ოთარ ჭილაძე აღარ გვყავს, დღეს დილით გარდაიცვალა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოთარ ჭილაძე აღარ გვყავს, დღეს დილით გარდაიცვალა |
neo |
Oct 2 2009, 10:21 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
აცხონოს უფალმა
-------------------- www.cordesign.ge
|
nino84 |
Oct 2 2009, 03:11 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 |
მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენოოო
”...მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ, ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი...” -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
თამარი_ცქნაფო |
Oct 2 2009, 03:14 PM
პოსტი
#23
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
დღეს ვფიქრობდი, სად თუ აარ მთაწმინდაზე-მეთქი
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Oct 2 2009, 04:01 PM
პოსტი
#24
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პირველი სტრიქონები რამაც ასე მომხიბლა იყო...
და სკამზე, როგორც ნანადირევი, კიდია შენი ლამაზი კაბა... ამის შემდეგ ( ჩემი მეგობრის მამა მიქაელის (მაშინ მერაბის) დამსახურებაცაა ამაში) დავუახლოვდი და ჩავუღრმავდი... მოდი რამდენიმე მის ლექსს დავდებ... და მერე ვინც მის დაკრძალვაზე მიხვალთ ერთი სანთელი და ერთიც ყვავილი კაიროსის სახელით არ დაგეზაროთ .... მეფეებივით ფიქრობენ მთები.... ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს .... ისე მაკლიხარ , ისე მომწყურდი- ლამის არაგვი შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლიავს ამოსული, ისევ უარესს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს რამე რომ ვკითხო გარინდულ კლდეებს ვესაუბრები და აი ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დადრთხნენ ღრუბლები ოთარ ჭილაძე ეცემა თოვლი ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი, ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა, ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად არ შემიძლია მე შენი პოვნა. და დღე, რომელიც უშენოდ მოვა მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი. ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა, რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი. ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება თოვლივით ჩუმი და შემპარავი, მე კი ყოველთვის მემახსოვრება, რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის. ეცემა თოვლი და დროს მიყვება ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები სადღაც სივრცეში გადაჭდობილი. ო.ჭ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მატასი |
Oct 4 2009, 12:43 AM
პოსტი
#25
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ და დაბერებულ კედლების ჩრდილში კაცივით იდგა დაღლილი მთვარე ბნელში ბრწყინავდა ძველი ნათურა ვით უმნიშვნელო ნამტვრევი მთვარის და უსასრულო ფიქრში გართული ათასში ერთხელ ბრწყინავდა მტკვარიც ბრწყინავდა რკინაც, ცივი და ბასრი და კიდევ რაღაც ბრწყინავდა იქვე და როგორც დენთით გატენილ კასრებს მოაგორებდნენ ჩრდილები ფიქრებს და საიდუმლო, როგორც სერობა ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ ხოლო საათი მძიმე შენობას კოპივით ეჯდა გაცრეცილ შუბლზე... დღეს სამებაში ყოფილა პანაშვიდო, ახლა გავიგე... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მატასი |
Oct 4 2009, 10:13 PM
პოსტი
#26
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
დღეს გავაცილეთ... მთაწმინდის უკანასკნელი ბინადარი ...
ტაძრის შუაგულში ესვენა.... კეთილთა შინა განისვენოსმისმა სულმა.... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მატასი |
Oct 13 2009, 09:23 AM
პოსტი
#27
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
-------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
KAIROS |
Oct 13 2009, 09:31 AM
პოსტი
#28
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მთაწმინდის უკანასკნელი ბინადარი ... ვერ ავიტანდი იქ რომ არ ყოფილიყო, იმდენად მიყვარს ( და არა მიყვარდა)... "მიწაზე მძიმე"-ს ელ. ვერსია არსადაა ხომ მატას? კარგი გოგო ხარ, მადლობა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Oct 13 2009, 10:14 AM
პოსტი
#29
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
KAIROS
ციტატა მეფეებივით ფიქრობენ მთები.... ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს .... ისე მაკლიხარ , ისე მომწყურდი- ლამის არაგვი შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლიავს ამოსული, ისევ უარესს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს რამე რომ ვკითხო გარინდულ კლდეებს ვესაუბრები და აი ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დადრთხნენ ღრუბლები ოთარ ჭილაძე ეს ჩემი საყვარელი ლექსია. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნონა |
Oct 13 2009, 11:44 AM
პოსტი
#30
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
"მიწაზე მძიმე"-ს ელ. ვერსია არსადაა? მე მაქვს კაიროს, ოღონდ ზეპირად ვიცოდი და ისე დავბეჭდე ტექტსი, თანაც წიგნი არ მაქვს რომ გავასწორო პუნქტუაციურად თუ ასეთი გაწყობს ... თანაც წიგნი შენთუ მოგეპოვება სასვენ ნიშნებს თავად ჩაამატებ, რავი აბა... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
Oct 13 2009, 11:54 AM
პოსტი
#31
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სასვენ ნიშნებს არა, რა სასვენი ნიშნები მატასიმ დადო ბმული და იმაზე ვუთხარი, შენ მთლიანად გიწერია? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნონა |
Oct 13 2009, 12:08 PM
პოსტი
#32
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
არა, რა სასვენი ნიშნები მატასიმ დადო ბმული და იმაზე ვუთხარი, შენ მთლიანად გიწერია? კი სრულად მიწერია ... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
სოფი |
Oct 2 2010, 11:33 PM
პოსტი
#33
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
არტკაფე “ქარავანში” ოთარ ჭილაძის ჩანაწერების პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი წიგნი - ”ცა მიწიდან იწყება” მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე გამოიცა. მასში შესულია ყველა ის ჩანაწერი, რაც აქამდე არ გამოცემულა და მხოლოდ მწერლის პირად დღიურებში ინახებოდა. ჩანაწერები შედგენილია ოთარ ჭილაძის ძმის, მწერალ თამაზ ჭილაძის მიერ, ხოლო წიგნში გამოყენებულია თავად ოთარ ჭილაძის ნახატები, რომელიც მის განწყობას და სულიერ მდგომარეობას ასახვას. როგორც “ინტერპრესნიუსს” თამაზ ჭილაძემ განუცხადა, ოთარ ჭილაძეს აუარებელი საარქივო მასალა დარჩა, რომელიც მთლიანადაა გადასამუშავებელი და ეს ჩანაწერების კრებული არის ძალიან მწირი ნაწილი, იმ უბის წიგნაკებიდან, რომლიდანაც ამ წიგნისთვის მასალა ამოიკრიფა. “მე ვთვლი, რომ ეს წიგნი თამამად დაიდება ოთარ ჭილაძის რომანების გვერდით. ამ წიგნს აქვს იგივე წონა და იგივე ფუქნცია, მე ასე მიმაჩნია ყოველშემთხვევაში. ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ჩანაწერებისა, რაც ოთარს დარჩა. ძალიან ბევრი ნაწილი არის გადასამუშავებელი, ვინაიდან ეს ყველფაერი არის კალიგრაფიით, მისივე ხელით ჩაწერილი, ამიტომ არის დასაზუსტებელი ტექსტები. ალბათ მომავალში კიდევ გამოიცემა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები. ახლა გამოვეცით მხოლოდ ის, რაც ჩავთვალეთ რომ ამ დროის შესაფერისი იქნებოდა”, – აღნიშნა თამაზ ჭილაძემ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი