IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)
თამარ
პოსტი May 12 2010, 03:22 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



Atman
თემა ნამდვილად საინტერესოა; ახლა ყურადღებით ვერ ვკითხულობ უდროობის გამო, მაგრამ აუცილებლად "ჩავუჯდები" მოგვიანებით. შეკითხვა მაქვს ე.წ. "გუნების" გავლენაზე ადამიანის გაღვიძებისა და ადგომის დროის შესაბამისად. "გუნა" ქართულად როგორ ითარგმნება? რა იგულისხმება ამ გავლენაში? კიდევ, 3-5 საათამადე რომელი დრო იგულისხმება? 3-5-მდე ინდოეთისთვის თუა, ჩვენთან მგონი უფრო ადრე გამოვა, არა? დღევანდელ პირობებში ადამიანი 7-ზე თუ დგება სისტემატურად, ჩემი აზრით, უკვე გმირობის ტოლფასია.

Atman
ერთი შეკითხვა კიდევ: ინდური სახელები და სახელწოდებები, ალბათ, რაღაცას ნიშნავს ქართულად და უფრო გაგვარკვევდა საკითხის არსში, თუ შესაძლებელია ამ სახელების ქართული შესატყვისების მოძებნა. ამან შეიძლება ბევრი რამე აღმოგვაჩენინოს. მანდ სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა კი გიწერია, მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ, თვითონ სიტყვის თარგმანს. შეიძლება, სიტყვის თარგმანი ზუსტად იმ შინაარსის შესატყვისი არ აღმოჩნდეს. მაპატიე, თუ ვართულებ smile.gif.
მე მყავდა უფროსი მეგობარი (გარდაიცვალა), რომელიც სიტყვების შედარებებით და ამ სიტყვების მნიშვნელობებით უამრავ რამეს ხსნიდა. ეს ეხებოდა სამყაროს წყობასა და კანონებს, საქართველოს პრობლემებსა და ძალიან ბევრ რამეს, აქ ძნელია დატევა. ეს კაცი იყო კობა გურული (ქართული ლითონმქანდაკებლობის ამღორძინებელი 60-იან წლებში, მხატვარი, მოქანდაკე, ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, მოაზროვნე - დიდი პიროვნება, უამრავი ნიჭითა და კრისტალური პატიოსნებით დაჯილდოვებული).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 12 2010, 03:36 PM
პოსტი #22


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თამარ
ციტატა
"გუნების" გავლენაზე ადამიანის გაღვიძებისა და ადგომის დროის შესაბამისად. "გუნა" ქართულად როგორ ითარგმნება? რა იგულისხმება ამ გავლენაში?



ვფიქრობ სიტყვა გუნას ყველაზე რეალური შესატყვისი, ქართული სიტყვებიდან სიტყვა "გუნებაა" ანუ განპირობებული განწყობილება, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებულიდა მის ემოციურ, ფსიქოლოგიური მოქმედების ქვეშ ვექცევით. თავად გუნების (ანუ მოდუსების) არსი კარგად რომ გაიგო წაიკითხე "ბჰაგავად-გიტას" შესაბამისი თავი "მატერიალური ბუნების გუნები". კრიშნაზე უკეთ ვერავინ აგიხსნის მაგას.

მოკლედ კი ვიტყვი, რომ არსებობს 3 გუნა: უმეცრების, ვნების და სათნოების. და ყველაფერი რასაც მატერიალური ენერგია ეხება, გუნების გავლენის ქვეშაა. ყველაფერი: საკვები, ცოდნა, წიგნები, სამუშაო სფეროები, მისწრაფებები, გუნების მიხედვით იყოფა. ეს რთული და საკმაოდ ვრცელი თემაა და თუ დრო მექნება დაწვრილებით განვიხილავ მოგივიანებით.

ციტატა
კიდევ, 3-5 საათამადე რომელი დრო იგულისხმება? 3-5-მდე ინდოეთისთვის თუა, ჩვენთან მგონი უფრო ადრე გამოვა, არა? დღევანდელ პირობებში ადამიანი 7-ზე თუ დგება სისტემატურად, ჩემი აზრით, უკვე გმირობის ტოლფასია.


3-5 საათამდე დროს ეწოდება "ბრაჰმა-მუჰურტა" და ეს ყველაზე წმინდა დროა, ანუ ეს დრო ყველა გუნისგან თავისუფალია. 5 საათიდან ძალაში შედის უკვე სათნოების გუნა. 9-10 საათიდან ვნების გუნა, ხოლო საღამოს უმეცრების გუნა იწყებს მოქმედებას.

მზე ინდოეთშიც დაახლოებით იმ დროს ამოდის, რა დროსაც ჩვენთან, ასე რომ ეს დროები საქართველოსაც შეესაბამება. უბრალოდ განსხვავება ინდოეთისგან ისაა, რომ შუადღით იქ ძალიან ცხელა და მაქსიმალურად ცდილობენ ადრე ადგნენ და გამოიყენონ დილის (სიგრილე). მაგრამ 7 საათზე ადგომა აიურვედის თვალსაზრისით საქართველოსთვისაც გვიანია. ჩვენი წინაპრები მამლის პირველივე ყივილზე დგებოდნენ, ანუ არა უგვიანეს 6 საათისა. თანაც 6 საათზე ორგანიზმში ენერგეტიკული გადართვა ხდება გაღვიძების რეჟიმზე და როცა ამ დროს არ ვიღვიძებთ, მზე "დამსჯელად" მოქმედებს ჩვენზე.

ამიტომ გირჩევთ ადგეთ არა უგვიანეს 6 საათისა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში smile.gif

ციტატა
ერთი შეკითხვა კიდევ: ინდური სახელები და სახელწოდებები, ალბათ, რაღაცას ნიშნავს ქართულად და უფრო გაგვარკვევდა საკითხის არსში, თუ შესაძლებელია ამ სახელების ქართული შესატყვისების მოძებნა. ამან შეიძლება ბევრი რამე აღმოგვაჩენინოს.


ცოტ-ცოტა დაკვირვებებს ვახდენ ამ საკითხზე და ღრმად ვერ "ჩავუჯექი" ჯერჯერობით smile.gif

პ.ს. ეს სახელწოდებები ინდური კი არა ვედურია. ჰინდი საკმაოდ განსხვავდება სანსკრიტისგან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 12 2010, 09:44 PM
პოსტი #23


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვა, ეს რა საინტერესოდ მეჩვენება smile.gif

იმედია ამით არ მთავრდება, კიდე დადე რა,


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 12 2010, 09:50 PM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა
ციტატა
ვა, ეს რა საინტერესოდ მეჩვენება იმედია ამით არ მთავრდება, კიდე დადე რა,


აუცილებლად! ჯერ სადა ხარ, აწი დაიწყება მთავარი a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 12 2010, 10:04 PM
პოსტი #25


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Atman
ხო, ჯერ ვეცნობი, კითხვები ალბათ მოგვიანებით გამიჩნდება smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 13 2010, 10:34 AM
პოსტი #26


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



Atman
გამიჩნდა ასეთი კითხვა:

როდესაც აქტიურ მატერიალიზმზე მიჯაჭვული ადამიანი წაიკითხავს ამ ყველაფერს იკითხავს: ჩემი სულიერი ცხოვრების დაწყება როგორ უნდა შევძლო? და რას მომიტანს იგი? მე ვჭამ, ვსვამ, სექსით ვნეტარებ, ვერთობი, რატომ უნდა დავიწყო სულის კვლევა? რატომ უნდა ვემსახურო ღმერთს? ან როგორ უნდა ვემსახურო? და რას მომიტანს ეს სამსახური?

რა იქნება პასუხი?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 13 2010, 10:43 AM
პოსტი #27


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Molen
ციტატა
როდესაც აქტიურ მატერიალიზმზე მიჯაჭვული ადამიანი წაიკითხავს ამ ყველაფერს იკითხავს: ჩემი სულიერი ცხოვრების დაწყება როგორ უნდა შევძლო? და რას მომიტანს იგი? მე ვჭამ, ვსვამ, სექსით ვნეტარებ, ვერთობი, რატომ უნდა დავიწყო სულის კვლევა? რატომ უნდა ვემსახურო ღმერთს? ან როგორ უნდა ვემსახურო? და რას მომიტანს ეს სამსახური? რა იქნება პასუხი?


პასუხი ასეთი იქნება: ვერ გაიგებ თუ არ შეადარებ, და იმისთვის რომ შეადარო ჯერ უნდა გამოსცადო, იმისთვის რომ გამოსცადო ჯერ უნდა მიიღო ცოდნა, თუ რა გამოსცადო... ანუ სურვილი თუ არ აქვს მატერიალისტს, ვერაფერი (გარდა უფლის წყალობისა) ვერ აიძულებს რომ ღმერთის გზაზე დადგეს. და ძალით მისი იძულება ძალადობაა და უარეს შედეგს მოიტანს (თუმცა წმინდანებს შეუძლიათ ის იმპულსი შეიტანონ მასში, რომ გზაზე დააყენონ).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 13 2010, 11:20 AM
პოსტი #28


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სემინარის მეორე დღე:

თავიდან ვთქვათ გონების განსაზღვრება: გონება არის ის, ვინც ჩვენს ცხოვრებაში რაღაცაში გარკვეულია (იცის). ეს არის შეცნობის შინაგანი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევიცნობთ სპეციფიურ მახასიათებლებს ნებისმიერი ობიექტისა, რომლითაც მოხიბლული ვართ. გონება აკეთებს ჩვენს ცხოვრებაში არჩევანს, ანუ გონებაა ჩვენი ბედის წარმართვის მთავარი ინსტრუმენტი. მხოლოდ მას შეუძლია, რომ ზესულს დაუქვემდებაროს ჩვენი თავი.

ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც წარმოდგენა ბედნიერებაზე. ადამიანი ბედნიერებისთვის ცხოვრობს. მას სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია. თუ ცხოვრებაში ბედნიერებას ვერ ხედავს, მისი ცხოვრება აზრს კარგავს. გონებას გააჩნია ყველგან შეღწევის უნარი. ჭკუა გვაკავშირებს გარშემომყოფ ობიექტებთან. ანუ ჭკუის მეშვეობით შეგვიძლია გავიხსენოთ ვინმე ან რამე, მაგრამ გონება ჭკუისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ძლიერაა მიჯაჭვული რაიმე ობიექტთან. ჭკუა შეიძლება ნებისმიერ ობიექტს დაუკავშირდეს, გონება კი უკავშირდება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ობიექტებს, ანუ იმას რაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს ადამიანისთვის. ფაქტიურად გონებას მივყავართ ჩვენი ბედის გზაზე, იმის მიხედვით, თუ რისკენაა მიჯაჭვული.

არსებობს მიჯაჭვულობის ორი სახე:

1. მიჯაჭვულობა ჩვენს კარმაზე. ანუ ჩვენ გვაქვს ის კარმული სამსკარები, რომლებსაც შეუძლიათ წაგვათრიონ თავისკენ. ისინი ბადებენ სურვილებს. სურვილები უზარმაზარ ძალას ფლობენ. ისინი გვიქმნიან შეგრძნებას, რომ “ასე უნდა ვიცხოვროთ და არა სხვაგვარად. და რომ ასე ცხოვრება სწორია”. ანუ კარმაზე მიჯაჭვული გონება ამ სურვილებს თვლის ჩვენი ცხოვრების მიზნად.

2. როცა გონება ცხოვრების უმაღლეს მიზნებზეა მიჯაჭვული. წინა შემთხვევაში ადამიანს არა აქვს არჩევანის თავისუფლება და თავისი სურვილების გზას მიუყვება, მეორე შემთხვევაში კი ადამიანს უჩნდება არჩევანის თავისუფლება, რადგან იგი თავისუფალია წარსულის კარმისაგან. თუ ამაღლებულ მიზნებს მივყვებით, კარმას აღარ შეუძლია, რომ დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს – იყოს ჭეშმარიტად ბედნიერი. გონება მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს. და შეუძლებელია გონებას ერთი მიზანი ჰქონდეს, თუ ამ მიზანს ამაღლებული სულიერი თვისებები არ გააჩნია. მატერიალურ სამყაროში ვერ ვიპოვით ძალას, რომელიც მიიჯაჭვავდა გონებას და არასოდეს გაუშვებდა. რადგან აქ ბედნიერების ყველა ფორმას ანარეკლის ბუნება აქვს. მატერიალური სამყარო სარკეა, სადაც რაღაც აირეკლება. მაგალითად გავაკეთეთ რაიმე საგანი (ვთქვათ ხის თოჯინა). მასში ირეკლება ჩვენი სიყვარული. ვთქვათ ვინმეს მოეწონა ეს თოჯინა და გაიგო მისი “გემო”. ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი ენერგია, რომელიც ჩადებულია ამ თოჯინაში. მატერიალურ სამყაროში არაფერს არა აქვს ძალა სულიერის გარეშე. თავად მატერიალ კი სულიერი არაა ბუნებით და მას მხოლოდ არეკვლა შეუძლია. ანუ ხის თოჯინამ აირეკლა ჩვენი განწყობა, გემოვნება, სიყვარულის ენერგია. რაც არ უნდა ვაკეთოთ მატერიალურ სამყაროში, გარდა ღმერთის მსახურებისა, ვერ მივიღებთ უმაღლეს გემოს. ვერ მივეჯაჭვებით ამქვეყნიურს მარადიულად. თუნდაც იმიტომ, რომ ამქვეყნიურ ობიექტებს რაღაც განსაზღვრული რაოდენობით ბედნიერების ენერგია აქვთ, სული კი ბუნებით მარადიულად მზარდ ბედნიერებას ითხოვს. ვთქვათ მივიღეთ რაიმე ობიექტისგან ბედნიერება, ხვალ უფრო მეტი მოგვინდება ამავე უბიექტისგან.

გონება გამუდმებით ეძებს მიზანს ბედნიერებისთვის. ბედნიერებაზე მიჯაჭვა კი მაშინვე ბადებს რწმენას. ბევრ ადამიანს გონება დაუმორჩილებელი ჰყავს. ის ველურივითაა, თვითონ ეძებს მიზნებს. ვთქვათ იპოვა ერთი მიზანი და ეს მიზანი მისი ცხოვრების აზრი გახდა. მაგრამ როცა მიხვდება რომ ეს მიზანი არასწორი იყო, დეპრესიაში ვარდება, ცხოვრების სტიმულს კარგავს, ფსიქიკა ენგრევა, მასში არ შედის სასიცოცხლო ენერგია... სასიცოცხლო ენერგიით მხოლოდ მაშინ ივსება ადამიანი, როცა გონებას აქვს განსაზღვრული მიზანი. ანუ გონების მიჯაჭვულობა რაიმე ობიექტზე ბადებს რწმენას, რომ ყველაფერი კარგადაა და მომავალშიც კარგად იქნება. რწმენის შედეგად ძლიერდება ენთუზიაზმი. რწმენა და ენთუზიაზმი მატერიალური ობიექტების და ღირებულებების მიმართაც არსებობს, მაგრამ მას აქვს დამახინჯებული, არაღრმა და წარმავალი ფორმა.

მატერიალურ სამყაროში გონება გამუდმებით უნდა იყოს მიჯაჭვული მიზანზე. ყველა მიზანს გარკვეული ობიექტი გააჩნია. მატერიალურ სამყაროში სამი დონის პლანეტარული სისტემაა და გონებას უკვე დედამიწიდანვე შეუძლია მიეჯაჭვოს მიზნის ობიექტებს მაღალ პლანეტებზე, საშუალო პლანეტებზე (მათ შორის დედამიწაზე) ან დაბალ (ჯოჯოხეთურ) პლანეტებზე. და რომელ ობიექტებსაც მიეჯაჭვება, ბჰაგავად გიტაში ნათქვამია რომ უეჭველად მოხვდება შესაბამის ადგილას.

როცა გონება სპონტანურად ეჯაჭვება ობიექტებს, ამას ეწოდება არაგონიერი (უგუნური) ცხოვრება. გონიერი ცხოვრება კი ნიშნავს რომ ჩვენით ვირჩევთ ობიექტებს, რომლებსაც უნდა მივეჯაჭვოთ.

თანამედროვე ცივილიზაციაში თვლიან რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. საკითხავია რისგან ვართ თავისუფალნი? თავისუფლებისგან? მე ვიყავი ამერიკაში და შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ ეს ყველაზე მონათმფლობელური ქვეყანაა მსოფლიოში. ადამიანი დამონებულია ვალებით, კრედიტებით, იპოთეკური სესხებით, სამუშაოთი... იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი თავის სამუშაოს ვერ მოწყდება, მუდამ დაკავებულია. თავისუფლების იდეა ამ სამყაროში ასეთია: “გავაკეთებ იმას რაც მსურს.” მაგრამ ჩნდება კითხვა, მართლა მე მინდა რაღაც, თუ სხვა რამის გამოა ეს სურვილი? მაგალითად მომინდა ჩაის დალევა და დავლიე. რამ იმუშავა ამ დროს? ჩემი არჩევანის თავისუფლებამ? არა! ამ დროს იმუშავა ჩემმა წარსულმა კარმამ და ამის შედეგად გავიქეცი ჩაის დასალევად. ანუ ჩვენი სურვილები წარსულის კარმის შედეგია. არავითარი თავისუფლება! ეს მონობაა. წარსულ კარმას ვერც ერთი წამით ვერ მოვწყდებით, რადგან ორი ვარიანტი გვაქვს, ან უნდა ვიაროთ კარმის გზით, ან იმ გზით რასაც ავირჩევთ. ვედები ამბობენ, რომ ადამიანი თავისით ვერ აირჩევს ცუდ გზას. თავისი ნებით ადამიანს მხოლოდ კარგი გზის არჩევა შეუძლია, ცუდ გზას კი წარსულის კარმის ზეწოლის შედეგად ირჩევს.

თავისუფალი ნება ჩვენს ფსიქიკაში მხოლოდ განსაზღვრული სახით გამოვლინდება. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენს გონებას ისეთ ობიექტს ვუკავშირებთ, რომელიც უსაზღვრო ბედნიერების წყაროა. ამის შემდეგ გონებას აღარ შეუძლია რომ განეჯაჭვოს ამ ობიექტს. მისი ფუნქცია ასეთია: ეჯაჭვება იმას რაც უკეთესია, რაც მეტ ბედნიერებას გვანიჭებს, მაგრამ ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ასე მარტივად და უბრალოდ არ შეგვიძლია გონების დაკავშირება უსაზღვრო ბედნიერების მონიჭების უნარის მქონე ობიექტთან, რადგანაც ცოდვები გვიშლიან ხელს. ჩვენი ცოდვები გვიშლიან ხელს ჭეშმარიტი რეალობის აღქმაში. ჩვენი აღქმის უნარი დაბინდულია სიწმინდის ნაკლებობის გამო. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა, ამიტომ არც ისე ადვილია მაღალ სულიერ ობიექტებს დავუკავშიროთ გონება. სამაგიეროდ ძალიან ადვილად ექცევა იგი ცოდვების გავლენის ქვეშ. ამას ძალისხმევაც არ ჭირდება, უბრალოდ მოდუნება საკმარისია. და გვიჩნდება სურვილები, რომლებიც გვიმონებენ.

უფრო ღრმად განვიხილოთ გონების ფუნქციები:

1. გონების მთავარი ფუნქცია კონტროლია. მან უნდა აკონტროლოს ჩვენი ბედი, ჭკუა, გრძნობები, სურვილები, მისწრაფებები და ა.შ. ის აკონტროლებს ჭკუას და გრძნობისმიერ ცოდნას (პრატიპატი). არსებობს ცოდნის გარკვეული სახე უმეცრების გუნაში, რომელიც უკვე ჩადებულია მატერიალური სამყაროს არსებობაში. როცა ვიბადებით ამ სამყაროში, ეს ცოდნა ჩვენში უკვე ჩადებულია. ბუნებრივად და ავტომატურად გვაქვს მატერიალური ობიექტებისკენ სწრაფვა.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ ნახევარღმერთები, რომლებიც ჩვენს გრძნობებს მართავენ, ძალით განვითარებით უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ის ნახევარღმერთები, რომლებიც გრძნობათა ობიექტებს მართავენ. ანუ ამ უკანასკნელებისგან გაცილებით მეტად მოდის გემო ბედნიერების შეგრძნებისადმი. ამიტომ ჩვენი გრძნობები გამუდმებით დამონებულნი არიან გრძნობათა ობიექტების მიერ. მუდამ გვეჩვენება, რომ გრძნობათა ობიექტებშია ბედნიერება და მივისწრაფვით მათკენ. სწორედ ეს გრძნობისმიერი ცოდნაა, რომელიც გვხიბლავს და გვითრევს, შემდეგ კი პრობლემებს გვიქმნის.

2. გადაწყვეტილებების გააზრება. გონება ცდილობს აირჩიოს, სად უფრო მეტია ბედნიერება. ჩვენი გონება მერყევია და მრავალი მიმართულებისკენ აქვს მიდრეკილება. სულიერად მაღალგანვითარებულ ადამიანებს კი სწორხაზოვანი და მტკიცე გონება აქვთ. ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს და როდესაც გააზრებას ვიწყებთ, ბევრს ვყოყმანობთ. სულიერმა ადამიანმა კი ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს და ბევრი ფიქრი არ სჭირდება. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ გააზრება ყველაფერს სჭირდება, თვით სულიერი ტრანსიც კი კონტროლირებადი უნდა იყოს რაღაც დონით.

3. ყურადღება. ყურადღების ფუნქცია ჭკუასაც აქვს, მაგრამ მისგან განსხვავებით გონების ყურადღება მიპყრობილია მთავარი მიზნის ობიექტისკენ. მაგალითად ჭკუით მოგვწონს ბევრი ქალი (ან მამაკაცი), მაგრამ გონება ირჩევს მხოლოდ ერთს (კარგ შემთხვევაში რა თქმა უნდა). ცნობიერების ძალიან მაღალ დონეზე კი გონება ირჩევს მხოლოდ ღმერთს და მასზე აქვს მთელი ყურადღება მიპყრობილი. ეს ღვთის წყალობაა და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. “ბჰაგავად- გიტაში” კრშნა ამბობს, რომ თუ ადამიანი ერთგულად ემსახურება მას, თავად აძლევს სულიერ გონებას. ანუ ღმერთი იძლევა ძალას იმისთვის, რომ მასზე ვიფიქროთ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 13 2010, 03:08 PM
პოსტი #29


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



4. დაეჭვება (სამშაია). თუ გონებამ უკვე იცის, მიზანი, მაგრამ ჯერ ვერ შეიგრძნო გემო, ის მუდამ ეჭვებშია. და თუე ს ეჭვები დიდხანს გაგრძელდება, სული პროგრესირებას ვერ განიცდის.

5. სწორი გაგება. ჭკუა მუდამ აანალიზებს, აღიქვამს, მაგრამ სწორი აღქმა ხდება გონების მიერ. ანუ მხოლოდ გონებამ იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი. სწორი გაგება კი მოდის იქიდან, რომ ყველაფერს ვადარებთ ზესულს (რომლის გარეგანი გამოხატულებაა წმინდა წერილებში მოცემული ცოდნა და სულიერი მოძღვარი) და ცრუ ეგოს. სათნოების გუნაში მყოფი გონება მოძღვრის და წმინდა წერილების დარიგებებს ყოველთვის უფრო წინ აყენებს, ვიდრე საკუთარ (ცრუ ეგოს) ინტერესებს. ხოლო თუ პირიქით ხდება, ე.ი. მისი გონება ვნების ან უმეცრების გუნაშია.

6. არასწორი გაგება. გონება შეიძლება არასწორი მიზნით იყოს მიჯაჭვული. რადგანაც გონებას ამგვარი ფუნქცია აქვს, ამიტომ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ჩვენი მიზნის ობიექტი. ვთქვათ ვირჩევთ მოძღვარს, ან მოძღვრებას, საჭიროა კარგად შევისწავლოთ ამ მოძღვრებაში არსებული ადამიანების ცხოვრება, მოძღვართა მიერ გავლილი გზა. კარგად უნდა ვიცოდეთ ვინაა ჩვენი მოძღვარი, ვინ იყო მისი მოძღვარი და ა.შ. ბრმად მინდობა მოძღვარზე იმის გამო რომ უეცრად მოგვეწონა და მოვიხიბლეთ, არ შეიძლება. ამ არჩევანის გაკეთება გადამწყვეტია ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, გონება საბოლოოდ იქნება მიჯაჭვული სწორ ობიექტზე და მთელი ჩვენი ბედი და ცხოვრება შეიცვლება.

7. წარმოსახვა, რომელიც უფრო ჭკუის ფუნქციაა, მაგრამ ამასთან გონებაცაა დაკავშირებული, რადგან წარმოსახვა გვაძლევს ინსტრუქციას მოქმედებისთვის. განსაკუთრებით ეს გამოიხატება ისეთ საკითხებში, როგორიცაა “გათვალვა”, “ჯადო” და ა.შ... ბოროტი ვერასოდეს მოერევა მას, ვინც სიკეთეს აკეთებს. ანუ თუ მე ცუდი არ გამიკეთებია, სხვაც ვერ დამიშავებს რამეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია სხვას ჩემზე ზემოქმედება და “გათვალვა”, თუკი ეს ჩემი კარმითაა განპირობებული. პრობლემა იმაშია, რომ ადვილად შეიძლება მივეჯაჭვოთ ამ ცრუ იდეებს. თუ ვინმე დაგვაშინებს, გონების მიმართულება იცვლება და ამ ობიექტს უკავშირდება, რომლისგანაც მოდის შიში. ანუ გონება გადაერთვება უმეცრების გუნაში.



იმისათვის, რომ გონება ვნების ან უმეცრების გუნის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, უნდა დავაკავოთ იგი განუწყვეტელი საქმიანობით, რომელიც წმენდს მას და ამაგრებს საჭირო ობიექტში. ყოველგვარი ცუდი გავლენა რომ ავიცილოთ, ყოველდღიურად ჩაბმული უნდა ვიყოთ სულიერ პრაქტიკაში, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული. გონებაზე კი ის პრაქტიკა მოქმედებს, რომელიც დაკავშირებულია ხმასთან, იმიტომ რომ ხუთი გრძნობიდან ერთადერთი გრძნობა, რომელიც მხოლოდ გონებასთანაა დაკავშირებული, სმენის გრძნობაა.

სმენა პირდაპირაა დაკავშირებული გონებასთან. შეხების გრძნობა დაკავშირებულია გონებასთან და ჭკუასთან, მხედველობა დაკავშირებულია ჭკუასთან. ადამიანზე სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მხოლოდ მისი ვიზუალური დანახვა არაა საკმარისი, აუცილებელია მოვისმინოთ მისი ხმა. რადგან გონებასთან პირველ რიგში ბგერაა დაკავშირებული, ვიზუალური გარეგნობა კი დაკავშირებულია ადამიანის კარმასთან და წარსულთან. თუ გონება კარმას გადასძლევს, ესე იგი სათნოების გუნაშია, ხოლო თუ საერთოდ აღარაა დამოკიდებული კარმაზე, ეს უკვე სულიერი გონებაა.

გემოვნების შეგრძნება დაკავშირებულია პრანასთან (ფსიქიკურ ენერგიასთან). როცა გემრიელ საჭმელს ვჭამთ, ვიღებთ ფსიქიკურ ძალას, ხოლო თუ იმას ვჭამთ, რაც არ მოგვწონს, ფსიქიკური ძალა კლებულობს. მაგრამ ხდება ისე, რომ ადამიანს ის მოსწონს, რაც უმეცრების გუნასთანაა დაკავშირებული. ანუ არასწორი გემოვნება აქვს, ეს ხდება მაშინ, როცა გონებას არასწორი მიმართულება აქვს და სასიამოვნოა ის, რაც მავნებელია. ამის გამო ადამიანი იმუხტება ფსიქიკური ენერგიით, რომელიც უმეცრების მოდუსშია. ამის საუკეთესო მაგალითია ხორცი, რომელიც უმეცრების გუნაში მყოფი საკვებია და ადამიანები, რომლებიც ხორცით იკვებებიან, შესაბამის ენერგიეს იღებენ. მე ხშირად მეკითხებიან, თუ რატომაა მავნებელი ხორცის ჭამა. სიმართლეს გეტყვით: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები მასში საჭირო და სასარგებლო რაოდენობითაა. მაგრამ ხორცი ენერგეტიკულად ეს არის შეშინებული, განრისხებული ცხოველი, რომელიც რაღაც პერიოდი (სანამ ხორცი არ გაიხრწნება) ნატიფ სხეულში არსებობს და “წყევლის” მათ, ვინც დაკლა და ვინც ჭამს. და ეს ძალიან მოქმედებს ამ უკანასკნელთა კარმაზე. ღმერთი ყველა ცოცხალი არსების სურვილს ასრულებს და თუ ცოცხალ არსებას ჩემთან დაკავშირებით აქვს რამე სურვილი (თუნდაც ნეგატიური), რომელიც “სანქცირებულია” და აქვს ასეთი სურვილის ქონის უფლება, მაშინ ღმერთი უსრულებს მას ამ სურვილს და ეს “წყევლა” და სამართლიანი აღშფოთების ენერგია თავის გზას პოულობს.

8. გონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა მეხსიერება. მეხსიერება ნიშნავს კავშირს, რწმენას. რას ვიხსენებთ? იმას რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ანუ რისიც გვჯერა. თუ ადამიანი გამუდმებით ნეგატიურს იხსენებს, ეს ნიშნავს რომ მისი რწმენა და შესაბამისად გონებაც უმეცრების გუნაშია. ანუ თუ ადამიანი განუწყვეტლივ შფოთავს და წარსულს განიცდის, მისი გონება ვერ წარიმართება სათნოების გუნისკენ.

ჩვენ შეგვიძლია გაცნობიერებულად გამოვიყენოთ გონება. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება ხშირად პრაქტიკულად გამოვიყენოთ იგი. ყველანაირი პრაქტიკა და ქმედება გაცნობიერებული უნდა იყოს და გონებით უნდა იყოს მართული. ყოველთვის უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: “რატომ ვაკეთებ ამას?” ყოველთვის უნდა ჩავრთოთ გონება, სანამ ქმედებას გავაკეთებდეთ.

დავუშვათ ადამაინმა რაღაც გაიფიქრა ჭკუაში (ანუ შეასრულა აზრობრივი ქმედება). შედეგი გვიან მოვა, ან საერთოდ არ მოვა. თუ ქმედება სიტყვით გააკეთა, შედეგი ანუ რეაქცია შედარებით უფრო სწრაფი იქნება, მაგრამ ყველაზე სრაფი რეაქცია მაშინაა, როცა ადამიანი სხეულით აკეთებს ქმედებას. სამაგიეროდ სიტყვისმიერი ქმედება, ყველაზე ძლიერ შედეგს იძლევა, თუმცა ეს შედეგი შეიძლება გვიან მოვიდეს, შემდეგ ცხოვრებაშიც კი... მაგალითად შეურაცხყოფა მივაყენეთ წმინდანს, შედეგი შეიძლება გვიან მოვიდეს, მაგრამ ეს შედეგი ძლიერი იქნება. ამიტომ ყველა ჩვენი ქმედება, განსაკუთრებით სიტყვისმიერი და სხეულისმიერი, წინასწარ უნდა იყოს აწონ-დაწონილი.

9. შემეცნება - გონებამ უნდა შეისწავლოს, თუ რაში მდგომარეობს ბედნიერების უმაღლესი გემო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა, რაც შეიძლება გონებამ გააკეთოს. შემეცნების მთავარი მიზანი, ცხოვრების აზრის გაგებაა.

გონება მაქსიმალურად უნდა მივმართოთ იმ ღირებულებებისკენ, რაც ღმერთამდე მიგვიყვანს. მეხსიერება არ უნდა გადავტვირთოთ უსარგებლო ინფორმაციით (თუე ს სამუშაოსთვის არ გვჭირდება). რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ღმერთი. ვედებში წერია, რომ ბავშვის ჩასახვის დროსაც კი ღმერთზე უნდა ვიფიქროთ და ამით სუფთა და ამაღლებულ სულებს ვიზიდავთ ჩვენს შვილებად.

10. გონებასთანაა ასევე დაკავშირებული ჭკუის მიერ ინფორმაციის შენახვის ფუნქცია. ნებისმიერ ინფორმაციას გააჩნია მიზნის გემო, გემოს შეგრძნება ჭკუის ფუნქციაა, ხოლო მიზნის შეგრძნება გონების. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავფილტროთ ის ინფორმაცია, რომელიც ჭკუაში შეგვყავს.

11. მსჯელობა, განხილვა – ესაა ფუნქცია, რომელიც გონების და ჭკუის ურთიერთქმედებით ხორციელდება. გონება იღებს ჭკუიდან ინფორმაციას, ადარებს მიზანს და უკან აბრუნებს ჭკუაში. შემდეგ მომდევნო ინფორმაციას განიხილავს და ა.შ. ანუ ადამიანი ადარებს, შეესაბამება ესა თუ ის ინფორმაცია მიზანს თუ არა... არსებობს ასევე განხილვა, რომელიც არაა (ან მცირედაა) დაკავშირებული გონებასთან. ამას ნათლად გამოხატავს ეს იუმორესკა: “ვაშლები გუშინ დიდი იყო, მაგრამ ხუთი მანეთი ღირდა. დღეს პატარებია და სამი მანეთი ღირს, მაგრამ პატარებია, გუშინ კი დიდები იყო, მაგრამ სამაგიეროდ 5 მანეთი ღირდა...” ანუ ხანდახან ჭკუა მსჯელობს, მაგრამ გონება თითქმის გათიშულია. ამის ერთერთი სახეა “პრაჯალპა” ანუ საუბრები, რომლებიც გონებას არ უკავშირდება, ანუ არაფრისმომცემი და უაზრო “ჭორაობა”, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გვაფლანგვინებს.

12. გადაწყვეტილების მიღების უნარი – გონების მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ეს ფაქტიურად გონების სულიერი თვისებაა, მაგრამ ხშირად ადამიანები მას არასწორად იყენებენ.

13. აბსტრაქტული აზროვნება – რომელსაც ჭკუა ახორციელებს, მაგრამ მას გონება ჩართავს ხოლმე



არსებობს ორი ძალა, რომელიც გონებაზე მოქმედებს: პირველია ობიექტური გამოცდილება, რომელიც გარედან მოქმედებს და მიღებულია გრძნობისმიერი აღქმით, დასკვნებით, ანალოგიებით და მოწმობებით. მეორე ძალაა მეხსიერება, რომელიც შიგნიდან მოქმედებს.

არსებობს გონების მიერ ჭკუაზე მოქმედების სამი საშუალება: აზრი, სიტყვა და ქმედება. მაგალითად ძლიერ გონებას აზრის ძალით შეუძლია შეცვალოს ბედი. გონება გაიფიქრებს: “არ შეიძლება” და თუ ჭკუა კარგად კონტროლირდება გონების მიერ და ადვილად უჯერებს მას, იგი დაემორჩილება გონებას და “ენდობა”. თუ გონებას ასეთი ძალა არა აქვს, მაშინ სიტყვით უნდა დააჯეროს საკუთარი თავი. ხმამაღლა უნდა მიმართოს საკუთარ თავს. ყველაზე საუკეთესო გზა კი მანტრები და ლოცვებია, რომლებიც სულიერ გონებას აღვიძებს. მესამე საშუალება ქმედებაა. მაგალითად თუ დილით ადრე ვერ ვდგებით ლოგინიდან, უნდა ვთხოვოთ ვინმეს, რომ ძალით წამოგვაგდოს.

მოკლედ განვიხილოთ გონების ტიპები გუნების (მოდუსების) მიხედვით.

1. გონებას სათნოების მოდუსში – შეუძლია განსაზღვროს, რის გაკეთება ჯობია და რისი არა. მას ეს შესაძლებლობა აქვს იმის გამო, რომ დაკავშირებულია ზესულთან. თუ თვითონ ვერ წყვეტს, წმინდა წერილებს კითხულობს და იქ იპოვის პასუხს. თუ იქაც ვერ იპოვა, მაშინ თავის სულიერ მოძღვარს (ან სხვა რომელიმეს) შეეკითხება. ანუ სათნოების გუნაში მყოფი ადამიანი, განუწყვეტლივ ეძებს ზესულთან ურთიერთობის გზებს.

გონება სათნოების მოდუსში წყვეტს, თუ რისი უნდა შეეშინდეს და რისი არ უნდა შეეშინდეს, ხოლო გონებას ვნების მოდუსში აქვს შიშის შეგრძნება, მაგრამ ვერ წყვეტს, უნდა შეეშინდეს თუ არა ამის. მას უბრალოდ ეშინია და მორჩა. ან უბრალოდ არ ეშინია და მორჩა, მაგრამ უნდა ეშინოდეს თუ არა ვერ გადაუწყვეტია. და ეს მხოლოდ სათნოების გუნაში მყოფ გონებას ძალუძს, რადგან მას უშიშრობის შეგრძნებას ზესული აძლევს. და ასევე ზესული აძლევს შიშის შეგრძნებასაც, რადგან არის ისეთი რაღაცეები, რისიც ადამიანს უნდა ეშინოდეს (უნდა გვეშინოდეს, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ წმინდა ადამიანებს, ასევე ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით რელიგიურს, უნდა გვეშინოდეს უეცარი (გაუცნობიერებელი) სიკვდილის).

გონება სათნოების მოდუსში მუდამ ანალიზს უკეთებს, თუ რა დაამონებს და მიაჯაჭვავს ამ ცხოვრებაში და რას მიყავს განთავისუფლებისკენ. მაგალითად დაფიქრდება და გააანალიზებს, საჭიროა თუ არა ბინისთვის ფულის მოგროვება. ვნების მოდუსში კი გონებას მიაჩნია, რომ უნდა დააგროვოს და მორჩა, შედეგებზე არ ფიქრობს.

2. გონება ვნების გუნაში - ამ დროს გონებას არა აქვს სრული კონტაქტი სინდისის ხმასთან (ზესულთან), ამის გამო მას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს: არ შეუძლია განსაზღვროს ჭეშმარიტი რელიგია. არ შეუძლია გაიგოს – სწორია ეს რელიგია თუ არა. ის ყველაფერს საკუთარი სარგებლობის მიხედვით წყვეტს და სწორ გზაზე დადგომა უჭირს. ამიტომ მისთვის კარგი იქნება სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებთან ურთერთობა, რათა მათგან მაინც გაიგოს ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი.

იგი ვერ ავლებს მკვეთრ ზღვარს დაშვებულ და დაუშვებელ ქმედებებს შორის. თითქმის ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. ყველაფერს თავად წყვეტს, სხვისი რჩევების გარეშე.

3. გონებას უმეცრების გუნაში – ეშინია ზესულის (სინდისის ხმის), ვერ იღებს მას. უჯანყდება სინდისის ხმას. ამიტომ მის ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმაა. უღმერთობას რელიგიად იღებს, ჭეშმარიტ რელიგიას კი უღმერთობად. დიად სულს უმნიშვნელოდ თვლის, საშუალო, უმნიშვნელო ადამიანს კი ამაღლებულად. გონება სიბნელეში და ილუზიებშია ჩაძირული და წარსული კარმა მთელი ძალით აწვება მას. ასეთი გონება უეჭველად გადააცდენს ადამიანს ჭეშმარიტი გზიდან.

ასეთი გონების ძირითადი კრიტერიუმია: ოდნავ მაინც მიანიშნებ თუ არა საკუთარ ნაკლზე (ან სხვისი მაგალითითაც კი თუ მიანიშნებ ამაზე), მაშინვე აჯანყდება ამ იდეის წინააღმდეგ. ვნების გუნაში მყოფი ადამიანი უნდა დავაინტერესოთ (თუნდაც სარგებლის გამორჩენის მიზნით) სულიერი ღირებულებებით და იგი თანდათან ავა სათნოების მოდუსში. უმეცარ ადამიანს კი რაც უფრო მეტს ველაპარაკებით სულიერზე, უარეს შედეგს ვიღებთ. ამიტომ ასეთ ადამიანის ხსნის გზა მასზე ლოცვაა.

ჩვენ წინა ლექციაზე ჩამოვთვალეთ ცნობიერების 5 ტიპი. ამ ტიპებს შეესაბამება გონების ასევე 5 ტიპი:

1. ანა-მაიას დონეს შეესაბამება გონების ტიპი, რომელსაც ქვია "მუდჰი" (ვირი).

2. პრანა-მაიას დონეს შეესაბამება “კშიპტა”, რომლის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ უგულვებელყოფს გარშემომყოფთა აზრს (წინააღმდეგი არაა, მაგრამ არც იჯერებს).

3. მანა-მაიას დონეს შეესაბამება გონება – “ვიკშიპტა”, რომელიც ხასიათდება მრავალი მიმართულებით. ასეთ ადამიანს აინტერესებს ყველაფერი და გონება ჭკუის გავლენის ქვეშაა მოქცეული.

4. ვიგიანა-მაიას დონეს შეესაბამება – “ეკაგრა” - ერთი მიმართულების მქონე გონება. ანუ ეს არის დონე, როცა ადამიანი ცხოვრების გონიერ (სულიერი განვითარების) პლატფორმაზე დგება. ასეთი ადამიანი შემდეგ ცხოვრებაში დაიბადება ან ადამიანად, რომელსაც კარგი შესაძლებლობები ექნება სულიერი პრაქტიკისთვის, ან დაიბადება მაღალ პლანეტებზე.

5. “ნირუდჰა” არის გონება, რომელიც არა უბრალოდ ერთი მიმართულების მქონეა, არამედ მხოლოდ წმინდა სულიერი ენერგიისკენაა მიმართული. გონების ეს ტიპი შეესაბამება ცნობიერების დონეს, რომელსაც ეწოდება ანანდა-მაია.


გაგრძელება იქნება...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 14 2010, 12:02 PM
პოსტი #30


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სემინარის მესამე დღე

ჭეშმარიტი ცოდნა და გონების განვითარების ეტაპები

დღევანდელ დღეს დავიწყებთ კრშნას სიტყვებით ბჰაგავად გიტადან:

“მორჩილება; თავმდაბლობა; არაძალმომრეობა; მოთმინება; უბრალოება; ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიმართვა; სისუფთავე; სიმტკიცე; თავშეკავება; გრძნობათა დაკმაყოფილების ობიექტებისაგან აღკვეთა; ცრუ ეგოს არქონა; ცოდნა იმისა, რომ დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა ბოროტებაა; განჯაჭვულობა; თავისუფლება შვილების, ცოლის სახლისა და სხვა დანარჩენის ტყვეობისაგან; სიმშვიდე სასიამოვნო და არასასიამოვნო შემთხვევების დროს; ჩემდამი მუდმივი და წმინდა ერთგულება; განმარტოებულ ადგილას ცხოვრების სურვილი; ხალხთა მასებს ჩემოცილება; თვითრეალიზაციის მნიშვნელობის შეგნება და აბსოლუტური ჭეშმარიტების ფილოსოფიური ძიება – მე ვაცხადებ, რომ ყველაფერი ეს ცოდნაა, ამის გარდა კი რაც არ უნდა იყოს უგუნურებას წარმოადგენს.” (13. 8-12)

აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი ცოდნა. მე კრშნას ყველა ეს დარიგება დავნომრე და გამოვიდა საინტერესო განვითარება, რომელიც სწორედ ჩვენს თემასთანაა დაკავშირებული. პირველი რაც თქვა კრიშნამ, ესაა მორჩილება უმაღლესი ცოდნის წინაშე.

გონება ფსიქიკის ისეთი სტრუქტურაა, რომელიც ცოდნას ფლობს. რითი გამოირჩევიან ადამიანები, რომლებსაც გონება მატერიალურ პლატფორმაზე აქვთ? ასეთი ადამიანები რაიმე საქმიანობის დაწყების წინ ფიქრობენ: “მე მინდა ამის გაკეთება!” სხვების რჩევები მეორე ადგილზე დგას, პირველ ადგილზე კი საკუთარი სურვილია. სათნოების გუნაში მყოფი ადამიანიც შეიძლება იყოს დარწმუნებული თავისი სურვილის სისწორეში, მაგრამ ის ჯერ წმინდა წერილებისგან, მოძღვრებისგან ან საკუთარი სინდისის ხმისგან იღებს რჩევას, ხოლო ადამიანს ვნების ან უმეცრების გუნაში უჩნდება თუ არა სურვილი და მაშინვე წყვეტს რომ განახორციელოს იგი. აქ ჩანს სწორედ დაუმორჩილებლობა. პირველ რიგში ადამიანმა უნდა მოიპოვოს მორჩილება უმაღლესი ცოდნის მიმართ. უნდა აღიაროს, რომ ჯობია რჩევა მიიღოს, იქამდე, სანამ თავისი სურვილით იმოქმედებს. რადგანაც მოქმედება ვნების გუნაში, წარუმატებლობისთვისაა განწირული. რატომაა, რომ ზოგს უყვარს რჩევის მიღება, ზოგს კი არა? იმიტომ რომ ზოგის გონება სათნო მიზნებზეა მიჯაჭვული, ზოგის კი ვნებიანზე (ან უმეცარზე). იმისათვის, რომ გამოვავლინოთ, რაზეა მიჯაჭვული ჩვენი საკუთარი გონება, უნდა დავაკვირდეთ რამდენად ვუგდებთ ყურს სხვების რჩევებს. სათნო გონება ყოველთვის ცდილობს რჩევა მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სინდისის ხმაც კი რთავდეს მოქმედების ნებას, მაინც ეკითხება მასზე გამოცდილ და ბრძენ ადამიანებს. აქ რა თქმა უნდა საუბარია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე და არა წვრილმანებზე.

ცოტა ხნით ვისაუბროთ სულიერ პასუხისმგებლობაზე. სულიერი პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი გულით, ბოლომდე იღებს თავისი სულიერი მოძღვრის დარიგებებს. ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მოსწყდა თავის კარმულ ბედს და ის სულიერი ცხოვრების პლატფორმაზე დგება. მას აღარ აქვს თავისი პირადი ცხოვრება და მასზე კარმა აღარ მოქმედებს... რა თქმა უნდა მას აქვს ავადმყოფობები, ხანდახან შეუძლოდაა, ცუდ ხასიათზეა და ა.შ. მაგრამ ეს ვერ იქნება მთავარი მის ცხოვრებაში, რამეთუ იგი ემორჩილება მოძღვარს (გურუს). ადამიანი ვერ გადაუხვევს სწორი გზიდან, სანამ გურუს ემორჩილება. კარმა ბოლომდე არაა დამწვარი და მოქმედებს მასზე, მაგრამ გურუსადმი მორჩილების გამო იგი დაცულია ამ კარმისგან. ამაში მდგომარეობს საოცარი კანონზომიერება: სულიერ ურთიერთობებს აქვთ ძალა აგვაცილონ ცუდი კარმის ზემოქმედება. გვეცვლება გემოვნება და რაც ადრე გვაინტერესებდა, ის თანდათან უფრო ნაკლებად გვაინტერესებს.

პირველი ეტაპი გონების განვითარების გზაზე არის ის, რომ ჩვენ თავთან ან სხვებთან ვაღიარებთ, რომ გვიჭირს რჩევის მიღება და გვირჩევნია ჩვენი სურვილებით ვიმოქმედოთ. გამოცდილებით და საკუთარ შეცდომებზე დაკვირვებით ადამიანი მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა მიხვდება რომ გონივრული მოქმედება და ცოდნისადმი მორჩილება უფრო მეტი სიკეთის მომტანია და პრაქტიკული რეალიზაციის ძალაც მიეცემა ამის შესასრულებლად. ეს ძალა კი მოდის იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს.

მეორე ეტაპი, მას შემდეგ რაც ცოდნისადმი მორჩილებას გამოიმუშავებს, არის ის, რომ ჩვენ სხვა ადამიანებშიც ვხედავთ ამ ცოდნას და ვხვდებით, რომ ყველა ადამიანშია სიმართლე. ჩავატაროთ ასეთი სავარჯიშო: გაიხსენეთ თქვენი ახლობლები, ნათესავები და დაფიქრდით, არის თუ არა მათში სიმართლე? (აქ იგულისხმება ის სიმართლე, რომელიც საერთოა ყველასთვის, ანუ ზესული (პარამატმა, სულიწმინდა) და არა საკუთარი სიმართლე). ამით ჩვენ ვისწავლით ზესულის (უმაღლესი ჭეშმარიტების) დანახვას ყველა ადამიანში. თუ ჩვენ სიმართლეს ვხედავთ იმაშიც კი, ვინც გულს გვტკენს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მორჩილების გზით მივდივართ. პატიება სინამდვილეში გონების თვისებაა და არა ჭკუის. მხოლოდ სიტყვებით პატიება არაფერს ნიშნავს. აპატიო, სინამდვილეში ნიშნავს, რომ არანაირი პრეტენზია აღარ გქონდეს ამ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ძალიან გატკინა გული. თანდათან ვხვდებით, რომ სიმართლე ყველა ადამიანშია, მიუხედავად იმისა, ემორჩილება ეს ადამიანი ამ სიმართლეს თუ არა. უნდა მივხვდეთ, რომ ვინც გვაბრაზებს, ვინც გულს გვტკენს, უბრალოდ ინსტრუმენტია ჩვენი საკუთარი ბედის ხელში. და როდესაც ამას გავაცნობიერებთ, აღარ დავადანაშაულებთ მათ. სწორედ ამ კანონზომიერების შეცნობის შემდეგ მოდის ჭეშმარიტი მიტევება. ანუ ვხედავთ, თუ როგორ მართავს სიმართლე (ზესული) ადამიანს და აიძულებს ჩემს წინააღმდეგ მოქმედებას. ამის გაცნობიერების შემდეგ ვხვდებით, რომ პრეტენზია ამ ადამიანის მიმართ, იგივეა, რაც პრეტენზია მასში არსებული ზესულის მიმართ და შესაბამისად ღმერთის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ამის გაცნობიერების გარეშე ადამიანი წინ ვერ წავა სულიერ ცხოვრებაში. ყველა სასჯელი, რომელიც სხვა ადამიანებისგან მოდის, უნდა მივიღოთ, როგორც ღმერთის წყალობა, რამეთუ ღმერთი ამ ადამიანის მეშვეობით გვასწავლის და გვზრდის.

სათნოების გუნაში მყოფ ადამიანი, როცა რაიმე ცუდი შეემთხვევა, რა თქმა უნდა განიცდის, მაგრამ ცოდნისადმი მორჩილების გამო იცის, რომ ამ ყველაფერში რაღაც კანონზომიერებაა და საკუთარ თავში ეძებს ძალებს, რომ გაარკვიოს, თუ რატომ დაემართა ასე. შემდეგ კი იღებს ამას და ეგუება. ასეთი გაგება მხოლოდ სულიერი გონების მეშვეობით მოდის.

არსებობს ცხოვრების ორი ტიპი: აქტიური და პასიური. აქტიური ცხოვრება სინამდვილეში სულიერ აქტიურობას ნიშნავს და არა იმას, რომ ჩვენს კარმას (დინებას) მივყვეთ. ვედებში კი ნათქვამია, რომ კალი იუგაში, ნების თავისუფლების და სულიერი აქტიურობის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ღმერთის წმინდა სახელების გალობა და რაც შეიძლება ხშირად გამეორება (მანტრები და ლოცვები). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია სულიერ პლატფორმაზე გადასვლა და კარმისგან დამოუკიდებლად არსებობა. ყოველდღიური ასეთი პრაქტიკის გარეშე ვერ ვიქნებით ჭეშმარიტად ბედნიერები კალი იუგაში. ეს შეუძლებელია! ყოველდღე უნდა ვიკითხოთ მანტრა (ან ვილოცოთ) რომ ნელ-ნელა, თანდათან გადავიდეთ სულიერ პლატფორმაზე. შედეგად მივაღწევთ ჯერ სათნოების გუნას, მერე კი სულიერ ხედვას. პოზიტიური აზროვნება გადააჭარბებს ნეგატიურს. მხოლოდ ამითაა შესაძლებელი გონების განვითარება (ბუდჰი იოგა).

როდესაც ადამიანი მორჩილებით ეპყრობა სხვებს, ამის შემდეგ იწყებს საკუთარ თავში ამპარტავნების, სიამაყის და საბოლოო ჯამში ცრუ ეგოს უფრო ნათლად და მკაფიოდ დანახვას. მორჩილების ყოველ წუთში ეს ცრუ ეგო უფრო მკაფიოდ გამოვლინდება და სწორედ ამ დროს ვაცნობიერებთ, რა გვიშლის ხელს ღმერთის სიყვარულში და სულიერ განვითარებაში. ბჰაგავად გიტაში ნათქვამია რომ სწორედ ცრუ ეგოა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და ეს ყველაზე ნატიფი და ძნელად მოსახელთებელი სტრუქტურაა. მისი მთავარი ფუნქციები კი ავხორცობა და ვნებაა. ანუ მიტაცების სურვილი, პრინციპი – “მე მსურს!” რაც უფრო მეტად გამოვიმუშავებთ მორჩილებას, მით უფრო კარგად ვხედავთ ჩვენს ამ ყველაზე დიდ მტერს...

მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ადამიანი სწავლობს ცრუ ეგოს დანახვას, მას უკვე შეუძლია, რომ დაამარცხოს ცრუ ეგო (მესამე ეტაპი). დამარცხება არ ნიშნავს მის გაქრობას. ნატიფი სხეულიდან ცრუ ეგო არსად არ მიდის და ის მუდამ იქ ცხოვრობს, რადგან მის გარეშე სხეული ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, მაგრამ მას უკვე ძალა აღარ ექნება გონებაზე, ვერ დაიპყრობს გრძნობებს და ვერ გაიმარჯვებს ჭკუაზე. როგორც კი ნაწილობრივ მაინც დავამარცხებთ ცრუ ეგოს, მაშინვე ვხვდებით, თუ რა სახიფათოა იგი და რამდენად “არ უწყიან” ადამიანებმა, თუ “რასა იქმან.” ვხვდებით, რომ ყველა ადამიანი, რომელიც საძაგლობებს და სისულელეებს აკეთებს, გაუცნობიერებლად, რობოტივით მოქმედებს.

გავიგებთ რა ცრუ ეგოს ძალას, მოვიპოვებთ შემდეგ თვისებას, რომელიც ჭეშმარიტ ცოდნას წარმოადგენს – ეს სულიერი განვითარების მეოთხე ეტაპია და მას ეწოდება ძალადობაზე უარის თქმა. ამ ეტაპზე რეალურად ვხვდებით, რომ ყველა საკუთარი პრობლემის მიზეზი ჩვენ თვითონ ვართ. რადგანაც როცა სხვას ვთვლით ჩვენი პრობლემების მიზეზად, ამას მივყავართ ძალადობამდე.

არსებობს ძალადობის სხვადასხვა სახე:

პირდაპირი ძალადობა - უხეშობა, ფიზიკური ძალადობა, ღია აგრესია, ჩხუბი, ყვირილი, უტიფრობა, თავხედობა და ა.შ. (ჭარბობს მამაკაცებში)

ფარული ძალადობა – წყენა, საყვედური, განკითხვა, სიძულვილი, გაბრაზება და ა.შ. (ძირითადად ახასიათებთ ქალებს).

ამავე (მეოთხე) ეტაპზე ვამყარებთ მტკიცე კავშირს სინდისის ხმასთან, რადგან სწორედ ცრუ ეგო ფარავდა ჩვენგან სინდისის ხმას. ხშირად ამ ეტაპზეც ხდება ისე, რომ ძალიან “უსამართლოდ” გვექცევიან, ძალიან გვტანჯავენ და გვტკენენ გულს, და ჩვენც ვბრაზდებით, ვსაყვედურობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვხვდებით რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენ თვითონ ვართ და როცა ყველაფერი ჩაივლის ვაღიარებთ ამას.

გონების განვითარების მეხუთე ეტაპზე ადამიანი უკვე რეალურად (პრაქტიკაში) ხდება არამოძალადე. როცა ვინმე გვაწყენინებს, არის საპასუხო ქმედების ორი ვარიანტი: ან უნდა ვუპასუხოთ აგრესიით, ან უნდა მოვითმინოთ. მოთმინება გუნების მიხედვით სამგვარია:

მოთმინება უმეცრების გუნაში ნიშნავს – “დღეს მოგითმენ და ბოღმას დავიგროვებ გულში, და მოთმინების ფიალა რომ ამევსება მერე ნახავ რასაც გიზამ!”

მოთმინება ვნების გუნაში ნიშნავს – თავის შეკავებას საპასუხო რეაქციისგან, მაგრამ აგრესიის გულში დაგროვებას.

მოთმინება სათნოების გუნაში ნიშნავს – გონების ჩართვას. პირველ რიგში ასეთი ადამიანი ცდილობს გაარკვიოს და გააანალიზოს, თუ რა მოხდა... ამის ნათელი მაგალითია არჯუნა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ბრძოლაზე უარის თქმა დააპირა და მშვილდიც კი გაუვარდა ხელიდან, მაგრამ მაშინვე ჩართო გონება და დაფიქრდა, ხომ არ ცდებოდა? მაშინვე კრშნას მიმართა თხოვნით, რომ დაერიგებინა, შემდეგ კი მოთმინებით და მორჩილებით უსმენდა მას. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სათნო ადამიანი გონებას რთავს და ცდილობს გაიგოს, სწორად იქცევა თუ არა. მოთმინება სათნოების გუნაში, გონების ფუნქციაა (განვითარების შესაბამის ეტაპზე).

მხოლოდ მას შემდეგ (მეექვსე ეტაპი), რაც აგრესიისგან და ძალადობისგან განთავისუფლდება, ადამიანი მოიპოვებს ჭეშმარიტი უბრალოების თვისებას. აქ უბრალოება გულუბრყვილობაში არ უნდა აგვერიოს. უბრალოება ნიშნავს საკუთარი ცოდვების ხედვას. უბრალო ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: “რა მაქვს საამაყო?” წმინდა ადამიანი ყოველ წამს ხედავს თავის ცოდვებს და ხვდება, რომ არაფერი აქვს საამაყო.

მეშვიდე ეტაპი – უბრალოება აძლევს ადამიანს უნარს, რომ შეიცნოს წმინდა ადამიანების ამაღლებული თვისებები. მხოლოდ უბრალოს შეუძლია, რომ წმინდანს გაუგოს. რადგან თავად წმინდანიც ძალიან უბრალოა და მისი გაგება მხოლოდ ამ თვისებით შეიძლება. სულიერად რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო უბრალო და უშუალოა იგი ურთიერთობებში. უბრალო კი ადვილად ცნობს უბრალოს, ამიტომ მხოლოდ უბრალო ადამიანს შეუძლია გამოარჩიოს წმინდანი სხვა ადამიანებისგან. უბრალოება სიამაყის საპირისპირო თვისებაა. ამ ეტაპზე ადამიანს ძალიან ადვილად შეუძლია, რომ იპოვოს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი.

მერვე ეტაპზე, მას შემდეგ რაც ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს იპოვის და ინიცირებას მიიღებს მისგან, გონება ძალიან დიდი სისწრაფიდ იწყებს განწმენდას. ცოდვები და კარმული სამსკარები ძალიან ჩქარა იწვება.

მეცხრე ეტაპზე ადამიანს უჩნდება ჭეშმარიტი ბედნიერების ხედვის უნარი. უჩნდება მტკიცე და ურყევი მიზანდასახულობა. ადამიანი უკვე უშუალოდ ხედავს ბედნიერების წყაროს. ცნობიერების ამ მდგომარეობას ეწოდება მიზანსწრაფულობა. უმაღლესი ბედნიერების ხედვის გარეშე კი ადამიანს არ შეუძლია რომ ჭეშმარიტი მიზანსწრაფულობა გააჩნდეს.

მეათე ეტაპზე ჩნდება სულიერ დროსთან კონტაქტი და იწყება ბრძოლა მატერიალურ დროსთან. ანუ ჩნდება დისციპლინა. მატერიალური დრო გვაიძულებს მოვდუნდეთ, გვაძინებს, ჭამის სურვილს აღგვიძრავს და ტონუსიდან გვაგდებს, დისციპლინა კი ნიშნავს აჯანყებას ამის წინააღმდეგ. მიზანსწრაფული ადამიანი ყოველ წამს ცდილობს რომ სულიერი პრაქტიკით იყოს დაკავებული.

მეთერთმეტე ეტაპზე თვითდისციპლინა აღწევს ისეთ დონეს, როცა ადამიანი სრულიად განჯაჭვულის გრძნობათა დაკმაყოფილების ობიექტებისგან. ამ დროს უკვე შეუძლია ცხოვრების განდეგილური წესი მიიღოს (თუმცა განდეგილობის მიღება უფრო ადრეც შეიძლება მოძღვრის წყალობით და კურთხევით).

მეთორმეტე ეტაპზე ადამიანი მთლიანად თავისუფლდება ცრუ ეგოიზმისგან და ჭეშმარიტი უანგარობის თვისებას მოიპოვებს. ამ დროს საკუთარი თავისთვის საერთოს აღარაფერი უნდა, სიცოცხლესაც კი დათმობს ღმერთის ან სხვა ადამიანების გულისთვის. მსხვერპლი ეგოისტურიც არსებობს, ამ დროს კი მთლიანად უანგაროა.

მეცამეტე ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს, რომ მატერიალურ სამყაროში დაბადება ბოროტება და უმეცრებაა, რადგან ამას ბოროტი ქმედებებისკენ მივყავართ, შესაბამისად ავადმყოფობებისკენ, სიბერისკენ და მტანჯველი სიკვდილისკენ. ანუ ამ ეტაპზე ხდება ბოლომდე გაცნობიერება იმისა, რომ დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა ბოროტებაა. ხდება ამქვეყნიურ ბედნიერებაზე საბოლოო უარის თქმა.

მეთოთხმეტე ეტაპზე ადამიანი იძენს უიშვიათეს ნიჭს იმისა, რომ ჰქონდეს ღმერთისადმი უზარმაზარი სწრაფვა. ამ დროს ხდება ჭეშმარიტი განჯაჭვა ყველა მატერიალური ბედნიერებისგან.

მხოლოდ მეთხუთმეტე ეტაპზე, რაც არ უნდა სასაცილო ან სამწუხარო იყოს ეს, ადამიანს მხოლოდ ამ ეტაპზე უჩნდება ბოლომდე სწორი დამოკიდებულება ახლობლებისადმი, თავისი მოვალეობისადმი, საზოგადოებისადმი და სხვა დანარჩენისადმი. მხოლოდ ამ ეტაპზე შეუძლია რომ მისცეს სწორი რჩევები ყველას, თუ როგორ იცხოვრონ, როგორ განვითარდნენ და ა.შ. ერთი მხრივ არის განჯაჭვულობა, მეორე მხრივ კი საკუთარი მოვალეობების უანგაროდ შესრულების სურვილი.

მეთექვსმეტე ეტაპი: განთავისუფლდება რა კარმის მძიმე ტვირთისაგან, ადამიანი ხდება გაწონასწორებული ჭირშიც და ლხინშიც. ანუ ხდება აბსოლუტური განჯაჭვულობა საკუთარი კარმისგან. და შესაბამისად მატერიალური გუნებისგან (თავად სათნოების გუნისგანაც კი).

მეჩვიდმეტე ეტაპი: იმყოფება რა ღრმა სიმშვიდის ამ მდგომარეობაში, ადამიანი ნათლად ხედავს, რომ ცხოვრების ჭეშმარიტი დანიშნულება ესაა უყოყმანო, უანგარო და მტკიცე ერთგულება ღმერთისადმი.

მეთვრამეტე ეტაპი
: ასეთ ადამიანს უჩნდება ძლიერი მისწრაფება – იცხოვროს ისეთ ადგილას, სადაც არ არის უმეცრება. ანუ მას უნდა წმინდა ადგილას ცხოვრება. (აქ იგულისხმება ასევე ტაძარი, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქშია).

მეცხრამეტე ეტაპი: ასეთ ცხოვრებას მიყავს იმის მწვავე შეგრძნებამდე, რომ უნდა ავიცილოთ არასასურველი ურთიერთობები და უნდა ვეძებოთ ამაღლებული ურთიერთობები.


გაგრძელება იქნება...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 15 2010, 06:20 PM
პოსტი #31


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სემინარის მეოთხე დღე

წინა ლექციაზე განვიხილეთ გონების განვითარების ეტაპები. თუ როგორ იზრდება გონების ძალა და ხარისხი განვითარების შესაბამისად. შევჩერდეთ მეცხრამეტე ეტაპზე, როცა ადამიანი გაურბის არასასურველ ურთიერთობებს და ეძებს ამაღლებულს.

ურთიერთობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ამ სამყაროში მოქმედებს. ის ჩვენს ბედს ცვლის და ხშირად ეს არ გვესმის. ხანდახან ვრთავთ ტელევიზორს, ხანდახან უსმენთ სხვადასხვა ადამიანებს და ეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ასეთი ადამიანი (მეცხრამეტე ეტაპზე), საზოგადოებასთან ურთიერთობისას და მაშინაც კი, თუ ტელევიზორის წინ დასვამ, მაინც არ ექნება ურთიერთობა ამ ყველაფერთან, რადგანაც შინაგანად აქვს მწვავე მოთხოვნილება, ჰქონდეს განუწყვეტელი სულიერი ურთიერთობები. მას არც ერთი წამით არ შეუძლია გაძლოს ღმერთზე ფიქრის გარეშე და თუ ხმამაღლა არა, გონებაში მაინც იმეორებს ღმერთის წმინდა სახელებს. ღმერთის ერთგული მუდამ ცოცხლობს, მუდამ ურთიერთობა უნდა და არ სურს უპიროვნო ბრაჰმანთან შერწყმა.

გადის რა ამ ეტაპებს, ადამიანი ცდილობს იპოვოს თავისი მარადიული ურთიერთობები ღმერთთან. და ესაა ცხოვრების ყველაზე მთავარი მიზანი.

“ბჰაგავად-გიტაში” შემდგომ ნათქვამია, რომ ბედის ყველა ეს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნისგან იბადება, ხოლო თუ ცხოვრება სხვა მიმართულებით მიდის, ეს უეჭველად უმეცრებითაა გამოწვეული.

როცა ღმერთის ერთგული ცნობიერების უმაღლეს ეტაპებს მიაღწევს, მასში გამოვლინდება 9 ნიშან-თვისება:

1. ყველაზე მთავარი თვისებაა სიამაყის არ არსებობა. ეს ყველაზე დიდი დაცვაა ერთგულისთვის, რადგან როცა ამაყი ადამიანები ასეთ უბრალო ადამიანს ხედავენ ყურადღებასაც არ აქცევენ, ხოლო თუ უბრალო ადამიანი ხედავს ასეთ ერთგულს, მიზიდულობა უჩნდება მის მიმართ.

2. განჯაჭვულობა (отрешонност). ადამიანს არ აინტერესებს არასაჭირო ობიექტები.

3. მიჯაჭვულობა ისეთი ადგილებისადმი, სადაც უფალი თავის ფეხით დადიოდა ან ცხოვრობდა; ისეთი საგნებისადმი, რაც უფალთანაა დაკავშირებული; და წიგნებისადმი, რომლებიც უფალს ეხება.

4. სიმშვიდე, რომელიც განპირობებულია ზესულთან - სიმშვიდის და ბედნიერების უწყვეტ წყაროსთან კავშირით.

5. ადამიანი დროს ფუჭად არ კარგავს.

6. სიყვარულის ცეცხლი გულში, რომელიც თანდათან ძლიერდება. ღმერთის ერთგულს თვალებიც ანთებული აქვს, ოღონდ არა აგრესიის, შურის, ან წყენის ცეცხლით (რომლებსაც ასევე ცეცხლოვანი ბუნება აქვთ), არამედ თბილი და ამავე დროს მწველი ცეცხლით, რომლის დანახვის დროსაც სხვა ადამიანს ჭკუა უჩერდება და გულში სითბო ეღვრება. ძნელია ასეთ ადამიანს თვალი მოსწყვიტო.

7. საკუთარი გზის მტკიცე რწმენა. როცა ადამიანს ასეთი რწმენა აქვს, ის არ კამათობს თავისი გზის ჭეშმარიტების თუ მცდარობის შესახებ. თუ ჩვენს რწმენას აკრიტიკებენ და ჩვენ ვბრაზდებით ამის გამო და ვიცავთ ჩვენს რწმენას, ესე იგი ჩვენი რწმენა ვნების გუნაშია.

8. განუწყვეტილი გემო უფლის წმინდა სახელებისადმი.

9. ღმერთის ბუნების და სიდიადეების აღწერის მიმართ მიჯაჭვულობა.



დავუბრუნდეთ ცოდნის განხილვას. ცოდნა არის ის, რაც გონებაშია. ხოლო გონებაში რაცაა, ის ჩვენს ბედთანაა დაკავშირებული. უკვე ვთქვით, რომ ბედი გონების მიმართულებაზეა დამოკიდებული. არჩევანის თავისუფლება სულიერ გონებაში არსებობს. სულიერი გონება კი განვსაზღვრეთ, რომ ღმერთისადმი სწრაფვაა.

გონება ცოდნისგანაა მოქსოვილი. ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა გემოები ბედნიერებისადმი. არსებობს ბედნიერების სხვადასხვა გემო და თვითოეული გემო შეიცავს კატეგორიას, რომელსაც ეწოდება ცოდნა ამ ბედნიერების შესახებ. სხვა ცოდნა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ცოდნა სხვადასხვა ბედნიერებების შესახებ. თუ ადამიანი ზოლებს ითვლის გველის კანზე, იმისთვის რომ დისერტაცია დაიცვას, სინამდვილეში მისი ცოდნა ზოლებზე კი არა, თავის მეცნიერულ სახელზე და დიდებაზეა. ის დიდებისკენ ისწრაფვის და ასეთ მეცნიერულ საშუალებას ირჩევს. ადამიანი ცხოვრობს ცოდნისთვის. ცოდნისთვის იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ბედნიერება. ის შეისწავლის ამცოდნას და მოიპოვებს ბედნიერებას, რადგან ბედნიერების გარეშე მარადიულობის შეგრძნება არ არსებობს. როცა ბედნიერები ვართ, მარადიულობაში ვიმყოფებით და დრო შეუმჩნევლად გარბის, ხოლო როცა უბედურები ვართ, სიცარიელეში ვიმყოფებით, დრო კი ძალიან ნელა და მძიმედ მიდის. მაშასადამე მარადიულობა, ცოდნა და ბედნიერება სულის სამი კატეგორიაა. ცოდნა შუაში იმყოფება. სწორედ მისგანაა მოქსოვილი გონება.

არსებობს ცოდნის ორი ძირითადი ტიპი: მატერიალური და სულიერი. მატერიალური ცოდნა ორი კატეგორიად იყოფა:

1. “ავიდია” – ანუ ცოდნა, რომელიც ყოველთვის დეგრადაციისკენ, ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებს.
2. “აპარავიდია” – მატერიალური ცოდნა, რომელიც ამაღლებს ცნობიერებას. აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ სულიერი ცოდნა მოიპოვოს.

ავიდია” ცოდნა, რომელიც უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა, ესაა ცოდნა ყველაფრის შესახებ, რასაც ცნობიერების დეგრადაციისკენ მივყავართ. მაგალითად ადამიანი შეისწავლის, თუ როგორ გაყიდოს სიგარეტი (რეკლამირება, პიარი, მარკეტინგი და ა.შ.), როგორ დაამზადოს და გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები, როგორ დაამზადოს ნარკოტიკები, როგორ ივაჭროს შავ ბაზარზე. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მივაყენოთ ზიანი ადამიანებს ან სხვა ცოცხალ არსებებს. მაგალითად ატომური ბომბის შექმნა, ქიმიური იარაღის შექმნა. ყველა ამ ცოდნას დეგრადაციისკენ და ჯოჯოხეთისკენ მივყავართ, რადგან ეს ცოდნა უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა... რას ნიშნავს გუნა? გუნა ესაა თოკი, დაუძლეველი ძალა, რომელსაც ვერ დავძლევთ, თუ ვერ გავიგებთ მათი მოქმედების მექანიზმს. ისინი კი მოქმედებენ ძალიან მარტივად: ჩვენ ხელს ვაწერთ “ხელშეკრულებას” – “მე შევისწავლი სიგარეტებს, ან ნარკოტიკებს”. შედეგად მე ვექცევი უმეცრების გუნის სრული გავლენის ქვეშ. მოდის ცხოვრებისეული ეტაპები, რომლებიც უზარმაზარი ძალით მოქმედებენ ჩემზე. ვექცევი სხვადასხვა ადამიანების გავლენის ქვეშ (რომლებიც ასევე უმეცრების გუნის გავლენის ქვეშ არიან). თუ დავაპირებ ასეთი ცოდვილი ცხოვრებისგან გაქცევას, ამ ადამიანებმა შეიძლება დამაშინონ, დამაშანტაჟონ, მომკლან კიდეც... და ყველაფერი ეს იმის გამოა, რომ თავიდანვე “მოვაწერე ხელი” ასეთ ცოდნაზე. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს: ვთქვათ ადამიანმა შეითვისა კონცეფცია, რომ თუ სხვებს არ მოატყუებ, ვერ იცხოვრებ. ესაა კონცეფცია უმეცრების გუნაში.

ავიდიის ერთ-ერთი სახეა სამყაროს ღვთაებრივი და გონიერი მოწყობილობის უარყოფა, ანუ ათეიზმი. ხშირად ათეისტური კონცეფციები შეფარულ და შენიღბულ ხასიათს ატარებს. მაგალითად ფროიდის ფსიქოლოგია, რომელზეცაა დამყარებული თანამედროვე ფსიქოლოგია. ავიღოთ ფროიდისეული განსაზღვრება, რომ სექსუალური იმპულსია ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა და პროგრესის განმაპირობებელი ფაქტორი. ბჰაგავად-გიტაში კი კრშნა ამბობს, რომ ასე დემონები ფიქრობენ, რომლებიც სრული უმეცრების ქვეშ იმყოფებიან. ფსიქოლოგები ურჩევენ ადამიანს, რომ სექსუალური იმპულსი დაიკმაყოფილონ ოჯახში, ან ოჯახს გარეთაც, თუ ამას სხეული ითხოვს, ის კი არ იციან, თუ რა შედეგები მოყვება ამას, რადგან არ გააჩნიათ ცოდნა. ისინი, ვინც ასეთი ფილოსოფიის გავლენის ქვეშ ექცევიან, შესაბამისად უმეცრების გუნის ზემოქმედების ქვეშ გადადიან.

ცოდნას ვნების გუნაში ეკუთვნის ცოდნის ისეთი ფორმები, როგორიცაა მაგალითად როგორ ვიკვებოთ დახვეწილად, როგორ გვქონდეს მაქსიმალურად სრულყოფილი სექსი, როგორ გვეძინოს კომფორტულად (რბილად და მოხერხებულად). როგორ მოვიპოვოთ სიმდიდრე (ბიზნესკურსები და ა.შ.). მრავალი სახის ცოდნა რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ცხოვრების თვითმიზნად არ უნდა გავიხადოთ იგი...

ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე სურვილით, თუ ძალიან მოვინდომებთ მთელი ჩვენი კარგი კარმა ერთ ადგილას “მოვაქუჩოთ” და უეცარ წარმატებას მივაღწიოთ. ანუ ხდება დადებითი კარმის ერთ იდეაში კონცენტრაცია. ვთქვათ ადამიანს უნდა საზოგადოებაში დიდი წარმატების მიღწევა. დიდი ძალისხმევის შედეგად იკავებენ მაღალ პოსტებს, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა შესაბამისი უნარები და თვისებები. ამის შემდეგ ნაცვლად იმისა რომ იზრუნონ ხალხზე, ძარცვავენ მათ, ანუ იკრებენ ყველა იმ ადმიანის უარყოფით კარმას, რომლებიც მათ გარშემო არიან. ისევე როგორც სანაგვე ორმო იგროვებს ნაგავს... “მანუ სმრიტის” თანახმად თუ საზოგადოებრივი ლიდერი ხალხის შემოსავლის 10%-ს იღებს, შესაბამისად იგი ამ ხალხის ცოდვების 10%-ს იღებს თავის თავზე. ადვილი წარმოსადგენია სად მოხვდება ასეთი ადამიანი სიკვდილის შემდეგ... ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ცოდნას წარმოადგენს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მოვიპოვოთ დიდება და სახელი.

ცოდნას სათნოების გუნაში ეწოდება “აპარავიდია”. ეს ცოდნა აღამაღლებს ადამიანს. ასეთ ცოდნას მიეკუთვნება:

ცოდნა ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ იმისათვის რომ სულიერად განვვითარდეთ. ცოდნა ქცევის ეთიკური წესების შესახებ. ცოდნა სწორად კვების შესახებ (უარის თქმა ხორცზე, კვების სწორი რეჟიმი და ა.შ.). ცოდნა ნატიფი სხეულის აგებულების და გონების განვითარების წესების შესახებ. ხოლო ყველაზე ამაღლებული ცოდნა მატერიალური ცოდნებიდან არის ცოდნა სამყაროს მოწყობილობის შესახებ და სწორად ცხოვრების შესახებ. ეს ცოდნა უკვე სულიერშI გადადის.

სულიერ ცოდნას ეწოდება “ვიდია”. ესაა

1. ცოდნა მატერიალური ბუნების მოდუსების (გუნების) მოქმედების მექანიზმების შესახებ. ასევე მათგან (გუნებისგან) განთავისუფლების შესახებ.

2. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ განვთავისუფლდეთ მატერიალური ტანჯვისგან.

3. ცოდნა სულის შესახებ. მას აქვს სხვადასხვა განყოფილება:

“გუჰია” – საიდუმლო ცოდნა, ანუ იგივე “გიანა იოგა”. ეს არის ინტელექტუალურ ანალიტიკური მეთოდი სულიერის მატერიალურისგან გამოსარჩევად.

“გუჰია ტარ” – კიდევ უფრო საიდუმლო ცოდნა, როცა ადამიანი შეისწავლის თუ რა არის ბედნიერება, შეისწავლის ბრაჰმანს და პარამატმას (ზესულს). ასევე “შანტა რასა” როდესაც ადამიანი ბედნიერი და მშვიდია, ღმერთს შეიცნობს, მაგრამ მისი მსახურება ჯერ არ უნდა. დჰიანა იოგა ანუ მედიტაციას პარამატმაზე (ზესულზე).

“გუჰია ტამ” – ყველაზე საკრალური ცოდნა: ესაა ბჰაკტი იოგა, რომელიც წარმოადგენს “დასია რასა” (დას-მსახურება), ანუ ცოდნა ღვთის მსახურების შესახებ. მაგალითად ქრისტიანები დასია რასაში იმყოფებიან ღმერთთან მიმართებაში. ასევე “სადჰანა ბჰაკტი”, “ნიშკამა კარმა იოგა” – როცა ადამიანი კარმულ საქმიანობას ეწევა, მაგრამ ამ საქმიანობის შედეგებზე (ნაყოფებზე) უარს ამბობს. ის მხოლოდ ღმერთის დაკმაყოფილებისთვის მუშაობს. “ბუდჰი იოგა” – როცა ადამიანი მიენდო ამ იდეას საკუთარი თავის სრულყოფის შესახებ და სხვა არაფერი აინტერესებს. “რაგანუგა ბჰაკტი” – როცა კავშირი ღმერთთან უკვე არსებობს და მზე (ღმერთი) გამოჩნდა მისი ცხოვრების ჰორიზონტზე. “სარვა გუჰია ტამამ” – საკრალურთა შორის ყველაზე საკრალური ცოდნა: “საკია რასა” და “ვატსალია რასა” ანუ ღმერთთან მეგობრული ან მშობლიური ურთიერთობა და “მადჰურია რასა” ცოდნის ყველაზე მაღალი გამოვლინება რაც კი სულიერ სამყაროში არსებობს: ცოლ-ქმრული ურთიერთობა (სვაკია რასა) და ურთიერთობა განშორების მდგომარეობაში (პარაკია რასა).

ყველანაირი ცოდნა მოიპოვება სამი საშუალებით.

1. ობიექტის უშუალო აღქმა.
2. ანალიზი, შედარება იმისა რაც დავინახე ან მოვისმინე, ზესულთან (წმინდა წერილებთან და სულიერ მოძღვართან).
3. შაბდა – აბსოლუტურად უჩვეულო სულიერი ბგერა. სწორედ ის ბგერა, რომელმაც შექმნა ეს მატერიალური სამყარო. არაფერია უფრო ძლიერი ამ სამყაროში, ვიდრე შაბდა. ესაა ძალა, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ შეცვალოს ადამიანის ბედი. ეს სულიერი ბგერა გვესმის სულიერი მოძღვრებისგან და ჩვენგან დამოუკიდებლად ცვლის ჩვენს ცნობიერებას. ადამიანი უბრალოდ უსმენს და მისი მთელი ცხოვრება იცვლება. როდესაც შაბდას (სულიერ ხმას) ვისმენთ, ან ღმერთის წმინდა სახელებს ვგალობთ, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ მთელი ჩვენი ბედი მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ, და უკეთესობაში ითვლება ის, რაც სულიერ პროგრესს უწყობს ხელს და არა ის, რაც ჩვენ გვგონია რომ უკეთესია. ღმერთი უფრო კარგად წყვეტს რა არის ჩვენთვის უკეთესი, მთავარია მივენდოთ მას.

სხვანაირი კლასიფიკაციით არსებობს ცოდნის მოპოვების ორი გზა:

1. აღმავალი გზა. ეს ნიშნავს პრინციპს – “მე შემიძლია”. ანუ ამ დროს ვცდილობთ ღმერთის წყალობისგან დამოუკიდებლად, ჩვენით მივიღოთ უმაღლესი ცოდნა. სწორედ ამაზეა დამყარებული თანამედროვე ექსპერიმენტალური მეცნიერება. უკვე შექმნეს “შიზოფრენიული” დანადგარები, ისეთი, როგორიცაა “ბიოველის გამზომი”. სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით რა არის ბიოველი. ჩვენ რომ პრანის (საციცოცხლო ენერგიის) გაზომვა შეგვეძლოს, ასეთ დანადგარს წამში შეეძლება ადამიანის მოკვლა. სასიცოცხლო ენერგია სიცოცხლესთანაა დაკავშირებული და თუ ეს ენერგია გაზომვადია, ესე იგი მასზე ზემოქმედება შეიძლება, ხოლო თუ ზემოქმედება შეიძლება, ადამიანი ვერ იცოცხლებს ასეთი “გაზომვის” პირობებში. ანუ ეს ბიოველის გაზომვები არ შეეხება პრანას, ეს უბრალოდ ნერვული იმპულსების პრანასთან სხვადასხვა დონეებზე ურთიერთქმედების ველებია, მაგრამ არაფერი საერთო ჩვენს სასიცოცხლო ენერგიასთან არა აქვს. მითუმეტეს ჭკუის ნატიფ სხეულთან და მით უფრო გონების ნატიფ სხეულთან... მხოლოდ წმინდა ადამიანს შეუძლია დაინახოს ადამიანის ინტელექტი, ფსიქიკური შესაძლებლობები, სასიცოცხლო ენერგია.

ნატიფი ენერგიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 8 ენერგიაა:

1. სივრცის (ეთერული) ენერგია.
2. სასიცოცხლო ძალა, რომლის საშუალებითაც ვმოქმედებთ და ვმოძრაობთ. სწორედ ამ ენერგიის გამოსხივება ხდება. ეს იგივე ჰაერის ენერგიაა.
3. ყველა სახის ტრანსფორმაციის ენერგია ანუ ცეცხლის ენერგია.
4. ენერგია, რომელიც ყველაფერს აძლევს შეერთების საშუალებას, იგივე წყლის ენერგია.
5. ენერგია რომელიც იძლევა ფორმას ანუ მიწის ენერგია.
6. ჭკუის ენერგია.
7. გონების ენერგია.
8. ცრუ ეგოს ენერგია.

ამ ყველა ენერგიის ხელსაწყოებით გაზომვა შეუძლებელია.


2. დაღმავალი (ზემოდან ჩამომავალი) გზა. ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ იმ ცოდნას, რაც დიდმა ბრძენებმა და წმინდანებმა მოგვცეს. კიდევ უფრო მაღალია ცოდნა, რომელიც თავად ღმერთმა გადმოგვცა და ეს ცოდნა რეალურად არსებობს. მაგალითად “ბჰაგავად გიტა”, “შრიმად ბჰაგავატამი”. ესაა ცოდნა, რომელზეც უნდა დავამყაროთ ჩვენი ცხოვრება.

ცოდნის განვითარების ეტაპები:

1. გიანა –ცოდნის შესწავლა წმინდა წერილებიდან. ეს ცოდნა შედის ჭკუასა და გონებაში და იმისთვის რომ ეს ცოდნა გონებაში შევიდეს, საჭიროა რწმენა. თუ რწმენა არაა, ინფორმაცია მხოლოდ ჭკუაში გროვდება.

2. ვიგიანა – პრაქტიკით გაცნობიერებული და რეალიზებული მოძღვრისგან მოსმენილი ცოდნა. პრაქტიკის ყველაზე კარგი მეთოდია ვისწავლოთ ცოდნის მოსმენა და ვისწავლოთ ჭეშმარიტი ცოდნის ცრუსგან გარჩევა.

3. ტრანსცენდენტული ცოდნა – ანუ ცოდნა ღმერთის და სულიერი სამყაროს შესახებ. ასეთ ცოდნას მხოლოდ მაშინ იღებს ადამიანი, როცა ღმერთის წყალობა მოდის მასზე და ღმერთი ისურვებს ამას.

4. ცოდნა, რომელიც სცილდება მატერიალური გრძნობების საზღვრებს. (ესეც ტრანსცენდენტული ცოდნაა.

5. ყველაზე ამაღლებული – სულიერი ცოდნა.


შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ ყველაფერი იმის შესახებ, რაც იწვევს გონების დეგრადაციას...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 15 2010, 06:41 PM
პოსტი #32


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



პასუხები შეკითხვებზე:

კითხვა: “ბჰაგავად გიტაში” ნათქვამია, რომ ის ვინც ნახევარღმერთებს ეთაყვანება ამავე ნახევარღმერთების (სამოთხისეულ) პლანეტებზე მოხვდება. იშა-უპანიშადში კი ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში ხვდებიან. რატომაა წინააღმდეგობა ამ ორ ფრაზაში?

პასუხი: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანი ნახევარღმერთებს ეთაყვანება, ის შესაბამისად ნახევარღმერთების პლანეტებზე ხვდება. ეს პლანეტები კი სამოთხისეული პლანეტებია მთვარის გზის გავლით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ სამოთხეში მოხვდება. იქ ისეთი ძალის განცხრომა და სიამოვნებაა, რომ ადამიანს თაყვანისცემისთვის აღარ სცალია. იქ ადამიანები უბრალოდ ბედნიერები არიან და ნეტარებაში არიან და ეს გაგრძელდება მანამ, სნამ მათი კარგი კარმა არ დამთავრდება. შემდეგ ისინი ისევ საშუალო დონის პლანეტებს უბრუნდებიან. რას აკეთებენ ამ პლანეტებზე? რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც წინა ცხოვრებაში 10 000 ან მეტი წელი განცხრომაში იყო? მე აგიღწერთ ასეთ ადამიანებს: ისინი ძალიან ლამაზები და მომხიბვლელები არიან, საერთოდ არ უყვართ მუშაობა, ცდილობენ სხვების ხარჯზე იცხოვრონ, ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ ნარკოტიკების მოხმარებისადმი, რადგან ძალიან უნდათ ნეტარება და არ იციან სხვანაირად როგორ მოიპოვონ იგი. ეს ყველაფერი კი უმოკლესი გზაა ჯოჯოხეთში. შესაბამისად იშა-უპანიშადში უფრო “შორსმჭვრეტელური” შედეგია ნახსენები, ბჰაგავად-გიტაში კი შუალედური.

კითხვა: რატომ ავადმყოფობენ წმინდა ადამიანები?

პასუხი: არსებობს ორი პასუხი ამ კითხვაზე:

1. არსებობს სიწმინდის სხვადასხვა დონე. არსებობს ისეთი დონე, როცა ადამიანი უკვე დადგა სულიერ გზაზე, მაგრამ მისი კარმა ისევ აგრძელებს მის სხეულზე ზემოქმედებას. შედეგად მისი სული ძლიერდება, სხეული კი თავისი ინერციით მიდის. (ეს დამოკიდებულია წარსულ კარმაზე).

2. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ მაღალ სულიერ პლატფორმაზე იმყოფებიან, რომ მათი მთელი კარმა დამწვარია და იდეაში ავადმყოფობა ვეღარ უნდა შეეხოს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა მისია აქვს ამ ადამიანს, ღმერთი ეხმარება გარკვეული ნიშან-თვისებების გამომუშავებაში და გამოცდებს უწყობს, ერთ-ერთი სახე გამოცდებისა არის ავადმყოფობები... თანაც ხშირად წმინდანის გარდაცვალების ერთადერთი გზა ავადმყოფობით სიკვდილია (თორემ თავისი ნებით შეიძლება წმინდანს არც მოუნდეს წასვლა და გააგრძელოს ადამიანების დახმარება, ამიტომ ღმერთს ავადმყოფობის მეშვეობით მიყავს იგი).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი May 15 2010, 07:43 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



პავლე მოციქული ავად იყო და მან სამჯერ ტხოვა უფალს განმკურნეო და უარი მიიღო უფლისგან და როგორთხოვდა წარმოიდგინე პავლე მოციქული რომლის სარტყელიც კი კურნავდა ან მის თავსაბურავს ადებდნენ და კურნავდა ავადმყოფებს და ესეთი მოციქული ევედრა უფალს ,და უარი მიიღო ,პავლე მოციქულს ჭირდებოდა სიმდაბლის მუდმივი სასწავლებელი რომელიც ამშემთხვევაში იყო ავადმყოფობა. ეს მას უფალმა უპასუხა.




--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 15 2010, 08:03 PM
პოსტი #34


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.zakaria.

ხო და წმინდანების ავადმყოფობის მიზეზი კიდევ ისიცაა, რომ ჩვეულებრივი ხალხი არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და უიმედობაში ავადმყოფობის გამო, როცა ხედავს რომ წმინდანებიც კი ავადმყოფობენ, ღვთის რწმენა აღარ ეკარგებათ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 15 2010, 09:27 PM
პოსტი #35


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ისა ხალხო, ჯერ ეს სემინარი უნდა მოვრჩე და მერე რა ჯობია რომ ვთარგმნო, ვედური ფსიქოლოგია გირჩევნიათ თუ უფრო ფილოსოფიური თემები რამე? რა თქმა უნდა იმათ ვეკითხები ვინც კითხულობს tongue.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 15 2010, 09:30 PM
პოსტი #36


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ვედური ფსიქოლოგია

დასდე ეს biggrin.gif

ფილოსოფიას უშენოდაც მოვნახავ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 15 2010, 09:34 PM
პოსტი #37


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 17 2010, 05:53 PM
პოსტი #38


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სემინარის მეხუთე დღე

დავიწყოთ საუბრის იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ცოდნის შეძენა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ცოდნის მიღება მის დაცულობას განაპირობებს. შეისწავლა რაღაც და მომავლის იმედი უჩნდება. ასეთი ცოდნა ვნების გუნის გავლენის ქვეშაა, რადგან მთელი აქცენტი მომავალზეა გადატანილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გარჩევა: ის ცოდნა, რომელიც სათნოების გუნის ქვეშაა, ან სულიერ ძალას ფლობს, სრულიად სხვაგვარ ფსიქიკურ შეგრძნებას იძლევა. როცა ადამიანი ჭეშმარიტ ცოდნას იძენს, მაშინვე, იმ წამსვე მის შიგნით თითქოს ნათდება რაღაც; მარადისობის შეგრძნება აქვს; ჭეშმარიტი ცოდნის სინათლე უმეცრების სიბნელეს ფანტავს. ჭეშმარიტი ცოდნის შეძენის ნიშნებია:

1. სწორედ ახლა, ამ წამს ვგრძნობთ ბედნიერებას და ვხვდებით, თუ როგორ ვიცხოვროთ მომავალში. არა ის, რომ ვისწავლე და მომავალში ამით სარგებელს მივიღებ, არამედ იმ წამსვე ხდება ბედნიერების შეგრძნება.

2. იხსნება საგანთა ჭეშმარიტი ბუნება. ჩვენ ვხსნით ამ ბუნებას, თუ თავისით იხსნება? ამაშია განსხვავება სულიერ და მატერიალურ ცოდნას შორის. მატერიალურ ცოდნას აღმავალი ბუნება აქვს, სულიერს კი დაღმავალი (ჩამომავალი). როცა მატერიალურ ცოდნას ვიყენებთ, ჩვენ ვხსნით საგანთა არსს, სულიერი ცოდნით კი ეს არსი თავად გვეხსნება.

3. ყველა ეჭვი თავისით იფანტება. ზედმეტი ახსნა საჭირო აღარაა და ყველაფერი გასაგები ხდება.ვთქვათ გაქვთ რაღაც პრობლემა. თუ სულიერი გზით წყვეტთ ამას, პრობლემა თავისით გადაიჭრება.

4. ადმიანს, რომელსაც სულიერ ცოდნასთან შეხებით გონება ეწმინდება, თანდათან სიყვარულის შეგრძნება უჩნდება.

5. როცა ჭეშმარიტ ცოდნას იღებს, ადამიანს ერთდროულად უჩნდება სიბრძნეც და მორჩილების უნარიც. ეს ორი თვისება ერთად იშვიათია და მხოლოდ იმ ადამიანებს ახასიათებთ, ვინც ჭეშმარიტ ცოდნას ფლობს.

6. ადამიანს მუდმივი შეხება აქვს თავისი სინდისის ხმასთან, შესაბამისად მუდამ გრძნობს თავის ცოდვებს. აცნობიერებს, რომ თავისი პრობლემების მიზეზი თვითონაა და არა ვინმე სხვა.

7. ასეთი ადამიანი ყველას სიყვარულით უყურებს გარშემო და ერთმანეთისგან არ განარჩევს. რა თქმა უნდა ზოგი მეტად უყვარს, ზოგი ნაკლებად სიყვარულის ძალის მიხედვით, მაგრამ სიყვარულის ხარისხით ყველა ერთნაირად უყვარს.

არსებობს გონების განვითარების შემდეგი გზები:

1. კარმა იოგა ეწოდება საქმიანობას ამ სამყაროში, როდესაც ადამიანს უნდა ჩვეულებრივი მატერიალური საქმიანობა სულიერ პრაქტიკას დაუკავშიროს. ანუ თავისი საქმიანობის ნაყოფები შეძლებისდაგვარად ღმერთს მიუძღვნას.

2 გიანა იოგა - ადამიანი უარს ამბობს ამქვეყნიურზე და ცოდნის განვითარებითაა დაკავებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ ემსახურება ღმერთს. ის სწავლობს ამ სამყაროს, განსხვავებას სულსა და მატერიას შორის. ამისთვის საჭიროა განდეგილური ცხოვრების წესი. და ეს ძალიან მძიმე და რთული გზაა. ხშირად ხდება, რომ მათი გული ცივი და ქვასავით მაგარი ხდება. ამ გზამ ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს იმპერსონალიზმამდე. თუმცა ხანდახან გიანა იოგის დროს ადამიანები ძალიან სწრაფად აღწევენ ღმერთის შეცნობამდე. ეს საკმაოდ სწრაფი გზაა, მაგრამ ამავდროულად სახიფათოც, რადგან დიდია მიდრეკილება იმპერსონალიზმისკენ.

3. ბჰაკტი იოგა – ღმერთის ერთგული მსახურების გზა. ხშირად კარმა იოგა და ბჰაკტი იოგა ერთდროულადაა ჩვენს სულიერ პრაქტიკაში.

როდესაც გონება სრულიად იწმინდება ეგოიზმისგან, ადამიანი აბსოლუტურ ბედნიერებას გრძნობს. ამ მდგომარეობას ეწოდება ბრაჰმანის შეცნობა.

პარამატმის (ზესულის) შეცნობა ხარისხობრივად შემდეგი ეტაპია გონების განვითარებისა. ეს არ ნიშნავს უბრალოდ ცნობიერების გაწმენდას, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სულიერი ფორმების ხედვას იწყებს. ის უკვე პარალელურად მატერიალურთან ერთად სულიერ სამყაროში ცხოვრობს. როცა ადამიანი უბრალოდ განიწმინდა და ბედნიერი გახდა, სული ჯერ არ ცოცხლობს, მას უბრალოდ უხარია, თითქოს ახალგამოღვიძებულია და სინათლეს ხედავს, მაგრამ ეს სინათლე თვალებს ჭრის და ვერ არჩევს ვერაფერს ამ სინათლეში. პარამატმის შეცნობის დროს კი უკვე ფორმები იკვეთება და სული ცხოვრებას იწყებს სულიერ სამყაროში.

ბჰაგავანის შეცნობა ნიშნავს რომ სული უშუალო ურთიერთობაში შედის ღმერთთან და სულიერ ობიექტებთან. სწორედ ბჰაგავანის შეცნობის ეტაპია წმინდა ერთგული სამსახური, ანუ სუფთა ბჰაკტი.



ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ბინძურდება და დეგრადირდება გონება:

1. ატიაჰარა – ზედმეტად ჭამიკენ და ზედმეტი სიმდიდრის დაგროვებისკენ მიდრეკილება. იგივე სიხარბე. სიხარბესთანაა დაკავშირებული შუა (გულის) ფსიქიკური ცენტრი - ვიშნუ გრანდჰა (იხ. სემინარის პირველი დღე).


ძირითადად არსებობს სამი გზა ჯოჯოხეთისკენ: “კამა” (ვნება, მიტაცების სურვილი, вожделение), სიხარბე და რისხვა (гневъ), მიტაცების სურვილი (“კამა) დაკავშირებულია ქვედა ენერგეტიკულ ცენტრთან, სიხარბე შუასთან, რისხვა კი ზემოთა ცენტრთან (რუდრა გრანდჰა). როცა ქვემოთა ცენტრი (ბრაჰმა გრანდჰა) უკონტროლოა, სექსის, ჭამის და ძილის სურვილი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო უკონტროლო ხდება. ანუ კამა (ამ სიტყვის სრულყოფილი თარმანი არ არსებობს და ყველაზე მეტად შეესაბამება вожделение) ადამიანს კონტროლის უნარს ართმევს.

სიხარბე ადამიანს პირველ რიგში თავისუფალ დროს ართმევს (დროს აკარგვინებს). ხარბი ადამიანის თვისებებია:

დამქანცველი მუშაობა – ხარბი ადამიანი ბევრს მუშაობს, არ კმაყოფილდება იმით რაც აქვს და მეტი უნდა.

დაღლილობა – გონების ძალა სუსტია, სამუშაო კი ბევრი. ჩნდება ცხოვრებისგან დაღლილობის შეგრძნება.

სიხარბე გულში აღწევს და განდევნის ასევე გულის ცენტრი არსებულ ისეთ დადებით თვისებას, როგორიცაა სიყვარული და უანგარობა.

იგივე პროცესები ხდება მაგალითად ისეთი ქალის გულშიც, რომელიც შეიძლება სახლში ზის და მუშაობით არ იღლება, მაგრამ გამუდმებით ელოდება, როდის მოუტონს ქმარი რაც შეიძლება მეტ ფულს.

სიხარბის განვითარების შემდეგი ეტაპი შიშია. ადამიანს ეშინია თავისი მომავლის გამო. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობს მასმედია და საინფორმაციო გადაცემები. ვედებში წერია: თუ იცი ცუდი ამბავი, ჯობია არ თქვა! რადგან ეს არაკეთილსასურველია (თუ ამის თქმის აუცილებლობა არაა ღა თქმა უნდა). ტელევიზიით კი საინფორმაციო გამოშვებებში ამბების 80% “ცუდ ამბებს” ეთმობა.

მეხუთე ეტაპი კი გზაა ჯოჯოხეთში და ეს ცხოვრებაშივე იწყება. როგორ ვლინდება, რომ სიხარბისგან დამარცხებული ადამიანი ჯოჯოხეთისკენ მიდის? ის იწყებს ლოთობას, ნარკოტიკების მოხმარებას, შეიძლება გაგიჟდეს. ან უბრალოდ ისეთი ხარბი ხდება, რომ მასთან ურთიერთობა შეუძლებელია. ამის მაგალითია მრავალი მათხოვარი ქუჩაში. მათთვის უფრო ადვილია იმათხოვრონ, ვიდრე იმუშაონ.

დავუბრუნდეთ სიხარბის ისეთ გამოვლინებას, როგორიცაა ბევრი ჭამის სურვილი. ბევრი ჭამა და სიმსუქნე შეიძლება კარმისგან იყოს გამოწვეული და სიხარბეს არ უკავშირდებოდეს. ასეთ ადამიანს საქციელზე ეტყობა ხარბია იგი თუ არა ბუნებით.

2. პრაიასა – გონების დეგრადაციის დამახასიათებელი ნიშანთვისება – როცა ადამიანი წყვეტს, რომ ნაკლები დრო უნდა დაუთმოს სულიერ პრაქტიკას და მეტი მატერიალურს. იგი აკეთებს ასეთ შეთანხმებას გონებასთან: “ჯერ ინსტიტუტში ვისწავლი, კარიერას მოვიწყობ, ოჯახს მივხედავ და სულიერებაზე მერე ვიზრუნებ...”
შედეგად გონების სისუფთავე იკლებს და დაბინდული ხდება. ეკარგება სულიერი ენთუზიაზმი. პრაიასაც გულის ცენტრის დონეზე იმყოფება.

3. პრაჯალპა (ლაყბობა) – უაზრო საუბრები მიწიერ თემებზე, ჭორაობა, საუბარი ისეთ თემებზე, რომელიც არაა დაკავშირებული სულიერ განვითარებასთან, უფლის მსახურებასთან... ხდება ისე, რომ ადამიანი იძულებულია სამსახურებრივ საქმეებზე ილაპარაკოს. ეს გასაგებია და ბუნებრივია, თანაც ასეთი საუბრები გულთან ახლოს არ მიაქვს ადამიანს (ყოველ შემთხვევაში არ უნდა მიიტანოს), ამიტომ ეს არ არის პრაჯალპა. უაზრო ლაყბობაც რეალურად გზაა ჯოჯოხეთისკენ. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი გზა ჯოჯოხეთისკენ იწყება ნაზად, შემპარავად... პრაჯალპა გვაცლის ენერგიას სულიერი ცხოვრებისთვის და ნაგვით გვიბინძურებს გულს.

4. იამაგრაჰა – წესების დაუფიქრებელი შესრულება (რიტუალიზმი), ან მათი დაუფიქრებელი უგულვებელყოფა. როდესაც ტაძარში ან სხვაგან ღვთისმსახურებაში ვღებულობთ მონაწილეობას, ეს არ უნდა იყოს მექანიკური და გაუცნობიერებელი. უნდა ვეცადოთ რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაცნობიერებულად ვაკეთოთ.

5. ჯნანა–სანგა – ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც გონების მატერიალური მოწყობა აქვთ. ურთიერთობაში იგულისხმება მეორე ადამიანის იდეების გაზიარება, გულთანახლოს მიტანა.

6. ვაულიამ – მიწიერი წარმატებების წყურვილი.

“შრიმად ბჰაგავატამში არსებობს ასეთი ტერმინი – “დურ-ბუდჰა” ანუ სულელი გონება (რომელიც უმეცრების გუნაშია). არსებობს “დურ-ბუდჰას” განვითარების 4 სტადია:

1. ადამიანი ხვდება საშუალო პლანეტებზე. 1-2 ცხოვრებაა რაც ადამიანია (მანმადე ვთქვათ ცხოველი იყო). ასეთ ადმიანს ინტელექტის ძალიან დაბალი დონე აქვს და მისთვის ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად. ასეთ ადამიანებს “მუდჰებს” (მუდჰა – ვირი) უწოდებენ. მათთვის წარმოუდგენელია სულიერი ცხოვრება და ბოლომდე ჩაფლულნი არიან იმ ქვეყნის ცხოვრებაში სადაც დფაიბადნენ. მთელი დღეები მუშაობენ, ტელევიზორს უყურებენ, ანუ იყენებენ მხოლოდ იმას, რაც ცხოვრებამ შესთავაზა. ვერ გებულობენ, რომ არსებობის სხვა საშუალებებიც არსებობს. იდეაც კი არა აქვთ ამის შესახებ. ეს ნიშნავს რომ მათ ძალიან მძიმე კარმა აქვთ და გულში ბევრი ცოდვა აქვთ დაგროვილი. გონება უმეცრების გუნის ქვეშაა მოქცეული. ხედავს ტაძარს და ვერ ხვდება, რატომ დადიან იქ ადამიანები. უბრალოდ აზრს ვერ ხედავს ამაში.

2. “ნარაუტამები” ესენი არიან განვითარებული ადამიანები, მაგრამ მათ განვითარებული აქვთ მატერიალური გონება (და არა სულიერი). მათ მრავალი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინი ანვითარებენ ჭკუის შესაძლებლობებს და არა გონებისას. ანვითარებენ მეხსიერებას, შრომის უნარს და კვალიფიკაციას, ხდებიან ცნობილი მეცნიერები, იურისტები, ექიმები და ა.შ. შედეგად ეს ყველაფერი “მონობის” მდგომარეობაში ამყოფებს ასეთ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს უჭირთ ღმერთამდე მისვლა, თუნდაც იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი “იციან”. ასეთი ადამიანთან ძნელია რაიმეს ახსნა. მაგალითად თუ ეტყვი, რომ ხორცის ჭამა მავნებელია, გიჟად ჩაგთვლიან და საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებენ “მეცნიერულად”. მათი ჭკუა იმდენად ძლიერია, რომ სინდისის ხმასაც ახშობს. ყველა თავის ქმედებას სწორად თვლიან და თავისი არგუმენტები აქვთ ყველაფერზე. თუ ღმერთს უხსენებ დაგცინებენ.

3. “მაია-პაჰრიტა-გიანები” ასეთ ადამიანებს უკვე ჭკუასთან ერთად მატერიალური გონებაც ძალიან განვითარებული აქვთ. ხდებიან დიდი მეცნიერები მატერიალურ ცოდნაში. მათთვის ყველაზე ძნელია ღმერთის არსებობის დამტკიცება, რადგან რეალურად სჯერათ რომ ღმერთი არ არსებობს.

4. დემონები – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ ღმერთს (თუმცა სჯერათ მისი არსებობა). ვერ იტანენ სინდისის ხმას, ჭეშმარიტების ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ ლოგიკას, რომელიც სულიერად ამაღლებს ადამიანს... ესენი არიან სისუფთავის დამანგრეველნი, რელიგიურობის წინააღმდეგ მებრძოლნი. მათგან რაც შეიძლება შორის უნდა დავიჭიროთ თავი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 18 2010, 09:45 AM
პოსტი #39


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სემინარის მეექვსე (ბოლო) დღე

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მატერიალური გონება ჩვენი სხეულის 3 ცენტში იმყოფება. როცა გონება ქვედა ცენტრში (ბრაჰმა გრანდჰა) სუფთაა, ადამიანს არავითარი ვნება არ აწუხებს. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სექსი, ჭამა, ძილი და თავდაცვა აგზნებული არაა ასეთ ადამიანში.

როცა მატერიალური გონება გულის ცენტრში (ვიშნუ გრანდჰა) სუფთაა, ადამიანს შეუძლია იყოს უანგარო, შეუძლია ადვილად გასცეს სიყვარული, შეუძლია ემსახუროს სხვებს.

როცა მატერიალური გონება შუბლის ცენტრშია (რუდრა გრანდჰა) სუფთა, ადამიანს ძალიან მშვიდი ჭკუა აქვს. მას შეუძლია თვაისი ჭკუის კონცენტრაცია მთავარზე და საჭიროზე მოახდინოს.

სულიერი გონება გულის მიდამოში მდებარეობს და ის არ აზროვნებს სხვადასხვა მატერიალური ცოდნის კატეგორიებით. მას აინტერესებს მხოლოდ უანგარო სიყვარული, გულწრფელობა, უბრალოება, სამართლიანობა, მორჩილება და ა.შ.

როცა ადამიანი სულიერ გზაზე დადგა, მან ჯერ ხასიათის ის დადებითი თვისება და სულიერი გონების ის მისწრაფება უნდა განავითაროს, რომელსაც უკვე გარკვეული ძალა და წონა აქვს. მაგალითად თუ სამართლიანი ხართ, უფრო სამართლიანი უნდა გახდეთ, თუ გულწრფელი ხართ, უფრო გულწრფელი. ანუ ჯერ უნდა განვავითაროთ ის, რაც ადვილად ვითარდება. ამ თვისებების განვითარება გონებაში კი ნიშნავს მათ პრაქტიკულ რეალიზაციას, ანუ ამით რეალურად ცხოვრებას. ამის შედეგად თანდათან მოგვემატება ძალა და ენთუზიაზმი იმისთვის, რომ ხასიათის ის კარგი თვისებები განვავითაროთ, რომლის განვითარებაც გვიჭირს და გვეძნელება.

ხასიათის უარყოფით თვისებებთან კი პირიქით უნდა მოვიქცეთ. ხასიათის უარყოფით თვისებას, რომელსაც ყველაზე დიდი ძალა აქვს სხვებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი დარტყმა უნდა მივაყენოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა ჯერ დადებითი თვისებები გავაძლიეროთ. მთავარი აქცენტი დადებითზე უნდა გაკეთდეს. მაგალითად ადამიანს ძლიერი ვნება აწუხებს და ამის გამო მუდამ შეწუხებულია. უნდა შეეგუოს ამას, დაწყნარდეს და პოზიტიური მიმართულებით დაიწყოს მოძრაობა. როგორც კი ენთუზიაზმს იგრძნობს, მთელი ძალით უნდა დაიწყოს ბრძოლა ხასიათის ყველაზე ცუდი თვისების (ამ შემთხვევაში ვნების) წინააღმდეგ. უარყოფით თვისებებთან დამოკიდებულებაში გონება მოქმედებს პრინციპით: “ან ყველაფერი ან არაფერი.” ამიტომ არც ერთი სანტიმეტრით არ უნდა დავუთმოთ უარყოფით თვისებებს. გონება ვერ ვითარდება მსჯელობებით და ბევრი ფიქრით. გონება ვითარდება მხოლოდ პრაქტიკული რეალიზაციით და პრაქტიკული მოქმედებებით.

იმისთვის რომ პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ სულიერ ცხოვრებაში, საჭიროა ენთუზიაზმი. ეს ენთუზიაზმი კი ისეთი ადამიანებიდან მოდის, რომლებიც უკვე არიან ამ პრაქტიკაში. შესაბამისად უნდა ვიაროთ ტაძრებში, ხშირი ურთიერთობა გვქონდეს შესაბამისი სულიერი პრაქტიკის და რელიგიის ხალხთან და ა.შ.

როცა ენთუზიაზმი ჩაირთვება, იგი დილის საათებისკენ უნდა მივმართოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო დღიუს განმავლობაში დილაა. მთელი ენერგია დილას მოქმედებისკენ უნდა მივმართოთ, რადგანაც ამ დროს მოქმედებს სუფთა გონება. გარიჟრაჟზე მზე და მთვარე წონასწორობაში იმყოფებიან და ჭკუაშიც სიმშვიდეა. როცა დილით ადრე (მზის ამოსვლამდე) ვდგებით, ჭკუა მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს სიმშვიდეს. გონების გაწმენდა ხდება ასევე ცივი შხაპითაც ყოველ დილით (უნდა დავიცვათ ზომიერება. არ ვარგა ყინულივით ცივი წყალი და მსგავსი უკიდურესობები). ლოცვების და მანტრების კითხვა ან სხვა სულიერი პრაქტიკა ყველაზე კარგი მზის ამოსვლამდეა (და საერთოდ დილის პერიოდში). სულიერი პრაქტიკის შედეგად თანდათან ძლიერდება ნების თავისუფლება.

სულიერი გონების განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ძალის განვითარდება, სულიერი გონების ძალა კი ერთადერთი საშუალებით ძლიერდება. ეს ძალა კი ბგერაა. შესაბამისად მანტრა და ლოცვა ყველაზე საუკეთესო (თუ არა ერთადერთი) საშუალებაა სულიერი გონების ძალის განვითარებისათვის.

გონების გაწმენდა ხდება დღის რეჟიმის მეშვეობით. დროზე ადგომით, დროზე დაძინებით, დროზე კვებით, მუშაობასთან დასვენებასთან სწორი მოპყრობით, ახლობლებთან სწორი დამოკიდებულებით. პირველი წესი ახლობლებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათი ჭკუა მშვიდ მდგომარეობაში იყოს ჩვენთან ურთიერთობისას (შანტი). სასარგებლოა ასევე სტატიკური ვარჯიშები (ჰათჰა-იოგა).

გონების გაწმენდისთვის საჭიროა ყოველ წამს გვახსოვდეს, რომ არავიზე არ უნდა ვიყოთ გაბრაზებული და არასოდეს უნდა გვქონდეს გულში წყენა და ბოღმა. თუ გვაქვს წყენა, უსამართლობის შეგრძნება სხვა ადამიანის მხრიდან, შურიძიების სურვილი და ა.შ. გონებას აბინძურებს და უმეცრებაში აგდებს. ყველანაირად უნდა ვერიდოთ 6 მტერს: ვნებას (კამა), რისხვას, სიხარბეს, ილუზიას, შურს და სიგიჟეს...



მოცემული სემინარი, საიდანაც ეს ტექსტი დავაკონსპექტე და გარკვეული ცვლილებებიც შევიტანე (რადგან განკუთვნილი იყო ვაიშნავებისთვის), შეგიძლიათ გადაწეროთ აქედან (აუდიოვერსია რუსულად):
http://www.bin.ge/file/148462/Budhi-Yoga.zip.html


ამ სემინარის შედარებით მარტივი და ადვილად გასაგები (ყველა რელიგიის წარმომადგენელზე გათვლილი) და ამავე დროს ვრცელი ვარიანტი შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკებზე: (თანაც ამ ლექციებში გონების იოგასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ჯანმრთელობას და ავადმყოფობების პროფილაქტიკას)

1.Строение разума 24.6 MB
http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html?downloadid=25

- Тонкое строение человека; - Материальный и духовный разум; - Виды знания; - Тонкое строение разума


2.Функции разума 22.2 MB
http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html?downloadid=26

- Функции духовного и материального разума; - Взаимодействие разума с умом, чувствами, психической энергией; - Уровни сознания; - Нарушение функции разума и связанные с этим болезни

3.Черты характера связанные с разумом 28.9 MB
http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html?downloadid=41

- Классификация черт характера, связанных с разумом; - Эволюция разума; - Последовательное развинтите черт характера при становлении разума; - Разум и отрицательные черты характера
- Деградация разума

4.Разум и силы природы 26.2 MB
http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html?downloadid=42

- Разум в благости; - Разум в страсти; - Разум в невежестве; - Разум и закон кармы; - Разум и закон перевоплощения

5.Развитие разума 30.4 MB
http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html?downloadid=43

- Что такое йога разума; - Физические упражнения тренирующие разум; - Психические упражнения тренирующие разум; - Влияние общения на развитие разума; - Разум и режим дня ; - Разум и молитва


ოლეგ ტორსუნოვის ოფიციალური საიტი:
http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
self
პოსტი May 18 2010, 09:47 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 17-April 10
წევრი № 8,639



Atman ფსიქოლიგია smile.gif

ციტატა(Atman @ May 14 2010, 12:02 PM) *

სემინარის მესამე დღე


განმარტოებულ ადგილას ცხოვრების სურვილი; ხალხთა მასებს ჩემოცილება;





Atman რატომაა ეს სურვილი აუცილებლობა ან თუნდაც სასურველი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 11:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი