IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მეფე ვახტანგ გორგასალი, "უშიშ იყო ვითარცა უხორცო"
marine
პოსტი Jun 16 2023, 07:57 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცარი გარეგნობით გამოირჩეოდა თურმე მეფე: იყო "უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა" (2 მეტრი და 40 სმ) და "უმშვენიერეს სახითა". შეეძლო ბრძოლა ურიცხვ ლაშქართან და მხრებზე ცხენშემოდებული შეუსვენებლივ ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე. დაეწეოდა გაქცეულ ირემს და რქებით დაიჭერდა. საოცრად ჰყვარებია რაინდული ორთაბრძოლები. ორი გოლიათი მოუკლავს 16 წლისას, ოსეთში პირველი ლაშქრობის დროს - თარხან ხაზარი და ბაყათარ ოსი, საბერძნეთში ლაშქრობისას მათი სარდალი - პოლიკარპოსი, ინდოეთში ლაშქრობისას კი, 15 გოლიათი ძლია საოცარი სიმამაცით"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.11/

"წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 10:53 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახტანგის საომარ მუზარადზე წინ მგელი იყო გამოსახული, უკან - ლომი. მუზარადზე მგელლომგამოსახული მეფის გამოჩენა შიშის ზარს სცემდა მტერს. მოერიდეთ მგლისთავას - "დურ აზ გორგასარ" - ასე აფრთხილებდნენ სპარსელები ერთმანეთს. გორგასალი - ამ სახელით დარჩა ისტორიაში. არსებობს სხვა ვერსიაც: "სპარსელები ქართველებს გურგებს გვეძახდნენ და კასპიის ზღვასაც გურგების ზღვას, ე.ი. ქართველების ზღვას. სწორედ ამიტომ ვახტანგსაც გორგასლანს ეძახდნენ მისი ვაჟკაცობის გამო, ე.ი. ქართველი ლომი, ანუ ქართველების ლომიო." - გვამცნობს გაზეთი "ივერია" (N144 - 1902წ.)"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2023, 06:37 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში - "მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში" მეტეხის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: "ავლაბარსა შინა არის ეკკლესია დიდშენი სახელსა ზედა ღვთის მშობელისასა აკათისტოსად წოდებული, მეხუთესა კვირიაკესა დიდმარხვის შაბათის დღეს ზედა. მაღალსა კლდესა ზედა გუმბათიანი ქვითკირისა და თლილისა ქვით ნარევად აღმშენებელი ვახტანგ გოგრასლანისაგან 480-სა წელსა.

ტაძრის აშენებას VI საუკუნეში ასევე ადასტურებენ ვახუშტი, პლატონ იოსელიანი და სხვა მკვლევრები. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო". მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია, ციხე-სიმაგრე და სასახლე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღვთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიედრებოდა"

/"თვენი", წიგნი 23, გვ.208/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2023, 02:01 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლშევიკების მსახვრალ ხელს გამოსტაცა [მღვდელმა გიორგი ბოჭორიძემ] სოფელ ჯვარისაში ვახტანგ გორგასლის დედის საჰაკდუხტის მიერ შეწირული ჯვარი, რომელიც გასაყიდად გამზადებულ ვერცხლეულში ეპოვა"

/"თვენი", წიგნი 23, გვ.171/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2023, 07:52 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"V საუკუნეში, საქართველოს ეკლესია ჩვენი დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობით ავტოკეფალური გახდა"

/"თვენი", წიგნი 25, გვ. 222/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2023, 06:44 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მეფის შემდგომ მოღვაწეობაში, მის დიდ ჭკუასა და ნიჭთან ერთად, გამოჩნდა მისი სიმამაცე, განგების მორჩილება, ღვთის ნების მინდობა. ყოველი ბრძოლისა და გადაწყვეტილების მიღების წინ იგი ღვთის კურთხევას და შეწევნას ითხოვდა"

/"კარიბჭე" N11, 2023, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2023, 08:45 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც მოგეხსენებათ, V საუკუნეში, ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით, ანტიოქიის საპატრიარქოსგან ავტოკეფალია მოიპოვა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელმაც განაპირობა ჩვენი კულტურის მრავალი დარგის დიდი აღმავლობა და აღორძინება!"

/მეუფე შიო მუჯირი
"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2023, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2024, 06:03 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმიდა პეტრე I კათოლიკოსი (V)
30 (13.12) ნოემბერი

"წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს. დასაწყისამდე განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა "პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფის და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შედგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში "წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათოლიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ "კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ". კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათოლიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვაგამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.

წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა". წმიდა პეტრემ მიიღო წმიდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2023, გვ.14-15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2024, 07:51 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა დღე

"რამ გააღვიძა, ნეტა, ასე დილაადრიან?
ამ დრო ხომ თბილისს დაცემული აქვს ხოლმე ბანგი.
ცივა, დეკემბრის ცამეტია, წმინდა ანდრიას
ხსენებაა და მასთან ერთად მეფე ვახტანგის...

ნარიყალაზე შემდგარ მეფეს თავისი რაშით -
შეჰგებებია მისი პირმშო ციდან ფანტელით.
თოვლი მოსულა წუხელ ღამით დიდაჭარშიც
და აუნთია ხულოელ გლეხს წმინდა სანთელი"

/ირაკლი ასლანიკაშვილი, "თავისუფალი თემა", გვ.120/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი