IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა
გსურთ თუ არა აღდგეს მონარქია?
გსურთ თუ არა აღდგეს მონარქია?
დიახ [ 60 ] ** [57.69%]
არა [ 33 ] ** [31.73%]
არ ვიცი ჯერ [ 11 ] ** [10.58%]
სულ ხმები:: 104
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
shako1993
პოსტი Nov 4 2013, 10:14 PM
პოსტი #61


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 24-October 13
წევრი № 13,397



ძან მაგარი იქნება,მონარქია თუ იქნება იქნებ გადავრჩეთ ინხელა ხარჯებს რითაც მთავრობასადა პარლამენტს ვინახავთ,მათზე მიდის მილიარდები,იმის ნაცვლად ხალხს რომ მოხმარდეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 4 2013, 11:17 PM
პოსტი #62


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



shako1993

მერე მეფეც და პარლამენტიც უნდა ვინახოთ ერთად.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 5 2013, 10:10 AM
პოსტი #63


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



shako1993
კონკრეტულად რაში ხედავ მონარქიის სიკარგეს?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 5 2013, 10:50 AM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



მომწონს მონარქია, ოღონდ ნამდვილი და არა ფორმალური.

მონარქი უნდა იყოს პირველი პირი და არა პატრიარქი.

და თუ პატრიარქი იქნება პირველი - მას უნდა დაერქვას მონარქი.


მაგრამ დღეს ყველანი სისტემის მსახურები არიან. არ ჩანს ჯერ ისეთი ძლიერი პიროვნება - სისტემას რომ მოერიოს და მართოს. უკაცრავად და პატრიარქიც მსოფლიო სისტემას ემორჩილება (იძულებულია) რომ არაფერი ვთქვათ პარლამენტზე და პრეზიდენტზე.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2013, 12:25 PM
პოსტი #65


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Atm@n
ციტატა
მონარქი უნდა იყოს პირველი პირი და არა პატრიარქი.

და თუ პატრიარქი იქნება პირველი - მას უნდა დაერქვას მონარქი.



რაო?

მოდი რა ცოტას ავხსნი

არსებობს სახელმწიფო წყობილება
უნიტარული
ფედერაცია
კონფედერაცია


სახელმწიფოს ფორმა (პოლიტიკური რეჟიმი)
დემოკრატია
ანტიდემოკრატიული ამის სახეებია
ავტორიტარული
ფაშისტური
ტოტალიტარუულ
სამხედრო დიქტატორული


მართვა-გამგეობის ფორმა
მონარქია
რესპუბლიკა

მონარქია სამი სახისაა _ საპარლამენტო
დუალისტური
აბოსლუტური

რესპუბლიკა ორი სახისაა -საპრეზიდენტო
საპარლამენტო
ესენიც იყოფა, მაგრამ განმასხვავებელი ისაა, როგორ ხდება მტავრობის ფორმირება, როგორია პრეზიდენტის უფლებამოსილება....


ეს ყველაფერი ეხება სახელმწიფოს.

ეხლა მითხარი, რა შუაშია აქ რელიგია და მით უფრო უწმინდესი,რომელსაც აღარ იცით კიდევ რომელუ კუთხით სეუტიოთ..

ბრძოლები გაქვთ ძმები და ყველა მხრიდან მარცხდებით : )))

თურმე უწმინდესი არ უნდა იყოს პირველი პირი : )))))





--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 5 2013, 12:45 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



მხევალი ნინო

მე არ ვსაუბრობ კონსტიტუციის კუთხით. არ მაინტერესებს ეგ კანონები. მე გესაუბრები ბუნებრივ, ჰარმონიულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, და არა ადამიანის მიერ შექმნილი კანონებით.

ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს მზის სისტემა, გალაქტიკა, ერთი აღებული უჯრედი თუ ადამიანი (ვგულისხმობ ბუნებრივ სისტემებს). მთავარი ცენტრი ყოველთვის ერთია. და ცენტრია ის, რაც (ვინც) ყველაზე ძლიერია, ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს ამ სისტემაზე და სინატლის (ენერგიის) წყაროა ამ სისტემისთვის. (შეადარეთ მზეს)

მე არც პატრიარქს ვუტევ და არც "მომვალ მეფეს". მე ვამბობ ფაქტს, რომ რეალურად მმართველი ერთია. თუ მეფე ემორჩილება პატრიარქს, ე.ი. პატრიარქია მთავარი მმართველი (ცენტრი). თუ პატრიარქი ემორჩილება მეფეს - პირიქით.

რელიგია და პოლიტიკა ახლაა გაყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ადრე ასე არ იყო. პირველყოფილ ტომებშიც კი უფრო ბუნებრივი და ჰარმონიულია მმართველობის სისტემა - მათთან მთავარია შამანი, რომელიც სულიერადაც და ფიზიკური ძალითაც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს. თუ ვინმე შამანს ერევა, ის აღარაა ცენტრი.

ადრე მთელი არმია მეფის პირისპირ რომ გამოგეყვანათ, მეფე მოერეოდა. სხვა შემთხვევაშ ის არ იყო ნამდვილი მეფე. იყო მხოლოდ ფორმალური. მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ არ გჯერატ ამ ზღაპრების smile.gif

მეფე ავადაც კი არ უნდა გამხდარიყო (სანამ მემკვიდრეს არ დატოვებდა). ის თუ თავის ორგანიზმს (მიკროსისტემას) ვერ მართავს, რანაირად უნდა მართოს მაკროსისტემა?


უკვე დიდი ხანია აღარ არიან დედამიწაზე არც ნამდვილი მეფეები და არც ნამდვილი პატრიარქები. (ქრისტეს არ ვგულისხმობ, იმიტომ რომ ის მიწიერ მმართველად არ მოსულა აქ).

ხოლო ადამიანების მიერ შექმნილი კანონები, და თავად ადამიანები ვემსახურებით სისტემას. ამას ნიშნავს მატერიალიზმი.

ამ ანიმაციაში ძალიან კარგადაა ასახული, თუ როგორ ყავს გამომწყვდეული დედა-სისტემას უმწეო ადამიანი:



--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 5 2013, 06:18 PM
პოსტი #67


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



http://www.orthodoxtheology.ge/ეკლ


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 5 2013, 06:19 PM
პოსტი #68


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ეხლა მითხარი, რა შუაშია აქ რელიგია და მით უფრო უწმინდესი,რომელსაც აღარ იცით კიდევ რომელუ კუთხით სეუტიოთ..

ბრძოლები გაქვთ ძმები და ყველა მხრიდან მარცხდებით : )))

თურმე უწმინდესი არ უნდა იყოს პირველი პირი : )))))

wub.gif wub.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 5 2013, 08:51 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



სისტემა

IPB-ს სურათი

სისტემა – ესაა ის, რაც გამოვლენაში და გაძლიერებაში ეხმარება რაღაც არსს. სისტემა არ ბადებს არსს, არამედ მხოლოდ ავლენს, აღნიშნავს და ემსახურება მას.

თუ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს დავუსვამთ კითხვას – შეუძლია თუ არა რომელიმე კოლექტივს მართავდეს არა ვინმე კონკრეტულად, არამედ სისტემა? იგი გიპასუხებთ, რომ ეს შეუძებელია, რადგანაც სისტემა – ეს მხოლოდ მართვის ინსტრუმენტია და არა მმართველი. თავისთავად სისტემას არ შეუძლია მართოს, იგი ყოველთვის მეორადია იმასთან მიმართებაში, ვინც შექმნა მართვისთვის, ვინც ინარჩუნებს და სულს შთაბერავს. ავტომობილი არ დადის მძღოლის გარეშე. ფირმა არ მუშაობს მეპატრინის გარეშე. ჩვენი სხეული არ ცხოვრობს სულის გარეშე.

მინდა მივულოცო დედამიწის მაცხოვრებლებს. ჩვენ წარმატებულად მოვახდინეთ რეალიზაცია და ახლა ვიმეორებთ და ვამყარებთ საკუთარ თავზე იმ ექსპერიმენტის შედეგს, რომელშიც მივაღწიეთ იმას, რომ სისტემა გვმართავდეს.

ჩვენ საკუთარი შიშის ხაფანგში მოვექეცით – შიშის, რომ ვინმე გვმართავდეს. შედეგად ჩვენ გმართავს «არავინ», ცარიელი ადგილი.

პირველ რიგში ჩვენ უარი ვთქვით იმაზე, რომ გვმართავდეს ძალა, რომელიც არსებობას გვაძლევს. ამას ადვილად მივაღწიეთ – უბრალოდ უარი ვთქვით მისი ჩვენს ცხოვრებაში ცხადი არსებობის დაჯერებაზე. დავიწყეთ ფიქრი, რომ ამ ძალის გარეშე გავიტანდით თავს და მეცნიერების, კულტურის, განათლების, საზოგადოების, კანონის და საკუთარი თავის გარეთ გამოვაცხადეთ იგი. ამგვარად ჩვენ თითქოს განვაცხადეთ: «არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც არსებობას გვაძლევს. ჩვენ თავად ვაძლევთ მას საკუთარ თავს იმით, რომ ვიკვებებით, გარედან ჩვენი ნეირონების სხვადასხვა გამღიზიანებლებს აღვიქვამთ. შედეგად ჩვენმა ნერვულმა სისტემამ ჩვენში დაბადა ილუზია, რომ არსებობს რაღაც პიროვნებისმაგვარი, ან სულისმაგვარი, რომელიც სხეულთან მიმართებაში რა თქმა უნდა არარეალურია». ღმერთი უკანონო მმართველად გამოცხადდა. ან არსებობს კი იგი საერთოდ? მატერია ნამდვილად არსებობს, მაგრამ ღმერთის არსებობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. და ვინ დაიწყებს ამის მტკიცებას? რა თქმა უნდა მატერიალისტები – ისინი ვინც ღმერთს უარყოფენ. ისინი ზუსტად დაამტკიცებენ არსებობს თუ არა იგი. ამაში შეგვიძლია ეჭვიც არ შეგვეპაროს. და თუ ღმერთი არ არსებობს ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების მართვა. ასე გაჩნდა იდეა – «ჩვენ თვითონ შეგვიძლია». თვითმართვადი სისტემა, სადაც ღმერთის ადგილი არაა.

ცნება «ჩვენ» – მრავლობითია. «ჩვენ» – ეს სისტემის ელემენტებია. სისტემის წინაშე ჩვენ თანასწორნი ვართ. «ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ!» – გაიჟღერა ვიღაცის ლოზუნგმა. მინდა ვკითხო ამ ადამიანს, ვინც ეს პირველად თქვა: ნუთუ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ?

როგორც არ უნდა ვარწმუნებდე საკუთარ თავს, მიჭირს დაჯერება, რომ სხვისი ტოლი ვარ. ჩვენ ვცხოვრობთ სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების სამყაროში. ადამიანებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არც ერთი არ ჰგავს მეორეს. ყველანი ძალიან განსხვავებულნი ვართ. სწორედ ამაშია ცხოვრების მრავალფეროვნების სიხარული, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება.

უარი ვთქვით რა ადამიანების აშკარა განსხვავებულობაზე, ჩვენ გამოვაცხადეთ «ძმობა და თანასწორობა», მაგრამ არ გვითქვამს, რომ განვსხვავდებით, და თანასწორნი ვართ მხოლოდ სისტემის წინაშე, ან ღმერთის წინაშე. მაგრამ რადგანაც ღმერთი არ არსებობს, რჩება სისტემა – ჩვენი ღმერთი. ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე შესაბამისად უნდა მოვაშოროთ. არ არსებობს ღმერთი და არ არსებობს მისი წარმომადგენელი. მიგვიფურთხებია ძველი გვარებისთვის, რომლებიც რწმენით და სიმართლით ემსახურებოდნენ ღმერთს. ყველა თანასწორი უნდა იყოს.

შესაბამისად, ვინ იქნება მმართველი, თუკი ყველანი თანასწორნი ვართ?

თანასწორებს შორის ვერავინ იქნება უკეთესი ან უარესი, მაღალი ან დაბალი. ე.ი. უნდა შემოვიღოთ მთელი ხალხის მმართველობა, რათა მართოს ყველამ და ყველა პასუხს აგებდეს ყველაფერზე. მაშინ ხმა მივცეთ და ავირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც გვმართავს, და ამავე დროს დავემორჩილებით მას. რა კარგი და ჭკვიანური იდეაა – «ყველასთვის ავირჩიოთ ერთი მსახური, რომელიც ყველაფერს მართავს». ამ იდეის ”გონივრულობისგან” აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ არც თუ ისე გასაგებია – ეს რჩეული გვმართავს თუ გვემსახურება? თუ გვმართავს, მაშინ რით განსხვავდება მეფისგან? ალბათ მხოლოდ იმით, რომ არ განაცხადებს – მეფე ვარო და არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მმართველობაზე. ხოლო თუ გვემსახურება, მაშინ როგორ ემსახურება ყველას ერთად? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ერთი მსახური გვყავს. ანუ ერთი მსახური ემსახურება არათუ ორ ბატონს, არამედ მრავალს. მაგალითად, თუ მე მინდა, რომ ჩემმა მსახურმა ერთი საქმე გააკეთოს, ჩემს მეზობელს კი სხვა რაღაც უნდა, როგორ მოიქცევა ჩვენი საერთო მსახური?

შედეგად ჩვენ ავირჩიეთ «მმართველი», რომელიც ამბობს, რომ ჩვენი «მსახურია». პასუხისმგებლობას თავის მართვაზე არ იღებს, რადგანაც იგი მხოლოდ «მსახურია», და მას უბრალოდ არ შეუძლია ყველას ემსახუროს – რაც არ უნდა იყოს «მმართველია». მაგრამ მთელი აბსურდი იმაშია, რომ თუ ეს ჩემი «მსახური» არ აკეთებს იმას, რასაც ვეუბნები, ვერც კი გავაგდებ მას. და თუ იგი პასუხისმგებლობას არ იღებს ჩემზე მართვაში, მე ვერ ვანდობ მას საკუთარ თავს. ვერ გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვის.

ყოველი, ვინც ამას წაიკითხავს იტყვის: «მართალია, სწორედ ასეა ყველაფერი. დაე ჩვენმა მმართველებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან, მსახურები თუ მმართველები».

მაგრამ სინამდვილეში ეს კითხვა მიმართულია ყოველი ცნობიერი ადამიანისადმი: – მაშ, ვის ვემსახურებით? ან ვის ვმართავთ?

ეს ხომ ჩვენ გვინდა დემოკრატია – ხალხის მმართველობა. ეს ხომ ჩვენ გვინდა არჩევნებზე დეპუტატები და პრეზიდენტი. ეს ხომ ჩვენ ვმუშაობთ სისტემაზე, რომელშიც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხომ ჩვენ მიგვყავს ჩვენი ბავშვები სკოლაში, სადაც არაფერს ასწავლიან გარდა იმისა, თუ როგორ იმუშაონ – როგორ იმუშაონ სისტემაზე, სადაც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხომ ჩვენ მივდივართ ექიმებთან, რომლებიც აღარ იღებენ ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუკი მკურნალობის დროს ჯანდაცვის სისტემის ყველა ინსტრუქციას შეასრულებენ. გამოდის, რომ გვმკურნალობს არა ექიმი, არამედ ჯანდაცვის სისტემა. გამოდის, ჩვენს ბავშვებს ასწავლის არა მასწავლებელი, არამედ განათლების სისტემა. გამოდის, ქვეყანას მართავს არა მმართველი, არამედ სახელმწიფო სისტემა თავისი კონსტიტუციით.

მთელი თანამედროვე საზოგადოება სისტემით იმართება. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ე ასეა.

სისტემა იმდენად ძლიერი გახდა, რომ მისი შეცვლა ცალკეული ქვეყნის პრეზიდენტსაც კი არ შეუძლია. პრეზიდენტი ხომ მსოფლიო სისტემას ემორჩილება. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს მსოფლიო სისტემის საწინააღმდეგოდ წასვლას. და არც უნდა ეს, უბრალოდ იმიტომ, რომ კომფორტულია სისტემაში ყოფნა. იგი გვაჭმევს და გვასმევს, გვაძლევს განათლებას და წამლებს, უზრუნველგვყოფს ფინანსებით და ენერგო-რესურსებით, უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას და გვპირდება სტაბილურობის გარანტიას. სისტემისადმი მსახურებამ ჩვენს მმართველად, ჩვენს ღმერთად აქცია იგი.

მაგრამ ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს ცოცხალი სულის გარეშე. ის, თუ როგორი სული მართავს სისტემას, შეგვიძია დავინახოთ ამ სისტემის თვისებებით, როგორია მასშჳ ყველა ელემენტის (ადამიანების) ურთიერთდამოკიდებულების პრინციპი, რამდენად ჯანმრთელია ეს სისტემა, რამდენად ლამაზია, ჰარმონიულია, მშვიდობიანია. სისტემა – ეს ხომ რომელიღაც სულის სხეულია. ნათელი სული თავის გარშემო სინათლის სხეულს ქმნის. იქ, სადაც სინათლეა, ყოველთვის ჩანს მისი წყარო – მმართველი, რომელიც ამბობს: «მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე».

ჩვენი სისტემაც არსებობს, შესაბამისად მასაც აქვს სული. მაგრამ როგორი ბუნებისაა ეს სული? თუ იგი სინათლეა, მაშინ უნდა ვხედავდეთ იმას, ვინც იღებს პასუხისმგებლობას. თუ მას ვერ ვხედავთ, ე.ი. ეს სიბნელეა. სიბნელის წყაროს ვერავინ ვერ ხედავს. სიბნელის მმართველს ვერავინ დაინახავს. «ბნელი» – ამ სიტყვით შეგვიძლია შევცვალოთ სიტყვა «უმრავლესობა». როცა ბევრი (უმრავლესობა) იწყებს მართვას – რეალურად სიბნელეა მმართველი, რომელშიც არავინ იღებს საკუთარ თავზე მმართველობას. ჩვენი სისტემის ცენტრში იმყოფება დიადი სიცარიელე – ცარიელი ადგილი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით. ამ ცარიელ ადგილას პირობითად შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანი დავაყენოთ, მიუხედავად მისი სულიერი და მორალური თვისებებისა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად უნდა იყოს მმართველი, სინამდვილეში კი სისტემას, მის სტაბილურობას და საიმედოობას უნდა ემსახუროს. ადამიანები შეგვიძლია შევცვალოთ, სისტემა კი ურღვევი და უცვლელია. ამასთან სისტემისთვის სულ ერთია, ვინ შეავსებს მას – მამაკაცები თუ ქალები, ძლიერები თუ სუსტები, გონიერები თუ სულელები. მთავარია, რომ სისტემა შენარჩუნებული იყოს ცოცხალი ადამიანებით. რაც მეტია ჩართული სისტემაში, და რაც ნაკლებად იციან მათ ცხოვრების კანონების არსებობის, და არა სისტემის კანონების შესახებ,მით უფრო მნიშვნელოვნად და ძლიერად გრძნობს თავს სისტემა.

ცარიელ ადგილს თავისი დამხმარე ცარიელი ადგილები ჰყავს, მათ თავის მხრივ სხვა დამხმარე ცარიელი ადგილები, და ასე იზრდება სისტემა მრავალ ცარიელ ადგილად. ჩვენ მათ ვუწოდებთ «თანამდებობებს», ან «სამუშაო ადგილებს», ან «ვაკანსიებს». ყოველი ეს ცარიელი ადგილი ელოდება თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც იცვლებიან და მთელი ძალით იბრძვიან, რომ საჭირო ცარიელ ადგილას მოხვდნენ, ცხოვრების მთავარ მიზნად თვლიან მას. ცარიელი ადგილი ხომ ძალაუფლებას, სიმდიდრეს, ძალას, შესაძლებლობებს და უფლებამოსილებებს იძლევა სისტემაში.

სისტემა განადიდებს თავის მნიშვნელობას და აკნინებს სულის, ანუ არსის ფასეულობას. ფორმის ძალა დომინანტი ხდება არსის ძალაზე. სხეული სულზე მნიშვნელოვანია, მატერია ღმერთზე მნიშვნელოვანია, პროფესია პროფესიონალზე მნიშვნელვანია, სახელმწიფო ხალხზე მნიშვნელოვანია, პასპორტი ადამიანზე მნიშვნელოვანია, ფული ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო მნიშვნელოვანია.

მმართველობა ცარიელია, ფული ცარიელია, განათლება ცარიელია, კულტურა ცარიელია, მსოფლმხედველობა ცარიელია, ადამიანები ცარიელნი არიან – აი შედეგი ცარიელი მოვლენის – სისტემის მმართველობისა.

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი










გამგები გაიგებს!..


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 5 2013, 08:51 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



და თუ ვერ აცნობიერებთ, რომ ახლა, ამჟამად დედამიწაზე ყველანი ამ სისტემის მონები ვართ, მაშინ ძალიან გვიჭირს და ეგაა smile.gif


და პირველ რიგში სულიერი ადამიანები და სულიერი ორგანიზაციები არ უნდა ემორჩილებოდნენ სისტემას, მაგრამ დღეს ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდება (მინიმუმ ფინანსურად) თუ სისტემასთან თანხმობაში არ მოდის.

აი ადამიანმა კი შეიძლება გაუწიოს წინააღმდეგობა, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს ამისთვის და მაქსიმუმ "წმინდანად" შერაცხონ.



სწორედ ამაში ვგულისხმობ, რომ აზრი არ აქვს მონარქი იქნება თუ პრეზიდენტი, თუკი ის მსოფლიო სისტემის მონა გახდება.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 11:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი