თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ვიყვარებოდეთ ურთიერთარს

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 02:17 PM

პირველ რიგში

"ქრისტე არს ჩვენს შორის" ki.gif yes4.gif

ძმანო და დანო, ამოვიდა ყელში ამდენი უარყოფითი ენერგია, ვაფრქვიოთ სიყვარული
გავუხაროთ ერთმანეთს გულები, ვიყოთ ერთნი ვითარცა "სამება" ერთ არს და განუყოფელ
ჩავეხუტოთ ერთმანეთს, მოვეფეროთ, სიყვარული იყოს ჩვენს უერთიერთობაში, რომ გავერთიანდეთ და ერთობით ვაღიაროთ "წმინდა სამება"

მოდით ეს თემა ამ ყველაფერს მივუძღვნათ და განვიმუხტოთ უარყოფით ემოციებისა და ენერგიტიკსაგან...
იქ სადაც გამერთანებელ სიკეთეს და სიყვარულს ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, დამაშორებელ ბოროტებასა და სიძულვის ვრაფერი დაუკლია მისთვის smile.gif

შევიყვაროთ სიყვარული...

გაიხარეთ სულყველამ, ღმერთმა ისმინოს თქვენი ლოცვა, შეგეწიოთ ყოველთა წმინდანთა ძალა, მადლი და მეოხება...
თვით "ბოროტისათვის" გეძლიოთ, ღმერთი შეგწეოდეთ, სიხარული გქონოდეთ, ჯანმრთელობა, ურყევი რწმენა...

და სიყვარული ღვთისა და ერისა

შენ კი საქართველოვ, ადიდე ღმერთი, და იხარე მარად smile.gif

დიდი დიდი დიიიიიიიიიიიიიიიდი სიყვარულით
აკაკი kiss1.gif a025.gif hello.gif hehe.gif preveds.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 3 2010, 02:37 PM

აკაკი
გაიხარე, ნამდვილად დროული თემაა, ფორუმს სიყვარული ნამდვილად აკლია smile.gif შევიყვაროთ ერთმანეთი ხალხოოოოოოო kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

მიყვარხართ ყველანი განურჩევლად რასისა, სქესისა და აღმსარებლობისა biggrin.gif wub.gif ყოველ შემთხვევაში მინდა მაინც, რომ ასე იყოს a025.gif

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Jan 3 2010, 02:48 PM

უფალი ყოფილიყოს ჩვენთან...
ღმერთო, დაგვიცევ და გაგვაძლიერე ბოროტთან ბრძოლაში..
ჩაგვინერგე გულსა და სულში სიყვარული ერთურთისა...
გაიხარეთ და გამრავლდით კარგნო ამა ქვეყნისა... :-)
მობრუნებულიყავით ცუდნოც კარგისკენ...
ღმერთი შეგეწიოთ ყოველ თქვენგანს...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 03:28 PM

არ ვიცი რატომ, არ არის ეს თემა აქტიური სხვა თემებთან შედარებით...

გაიხარეთ, სიტკბო არ მოგკლებოდეთ

ისაუბრეთ ტკბილი ენით, და თქვენც ხომ იცით, რომ გველს ხველში არ მოასვენებს, და ა(გა)მოვა იქიდან საიდა(ნა)ც შევიდა smile.gif kiss1.gif

ვერვინ და ვერაფერ არს წინააღმდეგ ძალა რომელმან სძლიოს სიყუარულსა, რამეთუ უზენაეს ღმერთ არს სიყვარული, რომელი ძალის მიმცემ არს სხვებზედა.
განა არს კაცი გინა სხუაი, რომელმან სძლიოს მას ძალის მიმცემსა? ვერვინ!

მაშ ვიყვარებოდეთ უერთიერთ არსს, რამეთუ სადაც ჭეშმარიტად სიყუარულ სუფევს, ღმერთი არს იქ და მოყვარენი ღმერთთანა არიან....

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 3 2010, 04:59 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 04:28 PM) *

არ ვიცი რატომ, არ არის ეს თემა აქტიური სხვა თემებთან შედარებით...

იმიტომ რომ თემაში სადაც სიყვარულზეა სალაპარაკო განკითხვისთვისა და კამათისთვის ვერ ვიხერხებთ sad.gif sad.gif dry.gif

ციტატა
მაშ ვიყვარებოდეთ უერთიერთ არსს, რამეთუ სადაც ჭეშმარიტად სიყუარულ სუფევს, ღმერთი არს იქ და მოყვარენი ღმერთთანა არიან....
კარგი ადამიანი ჩანხარ, უფრო მეტად იაქტიურ რა გთხოვ, იქნებ ახლა შენი სიყვარულისა და ლოცვის სურვილის ვირუსი გავრცელდეს smile.gif
001.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 3 2010, 05:04 PM

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.







4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 05:14 PM

llaasshhaa
მაშ ვიყვარებოდეთ, რაღას ვუცდით

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 05:18 PM

აკაკი

ციტატა
მაშ ვიყვარებოდეთ, რაღას ვუცდით

rolleyes.gif 2kiss.gif აცე?


biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 05:23 PM

მხევალი ნინო

თუნდაც biggrin.gif hehe.gif preveds.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 05:25 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 05:23 PM) *

მხევალი ნინო

თუნდაც biggrin.gif hehe.gif preveds.gif



kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif ა, კიდო მაშინ


cocxali.gif cocxali.gif cocxali.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 05:30 PM

ასე არ ჯობია ?

001.gif dans2.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 3 2010, 06:12 PM

მხევალი ნინო
IPB-ს სურათი


laugh.gif laugh.gif laugh.gif


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2010, 06:15 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 3 2010, 06:12 PM) *

მხევალი ნინო
IPB-ს სურათი



აკაკი და მე laugh.gif laugh.gif

იმედია, არ შემეკიტხებით შენ რომელი ხარო biggrin.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 3 2010, 06:20 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2010, 06:15 PM) *

აკაკი და მე laugh.gif laugh.gif

იმედია, არ შემეკიტხებით შენ რომელი ხარო biggrin.gif

თქვენ ხართ თქვენ tongue.gif

პირველ ფოტოზე სხვა ფორუმელბიც გელოდებიან ლოლ laugh.gif

ის უკან შავებში ბაბაიაგა მნათეუსია ფორუმელბის მტერი : D

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 06:27 PM

laugh.gif ნუ, რავიცი რავიცი biggrin.gif ასე ჯობია wub.gif friends.gif yes4.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 06:41 PM

ციტატა
"ქრისტე არს ჩვენს შორის"


არს და იყოს, მარადის

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 3 2010, 06:51 PM

akaki martlac ra saocari tema gaxseni.gagaxaros upalma. me minda kvela mikvardes magram pxizeli amas naklebad gamovxatav:d

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 06:53 PM

მადლობა smile.gif

ციტატა(მაშიკო @ Jan 3 2010, 06:51 PM) *

pxizeli amas naklebad gamovxatav:d



laugh.gif რაც მთავარია ხომ გამოხატავ ნაკლებად თუ მეტად...
მერე ერთი გაღვივება და ეგ არის biggrin.gif

გიხაროდენ ძალავ, უძლეველო

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 3 2010, 07:25 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 3 2010, 05:04 PM) *

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;


დეკ. ანდრია (კემულარია)

ციტატა
ჭეშმარიტი სიყვარული გაცემაა და არა მიღება; გაცემა გულისა, ცხოვრება მისით, ვინც გიყვარს, დათმენა მისი. ჩვენ კი, საუბედუროდ, უფრო მომხმარებლები ვართ, ვიდრე გამცემნი. ის, რომ მე მსიამოვნებს ადამიანთან ყოფნა, ვილტვი მისკენ, ჯერ არ არის ნიშანი ჭეშმარიტი სიყვარულისა. ქალ–ვაჟური შეყვარებულობა მიწიერი ფორმაა ადამინთა ურთიერთლტოლვისა და ამაში მიწიერზე ამაღლებული არაფერია, თუმცა არც დასძრახია რამე. სწორი, ღმრთისსათნო ცხოვრების შემთხვევაში ასეთი შეყვარებულობა შეიძლება გადავიდეს ჭეშმარიტ სიყვარულში, რომელიც პიროვნებაში ღმრთის ხატებას ხედავს.

გავიხსენოთ, როგორ აღწერს წმიდა მოციქული პავლე სიყვარულს: „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1კორ 13,4–8) თუ სიყვარული „არა ეძიებნ თავისასა”, ქალ–ვაჟური შეყვარებულობა სწორედ რომ თავისას ეძიებს. რომელი შეყვარებული გაიხარებს სატრფოს ბედნიერებით, თუ ის ამ ბედნიერებას სხვასთან ჰპოვებს?!

სულაც არ მინდა იმის თქმა რომ სიყვარული მამაკაცსა და დედაკაც შორის არის მიუღებელი, მდაბიო და შეუფერებელი ქრისტეანესათვის. მაგრამ არ იქნება სწორი მისი გადაფასება და უმაღლეს საფეხურზე აყვანა.

ტექნიკურმა პროგრესმა შვა ახალი ფორმა შეყვარებულობისა ვირტუალურ სივრცეში და ეს დამაფიქრებელია. საერთოდაც, ადამიანური ურთიერთობები უფრო და უფრო გადადიან ვირტუალურ სამყაროში და შედეგად უფრო გვიჭირს ურთიერთობა და ერთმანეთის დატევა რეალობაში. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცნობთ ადამიანს, სინამდვილეში ჩვენ ვიცნობთ მის ანარეკლს, მის ხატებას ჩვენში, ვიცნობთ მის ზოგიერთ თვისებას. ვირტუალური სივრცისათვის დამახასიათებელია ოცნებისეულობა, აბსტრაქტულობა; ვირტუალური ნაცნობობა ხშირად იქცევა საბაბად იმისა, რომ პროტოტიპს მიენიჭოს სასურველი თვისებები. თან, ამ სივრცეში ადამიანს თავად შეუძლია შექმნას სხვის ცნობიერებაში მისთვის სასურველი სახე. ამიტომაც ხდება, რომ რეალურ ცხოვრებაში გადანაცვლება სიყვარულისა, მეგობრობისა ხშირად კრახით მთავრდება. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ. ალბათ ასეც არის, მაგრამ უნდა იცოდეთ ისიც, რომ ამ გრძნობას გამოცდა ელის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ითქვას რა არის თქვენში, ხიბლი თუ ნამდვილი სიყვარულის საწყისი. ზემოთქმულიდან გამომდინარე მიხვდებით, რის თქმასაც ვაპირებ: ის, რასაც ერთი ნახვით შეყვარებას უწოდებენ ჯერ არ არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარულისთვის კი დიდი შრომაა საჭირო საკუთარ სულზე.


ეს არის ჩემს კითხვაზე მამა ანდრიას პასუხი. მართალია ეს კითხვა ქალ-ვაჟურ სიყვარულს ეხება, მაგრამ მემგონი მისი განზოგადებაც შეიძლება. წმინდა პავლე მოციქულს ხომ მხოლოდ ქალ-ვაჟურ სიყვარულზე არ დაუწერია ეს სიტყვები?! მე აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ მე გამუდმებით "ვეძიებ თავისასა", არც კი ვიცი რა არის სიყვარული...

ღმერთმა შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი სიყვარული!!!
და მოგვანიჭოს ძალა, რომ ჩამოვიხსნათ ნიღაბი, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ვატარებთ. ჩემი აზრით, ცხოვრებაშიც საკმაოდ ნიღბიანები ვართ და ინტერნეტი ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ალბათ კარგი იქნებოდა აქ მომეყვანა ტექსტი ნანინას ხელმოწერიდან: "იყავი ის რაც ხარ".
ხშირად ფორუმებზე და სხვა ინტერნეტ კომუნიკაციების საშუალებებში ხდება ხოლმე დიდი კამათები. ჩვენი ფორუმიც არ "უჩივის" ასეთი "თავგადასავლების" ნაკლებობას. ალბათ ეს იმისი ბრალია, რომ ჩვენ სწორედ სიყვარული გვაკლია და გამომდინარე იქიდან, რომ "ვეძიეებთ თავისასა", ანუ მომხმარებლური თვალით ვუყურებთ სამყაროს, გვინდა საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ მართალ, ჭკვიან, სათნო, მშვიდ, გაწონასწორებულ, წინდახედულ, შორსმჭვრეტელ ადამიანებად. ანუ ნიღაბს ვირგებთ, მაგრამ თვითდამკვიდრების ეს ფორმა თხოულობს აღიარებას სხვა ადამიანების მხრიდან. თუ აღიარება ვერ მოიპოვე, ვერ მოახერხებ თვითდამკვიდრებას და ამიტომაც ვირგებთ ნიღბებს. საბოლოოდ კი ვრჩებით მოტყუებულ მდგომარეობაში. სატანისაგან მოტყუებულ მდგომარეობაში. ვხედავთ საკუთარი თავის სისუსტეს... ეს ალბათ უსიყვარულობის ყველაზე მსუბუქი გამოვლინებაა, რადგანაც სიყვარულს, ანუ ღმერთს განშორებულნი ყველაზე საცოდავნი ვართ. მერე გვიკვირს ხოლმე რატომ არ ვართ ბედნიერნი, როდესაც თავად ვამბობთ უარს ბედნიერებაზე, ე.ი. ღმერთზე, ე.ი. სიყვარულზე.

უფალმა მოგვცეს ძალა, რომ სულ ცოტათი მაინც მოვახერხოთ ფერისცვალება უკეთესობისაკენ!
ღმერთმა შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი სიყვარული!!!

გვერდითა თემაში ჩემი მოსაზრების დაფიქსირება თხოულობდა აკაკის ერთი პატარა საქციელის მხილებას და ამას საერთოდ არ გავაკეთებდი, ფორუმის საჭიროება რომ არ ყოფილიყო. რა მექნა, დავიწყე პირველი პოსტის წერა და შევეცადე სიყვარულით განმემსჭვალა პოსტი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ვერ შევძელი.
მაპატიე აკაკი, რომ ეს გავაკეთე...
მაპატიე, რომ არ შემიძლია შეგიყვარო მოყვასი ჩემი ისე, როგორც საჭიროა...


ამას წინათ, ეკატერინემ (Kato_Bato-მ) მითხრა, ადამიანების წყენინება, გულის ტკენა, ღიირს კი ამ ფორუმისთვის საერთოდო?!... ალბათ ნაწილობრივ ღირს, რადგანაც ფორუმზე იწერება ისეთი ტექსტები, რომლის წაკითხვამაც შეიძლება მკითხველის სულზე ზეგავლენა მოახდინოს, მკითხველი კი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. ამიტომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რა იქნება დაწერილი აქ, რომ რომელიმე მკითხველისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს. ასევე უნდა გაკონტროლდეს, რომ არ გაიხსნას ისეთი თემები, რომლებიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს... ეს ყველაფერი მოითხოვს მსხვერპლს - ადამიანების წყენინებას. მაგრამ თუ მოვინდომებთ ეს მსხვერპლი თითქმის მინიმუმამდე, 0-მდე შემცირდება: ამას წინათ ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმს, თუ სიუეტს ჩვენს უწმინდესზე, სადაც, თუ სწორად მახსოვს, იგი ბრძანებს, რომ ყოველთვის მასწავლიდნენ, არასოდეს არავისგან არაფერი გეწყინოსო. თუ ჩვენც შთავინერგავთ ამგვარ სწავლებას და დავიმარრხავთ გულში, ალბათ ფორუმი ისე გაკონტროლდება, რომ არც არავის არაფერი ეწყინება...

დაგვლოცოს უფალმა და გაგვახაროს!!!

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 3 2010, 07:29 PM

აბე

ციტატა
ქალ–ვაჟური შეყვარებულობა სწორედ რომ თავისას ეძიებს. რომელი შეყვარებული გაიხარებს სატრფოს ბედნიერებით, თუ ის ამ ბედნიერებას სხვასთან ჰპოვებს?!

ის, რასაც ერთი ნახვით შეყვარებას უწოდებენ ჯერ არ არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარულისთვის კი დიდი შრომაა საჭირო საკუთარ სულზე.

ეს ხელმოწერაში უნდა დავაყენო მგონი... ძალიან ძნელია ამის გაგება... user.gif
პირადად მე ძალიან გამახარა მამა ანდრიას ამ სიტყვებმა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს სიყვარულის ჩვენეული გაგება სრულიადაც არაა ჭეშმარიტი smile.gif
ხანდახან მოვუსმინოთ ეკლესიასაც, მღვდლებსაც, იქნებ რას გვეუბნებიან...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 07:31 PM

აბე
კარგი არ გვინდა ის თემა დავივიწყოთ smile.gif
კარგი გააკეთე...
_____________


ეს თემა კი უბრალოდ განსანმუხტავად გავხსენი smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 3 2010, 07:35 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 3 2010, 07:31 PM) *

აბე
კარგი არ გვინდა ის თემა დავივიწყოთ smile.gif
კარგი გააკეთე...
_____________
ეს თემა კი უბრალოდ განსანმუხტავად გავხსენი smile.gif


გენაცვალე kiss1.gif a075.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Jan 3 2010, 08:35 PM

http://ge.smiles.26l.com/smile.139739.html

ე.ი. მეც მიყვარს ყველა და ყველაფერი , სულიერი თუ უსულო დედამიწის ზურგზე და ფორუმზეც ყველა მიყვარს განურჩევლად პოსტების რაოდენობისა, ავატარისა და ხელმოწერისა.. tongue.gif არ ვიტყუები http://ge.smiles.26l.com/smile.114996.html ნუ ვცდილობ ყოველშემთხვევაში ძალიან yes.gif

აკაკი
ძალიან ლამაზე თემაა
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, პატარა, გულწრფელი და უბრალოს შთაბეჭდილებას ტოვებ, რაც სასიამოვნოა და ძალიან იშვიათი,

მგონი გვაკლია გულწრფელობა, სიყვარული, მოფრთხილება ერთანეთის, რაღაც სულ დაპირისპირების სული, ცივი ომი, საკუთარი "მე"ს იმიჯის ამბავი.... მოდი.
მოდი მივაფურხოთ ყველაფერს და ერთმანეთი შევიყვაროთ,IPB-ს სურათი შევიყვაროთ გულწრფელად უანგაროდ, საკუთარი თავივით რომ ქვია ისე, რომ.. რომ ყოველთვის სუფევდეს ჩვენში სიყვარულის მზე, რომლის სინათლე და სითბო ეტყვის ყველას რომ ჩვენ ვართ ქრისტეს მოწაფეები , სიყვარულის შვილები...

უფალმა მოგვმადლოს ყველას სიყვარულის ნიჭი

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 3 2010, 09:06 PM

აი ასეთ სიტუაცია მიზიდავს და მიყვარს და სწორედ იმიტომ მიზიდავს, რომ სიყვარული გამაერთიანებელია, რადგან ღმერთია სიყვარული, ღმერთ აერთიანებს, ბოროტი გვაშორებს...

სიყვარული დიდი რამაა, მოდი ვეცადოთ ყველანაირად რომ იგი(სიყვარული/ღმერთი) შევიყვაროთ...

ეს არის ბედნიერების და სიძლიერის ფორმულა

გაიხარეთ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 19 2010, 08:30 PM

რავა მოუძლურეთ ეს ტოპიკი smile.gif

გილოცავთ ნათლისღებას, განათლებული გონებით გატაროთ უფალმა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 5 2010, 12:05 AM

მახსოვს, ეს თემა რომ გავხსენი... ანთებული ვიყავი . . . რაღაც ენთო ჩემში . . . smile.gif

იქნებ ისევ აქტიური გახდეს? kiss1.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 5 2010, 12:09 AM

დავიღვარო გრძნობებად? biggrin.gif

ჯერ მასწავლეთ ყველა როგორ შევიყვარო sad.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 5 2010, 12:21 AM

ikanosi
იესომ დიდ ხუთშაბათს კიდევ ერთI ახალი მცნება მოგვცა . . .

"გიყვარდეთ ერთმანეთი" ისე როგორც მე შეიგიყვარეთ"

რავიცი თავგანწირვით ალბათ . . .

ფაქტი ერთია უნდა შევიყვაროთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 5 2010, 12:27 AM

აკაკი
კარგი, მე რაც არ უნდა ვიძახო მიყვარხართ, მიყვარხართ მეთქი ვინმე დამიჯერებს? საქმით უნდა მოხდეს ამის დამტკიცება ჩემი აზრით.....
ქრისტაც ხომ ასე აღასრულა თავისი ნათქვამი

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 5 2010, 12:35 AM

ikanosi
სწორი ხარ . . ასეა ...

აქედან ჩვენ რაც შეგიძლია ის არის, ერთმანეთის მიმართ კეთილსიტყვიერება გამოვიჩინოთ. . . და დავტიოთ მათში ყოველივე რაც გვაქვს.ს...

ღავიცი გააქტიურდეს ეს თემა ყოველივე უარყოფითის განსამუხტად

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 5 2010, 12:42 AM

აკაკი
კეთილსიტყვიერება რა თქმა უნდა

იესო ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა ახალი მცნება. „მცნებასა ახალსა მოგცემ თქვენ, - უთხრა ქრისტემ მოციქულებს, - რაჲთა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარე თქვენ“. ამით გაიგოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.

დაე იყოს ასე

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 5 2010, 01:04 AM

ikanosi
გაიხარე kiss1.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Nov 22 2010, 03:26 PM

ეჰ.....

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 24 2010, 10:37 AM

ახლა ვიპირებდი თემის გახსნას, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ და ასე შემდეგ...და ვიპოვეეეეეეkiss1.gifkiss1.gifkiss1.gifშემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე ყველააააას...kiss1.gifkiss1.gifkiss1.gifისე მიყვარხართ მგონი ვგიჟდები..biggrin.gif:D:D ძალიან მიხარია თქვენც ასე სიყვარულით "გიჟები" რომ გიპოვეეეთkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 24 2010, 11:16 AM

ჩემი აზრით ძალიან შორს ვართ ერთმანეთის ქრისტესმიერ სიყვარულამდე. ამის მისაღწევად ბევრი საფეხურია გასავლელი.

პოსტის ავტორი: besik თარიღი: Nov 26 2010, 05:07 PM

ციტატა(ikanosi @ Apr 5 2010, 12:42 AM) *


იესო ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა ახალი მცნება. „მცნებასა ახალსა მოგცემ თქვენ, - უთხრა ქრისტემ მოციქულებს, - რაჲთა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარე თქვენ“. ამით გაიგოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.


ერთი ადამიანი შემიყვარდა მეტისმეტად მორწმუნე,ახლო მეგობრები ვიყავით ზალიან.მის გამო ლამის ცხოვრება დავინგრიე,იმდენათ მიჭıრდა უიმისოთ ცხოვრება.ვხედავდი რომ მის გარეშე სიცოცხლე მობეზრებული მქონდა და თავს რაგაც ცუდს დავმარტავდი.ტავმოძულეებულ ადამიანს უმცıრესი მანზილი აშორებს უფსკრულში გადაჩეხვისგან.ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ზურგშექცევა ,ხელის არ გაწოდება არა თუ მორწმუნე ადამიანის ურწმუნოსტვისაც კი მıუღებელია.და ამıნც ასე მოხდა.ასეთ რწმენიტ მცხოვრებ ადამიანში არ აგმოჩნდა არც თანაგრზნობა,არც სიყვარული მეგობრისა,არც სიყვარული როგორც მოყვასისა,ისე გამწირა,ზუგი მაქცია და შეეგუა ჩემს დაღუპვას. უფლıს მოყვარულı ადამიანი მოყვასის სიყვარულში გამოიცდება,ვისაც უფალი უყვარს ის არასოდეს დაუშვებს მის გვერდით მყოფი ადამიანს ზურგი აქციოს ,ხელი არ ჩაშჭიდოს დასაღუპად განწირულ ადამიანს.
,,როცა შენს გვერდით მდგომი მოყვასი არ გიყვარს,რომელსაც ხედავ,მე,უფალს როგორ შემიყვარებ როცა თვალითაც არ გინახივარ,,

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 12 2014, 11:35 PM

აბა, გაოცოცხლდა თემა სიყვარულზე!!

დავივიწყეთ გზააბნეული მრევლი გაბრიელ ბერის საფლვაზე, დავივიწყეთ სუროგაცია-გამოცდები, ღიპიან-ჯიპიანები და სხვა მავალი!!!

მოდით აქ, უნდ აგაკოცოთ : ) ) ) ) )

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 13 2014, 12:25 AM

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა უნდა ვაკეთოთ ამ თემაში მაინც ვერ მივხვდი, სასიყვარულო პოსტები უნდა ვწეროთ? თუ რავი...

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: Jan 13 2014, 03:29 AM

ლავ იუ ოლლ <3 smile.gif) ესე მოკლედ რა smile.gif)

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 13 2014, 03:56 AM

ციტატა(Alterego @ Jan 13 2014, 03:29 AM) *

ლავ იუ ოლლ <3 smile.gif)

კისს იუ ოლლ smile.gif)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)