მართლმადიდებლური კატეხიზმო, კათოლიციზმის საწინააღმდეგო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლური კატეხიზმო, კათოლიციზმის საწინააღმდეგო |
Believer |
May 19 2010, 12:05 AM
პოსტი
#41
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
death
ციტატა ახლა კათოლიციზმში, რომ არის სარწმუნოებრივი გადახვევები ამას მეც ვაღიარებ, როგორც მართლმადიდებელი, მაგრამ საკითხის მსგავს დაბალ დონეზე განხილვა, აშკარად თვალში უხეშად მოსახვედრია +1 თან კიდე, როცა ამას უცნობი, გაურკვეველი ეკლესიის თუ ვინაობის ადამიანი პასუხობს, ეს ხომ ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი არაა? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
afxazi |
May 19 2010, 12:10 AM
პოსტი
#42
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
death
ციტატა ისე მე იუზერ afxazi-ისგან გამიკვირდა ერთგვარი ლოიალობა ამ პრიმიტიული კრიტიკისადმი biggrin.gif რაო ფანატიზმისკენ ხომ არ გადაიხარაო? თუ კარგად გადახედავ პირველ პოსტებს ვფიქრობ მიხვდები ჩემი პოსტების აზრსაც. არ დაგავიწყდეთ რომ მოდერატორი ვარ ამ განყოფილების. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
May 19 2010, 12:24 AM
პოსტი
#43
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თემის ავტორს მინდა ჩემი აზრი გავუზიარო. ამ ბოლო დროს რამდენიმე თემა გაიხსნა, სადაც ასე ვთქვათ მხილებითი სახის წერილები იწერება სხვადასხვა სარწმუნოებრივი აღმსარებლობებისადმი მიმართული. მე ვფიქრობ რომ მხილებითი ხასიათის მიმართვებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ამ მხილების ადრესატი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანია. ესეც რომ არ იყოს პირველ რიგში ადამიანს საკუთარ სარწმუნოებაში გათვითცნობიერება სჭირდება იმ დონეზე, რომ მისი მხილება მხილება კი აღარ იყოს, არამედ სურვილი და წადილი ჭეშმარიტებაზე საუბრისა.
მიმაჩნია, რომ უფრო მეტად მართლმადიდებლობაში განსწავლას უნდა ვესწრაფოდეთ ვიდრე ვიღაცის მხილებას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
death |
May 19 2010, 12:27 AM
პოსტი
#44
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
death რაო ფანატიზმისკენ ხომ არ გადაიხარაო? თუ კარგად გადახედავ პირველ პოსტებს ვფიქრობ მიხვდები ჩემი პოსტების აზრსაც. არ დაგავიწყდეთ რომ მოდერატორი ვარ ამ განყოფილების. ნეტა ყველა შენნაირი ფანატიკოსი იყო შენთვითონაც ხომ კარგად იცი, რომ ეს "აპოლოგია" არის კათოლიციზმის სრული დამახინჯება და არც მაქსიმე აღმსარებელი და არც გიორგი მთაწმინდელი არ მიიჩნევდნენ კათოლიკეებს ერეტიკოსებად. იგივე 1054 წლის სქიზმა, რომ პოლიტიკური მიზეზებით მოხდა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, რომელიც 1964 წელს გაუქმდა კიდეც, რომისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქების მიერ. მართალია ამას სიმბოლური სახე აქვს, მაგრამ ეს ფაქტი ბევრზე მიანიშნებს. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
afxazi |
May 19 2010, 12:29 AM
პოსტი
#45
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
death
ციტატა იგივე 1054 სლის სქიზმა, რომ პოლიტიკური მიზეზებით მოხდა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, რომელიც 1964 წელს გაუქმდა კიდეც, რომიდსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქების მიერ. მართალია ამას სიმბოლური სახე აქვს, მაგრამ ეს ფაქტი ბევრზე მიანიშნებს. ეს რა თქმა უნდა სამწუხარო რეალობაა. თუმცა კიდევ უფრო სამწუხარო ისაა რომ ორი მძლავრი ქრისტიანული რეგიონი ერთმანეთს ისე დაცილდა, რომ ერთად კვლავ გაერთიანება ძალიან ძნელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Believer |
May 19 2010, 01:12 AM
პოსტი
#46
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
afxazi
ციტატა თუმცა კიდევ უფრო სამწუხარო ისაა რომ ორი მძლავრი ქრისტიანული რეგიონი ერთმანეთს ისე დაცილდა, რომ ერთად კვლავ გაერთიანება ძალიან ძნელია. გაერთიანება იმიტომაა ძნელი, როცა ასეთი აფსურდები ვრცელდება და ამას ხალხი იჯერებს, როდესაც მიზანმიმართულად გატყუებენ რომ თურმე კათოლიკეები ქრისტიანები არ არიანო და წარმართებად მოიხსენიებენ (როგორც იმ სტატიაშია) რა გაერთიანების მცდელობაზეა საუბარი? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
აკაკი |
May 19 2010, 01:17 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ემის ავტორს მინდა ჩემი აზრი გავუზიარო. ამ ბოლო დროს რამდენიმე თემა გაიხსნა, სადაც ასე ვთქვათ მხილებითი სახის წერილები იწერება სხვადასხვა სარწმუნოებრივი აღმსარებლობებისადმი მიმართული. მე ვფიქრობ რომ მხილებითი ხასიათის მიმართვებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ამ მხილების ადრესატი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანია. ესეც რომ არ იყოს პირველ რიგში ადამიანს საკუთარ სარწმუნოებაში გათვითცნობიერება სჭირდება იმ დონეზე, რომ მისი მხილება მხილება კი აღარ იყოს, არამედ სურვილი და წადილი ჭეშმარიტებაზე საუბრისა.მიმაჩნია, რომ უფრო მეტად მართლმადიდებლობაში განსწავლას უნდა ვესწრაფოდეთ ვიდრე ვიღაცის მხილებას. მართალი ხარ, შენ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა განვისწავლოთ მართლმადიდებლობაში... მე ვფიქრობ ასეთI თემებიც დაგვეხმარება, ვინაიდან თუ კი ჩამოვიშორებთ ყველანაირი ეჭვების საფუძვლებს (რომ ვაი თუ სხვა სარწმუნოებები სიმართლეა), უფრო ლაღად და განმტკიცებულნი შევუდგებით უკვე შეცნობილ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განსწავლას |
newbie |
May 19 2010, 10:46 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
შენთვითონაც ხომ კარგად იცი, რომ ეს "აპოლოგია" არის კათოლიციზმის სრული დამახინჯება ეს აპოლოგია კი არა, მათ თვითონ დაამახინჯეს დოგმატები, და სხვადასხვა სწავლებებები, ინდულგენციებით და შეუცდომელობა-საოცრებებით, რაც ქრისტიანული ცნობიერებისთვის უცხოა და შორს არის ქრისტესგან. ციტატა არც მაქსიმე აღმსარებელი და არც გიორგი მთაწმინდელი არ მიიჩნევდნენ კათოლიკეებს ერეტიკოსებად. რა ვქნა გული გიგრძნობს?წმ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ვიცი რომ დიდი მონდომებით ცდილობდა აეცილებინა განხეთქილება თავიდან და ამ პროცესში ვერც უწოდებდა ერეტიკოსებს, არ შემხვედრია მსგავსი განაცხადი არც მე, მაგრამ არც ის არსად მინახავს რომ რომელიმე დოგმატურ ცდომილობას ამართლებს, ეთანხმება. წმ მაქსიმე აღმსარებელი მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა, განხეთქილება მეთერთმეტეში მოხდა, განხეთქილების მერე კი კათოლიკობის მცდარობას ადასტურებს კრებები და უამრავი წმ მამა წმ იოანე, წმ გრიგოლი, წმ თეოფაენ, რომლეიც მეთერთმეტე საუკუნის მერე მოღვაწეობდნენ მაქსიმე აღმსარებლის აზრი ცვილებებთან დაკავშირებით ვიცი ასეთი “აწ უკუე გამოვიძიოთ შეცვალებანი ესე მართლაღსარებისანი, რომ იქმნეს ამათ წელთა, იხილეთ, ნუ უკუე მიზეზითა ცრუ მშვიდობისათა, შფოთისა და განდგომილებისა ქადაგებად იპოვნეთ, რომელი იგი განდგომილება ღმრთისაგან წინამორბედად ანტიქრისტესა ყოფად თქუა მოციქულმან” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი). და ეხლა წავალთ წრეზე და დავიწყებთ აპოლოგიის წაიღსვლებსა და წმ გიორგის ცხოვრების გამოძიებას - შედეგი მაინც ერთია. კათოლიციზმს არსობრივად არ ცვლის. |
lingvo |
May 19 2010, 12:41 PM
პოსტი
#49
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
როგორ მოხდება გაერთიანება თუ მრწამსშია სხვაობა და სხვა დოგმატურ საკითხებში?
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 11:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი