IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Oct 18 2007, 03:35 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ავთო გაგუა 11 წლის, ქ. სამტრედია, კაკაბაძის 33, 893-56-48-35

ჩემი ბავშვური დაუდევრობის მსხვერპლი ვარ. გავიპარე საბანაოდ და მარჯვენა ფეხის ტერფი დავკარგე. ახლა ინვალიდი ვარ და ვერ ვმოძრაობ, მესაჭიროება პროტეზის მორგება, დედას კი საშუალება არა აქვს ექიმთან მიმიყვანოს სადაც უფასოდ დამეხმარებიან. იქ სიარულისათვის კი მე მესაჭიროება ფულადი დახმარება რომ პროტეზის საშუალებით შევძლო დამოუკიდებლად სიარული (თანხა შესაძლებლობების ფარგლებში) ამ ბარათს დედის ჩუმად ვაგზავნი, იქნებ ვინმე დამეხმაროს.



თამუნა ლაბაძე, 36 წლის, გლდანის რაიონი, ჯანჯღავას #49, 893-40-40-14

ვარ მარტოხელა დედა, მყავს 10 წლის ინვალიდი შვილი ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმით, რომელიც ვერ დადის, ვერ ჯდება, თავს ვერ იკავებს, ვერ ლაპარაკობს და კონტაქტში ვერ შემოდის. ორივეს ერთად თვიური შემოსავალი გვაქვს 60 ლარი. ბავშვის პენსია 38 ლარი და დახმარება 22 ლარი, ბავშვს აქვს უნებლიე მოქმედებები, ვინაიდან დიდი რაოდენობის მედიკამენტები ესჭიროება, შეუძლებელია მისთვის სისტემატიურად პამპერსის ყიდვა. გთხოვთ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოთ ეს საშინელი მდგომარეობა და თუ შეგიძლიათ სარეცხის მანქანით დამაკმაყოფილოთ. რაზეც წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. სნეულებაში მყოფი ბავშვისთვის დიდი მადლია დახმარების გაწევა. ბოდიშს გიხდით.


ლალი ახალკაციშვილი, 39 წლის, ახმეტა, 2-27-04

ვარ ოჯახის დიასახლისი, ჩემი ოცნებაა, ოჯახში მქონდეს სარეცხი მანქანა, რომელიც ავტომატურად რეცხავს. იმედი მაქვს თქვენი დახმარებით ჩემი დიდი ხნის სურვილი ამისრულდება. წინასწარ გიხდით ყველას მადლობას, ვინც ჩემს სურვილს გამოეხმაურება.

ციტატა
ასრულებულია ჩვენი ფორუმელი Sally-ს მიერ!

სოფიკო გელაშვილი, 18 წლის, თბილისი, 39-64-73

უკვე მერამდენედ გწერთ, კიდევ მოგწერთ, რადგან ვიცი, ჩემი ნატვრა ახდება, ძალიან მინდა მქონდეს ბიბლია, რომლის ყიდვის საშუალება არა მაქვს. მჯერა, ჩემს ოცნებებსაც შეესხმება ფრთები.



ჟუჟუნა გუჩაშვილი, 44 წლის, თბილსი, გედევანიშვილის 27

ჩემი ოჯახი ხუთი წევრისაგან შედგება, მათ შორის ერთი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ხოლო ერთი _ მცირეწლოვანი ბავშვი (2 წლის). ჩემი ნატვრაა მქონდეს სარეცხი მანქანა, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ შეძენას უსახსრობის გამო. წინასწარ გიხდით მადლობას.


ილაიდო თვალავაძე, სამტრედიის რაიონი, ბაში

ვარ 82 წლის მოხუცებული ქალი, მყავს ერთი შვილი თბილისში ჩემი ნატვრა არის მობილური ტელეფონი, შვილს რომ დაურეკო.


გია გობეჩია 14 წლის, ზუგდიდი, 893-64-38-20

მე გია ვარ, VIII კლასელი, I კლასიდან ხუთოსანი. ჩვენ დევნილები ვართ და ზუგდიდში ვცხოვრობთ, მამა უმუშევარია და დედა ხუთსულიან ოჯახს კერვით ძლივს გვარჩენს. ვიცი, რომ წიგნები გაძვირდა და ვერ მიყიდიან, დედა ხშირად ამოიოხრებს დაღონებული და იტყვის: `რა ვქნა, წიგნები რით გიყიდოო~. იქნებ იყოს ვინმე ღვთისნიერი და სახელმძღვანელოები მაჩუქოს, ჩემს პატარა გულს ძალიან გაახარებს და ისევ ხუთებზე გავაგრძელებ სწავლას.

ციტატა

ასრულებულია ფორუმელების მიერ

ელენე გრიგორის ასული დავითინიძე, 70 წლის, თბილსი 61-56-70

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სისხლში შაქრის საზომი აპარატი და წნევის აპარატი. ვარ დიაბეტიანი. არა მყავს მეუღლე და შვილი დამეღუპა აფხაზეთის ომში. ჩემი პენსიით ვერ ვყიდულობ ვერც ერთ აპარატს. მაქვს იმედი კეთილი ხალხის და ღმერთის. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. წინასწარ დიდი მადლობა.




ციტატა
ასრულებულია leporela-ს მიერ!

მიშიკო მჭედლიძე 10 წლის ვაჟა-ფშაველას 61, 32-53-42


გამარჯობათ უკვე მერამდენედ ვწერ ნატვრის ბარათს, იმედი აღარ მაქვს მაგრამ მაინც ვწერ ბარათს. ჩემი ნატვრაა ტყავის ბურთი, ძალიან გთხოვთ ამისრულოთ დიდი ხნის ნატვრა.




ნიკუშა 16 წლის, თბილისი 895-73-69-08

ჩემს გულში ნატვრას რა გამოლევს, მამა არ მყავს, პენსიონერი ბებია მზრდის და ძალიან გვიჭირს, თუ ვინმეს წელსაც შეუძლია ჩემი დახმარება და ჩემი გულის გახარება, ეს ჩემი მე-11 კლასის წიგნებია, მინდა კარგად ვისწავლო რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვო. გწამდეთ, არ შეგარცხვენთ. წინასწარ დიდი მადლობა.


ციალა ციგრიაშვილი, 40 წლის, 855-61-08-99

ჩემი ნატვრაა, საკერავი მანქანა. რაც ხელში ნემსის დაჭერა ვისწავლე, მას მერე ვნატრობ. ამ ხნის ქალი ვარ, ბაზარში ვმუშაობ, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე ამ ოცნების ახდენა. სანამ მე მიხაროდა, ჩემთვის ვერ შევიკერე, შვილებს ვერ შეუკერე და ახლა იქნება შვილიშვილებს მაინც შევუკერო ლამაზი კაბები, თუ ვინმე გულთან მიიტანს ჩემს ოცნება-თხოვნას და დამაჯილდოვებს, მის სიცოცხლეზე ვილოცებ დარჩენილი ცხოვრება.


კოწოწაშვილი მაიკო, თბილისი, დიღმის მასივი, IVკვ, XIIIკ. ბინა 20, 52-07-70

ბევრჯერ შეგაწუხეთ ჩემი ნატვრით, მაგრამ ისევ ველოდები, იქნებ ახლა მაინც გამიმართლოს. ნათქვამია `ობლის კვერი გვიან, მაგრამ კარგად გამოცხვაო~. მეც ამის იმედით ველოდები. სანამ დავიბადებოდი, მანამდე ტრაგიკულად გარდამეცვალა მამიკო. დედიკო მუშაობს, მპირდება DVD ფლეერის ყიდვას, მაგრამ ჯერაც ვერ მოახერხა. იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.



ვარვარა ავალიშვილი, 88 წლის, თბილისი, სანთლის შესახვევი #16, 38-25-60

ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ერთ წელზე მეტია, ტელევიზორი არა მაქვს, ალბათ ფიქრობთ, ამ მოხუცს რად უნდა ტელევიზორი, პირიქით ასეთ მოხუცებს გვჭირდება რომ გავიგოთ რა ხდება ამ ქვეყანაზე. თუ მიიტანთ გულთან და დამეხმარებით, წინასწარ გითვლით მადლობას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.


ნინო და ანა კვინიწაშვილები, 10 და 7 წლისანი, თიანეთის რაიონი, 8(248)9-12-33

ჩვენ ძალიან გვიყვარს მუსიკა. ჩვენი ნატვრაა, გვქონდეს მუსიკალური ცენტრი. ჩვენს მშობლებს ამის ყიდვა არ შეუძლიათ. ნატვრის ბარათი ბევრჯერ შევავსეთ, მაგრამ უშედეგოდ. ახლაც ვცდით ბედს, იქნებ ბედმა გაგვიღიმოს კეთილი ადამიანების წყალობით.



ჯონი ხელაძე, 58 წლის, ოზურგეთი სოფ. ოზურგეთი, 895-45-34-01

ერთი წელია მწოლიარე ვარ. ჩემი ნატვრა ერთი პატარა ტელევიზორია გული რომ გადავატანო და მარტოობა არ ვიგრძნო. წინასწარ დიდი მადლობა.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ნატვრები   Sep 14 2007, 04:24 PM
ნათია   #19 მაია ღაღაშვილი...   Sep 20 2007, 08:40 PM
ნათია   ეკატერინე თევდორა...   Sep 27 2007, 06:38 PM
ნათია   ნინა ბირკაია, 86 ...   Oct 4 2007, 05:47 PM
ნათია   გიორგი ახალკაცი, 6 წ...   Oct 12 2007, 02:50 PM
ნათია   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Oct 18 2007, 03:35 PM
ნათია   გიორგი ბუგიანაშვი...   Oct 27 2007, 04:00 PM
ნათია   ვახტანგ მკერვალიშ...   Nov 1 2007, 07:45 PM
ნათია   ელენე ხარაძე, 53 წლი...   Nov 9 2007, 12:01 AM
ნათია   ლაშა შენგელია, 16 წლ...   Nov 16 2007, 10:27 PM
ნათია   ლედი მენაბდე, 8 წლის...   Nov 23 2007, 12:29 AM
ნათია   თინანო და თეკლა ძა...   Dec 4 2007, 11:16 PM
ნათია   ლელა კავლელიშვილი,...   Dec 5 2007, 11:41 PM
ნათია   ირმა გელაშვილი, 35 წ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ნათია   დავით ღუზარაული, 8 წ...   Dec 21 2007, 12:26 PM
ნათია   გვანცა მარტიაშვილ...   Dec 27 2007, 09:10 PM
ნათია   დარეჯან მურადაშვ...   Jan 3 2008, 03:38 PM
ნათია   ლაშა და გიორგი ტალ...   Jan 16 2008, 01:53 PM
ნათია   #18 ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლ...   Jan 30 2008, 04:52 PM
ნათია   მაია, 42 წლის. თბილის...   Feb 19 2008, 10:19 PM
ნათია   #21 ელენე იმედაძე 41 წ...   Feb 26 2008, 04:58 PM
ნათია   #22 ნუცა მიქიაშვილი,...   Mar 4 2008, 01:22 PM
ნათია   #23 ბაჩანა ცალუღელა...   Mar 12 2008, 01:09 PM
ნათია   #24 სალომე ზვიადაძე,...   Mar 18 2008, 10:36 PM
ნათია   #25 შალვა კამლაძე, 19 წ...   Mar 25 2008, 07:14 PM
ნათია   #26 ლევან მაისურაძე,...   Apr 1 2008, 08:50 PM
ნათია   #27 ადამია ალექსანდ...   Apr 9 2008, 11:46 AM
ნათია   #28 მზია კვარაცხელი...   Apr 15 2008, 09:36 PM
ნათია   #29 ნიკოლოზ გიორგაძე...   Apr 22 2008, 10:23 PM
ნათია   # 30 დათო რევაზიშვილ...   Apr 29 2008, 04:00 PM
ნათია   #31 ნატო ტალიაშვილი, ...   May 7 2008, 11:05 AM
ნათია   #32 დათო მაზიაშვილი...   May 13 2008, 05:48 PM
ნათია   #33 თამარ ბექაური, 18 წ...   May 20 2008, 03:13 PM
ნათია   #34 თამარ წერეთელი, 9 ...   May 27 2008, 11:16 PM
ნათია   #35 მარინა გოგობერი...   Jun 10 2008, 11:37 PM
ნათია   #36 გიორგი კეთილაძე, ...   Jun 18 2008, 09:57 PM
ნათია   #37 ქეთი მუხაძე, 11 წლი...   Jun 27 2008, 11:37 PM
ნათია   #38 ნანი ლომიძე, 71 წლ...   Jul 5 2008, 06:33 PM
ნათია   #39 გვანცა ბროლაშვი...   Jul 8 2008, 04:50 PM
ნათია   #40 თიკა ფონჯავიძე, 10...   Jul 15 2008, 02:38 PM
ნათია   PM მომივიდა ამ თემიდ...   Mar 18 2010, 10:20 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 10:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი