თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას |
A.V.M |
Jul 16 2012, 12:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები. 1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი). 1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). 1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით. 2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40 თბილისი, 0105, საქართველო info@tsas.ge www.tsas.ge +995 32 2 98 91 16 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Nov 24 2012, 09:33 PM
პოსტი
#21
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ახლა ვიწყებ ფორუმზე იმ პირების სიის შედგენაც ვინც იუზერები არიან და ან სწავლობენ (ანაც ასწავლიან სემინარიაში) თქვენც შემეშველეთ ცოტა... რომ მოაგროვებ რა მოხდება მერე? -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
Nov 25 2012, 01:52 AM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა რომ მოაგროვებ რა მოხდება მერე? არც არაფერი... უბრალოდ რაღაც მხრივ საინტერესოა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 16 2012, 02:47 AM
პოსტი
#23
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მცირე ხნის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ , თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში სტუმრობისას სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები დააჯილდოვა უმაღლესი ჯილდოთი-(წმ.გიორგის ორდენით)
რექტორი-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პროფესორი-ზურაბ ჭუმბურიძე პროფესორი-გრივერ ფარულავა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ვულოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ კიდევმრავალი თაობის სასიკეთოდ აღზრდას. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 14 2013, 05:40 PM
პოსტი
#24
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კიდევ ერთი ძალიან გასახარელი ამბის ,,მაცნე'' ვხდები ამ ფორუმზე.
დღეს ( 14.01.13) სმოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ შესაძლებელი გახადა , რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში დაფუძნდეს სადისერტაციო სანჭო , რომელიც პიროვნებებს თავიანთი დამსახურებისამებისამებრ მიანიჭებს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხს. პირველები კი ვინც ეს ჯილდო მიიღეს გახლდნენ შემდეგი პიროვნებები: 1-თსასის რექტორი-პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე 2-მეუფე იოანე გამრეკელი 3-დეკანოზი ბიზინა გუნია 4-დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი 5-დეკანოზი მიქაელ გალდავა 6-დეკანოზი გიორგი გუგუშვილი 7-არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი 8-ედიშერ ჭელიძე 9-გიორგი ანდრიაძე 10-სერგო ვარდოსანიძე ვულოცავ აღნიშნულ მეცნიერებს და მთლიანად თბილისის სასულიერო სემინარიას ამ ღირსშესანიშნავ დღეს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Feb 3 2013, 02:36 PM
პოსტი
#25
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახლახან გამოვიდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის , წმ.ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის , და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის-წმ.წერილის , ფილოსოფიის , მსოფლიო კულტურის და კიდევ რამდენიმე საგნის პედაგოგის - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის (უიარაღო) ახალი წიგნი- ,,იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში.''
წიგნის შეძენა შეგიძლიათ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ბიბლიოთეკაში. ფასი-7 ლარი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 14 2013, 02:49 AM
პოსტი
#26
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ყველასათვის კარგადაა ცობილი თუ როგორ რთულად და ნელი ტემპი მიმდინარეობს საქართველოში თეოლოგიური , მთარგმნელობითი მოღვაწეობა . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნოა როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის , ახალი გამოცემის შესახებ მიხდება საუბარი.
1- პირველი გამოცემა , რომლის შესახებაც გაუწყებთ , გახლავთ ბატონი რომან ბლიაძის ლიტურგიკული თარგმანი - ,,ათორმეტი საუფლო და ღვთსმშობლის დღესასწაულის ღვთისმსახურება.'' სახელმძღვანელო ძალიან სასარგებლოა მედავითნეებისათვის. (თარგმანი შესრულებულია ე.წ.- ,,ბოგასლუჟებნიე უკაზანიიდან.'' 2-მეორე გამოცემა გახლავთ , ქალბატონი მაია ახვლედიანის თარგმანი ინგლისურ ენაზე , რომელიც მოგვითხრობს ცხრა კოლაელი ყრმის მარტვილობის შესახებ. 3-მესამე და ამ ეტაპზე ბოლო გამოცემა რომლის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას , გახლავთ წმ. ნინოს -,,ქადაგებები.'' სამწუხაროდ , დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო მათი მდგომარეობა . ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მღვდელმა-ვლადიმერ ვახტანგაძემ. p.s.(სამივე გამოცემის ავტორი ჩემი ლექტორია...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Mar 17 2013, 06:18 PM
პოსტი
#27
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
რაღაც ფოტოები გადამაღებინა დეკანატმა და ძველი ფოტოებიც მიმატანინა, სემინარია აპირებს ალბომის გამოცემასო და რა ალბომია, რა სახით იქნება არავინ იცით? გაიყიდება, 1 იქნება მარტო, ბევრი თუ რა?
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
Mar 17 2013, 06:52 PM
პოსტი
#28
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
qetevano
არ ვიცი არაფერი... გავიგებ თუ არა დავწერ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 25 2013, 01:59 AM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ტელეარხ-ერთსულოვნების დოკუმენტური ფილმი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის შესახებ.
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 27 2013, 12:44 AM
პოსტი
#30
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სემინარია-აკადემიის ლექტორთა ვიდეო-ლექციების დადებას ვიწყებ ფორუმზე:
ამ ,,ციკლს'' თვალსაჩინო პიროვნებით , ძვ.აღთქმის პედაგოგით , ბატონ გიორგი გვასალიათი დავიწყებ: (დიდმარხვაა ახლა და ვფიქრობ აღდგომამდე ყველამ უნდა ვნახოთ ანიშნული ვიდეო .) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 26 2013, 01:35 AM
პოსტი
#31
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
შემდეგი ლექტორი , რომლის ლექციებსაც დავდებ , არის ბატონი ზურაბ ეკალაძე . ძალიან განათლებული , მცოდნე , გულისხმიერი და გამგები პირობნება :
ღვთის არსებობის შესახებ მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულებაზე -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
May 26 2013, 08:34 PM
პოსტი
#32
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წინა კვირაში , თბილისის სასულიერო სემინარიაში მობრძანდა გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში , ბატონი – ორთვინ ჰენიგი და შეხვდა სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლებს და სტუდენტებს . შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და სასიამოვნო ვითარებაში წარიმართა .
პირადად მე , როგორც შეხვედრის ერთ–ერთ მონაწილეს , რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა დამამახსოვრდა : ,, რუსეთი ოკუპანტია , რუსეთი ოკუპანტია ... ამის ძახილით არ უნდა გეგონოთ რომ ნატოში ინტეგრაცია გაგიადვილდებათ . პირიქით , რაც უფრო ახლო ურთიერთობა გექნებათ ჩრდილოელ მეზობელთან , უფრო მეტად გაგიადვილდებათ დასავლურ ორგაიზაციებში ინტეგრაცია . '' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
May 26 2013, 09:38 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
A.V.M
დავამატებ. "ერთი მეორეს მოითხოვს". |
A.V.M |
Jun 22 2013, 12:47 PM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თბისისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში ორი საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით:
1-პატროლოგია - პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ედიშერ ჭელიძე ; 1-ეკლესიის ისტორია მოდული ა)ზოგადი ელესიის ისტორია-პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი , დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია ; მოდული ბ) საქართველოს ეკლესიის ისტორია - პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Sep 8 2013, 10:39 PM
პოსტი
#35
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
A.V.M
მშვენიერი სუფრა კი გაგიშლიათ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Sep 17 2013, 02:45 AM
პოსტი
#36
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
16 სექტემბერს , თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავა დაიწყო . სწავლის დაწყებამდე სასწავლებელში მობრძანდა მისი უნეტარესობა - ილია II , რომელმაც სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და სასწავლებელში მყოფი საზგადოება დალოცა !
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Sep 17 2013, 09:30 AM
პოსტი
#37
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
A.V.M
წარმატებულ წელს გისურვებთ პ.ს ლელუაშვილმაც აიწყო სწავლა ? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Sep 18 2013, 12:40 AM
პოსტი
#38
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
ლელუაშვილზე რაღაცა მოულოდნელობა მოხდა და რომ გავარკვევთ დავწერ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Nov 27 2013, 09:17 AM
პოსტი
#39
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ამ სურათს გურამ კომენტარი უნდა გაუკეთო: აი ასე იგება ეკლესიები.
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Nov 28 2013, 12:32 AM
პოსტი
#40
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რატომ არ ჩანს სურათი?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი