თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ ქართული საგალობლების უძველესი ჩანაწერები

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 11 2006, 09:58 PM

აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

http://bin.ge/?d=8E8EC92D

http://bin.ge/?d=241A1DFB

http://bin.ge/?d=53625D49

http://bin.ge/?d=EDCBB51A

http://bin.ge/?d=333F6A1F

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 11 2006, 11:10 PM

მადლობა უნიკალური ჩანაწერების მოსმენის საშუალება რო მოგვეცი.
ქართლ-კახური სულს ატკბობს და სინანულისთვის განგაწყობს,აგრეთვე არაამქვეყნიურობის მისტიური სურნელი აქვს.
გურული უფრო ასკეტური და აგრეთვე მისტიური მეჩვენება.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 13 2006, 05:16 AM

დღეს შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

http://bin.ge/?d=A76C07DA

პოსტის ავტორი: natuli თარიღი: Jan 7 2007, 12:20 AM

გამარჯობა,მე ნათია ვარ..იცით რომელი გალობა მიყვარს? ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...მაგრამ მე ვიცი რომ ეს საგალობელი რამოდენიმე ვერსიისაა.და მე რომელიც მიყვარს ის ყოფილა სვანური ვერსიი(არ ვიცი რამდენად მართლაია)დ ხომ არ გექნებათ რომ აქ დადოთ?

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 7 2007, 10:22 PM

ციტატა(natuli @ Jan 6 2007, 08:20 PM) *

გამარჯობა,მე ნათია ვარ..იცით რომელი გალობა მიყვარს? ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...მაგრამ მე ვიცი რომ ეს საგალობელი რამოდენიმე ვერსიისაა.და მე რომელიც მიყვარს ის ყოფილა სვანური ვერსიი(არ ვიცი რამდენად მართლაია)დ ხომ არ გექნებათ რომ აქ დადოთ?

http://up.aqache.com/?f=23FWV2X30H65

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 26 2007, 02:15 PM

კიდევ დადეთ რა საგალობლები. მაგონი მარიამ კ ამბობდა 100მდე ჩანაწერი მაქვსო, გამოიმეტეთ

პოსტის ავტორი: IVLITA თარიღი: Mar 20 2007, 10:21 PM

მშვიდობა!!!უმორჩილესად გთხოვთ,თუ ვინმეს გაქვთ სადა კილოს საგალობლები,დადეთ..წინასწარ დიდი მადლობა\ივლიტა\

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Mar 20 2007, 10:41 PM

აუ ხო.... სადა კილოს ქერუბიმები იქნებ მოგეპოვებათ.... wub.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 8 2007, 03:30 PM

ვეშაპო, იცი რა მაიტერესებს? ზუსტად რომელი და რამდენი საგალობელია შემორჩენილი ფონო მასალის სახით?

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 13 2007, 05:58 PM

ვეშაპო

ციტატა
შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoშენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoსიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoშენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoმამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.sizec/sizec

აქაჩე არ მუშაობს და ლინკზე და დე რა...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 13 2007, 10:21 PM

ციტატა(N. R. @ May 8 2007, 03:30 PM) *

ვეშაპო, იცი რა მაიტერესებს? ზუსტად რომელი და რამდენი საგალობელია შემორჩენილი ფონო მასალის სახით?

ეეე, ეგ მეც მაინტერესებს მაგრამ , ვინ იცის.
ზოგი ერთადერთი ჩანაწერი აი ამ წელს მოკვდება მუზეუმში, რადგან მაგნიტოფირს თავის ვადა აქვს.

პოსტის ავტორი: modighliani თარიღი: Jun 15 2007, 03:06 AM

ხალხო... ანგელოზი ღაღადებს მინდა და იქნებ როგორმე მიშოვოთ რა?!

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 19 2007, 03:28 PM

modighliani
მე მაქვს და გამოგოგზავნი სკაიპში

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 25 2007, 06:24 PM

დანარჩენი პოსტები ბიზანტიური სგაგალობლების თემაში გადავიტანე, ვინაიდან, საერთოდ არ შეესაბამებოდა ამ თემის შინაარსს.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 12:03 AM

ვა ძველი გალობა სუ სხვაა მაინც smile.gif საინტერესოა ასეთი რამ თუ იშოვებოდა არ მეგონა smile.gif დიდი მადლობის მეტი მეთქმის ის რომ თუ რამე ძველი გექნათ გალობა ქართული ოღონდ დადეთ და ძალიან კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 10 2007, 09:04 PM

ადამიანებო!!!
ეს ჩემგან ვერ იწერს თუ საერთოდაა რაღაც გაფუჭებული?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 10 2007, 11:39 PM

Iona

ციტატა
ადამიანებო!!!
ეს ჩემგან ვერ იწერს თუ საერთოდაა რაღაც გაფუჭებული?

გავაახლელინკები და შეგიძლია გადაიწერო.

აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

http://bin.ge/?d=8E8EC92D

http://bin.ge/?d=241A1DFB

http://bin.ge/?d=53625D49

http://bin.ge/?d=EDCBB51A

http://bin.ge/?d=333F6A1F

აქ შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

http://bin.ge/?d=A76C07DA

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 15 2007, 10:12 PM

ძალიან მაგარი რაღაცეები იყო თუ კიდე გაქვთ დააგდეთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 25 2009, 06:34 PM

ვეშაპო

ციტატა
აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.

შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.

მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.

ვაა ეს საგალობლები არ მაქვს. sad.gif

აუ თუ არ დაგეზარება იქნებ განაახლო რა ლინკები.
ძალიან ძალიან მაგრად მინდა რა. smile.gif

ციტატა
აქ შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ.

ამის ლინკიც გაფუჭებულია. ალაზანზე დევს ეს საგალობლები და იმ ლინკებს დავდებ არ გაფუჭდება და ვისაც დაგაინტერესებთ გადაიწერეთ. smile.gif

http://alazani.ge/dzveli-chanatserebi-11-Margaliti-xalxuri-simgerebi-ans38.html?qartuli-folklori

"გალობის ზაპირად მცოდნეთა რიცხვი დღითი დღე კლებულობდა, რაც რუსული იმპერიალიზმის მიერ ავტოკეფალიაწართმეულ ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურების ქართულად აღსრულებისა და მასთან ერთად, ქართული გალობის შეზღუდვა-აკრძალვით იყო განპირობებული. XX საუკუნის 10-იანი წლებისათვის გალობის მცოდნენი თითზე ჩამოსათვლელნიღა დარჩნენ. შემდგომში, ათეისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ გადაწყვიტა გალობის სწავლების ტრადიცია. დღეს უკვე ძველი გალობის მცოდნე ერთი მოხუციც აღარაა სააქაოს, ამ გაწყვეტილი ტრადიციის აღმდგენლად მოგვევლინებოდა. ასეთ ვითარებაში ზემოთ აღნიშნული ათასობით საგალობლის გვერდით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ძველ სამგალობლო ტრადიციაზე აღზრდილი უკანასკნელი წარმომადგენლის, მაღალი ნიჭითა და საოცარი მეხსიერებით დაჯილდოვებული მგალობელ-მომღერალი, არტემ ერქომაიშვილის მიერ გადმოცემული საგალობლები, რომლებიც მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1966 წელს მაგნიტოფირზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა, კახი როსებაშვილმა. ჩაწერა ორი მაგნიტოფონით შესრულდა; ერთ მაგნიტოფონზე ჩაწერილ პირველ ხმას (თქმას, დამწყებს) ჯერ მეორე ხმა (მოძახილი) და შემდეგ მესამე ხმა (ბანი) დაედებოდა მეორე მაგნიტოფონის გამოყენებით. ასე რომ, საგალობელთა სამივე ხმას 79 წლის არტემ ერქომაიშვილი ასრულებს, რადგან გალობის მსავით სრულად მცოდნე ამქვეყნად აღარავინ ეგულებოდა. ასეა ჩეწერილი ასზე მეტი საგალობელი. ეს უნიკალური ჩანაწერები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კაბინეტში ინახება. ამ ჩანაწერებს (ტექნიკური ხარვეზების სიმრავლის მიუხედავად ფასდაუდებელი და მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ქართული გალობის შესწავლისათვის. მხცოვანი მგალობელი საგალობელთა შესრულებისას იშველიებდა პატარა წიგნაკს საგალობელთა ტექსტებით. არტემ ერქომაიშვილის ეს წიგნაკი ასევე უძვირფასეს განძს წარმოადგენს ქართული გალობის, მისი მუსიკალური დამწერლობის ისტორიის კვლევისათვის, რადგან მასში მრავლადაა საგალობო ნიშნებით შემკული საგალობელი. ნიშნები ფანქრით არის შესრულებული თვით არტემ ერქომაიშვილის მიერ. ეს წიგნაკი მოგვაგონებს ექვთიმე კერესელიძის, მსგავსი ნიშნებით შემკულ ხელნაწერს, რომელსაც ყდაზე აწერია: "ზეპირი გალობა". არტემ ერქომაიშვილის წიგნაკიც გალობის ზეპირად მცოდნეთათვის დამხმარე ნიშნებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველ ნევმირებულ კრებულებში არსებული საგალობო ნიშნებისგან, ამ უკანასკნელთა ამოხსნის ერთ-ერთ გზად არტემ ერქომაიშვილისა და ექვთიმე კერესელიძის ჩანაწერების გულდასმით შესწავლაა, მათში არსებული საგალობო ნიშანთა ზუსტ მნიშვნელობათა დადგენა-გაშიფვრას მივიჩნევთ, რაშიც მათივე აუდიო (ერქომაიშვილის) და სანოტო (კერესელიძის) ჩანაწერების არსებობა გვეხმარება, რომლებშიც, ერთის მხრივ, გალობის ე.წ. "იმერულ-გურული კილო" (ფ.ქორიძე, რ. ხუნდაძე, ე. კერესეკიძე) და მეორეს მხრივ, "ქართლ კახური კილოა" (ძმები კარბელაშვილები) წარმოდგენილი, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერებში მოცემულია სავსებით ორიგინალური, თვითმყოფადი ნიშნების მქონე "კილო" გალობისა. "

დ. შუღლიაშვილი
"ქართული საეკლესიო გალობა" - "შემოქმედის სკოლა"
ნაწყვეტი წინათქმიდან

http://alazani.ge/dzveli-chanatserebi-Artem-Erkomaishvilis-Sagaloblebi-xalxuri-simgerebi-ans59.html?qartuli-folklori

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 19 2009, 03:36 PM

ძალზედ საინტერესოა სხვადასხვა კუთხეებში ექსპედიციაში ჩაწერილი საგალობლები.

საკმაოდ ცოტაა სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიცი.

მართალია ეს ჩანაწერები პროფესიონალი მგალობლების მიერ არაა ჩანაწერილი, მაგრამ ნამდვილად დიდ ღირებულებას წარმოედგენს მაინც. მითუმეტეს იმ პირობებში როცა საკმაოდ ცოტა ძველი აუდიოჩანაწერები მოგვეპოვება გალობის და ისიც ძირითადად შემოქმედის სკოლის...
ამ ჩანაწერებს რაც დავაკვირდი ცოტა სასიმღერო ეფექტები დაკრავს მაგრამ მაინც დიდი დანატოვარია დამეთანხმებით ყველა.

დავიწყებ ივეტ გრიმოს ექსპედიციაში ჩაწერილი რამოდენიმე საგალობლით.

http://www.alazani.ge/dzveli+chanatseri-Yvette-Grimaud-Ekspeditsia-Agdgomasa-Shensa-simgeris+teqsti-sng1011.html?qartuli-folklori

http://www.alazani.ge/dzveli+chanatseri-Yvette-Grimaud-Ekspeditsia-Meupeo-Zetsatao-simgeris+teqsti-sng1026.html?qartuli-folklori

ეს ქალი - გრიმო ისევ ცოცხალი ყოფილა დაადგინეს ეხა და კიდევ 300მდე სიმღერა აქვს ჩაწერილიო. და ეხლა უნდათ რომ ჩამოიტანონო.

თან სულ 20 თუ 30 სიმღერაა მაგ ჩანაწერებში რაზეც ხელი მიგვიწვდება რა და 3 თუ 4 საგალობელია იქ და ალბად ის თუ ჩამოიტანეს იმაშიც იქნება რამოდენიმე კარგი საგალობელი. smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 19 2009, 03:52 PM

http://www.alazani.ge/dzveli+chanatseri-Apshilavebi-Dges-Sagmrtoman-Madlman-simgeris+teqsti-sng1042.html?qartuli-folklori

http://www.alazani.ge/dzveli+chanatseri-Apshilavebi-Agdgomasa-Shensa-simgeris+teqsti-sng1036.html?qartuli-folklori
ესენი მაგრებია. smile.gif

http://www.alazani.ge/dzveli+chanatseri-Mravalkhmianobis-Konperentsia-Borjomshi-Dges-Sagmrtoman-Madlman-simgeris+teqsti-sng1190.html?qartuli-folklori

http://www.alazani.ge/dzveli+chanatseri-Mravalkhmianobis-Konperentsia-Borjomshi-Meupeo-Zetsatao-simgeris+teqsti-sng1200.html?qartuli-folklori

პ.ს. მადლობა ალაზნის საიტს ინფოსთვის ჩანაწერებისთვის და ყველაფრისთვის. biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 19 2009, 04:05 PM

ესეც კახეთის ექსპედიციაში ჩაწერილი. ოღონს ვისი შესრულებითაა არ ვიცი.
კონსერვატორიის ჩანაწერებიდანაა.

http://www.link.ge/file/260874/Kakhetis-Eqspeditsia---Shen-Khar-Venakhi.mp3.html

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 19 2009, 09:58 PM

იქნებ პირველი გვერდის ლინკები განაახლოთ..წაშლილია ყველაფერი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 19 2009, 11:09 PM

LEXO_931

ციტატა
იქნებ პირველი გვერდის ლინკები განაახლოთ..წაშლილია ყველაფერი

აუ თავიდან რომ საგალობლებია მეც მაგრად მაინტერესებს. smile.gif

მივწერე ვეშაპოს პმი და რო შემოვა აღადგენს მერე ლინკებს ალბად.

11 მარგალიტის და არტემის საგალობლის ლინკები დავდე პირველ გვერდზე ბოლოში.

პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Jul 2 2009, 10:41 PM

აუ პირველი გვერდის ლინკები განაახლეთ რააა sad.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jul 2 2009, 11:50 PM

ციტატა
აუ პირველი გვერდის ლინკები განაახლეთ რააა sad.gif

ეჰ მაი მეც მინდას მარა აბა...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 3 2009, 09:30 AM

ლინკები alldrives.ge-ზე ატვირთეთ ხოლმე და აღარ წაიშლება.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 3 2009, 10:53 AM

ესეც პირველ გვერდზე წაშლილი ლინკები, თავიდან ავტვირთე. აღარ წაიშლება.[/color]

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=2d3b5be544cfcdcd

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=a47affc96a754982

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=2768cda7583be972

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=767946e6f4eb9d0a

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=33b04a9adf012cbf

პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Jul 6 2009, 09:50 PM

ციტატა(mariami-k @ Jul 3 2009, 11:53 AM) *

ესეც პირველ გვერდზე წაშლილი ლინკები, თავიდან ავტვირთე. აღარ წაიშლება.[/color]
http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=2d3b5be544cfcdcd

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=a47affc96a754982

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=2768cda7583be972

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=767946e6f4eb9d0a

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=33b04a9adf012cbf

დიიიიდიიი მადლობა!!!

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Oct 25 2010, 11:14 PM

ვეშაპო, აი რისი კითხვა მინდა იცით? ახლა მოვუსმინეეე..."შენ გიგალობთ"-ს და "მამაო ჩვენოს" ამ ძველ ჩანაწერებს... და არ მომეწონა ჟღერადობით მაინცდამაინც...კარგი, ვთქვათ შემოქმედის სკოლას უხდებაა ეს კილო მაგრამ, კარბელაანთ კილოს...ნაღდად არა რაა...რაღაც არ მჯერა, რომ აღმოსავლეთში მასე გალობდნენ ძველად და რავიიი... tongue.gif ქართლ-კახური, მაინც სხვააა..გულჩათხრობილი, მდორეე...

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Oct 26 2010, 04:19 PM

nikolas

ციტატა
ეშაპო, აი რისი კითხვა მინდა იცით? ახლა მოვუსმინეეე..."შენ გიგალობთ"-ს და "მამაო ჩვენოს" ამ ძველ ჩანაწერებს... და არ მომეწონა ჟღერადობით მაინცდამაინც...კარგი, ვთქვათ შემოქმედის სკოლას უხდებაა ეს კილო მაგრამ, კარბელაანთ კილოს...ნაღდად არა რაა...

ეგ გააჩნია ვინ უხდენს.
მე რომ მკითხო, ძაანაც უხდება.
ზოგს რა მოსწონს, ზოგს რა.
შენ ის მოგწონს, მე ეს, მაგრამ ცოტა ამბიციურობაა იმის თქმა, რომ "რახან მე არ მომწონს, ე.ი. არ უხდება".

ციტატა
რაღაც არ მჯერა, რომ აღმოსავლეთში მასე გალობდნენ ძველად და რავიიი...

მაგაზე ძველი ჩანაწერი არ მოიპოვება და შენ რისი გჯერა, არ ვიცი.
ფაქტი აგერაა, თან კარბელაშვილების დროინდელი.

ციტატა
ქართლ-კახური, მაინც სხვააა..გულჩათხრობილი, მდორეე...

ქართლ-კახური გალობა როგორიცაა, ჩანს მაგ ჩანაწერებში.

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Oct 26 2010, 04:36 PM

ანუ, ახლააა...რა სტილითაც სრულდება ქართლ-კახური საგალობლები...ეგ არასწორიაა არაა?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)