IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 93 94 95 96 97 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 18 2017, 08:07 PM
პოსტი #1881


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე მეტად მაშინ არის ბედნიერი მონასტრის წევრი, როცა ამქვეყნიურს თმობს და უფლისთვის თავს წირავს. როგორც ცხვარი შესწირო უფალს, ისე ეწირება მონაზონიც ღმერთს, მთელი მისი ცხოვრება უფლის მორჩილებაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 09:48 AM
პოსტი #1882


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში მიმავალი ადამიანი ტოვებს ოჯახს, ახლობლებს და უფლის შეწირული შვილი ხდება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 12:21 PM
პოსტი #1883


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ზოგი გაჭირვებას მიჰყავს, ზოგს სიყვარული არ უმართლებს... როცა მონაზვნად აღიკვეცები, შეწირული ხარ უფლისთვის. ტოვებ ხორციელ მშობლებს, მაგრამ იძენ სულიერს - მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახით. სულის გადასარჩენად მონასტრული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა. პირადად მე თბილისში აღარ მინდა ჩამოსვლა, ტრანსპორტით მგზავრობა, აღარც ხორციელ შვილებთან მისვლა. მხოლოდ განმარტოებული ლოცვა მწადია, რითიც უფალს მეტად ვუახლოვდები."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2017, 10:27 PM
პოსტი #1884


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მონასტერში ხშირია მოწყინება და გონებრივი ბრძოლები?

- პირველი ბრძოლა - მოწყინებაა. მოწყინების შემოსვლით ეშმაკი ცდილობს მონასტრიდან გაგიშვას, მოულოდნელად სინანულის გრძნობას გიგზავნის და ერის ცხოვრებისკენ გიბიძგებს. შეიძლება ასეთი აზრიც გაგიჩნდეს - ერში კარგად ცხოვრობენ, დროს ატარებენ, შეიძლება იქაც ვიარო ეკლესიაშიო... ეშმაკი ცდილობს, როგორმე დაგაშოროს ეკლესიას. ეკლესიის სწავლების მიხედვით, მონასტერში ასეთ ბრძოლებს უნდა ველოდეთ და გავუძლოთ კიდეც. ამგვარი აზრებისაგან თავი უნდა დაიცვა წმინდანთა ცხოვრების კითხვით და წმინდა მამათა მიბაძვით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2017, 09:26 AM
პოსტი #1885


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვა არ არის ერში ცხოვრება, მაგრამ უფრო დიდი მადლი - ბერული ცხოვრებაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2017, 02:20 PM
პოსტი #1886


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგი პრობლემებს მოჰყავს მონასტერში და ხშირია შემთხვევა, როცა ვერ ჩერდება. მერე უფრო დიდ ცოდვებში ვარდება. ბერობა ან მონაზვნობა არ არის გამოსავალი რთული მდგომარეობიდან. ბერობა - ღვთის სიყვარულია და თავგანწირვაა უფლისთვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2017, 09:30 PM
პოსტი #1887


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უკანასკნელი ცოდვა

ეს ამბავი XIX საუკუნის რუსეთში მოხდა, კორენის მონასტერში. ბერი ვინმე გარდაიცვალა. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი პეტერბურგში იყო წასული საქმეზე და მხოლოდ ბერის დაკრძალვის დღეს, გვიან საღამოს დაბრუნდა სავანეში.

გზისაგან დაქანცული, სარეცელზე მიწვა დასასვენებლად, ჩათვლიმა და ასეთი ჩვენება იხილა: გარდაცვლილის სული ორ ანგელოზს აჰყავდა ზეცად. სულმა საზვერეები დაუბრკოლებლივ გაიარა. მიუახლოვდნენ ღვთის სასუფეველს, მაგრამ უეცრად აქამდე ღია სამოთხის კარი დაიხშო და შიგნიდან ხმა მოისმა: "ამ ცოდვის გამო ბერის სული ვერ შევაო ღვთის სასუფეველში!" მაგრამ რა ცოდვა იყო ეს, წინაძღვარმა ვერ გაარჩია.

ანგელოზები დაბნეულები შედგნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მოისმა ხმა: "იმ შეურაცხყოფისთვის, იმ უპატიობისთვის, რაც ბერის სხეულმა დაკრძალვისას განიცადა, მიეტევოს ეს ცოდვა და ნება მიეცეს ღვთის სასუფეველში შესვლისაო" (თურმე დაკრძალვისას, როცა კუბოს სამარეში უშვებდნენ, ბერებს ცხედარი გადმოუვარდათ და ისეთი ძალით დაენარცხა მიწას, რომ გარდაცვლილს თავი გაუტყდა).

სასუფევლის ბჭენი განიხვნა და გახარებულმა ანგელოზებმა შეწყალებული ბერის სული სამოთხეში შეიყვანა.

წინაძღვარს გამოეღვიძა, იხმო მონასტრის ძმები, მოუთხრო სიზმრად ნანახი და დაკრძალვის ამბავი ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ გაუფრთხილებლობის გამო მიცვალებულის სხეული მართლაც გადმოვარდნოდათ კუბოდან, მაგრამ რაკი ცხედარი, წესისამებრ, მანტიაში იყო გახვეული, მათ არ იცოდნენ, მართლაც გაუტყდა თუ არა მას თავი.

ხილვის ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო, წინამძღვარმა მონასტრის ძმებთან მოითათბირა და გადაწყვიტა, ბერის საფლავი გაეთხარა. ასეც მოიქცა.
გახსნეს კუბო და აღმოაჩინეს, რომ ბერს მართლაც გასტეხოდა თავის ქალა. ღვთის უსაზღვრო მოწყალებით გულშემუსვრილმა ბერებმა ადიდეს სახიერი უფალი, რომელიც საბაბს ეძებს კაცთა გადასარჩენად.

დაილოცოს ღვთის მოწყალება და სამართალი, რომელიც აგრერიგად განსხვავდება კაცობრივი სიმართლისაგან".

/ს. ვესნინი "მთაწმინდელის წერილები"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2017, 10:37 AM
პოსტი #1888


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ადამიანს სურს და ღმერთი მოუწოდებს მონასტრული ცხოვრებისკენ, ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ანგელოზებრივ ცხოვრებას უტოლდება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2017, 11:18 AM
პოსტი #1889


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2017, 10:43 AM
პოსტი #1890


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერობა - ეს არის სიხარული და სიტკბოება გამოუთქმელი, რომელსაც ადამიანი ქრისტესთან მყოფობით, მასზე სრული მინდობით განიცდის. ბერობა არის დაცემული ადამიანური ბუნების მუდმივი იძულება ქრისტეს სიყვარულით განღმრთობისათვის. როგორც წმინდა იოანე სინელი წერს: "სადაცა ბუნებისა ძლევაი იქმნა, მუნ უეჭველად ბუნებისა შემოქმედი დაემკვიდრა".

/არქიმანდრიტი საბა (კუჭავა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2017, 10:26 AM
პოსტი #1891


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას რომ დაუტევებს და მონასტერში მიდის, ამით აცხადებს, რომ სურს განიწმინდოს მიწიერი სურვილებისა და ზრახვებისგან, რაც მღვიძარების - სულიერი სიფხიზლის - გარეშე შეუძლებელია.

არა მარტო მონასტერში მოღვაწემ, არამედ ნებისმიერმა მორწმუნემ განუწყვეტლივ უნდა ადევნოს თვალყური გულისა და გონების მოძრაობას, კეთილი, ღვთივსათნო აზრები შეიწყნაროს, ურიგო კი განაგდოს.

სწორედ ეს არის მღვიძარება - სულიერი სიფხიზლე, რომელიც აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი დააღწიოს ეშმაკეულ აზრებს, უკუაგდოს ისინი, ვიდრე ბოროტის ნებას დაჰყვება და ცოდვას ჩაიდენს."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2017, 11:27 AM
პოსტი #1892


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხორციელი მღვიძარება მხოლოდ იმას როდი გულისხმობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები იძინოს; შესაძლოა, ადამიანი ღამეებს ათენებდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ილოცოს ან სულისთვის სასარგებლო სხვა საქმე აკეთოს, არამედ იმისთვის, რომ უცქიროს ტელევიზორს ან სხვაგვარად გაერთოს. ამას სჯობია, იძინოს - ძილის დროს მისი სული უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

მაგრამ როდესაც მონასტერში მოღვაწე ფხიზლობს, ის აუცილებლად ლოცულობს ან საღმრთო წერილისა თუ სხვა საღმრთო წიგნების კითხვით არის დაკავებული, ანუ იძენს სულიერ სარგებელს, რაც სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად და ამ სათნოებაში განსამტკიცებლად არის საჭირო. ამასთანავე, ღამით ლოცვასა თუ სხვა სულიერ საქმეს უფალი მეტადაც შეიწირავს და განსაკუთრებულ მადლსაც მოგვმადლებს - ის ხედავს, რომ იმ დროს, როდესაც თითქმის ყველას სძინავს, ვიღაც დგება და ლოცულობს, რაღაცას იკლებს უფალთან ყოფნისთვის.

ღმერთს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება, არც სხვა რამ შესაწირი; ეს ყოველივე თავად ჩვენ გვჭირდება უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2017, 11:48 AM
პოსტი #1893


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერთა საძვალე (კრიპტა)"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 28 2017, 10:21 AM
პოსტი #1894


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“- მონასტერში მოღვაწეს, ალბათ, ზედმეტი ძილის სურვილი არც უჩნდება...

- კაცი მონასტერში რომ მიდის, უკვე იცის, რომ ფიზიკური მღვიძარებაც მოეთხოვება და ამის მნიშვნელობაც გაცნობიერებული აქვს, შემდეგ კი, როცა სამონასტრო ცხოვრებას შეუდგება, გადაეწყობა იმ განრიგზე, რასაც სამონასტრო წეს-განგება მოითხოვს, თავისთავად, ძილიც ნაკლები სჭირდება.

მონასტერში ბერების მოსასვენებელი საწოლებიც კი არ არის ისეთი, რომ ძილისკენ მიდრიკოს ადამიანი. თუ კაცი რბილ და მოხერხებულ საწოლში წევს, გაღვიძების შემდეგ კვლავ ძილისკენ მიუწევს გული, ამიტომ სასურველია, მორწმუნემ თავს უფლება არ მისცეს, იძინოს მეტისმეტად რბილ საწოლში, ბერ-მონაზონთათვის კი ეს მით უმეტეს არ არის საკადრისი, რადგან ადამიანი საერო ცხოვრებას რომ ტოვებს, ის უარს ამბობს ყველაფერზე, რაც ხორციელ სიამოვნებას ანიჭებს.”

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2017, 12:05 PM
პოსტი #1895


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისი ბერობაც საჭიროა, მას უფალი ყოველთვის მისცემს საამისო ძალას და რწმენას. ღმერთისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2017, 10:11 AM
პოსტი #1896


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არის გამორიცხული, სიფხიზლე მონასტერში მოღვაწემაც მოადუნოს. ცხადია, მონასტერში ადამიანი ტელევიზორის ცქერითა თუ სხვა საერო გასართობებით ვერ შეიქცევს თავს, მაგრამ შეიძლება გადაერთოს მიწიერ საზრუნავზე, მისკენ მიუწევდეს გული (შრომა მონასტერში მოღვაწესაც მოეთხოვება, მაგრამ ხორციელი ღვაწლი აქ ლოცვასა და სხვა სულიერ საქმეებთან უნდა იყოს შერწყმული).

თუკი ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა არ მოიკრიბა ძალა და შემწეობა არ სთხოვა უფალს, ვერასგზით ვერ მოახერხებს სულიერ მწყობრში ჩადგომას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მოღვაწეობას გააგრძელებს. მომეტებული ძილისა და უქმადყოფნისთვის მონასტერში არავინ რჩება, ფიზიკური და სულიერი მღვიძარების გარეშე მოღვაწეობა შეუძლებელია. ეს ბერმონაზვნობის უმთავრესი პირობაა, ურომლისოდაც სულიერი ღვაწლი ვერ მიიღწევა."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 1 2017, 10:32 AM
პოსტი #1897


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- განუწყვეტელი ფიზიკური მღვიძარება ორგანიზმის გამოფიტვას ხომ არ იწვევს? ბერ-მონაზვნებს ხომ დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი ან ხუთი საათი სძინავთ...

- იყვნენ ბერები, რომლებმაც საუკუნეზე მეტხანს იცოცხლეს და დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორი საათი ეძინათ. ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე მამა ილარიონ ქართველს დღე-ღამეში ორი საათი ეძინა: ერთი საათი - იატაკზე მჯდომს, ერთიც - კვერთხზე დაყრდნობილს, - მაგრამ რაკი მისი ორგანიზმი ღვთისთვის სათნომყოფელი ცხოვრებით იყო განბრძნობილი და განმტკიცებული, ამას არც გამოფიტვა გამოუწვევია და არც სხვა სახის ხორციელი დარღვევა. ამ ყველაფერს ამქვეყნიური ამაო ცხოვრება უფრო იწვევს, ვიდრე ღვთისთვის სათნო საქმეთა გამო სიფხიზლე.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 2 2017, 10:24 AM
პოსტი #1898


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი საკუთარ თავზე არ უნდა ზრუნავდეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2017, 10:36 AM
პოსტი #1899


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სამწუხაროდ, მადლის დრო წავიდა! ახლა ყველაზე თბილ ადგილებში - ბერთა და მეუდაბნოეთა დასახლებებშიც კი ცივა. კეთილი მაგალითები და თვით სათნოებაც შემცირდა!“

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2017, 08:42 PM
პოსტი #1900


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,830
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა კალენიკე ათონელი (+1930) ამბობდა: როცა ბაგირზე მოსიარულე სახიფათო, ბობოქარი მდინარის თავზე გაჭიმულ თოკზე გადის, თუ ყურადღებით არ იქნება, შეიძლება საშინელი სიკვდილით დაიღუპოს. ასეთივე ბედი ელის ბერს, რომელიც გამუდმებით არ ფხიზლობს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 93 94 95 96 97 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 05:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი