IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს
.zakaria.
პოსტი Jun 16 2011, 04:06 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI
მე არ ვიცი ანტიქრისტე მსოფლიოს დაიპყრობს თუ არა ,მარა საქართველო უკვე დაიპყრო, როგორ უნდა გავბრწყინდეთ. როცა26 მაისის ხალხის ჟლეტის მერე სულ რამოდენიმე დღეში,იმავე ადგილას სადაც სისხლი დაიღვარა, შერონ სტოუნთან ერთად ტინგიცობდა ერი. smile.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 04:09 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gabrieli.
ციტატა
ვაი რა სიბნელეა, გავბრწყინდებით კი არა, ჯოჯოხეთამდე შთავვარდებით.

ჰო,ასე იფიქრე და გადარჩები-კი.წინასწარ იტეხავ გულს.
ციტატა
შენ რას ეძახი საქართველოს გაბრწყინებას?

ვრცელი თემაა.
საქართველო გაბრწყინდება! თუნდაც, გაჭირვების დროს აშენებული სამების ტაძარი მეტყველებს იმაზე, რომ დაწყებულია საქართველოს გაბრწყინება, საქართველოს სულიერი და ფიზიკური ამაღლება! მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის; უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობა, უნდა დავიცვათ ჩვენი მეცნიერება. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი იყო ნაკურთხი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. არც ისაა შემთხევითი, რომ დღეს პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან ჩვენს წირვას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეცნიერები!

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, როცა საქართველომ დაკარგა თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას ძალით წაართვეს ავტოკეფალია, სწორედ ქართველმა მეცნიერებმა იტვირთეს ის სულიერი და ეროვნული მოვალეობა, რაც უნდა შეესრულებინა ეკლესიას. ჩვენ ვიხრით თავს თქვენს წინაშე და ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი მეცნიერების წინაშე. დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე! საქართველო წარმოუდგენელია, მეცნიერების გარეშე, წარმოუდგენელია, ჩვენი დიდი სახელოვანი მოღვაწეების გარეშე!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 16 2011, 04:14 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ხო საქართველოს სამღვდელოების 90% მეტი თუ არა ირინეოს ლიონელი, დიონისე არეოპაგელი და იოანე დამასკელი არ გაუგონია და "გავბრწყინდებით", კი "ნამდვილად".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 04:15 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gabrieli.
ციტატა
ხო საქართველოს სამღვდელოების 90% მეტი თუ არა

ეს შენ გამოთვალე?biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jun 16 2011, 04:20 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ბიბლიურ ძველ ენის მიხედვით - (ანტი-ქრისტე ) - გამოთვლილია ისეთ პიროვნებაზე უბრალო ადამიანი მეცნიერი და ძლიერი მცოდნეზე... ჰებრეიულ პიქტროგრამული გამოთვილიდან არის ასეთი ფრაზა ( ის მოვა აღმოსავლეთიდან და დაიკავებ დასავლეთს) შემდეგ ( აღმოსავლელი უცხო მიწაზე მიიღებენ როგორც დიადი მეფეს) . შემდეგ ( ყველა სულდგმული იქნება ბედნიერი ) . შემდეგ-( მოვა ზეციდან დაბადებული მაცდური ენა). შემდეგ-( ის შექმნით შვილს რათა აცდუნოთ მშოფლიო )- ( მოვა ღვთის სახდელით და მოსპობს ორ დიად ბელად და თვით იქნება ბელადი) და ა. შ . ადრე დავწერე მგონი ამ თემაზე


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 04:23 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



davithet
ციტატა
ის მოვა აღმოსავლეთიდან და დაიკავებ დასავლეთს

კი,ის შთამომავალი იქნება მამამთავარ იაკობის ერთ-ერთი შვილის-დანის ტომიდან.
დასავლეთს ნამდვილად დაიკავებს,მაგრამ როგორც მამა გიორგი ბასილაძე ამბობს-საქართველოში მას თვით ქრისტე ღმერთი დახვდება.
ციტატა
მოვა ღვთის სახდელით და მოსპობს ორ დიად ბელად და თვით იქნება ბელადი

ანუ ის მოკლავს წინასწარმეტყველებს-ელიასა და ენუქს,რომლებიც სამი დღის შემდეგ აღსდგებიან.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jun 16 2011, 06:10 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ზუსტად რა გაინტერესებს?

აი ის თუ საიდან მოდის ისეთი აზრები რომელთა შესახებაც პირველ პოსტში დავწერე და ისიც რაც შენ დაწერე:
ციტატა
დასავლეთს ნამდვილად დაიკავებს,მაგრამ როგორც მამა გიორგი ბასილაძე ამბობს-საქართველოში მას თვით ქრისტე ღმერთი დახვდება

ესეც ახალი მარგალიტი, წინაზე უკეთესი biggrin.gif აქამდე ვიცოდი რომ ანტიქრისტეს ზემოდან წამოსული მახვილი მოკლავდა და ქრისტე ამის მერე მოვიდოდა და თურმე იგი ანტიქრისტეს ქრისტე უკვე დახვდება საქართველოში biggrin.gif
სად თქვა ეს მამა გიორგი ბასილაძემ კერძოდ? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 06:29 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
აი ის თუ საიდან მოდის ისეთი აზრები რომელთა შესახებაც პირველ პოსტში დავწერე და ისიც რაც შენ დაწერე:

მე მჯერა,რომ მამა გიორგის შემთხვევაში ეს "აზრები" პირდაპირ ღვთისაგან მოდის.
ციტატა
აქამდე ვიცოდი რომ ანტიქრისტეს ზემოდან წამოსული მახვილი მოკლავდა და ქრისტე ამის მერე მოვიდოდა და თურმე იგი ანტიქრისტეს ქრისტე უკვე დახვდება საქართველოში biggrin.gif

მოდი რა,იუმორი შეიკავე იქ,სადაც ამის ადგილი არ არის!მამა გიორგის სიტყვები შენი დასაცინია?
ამიტომ წუხან ხოლმე წმინდანები,რომ მათ ხალხი ვერ უგებს.
შენ რაც გინდა ის დაარქვი ამ მახვილს,გინდა "ზემოდან წამოსული" და გინდა "ქვემოდან ამოსროლილი".ამ სიტყვებს თავისი მნიშვნელობა აქვს და იმას ნიშნავს,რომ ის ღვთისაგან მოიკვლება და არა ისე,როგორც პირდაპი შენ გესმის,რომ რაღაც ჩამოიქროლებს მართლა ციდან და ის გაანადგურებს ანტიქრისტეს.
ქრისტე რა,მარტო ზეცაშია?ის არაა საქართველოში?ჩემთან,შენთან არაა?რას მიქვია ზეცა და დედამიწა,საქართველო თუ ამერიკა,უფალი ყოველ ატომში სუფევს,იგი ყველგან და ყველაფერშია.
ასე,რომ ასე გაუცნობიერებლად რომ დასცინი წმინდანების სტყვებს და წინასწარმეტყველებებს,ჯერ გაერკვიე ხოლმე რისი თქმა უნდათ,რას გულისხმობენ.
ასე პირდაპირი გაგებით შორს ვერ წახვალ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 16 2011, 08:40 PM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



GIORGI LELUASHVILI
+100


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 10:03 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
GIORGI LELUASHVILI+100

a075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 01:13 AM
პოსტი #31


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...საბოლოოდ კი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jun 17 2011, 01:27 AM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მე მჯერა,რომ მამა გიორგის შემთხვევაში ეს "აზრები" პირდაპირ ღვთისაგან მოდის

კიი, და ბიბლიაში კი სხვანაირად წერია, რომელს დავუჯეროთ? ბიბლიას თუ მამა გიორგის?

ციტატა
ქრისტე რა,მარტო ზეცაშია?ის არაა საქართველოში?ჩემთან,შენთან არაა?რას მიქვია ზეცა და დედამიწა,საქართველო თუ ამერიკა,უფალი ყოველ ატომში სუფევს,იგი ყველგან და ყველაფერშია.

ჰოდა თუ ასეა საქართველო და მისი გაბრწყინება (ან აქ ანტიქრისტეს ვერშემოსვლა) რა შუაშია საერთოდ?



ციტატა
მამა გიორგის სიტყვები შენი დასაცინია?

ყველა ასეთი აზრი დასაცინია რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიბლიას


ციტატა
ამიტომ წუხან ხოლმე წმინდანები,რომ მათ ხალხი ვერ უგებს

გააჩნია რას იტყვიან, ბიბლიაში გარკვევით წერია:
ციტატა
"აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"


ციტატა
ასე,რომ ასე გაუცნობიერებლად რომ დასცინი წმინდანების სტყვებს და წინასწარმეტყველებებს,ჯერ გაერკვიე ხოლმე რისი თქმა უნდათ,რას გულისხმობენ

სწორედ ამ მიზნით გავხსენი ეს თემა, მაგრამ აქ ჯერ პასუხს ვერ ვხედავ

A.V.M
ციტატა
თუ არ ვცდები მამა გაბრიელი საუბრობდა მონაზვნებთან და უთხრა,რომ ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში გამეფდება,მაგრამ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამსო

ტახტს დაიდგამს იერუსალიმში მაგრამ გაბატონდება მთელს მსოფლიოზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 08:41 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
კიი, და ბიბლიაში კი სხვანაირად წერია, რომელს დავუჯეროთ? ბიბლიას თუ მამა გიორგის?

არ მოდის წინააღმდეგობაში მამა გიორგისა და ბიბლიის სწავლებები.ეგ შეიძლება შენ გეჩვენება განსხვავებულად.
ციტატა
ყველა ასეთი აზრი დასაცინია რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიბლიას

რაში ეწინააღმდეგება?
ციტატა
გააჩნია რას იტყვიან

აბა რა,წმინდანმა შეიძლება ტყუილებიც თქვას,არა?
ციტატა
"აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"

აქ "ყველაში"საქართველოც იგულისხმება,მაგრამ ისე გართულდება საქართველოში ვითარება,როგორც სხვა ქვეყნებში.
ციტატა
სწორედ ამ მიზნით გავხსენი ეს თემა, მაგრამ აქ ჯერ პასუხს ვერ ვხედავ

რა პასუხს ეძებ?
ციტატა
ტახტს დაიდგამს იერუსალიმში მაგრამ გაბატონდება მთელს მსოფლიოზე

"ტახტის დადგმაში"გაბატონება იგულისხმება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 10:19 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



http://www.youtube.com/watch?v=9F6s1LCFfLk&feature=related


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 17 2011, 11:26 AM
პოსტი #35


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



arcivi9
GIORGI LELUASHVILI
დაელოდოთ იქნებ მოვლენების განვითარებას biggrin.gif გამოჩნდება დაიდგამს თუ ვერ დაიდგამს


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jun 17 2011, 11:27 AM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აბა რა,წმინდანმა შეიძლება ტყუილებიც თქვას,არა?

ტყუილი რატომ, განა არ შეიძლება უბრალოდ შეცდეს? უცდომელი მარტო ღმერთია, ადამიანი იმის ადამიანია რომ ცდება ხოლმე

ისე, გიორგი ბასილაძე როდის შერაცხეს წმინდანად?

ციტატა
არ მოდის წინააღმდეგობაში მამა გიორგისა და ბიბლიის სწავლებები.ეგ შეიძლება შენ გეჩვენება განსხვავებულად.

არა, მგონია რადგან სიტყვა ყველა-ს მნიშვნელობა საკმაოდ კარგად მესმის biggrin.gif



ციტატა
აქ "ყველაში"საქართველოც იგულისხმება,მაგრამ ისე გართულდება საქართველოში ვითარება,როგორც სხვა ქვეყნებში

ჰო აი, ისე როგორც სხვა ქვეყნებში და არა რაღაც განსაკუთრებულად
და სლავურ სახელმწიფოზე მაინც წინასწარმეტყველება იმედია მცდარია? biggrin.gif

ციტატა
რა პასუხს ეძებ?

ამ შეკითხვაზე: თუ ეგ ვაჟბატონი მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და ამდენ უბედურებას დაატრიალებს, მაშინ ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყანა (საქართველო და მითუმეტეს ამოდენა რუსეთი რომელიც თურმე სხვა სლავურ ქვეყნებსაც შეიერთებს) მას როგორ გადაურჩება?

ikanosi
ციტატა
დაელოდოთ იქნებ მოვლენების განვითარებას

მეტი რა გზაა, ერთი 50 წელიწადი უნდა მოვიცადოთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 17 2011, 11:36 AM
პოსტი #37


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



arcivi9
ციტატა
მეტი რა გზაა, ერთი 50 წელიწადი უნდა მოვიცადოთ

50 თუ 5 ვერც ამას ვიტყვით, ქრისტიანმა ისე უნდა იცხოვროს რომ მუდამ მზად იყოს უფალთან შესახვედრად.....


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 11:41 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
ისე, გიორგი ბასილაძე როდის შერაცხეს წმინდანად?

მოიშორე ეს ცინიზმი!
წმინდანობა არ ნიშნავს შარავანდედის დადგმასა და ხატზე გამოსახვას.თუ წმინდანი ამ ქვეყანაზევე არ იყო წმინდანი,გარდაცვალების მერე გახდება როცა შერაცხავენ?
"წმინდანობის"მნიშვნელობა არ გესმის.შენ წმინდანი ხატზე გამოსახული პიროვნება გგონია მხოლოდ.
ციტატა
არა, მგონია რადგან სიტყვა ყველა-ს მნიშვნელობა საკმაოდ კარგად მესმის

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და როგორც დედა შვილს,ისე არ დატოვებს იგი მას.
ციტატა
და სლავურ სახელმწიფოზე მაინც წინასწარმეტყველება იმედია მცდარია?

თვითონ რუსი წმინდა მამები წინასწარმეტყველებენ,რომ რუსეთი დაინთქმება და საქართველო აყვავდება.განა ყველა ასე"ცდება"?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 11:51 AM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



მართლმადიდებლობა და აპოკალიფსი არ განისაზღვრება მამა გიორგი ბასილაძით, მამა გაბრიელით და ბერი პაისით რა, რახან იმან თქვა ვსო, ეგრე არააა რა, ინტერნეტში იმდენი სიგიჟეები და ჰალუცინაციური აზრები და ბოდვებია მეორედ მოსვლაზე და ჩიპებზე რო მეტი არ შეიძლება, ეს მართლმადიდებლობა კი არა სიგიჟეა, იცი რისი ბრალია რო ამბობენ საქართველო გაბრწყინდებაო? ცრუ პატრიოტიზმით შეპყრობილ ხალხს გონიათ რო საქართველო ბუნებითად სხვა ერებზე აღმატებულია, არა, შეიძლება აღმატებული იყოვეს სხვა ერებზე საქართველო, მაგრამ არა თავისთავად, არამედ საქმით, მაგრამ ამ ხალხს საქართველო გონიათ ბუნებითად თავისთავად სხვა ერებზე მაღლა მდგომი, კიდევ რო ამბობენ ამ მეორედ მოსვლის დროს მაცხოვარი ქართული ენით განსჯისო, ესაა ბოდვა და სისულელე. აი ესაა ჩვენი უბედურების მიზეზი, ეს ამპარტავნება, ჩვენ კარგებივართ, ყველას ვჯობივართ და ღვთისმშობელი გადაგვაჩენს და მერე გავბრწყინდებით. ნურას უკაცრავად რა, კი არ გავბრწყინდებით, თუ ესეთი სიბნელე იქნება ჩვენს ეკლესიაში (ვგულისხმობ არა ღვთაებრივ მხარეს, არამედ ჩვენს სამღვდელოებას) და ერში, რო მღვდლების უმრავლესობას ირინეოს ლიონელი და დიონისე არეოპაგელი არ გაუგია საერთოდ, მის ნაშრომებზე აღარაა საუბარი, ხოდა ირინეოსი რო არ იცის მღვდელმა, მერე რაღაცაზე ხო უნდა ილაპარაკოს? მერე ლაპარაკობენ ამ სისულელეებზე, მეორედ მოსვლაზე, ჩაიცვას თუ არა ქალმა შარვალი და ასეთ მეასე ხარისხოვან საკითხებზე. და ამბობთ რო გავბრწყინდებით ხო? თავის თავად მთელი საქართველოს გაბრწყინება შეუძლებელია რადგან, თითოეულმა ადამიანმა თავის ნებით უნდა აირჩიოს ღმერთი და იცხოვროს შესაბამისად და თუ არ აირჩია ყველა როგორ გაბრწყინდება? ნუთუ ღმერთი იძალადებს და ყველა გაგვაბრწყინებს და გვაცხოვნებს? მართლმადიდებლობა კი გვასწავლის რომ ჩვენი ცხონება ჩვენზეა დამოკიდებული და რათქმაუნდა ღმერთის ნებაცააა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jun 17 2011, 12:46 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



gabrieli
+1
ფაქტიურად ჩემი სათქმელი თქვი smile.gif

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მოიშორე ეს ცინიზმი!
წმინდანობა არ ნიშნავს შარავანდედის დადგმასა და ხატზე გამოსახვას.თუ წმინდანი ამ ქვეყანაზევე არ იყო წმინდანი,გარდაცვალების მერე გახდება როცა შერაცხავენ?
"წმინდანობის"მნიშვნელობა არ გესმის.შენ წმინდანი ხატზე გამოსახული პიროვნება გგონია მხოლოდ.

ეს რაღაც სიახლეა, აქამდე მეგონა რომ წმინდანი ის იყო ვისაც ასეთად ეკლესია შერაცხავდა, შენ კი რაღაც ახალი თქვი biggrin.gif

ციტატა
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და როგორც დედა შვილს,ისე არ დატოვებს იგი მას

შესაძლოა, მაგრამ ბიბლიიდან აშკარად ჩანს ეს მაგ საძაგელი ბეჭდით ყველას (ანუ ყველა ქვეყანაში) დატვიფრავენ და შენც კარგად მოგეხსენება რომ საქართველოს საზღვრები ეს არაა შეუღწევადი გალავანი.....

ციტატა
თვითონ რუსი წმინდა მამები წინასწარმეტყველებენ,რომ რუსეთი დაინთქმება და საქართველო აყვავდება.განა ყველა ასე"ცდება"?

ჰოდა თუ ასეა მაშ რაღაზეა დავა? ესე იგი გამოდის რომ რუსეთზე მაინც წინასწარმეტყველებები მცდარია, ასეა არაა?

"დანთქმა" სად წაიკითხე იქნებ მითხრა, აქამდე გამეგონა რომ რუსეთის იმპერია დაიშლება, შენ კი მის სრულ დანთქმაზე საუბრობ, მე კი არ ვარ ამის წინააღმდეგი მაგრამ მაინც ჭეშმარიტება მირჩევნია...........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი