ათონი და ათონელები, სხვა... ყველაფერი ათონზე და ათონელებზე. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ათონი და ათონელები, სხვა... ყველაფერი ათონზე და ათონელებზე. |
du_du_na |
Mar 10 2012, 11:47 PM
პოსტი
#1
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
-------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
du_du_na |
Mar 11 2012, 12:38 AM
პოსტი
#2
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
ქართველთა სავანე ივერონი ივერთ მონასტერი ათონზე სიმონოპეტრა სიმონოპეტრას მონასტერი კარაალუ ფილოთეუსის მონასტერი სტავრონიკიტა სტავრონიკიტა სტავრონიკიტა სატუმრო ოთახი სტავრონიკიტა კანკურა ვატოპედი ვატოპედი სატრაპეზოს გარე ხედი ვატოპედი ვატოპედის ცის ქვეშ ვატოპედი ცენტრალური მოედანი -------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
A.V.M |
Mar 11 2012, 12:40 AM
პოსტი
#3
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახლახანს მეუფე იობი მიდიოდა ათონზე მოსალოცად....
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
du_du_na |
Mar 11 2012, 12:42 AM
პოსტი
#4
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
-------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
A.V.M |
Mar 11 2012, 12:42 AM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
du_du_na
შენ იყავი მანდ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
du_du_na |
Mar 11 2012, 12:53 AM
პოსტი
#6
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
როგორ მიყვარს მეუფე იობი.
ვატოპედი დასავენებლი ადგილი კელიიდან ხედი ჭა ვატოპედში მცირე მითითებანი ტურისტებს მთავარი შესასვლელი -------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
A.V.M |
Mar 11 2012, 12:54 AM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქართველებს შეხვდი? მანდ მოღვაწე 3 ბერს და 1 მორჩილს ვიცნობ ძალიან ახლოს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
du_du_na |
Mar 11 2012, 12:58 AM
პოსტი
#8
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
-------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
A.V.M |
Mar 11 2012, 12:59 AM
პოსტი
#9
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ვიცნობ ყველას არქიმანდრიტ გრიგოლს,იღუმენ ეგნატეს , და ბერ-მონაზონ მალაქიას ვიცნობ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
du_du_na |
Mar 11 2012, 01:17 AM
პოსტი
#10
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
-------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
du_du_na |
Mar 11 2012, 02:01 AM
პოსტი
#11
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
ხილანდარის წმინდა მონასტერი ათონის წმინდა მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ველზე, ზღვიდან კი ესთიგმენის მონასტრიდან ოთხ კილომეტრზე მდებარეობს. მონასტერი სერბმა მეფე სტეფანე ნემანმა და მისმა ძემ რადკომ დააარსეს. მეფისწულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრე იყო, ამქვეყნიურ დიდებას ბერობა არჩია. იგი საიდუმლოდ ჩავიდა ათონზე სოლუნცის მონასტერში (ძველი მონასტერი), სადაც ბერი საბას სახელით მოღვაწეობდა, შემდეგ კი ვათოპედში დასახლდა. მალე მას მიბაძა მამამისმა, რომელიც იმხანად სერბეთის სტუდენცისაც ბერად აღკვეცის შემდეგ სახელად სვიმეონი ეწოდა. ბერები მანამდე დარჩნენ ვათოპედში, სანამ სერბეთის მეფის სტეფანე II-ის თხოვნით ეს მონასტერი გაუკაცრიელებულ ხილანდარის უდაბნოს არ გადაეცა.
ჩავიდნენ თუ არა ხილანდარის მონასტერში, ბერები მაშინვე შეუდგნენ მის აღდგენასა და გაფართოებას. მოგვიანებით საბა სერბეთში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსი გახდა, სვიმეონი კი მონატერში დარჩა და იქვე აღესრულა. გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა-შვილი წმინდანებად შერაცხა. მაგრამ მონასტერი ყოველთვის სერბებისა არ ყოფილა. იპეკიუსის მსოფლიო პატრიარქად კურთხევის შემდეგ (1676 წ.) აქ დასახლდნენ ბულგარელები, ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე მაკედონიელი ბერები და რამდენიმე ბერძენი მონაზონი, მაგრამ 1896 წელს ხალანდარს მეფე ალექსანდრე ოვრენოვიჩი ეწვია, მან მონასტრის ყველა ვალი გადაიხადა. აქედან მოყოლებული, სავანეში კვლავ სერბები დამკვიდრდნენ. საკათედრო ტაძარი, რომელიც 1293 წელს ააშენა სტეფანე უროს მილუტინმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა. ტაძრის მახლობლად მდებარეობს წმინდა სვიმეონის საფლავი, საიდანაც წმინდა ნაწილების გადასვენების შემდეგ სასწაულებრივად ამოიზარდა ვაზი, რომლის ნაყოფიც ქალებს უშვილობისგან კურნავს. მონასტრის მთავარ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის ხატი „ტრიხერუსა“ (სამხელა). იგი წმინდა იოანე დამასკელის (VIII საუკუნე) პირადი ხატი იყო. ხატმებრძოლობის ჟამს წმინდანმა ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ III ისავრიელს მამხილებელი წერილი მისწერა, მან კი ის არაბთა ხალიფასთან დაასმინა. ხალიფამ ბრძანა, წმინდანისთვის ხელი მოეკვეთათ. წმინდა იოანე მოჭრილი ხელის მტევნით ეახლა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც შინ ჰქონდა, და განკურნება შესთხოვა. ხელის მტევანი სასწაულებრივად მიეზარდა მოკვეთილ მაჯას, წმინდა იოანემ კი ამ სასწაულის სამახსოვროდ ხატს ვერცხლის მტევანი გაუკეთა. ტაძარში არის ღვთისმშობლის სხვა, არანაკლებ ცნობილი ხატები. სავანის სიწმინდეებს შორის არის ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაჭერი, უფალ იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის, კვერთხისა და სუდარის ნაწილები, წმინდა პანტელეიმონის მარჯვენა ფეხი, ნიკიფორე კონსტანტინოპოლის პატრიარქის მარჯვენა ხელი, წმინდა ბარბარეს და წმინდა ეკატერინეს ნაწილები. მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია 700-მდე სლავური და 100 ბერძნული ხელნაწერი, 25 სლავურ და 27 ბერძნულ ენაზე დაწერილი პერგამენტი. ბიბლიოთეკა ინახავს 6600 ბეჭდურ გამოცემას. ხილანდარის მოანსტერს მეოთხე ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში. ვათოპედია წმინდა მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წლებში დააარსა სამმა მდიდარმა და წარჩინებულმა ადამიანმა - ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. ისინი მობრძანდნენ აქ, რათა ეცხოვრათ მონასტრული ცხოვრებით. წმინდა ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმინდა მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა. XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონი ვათოპედის ძმები იყვნენ. სერბი მეფე სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობას შორის, რომელიც მან XIV საუკუნეში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსეინიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს. ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს - კატალონელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები. ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV საუკუნის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, სწორედ აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია. X საუკუნეში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 - გარეთ. მათგან 5 - მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას. მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. აქ ინახება უამრავი მშვენიერი ტანსაცმელი და წმინდა ჭურჭელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედუფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად. ამჟამად საძმოში 50 ბერია, ყველა მათგანი კვიპროსელია. ივერთა მონასტერი X საუკუნის მიწურულს დააარსა წმინდა იოანე ივერიელმა (ქართველმა). ეს მოხდა დიდი ლავრისა და ვათოპედის აგებიდან ცოტა ხნის შემდეგ. წმინდა იოანე წმინდა ათანასე ათონელის თანამოსაგრე იყო. მონასტერმა იოანეს სამშობლოდან მისი თანამოღვაწეები მიიზიდა. ივერთა მონასტრის აშენება შესაძლებელი გახდა იმპერატორის სამხედრო ნადავლითა და შემოწირულობების წყალობით. წმინდა იოანეს ვაჟი, წმინდა ექვთიმე, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქართველი წმინდანი, მოგვიანებით მონასტრის იღუმენი გახდა. ადრეულ პერიოდში ივერონს შეუერთდნენ მონასტრები: წმინდა ლეონტისა - სალონიკში, წმინდა იოანე კლემაქსი - იეროსოსში, წმინდა საბასი - ქალდოსში. XIV საუკუნეში სავანეს დიდი ზარალი მიაყენეს კატალონელმა მეკობრეებმა. მაგრამ მონასტერი აღორძინდა პალეოლოგოსების დინასტიის, სერბეთისა და საქართველოს მეფეების უხვი შეწირულობებით. XVI საუკუნეში, ძნელბედობის ჟამს, ქართველი მეფეები მხარში ედგნენ მონასტერს და გაჭირვებიდან იხსნიდნენ ხოლმე მას. ივერთა მონასტერი არის წმინდა მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის სახლი. 1651 წელს რუსეთის მეფის ალექსი რომანოვის (პეტრე დიდის მამის) თხოვნით, ამ ხატის ასლი გაგზავნეს მოსკოვში. ევერიის მონასტერს 1740 და 1845 წლებში ათჯერ გაუჩნდა ხანძარი, 1865 წლის ხანძარმა კი მთლიანად გაანადგურა. თურქების წინააღმდეგ საბერძნეთის აჯანყების დასაფინანსებლად მონასტერმა თავისი საგანძური გაიღო. იმ დროს სავანეში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გრიგოლ V, ეროვნული გმირი და მოწამე. ბოლო ქართველი ბერი აქ 1955 წელს გარდაიცვალა. ივერონის მონასტერს მე-3 ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში. იგი 1990 წლიდან საერთო საცხოვრებლის ტიპის მიმდევარია. მონასტრის მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა ნაკურთხი. მისი ძირითადი ნაწილი აგებულია X საუკუნის ბოლოს, XI საუკუნის დასაწყისში კი რეკონსტრუქცია გაუკეთდა. მონასტრის საუნჯეთა შორის არის „ლიმონის ხე“ - ვერცხლის შვიდტოტა შანდალი. სამეუფო კარი შავი ხისაა და მოპერანგებულია ვერცხლით. აქ დაცულია პატრიარქ დიონისე IV-ის სამოსი, რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მიერ შეწირული სახარება, წმინდა ჭურჭელი, სამოსი, ნაქარგები და აგრეთვე 150 წმინდანის ნაწილები. ბიბლიოთეკაში ინახება 2000-ზე მეტი ხელნაწერი და 15 ლიტურგიკული გრაგნილი, 20000-ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთისმეტყველი. მას აქვს იოანე ნათლისმცემლის სკიტი, 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 - გარეთ. წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერი ზღვის ნაპირას, ქსენოფონტეს სავანესა და დაფნის ნავსადგურს შორის მდებარეობს. ის სხვაგვარადაც არის ცნობილი - როგორც წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი ათონზე, კალიმაქსების კინოვია ანდა რუსიკი. მონასტერი აქ 1765 წელს დაფუძნდა. მანამდე ის სხვაგან, ზღვიდან მოშორებით მდებარეობდა. ახლა იქ ეგრეთ წოდებული „ძველი“, „მთიანი“ რუსიკია, იგივე თესალონიკელის მონასტერიმ რომელიც XI საუკუნით თარიღდება. სწორედ იმ დროს მოვიდნენ წმინდა მთაზე პირველი რუსი ბერები. თავდაპირველად ისინი ქსილურგუს სავანეში დასახლდნენ და სულ მალე ისე აავსეს, რომ ადგილი აღარავის ჰყოფნიდა, ამიტომ წმინდა კინოტმა იღუმენ ლავრენტის თხოვნით ბერებს გაუკაცრიელებული თესალონიკელის მონასტერი გადასცა, ქსილურგუს სავანე კი სკიტად გადააკეთეს და დღემდე ასეთად რჩება. რუსიკი ისტორიის შესახებ წყაროები XIII საუკუნემდე თითქმის არ შემონახულა (მიზეზი ხანძარი გახლდათ, რომელმაც სულმთლად გაანადგურა მონასტერი არქივები და ბიბლიოთეკა), მაგრამ ცნობილია, რომ იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა თავისი ედიქტით დაამტკიცა სავანის ქონებრივი უფლებები. მოგვიანებით მონასტერზე ზრუნავდნენ სერბი დიდებულები, რომლებიც მას უხვ შეწირულობებს სწირავდნენ და საშემოსავლო სახლებს სჩუქნიდნენ. რუსეთში მონღოლთა ბატონობის დროს რუსიკში ბერძნები ცხოვრობდნენ (იმ პერიოდის ყველა დოკუმენტზე იღუმენის ბერძნული ხელმოწერაა), მაგრამ 1497 წლიდან წმინდა მთისკენ ისევ დაიძრნენ რუსი მწირები. III დადგენილებით (1394 წ.), პანტელეიმონის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მეხუთე ადგილი ეკავა, მაგრამ აყვავების პერიოდი ხანმოკლე გამოდგა. მონასტერი გაღარიბდა და ვალებში ჩაეფლო. მაშინ მან მრავალი სამფლობელო დაკარგა. XVIII საუკუნის შუა წლებში რუსიკის კარიბჭე გაიღო. მონასტერში სულ ოთხი ბერი იყო: ორი რუსი და ორი ბულგარელი, - ხოლო მოგვიანებით სავანე დაცარიელდა. ამგვარად, რუსიკი ისევ ბერძენთა ხელში გადავიდა. ბერძნების საძმომ გადაწყვიტა, ზღვასთან ახლოს გადასახლებულიყო - 1667 წელს იქ იერისონის ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ააგო მცირე ტაძარი, რომელიც უფლის ამაღლების სახელზე აკურთხეს. ბაკლანელი მმართველებისა და დუნაისპირელი თავადების დახმარებით აქვე ააშენეს პანტელეიმონის მონასტერი. განსაკუთრებით უხვი შემოწირულობები გაიღო საუკუნის პირველ ნახევარში მოლდოვ-ვლახეთის მმართველმა სკარლეტ კალიმაქსმა (სახელდობრ, მისი სახსრებით აშენდა ტაძარი). 1806 წელს პატრიარქმა კალიკიმ მონასტრის წესდება დაამტკიცა. ბერძნების აჯანყების წლებში რუსიკი, ისევე როგორც ათონის სავანეთა უმრავლესობა, დაიცალა. დაიწყო ხანგრძლივი დავა ქსენოფონტეს მონასტრის საზღვრების თაობაზე. სავანე მძიმე დღეში აღმოჩნდა. 1840 წელს პანტელეიმონის მონასტერში ისევ გამოჩნდნენ რუსი ბერები. მალე ისინი ძმობის უმრავლესობას შეადგენდნენ. 1875 წელს, პირველად მრავალი საკუნის შემდეგ, არჩეულ იქნა რუსი იღუმენი და რუსიკი ჭეშმარიტად რუსული მონასტერი გახდა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მხოლოდ პანტელეიმონის მონასტერში 1000-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა (მათ შორის იყვნენ ბერძნები და სამხრეთის სლავებიც). რუსები ცხოვრობდნენ სხვა მონასტრებშიც, წმინდა მთის სკიტებსა და სენაკებშიც. სავანის არქიტექტურული ანსამბლი თავისი მრავალსართულიანი შენობითა და ტაძრების მაღალი გუმბათებით პატარა ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ 1968 წლის ხანძარმა საგრძნობი ზიანი მიაყენა მონასტერს. ტაძარი, როგორც შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა გვამცნობს, 1812-1821 წლებში აუგიათ. საერთო გეგმით ის წმინდა მთის ყველა სხვა სავანეს ჰგავს. კედლები ნაშენია მართკუთხა თლილი ქვის ფილებით. რვა გუმბათზე ჯვრებია აღმართული, თანაც მთვარეზე - რუსეთისთვის ტრადიციული, რვაქიმიანი. საეკლესიო მოხატულობანი გასულ საუკუნეშია გაკეთებული. მდიდრულად მორთული კანკელი შესრულებულია რუსი ოსტატების მიერ. განაწესის თანახმად, რომელიც 1875 წელს მიიღეს, ამ ტაძარში მსახურება ორ ენაზე - ბერძნულად და სლავურად - აღესრულება. ტაძრის კარიბჭის პირდაპირ არის სატრაპეზო, რომელიც 1890 წელს აიგო და 1897 წელს მოიხატა. იგი 800-მდე ადამიანს იტევს. სატრაპეზოს თავზე აღმართულია სამრეკლო, რომლის რუსული ზარები მთელ ათონზეა განთქმული. სამრეკლოს პირდაპირ, შესასვლელის მარცხნივ, წყალკურთხევის ავზია. რუსიკში სხვა ეკლესიებიც არის. ტაძარს მიშენებული აქვს ღვთისმშობლის მიძინების ეკვდერი (აქ ღვთისმსახურება ბერძნულად აღესრულება). ბიბლიოთეკის დასავლეთით წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის ეკლესია დგას (აქ, ისევე როგორც სხვა ტაძრებში, სლავურად მსახურობენ). მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში უფლის ამაღლების, წმინდა სერგის, დიდმოწამე დიმიტრის, მთავარანგელოზ მიქაელის, წმინდა გერასიმეს, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს, წმინდა ვლადიმირისა და ოლღას ეკლესიები მდებაროებს. აქვეა ალექსანდრე ნეველის ტაძარიც, რომელიც მდიდრულად არის მორთული, ოქროს კიოტში ჩასმული ხატებითა და მოოქრული კანკელით. სამწუხაროდ, რვა ტაძრიდან, რომლებიც მონასტრის სამხრეთ ნაწილში იყო განლაგებული, ხანძარს მხოლოდ ორი გადაურჩა: წმინდა საბასი და წმინდა ნიკოლოზისა. სავანის კედლების მიღმა ორი ტაძარია. მონასტერს ეკუთვნის ხუთი სენაკი: წმინდა ექვთიმესი, წმინდა კოზმასი და დამიანესი, ცხოველმყოფელი წყარო, წმინდა სტეფანესი და წმინდა გიორგისი (ორივე კარიესში მდებარეობს). გარდა ამისა, რუსიკს ეკუთვნის ხრომიცას (იმავე ხრომიტის) საშემოსავლო სახლი ურანოპოლისთან ახლოს, სადაც რამდენიმე რუსი ბერი ცხოვრობს, ქსილურგუს სკიტი (როგორც ათონზე უწოდებენ, „ღვთისმშობლი“), რომელიც პანტოკრატორის მონასტრის მახლობლადაა, სკიტი „ახალი თებაიდა“ წმინდა მთის სამხრეთ-დასავლეთით და ძველი რუსიკი. სავანეში ინახება წმინდა პანტელეიმონის თავი, პატიოსანი ჯვრის ნაწილები, მრავალი ხატი, სამოსი, ჯვრები და სხვა. ღვთისმშობლის ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ბარძიმი, მეტად დახვეწილი ნაკეთობა, და სახარება ძვირფასი ჭედური პერანგით - შეწირულობანი დიდი მთავრის კონსტანტინე ნიკოლოზის ძისა, რომელიც 1845 წელს ეწვია სავანეს. მონასტერს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც ცალკე ორსართულიან შენობაშია განთავსებული. იქ დაცულია დაახლოებით 1320 ბერძნული და 600 სლავური ხელნაწერი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მინიატურებით მდიდრულად მორთული სახარება და გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ქადაგება. ამათ გარდა, ბიბლიოთეკაში არის 20000-ზე მეტი ნაბეჭდი ბერძნული, სლავური და რუსული წიგნი. ამჟამად პანტელეიმონის მონასტერს XIX ადგილი უკავია ათონის მთის სავანეთა იერარქიაში. საძმო ორმოცდაათზე მეტ ბერს ითვლის. თითქმის ყველა რუსეთიდნა არის ჩასული. სიმონოს პეტრას, ანდა სიმონოპეტრას (სიმონის კლდე) წმინდა მონასტერი, რომელიც 1257 წელს, ხილვის შემდეგ დააარსა ღირსმა სიმონმა, უდავოდ ყველაზე გაბედული არქიტექტურული კომპოზიციაა ათონის მთაზე. ის მყარად დგას 330 მეტრი სიმაღლის მთათა სისტემის მწვერვალზე. მთელი ნაგებობა დასტურია იმისა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი. 1363 წელს მონასტერი მთლიანად გადაკეთდა. ამისთვის გულუხვი შემოწირულობა გაიღო სერბეთის მეფემ იოანემ, რომელიც ამის გამო მონასტრის მეორედ დამაარსებლის რანგში იხსენიება. წმინდა მთის III ტიპიკონში სიმონოპეტრას ოცდამესამე ადგილი ეკავა მაშინდელი ათონის მონასტრებს შორის, ხოლო თანამედროვე იერარქიაში მეცამეტე ადგილზეა. სამწუხაროდ, ვერც ეს მონასტერი გადაურჩა ჟამთა სიავეს... 1570 წლის ხანძარმა მოსპო უნიკალური დოკუმენტები, მათ შორის - ისინიც, რომლებიც მონასტრის ისტორიის ბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნებოდა. 1622 წლის ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა მონასტრის ხელნაწერებს. სიმონოპეტრა, რომელიც საერთო ცხოვრების წესებით ცხოვრობდა, XVII საუკუნეში თვითშენახვაზე გადავიდა. ის არასდროს დაურბევიათ მეკობრეებს, მაგრამ თურქების აუტანლად მძიმე გადასახადებმა ბერებს სავანის დატოვება აიძულა. XVIII საუკუნეში, მღვდელმონაზონ იოსაფატ მიტილენელის უდიდესი ძალისხმევით ასიმოპეტრას (თურქული ბატონობის დროს ასე იწოდებოდა მონასტერი) სავანეს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე. XIX საუკუნეში მონასტრის სამხრეთ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენეს. 1891 წელს მორიგმა ხანძარმა მონასტრის ძველი ნაგებობები და საგანძური იმსხვერპლა. XX საუკუნეში სიმონოპეტრას აღორძინებისა და აყვავების ხანა დაუდგა. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გამოდგა პერიოდი, როცა ათონის წმინდა მთა თურქებისგან გაათავისუფლეს და მონასტერს განათლებული წინამძღვრები ნეოფიტე, იოანიკე და იერონიმე ჩაუდგნენ სათავეში. XX საუკუნის შუა ხანებში, მეტადრე - 1963 წელს, როცა ათონი ათასწლოვან იუბილეს დღესასწაულობდა, სიმონოპეტრას არცთუ ნათელი პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა 70-იან წლებში მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა და აღორძინდა. ოდესღაც სავანეს უამრავი საშემოსავლო სახლი და ფერმა ჰქონდა. მათგან უძველესია სიტონიაში მდებარე პეტრიოტიკო. დღეს მონასტერს საშემოსავლო სახლები აქვს სალონიკში, ათენში, ქალკიდაზე, საფრანგეთსა და რუმინეთში. სიმონოპეტრას ტაძარი, რომელიც დაახლოებით 1600 წელს აიგო, მაცხოვრის შობის სახელზეა ნაკურთხი. ამჟამინდელი სახე მან 1891 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მონასტრის ტერიტორიაზე 4 ტაძარია, მის გარეთ - რვა. მონასტრის არქივში დაცულია უამრავი ბერძნული, თურქული, რუმინული დოკუმენტი, საგალობელთა გრაგნილები, ნაბეჭდი წიგნები, თუმცა ყველა პოსტბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება. მონასტერში დაცულია ძვირფასი ხატები, შესამოსლები, ვერცხლის ნაკეთობანი, გრავიურები, ანტიმინსები, მაგრამ მისი უდიდესი განძია მარიამ მაგდალინელის მარჯვენა, რომელიც 2000 წელია უხრწნელად ინახება. წმიდა გრიგორიუსის მონასტერი მდებარეობს ნახევარკუნძულის სანაპიროზე. აქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ გემით დაფნიდან. სავანე XIV საუკუნეში დააარსა გრიგოლ განდეგილმა. მონასტერი დიონისიატისა და პანტოკრატორის თანამედროვეა. გრიგორიატის დამაარსებლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი გრიგოლ სინელის მოწაფე იყო. ინფორმაციის ნაკლებობის მიზეზი გახდა 1500 და 1762 წლების ხანძრები, გარდა ამისა, მონასტერი არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი მეკობრეების თავდასხმისა. სავანეს აღადგენდნენ მართლმადიდებელი ხელმწიფეების დახმარებებით, მათ შორისაა მოლდავეთის მმართველი იოანე სტეფანე დიდი. მან უდიდესი როლი ითამაშა სავანის აღორძინებაში და ამიტომაც ითვლება მის მეორე დამაარსებლად. 1762 წელს ხანძრით განადგურებული გრიგორიატი აღდგა იღუმენ იოაკიმეს ხელმძღვანელობით. 1851 წელს აშენდა წმინდა გიორგის ეკლესია, 1851 წელს - წმინდა ნიკოლოზისა. მონასტერში დაცულია 279 ხელნაწერი, მათ შორის 11 პერგამენტია. გარდა ამისა, ინახება დაახლოებით 6000-მდე ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, წმინდა ჭურჭელი და სამოსი. გრიგორიატს აქვს 7 ტაძარი თავის ტერიტორიაზე და 6 - ტერიტორიის გარეთ. მონასტრის დაქვემდებარებაშია სამი კაფიზმა და ექვსი კელია. კელია - პატარა უდაბნოა, აქ არის 1-2 ბერის საცხოვებელი და პატარა ტაძარი. კელიის მცხოვრებნი თვითონ ირჩენენ თავს. კაფიზმა, კელიისგან განსხვავებით, მონასტრის სრულ უზრუნველყოფაზეა. სტავრონიკიტას მონასტერი წმიდა მთაზე ყველაზე პატარაა. იგი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ივერიის მონასტერსა და პანტოკრატორის სავანეს შორის მდებარეობს. იგი X-XI სს-ში დაუარსებია ვინმე ნიკიფორე ნიკიტას (სტავრონიკიტას), იმპერატორ ციმისხიოსის ოფიცერს. XII საუკუნეში მეკობრეების თავდასხმებმა მონასტერი ძალიან დაასუსტა, XIII საუკუნეში ის ყუთლუმუშის მონასტერს დაემორჩილა, ხოლო XVI საუკუნეში ფილოთეოსის სავანის გამგებლობაში გადავიდა. 1533 წელს ჰერომერის იღუმენმა გრიგოლმა სტავრონიკიტა გამოისყიდა და შეუდგა მის აღორძინებას. იმავე წელს, საპატრიარქოს ბრძანებით, სავანე სტავროპიგიალურად აღიარეს. 1541 წელს მონასტრის აღსადგენად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ უხვად გაიღო ფინანსები, უზრუნველყო საშემოსავლო სახლებით კასანდრასა და ლემნოსის კუნძულზე. მონასტერი კვლავ საერთო საცხოვრებლის წესდებას დაუბრუნდა. ტაძარი, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1546 წელს, ნაკურთხია წმინდა ნიკოლოზის სახელზე და მოხატულია თეოფანეს მიერ. სავანეში ინახება მის მიერ დაწერილი ათორმეტ დღესასწაულთა ხატები. 1607 წელს მონასტრის დიდი ნაწილი ხანძარმა ფერფლად აქცია. XVIII საუკუნეში მოლდოვლახელმა დიდებულმა ალექსანდრე გიკმა სავანეს უბოძა წმინდა მოციქულთა მონასტერი ბუქარესტში. მონასტერი ისევ დაიწვა 1741, 1864, 1874 წლებში, ხოლო 1879 წლის უკანასკნელმა ხანძარმა თითქმის გაანადგურა. სხვა სავანეთა მსგავსად, სტავრონიკიტა მეტისმეტად სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო თურქების მიერ შეწერილმა გადასახადებმა. მისი ვალი 1968 წელს გადაიხადა ვათოპედის მონასტრის იღუმენმა თეოფილემ. ახალი საძმოს მოსვლის შემდეგ მონასტერი გადავიდა საერთო საცხოვრებლის წესზე. ამჟამად მას ათონის სავანის იერარქიაში მე-15 ადგილი უჭირავს. მონასტრის ერთ-ერთი სიწმიდეა XIII-XIV საუკუნეების წმიდა ნიკოლოზის ხატი, ბიბლიოთეკაში დაცულია 171 ხელნაწერი და უამრავი ნაბეჭდი წიგნი. განსაკუთრებით ღირებულია XII საუკუნის პერგამენტზე ოქროთი ნაწერი ფსალმუნი. მონასტერს აქვს ოთხი ტაძარი საკუთარ ტერიტორიაზე და ორიც - მის გარეთ. -------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
ანანო |
Mar 11 2012, 03:30 PM
პოსტი
#12
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
du_du_na
როგორ მიყვარს ყველა თემა, რაც გაგიხსნია[თ] მამშვიდებს ყველა ფოტო -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
du_du_na |
Mar 12 2012, 12:12 AM
პოსტი
#13
|
daviti ჯგუფი: Members პოსტები: 293 რეგისტრ.: 27-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,767 |
ანანო
მადლობა ... მიხარია თუ ეს ესე გამოდის... შევეცდები გავაგრძელო... -------------------- მშვიდობა თქვენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ, ამინ.
|
athos |
Mar 12 2012, 09:45 PM
პოსტი
#14
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
du_du_na
მადლობა ლამაზი ფოტოებია ძალიან -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
A.V.M |
Mar 14 2012, 11:33 PM
პოსტი
#15
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რამდენიმე ხნის წინ ვწერდი რომ მეუფე იობი აპირებდა ათონზე მოსალოცად წაბრძანებას.
თუმცა მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი: მას ვიზა არ ცჩაურტყეს. (თუ რატომ ეს არავინ იცის) ძალიან ცუდია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mekaje |
Mar 23 2012, 09:28 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
დიდი მადლობა დუდუნა, გაგახაროს ღმერთმა
-------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
iohanan |
Jun 9 2014, 08:51 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
თუ იცით ვინმემ, ათონეზე თუ არიან დღეს ქართველები??
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
qetevano |
Jun 9 2014, 08:55 PM
პოსტი
#18
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
iohanan
კი არიან -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
iohanan |
Jun 9 2014, 09:01 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
რამდენი და სახელებიც თუ იცით?
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
qetevano |
Jun 9 2014, 09:18 PM
პოსტი
#20
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
http://church.ge/index.php?showtopic=15&st=40
აი ამ თემას გადახედე პირველივე გვერდებიდან, თუ მანამდე ზუსტად ვნახე სახელები დაგიწერ მე აი მამა ევტიქი ჯელია, ბერი ერმოლაოსი. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი