IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული სათვისტომოები საზღვარგარეთ, სად?.. მოვაგროვოთ ცნობები!..
ლილიანა
პოსტი Oct 21 2007, 09:33 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



იურიდიულად რა ფუნქციებს ასრულებენ სათვისტომოები ?
კოკრეტულად ,სანფრანცისკოში რამოდენიმე ადამიანმა ჩამოყალიბა ეგრეთ წოდებული "სათვისტომო" ,რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართული კულტურის და ენის პოპულარიზაციას მაგრამ რამდენადაც ამ სათვისტომოს შემქმნელების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ღონისძიება ჭამა სმის კულტს ვერ გაცდა , სანფრაცისკოში მყოფმა ქართველების ნაწილმა ორგანიზატორებს შეახსენეს რო ქართული კულტურა და ენის პუპულარიზაცია შეუძლებელია ესეთI ფორმით ორგანიზებული ღონისძიებებით შემოიფარგლოს ......
ფუნქცია ესეთი ორგანიზეციების ?
მიზანი ?
და როგორ მუშაობენ ევროპაში სათვისტომოები ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 21 2007, 09:57 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ლილიანა,

ზუსტ ინფორმაციას შევეცდები მივწვდე, დრო მჭირდება ცოტა, დაკავებული ვარ და დაგიწერ დაახლოებით მაინც. არაქართული რომ იყოს ისიც შეიძლება? მე ქართული სათვისტომოსი არაფერი ვიცი და არც გამიგია აქ.

დროებით a025.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 21 2007, 01:29 PM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ლილიანა
მე ვიცი, რომ München-ში არის ქართული სათვისტომო, ჩემგან შორია და ვერ გეტყვი მათზე ბევრ ვერაფერს, თუმცა ინტერნეტშიც აქვთ საიტი
http://www.satvistomo.de/
როგორც ჩანს, მათ აქვთ საკვირაო სკოლა ქართველებისათვის,
ამცნობენ ქართველობას ადგილობრივ ქართულს სიახლეებს, ქართული წირვა როდისაა და ა.შ.
ქართულ ეროვნულ დღესასწაულებს აღნიშნავენ. კიდევ სხაც უწერიათ..

მოკლედ საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგ საქმეს აკეთებენ. რამდენად კარგად აკეთებენ ამას, მე ვერ გეტყვი smile.gif. მაგრამ იდეურად, სათვისტომო მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს, უცხოეთში მოღვაწე ქართველების ცხოვრებაში.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 22 2007, 09:45 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



k@the,

ვიცი მეც გამიგია და წამიკითხავს სათვისტომოზე მიუნხენში. მაგრამ რაცხა დიდი შედეგი მაგას არ აქვს, ალბათ მხოლოდ იმათთვის ვინც მიუნხენში ან მიუნხენთან ცხოვრობს. რა ვქნათ ჩვენ, ვინც მინიმუმ 400 კმ გვაცილებს მიუნხენს? იმიტომ რომ "სუსტი" სათვისტომოა ? საკმაოდ მომრავლდნენ აქ ქართველები და კაი იქნებოდა კლუბები ან რამე მსგავსი რომ ყოფილიყო, როგორც სხვა ხალხებს აქვთsad.gif ჩემს შვილებს ერთადერთი ქართველი "მეგობარი"
ყავთ, ისიც ვირტუალური, გოგონა მათი ხნის,რომელიც კოლნშია მაგალითად.არადა უნდა ნახო ინტერნეტითაც როგორ უვლიან ერთმანეთსsmile.gif

ციტატა
მაგრამ იდეურად, სათვისტომო მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს, უცხოეთში მოღვაწე ქართველების ცხოვრებაში.


მასეა ქეთევან, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ იდეურად.

პ.ს. არავის ვაყვედრი, ცუდად არ გაიგოთ ეს პოსტი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Mar 15 2008, 03:16 PM
პოსტი #5


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



გაგიმარჯოთ,

ამ დილას სრულიად შემთხვევით ამ მისამართს http://www.satvistomo.net/ გადავეყარე. და რა ვიცი 50 წელია გერმანიაში ქართული ორგანიზაციებიაო... ნახეთ


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
monatrebuli fee
პოსტი Mar 15 2008, 10:49 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 11-January 08
მდებარ.: Germany
წევრი № 3,607



staywhite

გეთანხმები, უკეთესია ცოტა გააქტიურდნენ და ცოტა მეტი იზრუნონ აქაურ ქართველებზე და რაც მთავარია მათი ფუნქცია შეასრულონ !!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 21 2008, 05:43 PM
პოსტი #7


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



staywhite
monatrebuli fee

მართალს ამბობთ, სათვისტომოები ცოტაა და არც ჩემს ქალაქთან ახლოს არაა. არადა აქაც უამრავი ქართველია, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ძალიან ბევრი ქართული და ნახევრად ქართული ოჯახებია აქ, შვილებით, რომელთაც ქართულის გაკვეთილები ნამდვილად არ აწყენდათ. მათი მშობლები ბევრს მუშაობენ და ალბათ აღარ ყოფნით ენერგია, რომ ბავშვებს ერთი-ორი ქართული ლექსი ასწავლონ და სიტყვის მარაგი გაუზარდონ. ამის გაკეთება კი სათვისტომოს შეუძლია და უნდა კეთდებოდეს კიდეც.
არიან კიდევ, უამრავი ახლაგაზრდა და ახალჩამოსული ქართველები, რომელთა დაკვალიანება და სწორ გზაზე დაყენებაც, ასევე სათვისტომოს ამოცანა უნდა იყოს. ჩამოდიან ეს ბავშვები და არაფრის გაგებაში არ არიან, მერე გამოუჩნდებათ ვიღაც კეთილისმყოფელი (ღმერთმა ქნას და მართლა მხოლოდ კეთილი ენახოთ მათგან) და რა გზას ურჩევს კიდევ კაცმა არ იცის.

სათვისტომომ უნდა იცოდეს, იმ ტერიტორიაზე მყოფი თითოქეული ქართველის ბედ-იღბალი. ცხადია, თუ ადამიანს ცუდის ჩადენა უნდა, ვერ გააჩერებ, მაგრამ, ზოგს რო არ უნდა და ვიღაც ჩაითრევს, დაიყოლიებს, ბევრს გამოუცდელობით მოსდის, ბევრს ნების სისუსტით.

მაგრამ, რასაც ეხლა მე ვამბობ, მაგას დიდი ნებისყოფა და ენერგია უნდა. მაგისთვის ხალხია საჭირო, ვინც გამუდმებით ამაზე იფიქრებს და ამისთვის იღვაწებს. ძნელია მოხალისეები მონახო, თან თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მუშაობნდენ და თან სათვისტომოს სახელით მართლა საჭირო და კარგ საქმეს აკეთებდნენ. ასეთ ხალხს მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარება უნდა გაეწიოს.
ბოლო-ბოლო საქართველოს ინტერესებში შედის, მისი მოქალაქის ბედ-იღბლის სწორად წარმართვა და სახელმწიფოს ვალია, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები.

დღეს, ფაქტიურად სამრევლოები ითავსებენ სათვისტომოს ფუნქციებსაც და ასე მოღვაწე მღვდლები კიდევ ათმაგად დასაფასებელია.

ამიტომ, საკითხი რთულია და ცალმხრივად ვერ განიხილავ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 21 2008, 06:30 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დღეს, ფაქტიურად სამრევლოები ითავსებენ სათვისტომოს ფუნქციებსაც და ასე მოღვაწე მღვდლები კიდევ ათმაგად დასაფასებელია.

ვფიქრობ ასეც უნდა იყოს, მე რაც სათვისტომოები ვიცი მხოლოდ უიშვიათესი გამონაკლისთაგანი აკეთებს საქმეს, დანარჩენებს ეგ სახელი საკუთარი კერძო მიზნებისათვის ჭირდებათ, მოაწყობენ რაღაც საწყალ გამოფენას ან კონცერტს წელიწადში ერთხელ და მეყოლე კარგად, ყველაზე ეფექტური სათვისტომო სწორედ სამრევლოა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
monatrebuli fee
პოსტი Mar 22 2008, 01:16 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 11-January 08
მდებარ.: Germany
წევრი № 3,607



k@the

გეთანხმები ქეთი რომ ამ ყველაფერს დიდი ნებისყოფა და ენერგია სჭირდება, მაგრამ როდესმე ხომ უნდა დაიწყოს ამ ყველაფერზე ფიქრი, ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს და დაინტერესდეს, ვიღაცამ სინდისიერად ამ საქმეს უნდა მოკიდოს ხელი, თორე მათ ასეთ არსებობას რა მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები.
ბევრმა აქ მყოფთაგანმა არც იცის რომ ასეთი "დაწესებულება" საერთოდ არსებობს...
და მაინც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და შევეცადოთ რაღაც გამოსწორდეს ამ ხრივ.
შესაძლებელია წერილობით სათვისტომოს მივმართოთ,ბერლინში საელჩოს და საქართველოშიც პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებასაც შევეცადოთ...

მონდომებით, დიდი სურვილითა

და

ერთიანი ძალით ყველაფერი მიღძევადია !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი May 8 2008, 08:51 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



შაბათს, 2008 წლის 10 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება საქართველოსადმი რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია. მისამართი: Rindermarkt, München(ეს არის ქალაქის ცენტრი). ორგანიზატორია; მიუნხენის "გერმანიის ქართული სათვისტომო". ვებ-გვერდი განახლების სტადიაშია და ამიტომ კონტაქტებისთვის თუ გამოგადგებათ:http://satvistomo.com/siaxleni.htm


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი May 9 2008, 02:11 PM
პოსტი #11


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



Bodbeli
საპროტესტო აქცია ბრიუსელშიც გაიმართა ევროპარლამენტის წინ! სათვისტომოს ფუნქცია, როგორც k@the-მ თქვა არის საზღვარგარეთ გაბნეულ ქართველთა შეკავშირება, ასე რომ ამისთან აქციებს სწორედ რომ სათვისტომო უნდა ხელმძღვანელობდეს. მე გერმანულ მედიაში აქამდე ერთი სიტყვა არ მომისმენია რუსეთის მაგ ნაბიჯების შესახებ. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს რომ მაღალ ეშელონებში არაფერი იციან, მაგრამ მაინც ცოტა გასაკვირია... ასე რომ აქცია მე მგონი ძალიანაც საჭიროა!


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი May 9 2008, 07:22 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



Marabella, გეთაბხმები, უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, განსაკუთრებით ბერლინში, სადაც რამოდენიმე სათვისტომო ფუნქციონირებს და ქართველებიც ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ სამწუხაროდ არ შეიმჩნევა იქ აქტიურობა. მიუნხენში კი საკმაოდ აქტიური სათვისტომოა, რომელიც პარიზის სათვისტომოს შემდეგ ყველაზე "სტაჟიანია" მსოფლიოში არსებულ ქართულ სათვისტომოებს შორის. ძალიან ბევრ ღონისძიებებს აწყობენ და მათ შორის პერმანენტულ საპროტესტო აქციებსაც. მე თვითონ არ ვარ ამ სათვისტომოს წევრი და ამიტომ დამიჯერებთ, რომ ამას ყველაფერს რეკლამისთვის არ ვიძახი.

აქ იხილავთ გერმანიაში არსებულ ქართულ ორგანიზაციების არა სრულ ჩამონათვალს(რეალობაში უფრო მეტია, განსაკუთრებით ბერლინში): http://embassy.mfa.gov.ge/index.php?sec_id=184&lang_id=GEO
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი May 9 2008, 07:39 PM
პოსტი #13


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა
სათვისტომომ უნდა იცოდეს, იმ ტერიტორიაზე მყოფი თითოქეული ქართველის ბედ-იღბალი. ცხადია, თუ ადამიანს ცუდის ჩადენა უნდა, ვერ გააჩერებ, მაგრამ, ზოგს რო არ უნდა და ვიღაც ჩაითრევს, დაიყოლიებს, ბევრს გამოუცდელობით მოსდის, ბევრს ნების სისუსტით.

მაგრამ, რასაც ეხლა მე ვამბობ, მაგას დიდი ნებისყოფა და ენერგია უნდა. მაგისთვის ხალხია საჭირო, ვინც გამუდმებით ამაზე იფიქრებს და ამისთვის იღვაწებს. ძნელია მოხალისეები მონახო, თან თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მუშაობნდენ და თან სათვისტომოს სახელით მართლა საჭირო და კარგ საქმეს აკეთებდნენ. ასეთ ხალხს მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარება უნდა გაეწიოს.
ბოლო-ბოლო საქართველოს ინტერესებში შედის, მისი მოქალაქის ბედ-იღბლის სწორად წარმართვა და სახელმწიფოს ვალია, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები.


smile.gif ხოდა ხელფას, თუ გადამიხდის საელჩო და სახელმწიფო,მე ჩამოვალ და ჩავუდგები სათავეში სათვისტომოს,მოადგილედ შენ დაგნიშნავ biggrin.gif



კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი"

k@the, ამ კონკურსში არ იღებ მონაწილეობას?

გერმანიის ქართულ სათვისტომოში გამოცხადდა საბუთების მიღება 2008 წლის საუკეთესო სტუდენტის კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად.
სიახლე: იმისათვის, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ქართველ სტუდენტებსაც შევუწყოთ ხელი რათა ჩვენმა ქვეყანამ მათ შესახებაც ადრეულ ეტაპზევე იცოდეს, ვინაიდან სწორედ დღევანდელი ქართველი სტუდენტობაა ვინც საქართველოს მომავლის ტვირთი უნდა აიღოს თავის თავზე, ევროპის ყველა ქვეყნის უნივერსიტეტების დამამთავრებელი ეტაპის ქართველ სტუდენტს ამიერიდან საშუალება აქვს კონკურსსგარეშე მიიღოს მონაწილეობა ჩვენს კონკურსში.
ისევე, როგორც გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ევროპის სხვა ქვეყნის ქართველმა სტუდენტებმაც ანალოგიური საბუთები უნდა წარმოადგინონ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი May 9 2008, 07:51 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



xornaburjeli, გეთანხმები თითქმის 100 პროცენტით, მაგრამ სანამ "მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარებას" არ მივიღებთ, არაფერი არ უნდა გაკეთდეს? მით უმეტეს, არსებობს ბევრი რამე, რომელსაც "დიდი ნებისყოფა და ენერგია" არ ჭირდება. ხოლო როცა საქმე საქართველოს ეხება , ნუთუ მოხალისეები ვერ მოიძებნებიან: ამაზე მეტი ხალისით რა უნდა გააკეთო? ვფიქრონ, ხშირ შემთხვევაში ინიციატივის გამოვლენა და კარგი ორგანიზება უფრო საჭიროა, ვიდრე "დიდი ნებისყოფა და ენერგია"

P.S. xornaburjeli, ქიზიყიდან ხომ არა ხარ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი May 9 2008, 08:03 PM
პოსტი #15


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(Bodbeli @ May 9 2008, 06:51 PM) *

xornaburjeli, გეთანხმები თითქმის 100 პროცენტით, მაგრამ სანამ "მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარებას" არ მივიღებთ, არაფერი არ უნდა გაკეთდეს? მით უმეტეს, არსებობს ბევრი რამე, რომელსაც "დიდი ნებისყოფა და ენერგია" არ ჭირდება. ხოლო როცა საქმე საქართველოს ეხება , ნუთუ მოხალისეები ვერ მოიძებნებიან: ამაზე მეტი ხალისით რა უნდა გააკეთო? ვფიქრონ, ხშირ შემთხვევაში ინიციატივის გამოვლენა და კარგი ორგანიზება უფრო საჭიროა, ვიდრე "დიდი ნებისყოფა და ენერგია"

P.S. xornaburjeli, ქიზიყიდან ხომ არა ხარ?

smile.gif ვიხუმრე ,სად შემიძლია მე მაგდენის ჩემ თავზე აღება,ისე კი მართლაც დროზე მისახედია ეგ საქმე,პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა...

პ.ს. ხორნაბუჯელი აბა სანფრაცისკოდან ხომ არ ვიქნები laugh.gif ,კი ქიზიყიდან ვარ დედოფლისწყაროდან,შენ საიდან ხარ?


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი May 9 2008, 08:11 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



თუ ხორნაბურჯელი არ არის სანფრანცისკოდან, ბოდბელი როგორღა უნდა იყოს ჩიკაგოდან. ვარ ბოდბიდან, სიღნაღი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი May 9 2008, 08:22 PM
პოსტი #17


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(Bodbeli @ May 9 2008, 07:11 PM) *

თუ ხორნაბურჯელი არ არის სანფრანცისკოდან, ბოდბელი როგორღა უნდა იყოს ჩიკაგოდან. ვარ ბოდბიდან, სიღნაღი.

biggrin.gif აი,საღოლ, მესმის ლოგიკა,რა გქვია და სად მოღვაწეობ ბოდბელი...


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 9 2008, 10:27 PM
პოსტი #18


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



xornabujeli
გიორგი რა კონკურსია ეგეთი კონკურსის გარეშე რო ვიღებთო? ვერაფერი გავიგე gio.gif
სად ნახე ეგ ინფორმაცია, უფრო დაწვრილებით არ წერია?


პ.ს. ქიზიყი და სიღნაღი კაია, მარა ოFFებს ცოტა საქმეზე საუბარსაც თუ მოაყოლებთ, არ შევიმჩნევ cool.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი May 10 2008, 12:27 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



http://georgischerverein.de/GEORGIAN/student.htm
წარმატებებს გისურვებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 10 2008, 01:13 AM
პოსტი #20


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Bodbeli
დიდი მადლობა, მაგრამ მგონი მე მანდ არაფერი მესაქმება. დიპლომიანი ვარ უკვე rolleyes.gif

თუმცა, კარგი იქნება თუ სხვა ფორუმზე შემოსული სტუდენტებიც ნახავენ!!!

ამოვაკოპირებ თქვენის ნებართვით საიტიდან. დეტალები იხილეთ ქვემოთ ლინკზე!!!


'' 24.02.2008

გამოცხადდა საბუთების მიღება 2008 წლის საუკეთესო სტუდენტის კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად. კონკურსის პირობებს გაეცანით ქვემოთ.

სიახლე: იმისათვის, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ქართველ სტუდენტებსაც შევუწყოთ ხელი რათა ჩვენმა ქვეყანამ მათ შესახებაც ადრეულ ეტაპზევე იცოდეს, ვინაიდან სწორედ დღევანდელი ქართველი სტუდენტობაა ვინც საქართველოს მომავლის ტვირთი უნდა აიღოს თავის თავზე, ევროპის ყველა ქვეყნის უნივერსიტეტების დამამთავრებელი ეტაპის ქართველ სტუდენტს ამიერიდან საშუალება აქვს კონკურსსგარეშე მიიღოს მონაწილეობა ჩვენს კონკურსში.
ისევე, როგორც გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ევროპის სხვა ქვეყნის ქართველმა სტუდენტებმაც ანალოგიური საბუთები უნდა წარმოადგინონ. საბუთების ჩამონათვალს გაეცანით ქვემოთ.





კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი" - პირობები



შესავალი:
გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. გამარჯვებულ სტუდენტს ენიჭება წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და ჯილდოვდება სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში Hauptstudium-ის დამამთავრებელ სტადიაზე, ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული Hauptstudium-ის გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:
1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ aqedan ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი” აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: leri.datashvili@satvistomo.de.
2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
3. სტუდბილეთი (Immatrikulationsbescheinigung)
4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).

ვადები:
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 20 მაისი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოება ეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც იმართება მიუნხენში ყოველი წლის მაისის დამლევს / ივნისის დასაწყისში.

საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, მოგიწოდებთ ჩაერთოთ კონკურსში.
''


დეტალები აქ,
ციტატა(Bodbeli @ May 9 2008, 10:27 PM) *

http://georgischerverein.de/GEORGIAN/student.htm
წარმატებებს გისურვებ


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი