IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :)
marine
პოსტი Nov 23 2017, 06:34 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 18 2018, 03:23 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თავი XVI. ამბავი მარტინისა, მარსის მთის ბერისა

ცოტა ხნის წინ კამპანის მხარეში, მარსის მთაზე, განმარტოებით ცხოვრობდა ძალზე მოსაგრე კაცი მარტინი. მრავალი წელი იყო დაყუდებული ძალზე ვიწრო მღვიმეში. ჩვენები იცნობდნენ, ზოგიერთნი მისი ღვაწლის მხილველიც იყო. მის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე ჩემი წინამორბედის, ნეტარხსენებული პაპის პელაგის და სხვა ღვთისმოშიშ კაცთაგან.

მისი პირველი სასწაული ის იყო, რომ როგორც კი იგი მღვიმეში დაეყუდა, ხსენებულ მთაზე, იმ ქვიდან, რომელიც ავიწროებდა მღვიმის ღრმულს, გამოდინდა წყარო, რომელიც ღვთის მონა მარტინს აწვდიდა იმდენ წყალს, რამდენიც სჭირდებოდა ყოველდღე. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ზრუნავს ყოვლისშემძლე ღმერთი თავის მონაზე. მაგრამ კაცთა მოდგმის უძველეს მტერს შეშურდა წმინდანის სათნობებისა და მღვიმიდან მის გასაძევებლად ჩვეულ ხრიკს მიმართა. შევიდა თავის საყვარელ გველში და იმით აპირებდა წმინდანის შეშინებას. გველი შეძვრა დაყუდებულთან და მლოცველ წმინდანს წინ გაეშალა. როცა წმინდანი ეცემოდა მიწაზე, გველიც იქვე ახლო იწვა.

წმინდა კაცს უშიშრად მიჰქონდა ხელი ან ფეხი გველის თავთან და ეუბნებოდა: "თუ ჩემს კბენას გაბედავ, ამის ნებას გაძლევო". ასე გაგრძელდა სამი დღე. საბოლოოდ, წმინდანის სიტკიცით ძლეულმა ეშმაკმა ვაებით დატოვა მღვიმე, უფსკრულში დაეშვა და პირიდან გამოფრქვეული ცეცხლით გზად ყველა მცენარე მოწვა. ამით ეშმაკმა უნებურად აჩვენა, თუ რამდენად დიდი იყო ეს მისი მძლეველი წმინდა კაცი. დაფიქრდი, რა დიდსულოვანი იქნებოდა ადამიანი, ვინც სამი დღე გველთან ერთად უვნებლად გაატარა.

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :)   Nov 23 2017, 06:34 PM
marine   "მაგალითისთვის გ...   Dec 13 2017, 12:44 PM
marine   "[ღირსი იოანიკე დ...   Jan 20 2018, 09:08 PM
marine   "სახლი იქ აიშენე, ...   Jan 29 2018, 10:42 PM
marine   "მისი [წმ. ზაქარია ...   Feb 13 2018, 07:43 PM
marine   თავი XVI. ამბავი მარტ...   May 18 2018, 03:23 PM
marine   "როცა მომავალი მო...   Jul 19 2018, 08:11 PM
marine   "[ღირსი ბარლაამ კ...   Aug 4 2018, 07:34 PM
marine   "მამა პაისი [ათონ...   Aug 28 2018, 01:33 PM
marine   "ერთხელ, აღდგომა ...   Sep 19 2018, 12:42 PM
marine   "იქ მცხოვრებ მამა...   Sep 30 2018, 02:01 PM
marine   "უმბა - ბალახი, რომ...   Jan 3 2020, 09:55 PM
marine   გველი ბერს დაემორჩ...   May 12 2020, 09:55 PM
marine   "მზედახედულ კლდი...   May 18 2020, 08:40 PM
marine   "ველურ მხეცებსაც ...   Oct 12 2020, 07:49 PM
marine   "გაზაფხულზე მთის ...   Nov 6 2021, 01:34 PM
marine   "ასპიტი, უნასი (და...   Nov 9 2021, 08:01 PM
marine   "ვასილისკო (ფს. 90. 13)...   Nov 19 2021, 08:31 PM
marine   "იქედნე - შხამიან...   Dec 25 2021, 04:13 PM
marine   "ყოველი ქმნილება ...   Feb 2 2022, 06:45 PM
marine   "იქნებ, ჭანჭრობში...   Mar 15 2022, 09:09 PM
marine   "ცოლ-ქმრის სიყვარ...   Mar 22 2022, 03:08 PM
marine   "გზას მხოლოდ ლეყე...   Jun 30 2022, 03:50 PM
marine   "ათონზე ცხოვრობდ...   Jul 4 2022, 01:40 PM
marine   "წმინდა დიმიტრი რ...   Jul 30 2022, 01:34 PM
marine   "გველი ტკბილ საკვ...   Aug 9 2022, 09:04 PM
marine   "ერთმა კეთილკრძა...   Aug 10 2022, 09:43 PM
marine   "თქმულება "ხოგა...   Aug 17 2022, 01:03 PM
marine   "წმინდა დიონისეს ...   Sep 9 2022, 06:28 PM
marine   "ეზოში, ფეხზე გვე...   Feb 6 2023, 08:46 PM
marine   "ნათქვამია: "გვე...   May 9 2023, 02:33 PM
marine   "ოცი წლის შემდეგ ...   Aug 17 2023, 09:12 PM
marine   "ერთხელ ერთ ქალს ...   Aug 28 2023, 04:47 PM
marine   "თუკი ცხოველის ად...   Jan 7 2024, 07:55 PM
marine   "ერთხელ ბერთან [ღ...   Jan 8 2024, 06:48 PM
marine   "ამბა პახომმა შხა...   Jan 10 2024, 06:47 PM
marine   "სკიტის მცირერიც...   Jan 11 2024, 12:57 PM
marine   "მამა ეფრემის [არ...   Feb 12 2024, 07:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 11:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი