სიშიშვლე თუ ხელოვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიშიშვლე თუ ხელოვნება? |
A.v.B |
Apr 7 2010, 10:48 PM
პოსტი
#341
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
|
colors |
May 5 2010, 07:02 PM
პოსტი
#342
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 5-May 10 წევრი № 8,770 |
ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მიუღებელი ნამდვილად არაა, რა თქმა უნდა დასაშვებია და მე ვფიქრობ, რომ მაგაში არანაირი სიბილწე არაა (სიბილწეზე ვამახვილებ ყურადრებას იმიტომ, რომ ბევრი ასე ვიქრობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ჩემს თავისუფალ აზრს გამოვხატავ), დაგიმტკიცებთ რატომაც... ხელოვნება და სიშიშვლე ერთმანეთისგან დაუშორებელი რამაა, ის ხომ თავად ხელოვნების ნაწილია, ბარემ აქვე ავღნიშნავ, რატომ... ყოველი ყლორტი, ფოთოლი, სულიერი, უსულო, ყველაფერი აბსოლიტურად რაც კი რამ კონკრეტული არსებობს ხელოვნების ნაწილია, იმიტომ, ის იმ შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, რომელიც თავად ყველაზე დიდმა შემოქმედმა-უფალმა შექმნა, შემოქმედება ხომ, თვითონ ხელოვნებაა და პირიქით...
ჩემს თანატოლებს ასეთი რამ სჭირთ, სურათზე, რაიმე ნახატზე, ქანდაკებაზე შიშველ სხეულს რომ დაინახავენ 3 დღე მაგაზე ილაპარაკებენ, ეს რა ნახეს ჩვენმა თვალებმაო და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და არაფერია მანდ საკამათო და აღმაშფოთებელი |
A.V.M |
Aug 31 2012, 10:32 PM
პოსტი
#343
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რა მაგარი თემა ვიპოვე...
ჰა...ფერწერა ვის გიყვართ რომ გესაუბროთ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Aug 31 2012, 11:52 PM
პოსტი
#344
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
A.V.M
არ არსებობს, ეს თემა არ გააღვიძო ლინგვო გამოიღვიძებს და წარბს შეიკრავს მართლა მომიწევს მერე დაკეტვა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Sep 1 2012, 12:02 AM
პოსტი
#345
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
და ფერწერა რომ მაგრად მიყვარს...(განსაკუთრებით რენესანსის ეპოქა).
რაფაელი,მიქელანჯელო, ტინტორენტო , ტიციანი ,... სხვა სფეროა ბოტიჩელი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Sep 1 2012, 12:05 AM
პოსტი
#346
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
A.V.M
მიქელანჯელოს შიშველი ფიგურები? ტიციანის შიშველი ფიგურები? და ბოტიჩელისგან რაი გინებს? ხოდა, მთელი 18 გვერდი იმაზეა დავა, შიშველი ფიგურები ნახატში რამდენად მისაღებია ქრისტიანის თვალისთვის პ.ს. მაინც დამძარით ხო? მე მე17 საუკუნე მიყვარს <3 -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Sep 1 2012, 12:11 AM
პოსტი
#347
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მიქელანჯელოს შიშველი ფიგურები? უჰ...ნუ იტყვი... შედევრია ანატომიის ნამდვილი... ციტატა ტიციანის შიშველი ფიგურები? შიშველი მაინცდამაინც სულ-შიშველს გულისხმობთ? (მაგალითად ბაროკოს სტილისთვის დამახასიათებელია მკვრივი ფიგურები. და ფერმწერებიც ხშირად ნახევრად შიშველ პიებს ხატავდნენ ხოლმე დაკუნთული სხეულით. ციტატა და ბოტიჩელისგან რაი გინებს? არაფერი... ციტატა მე მე17 საუკუნე მიყვარს <3 ჩინკუეჩენტო? მე კვატრიჩენტო მირჩევნია...(მგონი სწორად გამოვთქვი) რენესანსის პერიოდიზაცია: 1-ტრეჩენტო 2-კვატრიჩენტო 3-ჩინკუეჩენტო -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Sep 1 2012, 12:17 AM
პოსტი
#348
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
A.V.M
ციტატა ჩინკუეჩენტო? არა კაცო, რა რენესანსი, მე17 საუკუნე ცალკეა :heart: კარავაჯოს, ვერმეერის, რემბრანდტის, პუსენის და სხვათა ეპოქა ისე, ბრიტანელებიც მაგრები არიან ციტატა შიშველი მაინცდამაინც სულ-შიშველს გულისხმობთ? დიახ ბატონო -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Sep 1 2012, 12:20 AM
პოსტი
#349
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა არა კაცო, რა რენესანსი, მე17 საუკუნე ცალკეა :heart: კარავაჯოს, ვერმეერის, რემბრანდტის, პუსენის და სხვათა ეპოქა happy.gif ისე, ბრიტანელებიც მაგრები არიან ამ სფეროში თლა შტერი გგონივარ კაცო... რენესანსის პერიოდიზაციაზე ვლაპარაკობდი.(ადრეულ,შუა და გვიანზე. მაინტერესებდა სწორად თუ გამოვთქვამდი) ციტატა კარავაჯოს, ვერმეერის, რემბრანდტის, პუსენი მე ცოტა ვერ ვარ რა მაგათთან... იმპრესიონიზმი-პოსტიმპრესიონიზმი არ მხიბლავს დიდად. მონე,მანე, დეგა... მიყვარს ადამიანი წინა პლანზე და უკან ბუნება. ამას ვპოულობ რენესანსში! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Sep 1 2012, 04:36 PM
პოსტი
#350
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
A.V.M
სწორად გამოთქვამ :დდ ციტატა მიყვარს ადამიანი წინა პლანზე და უკან ბუნება. ამას ვპოულობ რენესანსში! ჰაჰა, ამაში როგორ ცდები :დდდ ზოგიერთს ადამიანი შირმად ჰყავს და ზოგჯერ უკანა პლანზე მყოფი ბუნებაა სინამდვილეში წინა პლანზე :დდ ანდრეა მანტენია მაგალითად https://www.google.ge/search?hl=en&q=andrea...bEZD14QTow4CQDg აჰა, ნახე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Sep 1 2012, 04:42 PM
პოსტი
#351
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა სწორად გამოთქვამ :დდ ეგ მაინტერესებდა... ისე შენი აზრი ამ ყოველივესთან დაკავშირებით როგორია? ციტატა ჰაჰა, ამაში როგორ ცდები რაში ვცდები კაცო? რაც მე ვთქვი ერთ-ერთი დამაცხასიათებელია რენესანსისთვის. (ამას+ სარკმელი + სამკუთხედის კომპოზიცია.(განსხვავებით ბაროკოსგან სადაც დიაგონალურ კომპოზიციას ვაწყდებით. მაგალითად რუბენსი გავიხსენოთ) ციტატა ზოგიერთს ადამიანი შირმად ჰყავს და ზოგჯერ უკანა პლანზე მყოფი ბუნებაა სინამდვილეში წინა პლანზე გასაგებია, მაგრამ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ.(თორემ სხვა ასპექტებშიც შეიძლება გამონაკლისთა პოვნა) ადამიანის წინა პლანზე წამოწევა ზოგადად განმანათლებლების-ჰუმანისტების-,,ამღორძინებლების'' ერთ-ერთი დევიზი იყო. ,,ადამიანია მიკროკოსმოსი რომელიც თავის ტავში მოიცავს მაკროკოსმოსს. '' ძალიან მომწონს ეს გამოთქმა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
tamuna m |
Sep 5 2012, 12:47 PM
პოსტი
#352
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
A.V.M
როგორ გამიცრუე იმედი! კაცო, აქ ფერწერაზე ვსაუბრობთ თუ ტიტლიკანა ხელოვნებაზე? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ქევანა |
Sep 5 2012, 01:42 PM
პოსტი
#353
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
tamuna m
როგორც წავიყვანთ თემას, ისე გაგრძელდება -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
terra |
Sep 5 2012, 03:24 PM
პოსტი
#354
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
დავდებ ერთი, ყველასთვის საპატივცემულო, გამოცდილი მოძღვრის შეხედულებას ამ თემასთან დაკავშირებით.
ვინაობას არ ვასახელებ, მიზეზთა და მიზეზთა გამო. ,,რაც შეეხება სიშიშვლის გამოხატვას, აქ ვფიქრობ პრობლემა არის ჩვენი ღირებულებათა სისტემის რღვევა. ადამიანი, როგორც ღმრთის ქმნილება, მშვენიერია თუნდაც ხორციელი შესახედაობით. მაგრამ, განა არ იყო მშვენიერი ევა, რომელიც შეიმოსა? რა დამალა მან, ღმრთის მშვენიერება, თუ ადამში ვნების აღმძვრელი სანახაობა? ნუთუ დღეს უფრო ამაღლებულები ვართ, ვიდრე ადამი და ევა? თუ შიშველი სხეული ადამიანში არ აღძრავს ხორციელ გულისთქმას, ამას შეიძლება მხოლოდ ორი მიზეზი ჰქონდეს. ან სრულყოფილებამდე მიუღწევია ადმიანს, ან ისე ყავს შეპყრობილი სიცრუეს, წარმოდგენას საკუთარ თავზე, რომ ჰგონია თითქოს ვერ ამჩნევს. დასავლური ლიბერალური ცნობიერება სამყაროს ცენტრში ადამიანს აყენებს მისი ვნებებით, სურვილებით, აზრებით. არ არის გასაკვირი, რომ ასეთ სამყაროში ხდებოდეს გადახედვა ჭეშმარიტი ღირებულებისა, სარწმუნოებრივი ცნობიერების მორგება ადამიანის სურვილებზე და, არა პირიქით, ადამიანის ფერისცვალება და ამაღლება ჭეშმარიტებამდე. ხელოვნება აღგვამაღლებსო, იტყვიან. მაგრამ სანამდე? პირუტყვობიდან ადამიანობმადე. ჩვენ კი ადამიანობით ანგელოზებრივ მდგომარეობამდე გვჭირდება ამაღლება. თან ბევრი რამ იწოდება დღეს ხელოვნებად. საკმარისია ეს ჯადოსნური სიტყვა დაარქვა ქმნილებას და ფაქტობრივად დაუსჯელი ხდები. ასე მაგალითად, ხელოვნება ეწოდება ღმრთისსაგმობ გამოფენებს, ინსტალაციებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ფილმებს. ვის შეუძლია და რა კრიტერიუმით შეძლებს უარყოს, რომ ეს ქმედებები არ არის ღირსი იმისა, რომ იწოდებოდეს ხელოვნებად?! დღეს, როცა პორნოგრაფია და ეროტიკა ყოვლადუკონტროლოდ შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და არავინ არის მათი შემკავებელი, ეს ძველი ნახატები, რომლებზეც მართლაც არის ხაზგასმული ადამიანის სხეულის მშვენიერება, უწყინარად გვეჩვენება. მაგრამ ვერ იქნებოდა ასე ძველ დროში. შიშველი სხეულის ტრფობა და მისი გამოსახვის ხელოვნებად აღიარება გვხდება იმ საზოგადოებებში, სადაც დაცემულია ზნეობრივი ნორმები და ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ასეთი იყო ანტიკური ხანაც, ასეთი იყო შუასაუკუნეების დასავლეთიც. ადამიანში დაცემის შემდეგ ვერ იქნება რაფინირებულად სიკეთე. მას ყოველთვის ეტმასნება ჩვენი ვნებულობა, რაგინდ კეთილ საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ამის დავიწყება უკვე არის სიცრუის სამყაროში ცხოვრება. თუ წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვაფრთხილებს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან თივა ვართ და ხორციელი გულისთქმის ალი ადვილად მოგვედევბა და დაგვწვავს, არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ შიშველი სხეული ჩვენთვის მხოლოდ ხელოვნებაა. შეიძლება ასე იყო დღეს, მაგრამ ნანახი ილექება ადამიანის გულში. და, თუ არასდროს ექცა ბრძოლის საგნად, მით უარესი, რადაგან უკიდურესი ამპარტავნების მანიშნებელია და მის კვალობაზე არ უღირს ეშმაკს დამართოს ხორციელი ბრძოლა ადამიანს, როგორც უფრო ძლიერი საკვრელით შეკრულს. ჩვენი საზომები არიან წმიდა მამები. სანამ ვენდობოდეთ საკუთარ განსჯას, უნდა დავეკითხოთ მათ, წავიკითხოთ მათი სიტყვები. ვერ ცხოვნება ადამიანი, რომელიც ენდობა საკუთარ შეფასებებს.'' -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
A.V.M |
Sep 5 2012, 06:06 PM
პოსტი
#355
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა კაცო, აქ ფერწერაზე ვსაუბრობთ თუ ტიტლიკანა ხელოვნებაზე? მე ფერწერაზე ვსაუბრობდი და არა ტიტლიკანა ხელოვნებაზე... terra კარგი სტატიაა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Sep 5 2012, 06:39 PM
პოსტი
#356
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
დავხურავ თემას და ეგ იქნება
ციტატა ეს ძველი ნახატები, რომლებზეც მართლაც არის ხაზგასმული ადამიანის სხეულის მშვენიერება, უწყინარად გვეჩვენება. მაგრამ ვერ იქნებოდა ასე ძველ დროში. შიშველი სხეულის ტრფობა და მისი გამოსახვის ხელოვნებად აღიარება გვხდება იმ საზოგადოებებში, სადაც დაცემულია ზნეობრივი ნორმები და ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ასეთი იყო ანტიკური ხანაც, ასეთი იყო შუასაუკუნეების დასავლეთიც. ბერძნული ქანდაკებები დავამსხვრიოთ მაშინ ვუარყოთ ანტიკური ხანა და მისი კულტურული ძეგლები, დავწვათ და დავანგრიოთ როგორც ველური ბარბაროსები მოიქცეოდნენ... მორჩა, ვხურავ თემას! -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი