ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
MARI-MARIKO |
May 12 2009, 02:15 AM
პოსტი
#401
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
gushin wvimad movedi da chagegvare sulshi sevdad
shen ki chemi siaxlove ver igrdzeni darchi kentad!! o, es chumi monatrebaa..games თetrad daatendaaa piqrta jachvi tvinis xlartshi labirintad daiqsela. chumma shishma didi grdznoba gulis pskerze shearxia ocnebas prta, imeds dzala, ganvlil gzebze dakargvia! agarc rwmenis cecxli gvivis?!! nakverchxalic chaiperplaaa?? mash tkivilebs rad gavurbit?grdznobebi tu gagvineldaa?? |
MARI-MARIKO |
May 12 2009, 02:06 PM
პოსტი
#402
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
"ღამის წვიმა"
რა კარგია ღამის წვიმა,ოღონდ მშვიდი უქარო, თავის ამბავს მოგიყვება, შენ კი უსმენ უაზროდ. წვიმის ენა არ ისწავლე?გული სიტყვებს არ ამბობს?! მოუსმინე სულის ძახილს ის შიგნიდან გკარნახობს. გესმის ჩუმი საუბარი და შრიალი ქარისაა?? ზოგჯერ ქარსაც შეუძლია ხმა ამსგავსოს ქალისას! ზღაპრულ ჰანგებს მოაყოლოს უნაზესი ამბორი, ვნებით თმები აგიწეწოს გახდეს შენთვის სანდომი. სახეზე მოგელამუნოს ქალის თლილი თიტებით სულში თრთოლვით წამოშალოს შორი უტყვი ფიქრები ჩუმ გრძნობათა ღრმა მორევში მიმოფანტოს ნისლები და ეს დიდი ოკეანე ააღელვოს ზვირთებით!! რა კარგია ღამის წვიმა, ოღონდ მშვიდი უქარო, თავის ამბავს მოგიყვება შენ კი უსმენ უაზროდ... ამ ჩურჩულის აზრს, რომც ჩასწვდე...? ის არაფერს არა გთხოვს, თავის ნაზი საუბარით შარბათივით დაგათრობს!!! (მ. მიროტაძე) |
უჩა |
May 14 2009, 02:42 PM
პოსტი
#403
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
არ ღირს ყოველივე დაინახო,
არ ღირს ყოველივე მოისმინო, თუ გინდა ცხოვრება გაინაღდო ზედმეტი დარდი მოიცილო... ფერი ბევრია ყოველ დროში, ერთი აირჩიე ბაირაღად, მიტომ დაბრმავდა ჰომეროსი, რო ყველა ფერი დაინახა... ხმებს, მშვენიერ ხმებს ვეთხოვები, მაგრამ სულ ყველა მოისილა, მიტომ დაყრუვდა ბეთხოვენიც, რო ყველაფერი მოისმინა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
MARI-MARIKO |
May 27 2009, 09:41 PM
პოსტი
#404
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
მინდოდა მეთქვა-
როგორ ძლიერ მიჭირდა შენთან განშორება და კვლავ შეხვედრა- უფრორე მეტად... მინდოდა მეთქვა- როგორ სცემდა გული ფრიალით; რომ შენს მაგივრად შხამს შევსვამდი თუნდაც ფიალით... მინდოდა მეთქვა- გულით აპრილს დავატარებდი, თუ ორიოდ წუთს ჩემთან ერთად გაატარებდი... მინდოდა მეთქვა- ჩემთან იყავ მუდამ,- ფიქრებში და ვოცნებობდი - ოდესმე ჩვენ ერთად ვიქნებით... მინდოდა მეთქვა- რამდენჯერ მე ვერ ვთქვი სათქმელი, როგორ მბორკავდა გაგონებაც შენი სახელის... მინდოდა მეთქვა- სულ მინდოდა, მინდოდა მეთქვა და ამ სურვილმა გული ჩემი კოდა დ ხეთქა... მინდოდა მეთქვა- შენი თვალით ვხედავ ყველაფერს, თუმცა ვიცოდი - ვერ გეტყოდი მაინც ვერაფერს... . . . მინდოდა მეთქვა- ნეტავ მეთქვა! -მკლავს სინანული, მაგრამ ვერაფერს ვეღარ გეტყვი- დროა გასული.... |
MARI-MARIKO |
Jun 18 2009, 10:20 PM
პოსტი
#405
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
|
MARI-MARIKO |
Jun 18 2009, 10:26 PM
პოსტი
#406
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი. მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი |
ნანინა |
Jun 18 2009, 10:28 PM
პოსტი
#407
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
MARI-MARIKO
ძალიან კარგი ლექსია... -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
MARI-MARIKO |
Jun 22 2009, 01:30 AM
პოსტი
#408
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
გმადლობთ!-მარა ამის ავტორი არ ვიცი სამწუხაროდ
|
mshvidi |
Jun 27 2009, 12:03 PM
პოსტი
#409
|
giorgi .g. ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 31-May 07 მდებარ.: batumi წევრი № 2,067 |
მე თუ მივტირი უსათუოდ გარდასულ წამებს ახლა კი ცოდვას დაუპყრია ჩემი სხეული, ეშმაკის მზერა დატყობია გადღლილ თვალებს სულს ენატრება ცის ჰანგები დედისეული. ანგელოზები მიცქერიან შორიახლოდან, მაგრამ ვერ ძალმიძს მე დავრდომილს მათი დანახვა, რადგან აწ უკვე ბნელი ძალა მომიახლოვდა არ შემიძლია დასუსტებულს მისი დალახვრა. ასე თანდათან სადღაც ქვევით მივექანები და იქაც მიმაცვს განუყრელი ჩემი ტკივილი წარმოსახვაში ჯვრის სახებას მივეტანები ეგებ უფალმა გაიგონოს ჩემი კივილი. ჯურღმულში მყოფი იქ თუ შევძლებ ჩუმად გალობას, მაშინ ამასაც მე უფლისგან ჩავთვლი წყალობად! 5.10.04 ბათუმი ველზე გავედ კაცი ვნახე სიყვარულის მთესველი. მიველ ახლო და ვუთხარი: შენთან ერთად ვიმუშავებ თუკი რამე შევძელი. ამომხედა, მკითხა: გაქვსო გულში თუნდაც ერთი სიყვარულის მარცვალი? მაშინ უნდა მისცე ვინმეს თუნდაც იყოს მტარვალი. გამრავლდება იგი შემგედ გადიქცევა ერთი _ ათად, ათი _ ასად და ვინც მოგვცა იგი გულში უბრუნდება მას ორმაგად. .. იქ ვიდექი ერთხანს კიდევ ისე, როგორც გამვლელი. როს ვუცქერდი იმ კაცს ისევ მისი შრომა მეტისმეტად მომეჩვენა დამღლელი. .. იდგა კაცი ველზე მარტოდ მუშაობდა... ისევ სთესდა სიყვარულს. ჩვენ კი იმ წამს ველოდებით როცა იგრძნობს ჩვენი გული სინანულს. 20.01.05 -------------------- ...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
|
MARI-MARIKO |
Jun 28 2009, 11:27 PM
პოსტი
#410
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
მე რომ
შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას , მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას, ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას, მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან, მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი.. |
mshvidi |
Jun 30 2009, 09:35 AM
პოსტი
#411
|
giorgi .g. ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 31-May 07 მდებარ.: batumi წევრი № 2,067 |
უფალო ჩვენო შენ გავედრებ სიყვარულს ჩემსას. მაცოცხლებელი ძალი იყო ჩემი მანამდე მე მხოლოდ მისით მოვაღწიე შენთან აქამდე. მან მომიყვანა მე ცოდვილი სიცოცხლის ხესთან და ის რომ არა ალბათ, ჩავბარდებოდი ეშმაკს. შენტან მოსული ასე ხმის ამოღებას ვბედავ, მოვალეობას ჩემსას,შენს სამსახურში ვხედავ, რომ ამოვუდგე მხარში დაჩაგრულ ქართველ ერსა. რომ დაიფარო ყველა ,ახლა გთხოვ მხოლოდ ამას. შენ დამიფარე ღმერთო და დამამშვიდე ბარემ, ის ვინც ცრემლებს ღვრის ჩემზე,მკვდარი ვგონივარ ალბათ დატოვებული ჩემგან,მიტყუებული მწარედ. უფალო ღმერთო,მე გავწირავ სიყვარულს ჩემსას, და მომეც ძალი რომ შევება იმ წყეულ ეშმაკს! -------------------- ...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
|
ნაინა |
Jun 30 2009, 01:18 PM
პოსტი
#412
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ასე უეცრად რად გამახსენდი, ანდა, ნეტავ როდის დაგივიწყე,
ისევ ხმა ჩამესმის სევდიანი, ''წადი,უშენობით არ მოვიწყენ'' ფიქრებს მერამდენედ ვევედრები, მომშორდი, დამეხსენ და მომასვენე, სული დარდისაგან გადაღლილი, ცრემლის სარეცელზე მოვასვენე. ვიცოდი ვინანებდი შენგან წასვლას, მაგრამ დარჩენა კი აღარ ღირდა, ვერასდროს გაიგებ როგორ მტკივა, უშენოდ უზომოდ რომ გამიჭირდა. შენი ნაჩუქარი იის კონა, დამჭკნარი ჩაჰკონვია წიგნის ფურცლებს, ისევ ვეფერები, ვუსათუთებ, ამდენ ცრემლს სუსტი ია როგორ უძლებს. გითქვავს, შენთვის კვლავ ვარ ერთადერთი, გული მოგტაცე და მიგატოვე, შენგან არაფერი წამიღია, პირიქით, ჩემი გულიც დაგიტოვე. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
mshvidi |
Jun 30 2009, 03:03 PM
პოსტი
#413
|
giorgi .g. ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 31-May 07 მდებარ.: batumi წევრი № 2,067 |
ნაინა,ძალიან კარგი ლექსია. ხშირად წერ ლექსებს?
-------------------- ...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
|
უჩა |
Jun 30 2009, 03:20 PM
პოსტი
#414
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ასე უეცრად რად გამახსენდი, ანდა, ნეტავ როდის დაგივიწყე, ისევ ხმა ჩამესმის სევდიანი, ''წადი,უშენობით არ მოვიწყენ'' ფიქრებს მერამდენედ ვევედრები, მომშორდი, დამეხსენ და მომასვენე, სული დარდისაგან გადაღლილი, ცრემლის სარეცელზე მოვასვენე. ვიცოდი ვინანებდი შენგან წასვლას, მაგრამ დარჩენა კი აღარ ღირდა, ვერასდროს გაიგებ როგორ მტკივა, უშენოდ უზომოდ რომ გამიჭირდა. შენი ნაჩუქარი იის კონა, დამჭკნარი ჩაჰკონვია წიგნის ფურცლებს, ისევ ვეფერები, ვუსათუთებ, ამდენ ცრემლს სუსტი ია როგორ უძლებს. გითქვავს, შენთვის კვლავ ვარ ერთადერთი, გული მოგტაცე და მიგატოვე, შენგან არაფერი წამიღია, პირიქით, ჩემი გულიც დაგიტოვე. აუ მაგარია ნაინ... სიტყვები არ მყოფნის რა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ნაინა |
Jun 30 2009, 09:25 PM
პოსტი
#415
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
mshvidi
ციტატა ნაინა,ძალიან კარგი ლექსია. ხშირად წერ ლექსებს? დიიდიი მადლობა, მაგრამ როგორ მიხვდი ჩემი ლექსი რომ იყო? ისე კი ვწერ საკმაოდ ხშირად, ოღონდ ჩემთვის. უჩა ციტატა აუ მაგარია ნაინ... სიტყვები არ მყოფნის რა. გენათალეოოოოო -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნანინა |
Jun 30 2009, 09:30 PM
პოსტი
#416
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ასე უეცრად რად გამახსენდი, ანდა, ნეტავ როდის დაგივიწყე, ისევ ხმა ჩამესმის სევდიანი, ''წადი,უშენობით არ მოვიწყენ'' ფიქრებს მერამდენედ ვევედრები, მომშორდი, დამეხსენ და მომასვენე, სული დარდისაგან გადაღლილი, ცრემლის სარეცელზე მოვასვენე. ვიცოდი ვინანებდი შენგან წასვლას, მაგრამ დარჩენა კი აღარ ღირდა, ვერასდროს გაიგებ როგორ მტკივა, უშენოდ უზომოდ რომ გამიჭირდა. შენი ნაჩუქარი იის კონა, დამჭკნარი ჩაჰკონვია წიგნის ფურცლებს, ისევ ვეფერები, ვუსათუთებ, ამდენ ცრემლს სუსტი ია როგორ უძლებს. გითქვავს, შენთვის კვლავ ვარ ერთადერთი, გული მოგტაცე და მიგატოვე, შენგან არაფერი წამიღია, პირიქით, ჩემი გულიც დაგიტოვე. აუ, მართლა ძალიან კარგი ლექსია თქვენი დაწერილია ხო? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნაინა |
Jun 30 2009, 09:33 PM
პოსტი
#417
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
patara sayvarelo
ციტატა აუ, მართლა ძალიან კარგი ლექსია თქვენი დაწერილია ხო? მადლობა შემოგევლე ნამეტანი ნუ მაწითლებთ, მართლა კარგი მეგონება და თავში ამივარდება. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
mshvidi |
Jul 1 2009, 10:43 AM
პოსტი
#418
|
giorgi .g. ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 31-May 07 მდებარ.: batumi წევრი № 2,067 |
[quote name='ნაინა' date='Jun 30 2009, 09:25 PM' post='513429']
mshvidi დიიდიი მადლობა, მაგრამ როგორ მიხვდი ჩემი ლექსი რომ იყო? ისე კი ვწერ საკმაოდ ხშირად, ოღონდ ჩემთვის. რავიცი, მივხვდი... უფრო სწორად ავტორი რომ არ მიუთითე ამით მივხვდი. მეც ვწერდი ლექსებსაც და მოთხრობებსაც. მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვეღარ ვახერხებ -------------------- ...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
|
ნაინა |
Jul 1 2009, 11:02 AM
პოსტი
#419
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
mshvidi
ციტატა რავიცი, მივხვდი... უფრო სწორად ავტორი რომ არ მიუთითე ამით მივხვდი. მეც ვწერდი ლექსებსაც და მოთხრობებსაც. მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვეღარ ვახერხებ ოოო, ეხლა გასაგებია, მაგრამ ავტორიც რომ მიმეთითებინა ისედაც ცხადი იქნებოდა მერე არ უნდა შეეშვა, უნდა წერო, ეგეთი რამეები ხდება ხშირად, ანუ ჩავარდნები, მაგრამ ეგ არაფერი. ) -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
MARI-MARIKO |
Jul 3 2009, 12:20 AM
პოსტი
#420
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარები ფიქრის ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ *************************************** დასრულდა ცრემლებით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა, პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე ასე თავნება და ნებიერა. არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს, მართლა კარგი ვარ და სასურველი, მიკვირს - ადექი და შემელიე, მიკვირს - უჩემობას გაუძელი... ვაი - შენ თორემ მე რა მიჭირს, მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ... შენებრ გონიერი იმდენია!.. ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 03:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი