IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. rolleyes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dr.house...
პოსტი Jan 9 2012, 02:40 PM
პოსტი #2


საქართველოს საპატრიარქო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 414
რეგისტრ.: 18-January 11
მდებარ.: თბილისი
წევრი № 10,305



მცხეთა-თბილისის ეპარქია

- (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა (მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა)

IPB-ს სურათი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II




მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები. ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა. V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა. 375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება. ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ. ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა. თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო. ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება. XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“. თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა. ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი. 1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ

უწმინდესნი და უნეტარესნი:

კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);

ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);


ამბროსი ხელაია (1921-1927);

ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);


კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);

მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);


ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);

დავით დევდარიანი (1972-1977).


1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).

გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.





მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მოქმედი და არსებული ეკლესია-მონასტრები



IPB-ს სურათი


საპატრიარქო - საკათედრო ტაძრები:

1. სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარი (მცხეთა, IV, V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)

2. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი (თბილისი, ელიას მთა, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრაში, ახალი)

3. თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საპატრიარქო ტაძარი (სიონის ქ. V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)



თბილისი:

4. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოლოლაკი, ამაღლების ქ. ახალი)

5. ამაღლების სახელობის ეკლესია (ბეჟანიშვილის ქ. მთაზე, ახალი)

6. ამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი, ახალი)

7. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის „ანჩისხატის“ ეკლესია (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, შავთელის ქ. VI ს.)

8. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია (ივ. ჯავახიშვილის ქ. XIX ს.)

9. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია - „ლურჯი მონასტერი“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ლეო ქიაჩელის ქ. XII ს.)

10. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, გურამიშვილის გამზ. ახალი)

11. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ს. ჩიქოვანის ქ. ახალი)

12. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ვაჟა-ფშაველას გამზირი, ბავშვთა ფედერაციასთან, ახალი)

13. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ზემო, ნავთლუღი, ბოგდან ხმელინცკის ქ.)

14. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (ქვემო, სასაფლაოს ტერიტორია, ქინძმარაულის ქ.)

15. წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) სახელობის ეკლესია (წმინდა ილია მართლის-სახ. გიმნაზია, ვაჟა-ფშაველას ქ. ახალი)

16. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ქაშუეთი“ (რუსთაველის პროსპექტი, VI, XX სს.-ები )

17. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვაკის სასაფლაოს ქვემო შესასვლელი, ჭავჭავაძის გამზირი, ახალი)

18. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, ნაქულბაქევი, VII-VIII სს.)

19. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდუბე, სამტრედიის ქ. ახალი)

20. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. პატარა გლდანი)

21. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვარკეთილი, სუხაშვილის ქ. ახალი)

22. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნორიოს აღმართის დასაწყისი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორია, ახალი)

23. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ოქროყანა)

24. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანი, ქერჩის ქ. უშიშროების აკადემიის ტერიტორია, ახალი)

25. წმინდა გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

26. წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია (მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

27. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი)

28. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, IX კვარტალი)

29. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, ახალი)

30. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანის მასივი III-IV მკ.რ.-ები)

31. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია „მძლეთა“ (წყნეთი)

32. წმინდა გობრონ-მიქაელის სახელობის ეკლესია (გორგასლის ქ.)

33. წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია (ვაკე, უნივერსიტეტის I კორპ. ეზოში, ახალი)

34. წმინდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (მეტეხის კლდე, რუისის ქ. ახალი)

35. წმინდა მამა დავითის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა)

36. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ეკლესია - „ჯვრის მამა“ (იერუსალიმის ქ.)

37. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, მანჯგალაძის ქ.)

38. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო, მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

39. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საბურთალო, ალ. ყაზბეგის ქ. ახალი)

40. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (ლეო ქიაჩელის ქ. „ლურჯ მონასტერთან“)

41. წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია (ავჭალის დედათა მონასტერში, ბიჭვინთის ქ.)

42. წმინდა იოანე ნათლისმცგმლის სახელობის ეკლესია (ავჭალა)

43. წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია (საბურთალო, გამსახურდიას გამზ. საბავშვო ბაღის ტერიტორია)

44. მაცხოვრის შობის სახელობის ზემო ბეთლემის ეკლესია (ნარიყალა, ბეთლემის ქ. V ს. II ნახევარი)

45. მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო ბეთლემის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

46. მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია (ვარკეთილის მეტროსთან, ახალი)

47. მირქმა-მიგებების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III მკ.რნ. ახალი)

48. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ქაშვეთის ეკლესიის I სართული, ჯორჯაძის ქ.)

49. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, დუშეთის ქ.)

50. წმინდა და მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია (კინოსტუდიის ეზოში, დიღმის მასივი)

51. წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესია (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასაფლაოზე)

52. წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (დიმიტრი უზნაძის ქ.)

53. წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში, ე. მანჯგალაძის ქ.)

54. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, უზნაძის ქ.)

55. წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

56. წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ზალდასტანიშვილის ქ.)

57. წმინდა მირიანის და ნანას სახელობის ეკლესია (მუხიანის დასახლება, IV მკ.რ.)

58. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ნარიყალას ციხესიმაგრე)

59. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (კრწანისი, გრიშაშვილის ქ.)

60. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. „ვორონცოვი“)

61. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (აეროპორტის დასახლება)

62. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (კუკია, ნორიოს აღმართი)

63. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

64. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ.)

65. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (საბურთალო, გიმნაზიის ეზოში, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

66. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (ორხევი, კ. აბზიანიძის ქ.)

67. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ზემო ვერის სასაფლაო, გ. რჩეულიშვილის ქ.)

68. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (საბურთალო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვაჟა-ფშაველას პრ.)

69. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ლილოს დასახლება)

70. წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, პეტრე-პავლეს სასაფლაო)

71. წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია (საბურთალო, დოლიძის ქ.)

72. წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია (დიღმის მასივი, 130-ე სკოლის ეზოში)

73. წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია (ნავთლუღი, მე-5 საავადმყოფოს ეზოში, ქინძმარაულის ქ.)

74. წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია (ავჭალა, ჩიქვანაიას ქ.)

75. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.)

76. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (გარეთუბანი, მანჯგალაძის ქ.)

77. ყოვლადნმიდა სამების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ნაცუბიძის IV კვ.)

78. ფერისცვალების სახელობის ეკლესია, ფერისცვალების დედათა მონასტერში (ავლაბარი, დარეჯანის სასახლე)

79. ფერისცვალების სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, მამადავითის ეკლესიასთან)

80. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დიდუბის ეკლესია (წერეთლის გამზირი)

81. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ეკლესია (მეტეხის აღმართი)

82. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი)

83. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ავჭალა, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორია)

84. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

85. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია (კლასიკური გიმნაზია, რუსთაველის პროსპექტი)

86. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (№2 სამშობიაროს ეზოში, დ. უზნაძის ქ.)

87. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, სამშობიაროს ეზოში, ცოტნე დადიანის ქ.)

88. ყოვლადნმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, III მკ.რ.)

89. ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (ელენე ახვლედიანის აღმართი)

90. ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.)

91. წმინდა ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ეკლესია (ვაზისუბნის დასახლება, III მკ.რ-ნი)

92. ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბახტრიონის ქ.)

93. სამლოცველო სახლი (მეხშუბანი, ქვემო ფონიჭალის დასახლება)

94. სამლოცველო სახლი (ქვემო ფონიჭალა, 135-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე)

95. სამლოცველო სახლი (ზემო ფონიჭალა, 70-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე)



მცხეთა:

96. წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის ეკლესია (რუსთაველის ქ. სადგურის დასახლება)

97. „ახალქალაქური“ - სამონასტრო კომპლექსი: ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ბ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიებით (მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, XI-XII სს. წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერში)

98. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია, „ანტიოქია“ (მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მტკვრის და არაგვის შესართავთან, სამნავიანი ბაზილიკა, VII-VIII სს.)

99. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, „ბარბარეთი“ (მცხეთის ჩრდ. დასავლეთით, სასაფლაოზე, X-XI სს.)

100. კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მცხეთის ჩრდ.-ით, 5 კმ.-ზე, მტკვრის მარცხ. ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, XII ს.)

101. წმინდა იოანე და თორნიკე ათონელების სახელობის ეკლესია (მცხეთა)

102. „გეთსამანია“ - (მცხეთა, დგას ქალაქის დას. ნაწილში, ადრე შუა საუკ. ხანა)

103. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (არმაზი, ა. გიორგობიანის ქ.)

104. მგალობლიანთკარის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, XVIII-XIX სს.)

105. მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსი: ა) მცირე ეკლესია (VI ს. II ნახ.), ბ) დიდი ტაძარი (ჯვარ-გუმბათოვანი, 586-604 წწ.)

106. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (მცხეთის დას-ით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე, XI ს. I ნახ. დარბაზული)

107. სამთავროს სამონასტრო კომპლექსი: ა) დიდი ტაძარი (XI ს. 30-იანი წლები, ჯვარ-გუმბათოვანი), ბ) წმინდა ნინოს სახელობის პატარა ეკლესია (IV ს. გუმბათოვანი)

108. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

109. წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესია (დგას მცხეთის გარეუბან კოდმანის სამხრ-აღმ. ნაწილში, ციცაბო ფერდობის პირზე, განვით. ფეოდ. ხანა)

სოფელი არაშენდა

110. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-ით 1,5 კმ. გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

111. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-დას-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

112. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (არმაზი, მდ. არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, XII ს. II ნახ.)

სოფელი ახალდაბა

113. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალდაბა, დგას სოფლის ჩრდ-აღმით 200-300 მ-ზე, გვიანი ფეოდ. ხანა)

სოფელი ახალსოფელი

114. ბზიანის კომპლექსი (სოფ. ახალსოფელი): ა) დარბაზული ეკლესია, VIII ს. ბ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, XII ს. დარბაზული გ) მოგვიანო ხანის ეკლესია

სოფელი ახალუბანი

115. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალუბანი, 1692 ნ. დარბაზული)

სოფელი ბევრეთი

116. ძველი საყდარი (სოფ. ბევრეთი. სოფლის აღმ. 1,5 კმ-ზე, სათოვლიის მთაზე, ფეოდ. ხანა)

სოფელი ბიწმენდი

117. ეკლესია (სოფ. ბიწმენდი, სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

118. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ. ბიწმენდი)

119. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. ბიწმენდი, სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი გალავანი

120. ციხე-გალავნის ეკლესია (სოფ. გალავანი, დგას სოფლის აღმ-ით 1 კმ. XVIII ს. დარბაზული)

სოფელი გლდანი

121. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გლდანი, დგას სოფლის სამხრ-ით, ახალ სასაფლაოზე, VIII-IX სს. დარბაზული)

122. გლდანის ეკლესია (სოფლის განაპირას, დას-ით, სასაფლაოზე, XIX ს. დარბაზული)

123. ვეჯინის კომპლექსი (გლდანი, დგას სოფლის დას-ით, ვეჯინის ხევში, VIII-IX სს. ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დარბაზული ბ) ნასაყდარი, დარბაზული გ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დარბაზული)

124. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (გლდანი, დგას სოფლის ჩრდ-ით, ძვ. სასაფლაოზე, IX-X სს. სამნავიანი ბაზილიკა)

სოფელი გოროვანი

125. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გოროვანი, დგას სოფლის განაპირას, 1830 წ. დარბაზული)

სოფელი დიღომი -

126. ზეგარდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით, სოფ. მუხათგვერდის მახლობლად, XIII-XIV სს. დარბაზული)

127. თეთრი გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით მთაზე, ძვ. სასაფლაოზე, 1863 წ. დარბაზული)

128. კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის განაპირას, სამხრ-ით, XIX ს. დარბაზული)

129. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. აღმით, XIX ს. დარბაზული)

130. მაჩხანის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, მთის ფერდობზე, IX ს-ის შუა ხანები, დარბაზული)

1 31. წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დიდგორის ქ.)

132. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი)

133. ძველი საყდარი დიდგორის მთის წვერზე (სოფ. დიღომი, ფეოდ. ხანა)

134. ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას საქართსამხედრო გზის აღმ-ით 1 კმ-ზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

135. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ონადირი“ (სოფ. დიღომი, დგას სოფლის სამხრ-ით, 2 კმ-ზე, ხევის მარცხენა ნაპირზე, X ს. დარბაზული)

136. ძველი საყდარი (სოფ. დიღომი, სოფლის აღმ. უბანში, ფეოდ. ხანა)

137. ძველი საყდარი (სოფ. დიღომი, სოფლის მამდალაანთ უბანში, ფეოდ. ხანა)

138. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ-დას. ზემო უბანში ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

139. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის განაპირას, აღმ-ით, X-XI სს. დარბაზული)

140. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

სოფელი ერედა

141. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ერედა, დგას სოფლის ცენტრში, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი ვაზიანი

142. „სუმბიანის“ ეკლესია (სოფ. ვაზიანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, გუმბათოვანი)

სოფელი ზაქარო

143. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანის დასაწყისი, დარბაზული)

144. „შინდიანის ხატი“ (სოფ. ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით 1,5 კმ-ზე, VIII-IX სს. დარბაზული)

145. „ცაცხვიანის ხატი“ (სოფ. ზაქარო, დგას დ. აღმ-ით 2-3 კმ-ზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

146. პეტრე მოციქულის სახელობის ეკლესია (ზაჰესის დასახლება, დარბაზული)

სოფელი ზემო ნიჩბისი

147. „უმზეურის ეკლესია“ (სოფ. ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის ჩრდ-ით, დარბაზული)

148. „ვანთედის ეკლესია“ (სოფ. ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის სამხრ-ით, IX-X სს. სამეკლესიანი ბაზილიკა)

სოფელი თელოვანი

149. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. თელოვანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

150. „ჯოიანის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. თელოვანი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი თხინვალი

151. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული)

152. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული)

სოფელი კარსანი

153. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, IX-X სს. დარბაზული)

154. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი კევლიანი

155. „ბნელა საყდარი“ (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის დას-ით, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, სამეკლესიანი ბაზილიკა)

156. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

157. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, ფერდობზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

158. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია


--------------------
“ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   საქართველოს საპატრიარქო   Dec 10 2011, 01:17 PM
A.V.M   ეპარქიები 1.მცხეთა-...   Dec 10 2011, 01:30 PM
zaz   კარგი იქნება საპატ...   Dec 10 2011, 06:17 PM
A.V.M   ეს საპატრიარქოს ოფ...   Dec 10 2011, 07:39 PM
A.V.M   კონსტიტუციური შეთ...   Dec 14 2011, 07:44 PM
A.V.M   წმ. სინოდის წევრებ...   Dec 17 2011, 07:01 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   Dec 19 2011, 05:57 PM
A.V.M   მოკლედ რომ ვთქვა რ...   Jan 5 2012, 08:09 PM
qristinee   ამ თემის "უფროსის...   Jan 8 2012, 04:35 PM
qristinee   ეპარქიის ტერიტორი...   Jan 8 2012, 05:16 PM
qristinee   ჩვენ ეპარქიას აქვს...   Jan 8 2012, 05:35 PM
qristinee   http://s018.radikal.ru/i526/1201/84/c9c02c3782bc.j...   Jan 8 2012, 05:53 PM
ikanosi   ფოთისა და ხობის ეპ...   Jan 8 2012, 08:23 PM
dr.house...   მცხეთა-თბილისის ეპ...   Jan 9 2012, 02:40 PM
GIORGI LELUASHVILI   რუსთავისა და მარნე...   Jan 9 2012, 10:40 PM
George Leluashvili   [size=5][b]რუსთავისა და მ...   Aug 15 2012, 03:50 PM
ნაინა   ჩრდილო ამერიკისა დ...   Jan 12 2012, 02:26 AM
marine   http://s018.radikal.ru/i513/1201/21/33660f8c87c4.j...   Jan 16 2012, 04:06 PM
A.V.M   ეხლა მარინეს მიერ ...   Jan 24 2012, 10:34 PM
მაშიკო   ქუთაის-გაენათის ეპ...   Jan 24 2012, 11:44 PM
toka@   http://s018.radikal.ru/i511/1202/78/de2a1dbe8977.j...   Feb 5 2012, 03:54 PM
zaz   სამთავისისა და გორ...   Feb 6 2012, 07:29 PM
zaz   ვანისა და ბაღდათის...   Feb 6 2012, 09:07 PM
terra   მეუფე იაკობი (იაკო...   Feb 15 2012, 08:52 PM
უჩა   [b]რუსთავისა და მარნ...   Feb 15 2012, 09:41 PM
A.V.M   ჩემო ტკბილო ხალხო...   Feb 16 2012, 08:11 PM
სოფი   ახალციხისა და ტაო-...   Feb 16 2012, 09:52 PM
სოფი   ყველაზე ინტერესი...   Feb 16 2012, 10:05 PM
A.V.M   ცოტა ხნით უნდა გად...   Feb 20 2012, 07:32 PM
A.V.M   როგორც საზოგადოებ...   Feb 24 2012, 08:53 PM
A.V.M   როგორც ცნობილია, ა...   Feb 25 2012, 07:52 PM
A.V.M   როგორც საინფორმაც...   Mar 8 2012, 07:36 PM
ქევანა   ესეც პატიოსანი მო...   Mar 8 2012, 08:24 PM
A.V.M   მოსკოვი. კრემლი. მი...   Mar 15 2012, 08:28 PM
mariami-k   მოდერის თხოვნით გა...   Aug 15 2012, 08:30 AM
აკაკი   http://www.youtube.com/watch?v=5vGrWxrxdLU მე...   Aug 15 2012, 06:44 PM
gvanchi   მოდერის თხოვნით ვწ...   Aug 28 2012, 10:45 PM
A.V.M   ხალხს ვცეთ პატივი, ...   Nov 23 2012, 08:33 PM
A.V.M   შეგახსენებთ რომ ხვ...   Dec 20 2012, 03:08 AM
A.V.M   გუშინ ვაანონსებდი ...   Dec 21 2012, 02:10 AM
A.V.M   მოგეხსენებათ რომ მ...   Jan 3 2013, 09:01 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Jan 12 2013, 12:51 AM
Martl_madidebeli   რას ნიშნავს ეს სიტ...   Jan 12 2013, 03:52 PM
A.V.M   Martl_madidebeli დაახლოებით ...   Jan 12 2013, 07:00 PM
A.V.M   გუშინ (14.01.13) კიდევ ერ...   Jan 15 2013, 11:26 PM
A.V.M   როგორც მედიის საშუ...   Jan 18 2013, 10:30 PM
A.V.M   ყაზბეგში "ნაკურთ...   Jan 23 2013, 01:14 AM
A.V.M   სანიტარული ზედამხ...   Mar 16 2013, 03:43 PM
A.V.M   ამ თემაშიც დავდებ: ...   Mar 30 2013, 01:42 AM
A.V.M   საპატრიარქო რაბათ...   Apr 6 2013, 12:08 AM
A.V.M   მეუფე იაკობი - შევთ...   Apr 7 2013, 11:38 PM
A.V.M   საქართველოს საპატ...   Apr 22 2013, 12:57 AM
A.V.M   საპატრიარქო სინოდ...   Apr 23 2013, 10:36 PM
A.V.M   საპატრიაროს განცხ...   May 26 2013, 08:37 PM
A.V.M   http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheiq...   Jul 21 2013, 03:18 PM
G_saxva   ამ წუთებში ზესტაფო...   Jul 22 2013, 10:10 AM
A.V.M   G_saxva აქ არ დავწერ...:D   Jul 22 2013, 08:02 PM
G_saxva   G_saxva აქ არ დავწერ...:D ...   Jul 22 2013, 08:34 PM
qetevano   აუ მეც მაინტერესეე...   Jul 22 2013, 08:49 PM
G_saxva   აუ მეც მაინტერესე...   Jul 23 2013, 09:16 AM
A.V.M   ჯერ პატრიარქმა დად...   Jul 23 2013, 12:34 AM
qetevano   აუ გიორგი -_- :blink:   Jul 23 2013, 11:15 AM
A.V.M   აოფებთ...   Jul 23 2013, 02:58 PM
A.V.M   საქართველოსა და რუ...   Jul 25 2013, 07:12 PM
A.V.M   მეუფე ზენონი , საკმ...   Jul 28 2013, 12:09 AM
A.V.M   საპატრიარქოს კომი...   Aug 5 2013, 01:43 AM
G_saxva   A.V.M რა დღეში ვართ :( მ...   Aug 5 2013, 09:29 AM
qetevano   ეეეე უკვე ძალიან ც...   Aug 5 2013, 02:06 PM
G_saxva   qetevano არ უნდა ლაპარაკ...   Aug 5 2013, 02:47 PM
qetevano   G_saxva ხოოო ძალიან მიკ...   Aug 5 2013, 03:07 PM
G_saxva   G_saxva ხოოო ძალიან მიკ...   Aug 5 2013, 03:26 PM
A.V.M   ,,ჩემო ქვეყანა , სულ ...   Aug 5 2013, 06:09 PM
A.V.M   ზესტაფონელმა მორწ...   Aug 7 2013, 03:10 PM
G_saxva   A.V.M იცი რა ხდება, რეა...   Aug 7 2013, 04:06 PM
A.V.M   10:00 / 14-08-2013 სამ სასულიე...   Aug 14 2013, 01:06 PM
G_saxva   აუცილებელია ყველა ...   Aug 14 2013, 01:11 PM
A.V.M   G_saxva :D მოდი ღრსება –უ...   Aug 14 2013, 01:22 PM
G_saxva   G_saxva :D მოდი ღრსება –...   Aug 14 2013, 02:27 PM
A.V.M   G_saxva თუ ჩაცუცქულ ბაზ...   Aug 14 2013, 09:18 PM
A.V.M   ავტორი ნინო ხარაძე...   Aug 15 2013, 11:53 PM
A.V.M   ბაჩო ახალაიას ადვო...   Aug 16 2013, 12:15 PM
G_saxva   A.V.M ძალიან საინტერე...   Aug 16 2013, 12:43 PM
A.V.M   G_saxva და იმედია სიცრუ...   Aug 16 2013, 02:14 PM
G_saxva   A.V.M ნამდვილად არ მგო...   Aug 16 2013, 02:23 PM
A.V.M   უნდა შევძლოთ რომ ,,ს...   Aug 16 2013, 02:25 PM
A.V.M   http://info9.ge/?l=G&m=1000&id=24897&share=true ...   Aug 16 2013, 02:44 PM
G_saxva   A.V.M ზუსტად ეს არ მომ...   Aug 16 2013, 03:03 PM
A.V.M   მღვდელ ნიკოლოზ ტაბ...   Aug 20 2013, 09:30 PM
G_saxva   A.V.M ვერ დაგეთანხმებ...   Aug 21 2013, 08:49 AM
A.V.M   G_saxva და რა გაიგე აბა ...   Aug 21 2013, 01:19 PM
G_saxva   G_saxva და რა გაიგე აბა ...   Aug 21 2013, 01:24 PM
A.V.M   G_saxva ეგ საერთოდ არ მა...   Aug 21 2013, 01:39 PM
G_saxva   G_saxva ეგ საერთოდ არ მ...   Aug 21 2013, 02:37 PM
qetevano   G_saxva და რა გაიგე გიო?   Aug 21 2013, 02:59 PM
G_saxva   qetevano ზემოთ დავწერე რ...   Aug 21 2013, 03:10 PM
A.V.M   G_saxva გმირობას არავი...   Aug 21 2013, 05:46 PM
G_saxva   G_saxva გმირობას არავი...   Aug 21 2013, 06:03 PM
A.V.M   G_saxva გამაგიჟებთ თქვ...   Aug 21 2013, 06:18 PM
G_saxva   A.V.M არ ვამბობ რომ არ...   Aug 22 2013, 08:57 AM
A.V.M   G_saxva დიდმოწამეობა ა...   Aug 22 2013, 12:29 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 05:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი