IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმ. სიდონიას ისტორია რეალობა თუ ლეგენდა?
benediqt
პოსტი Apr 9 2014, 04:06 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



....იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“.

გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელთმთავარმა მოციქული გამოაგზავნა მცხეთელ ურიებთან: „რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა“.

ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“.

როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხილებითა“ დაიძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“! – და მყის აღესრულა.


როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი“, სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.


http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/01...itskhovloba.htm

-----------------------------------------------------------------



რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი და რეალური? ბევრ კითხვებს ბადებს, წმინდანადაა შერაცხული მაგრამ არც მისი ღვაწლის შესახებ წერია რამე, და არც მისი მოწამეობის შესახებ, ის არავის უწამებია, წერია რომ ტირილის დროს გარდაიცვალა, სავარაუდოდ ემოციის ფონზე გულის შეტევით გარდაიცვალა (ეს ჩემი აზრია)


ანუ, ის არ ყოფილა მოღვაწე, არც მონაზონი, ის იყო ებრაელი და შესაბამისად მოუნათლავი. (ვინ მონათლავდა იმ დროს ქრისტეს შესახებ არავინ იცოდა საქართველოში)

რამდენად რეალურია ასეთი წმინდანის ისტორია, და ბადებს თუ არა ეჭვს ის რომ მოუნათლავი, უცებ გარდაცვლილი ადამიანი შეირაცხოს წმინდანად მხოლოდ იმის გამო რომ მან იტირა იესოს გამო, გარდაიცვალა და კვართი ვერ გამოართვეს ხელიდან... ეს საკმარისი აღმოჩნდა წმინდანობისთვის?


ეკლესიის მრევლის ერთ ნაწილს მიაჩნია რომ წმ. სიდონია არის ძველი აღთქმის წმინდანი, მეორე ნაწილი კი ამბობს რომ ეს არის ახალი აღთქმის წმინდანი...

თუკი წმ. სიდონიას ისტორია მართალია, მაშინ ის ახალი აღთქმის წმინდანი იქნება, რადგან, 2000 წლის წინ მაშინდელი პირობების გათვალისწინებით რთული დასაჯერებელია ადამიანი იერუსალიმიდან მცხეთამდე ჩამოსულიყო 40-50 დღეში..



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 9 2014, 10:11 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა


ეკლესიის მრევლის ერთ ნაწილს მიაჩნია რომ წმ. სიდონია არის ძველი აღთქმის წმინდანი, მეორე ნაწილი კი ამბობს რომ ეს არის ახალი აღთქმის წმინდანი...

ხომ არ ამუქებ ?

მოქცევაი ქართლისაი გაქვს წაკითხული ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 9 2014, 10:37 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M


ვერ გავიგე..იქნებ დააკონკრეტო რისი თქმა გინდა ან რას გულისხმობ


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 9 2014, 11:02 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



benediqt
მრევლი შუაზე გაყე და ამბობ რომ ერთს მიაჩნია ძველი აღთქმის წმიდანად , მეორეს კი ახალი აღთქმისა .
სიდონიას გარდაცვალება , მოხდა მას შემდეგ , რაც ქრისტემ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან მართალთა სულები , ანუ ვერანაირად ვერ იქნება იგი , ძველი აღთქმის წიდანი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 10 2014, 01:24 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M

მრევლის ერთ ნაწილში ვიგულისხმე მმკ, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია! ეხლა არ ვიკადრებ დავაკოპირო ფეისბუკიდან მმკ-ს აქტივისტების პოსტები სადაც ამბობენ რომ სიდონია ძველი აღთქმის წმინდანიაო და ამიტომაა მოუნათლავად რომ ცხონდაო...





--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 10 2014, 01:45 AM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



benediqt
თავიდანვე ეგრე გეთქვა . biggrin.gif
მოდი , მაგათზე მე ნუ დამელაპარაკები , ვინც არ იცნობს , იმათ უთხარი მაგათ აზრებზე ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 10 2014, 02:21 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M

კი ბატონო, იმაზე რას იტყვი რომ სიდონია არც მოწამეა, და არც მონათლული, მაგრამ წმინდანი?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 10 2014, 02:30 AM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



benediqt
მონათლული არაა წყლით , და წყლითარმონათლულები , არაერთი წმიდანი გვყავს ...

მონანული ავაზაკიც არაა წმიდანი მაგ ლოგიკით .

საერთოდ არ მაინტერესებს , თუ რომელიმე ჯგუფი მრევლისა სხვაგვარად ფიქრობს . ფაქტი ისაა , რომ წყლითარმონათლული წმიდანები , გვყავს .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 10 2014, 02:44 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M

ანუ უნათლავი წმინდანი სიდონია ხო?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 10 2014, 03:00 AM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



benediqt
წყლითუნათლავი , მაგრამ სულიწმინდით მადლით მონათლული , როგორც ავაზაკი .

(შეიძლება ამ ფორმულას არ დაეთანხმო , რისი სრული უფლებაც გაქვს , მაგრამ მე პასუხი გაგეცი , უბრალოდ . )


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 10 2014, 01:32 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ციტატა(A.V.M @ Apr 10 2014, 03:00 AM) *

benediqt
წყლითუნათლავი , მაგრამ სულიწმინდით მადლით მონათლული , როგორც ავაზაკი .

(შეიძლება ამ ფორმულას არ დაეთანხმო , რისი სრული უფლებაც გაქვს , მაგრამ მე პასუხი გაგეცი , უბრალოდ . )



მაგრამ ავაზაკი მოწამეობრივად აღესრულა, სიდონია არ წამებულა, სავარაუდოდ უხილავად მოინათლა...


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 10 2014, 03:12 PM
პოსტი #12


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
მაგრამ ავაზაკი მოწამეობრივად აღესრულა, სიდონია არ წამებულა, სავარაუდოდ უხილავად მოინათლა...

მოწამეობრივად რას ნიშნავს? ohmy.gif ქრისტიანობისთვის ეწამებოდა თუ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Apr 10 2014, 09:53 PM
პოსტი #13


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
მაგრამ ავაზაკი მოწამეობრივად აღესრულა, სიდონია არ წამებულა, სავარაუდოდ უხილავად მოინათლა...


ნათლობა კი არ აცხოვნებს არამედ უფალი ღმერთი.

მეორეც იძახით ავაზაკი ეწამაო, მისი წამება რომ არ იყო ცხონების გარანტი ჩანს მეორე ავაზაკიდან რომელიც არ ცხონებულა და ისიც მის გვერდით ეწამა ჩემო კარგო აქაც ერთ დასკვნამდე დავდივარტ. ქრისტე ეუბნევა მას დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველში. ანუ ქრისტეს სურს და აცხოვნებს და ეხლა გინდა ვეძიოთ რა გზით მონათლა იგი? საერთოდ რა ნათლობაზეა საუბარი მაცხოვრის პირით წარმოთქმული სიტყვა განა ყოველგვარ ნათLობაზე მეტი არ არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 10 2014, 11:02 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



benediqt
ციტატა
მაგრამ ავაზაკი მოწამეობრივად აღესრულა,

ვერ დაგეთანხმები .
ის აღესრულა იმ იურიდიული სასჯელით , რომეიც დაიმსახურა საკუთარი უკანონო ქმედებებით და რომელსაც ითვალისწინებდა ,მაშინდელი იმპერიის კანონმდებლობა .

სიდონიამაც და ავაზაკმაც , შინაგანად მიაღწიეს სულიერებას , უხილავად მოინათლენ სულიწმინდის მიერ და წმინდანთა დასში არიან , ჩვენი სულების საოხად .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 11 2014, 01:22 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



†სერგი†
ციტატა
მეორეც იძახით ავაზაკი ეწამაო, მისი წამება რომ არ იყო ცხონების გარანტი ჩანს მეორე ავაზაკიდან რომელიც არ ცხონებულა და ისიც მის გვერდით ეწამა ჩემო კარგო აქაც ერთ დასკვნამდე დავდივარტ. ქრისტე ეუბნევა მას დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველში.



ანუ შენ ამბობ ერთი ავაზაკი აცხოვნა დაუმსახურებლად, უბრალოდ მოუნდა მისი ცხონება და მეორე დააიგნორა? აბა წაიკითხე სახარება, და რატომ აცხოვნა ის ერთი ავაზაკი იმედია მიხვდები.





მათეს სახარება
თავი 27

38. მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი - მარცხნივ.

44. მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას




ლუკას სახარება
თავი 23

39. ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“.

40. მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?

41. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“.

42. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“.


43. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.

------------------------------------


A.V.M

ციტატა
ვერ დაგეთანხმები .



არც ამას????



შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი

რისთვის იქნა შეწყალებული კეთილგონიერი ავაზაკი



მან ყველას წინაშე დაუფარავად აღიარა ჯვარცმული ქრისტე ღმერთად და მისგან შეწყალება ითხოვა. ქრისტეს მიმართ თავმდაბალმა რწმენამ იგი აღმსარებელი გახადა. თავისივე ნებით ის მოწამეც კი იყო, რადგან არ შეეშინდა ღმერთად ეღიარებინა ყველასგან შეურაცხყოფილი „მეუფე ჰურიათა“, ვისკენაც მიმართული იყო უამრავი ადამიანის ზიზღი. ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილიყვნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად და თავიანთ უხუცესებთან და მღვდლებთან ერთად გმობდნენ ქრისტეს. ავაზაკი ქრისტეს ნაცვლად ტანჯვასაც კი არ შეუშინდებოდა.


საკუთარი ცოდვების და დანაშაულების სრული მონანიება, უდიდესი სიმდაბლე, ჯვარცმისათვის თავგანწირული იესო ქრისტესადმი ურყევი რწმენა და მისი აღიარება მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნიერება მაცხოვრის წინააღმდეგ აღძრულიყო, - აი, რისგან დაიწნა გვირგვინი, რომელიც ამკობდა ავაზაკყოფილს, როგორც გამარჯვებულს და მოღვაწეს. აი, რისგან გამოიჭედა გასაღები, რომელმაც ავაზას სამოთხის კარები განუხვნა!



- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/maqsimov...h.FT2wK4MN.dpuf


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Apr 11 2014, 10:56 AM
პოსტი #16


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
ანუ შენ ამბობ ერთი ავაზაკი აცხოვნა დაუმსახურებლად, უბრალოდ მოუნდა მისი ცხონება და მეორე დააიგნორა? აბა წაიკითხე სახარება, და რატომ აცხოვნა ის ერთი ავაზაკი იმედია მიხვდები.



სად ვამბობ მსგავს რამეს? :დ

მე ვამბობ რომ წამება როოგორც ფაქტი არ იყო ავაზაკისთვის მაცხოვნებელი რადგან, როგორც ასევე გურამიმაც დაწერა ეს არ იყო მისთვის მისჯილი როგორც ქრისტიანისთვის ანუ არ იყო ქრისტესთვის დასჯა არამედ ავაზაკობისთვის ისევე როგორც მეორე ავაზაკის შემთხვევაში. და სულ სხვააა ამ დროს რომელმა აირჩია ქრისტე და რომელმა უარყო იგი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Apr 11 2014, 12:50 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



†სერგი†

ანუ რამ აცხოვნა ავაზაკი?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Apr 12 2014, 04:18 AM
პოსტი #18


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



რამ არა ვინ smile.gif

თუ ყურადღება გაქვს გამახვილებული იმაზე თუ რის გამო აცხოვნა ქრისტემ ავაზაკი, მაშინ გეტყვი, იმის გამო რომ ავაზაკმა მასში ღმერთი შეიცნო smile.gif სხვათაშორის მამები ამ ადგილს ერთნაირად განმარტავენ ნებისმიერი რომ გადაგეკითხა გაიგებდი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 12 2014, 01:50 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



benediqt
ციტატა
თავისივე ნებით ის მოწამეც კი იყო,

მგონი გავიწყდება შენ ტერმინ ,,მოწამის'' მნიშვნელობა .
იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ( მარტვილია , იმედია გაგიგია) და რაღაცის დამმოწმებელს ნიშნავს .
მაგალითად , მე რომ დავამოწმო ახლა , რომ შენ ხარ კარგი მევიოლინე , მეც მოწამე გამოვდივარ .
ახლა რაც შეეხება ტერმინის ქრისტიანულ გაგებას . ჩვენ გამოვყოფთ ორი სახის მოწამეობას :
1- როდესაც პიროვნება , ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ქრისტეს რჯულის მტკიცედ დაცვისთვის ეწამება .
2-როდესაც ადამიანი , მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე , ასკეზის ( სულიერი წრთობის გზით) , თრგუნავს ვნებებს და ჰპოულობს სულის ცხონებას . ეს შტრიხი , ძირითადად ბერ-მონაზვნებს განეკუთვნებათ .

დამეთანხმები რომ ამ ორიდან , არცერთს აკმაყოფილებს ავაზაკი , რის გამოც ვერ იქნება მარტვილი . სხვა მხრივ კი იგი , რა თქმა უნდა მოწამეა .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 07:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი