სახება ქეთევან დედოფლისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახება ქეთევან დედოფლისა... |
marine |
Mar 17 2008, 03:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
XV საუკუნეში ერთის მხრივ ოსმალეთი, მეორეს მხრივ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ ბრძოლებში დაქანცულ ქართველებს და უღმერთოდ არბევდნენ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით მორწყულ ბაღ-ვენახებს. მაგრამ ყველა ეპოქაში გამოჩნდება ქვეყნის მხსნელი, რომლის მისია ამ პერიოდში ქეთევან დედოფალმა ღირსეულად შეასრულა.
ქეთევან წამებული ეს ისა სახებაა, რომელსაც საქართველოს დიდ მნათობთა შორის განსაკუთრებული პატრიოტული, სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობა აქვს. დიდი აკაკი წერდა: „არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის, როგორც ქეთევან დედოფალს. გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა, ქეთევან დედოფლის დახლეჩილმა ძუძუებმა უფრო მეტი გმირი აღუზარდა საქართველოს, ვიდრე ასი ათასი დედა გაზრდიდა მათ.“ ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, ბაგრატიონთა გვარიდან. სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე, კეთილგონიერი ასული ცოლად გაყვა კახთა მეფის ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ სულ მალე გარდაიცვალა. შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა, მოეკლა ღვიძლი მამა, ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. მან შაჰის განზრახვა შეასრულა და სისხლში გასვრილმა ქეთევანს ცოლობა სთხოვა. შეძრწუნებულმა კახელებმა მოღალატე სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. უმცროს ვაჟს ალექსანდრეს თეიმურაზმა დედაც, წმ. ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა უფროსი შვილიც მძევლად ითხოვა. შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმინდა დედოფალი შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხანის უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია ნეტარი სხეული. ურჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, ნეტარი დედოფალი წამებისთვის განემზადა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს სათაყვანებელი წმინდანი. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლეთიო. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს წმინდა ქეთევანი, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. უკანასკნელი სიტყვები დედოფლისა, რომელიც აღძრულ იყო სახარების შეგონებით - ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა. ეს იყო სამშობლო, ქრისტე. წართმეულმა სიცოცხლემ მას წამებულისა და წმინდანის გვირგვინი დაადგა. ქართველობისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში ქეთევანის წამება საჭირო იყო, რათა მძიმედ დაჭრილ საქართველოს მომავალ შერკინებაში გამარჯვების იმედი ჰქონოდა. მღვდელი პეტრე კვარაცხელია ქეთევან დედოფალი /ანა კალანდაძე/ რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა, ქროდა ქარი... თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა, ტინად იდგა დედოფალი... თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა, სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა... ლოცულობდა... როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა: „არასოდეს!“ დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა, ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან, ცხელი რკინა, საქართველოს გულს რომ კვეთდა. რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა, ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი... ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა, ქროდა ქარი... ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარულ დედოფალსა, უდრეკ იყო დედოფალი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი