ განთავისუფლება მიიღწევა დიდი (უსაძღვრო) სიყვარულისა და სამსახურის ფასად, რომელსაც ადამიანი მიუძღვნის კრიშნას, როგორც უმაღლეს პიროვნულ ღმერთს. ეს სწავლება ცნობილია "ბჰაკტი-იოგა"-ს სახელით. კატანიამ ასევე დააწესა თაყვანისცემის განსაკუთრებული წესები - სიმღერები და ექსტაზური ცეკვები - რასაც აგრძელებენ კიდევ დღევანდელი კრიშნაიტები.

როგორც მკითხვეილი მიხვდა, კრიშნაიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ინდუზმში არსებულ სექტანტურ მოძრაობასთან.

ეს სექტა ამჟამად თავის ძირითად საქმიანობას აწარმოებს ევროპასა და ამრეიკაში. დასავლურ კულტურაში კრიშნაიტული კულტის "ბჰაკტის"-ს შეღწევა დაკავშირებულია ბჰაკტივედანტა სვამი პრაბხუპდას სახელთან (1896-1978) 1922 წელს იგი გახდა შრი შრიმადა ბჰაკტისიდდნატა სარსავატი გოსვამი მაჰარაჯის მოწაფე. ეს უკანასკნელი იყო იმ ხანად ამ სექტის ხელმძღვანელი. მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაავალა თავის მოწაფეს "კრიშნას შეგნების" პრინციპების გავრცელება ინგლისურენოვან ხალხებში. 1965 წელს ბჰკტივენდანტა სვამი პრაბხუპადა გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკში.

მანჰეტენის ცენტრში გამოჩნდა სამოცდაათI წლის მოხუცი ინდოეთიდან; ზაფრანისფერ მანტიაშI შემოსილი იგი მათხოვრობდა და ცდიილობდა ხალხის ყურადღება მიეპყრო.

თანდათანობით მას უჩნდება იქ მოწაფეები და 1966 წელს აარსებს იქ "კიშნას შეგნების საერთაშორისო საზოგადოებას".
1968 წლიდან ბჰკტივედანტა იწყებს მრავალრიცხოვანი იტერატური გამოცემას - ძირითადად ეს არის ინდუისტური "წმინდა ტექსტების" თარგმანები და მათი კომენტარები. დღეისათვის 30-ზე მეტი დასახელების წიგნია გამოცემული "კრიშნას საზოგადოების" მიერ

კრიშნაიტები აარსევენ ახალ-ახალ ტაძრებს მსოფლიოს მასშტაბით (სადაც კი ხელი მიუწვდებათ). აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი ხლახებით და ეს გასაგებიცაა; რაც არ უნდა იქადაგონ, ცხადია, რომ ყველა სექტის, საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის მსგავსად, სურთ თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოება. ისინი ავრცელებენ მსოფლიოშI თავიანთ ლიტერატურას, ამასთან ერთად, ავრცელებენ "ბითლზ"-ის ტოფილი წვრის - ჯორჯ ჰარისონის სიმღერების ჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მანტრებს (ლოცვებს) "ჰარი-კრიშნა" და კრიშნას ჰიმნებს. ცდილობენ ამცნონ სამყაროს კრიშნას სახელი. 1978 წელს გარდაიცვალა ბჰაკტივედანტა, მაგრამ მის ნაწერებს კრიშნაიტები მიიჩნევენ "კრიშნას შემეცნების ჭეშმარიტ ტრანსცენდენტულ მეცნიერებად". დღევანდელ პერიოდში ამ სექტის მუშაობას ხელმძღვანელობს 11 გურუ (მსწავლებელი). თვითოეული მათგანი აკონტროლებს მისთვის განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიას. ბჰაკტივედიდენტას სიკვდილის შემდეგ ფულადი სახსრების შეგროვების მეთოდი საკმაოდ შეიცვალა. ამ სექტის ახალი ხელმძღვანელები ამბობე: "კრიშნაიტებისათვის ნებადართულია ნებისმიერი მეთოდი, რადგან ყველაფერი ამ სამყაროში, ასე თუ ისე, კრიშნას ეკუთვნის"-ო.

კრიშნაიტების პროპაგანდა ყველახზე ადვილად გამოძახილს პოულობს "ნარკომანული კულტურისაგან" გულგატეხილ სტუნდეტებსა და ახალგაზრდობაში. ზოგიერთებს სექტისკენ უბიძგებს მაროობის (იზოლაციის) გრძნობა, საკუთარი პრიოვნული ღირსებების დაკარგვის განცდა. ასეთ ადამიანებს სექტა სთავაზობს ორგანიზებულ, მოწესრიგებულ თემს:

საკმაოდ გაჯერებულ განრიგს და მკაცრ წესებს. ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს ხელმძღვანელი, წევრები კი ასრულებენ კოლექტიურად. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. ყოველგვარი პირადი საკუთრევა გადადის სექტის მფლობელობაში. ყველამ უნდა ატაროს ერთნაირი ტანსაცმელი, ჰქონდეთ ერთნაირი ვარცხნილობა. მამაკაცები თავს სრულიად იპარსავენ, მხოლოდ თავის უკანა ნაწილში - კეფასთან (ქოჩორს რომ ვუწოდებთ) იტოვებენ მცირე რაოდენობის თმას (სიქჰა), ატარევენ ყვითელ ან ზაფრანისფერ მანტიას. დედაკაცები თმას გადაჭიმულად იკრავენ თავის უკან ზედა ნაწილშI და როგორც წესი - შუაზეა თმა გაყოფილი; ეკრძალებად საუბრები, რომლების არ არის დაკავშირებული "კრიშნას შეგნება"-სთან, უარჰყოფენ ყველაფერს, რაცკი რამ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, განათლებასთან. მათთვის აკგრძალულია ნარკოტიკი, ალკოჰოლიანი სასმელი, თამბაქო, ყავა, ჩაი და თავისუფალი სექსუალური კავშირები. კრიშნაიტები არ ჭამენ ხორცს, თევზს კვერცხს.

ბჰაკტივედანტას სიკვდილის შემდეგ მოხდა მათი მოძრაობის ლიბერალიზაცია. თავისი წევრებისაგან აღარ მოითხოვენ პირადი ქონების დათმობასა და აუცილებლად ტაძარში ცხოვრებას, მაგრამ ხალდებულნი არიან დარჩნენ ვეგეტარიანელებად და თვითოეულ მათგანს სახლში ჰქონდეს კრიშნას სამსხვერპლო. ჰიმნების საყოველთაოდ გალობა შესცვალა ქიმიური სასუქის გარეშე გაზრდილი ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობამ. ხმაროვენ სანკრიტულ სიტყვებს. სანკრიტი არის ინდუისტების წმ. ენა. ლოცვებს და საკითხავებს ასრულებენ სანკრიტზე. "კრიშნას შვილებმა" მთელი თავისი აზრები უნდა მიაპყრონ მხოლოდ კრიშნას, ყველა მოქმედებით ემსახურონ მას, უნდა დაკარგოს საკუთარი პიროვნების შეგრძნებადობა და კრიშნას შეუერთდეს. თაყვანისცემის რთული და მარტივი მეთოდები არსებობს ყველაზე "უბრალო" მათს შორის ამგვარია: ახლად მოქცეული კრიშნას ქანდაკების წინ წარმოსთქვამს "ლოცვას" "ჰარი კრიშნა"... იგი 16 სიტყვისაგან შედგება. სხვა, უფრო რთული წესია სანკირტანა, რომლის დროსაც კრიშნაიტები ერთმანეთს უყვებიან განცხრომათა შესახებ, რომელთაც კრიშნა ეძლეოდა დედამიწაზე ყოფნის ჩამს, მღერიან მანტრებს ("ლოცვებს") და ცეკვავენ. ბევრი მათგანი ამ დროს ექსტაზის ან დრანსის მდგომარეობაში ვარდება.

ბჰაგტი-იოგას ტექნიკა მოიცავს კრიშნას მსახურების სხვადასხვა სახის რიტუალებს. მათ შორის: განსაკუთრებული საკვების მომზადება და მსხვერპლად შეწირვა ტაძრის ღმერთებისადმი (კრიშნას ქანდაკებები); დღეში ორჯერ-ექვსჯერ- შეასრულოს არატრიკი ("კრიშნას თაყვანისცემა")

წმ. მცენარი - ტულასი დევი-ს თაყვანისცემა. იგი ყველა ტაძარშია და კრიშნაიტების რწმენით ეს მცენარე "განსწმენდს" თავის თაყვანისმცემელებს ცოდვებისა და ავადმყოფობათაგან; ღმერთების მსახურება, ყველა ტაძარში არის სათავსო კრიშნასი და მისი ხარჭის ქადაკებებით. ეს ქანდაკებები (სიმაღლით 0,5 მეტრი) მოთავსებულია სამსხვერპლოზე სამი (მცირე ზომის ღვთაების გამოსახულებებთან. აქვე კაიტანიასი და ბჰაკტივედანტას გამოსახულებები. მათ "აჭმევენ", მათ წინაშე ლოცულობენ, მათ ეფერებიან, უცვლიან ტანსაცმელს, "აძინებენ". კრიშნაიტები ამ ქანდეკებებს არ თვლიან კერპებადნ არამედ კრიშნას განსაკუთრებულ განსახიერებად. წყალს, რომელშიც "ღმერთებს" აბანავებენ, კრიშნაიტები სვამენ. მარხულობენ და აქვთ დღესასწაულები: კრიშნას, რადხასა და ბჰაკტივედანტას "მოვლენის დღეები".

ქორწინება კრიშნაიტებს შორის ხდება მხოლოდ მათი მასწავლებლის ნებართვით. ცოლი უსიტყვოდ ემორჩილება ქმარს, რომელსაც აქვს უფლება სცემოს დაუჯერებელი ცოლი. ქორწინებას მიიჩნევენ მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების საშუალებად. კრიშნაიტების ბავშვები 5 წლის ასაკიდან იზრდებიან სპეციალურ სკოლებში. მათ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები სიცოცხლეშI მიაღწევენ სრულყოფას და აღარ დასჭირდებათ გარდასახვა.

კრიშნაიტების ძირითადი და საყვარელი ტექსტია "ბჰაგავატ-გიტა". ისინი თვლიან, რომ იგი დაიწერა 5 ათასი წლის წინ, ბიბლიაზე ბევრად ადრე, რაც არავითარ მოწმობით დასტურდება. სერიოზულ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, "ბჰაგავატ-გიტა" დაწერის თარიღად მიიჩნევენ პერიოდს ქრისტეს შობამდე IV საუკუნესა და ქრისტეს შობითგან I საუკუნეს შორის.

ხელმძღვანელობენ ასევე "წმიდა წიგნები" - "შრიმად ბჰაგავატამი" ("ბჰაგავატ-პურანი"-III-IX საუკ. ქრისტეს შობითგან). ამ წიგნი მოთხრობილია კრიშნას სასიყვარული ამბები, რომელთაც ეძლეოდათ მიწაზე ყოფნისას, მას ახლავს ფერწერული მინიატურები. აქ ხშირად არის გამოსახული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი - მწყემსი (მუქიფერის კანით. კრიშნა ნიშნავს - "შავს"). აქ მყოყოლილია ლეგენდები, თუ როგორ იპარავდა კრიშნა სხვის კარაქს, უკრავდა ფლეიტაზე და მოუწოდებდა გოგონებს, რომელთაც სთავაზობდა დაეტოვებინათ ქმრები და მთელი ღმაე მთვარის შუქზე მასთან (კრიშნასთან) ეცეკვათ. მოდიოდნენ გოგონები მასთან ატარევდნენ დროს. ყველა მათგან ეგონა, რომ მხოლოდ ის უყვარს კრიშნას. კრიშნას საყვარელი მწყემსი გოგო იყო რადხი.

კრიშნაიტები თვლიამ, რომ კრიშნას გარყვნილი საქმეების არის ღვთაებრივი სიყვარული ხორცშესმა და იგი აღემთება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენებ, ლეგენდის თანახმად კრიშნა მოკვდა 125 წლის ასაკში შემთხვევით - ფეხში მოხვედრილი ისრით.

კრიშნაიტების რწმენით ყოველ საუკუნეში ჩნდებალი ახალი "ავატარი" - კრიშნა ახალი ადამიანის სახით. რომ უკანასკნელი გამოჩენა კრიშნასი ყიო "ოქროს ავატარი" - კაიტანია.

ბჰაგტივეტანტა ასწავლის, რომ ჩვენს საუკუნეში გადარჩენა შეიძლება მხოლოდ მანტრა - ჰარიკრიშნა"-ს გამეორებით.

კრიშნაიტები კრიშნას მიიჩნევენ უმაღლეს პიროვნულ ღმერთად, უამრავ, წყაროთა შემქმნელად. მან შექმნა (თითქოს ასევე "სულიერი ცანი", "სულიერი პლანეტები", მატერიალური პლანეტები. ეს სექტა დაფუძნებულია ორ უმთავრეს ინდუისტურ კონფეციაზე - "კარმა" და "სამსარი" (გარდასახვა). თვლიან, რომ ადამიანის სული (ჟივა) არ კვდება, არამედ ხდება გარდასახვა სიკვდილის შემდეგ და სხვა სხეულით მოდის ხელახლა ადამიანად და ელოდება გარდასახვას, რომ ხელახლა გაიაროს ცხოვრება ისე, რომ აღარ ჩაიდინოს ცოდვები და როცა უცოდველად გაივლის ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ დასრულდება გარდასახვების პროცესი. ასევე ამბობენ: ადამიანთა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი რეალური "მე" ვერ განუსხვავებიათ მატერიალური სხეულისაგან და იმყოფებიან მატერიალური არსებობის ილუზიაში და აქედან ცოვაში. "დაბნეულობის" ამ სახეს ეძახიან "კარმა"-ს. ის, ვინც მიაღწევს "კარმისაგან" განთავისუფლებას - მიიღებს მარადიულ სულიერ სხეულს და იცხოვრებს კრიშნას სამყოფელში, ე.ი. დაბრუნდება ღვთაებასთა. გადარჩენის ერთად-ერთი საშუალებად მიიჩნევენ კრიშნას ერთგულ მსახურებას. ისინი თვლიან, რომ სხვა რელიგიები მცდარი და არა სწორია.


კრიშნაიტების შეფასება ბიბლიური პოზიციებიდან


1. კრიშნაიტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გადარჩენა მხოლოდ პირადი მოღვაწეობის ხარჯზე. ეს გაგება საკმაოდ არის დაცილებული გადარჩენის შესახებ ქრისტიანულ სწავლებასთან: ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია მხოლო მისი ღვაწლით, ღმრთის მოწყალების გარეშე, რადგან ადამიანი უცოდველი ვერ იქნება.

2. ის, ვინც ვერ გადარჩება ამ ცხოვრებაში, საშუალება ეძლება ხელახლა დაიბადოს, უკვე სხვა, შედარებით უკეთეს გარემოში და ეს მოხდება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება "კარმისაგან განთავისუფლების პროცესი". ყველამ თვითონ უნდა გამოისყიდოს თავისი ცოდვები და განთავისუფლდეს "კარმისაგან", თუნდაც ამას მილიონობით წლები დასჭირდესო, ამბობს მათეული სწავლება. შესაძლებელი რომ ყოფილიყო კიდეც გარდასახვა, ყოველი მომდევნო ცხოვრება განამრავლებდა ცოდვათა რაოდენობას, რადგან უცოდველი არავინ არის გარდა ღმერთისა (3 მეფ. 8,46; იგავ. 20, 9; რომ. 3,23; 1 ინ. 1,8;).

3. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღMერთმა "ადამიანებს დაუწესა ერთხელ სიკვდილი და ერთხელ გასამართლება" (ებრ. 9,27).

4. ცოდვა არის არა ილუზიის შედეგი, არამედ ადამიანში ღმრთისადმი ხატების დამახინჯებისა, რაც მას (ადამიანს) ზნეობრივ დამნაშავედ წარმოადგენს ღმერთისა და მისი წმინდანების წინაშე.

5. კრიშნას ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ამას მისი მიმდევრები წარმოიდგენენ, საკმაოდ დაცილებულია სიწმინდესა და სიმართლეს: ბავშვობაში კრიშნა გართობის მიზნით იპარავდა ნივთებს, ახალგაზრდობაში ორგიებს მართავდა ქალების სიმრავლესთან ერთდროულად, მათშორის გათხოვილებთანაც. საკმაოდ დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა კრიშნასი და ქრისტეს შედარება. მით უფრო რომ განკაცებული ძე ღვთისა იესო ქრისტე ზნეობისა და პატიოსანი, მართალი ცხოვრების მაგალითს იძლეოდა პირადი ცხოვრებით< და მოყვასისადმი თავდადების მაგალითI მოგვცა, როცა მან, განკაცებულმა ღმერთმა, უდანაშაულომ თვითონ ინება ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი კრიშნასაგან განსხვავებით, რომელიც შემთხვევით დაიჭრა ფეხში ისრით და მოკვდა.

კრიშნაიტების ღვთისმსახურება ეს არის ტიპიური კერპთმსახურება

ციტატა
4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. (გამოსვლ. 20, 4-5).


საზოგადოდ უნდა ითქვას რომ კრიშნაიტები უარჰყოფენ წმ. სამებას, იესო ქრისტეს, ბიბლიურ ისტორიას და აქედან გამომდინარე ყოველგვარს ქრისტიანულს და თავისთავად ყოველგვარს ქართულს (ეროვნულს). ცხადია, რომ ამ სექტაში გაერთიანებული ადამიანი ფაქტიურად ახალი წესით, ახალი ტრადიციით ახალი შეხედულებებით ახალი შესამოსლით, არის არის ახალი ტიპი ქართველი ინდოელისა. მართალია მაისურად არ არის საქართველოში გავრცელებული, მაგრამ გავრცელების ფაქტები არის და ეს პირველ რიგში იმ ვაკუუმის ბრალია, რაც შეიქმნა ქართველი კაცის სულში. ამას საკმაოდ აქტიურად უწყობს ხელს რელიგიის სწავლების საკითხების არასწორი, არაკომპეტენტური ორგანიზება სასწავლო დაწესებულებებში, რაც საკმაოდ სერიოზული ხარვეზია და უფრო მეტიც, საშიში ნაღმია, რომელიც სახვალისოდ მზადდება - ნებსით თუ უნებლიეთ.

სხვადასხვა სექტებისაგან განსხვავებით, ეს სექტა არ არის შენიღბული, შეფარული ქრისტეს სახელ და ეს უფრო გვანუგეშებს: ვისაც სურს გახდეს კრიშნას მიმდევარი უნდა უარჰყოს ქრისტე და ყველაფერი ქრისტიანული (სწავლება, თუ ცხოვრების წესი), უნდა უარჰყოს ქართველობა. ალბათ ეს არის ერთად-ერთი შემაფერხებელი კრიშნაიზმის პოპულარიზაციის გზაზე საქართველოში.

კრიშნაიზმის მიმდევრობით დაინტერესებულთ ვეტყვით:

კრიშნაიზმისა და ქრისტიანობის შეჯერება წარმოუდგენელია, ან ერთი უნდა აღიარო, ან ამეორე, მესამე გზა არ არსებოს. მესამე გზა ერთია - დაფიქრებისა. თუ მაძიებელი ადამიანი ხარ, შეადარე კრიშნას ცხოვრება და ქრისტესი, გიახსენე ამავე დროს შენი ქვეყნის ისტორია და მხოლოდ შემდე გადაწყვიტე.

ერთი რამ კი უნდა გვახსოვდეს ყველას, დიდსა და პატარას:

რუისურბნისის კრების ძეგლისწეიდან, რომელსაც ხელს აწერენ წმ. დავით აღმაშენებელი, მამები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, არაორაზროვნად გამოაჩნდა საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი. ფაქტიურად დაწყევლილი და შეჩვენებულია ყველა ადამიანი, ჩინოსანი თუ უჩინონი, რომელნიც გადაუხვევენ მართალი სარწმუნოების გზას. დღეს ამ ძეგლისწერის წამკითხველთა დიდ ნაწილს აძრწუნებ ის, თუ რა მკაცრია განაჩენი სჯულისა დამრღვეველთა და განდგომილთა მიმართ, მაგრამ მოდით, სხვანაირად ვთქვათ: რა საშIნელია ალბათ შედეგი მართალი სარწმუნოებიდან გადახვევის შემთხვევაში, რომლის თავიდან ასაცილებლადაც საჭირო შეიქმნა იმგვარი მკაცრი მოწოდება, რომელთაც თავდება რუის-ურბნისის ძეგლის წერა .


მასალა მოამზადა :მამა გურამმა
წიგნიტან გადმოტანილია მე-ს მიერ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   მოძრაობა "ჰარი კრიშნა"   May 16 2010, 04:32 PM
ikanosi   ატმანი როგორ არაა ...   May 16 2010, 06:32 PM
ქევანა   ეგ მოძრაობაა თუ რე...   May 16 2010, 08:54 PM
Atman   [b]შეცდომების გასწო...   May 16 2010, 10:32 PM
აკაკი   ხატი და კერპი განს...   May 17 2010, 12:30 AM
აკაკი   ინდუიზმში გამოირჩ...   May 17 2010, 12:57 AM
Atman   აკაკი http://www.youtube.com/watch?v=k...   May 17 2010, 02:03 PM
აკაკი   ატმან ეღთ რაღაცას ...   May 18 2010, 01:39 PM
Atman   აკაკი ეგ "აღმოჩე...   May 18 2010, 01:58 PM
ნონა   Atman სიჭრელე გიზიდა...   May 18 2010, 02:09 PM
Atman   ნონა ყვავილები არ ...   May 18 2010, 02:13 PM
ნონა   ნონა ყვავილები არ ...   May 18 2010, 02:18 PM
terra   კჰარი კი არა, კამერ...   May 18 2010, 02:14 PM
Atman   terra კჰარი არ გავს კა...   May 18 2010, 02:16 PM
terra   terra კჰარი არ გავს კა...   May 18 2010, 02:18 PM
Atman   ნონა ეგ "ყვავილთ...   May 18 2010, 02:28 PM
ნონა   ნონა ეგ "ყვავილთ...   May 18 2010, 02:37 PM
Atman   ნონა ძირითადად ყვ...   May 18 2010, 02:44 PM
Atman   http://s42.radikal.ru/i098/1005/33/7427e8d68238.jp...   May 18 2010, 02:55 PM
Fee   ატმან ეს ალბათ ქორ...   May 18 2010, 03:20 PM
Atman   "ჰარე კრიშნას მოძ...   May 18 2010, 03:36 PM
damiane80   საინტერესო სიტყვ...   May 18 2010, 04:52 PM
Atman   damiane80 ქუსლში არ დაჭრ...   May 18 2010, 05:16 PM
აკაკი   კი რეალური გარყვნი...   May 18 2010, 05:24 PM
Atman   Fee რა ვიცი შეიძლება...   May 18 2010, 05:30 PM
terra   მოკლედ ფანატიკოს...   May 18 2010, 05:30 PM
Atman   terra რას გულისხმობ? :)   May 18 2010, 05:32 PM
terra   terra რას გულისხმობ? :) ...   May 18 2010, 05:33 PM
აკაკი   აბა მითხარი არ იყო ...   May 18 2010, 05:34 PM
Atman   terra მერე არ ვარ მართ...   May 18 2010, 05:37 PM
terra   მაგრამ ქრისტიანე...   May 18 2010, 05:39 PM
აკაკი   Atman შენც იცი, რომ სხვ...   May 18 2010, 05:43 PM
Atman   აკაკი ისევ გთხოვ, რ...   May 18 2010, 05:47 PM
აკაკი   Atman კარგი დაგემორჩი...   May 18 2010, 05:57 PM
Atman   აკაკი გულწრფელად ...   May 18 2010, 05:59 PM
აკაკი   Atman რისი მადლობა არა...   May 18 2010, 06:06 PM
Lego   მაგათი მიმდევრები ...   May 18 2010, 09:21 PM
ქევანა   Lego შაკრუკ ხანის ფოტ...   May 18 2010, 09:30 PM
Lego   ჩემს ფეისბუკზე შედ...   May 18 2010, 09:34 PM
ქევანა   Lego ვაიმე შაკრუკიც მ...   May 18 2010, 09:39 PM
Lego   შაკრუკიც და ბაჩანი...   May 18 2010, 09:45 PM
ქევანა   Lego გენაცვალეთ, მაგრ...   May 18 2010, 09:55 PM
Lego   ჰე ბავონც. სამი ვკუ...   May 18 2010, 10:01 PM
damiane80   ვინ აქილევსი თუ კრ...   May 19 2010, 04:23 PM
Atman   damiane80 რა გინდა ახლ...   May 19 2010, 09:40 PM
damiane80   ისევ გეშლება:), კი...   May 20 2010, 11:00 AM
Atman   damiane80 მაგას თუ მეუბნ...   May 20 2010, 02:56 PM
damiane80   damiane80 მაგას თუ მეუბნ...   May 20 2010, 07:01 PM
Atman   damiane80 ეგ თქვენი უდიდ...   May 20 2010, 07:04 PM
damiane80   damiane80 ეგ თქვენი უდიდ...   May 20 2010, 07:22 PM
Atman   damiane80 უი ასეთი მშვიდ...   May 20 2010, 07:24 PM
Atman   შრილა პრაპჰუპადას ...   May 24 2010, 01:21 PM
Atman   შრილა პრაპჰუპადას ...   May 27 2010, 06:45 PM
ikanosi   გურუა ეგ?   May 27 2010, 07:24 PM
Atman   ikanosi ხო, შრილა პრაპჰ...   May 27 2010, 08:27 PM
Atman   ჯორჯ ჰარისონი ვაიშ...   May 28 2010, 12:45 PM
Atman   კარგი იქნება ამ თე...   May 28 2010, 06:58 PM
:_მარიამი_:   რა ბზიკმა გიკბინა ...   May 29 2010, 12:51 AM
Atman   :_მარიამი_: ეზოთერუ...   May 29 2010, 05:41 AM
:_მარიამი_:   თბილისის ფორუმზე ვ...   May 29 2010, 11:50 AM
Atman   :_მარიამი_: არ ვიცი რ...   May 29 2010, 12:12 PM
.zakaria.   :_მარიამი_: არ ვიცი ...   May 29 2010, 07:50 PM
lingvo   :_მარიამი_: Atman და რომ...   May 29 2010, 12:55 PM
terra   არ გაახარა მოკლედ ...   May 29 2010, 12:57 PM
ქევანა   .zakaria. ქრისტიანები შ...   May 29 2010, 08:36 PM
.zakaria.   .zakaria. ქრისტიანები შ...   May 29 2010, 08:39 PM
ქევანა   .zakaria. მადლობა კომპლი...   May 29 2010, 08:43 PM
.zakaria.   .zakaria. მადლობა კომპლ...   May 29 2010, 08:46 PM
Atman   [b]კრშნა, ნეტარების ...   Jun 15 2010, 10:57 AM
ქევანა   Atman კრიშნას აქვს სახ...   Jun 23 2010, 11:32 PM
Atman   ქევანა სახელების ...   Jun 24 2010, 04:39 AM
ქევანა   Atman :D მომწონს კრიშნა....   Jun 24 2010, 09:04 PM
.zakaria.   ატმან დჰრუვა მაჰარ...   Jun 24 2010, 09:20 PM
Atman   .zakaria. 6 თვე იდგა ცალ ფ...   Jun 25 2010, 04:27 AM
.zakaria.   .zakaria. 6 თვე იდგა ცალ ფ...   Jun 25 2010, 03:14 PM
Atman   .zakaria. გულში უფალი გა...   Jun 25 2010, 03:40 PM
.zakaria.   .zakaria. გულში უფალი გა...   Jun 25 2010, 03:44 PM
Atman   .zakaria. გრძელი ისტორი...   Jun 25 2010, 03:46 PM
.zakaria.   Atman ვსიო დღეიდან ასკ...   Jun 25 2010, 03:59 PM
Atman   .zakaria. აბა შენ იცი :D   Jun 25 2010, 04:02 PM
dzvelmartlmadidebeli   Atman აუჰ, ეს რამხელა ...   Jul 18 2010, 07:33 PM
Atman   dzvelmartlmadidebeli ფრაზებით ...   Jul 18 2010, 09:52 PM
mociquli qristesi   ეს ვერ გავიგე-ეს არ...   Mar 2 2011, 12:07 AM
jariskaci   ვაა მართლმადიდებლ...   Mar 2 2011, 05:12 AM
mociquli qristesi   ვაა მართლმადიდებლ...   Mar 2 2011, 08:46 AM
leluashvili.giorgi   თბილისში აშრამი არ...   Mar 26 2011, 04:02 PM
ქევანა   ვაიმე ვაიმე ვაიმე...   Mar 26 2011, 04:11 PM
leluashvili.giorgi   ქევანა რა მაგრა მა...   Mar 26 2011, 04:31 PM
ikanosi   ქევანა ინკვიზიცია...   Mar 26 2011, 04:33 PM
leluashvili.giorgi   აბა ვის რა პრობლემ...   Mar 26 2011, 04:33 PM
ikanosi   leluashvili.giorgi რაც მქონდა ...   Mar 26 2011, 04:38 PM
ქევანა   ikanosi მაგან არ იცის ე...   Mar 26 2011, 04:39 PM
ikanosi   ქევანა სააკმაოდ მ...   Mar 26 2011, 04:47 PM
ქევანა   ikanosi მე გეუბნები იმ ფ...   Mar 26 2011, 04:51 PM
ikanosi   ქევანა მე უბრალო ...   Mar 26 2011, 05:00 PM
starscream   არ მეგონა ესე აშრა...   Mar 26 2011, 05:20 PM
leluashvili.giorgi   მე ერთს ვიტყვი-ყვე...   Mar 26 2011, 09:39 PM
leluashvili.giorgi   ჰარე კრიშნა-მაჰა მ...   Mar 26 2011, 10:59 PM
აკაკი   leluashvili.giorgi რათ გინდა კ...   Mar 27 2011, 02:22 PM
leluashvili.giorgi   აკაკი ასე რატო უდგ...   Mar 27 2011, 10:08 PM
7 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 11:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი