ქართული ხალხური პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური პოეზია |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:45 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ, ვისაც რა ლექსი მოგწონთ ხალხური, გთხოვთ დაწეროთ.
ასევე, ისაუბრეთ ხახლურ პოეზიაზე ზოგადად. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
kato_Bato |
Jan 29 2007, 02:36 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა, საიქიოდან მოიდენ ამ ციხის სანახავადა. ბევრი უარეს ციხესა, კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს: დრო რომ მოალის, კარ გაიღების თავადა." ეს ლექსი გადმოცემით"შვილმკვდარი" მამის ნათვამი ყოფილა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ქავთარაძე |
Jan 29 2007, 02:43 PM
პოსტი
#3
|
დაურეგისტრირებელი |
მე ლექსი "ვეფხვისა და მოყმისა" ზე ვაფრენ
|
kato_Bato |
Jan 29 2007, 02:46 PM
პოსტი
#4
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მე ლექსი "ვეფხვისა და მოყმისა" ზე ვაფრენ "დასწერე" მერე და მიაწერე რატო "აფრენ" და მერე ერთად "გავაფრინოთ" ჭილყვავებმა -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ქავთარაძე |
Jan 29 2007, 02:48 PM
პოსტი
#5
|
დაურეგისტრირებელი |
kato_Bato
იმიტომ რომ უძლიერესი ლექსია რომელიც გამოხატავს ქართველი კაცის ხასიათს, ეხლა შენ თუ ეგ ლექსი არ იცი ნუუუ რაშა ძაან დიდია მეზარება აკეფა |
kato_Bato |
Jan 29 2007, 03:18 PM
პოსტი
#6
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ლექსი ვეფხვისა და მოყმისა მოყმემ თქვა, პირშიშველამა, შიბნ გავიარე კლდისანი, მოვინადირენ, დავლახენ, ბილიკნი ჭიუხისანი. შამამხვდეს კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი, ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი. შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა, დრონ იყვნეს შუაღამისანი, ვეფხვი რომ წამამიფრინდა, თვლანი მარისხნა ხთისანი. შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი, მაშინ დაიძრნეს მიწანი, კლდეები ჩამაინგრივნეს, შტონ დაილეწნეს ტყისანი, დრო არარ დარჩა მოყმესა, ხანი რო ჰქონდეს ცდისანი. ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს, ვეფხვი ჩქარია კლდისანი, გაზით გაართვნა კალთანი, ჯაჭვისა ჯავშანისანი. მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი. მაშინ გაუჭრა ფრანგულმა, დრონ იყვნეს წაქცევისანი. ვეფხვი კლდით გადმაეკიდა, ჩამააწითნა ქვიშანი. თაოდ კლდის თავზე შამაწვა მოყმე სულამამდინარი, ქვიშას მაჰღებავს წითლადა, სისხლი ზედ ჩამამდინარი. ვინ ეტყვის მაგის დედასა, კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი. უერთოდ კი არ იხარჯნეს ჩვენ მონადირის ისარნი. იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი, ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია გაჯავრეული, ტიალი, ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი. არც ვეფხვი იყო ჯაბანი, არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი, მათ დაუხოცავ ერთურთი, არ დარჩენ სირცხვილიანნი. ტირლით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა, შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ, დაქანცული ხარ ჯაფითა, ეგ შენი კაბის კალთები ტიალმა როგორ დაფლითა? შენც იმის საფერ ჰყოფილხარ, ხმალი ქნვაში გაგიცვდა. არც იმან მოგცა მეტი დრო, აღარც შენ დააცალია, ვეღარც შენ დაიფარიე შენ ხელთ ნაჭერი ფარია, ვეღარცა ვეფხვმა ტოტები, ხმალმა დაკუწა ძვალია. მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია. ლაშქარში, მეგობარშია არ იყავ საწუნარია. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ეგეც სამარის კარია, ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია. ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი ელანდებოდა მძინარსა, ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აყრის რკინასა, ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლევს ყირასა. აი, ამ სიზმრებს ხედავდის, გამაეღვიძის მტირალსა. ხან იფიქრებდა, უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა, იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა. წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა, ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა! პ.ს. ქავთარაძე, რას მერჩი, ძმისაუ? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
Jan 29 2007, 03:46 PM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
kato_Bato
ჩემი საყვარელი ლექსით გახსენი ეს თემა მეც მინდა დავწერო, მაგრამ ისე მიყვარს ხალხური პოეზია, რომლით დავიწყო არ ვიცი... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ქავთარაძე |
Jan 29 2007, 03:48 PM
პოსტი
#8
|
დაურეგისტრირებელი |
kato_Bato
ჯიგარი ხარ შენ აკრიფე? |
მარიამი |
Jan 29 2007, 03:57 PM
პოსტი
#9
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მოდი, დალოცვით დავიწყებ
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქჩი სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაჩი სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. ესეც მეორე: შავეთსა ჰკითხეს მოყმესა; - შენ ქონებისა რა გერგო? - ნეტავი ჩემი ბედი-დღე მე სიცოცხლეშივ გამეგო!.. ის ჩემი ციხე-დარბაზი შუა შარაზე ამეგო, მშივრისად პური მეჭმია, გაყინულ ცეცხლთან გამეთბო, სიტყვა არვისთვის მეწყინა, სულყველას გული მომეგო, რაც მეშოვნა და მეპოვნა, სულ გლახაკებზედ გარდმეგდო!.. ამთენის ცოდვის მოქმედსა სული მით მაინც მამეგო!.. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ქავთარაძე |
Jan 29 2007, 04:00 PM
პოსტი
#10
|
დაურეგისტრირებელი |
მარიამი
მარი ძაან მაგარია |
marine |
Jan 29 2007, 04:05 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
ნეტავი, ქალო, ფიფქი მქნა, ხევ-ხევ ჩამოვყვე ნიავსა, არცა-რა შენ დაგიშავო, არც თავს მივცემდი ზიანსა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
Jan 29 2007, 06:57 PM
პოსტი
#12
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება, რასაც ვაამებთ ურთიერთს, იმის მეტი რა შაგვრჩება? სამი ადლი ტილოს მეტი, სამარეში რა ჩაგვყვება? *** შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ, მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ, იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ, ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
kato_Bato |
Jan 29 2007, 07:18 PM
პოსტი
#13
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ჯეგე |
Jan 30 2007, 04:25 PM
პოსტი
#14
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
კაფია არ მოსულა?
თუ მხოლოდ "წმაწური" კაფია მოჟნა? -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
T.L. |
Jan 30 2007, 04:52 PM
პოსტი
#15
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ჯეგე
საინტერესოა.... დაიწყე აბა? -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მარიამი |
Feb 2 2007, 01:28 PM
პოსტი
#16
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ნეტავ არ ჩაედებოდეს
ფოლადის გული სხეულსა, მალე მოჰკლავდა სიკვდილი, არ დასტანჯავდა სნეულსა. მადლია ცივი სამარე, დაასვენებდა ეულსა, დაეშვებოდა პირიდან ამ წუთისოფელს წყეულსა. ათასნაირად მტანჯველსა, სიტკბო-სიმწარით რეულსა, ფლიდია წუთისოფელი, დაუგმავ ყველა გრძნეულსა. მიწაა ჩვენი მფარველი, დედას ვადარებთ ხვეულსა, გულ-მკერდში ჩაკონებულსა, შვილზე ხელ გადახვეულსა, სუყველას გულში ჩაიკრავს: უვარგისსა და რჩეულსა, უალერსოს და უღონოს, მკერში სისხლ გამოლეულსა. თუ საიქიო არ უჯობს ამ წუთისოფელს წყეულსა, ერთს მაინც ვისმე ვნახავდით იქიდან გამოქცეულსა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ცოტნე |
Feb 2 2007, 01:48 PM
პოსტი
#17
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
აი ეს ლექსი მიყვარს ძალიან
შენზე ფიქრებში, ლამაზო, ცეცხლივით ავინთებიო, წამაუბერავს ქარი და ფერფლივით ვიფანტებიო. დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა, ო, რა ძალიან ვთვრებიო! ხან სალ კლდედ გადავიქცევი, ხან მიწად გავმტვერდებიო. თვალო, ქცეულო ღრუბლადა, რა მალ-მალ მიწვიმდებიო! გულო, ქცეულო ღამედა, ელვებით მინათდებიო, ჩანჩქერით ამომკვნესარევ ქუხილით აჰგმინდებიო. ცხოვრებამ გამიუფსკრულა შენსკენ სავალი გზებიო. როგორ მიყვარხარ მაშინა, ცოტას რომ გამიწყრებიო, ცასავით მაიღრუბლები, სატირლად ემზადებიო, ცრემლების მძივით სახეზე ლამაზად მაირთვებიო. -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
marine |
Feb 2 2007, 02:19 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
ფლიდია ესე სოფელი, ფლიდთა მიმცემი ხელისა, კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი კალთას აფარებს შველისა. თუშეთში სოფელ ომალოსთან ახლოს სალოცავის ნანგრევზე ნაპოვნი წარწერიდან -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
Feb 28 2007, 12:49 PM
პოსტი
#19
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
არხვატს
არხვატო, ჩემო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო, მიამც კი შენს მტერს შამაკლა, შენს მკერდზე დამაწვინაო! მაკვდას, თუ მაკვდა ოშკაცი არხვატის გულისთვინაო! დედა ვაცხონე ვაჟისა, ვინაც თავ მაიწყინაო! მტერ დარჩა სისხლის მორევში, თავიც კი იქ შასწირაო. დაიმალების ცუდი ყმა, მავშჩები, წაოლ შინაო. გამაქცეულის მისვლასა არმისვლაი სჯობ შინაო. მაინც არ გასტყდა, არხვატო, ბასრო ფოლადის რკინაო! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Feb 28 2007, 12:59 PM
პოსტი
#20
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
* * *
ამ ტიალს წუთისოფელში ბევრი ამბები ყოფილა: ყველას ჰკლავს თითო რამ სევდა, ვინც კი ამქვეყნად შობილა... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი