IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქილიაზმის ერესი, ანუ მართალთა ათასწლოვანი მეუფების შესახებ მეორედ მოსვლამდე
afxazi
პოსტი Jan 6 2010, 02:32 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



"დიდაქეს" (რომელიც ადრექრისტიანულ ძეგლს წარმოადგენს) ბოლო თავში ასეთი სიტყვებია ნათქვამი.


XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).
2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.
3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12).
4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2).
5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).
6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, -
7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).

8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)...



გამუქებული სიტყვები თავისთავად იქცევს ყურადღებს. თავს ვერ დავდებ, რომ აქ უთუოდ სათაურში გამოტანილი მოძღვრება იგულისხმება, მაგრამ გარეგნული ფორმით თითქოს ეს იგრძნობა. თუმცა გასაკვირი აქ არაფერია, რადგან ადრექრისტიანულ ძეგლებსა თუ ავტორებს მსგავსი გამოვლინებანი ქონდათ. ანუ რას ვგულისხმობ: მაგალითად წმ. იუსტინე მარტვილი, ისევე როგორც წმ. ირინეოს ლიონელი, მიიჩნევდა, რომ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე, ანუ მეორედ მოსვლამდე, მოხდებოდა მართალთა მკვდრეთით აღდგომა, რომლებიც სხეულებრივადაც ინეტარებდნენ ათასი წლის განმავლობაში (ცხადია აქ უარყოფითი გაგება არ იგულისხმება, თუმცა მატერიალურ ხედვას მაინც ვერ ავცდებით), ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ანუ იმ დრომდე როდესაც ყველივე შეიცვლება.

მაგალითად ირინეოსი ამბობს: “ისინი ვერ ცნობენ ღვთის განგებულებას, ვერც მართალთა აღდგომისა და სასუფევლის საიდუმლოს, რაც არის დასაბამი უხრწნელებისა და რომლის მიერაც ღვთის შემეცნებაში წარემატებიან ღირსეულნი. ამ განახლებულ შესაქმეში, ღვთის გამოჩინების ჟამს, უპირველესად აღდგებიან მართალნი და დაიმკვიდრებენ კიდეც იმას, რაც ღმერთმა აღუთქვა მამებს, ანუ იმეუფებენ მაცხოვართან ერთად. ხოლო განკითხვა შემდეგ იქნება”.

საეკლესიო მოძღვრებით კი იქნება ერთი საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით როგორც მართალთა, ასევე ცოდვილთა.

ცხადია ეს საკითხი I-II ს-ში ჯერ კიდევ განმარტებული არ იყო (რაც მოგვიანებით წმ. დიონისე ალექსანდრიელმა განახორციელა) და შესაბამისად ეს ხარვეზი (და არა მწვალებლობა) შესამჩნევია ეკლესიის მამათა შრომებში (რომლებიც ამ საკითხის საბოლოოდ განმარტებამდე მოღვაწეობდნენ).

ბევრისთვის ეს ყველაფერი უცხოა და შეიძლება გაუგებარიც, მაგრამ მასში გარკვევა აუცილებელია, რადგან შესაძლოა უადრეს ტექსტებში შემჩნეული მსგავსი მოძღვრება დამაბნეველი იყოს. ამიტომ ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რას ეფუძნებოდნენ ეკლესიის მამები, რომლებიც აღნიშნულ მოძღვრებას გამოთქვამდნენ, როგორია სინამდვილეში საეკლესიო მოძღვრება ამ კუთხით და აგრეთვე იმის შესახებაც თუ სად გადის ზღვარი კერძო აზრსა და ზოგად დებულებას შორის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Otherguy
პოსტი Feb 5 2010, 08:01 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

ძალიან საინტერესო თემაა...

საერთოდ მაგ "ერესს" ასევე ეთანხმებოდა წმინდა(მგონი თქვენთანაც ასეა) იპოლიტე რომაელი...

II საუკუნეში ამ ერესის ერთ-ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე იყო მარკიონი, რომელიც ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ერეტიკოსად არის აღიარებული...

ისე კი, ნიკეის კრებაზე დაიგმო ეგ ერესი, lingvo-მაც დაწერა ის ფრაზა...

თუმცა თუ ეგ ფრაზა მაგ კუთხით იქნა ნახმარი, რა "საუკუნო მმართველობაზე"-ა საუბარი?

თუ 1000 წლიანზე არა, მაშ რაზეა საუბარი? აბა ცაში არამიწიერი სხეულIთ იქნება ცხოვრებაო?

რაზეა წინასწარმეტყველება ბიბლიაში?

შეიძლება ამაზე მართლმადიდებლური პოზიცია გავიგო?



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 05:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი