IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ზეციური საქართველო, ქართველი წმინდანები
karpaki
პოსტი Apr 4 2012, 01:16 PM
პოსტი #1


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ამ თემაში წარმოდგენილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები.


გთხოვთ ფორუმის წევრებს დაამატოთ თემაში მხოლოდ ქართველი წმინდანები smile.gif

ყოველი სოფელი და ყოველი ერი პატივ-სცემს ნაწილსა თქუენსა,
ღუაწლისა მძლენო წმიდანო მამანო და დედანო, ღირსნო და მოწამენო, რამეთუ თქუენ სულიერად იღუაწეთ და გვირგვინი ზეცისაჲ მოიგეთ, ამისთვის მღდელთა ხართ სიქადულ, მეფეთა ძლევა, ეკლესიათა შუენიერება.


კურთხეულნო მამისანო და ანგელოზთა თანაზიარნო, წმიდანო მამანო, რომელთა შეურაცხ-ჰყავთ საწუთროჲ ესე სოფელი სიყუარულისათჳს ქრისტჱსისა, იქცეოდეთ უდაბნოთა და მთათა ნაკლულევანნი და ჭირვეულნი. დიდებულ ხართ და სანატრელ წმიდათა მოციქულთა თანა და მოწამეთა. გევედრებით თქუენსა სიწმიდის-მოყუარებასა, ქრისტჱს მიმართ ცხორებად სულთა ჩუენთათჳს მეოხ გუეყვენით.

საჴსენებელსა, უფალო, ყოველთა ქართველთა წმიდათასა გევედრებით: შეგვიწყალენ ჩუენ, რომელნი სარწმუნოებით ყოვლითა გულითა გიღაღადებთ და ვიტყუით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.საჴსენებელსა წმიდათა შენთასა, ქრისტე, გევედრებით: მიჴსნენ ჩუენ საცთურთაგან ამპარტავანებისათა, უფალო, და შენი მშვიდობაჲ მოგუმადლე სულთა ჩუენთა.

IPB Image

ხატი - „ქართული ეკლესიის დიდება“ - ხატმწერი მიხეილ საბინინი (1845-1900 წ.წ)

მიხეილ საბინინის მამა ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა - ქართველი ქალი ეკატერინე მირზაშვილი. სწორედ დედამ ჩაუნერგა მიხეილს საქართველოსა და ქართული ეკლესიის უსაზღვრო სიყვარული.
XIX საუკუნის 60-იან წლებში მიხეილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც 1868 წლამდე სწავლობდა. მოწაფეობის წლებში ბევრს მოგზაურობდა, ათვალიერებდა ქართულ ეკლესია-მონასტრებს, იხატავდა ფრესკებს, იწერდა ძველ თქმულებებს. საბინინი ჯერ კიდევ თბილისში სწავლობდა, როცა 1867 წელს ეგზარხოსს წერილობითი მოხსენება მიართვა, რომელშიც დაბეჯითებით მოითხოვდა, კეთილმოეყწოთ და სათანადო ყურადღება მიექციათ მეტეხის ტაძრის ქვემოთ მდებარე აბო თბილელის ნიშისათვის. მას წმინდა აბოს ხატიც დაუხატავს და ნიშისათვის შეუწირავს. ქართული კულტურის წინაშე


საბინინის უდიდესი დამსახურებაა პეტერბურგში 1882 წელს ქართველი წმინდანების ცხოვრება-მარტვილობათა გამოცემა, რომელსაც „საქართველოს სამოთხე“ ჰქვია. წიგნში გამოქვეყნებულია 50 ქართველი წმინდანის ცხოვრება და ბევრი მათგანის უბრწყინვალესი ლითოგრაფიები*, მათ შორის, წმინდა ნინოსი, წმინდა რაჟდენის, წმინდა შუშანიკის, ქეთევან წამებულის, მიქელ-გობრონისა და სხვათა. 1882 წელს მიხეილი ათონის ქართველთა მონასტრის რწმუნებულად დაინიშნა საქართველოში და მაშინვე მიმართა იმპერატორს, რომ დაეცვა ქართველი ბერების უფლებები ათონზე. საბინინი აგროვებდა ქართულ ხელნაწერებს. ყოველი გაჭირვების მიუხედავად საბინინმა 1889 და 1895 წლებში ლაიპციგსა და ბერლინში დაბეჭდა შესანიშნავი ლითოგრაფია :
„ქართული ეკლესიის დიდება“. ხატის კომპოზიცია ასეთია: ცენტრში ანგელოზებს ჩამოშვებული აქვთ სასწაულთმოქმედი სვეტი.სვეტის ზემოთ გამოსახულია ხელებგაშლილი ქრისტე, ქვევით - მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები. ფრიად საყურადღებოა საბინინის შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. 1872 წელს მან რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინადების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“, ხოლო 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“. საბინინს განზრახული ჰქონდა ფრანგულადაც გამოეცა ქართული ეკლესიის ისტორია, მაგრამ უცნობია, განახორციელა თუ არა მან ეს საქმე, რადგან ასეთი ნაშრომი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
რუსეთში გაძევებული და ჯანმრთელობაშერყეული საბინინი ითხოვდა, მისი ნეშტი საქართველოს მიწისათვის მიებარებინათ, კერძოდ, დავითგარეჯის მონასტერში დაეკრძალათ. მაგრამ იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1900 წლის 10 მაისს ფილტვების ანთებით და დაკრძალეს წმინდა დანიელის მონასტერში. სამწუხაროდ, საბინინის საფლავის კვალი დღეს გამქრალია.

IPB Image

ხატი “საქართველოს იმედი” სასწაულთმოქმედი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, მცირე ქადაგებისას ბრძანა. ტაძარში პატრიარქმა ხატი “საქართველოს იმედი” აკურთხა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ქართველი ერი ამ დღეს დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა. ხატი “საქართველოს იმედი” სასწაულთმოქმედი იქნება და სიმდაბლით, რწმენითა და იმედით მლოცველებს შეეწევათ.ხატს სსაკურთხევლის მარცხენა მხარეს დააბრძანეს.ხატის შექმნას დეკანოზი იაკობ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ჭედურობა შეასრულეს ბექა ვარდუკაძემ, დავით თევდორაშვილმა, ზაზა საღიანმა და ვიქტორ თოდუამ.
ხატი დღეს საპატრიარქოდან გამოაბრძანეს და სიონის ტაძარში მიაბრძანეს, საიდანაც ლოცვითი მსვლელობით ხატი “საქართველოს იმედი” სამების ტაძარში გადააბრძანეს.ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა “საქართველოს დიდება”. არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე “საქართველოს იმედი”, წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატის “საქართველოს იმედი” შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

წმინდა ასი ათასი მოწამის ხატი - ხატმწერი გია ლაშხი;
ხატი დაბრძანებულია დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახ. ტაძარში
IPB Image

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა თქუენსა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი თქუენნი გვიხსენით ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა, რაითა ღირს ვიქმნნეთ ცათა სასუფეველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულნო, პატიოსანნო მოწამენო ათნო ბევრნო, მეოხებითა თქუენითა დაგვიფარეთ მორწმუნენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



შესაწირავნო სულიერნო, მეტყუელნო მსხუერპლნო, სათნონო ღმრთისანო, ღმრთისა მიერ ცნობილნო და ღმრთისა მცნობელნო, ცხოვარნო, რომელნი ხართ ბაკსა მას შინა მჴეცთ-შთაუალსა, მეოხ გუეყვენით ჩუენთვისცა თანა-სამწყსო ყოფად სასუფეველსა.



--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი May 17 2012, 04:07 PM
პოსტი #2


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914




ექვსი ათასი გარეჯელი ბერი, შაჰ-აბასის მიერ აღდგომის აღამეს მოწყვედილი -- ხსენება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი
ხატმწერი გიორგი ლაშხი


IPB Image



--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 09:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი