IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> თომა კემპელი
realoba
პოსტი Jan 20 2012, 06:26 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ვისაც თომა კემპელის "მიბაძვა ქრისტესი" წაკითხული გაქვთ მაინტერესებს რა აზრის ხართ ამ წიგნზე.. მისაღებია თუ არა ეს წიგნი მართმადიდებლებისათვის..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 20 2012, 06:28 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხიბლი და საცდური, სიყალბე.... ამბობენ წმ. მამები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 20 2012, 07:02 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მეც გამარკვიეთ ვინ იყო ეს პიროვნება, რა და როგორ დაწერა, ან რომელმა წმ. მამებმა ამხილეს მისი ნაშრომი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
realoba
პოსტი Jan 20 2012, 07:07 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 20 2012, 07:02 PM) *

მეც გამარკვიეთ ვინ იყო ეს პიროვნება, რა და როგორ დაწერა, ან რომელმა წმ. მამებმა ამხილეს მისი ნაშრომი.

არამგონია ეს წიგნი რომელიმე წმინდა მამას ემხილებინა... ეს წიგნი როცა წავიკითხე ძალიან, ძალიან მომეწონა და ბევრ რაგაცაში დამეხმარა კიდევაც.. აგერ გიო გადაავლე თვალი აბა http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...44/Mibadzva.pdf ძალიან მაინტერესებს შენი აზრი.... გახსოვარ ალბათ:-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 20 2012, 07:09 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



realoba
ნელ-ნელა აუცილებლად გავეცნობი.
იქამდე კი, იქნებ ისიც მითხრა, რომელ საუკუნეში ცხოვრობდა წიგნის სვტორი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
realoba
პოსტი Jan 20 2012, 07:16 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 20 2012, 07:09 PM) *

realoba
ნელ-ნელა აუცილებლად გავეცნობი.
იქამდე კი, იქნებ ისიც მითხრა, რომელ საუკუნეში ცხოვრობდა წიგნის სვტორი?

არ ვიცი არაფერი გარდა რაც წინასიტყვაობაში წერია.. მგონი IXX.. ეს ვერ გავიგე "es
Targmani, garda yvelafrisa, marTlmadidebelTa da kaTolikeTa Soris im dros arsebuli
megobrobisa da TanamSromlobis erTi metyveli
nimuSia: " თომა კემპელი კი კათოლიკე იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 20 2012, 07:28 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



realoba
ციტატა
მგონი IXX

ანუ XIX?
მეცხრამეტე ასე იწერება.
ციტატა
თომა კემპელი კი კათოლიკე იყო

მაშინ წიგნში ალბათ იქნება რაღაც რელიგიური გადახრები.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
realoba
პოსტი Jan 20 2012, 07:31 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 20 2012, 07:28 PM) *

realoba

ანუ XIX?
მეცხრამეტე ასე იწერება.
მაშინ წიგნში ალბათ იქნება რაღაც რელიგიური გადახრები.

ეს როგორ დამიწერია კაცოbiggrin.gif ხო მე-19 ვიგულისხმე.. მე ვეგარ ვნახე გადახრები,, ამიტომაც მაინტერესებდა სად არის და რა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 20 2012, 07:36 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



realoba
ციტატა
ეს როგორ დამიწერია კაცო ხო მე-19 ვიგულისხმე..

ეგ არაფერი, ზოგჯერ უარესები მომდისbiggrin.gif
ციტატა
მე ვეგარ ვნახე გადახრები,, ამიტომაც მაინტერესებდა სად არის და რა...

ვნახოთ მე თუ აღმოვაჩენ რამესsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
realoba
პოსტი Jan 20 2012, 08:18 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 20 2012, 07:36 PM) *

realoba

ეგ არაფერი, ზოგჯერ უარესები მომდისbiggrin.gif
ვნახოთ მე თუ აღმოვაჩენ რამესsmile.gif

rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 20 2012, 10:14 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დიდი მლოცველი წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი გამოთქვამს მამათა, საერთოდ მართლმადიდებლურ აზრს ამ წიგნზე... და ამბობს თუ რა საშინელებები დაემართათ მათ ვინც ამ წიგნით ხელმძღვანელობდა... მის გადახრებზე საუბრობს და ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
realoba
პოსტი Jan 24 2012, 09:52 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



ციტატა(აკაკი @ Jan 20 2012, 10:14 PM) *

დიდი მლოცველი წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი გამოთქვამს მამათა, საერთოდ მართლმადიდებლურ აზრს ამ წიგნზე... და ამბობს თუ რა საშინელებები დაემართათ მათ ვინც ამ წიგნით ხელმძღვანელობდა... მის გადახრებზე საუბრობს და ა.შ

გაიხარე.. მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Feb 2 2012, 04:34 PM
პოსტი #13


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



აკაკი

თუ იცი ინტერნეტში წყარო, სადაც განთავსებულია წმ. ეგნატე ბრანჩანინოვის ან სხვა მართლმადიდებელ მამათა აზრი ამ წიგნზე, იქნებ ლინკი დაგვიდო? დამაინტერესა...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 2 2012, 06:02 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"ვალაამის კუნძულძე, შორეულ, განმარტოებულ ქოხში, ცხოვრობდა სქემოსანი ბერი პორფირი, იგი მეც მინახავს. ამ ბერს ლოცვის ღვაწლი ჰქონდა აღებული - არ ვიცი, კერძოდ რა სახისა, თუმცა არასწორ გზას რომ ადგა, ამის მიხვედრა ბერის საყვარელი წიგნის მიხედვითაც შეიძლებოდა: ეს იყო დასავლელი მწერლის, თომა კემპიელის წიგნი "იესო ქრისტეს მიბაძვა", რომელიც სწორედ "ცრუ წარმოდგენის" მდგომარეობიდან არის დაწერილი, და მისით ხელმძღვანელობდა კიდევ. შემოდგომის ერთ საღამოს პორფირიმ მისი სენაკის ახლოს მდებარე სკიტში მცხოვრები ბერები მოინახულა. გამომშვიდობებისას მათ გააფრთხილეს სტუმარი, ყინულზე ნუ გადახვალ, ეს-ესაა მოიყინა და ძალიან თხელი ფენააო. პორფირის სავანეს ამ სკიტესგან ლადოგის ტბის ყურე ჰყოფდა და მისთვის ხმელეთით უნდა შემოევლო. პორფირიმ წყნარად, გარეგნული სიმდაბლით უპასუხა, მე უკვე მსუბუქი გავხდიო, და წავიდა. ცოტა ხანში განწირული ყვირილი გაისმა. სკიტელი ბერები შეშფოთდნენ, გარეთ გაცვივდნენ, მაგრამ გარშემო უკუნი სიბნელე იყო; სანამ უბედურების ადგილს მიაგნეს, სანამ მოიფიქრეს, როგორ ამოეყვანათ, ხელში უსულო სხეულიღა ჩერჩათ.

მოწაფე: შენ "ქრისტეს მიბაძვა" ახსენე და თქვი, იგი ხიბლის მდგომარეობიდან არის დაწერილიო, მაგრამ ამ წიგნს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს თვით მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა შორის!

ბერი: სწორედ ეგ თაყვანისმცემლები არიან, ბევრს რომ ლაპარაკობენ წიგნის ღირსებებზე და არც კი ესმით, რას ამბობენ. "მიბაძვის" 1834 წლის რუსული გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "ერთი ფრიად განსწავლული კაცი, - რუსი, მართლმადიდებელი, - ამბობდა: "თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, წმ. წერილის შემდეგ თამამად მივუჩენდი ადგილს თომა კემპიელის წიგნს იესო ქრისტეს მიბაძვის შესახებ". ამ ესოდენ შეუვალი განაჩენის ავტორი სრულ უპირატესობას ანიჭებს უცხო რჯულის მწერალს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების წინაშე, ხოლო საკუთარ აზრს მთელი ეკლესიის განწესებაზე მაღლა აყენებს. მაგრამ ეკლესიამ თავის წმ. საეკლესიო კრებებზე ღმრთივსულიერად შერაცხვა მხოლოდ წმ. მამა ნაწერები და ეკლესიის შვილებს დაავალა მატი შესწავლა არა მარტო სულიერი სარგებლობისათვის, არამედ სახელმძღვანელოდ დაგვიდგინა ისინი სადავო საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის დროსაც. მამათა ნაწერებში უდიდესი სულიერი, ქრისტიანული და საეკლესიო საგანძურია დაცული - წმ. ეკლესიის დოგმატურ-ზნეობრივი გარდამოცემა. აშკარაა, რომ ზემოხსენებული კაცი "მიბაძვამ" იმ მდგომარეობაში ჩააგდო, რომლის საფუძველზეც მან ესოდენი განუსჯელი, ესოდენ მცდარი, სავალალო დასკვნა გამოიტანა (1). სწორედ ეს არის ცრუ წარმოდგენა საკუთარ თავზე ეს არის ხიბლი! ხიბლი ყალბი წარმოდგენებისგან იქმნება, ყალბი წარმოდგენები კი "მიბაძვიდან" მიღებული არასწორი გრძნბებისაგან გაჩნდა. ამ წიგნში ცხოვრობს და სუნთქვას ბოროტი სული, რომელიც აცთუნებს მკითხველს და ათრობს შხამიანი სასმელით, რომელიც დახვეწილი ამპარტავნებითა და ცუდმედიდობით არის შეზავებული (რომლისაგან განკურნებაც ძალიან რთულია- მბეჭდ.). თავისიმკითხველი წიგნს პირდაპირ ღმერთთან კავშირისაკენ მიჰყავს, წინასწარ სინანულით განწმენდი გარეშე - სწორედ ამით იწვევს განსაკუთრებულ თანაგრძნობას ვნებებით სავსე ადამიანებში, ვისთვისაც უცნობია სინანულის გზა, ვინ დაუცველია თავის მოტყუებისა და ხიბლისაგან, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა სწავლებით არ ხელმზღვანელობს.

"მიბაძვა" ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სისხლსა და ნერებზე, აღაგზნებს მათ და ამიტომაც განსაკუთრებით მოსწონთ გრძნობებს დამონებულ ადამიანებს: ამ წიგნით შეიძლება ისე დატკბე, რომ არც უხეშ, გრძნობად სიამეებზე თქვა თქვა უარი. ამპარტავნება, დახვეწილი გემოთმოყვარება და ცუდმედიდობა წიგნში ღმრთის მადლის მოქმედებად არის წარმოდგენილი. ხორციელი ადამიანების გაფაქიზებილად აღიქვამენ საკუთარი მრუშობის სიმყრალეს და აღტაცებას გრძნობენ ტკბობისაგან, რომელიც ეძლევად უშრომელად, თაგანწირვის, სინანულის, ვნებებითა და გულისთქმებით სავსე ხორცის ჯვარზე გაკვრის გარეშე (გალ. 5, 21), დაცემის მდგომარეობის მიღების შედეგად. თავიანთ სიბრმავესა და ამპარტავნებას აყოლილნი, ისინი პირუტყვული სიყვარულის სარეცლიდან ხალისით გადადიან კიდევ უფრო ცოდვილ სიყვარულის სარეცელზე, რომელიც დაცემულ სულთა საკუთრებაა. ერთი ქალბატონი - მათალი საზოგადოების წევრი, გარეგნულად მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი - წმინდანს უწოდებს ერთ-ერთ გარდაცვლილ ლუთერანელ ქალს და აი, რას წერს მის შესახებ: "მას ვნებიანად უყვარდა ღმერთი, მხოლოდ ღმერთზზე ფიქრობდა, მხოლოდ ღმერთს ხედავდა, კითხულობდა მხოლოდ სახარებას და "მიბაძვას", რომელიც მეორე სახარებაა". ამ სიტყვებით სწორედ ის მდგომარეობაა გადმოცემილი, რომელშიც "მიბაძვის" მკIთხველები და მისი თაყვანისმცემლები ვარდებიან. არსებითად იმავეს ამბობს ცნობილი ფრანგი მწერალი ქალი მადამ სევინიე ფრანგ პოეტზე, უფრო რასინზე: "მას ისე უყვარს ღმერთი, როგორც ადრე თავისი საყვარლები უყვარდა", - ნახეთ, რა კადნიერი გამონათქვამია! ცნობილი კრიტიკოსი ლა არპი, რომელიც უწინ ათეისტი იყო, მერე კი არასწორად გაგებულ და დამახინჯებულ ქრისტიანობამდე მივიდა, იწონებს მადამ სევინიეს ამ გამონათქვამს და ამბობს: "გული, რომლითაც შემოქმედი და ქმნილი უყვართ, ერთია, თუმცა შედეგები იმდენადვე განსხვავებულია, როგორც ამ სიყვარულის საგნები". რასინი გარყვნილებიდან პირდაპირ ხიბლის მდგომარეობაში აღმოჩნდა - კერძოდ, "ცრუ წარმოდგენად" წოდებულ ხიბლში. ეს ხიბლი განსაკუთრებულად ჩანს პოეტის ბოლო ორ ტრაგედიაში: "ესთერსა" და "გოთოლიაში". რასინის "მაღალმა" ქრისტიანულმა აზრებმა და განცდებმა ადგილი ჰპოვეს მუზებისა და აპოლონის ტაძარში - თეატრში, თან დიდი აღტაცება და ტაშისცემაც გამოიწვიეს. "გოთოლია" რასინის საუკეთესო ნაწარმოებადდ აღიარეს და ზედიზედ ორმოცჯერ წარმოადგინეს სცენაზე: ამ სპექტაკლის სული "მიბაძვისსა" ემთხვევა. ჩვენ გვქამს, რომ კაცის გულში არსებობს პირუტყვული გულისთქმა, რომელიც წინაპართა დაცემის შემდეგ გაჩნდა რომელიც დაცემულ სულთა გულისთქმასთან არის კავშირში. მაგრამ ჩვენ ისიც გვწამს, რომ გულში არსებობს სულიერი გულისთქმაც, რომელიც წმინდ აანგელოზთა გულისთქმას ეთანხმება. იმისათვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი, ღMერთში კი - მოყვასი, აუცილებელია განვიწმინდო პირუტყვული გულისთქმისაგან. მაგრამ სული წმიდა მხოლოდ იმ ადამიანს მიანიჭებ განწმენდას, ვინც თავისი ცხოვრებით გამოხატავს ამის სურვილს. გული ზნეობრივი მნიშვნელობით სწორედ სურვილს და სხვა სულიერ ძალებს ეწოდება და არა სხეულის ნაწილს - გულს. ყველა სულიერი ძალა ამ ორგანოშია თავმოყრილი, ხოლო სახელწოდება განზოგადებულია და სხეულის ნაწილიდან ძალების კრებულზეა გადატანილი.

ხორციელ კაცთაგან განსხვავებით სულიერი ადამიანების მყისვე გრძნობენ "მიბავიდან" გამომავალ მყრალ სურნელებას და ზურგს აქცევენ მას. უდაბნოში დაყუდებულ ბერს, ესაიას, შინაგანი ლოცვის დიდ მოღვაწეს, ერთხელ წაუკითხეს ადგილები "მიბაძვიდან". მერი მისვე ჩასწვდა მის მნიშვნელობას, გაიცინა და თქვა: "ოჰო! ეს წიგნი "ცრუ წარმოდგენის" ხიბლის ზემოქმედებით არის დაწერილი. აქ არაფერია ნამდვილი! ყველაფერი გამოგონილია როგორადაც წარმოუდგენია თომას სულიერი მდგომარეობები (თუმცა გამოცდილებით არაფერი იცის მათ შესახებ), ისევე აღუწერია ისინი". ხიბლი, ერთი მხრივ, მძიმე სანახაობაა, როგორც უბედურება და მეორე მხრივ - სასაცილო, როგორც სისულელე. კირილო-ნოვზერსკის მონასტრის არქიმანდრიტი თეოფანე, თავისი მკაცრი ცხოვრებით ცნობილი ბერი, მხოლოდ ხორციელ მოღვაწეობას მისდევდა და სულიერზე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. თავიდან იგი თავის მოწაფეებს ურჩევდა "მიბაძვის" წაკითხვას, მაგრამ აღასრულამდე რამდენიმე წლით ადრე აკრძალა ეს წიგნი და წმინდა უბრალოებით ამბობდა: "ადრე, "მიბაძვა: სულის სარგებილი წიგნი მეგონა, მაგრამ უფალმა გამომიცხადა, რომ იგი პირიქით, სულისათვის მავნე ყოფილა". ასევე ფიქრობდა გამოცდილი ბერი, მღვდელმონაზონი ლეონიდე, რომელმაც ოპტის (ძალიან ცნობილი მონასტერი, რომლისაგან მრავალი წმინდა, ღირსი და ღმერთშემოსილი მამები გამოვიდნენ, თუნდაც წმ. ამბროსი ოპტელი - მბეჭდ.) უდაბნოს ზნეობრივ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ყველ ამ მოღვაწეს პირადად ვიცნობდი. ერთმა თავადმა, მართლმადიდებლური სულისკვეთებით აღზრდილმა, რომელიც კარგად იცნობდა ე.წ მაღალ საზოგადოებას თავის ქალიშვილს ხელში "მიბაძვა" რომ დაუნახა, აუკრძალა მისი წაკითხვა და დასძინა: "მე არ მინდა, მოდას აჰყვე და ღმერთის წინაშე კეკლუცობა დაიწყოო". ესაა ამ წიგნის საოცრად ზუსტი შეფასება!
. . . .
ეს კარგად ჩანს იმ აბსურდული შეცდომებისა და გარყვნილების მაგალითებიდან, რაც ყველა განდგომილს, მწვალებელსა და განხეთქილების მოთავეს შეემთხვა.


______________________________________________________________________

(1) "მიბაძვა" თავიდან თვით დასავლეთის ეკლესიამ დაგმო, მას ინკვიზიციაც კი სდევნიდა. მაგრამ მოგვიანებით დევნა შეწყდა და მფრაველობად შეიცვალა: პაპი მიხვდა, რომ თომა კემპიელის წიგნი პროპაგანდის კარგი იარაღია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც დაკარგეს ქრისტიანობის ჭეშმარიტი ცოდნა და მისდამი ზერელე დამოკიდებულებაღა შემორჩად. პაპის პროპაგანდაში იგულისხმება საყოველთაო გავრცელება დებულებისა, რომ პაპის ძალაუფლება არის უზენაესი, თვითმპყრობლური და განუსაზღვრელი. და რაკი ეს პროპაგანდა ერთ მთავარ მიზანს ისახავს, ნაკლებ ყურადღებას უთმობს სწავლების ხარისხს, მისთვის მისაღებია ყველაფერი, რაც ამ მიზანს ემსახურება - თუნდაც ქრისტეს რწმენა კერპთაყვანისმცემლობის დატევების გარეშე (წმ. ეგნატე)."


წიგნიდან: "იესოს ლოცვისათვსი" - 56, 57, 58, 59, 60, 61 გვერდები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Oct 29 2013, 03:00 PM
პოსტი #15


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
ვნახოთ მე თუ აღმოვაჩენ რამეს


LELUAშHVILI გაქვს "მიბაძვა"?

თუ არა ამოდი ჩემთან და განახებ tongue.gif ერთად გადავიკითხოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი