IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> შეკითხვა მოძღვარს
Giorgi Kadagishvili
პოსტი Sep 28 2015, 07:05 AM
პოსტი #1


Giorgi Kadagishvili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384



მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით ღვთის ჰიპოსტასებს შემდეგი თვისებები ახასიათებთ: მამა უშობელია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.

კითხვა: რითი განსხვავდება სულიწმიდის გამომავლობა ძის შობისაგან, მაშინ როდესაც შობაც მამისაგან გამომავლობის სახეა? როგორც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: (იოანეს სახარება თავი 16)
28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.

მამისაგან გამოდის ძეც და სულიწმიდაც, ოღონდ ძის გამოსვლას მამისაგან უსასრულო შობა ქვია უწყვეტი კავშირით და სულიწმიდის გამოსვლას კი უბრალოდ გამოსვლა, ეს მაინტერესებს, ღვთის ამ ორი ჰიპოსტასის გამოსვლა ღვთის პირველი ჰიპოსტასისაგან ერთმანეთისაგან რითი განსხვავდება, ძის გამოსვლას რომ შობას უწოდებთ, სულიწმიდის გამოსვლას რაღატომ აღარ უწოდებთ შობას?


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი