საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 29 2007, 11:07 AM
პოსტი
#41
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ყოჩაღ ნათი. ძალიან საინტერესო მასალებია. ეს ხომ ჩვენი წარსული და ისტორიაა. მეტ- ნაკლებად ყველამ უნდა ვიცოდეთ. ძალიან დიდი შრომა გაქვს გაწეული, ამდენ მასალას მოძიება და თან აქ გადმოტანა ხომ უნდოდა. დიდი, დიდი მადლობა ჩემო კარგო სურვილი მაქვს თბილისში რაც მუზეუმებია მოვინახულო... იმედია ფორუმელებიც შემომიერთდებიან ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Jun 29 2007, 11:11 AM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სურვილი მაქვს თბილისში რაც მუზეუმებია მოვინახულო... იმედია ფორუმელებიც შემომიერთდებიან ... ნათი, ძალიან კარგი თემაა და შენი მადლიერი ვარ მეც იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას ყველა ფორუმელი გამოეხმაურება -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია |
Jun 29 2007, 11:31 AM
პოსტი
#43
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ნათი, ძალიან კარგი თემაა და შენი მადლიერი ვარ მეც იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას ყველა ფორუმელი გამოეხმაურება მადლობა არაა საჭირო -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მაგდალინა |
Jun 29 2007, 12:38 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
მეც დიდი სიამოვნებით მოვინახულებ.. ოქროს ფონდით დავიწყოთ რაა.. თან, XII-XIII საუკუნის ნაქარგობების გამოფენაა და მოგვესწრო იქნებ...
-------------------- დიდ არს უფალი!!!
|
catherina_10 |
Jul 11 2007, 11:24 AM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ნათი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო მასალის მოწოდებისთვის, მრცხვცენია იმის თქმა რომ არ ვოფილვარ ბევრ მუზეუმში
|
ნათია |
Jul 11 2007, 11:31 AM
პოსტი
#46
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ნათი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო მასალის მოწოდებისთვის, მრცხვცენია იმის თქმა რომ არ ვოფილვარ ბევრ მუზეუმში არამარტო შენ...... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Feb 1 2008, 05:07 PM
პოსტი
#47
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95 აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ.წ. VI-V ათასწ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშაველი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი, გაქვავებული ხე, რომელიც თარიღდება მილიონი წლით, XVII ს.საეკლესიო წიგნები, 1712 წელს გამოცემული შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ზურაბ ერისთავი (ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი) ჩვენი დიდი წინაპრები შეუნელებელი ყურადღებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს. ისინი სიცოცხლის ფასად არ ერიდებოდნენ არავითარ დაბრკოლებას, რათა დაეცვათ და მომავალი თაობებისათვის შემოენახათ ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა. ქ. თბილისში პირველი მუზეუმის დაარსების გამო, 1887 წელს ილია ჭავჭავაძე წერდა: მუზეუმის დაარსებას ყველა ჩვენი ქვეყნის მოყარე კაცი დიდის სიყვარულით უნდა მიეგებოს, დიდი მადლობა ჩაინერგოს გულში იმათ მიმართ, ვინც ეს ფრიად სასარგებლო საქმე ითავეს და შესრულებამდე მიიყვანეს. ბოლნისის რაიონის მუზეუმებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1951 წლის 11 თებერვალს დაარსდა. მისი პირველი დირექტორი იყო დიდად პატივცემული ქალბატონი ნათელა ჯაფარიძე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. იგი წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ამ საპატიო საქმეს. 1957 წლიდან 1964 წლამდე მუზეუმს ხელმძღვანელობდა აწ განსვენებული, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმი განთავსებული იყო დღევანდელი კულტურის სახლის აღმოსავლეთ მინაშენში. 1964 წლიდან 2004 წლამდე მუზეუმის შეუცვლელი დირექტორი გახლდათ ბატონი იაკობ ბობოხიძე - პიროვნება, რომელმაც ყველაზე მეტი იმუშავა მუზეუმის ექსპონატებით. დღეს ეს ღვაწლმოსილი ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ნამოღვაწარი არ დაკარგულა. რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ენეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს, ადრეული რკინის ხანისა და გვიანდელი ხანის ექსპონატები. არქეოლოგიურ მასალებს მუზეუმში ორი ვრცელი დარბაზი უჭირავს. აქვეა განლაგებული ქართული დამწერლობის ეტაპობრივი განვითარების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი რელიეფური ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (Vს.), აგრეთვე 1712 წლით დათარიღებული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" საიუბილეო გამოცემა. იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" უძველესი ეგზემპლიარი და ასევე ამ წიგნის საიუბილეო (1500წ.) გამოცემა 7 ენაზე თარგმნილი და დაბეჭდილი. მეორე სართულზე ძირითადად განთავსებულია არქეოლოგიური ექსპოზიცია. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: ირმის რქა (ნეოლითი), ამავე პერიოდს განეკუთვნება ქვის სანაყები. ბრინჯაოს ხანის ექსპონატებიდან გამორჩეულია ხელცულები, სარტყელები, სამკაულები და ორიგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების ჭურჭელი. ხელოვნების იშვიათი ნიმუშია დაცული მუზეუმში ანტიკური პერიოდის ფრინველის დოქი, მილიონი წლის გაქვავებული ხე, სვეტის თავი "ბოლნური ჯვრით" ბოლნისის სიონიდან და სხვ. მუზეუმი თავის საგანძურში 3000-ზე მეტ ნივთიერ და წერილობით მასალას ინახავს. ბოლნისის ეპარქიის გაზეთი "სიონი" N3, 2007 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 25 2008, 01:53 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2008, 12:24 PM
პოსტი
#49
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაცია
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ “ღია საზოგადოება_საქართველოს” დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მუზეუმებისა და კოლექციების სამმართველოს მიერ განხორციელდა “საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაციის“ პროექტი. მოძიებული იქნა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია საქართველოში ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და კერძო, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან არსებული მუზეუმების შესახებ, მომზადდა დაკონკრეტებული ანოტაციები, შედგენილ იქნა ყველა მუზეუმის პასპორტი (მუზეუმის პროფილი, ადგილმდებარეობა, ინფორმაცია კოლექციებსა და განყოფილებებზე, ექსპონატთა რაოდენობასა და დაცულობაზე, მატერიალურ - ტექნიკურ მდგომარეობაზე და სხვა, მუზეუმისა და რამდენიმე ექსპონატის თანმხლები ფოტოებით), რომელიც პერიოდულად შეიცვლება მუზეუმში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. მოპოვებული მასალის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში ამჟამად სხვადასხვა პროფილის 223 მუზეუმია. მათ შორის: თბილისში – 70 რეგიონების მუზეუმები: აჭარა – 15 აფხაზეთი – 2 გურია – 8 იმერეთი – 31 სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 16 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 5 სამცხე-ჯავახეთი – 6 შიდა ქართლი – 15 ქვემო ქართლი – 10 მცხეთა-მთიანეთი – 10 კახეთი – 32 მოპოვებული მასალის საფუძველზე მომზადდა ბაზა საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდის შესაქმნელად და ინტერნეტში განსათავსებლად, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას, ინფორმაციის გაცვლას და ახალი კულტურული კონტაქტების დამყარებას. http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/News/Pasport.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamara |
Mar 3 2008, 01:26 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
იაზონის და არგონავტების მითი სათავეს ანტიკური საქართველოს ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებში იღებს, რომლის რამდენიმე შედევრი პარიზის მონეს სასახლეშია გამოფენილი.
http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_i...52&info_id=3501 http://embassy.mfa.gov.ge/functions/img.ph...pg&im_new_w=300 ერთ-ერთი მრავალ ლეგენდათაგანი, რომელიც კოლხეთის მდინარეებში - დღევანდელ საქართველოში - ანტიკური ელდორადოს საძიებლად წასული იაზონისა და არგონავტების ეპოპეას ეხება, სტრაბონიდან მოდის. ისტორიკოს- გეოგრაფი მოგვითხრობს, რომ იქაურ მდინარეებში ოქროს მოიპოვებდნენ, მდინარის წყალში ცხვრის ტყავს ასველებდნენ და მანამ არ ამოიღებდნენ, ვიდრე იგი ძვირფასი მეტალის მტვერით მთლიანად არ დაიფარებოდა.. რამდენად მართალია, ვინ იცის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ცხადი ის არის, რომ დასავლეთ საქართველოს ცივილიზაცია, რომელიც ჩვ. წ. აღ. მდე მე-8 დან პირველ საუკუნეებამდე არსებობდა, ისევე უეცრად გაქრა, როგორც აღმოცენდა, და თავის შესახებ მცირე ინფორმაცია, მაგრამ უდიდესი სიმდიდრე, ბრწყინვალება და სინატიფე დაგვიტოვა. http://embassy.mfa.gov.ge/functions/img.ph...pg&im_new_w=300 ანტიკური ქალაქის, ვანის საფლავებიდან მოძიებული საგანძური, პირველად პარიზში, მონეს სასახლეშია გამოფენილი. პატარა დარბაზი, ცოტა ნივთები, მაგრამ ოქრომჭედლობის ოსტატობა და იშვიათი წარმოსახვის უნარი გამოფენას ნამდვილ ùმარგალიტად აქცევს. პირველ დარბაზში ბრინჯაოსა და რკინის ორი კაცის ჯაკომეტისეული ფილიფორმული ქანდაკება გვხვდება. ისინი საფლავებში ნაპოვნი მიცვალებულების ნამდვილი მინიატურული ასლებია, მინიატურული ყვავილის ფორმის დიადემებით, საყურეებით და ყელსაბამებით, სწორედ ისეთი, რომელსაც რეალურ ზომაში ვნახავთ შემდგომ დარბაზებში. კოლხეთის თავისებურება, გრანულირების არაჩვეულებრივი ოსტატობაა, ეს უწვრილესი ოქროს მარგალიტები, ტემპერატურის უეცარი ცვლილების შედეგად მიიღება. კოლხები ამას ისეთი ოსტატობითა და ვირტუოზულობით აკეთებენ, რომ მნახველს ხმა უწყდება. თითოეულ დიადემაზე, თითოეულ ყელსაბამზე, თითოეულ საყურეზე - რომელიც ნამდვილ არქიტექტურულ კონსტრუქციას წარმოადგენს, სადაც პერსონაჟები ერთმილიმეტრიან ძეწკვებზე არიან ჩამოკიდებულნი - თითოეულ სამაჯურზე ფიგურებია ჩამწკრივებული, ხშირად იხვები ან არწივები, რომლებიც თავადაც ყველზე უცნაური აკრობატული ფორმის ათასობით ოქროს მარცვლისგან შედგება. ექსპოზიციისთვის ვანში 24 გათხრის დროს აღმოჩენილი 6 საფლავის ნივთებია წარმოდგენილი. ქალებიც და კაცებიც მდიდრულად არიან აღკაზმულნი. წარმოუდგენელი - 6 სმ სიმაღლის - მამაკაცის თმის სარჭი, ოქრომჭედლის სრული ოსტატობის ნიმუში, მოჭედილი ოქროს გრანულირებული ცხოველების ჯარით, ირმების ბრძოლა კოლხური თავისებურებაა, ხარი - სპარსული თემატიკა. იგრძნობა ასევე მეზობელი სამყაროს გავლენა. მე- 3 - მე 4 საუკუნის საბერძნეთი - სფინქსის ფორმებით, მეზობელი სკვითები - შეჭიდებული ცხოველებით, სტეპების მეომერების ხელოვნება, ეგვიპტეც კი, ტიხრული ოქროს ტრაპეზოიდული პექტორალი, ცხოველების მწკრივით..კვლავ ბერძნები, შუშის მასალა, წმინდა ფარაონული სამკაული, რომელიც წვრილ გრძელ ოქროს ძეწკვებზე ჩამოკიდებული ბროწეულებით ბოლოვდება. |
ქევანა |
Mar 10 2008, 03:44 PM
პოსტი
#51
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა მისამართი: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი ერთი რამ მინდა დავაზუსტო.. ფიროსმანის მუზეუმი მირზაანში რომ იყო, სიღნაღში გადაიტანეს მგონი, ხომ? ნაწილი სურათებისა ხომ არ დარჩა მირზაანში? თუ მთლიანად გადაიტანეს... ან დირექტორი ვინაა ახლა? მადლობა წინასწარ.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tamuna m |
Mar 17 2008, 05:49 PM
პოსტი
#52
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
თბილისი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით და ასევე, მცირე რაოდენობის ქრისტიანობამდელი პერიოდის მასალა. მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, ტონდო წმინდა მამაის გამოსახულებით, საწინამძღვრო ჯვრები და სხვ.), აგრეთვე ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), სხვადასხვა პერიოდის მდიდრული საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდებში შედის შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), ალექსანდრე ბერიძის, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის და სხვათა ნაწარმოებები. ხელოვნების მუზეუმში ასევე ინახება XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების (მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია) საინტერესო კოლექციები. მეც დავამატებ ხელოვნების მუზეუმის დაარსების თარიღად 1920 წლის 1 თებერვალი სახელდება, როდესაც ცნობილი მხატვრის, ქართული კულტურის მოამაგის დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობითა და სხვა ქართველ მოღვაწეთა შემწეობით თბილისში გაიხსნა ეროვნული გალერეა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი: საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.1932 წლის 5 აგვისტოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით მოხდა ეროვნული გალერეის რეორგანიზება და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო და ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა, რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ ‘’მეტეხად’’ მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე. 1945 წელს სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით საქართველოს 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. 1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. რუსული ამპირის სტილის ნაგებობა, რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული. მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან. 2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას. პ.ს. ძალიან მიყვარს ეს მუზეუმი! ერთ ზაფხულს პრაქტიკები მიტარდებოდა და... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ნათია |
Mar 17 2008, 05:50 PM
პოსტი
#53
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კარგი იქნებოდა ერთი დღე დაგვეგეგმა და რამდენიმე მუზეუმი გვენახა
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
tamuna m |
Mar 17 2008, 05:52 PM
პოსტი
#54
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მეც, დიდი სურვილი მაქვს!
-------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Mar 18 2008, 10:42 AM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნათია
tamuna m მეც ძალიან მსურს, რომ დავგეგმოთ და მოვინახულოთ ჩვენი საგანძური. ბოლოს ალექსანდრე ყაზბეგის სახლმუზეუმში ვიყავი ფორუმელებთან ერთად და დღემდე მომყვება ემოცია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია |
Mar 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#56
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
marine
ნეტა კვირაობით მუშაობენ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Mar 18 2008, 10:57 AM
პოსტი
#57
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ნეტა კვირაობით მუშაობენ? არ ვიცი, ნათი. დავრეკავ და გავიგებ. მერე კი ერთ დღეს დავგეგმოთ წასვლა. ახლა ვნახე საიტზე, და ყოველ დღე მუშაობს ყველა მუზეუმი ორშაბათის გარდა: http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/Mus...%20muzeumi.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
goba41 |
Dec 7 2010, 01:43 PM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 5-December 10 წევრი № 10,038 |
როგორც გავიგე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოფილა ბაქრაძეების საგვარეულო გერბი,იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ გერბის მოძიებაში.
როგორც გავიგე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოფილა ბაქრაძეების საგვარეულო გერბი,იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ გერბის მოძიებაში. გოჩა ბაქრაძე ტ.722636 როგორც გავიგე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყოფილა ბაქრაძეების საგვარეულო გერბი,იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ გერბის მოძიებაში.ტ722636 |
მანდაეთი |
May 7 2011, 01:40 AM
პოსტი
#59
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 7-May 11 წევრი № 10,995 |
საინტერესოა ნინ, ნეტა შენს მერე რამე ხომ არ შეიცვალა? სურათები ხომ არ გაქვს? მანდაეთი მანდ იყვნენ და არიან ჩემი წინაპრები, მეც მანდ ვარ და ჩემი შვილებიც მანდ იქნებიან. თუ დაგაინტერესათ მოგიყვებით რომ მანდაეთი[u] ნიშნავს -"მანდაა ერთი" კიდევ ბევრ რამეს სიამოვნებით მოგიყვებით თუ ამ შეტყობინებას წაიკითხავთ ვინმე და დაინტერესდებით. ზემოთ თქმულს ვადასტურებ და როგორც ნაქალაქარს ისე მონეტებსაც შემიძლია სურათებიც მოგაწოდოთ. პატივისცემით: Khvicha@hotmail.com |
ნაინა |
May 7 2011, 02:16 AM
პოსტი
#60
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მანდაეთი
ციტატა მანდაეთი მანდ იყვნენ და არიან ჩემი წინაპრები, მეც მანდ ვარ და ჩემი შვილებიც მანდ იქნებიან. თუ დაგაინტერესათ მოგიყვებით რომ მანდაეთი[u] ნიშნავს -"მანდაა ერთი" კიდევ ბევრ რამეს სიამოვნებით მოგიყვებით თუ ამ შეტყობინებას წაიკითხავთ ვინმე და დაინტერესდებით. ზემოთ თქმულს ვადასტურებ და როგორც ნაქალაქარს ისე მონეტებსაც შემიძლია სურათებიც მოგაწოდოთ. პატივისცემით: Khvicha@hotmail.com ოჰოოო, მგონი თანასოფლელიც ვიპოვე ამ ფორუმზე ციტატა ზემოთ თქმულს ვადასტურებ და როგორც ნაქალაქარს ისე მონეტებსაც შემიძლია სურათებიც მოგაწოდოთ. კიი, მე ნამდვილად მინდა და მაინტერესებს. შეიძლება გიცნობ კიდეც, არაა არც ეგ გამორიცხული -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი