IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> თვეთა სახელები ძველ საქართველოში
ბოლქვაძე
პოსტი Oct 16 2007, 06:18 PM
პოსტი #1


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



წელიწადის თვენი



იანვარი


იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ.

იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა.

საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.


თებერვალი


თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).

ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა


მარტი


მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა


აპრილი


აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.


მაისი


მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით.

მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა.


ივნისი


ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა.


ივლისი


ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ.


აგვისტო


აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ.


სექტემბერი


სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო.

საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ.


ოქტომბერი


ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან.


ნოემბერი


ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან


დეკემბერი


დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან.


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 10:28 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



არ ვიცი, ეგებ ეს თარგმანი უკვე არსებობს ქართულად და უკეთესადაც გადმოცემულია, მე მოვიძიე და ვერსად მივაგენი,ამიტომაც გავკადნიერდები და საკუთარ თარგმანს შემოგთავაზებთ ( სერბულიდან ქართულ ენაზე). სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს ტერმინოლოგიური თუ სტილისტიკური უზუსტობების არსებობის შემთხვევაში და ჩავასწორებ.

საქმიანობები თვეთა მიხედვით

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი(სერბი)


(*თვეები დალაგებულია საეკლესიო კალენდრის მიხედვით)

სექტემბერი
-----------------

1. ამ თვეში ხდება მიწისგან ბოძებული მოსავლის აღება. ისეთ მოსავალს ვღებულობთ, როგორსაც უფალი ინებებს. ამის გამოც ვალშია გლეხი მადლობა შესწიროს ღმერთს. როგორც კი აიღებთ მოსავალს, იზეიმეთ უფლის ზეიმით.
ასე აღუთქვა უფალმა ძველ აღთქმაში მის მსახურ მოსეს, რაც თავისმხრივ შემოქმედის მიმართ მადლიერების გახსენებას ნიშნავს.

2. მადლობა გადაუხადე შენს ღმერთს მიწისგან მიღებულ ყველა საჩუქრისა თუ ნაყოფისათვის, რომელიც გებოძა სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად. განსაკუთრებით კი ემადლიერებოდე მას :

-პირველი, რომ მისი ნების მიხედვით ადამიანად დაიბადე,
-მეორე, რომ ქრისტიანად დაიბადე,
-მესამე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ.

რამეთუ შენ შეიქმენი ადამიანად, და არა ცხოველად,ამისთვის უმადლოდე შენს ზეციურ მამას. რომ არ დაიბადე კერპთაყვანისმცემლად, ამისგამო ორმაგად მადლიერი იყავი. რომ არ ხარ ქრისტიანი სექტანტი ან ერეტიკოსი,ამის გამო კი სამჯერ ემადლიერე უფალს.

3. შენ კი ნუ დაივიწყებ, რომ შენგან როგორც ადამიანისაგან შენი შემქნელი ზეციური მამა ელოდება სულიერ ნაყოფს, სულიერ სიყვარულს,სიხარულს, მშვიდობას, დათმენას,სიკეთეს,მოწყალებას, რწმენას, სამართლიანობასა და გამძლეობას (გალ. 5,22).

4. არ დაგავიწყდეს და მუდამ გქონდეს მეხსიერებაში ამ თვეში ეს ორი რამ: მადლიერება და კეთილნაყოფიერება. დაე ღრმად აგაღელვოს და დაგაფიქროს სახარების ამ სიტყვებმა: ყველა უნაყოფო ხე უნდა მოიჭრას და ცეცხლში ჩაგდებულ იქნეს.

ოქტომბერი
---------------------

1. ამ თვეში ხდება თესვა. გაიხსენე ის მთესველი, რომელიც თავის თესლს თესავს ადამიანების სულში როგორც თავის ყანაში. გაიხსენე ძე ღვთისა , თესლი კი უფლის სიტყვაა. ყველა სიტყვა, რასაც ჩვენ ამქვეყნად ვისმენთ,
რომელიღაც თესლია, რომელიც ჩვენს სულებში ეცემა. და თუ ეს სიტყვები უფლის სიტყვები არ არის, მაშინ მისგან ჩვენს სულებში საერეველები აღმოცენდება.

2. ბრძენი სახლისკაცი თესვის წინ თესლს გადაარჩევს, საუკეთესოს ამოარჩევს ყანაში დასათესად. იყავი შენც ბრძენი და სიტყვათაგან საუკეთესონი გამოარჩიე, საუკეთესო კი უფლის სიტყვაა და ასე ჩათესე იგი შენს სულში.

3. წაიკითხე უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახარება, არცერთ წიგნში არ არის იმდენი უფლის სიტყვა თავმოყრილი,რამდენიც ახალ აღთქმაში. აქ არ გჭირდება არაფრის შერჩევა, აქ უკვე ყველაფერი შერჩეულია: ჭეშმარიტი და ჯანმრთელი სიტყვა უფლისა. იგივე სიტყვები მოისმინე ეკლესიაში მოძღვრის ქადაგებისას, და თუ გნებავს ღვთის სიტყვის უფრო ვრცელი განმარტებანი, იკითხე მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მამათა ნაშრომები. ასე დაეცემა შენს სულის ყანაში უფლის სიტყვა, როგორც თესლი.

4. მაგრამ დათესვამდე ხდება ყანის მოხვნა და ბარვა. თუ შენი სული მოიცვა სარეველებმა, უნდა ამოძირკვო ისინი, ამოთოხნო და კეთილი თესლისთვის მოამზადო მიწა. ეს არ არის მარტივი საქმე. მაგრამ უფალი ეხმარება მას, ვისაც უნდა საკუთარ სულს მიაწოდოს მისი სიტყვები.ამაში კი ეჭვი არ შეგეპაროს.

ნოემბერი
------------

1.ამ თვეში ხეები უფოთლონი არიან, განძარცვულნი გარეგანი მშვენებით.
ისინი სიკვდილს უფრო ჰგვანან,ვიდრე სიცოცხლეს, მთელი მათი სასიცოცხლო ძალა შიგნით ჩაუხვევიათ და გარეგნულად სიკვდილს დამგვანებიან. გარედან უძლურნი, შიგნით კი ძლევამოსილნი. მათი ყველა სილამაზე შიგნით ჩახვეულა და დამალულა.ეს კი შენთვის ცხოვრების სწავლებად მიიღე!

2.იფიქრე გარეგნული სილამაზის წარმავლობაზე. ასევე წარმავალია ფოთლები ხეთა და ყვავილნი მინდორთა. თუ შენ უკვე დათესე უფლის სიტყვის თესლი შენს სულში, დაივიწყე გარეგნულობა, ჩაიხვიე და გაამყარე შენს სულში და დაისვენებ, რამეთუ სიტყვა ღვთისა ჩაეცა შენს სულს.

3.დაე მრავლდეს და მრავლდეს ღმერთის სიტყვა შენში, შენ კი მიხედე მათ, მოუარე, ლოცვებით მორწყე ისინი, დაიცავი, რომ უცხო, ბოროტმა, არაღვთიურმა თესლმა არ დაასწროს აღმოცენება და გამრავლება.

4. როგორც ნოემბერში ხე არ სწუხს თავის გარეგნობაზე, ასევე შენც ნუ შეწუხდები სხეულის გარეგნულ მორთულობებზე, ამით შენ მკვდარს არ დაემსგავსები,არამედ იცოცხლებ უფალში.როცა ამას მიაღწევ, დაეუფლები სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს , და შენს თავს ძლიერად იგრძნობ.


(*გაგრძელება იქნება)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 11:01 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



(გაგრძელება)

დეკემბერი
---------------
1. მოვიდა თოვლი და ყველაფერი დაფარა. მთელი ბუნება თოვლის ქვეშ განისვენებს, როგორც მიცვალებული მარმარილოს თეთრი ფილის ქვეშ. თუმცა ამ სამარის ქვემოთ მოქმედებს მთელი ბუნების სრული ძალა და ემზადება აღსადგომად, როგორც კი გაზაფხულის მოსვლა თეთრ საფარველს მოაცილებს. დაფარე შენაც შენი სიკეთე და მადლი გარეგნული გულგრილობით და სიჩუმით , ღვთის სიტყვა შენში ფესვებს იდგამს და ემზადება გასაზრდელად,სიმაღლის მისაღწევად, როგორც კი ამისათვის შესაფერისი დრო დადგება გამოჩნდება კიდეც.

2. როდესაც გარეთ სიცივეა, კაცი ყველაზე მეტად სახლში ცეცხლის პირას ყოფნას ამჯობინებს, ასევე სულიერი ადამიანი ჩაეფლობა საკუთარ თავში,სადაც ის თავის თავს ყველაზე მეტად მოხერხებულად, თბილად და დაცულად გრძნობს. გარე სამყარო მისთვის ერთფეროვანია, მისთვის სულერთია. ის სასწაული, რასაც თვით საკუთარ თავში აღმოაჩენს, სხვა სასწაულებზე მეტია.

3.დაინტერესებული ხარ იმით, რაც შენშია, და არა იმითი, რაც ირგვლივ ხდება. ემსგავსები საკუთარ დედას, როცა იგი შენ გულის ქვევით გატარებდა, სანამ შენ მასში იზრდებოდი. დედა მთელი თავისი ფიქრებით შენზე ზრუნავდა, გიფრთხილდებოდა, მთელი სამყარო მისთვის უფასური იყო, მხოლოდ შენ გქონდა მისთვის ფასი, თუმცაღა ის შენ თვალით ვერ გხედავდა, მხოლოდ გრძნობდა შენ.

4. შენში რაღაც იზრდება. ღვთის სიტყვისაგან შენში , როგორც კეთილი თესლისაგან რაღაც იზრდება, ღმერთკაცი, ღვთისშვილი...ისევე როგორც შენი დედა გრძნობდა შენ მასში , ასევე შენ აღიქვამ შენში უფალს და უფალში საკუთარ თავს. ეზიარე და გააძლიერე ღვთიური სასწაული შენში. შეამკე იგი ქებითა და ილოცე მის მიმართ, გაბრწყინდი სიყვარულით. ის კი შენ უფრო მეტად გაკურთხებს და გაგანათლებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 11:41 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



იანვარი
-----------

1.ეს თვე იწყება უფლის წინდაცვეთის დღესასწაულით. შენც დაცვითე შენს სულში ყოველი,რაც არ არის ღმერთისგან, ღმერთის ხათრით და ღმერთისათვის. მაცხოვრის (*Спаситеља) წინდაცვეთა იყო მხოლოდ სხეულებრივად, რამეთუ მის წმინდა და ნათელ სულს არ ესაჭიროებოდა წინდაცვეთა. მან თავისთავზე დაუშვა სხეულებრივი წინდაცვეთა, არა იმიტომ რომ სხეულით წინდაცვეთილიყო, არამედ იმიტომ რომ გაეღვიძებინა შენში შენი სულიერი წინდაცვეთა. მისთვის ეს საჭირო არ იყო, შენთვის კი შესაძლებელი და აუცილებელია.

2.იანვრის ყინვა, რომელიც სხეულს აკრთობს და ავიწროვებს, შეგახსენებს შენ ცდუნებათა შესახებ., რომელიც შენ შენი სრულყოფილებისა და გადარჩენის გზაზე გხვდებიან (*პირდაპირ თარგმანში - გირტყამენ, ударају) . ვისაც უნდა რომ გადარჩენს, ის დევნილი უნდა იყოს,ამბობს უფლის მოციქული. თვით უფალმა კი ასე უთხრა მის მოციქულთ: თქვენ შეგიძულებთ ქვეყანა. ეს სიძულვილი კი,მიმართული ღვთისმოსავთა და ღვაწლიანთა მიმართ, წააგავს იანვრის ყინვას. დაე ნუ შეგაშინებს ეს ყინვა შენ! ყველაფრის მხილველი ხედავს შენს ცდუნებებს და ავალებს მის ანგელოზებს გაგამხნევონ და დაგიცვან ბოროტის ზრახვებისაგან.

3. როდესაც ქვეყანა შენს სიყვარულზე უარს ამბობს, შენ ეძიე ღვთის ხალხი.
როდესაც ქვეყანა შენ გამცირებს, მიეახლე იმას (*იგულისხმება უფალი ალბათ,რადგან ნაცვალსახელი "იმას" დიდი ასოთი იწყება), ვინც შენ გაფასებს.
როდესაც შენ ადამიანთა ან დემონთა ყინვა გიმსჭვალავს გვერდებს, მამის (*ღმერთის) ფრთის ქვეშ შეაფარე თავი.

4. დაფიქრდი დროზე გრძელი და სივრცეზე ფართო სულით და აღმოჩნდები ღმერთში. იქნები ისე ,თითქოს აღარ ხარ, უფალი დაიკავებს შენს ადგილს, დარჩება ღმერთი შენს ადგილას და წუთისოფელი (*ქვეყანა) ვერაფერს დაუშავებს მას. შენ დაფარული იქნები უფლით, და თითქოს აღარ ხარ. როდესაც ამგვარად შენ უარს იტყვი საკუთარ თავზე და დაიფლობი ღვთის უკიდეგანო არსებაში, მაშინ გიბოძებს შენ უფალი ახალ მეს,ახალ ნათებას და ახალ დიდებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 31 2007, 12:31 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



staywhite
a025.gif მართლაც რომ მშვენივრად გაქვს გადათარგმნილი და არც კი მეგონა თუ წელიწადის თვეები ასეთ იდუმალ ინფორმაციას შეიცავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 12:40 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დიდი მადლობა გოგონებო wub.gif თუ ვინმე ფილოლოგი მოიცლის და უფრო გაალამაზებს, უკეთესი იქნებაsmile.gif პირდაპირ ვკრიბავ ხოლმე წინასწარი ტარგმნის გარეშე და მეტია სტილისტიკური შეცდომები, ბოლოს ერთად გადავხედავ კიდევ და შევეცდები ჩავასწორო, თუმცა თქვენი იმედი მაქვს რომ მიმითითებთ სადაც საჭიროა 2kiss.gif

(გაგრძელება)

თებერვალი
---------------

1.ვზეიმობთ მირქმის დღესასწაულს. ეს ზეიმი არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიული მოვლენის გახსენებას, ანუ მართალი სვიმეონის მიერ ყრმა უფლისადმი მიგებებას. მირქმის დღესასწაული უნდა ვიზეიმოთ როგორც საკუთარი , პირადი შეხვედრა დიდებულ მეუფესთან და ღმერთთან ჩვენთა.
ეს შეხვედრა მისთვისაც გასახარებელია, და თუ შენ გადადგამ ერთ ნაბიჯს მის შესახვედრად, ის ორი ნაბიჯით წამოიწევს შენსკენ.

2.გაიხსენე ქრისტეს მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ ჩქარობს ციური მამა თავისი გზააცდენილი, მაგრამ მონანიე შვილის შესახვედრად. როდესაც დარცხვენილი შვილი დაუბრუნდა მამას თვისას, შორიდანვე დაინახა მამამ იგი, შეეგება და ეამბორა. ასევე შენი ციური მშობელი იჩქარვის შენსკენ , რათა მიგიღოს ისევ და ცრემლიანს განუგეშოს.

3.შეუწყვეტლივ ამბობდე აღსარებას შენივე გულში, შეუწყვეტლივ იყავი სინანულში და შეუწყვეტლივ ილოცე. თუ ასე იმოქმედებ, ერთ დღესაც შეამჩნევ, რომ მამამ შენმა ისწრაფა შენსკენ და მოაღწია შენამდე, რომ ჩასახლდა შენში ძითა თვისითა და წმინდითა სულითა. იზეიმებს გული შენი, შენ კი სიხარულის ცრემლებით ადიდებ შენს შეხვედრას უფალთან.


მარტი
--------

1.მარტში ვზეიმობთ ხარების დღესასწაულს. ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამზე ღვთის მაცნის გამოცხადებას. ამ თვეში მთელი ბუნება შენს ირგვლივ გაგიცხადებს უფლის სასწაულმოქმედი საიდუმლოს კეთილ ამბავს. ის რაც მიწის ქვეშ გათოშილი და მკვდარი იყო, გაცოცხლდა და გამწვანდა. შეათვალიერე შენც შენი სული და გალხვი, რამეთუ მასში გაცხადდა ხარება. ნუთუ ამითი არ უნდა გაღვივდეს და აღმოცენდეს შენში ღვთის სიტყვის თესლი, რაც ცდუნებათა ქარიშხლებით მიქუჩულიყო და რაც წუთისოფლის სიცივით გაყინულიყო?

2.ყველაფერი მწვანდება და ცოცხლდება, როცა შეინარჩუნებ იმედს შემოქმედი უფლისას და არ ჩავარდები სასოწარკვეთაში. შემოღობე და მიხედე შენი სულის ყანას. მარტში მძიმე ბოძებით ამაგრებენ მამულების,ბაღების, ბოსტნების ღობეებს, ასევე გააკეთე შენც შენი სულისათვის. შეევედრე შენს მფარველ ანგელოზს დაგეხმაროს სულიერი სამაგრის გამყარებაში.უფრო სწორად, შენ მიეხმარე მას , ის კი უფლის სახელით ყველაფერს გააკეთებს შენთვისაც და ღმერთისთვისაც.

3.გაზაფხული მეორედ თესვის ჟამია. როგორც მიწიური თესლია სხვადასხვა ჯიშის,ასევე სხვადასხვაა ციური თესლიც. თუ შენ პირველადი თესვის დროს დათესე რწმენისა და იმედის თესლი, ახლა დროა დაითესოს შეწყნარების, სიკეთის, სიყვარულის თესლი: მთავარია შენს სულში ჩათესო უფლისმიერი თესლი. რწმენა და იმედი ზამთრის წინ დათესილს წააგავს, თუ ის გადაურჩება ზამთრის სიცივეს და უამინდობას, მაშინ სიხარულით თესე შენს სულიერ ყანაში სულიერი ხილი და ყვავილები.

4.წმინდა წერილის კითხვით შეიყვანე სულში უფლის სიტყვა . არ შეწყვიტო ,სანამ შენი სულის ყოველ ნაწილში არ ჩაისახება უფლის სიტყვის მარცვალი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი Oct 31 2007, 03:50 PM
პოსტი #7


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



staywhite

საინტერესოა wub.gif 2kiss.gif 2kiss.gif


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 04:56 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აპრილი
----------
1.წითელი პარასკევი და აღდგომა უწევს ძირითადად ამ თვეში. თუ შენი სულიერი ხედვა თანახლავს განკაცებული ძე ღვთის მიერ განვლილი გზის ყოველ ნაბიჯს: ბეთლემიდან გოლგოთის ჯვრამდე მისი დიდებული აღდგომის ჩათვლით, გებოძება სიწრფელე და ნუგეში, ძალა და სიბრძნე, სიხარული და სიყვარული.

2.ის არაფერს არ ელოდება შენგან, გარდა მის მიერ შენდამი სიყვარულის შენსმიერი პასუხისა. გიყვარს იგი? და გინდა რომ გიყვარდეს? ის კი ელოდება შენს პასუხს: ან კი ან არა ! რასაც ის შენგან ელოდება , სრულიად ბუნებრივია და ნურაფერს დაინახავ მასში არაბუნებრივს. ჩვეულებრივია გვიყვარდეს ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. და შენ თუ არ გიყვარს ქრისტე, აი ეს არის მხოლოდ არაბუნებრივი.

3.თუ შენ მას ახლიხარ მის მიერ გავლილ გზაზე, იცოდე რომ ყველა მისი ნაბიჯი , ყველა მისი სიტყვა, ყოველი მისი საქმე და ყოველი მისი ვნება შენდამი სიყვარულის გამო იყო. მარადიული დიდებიდან ის დედამიწაზე დაეშვა და სხეულით მოგევლინა - მხოლოდ შენი სიყვარულის გამო. ის იყო დამცირებული, ნაცემი, ჯვარსგაკრული შენდამი ნატიფი სიყვარულის გამო, რათა აღსდგე შენ სულიერი სიკვდილისაგან.

4.მოაცილე შენს გულს ყინული და შენი გონების წყვდიადი გაფანტე და შეიყვარე ის, ვისაც შენ უყვარდი, ვისაც შენ უყვარხარ შეუდარებელი და ჩვენი აზრისათვის ჩაუწვდომელი სიყვარულით.


მაისი
-------

1.ვზეიმობთ უფლის აღდგომას. მაცხოვარმა დაასრულა მისი შემოქმედება მიწაზე, ამაღლდა ცად და დაბრძანდა მამა ღმერთის მარჯვნივ. ამაღლდი შენც შენი გულით ცათამდე , შენი ლოცვით და შენი ფიქრებით. შენსკენ, მხოლოდ შენსკენ ჩემო მოყვარულო და ჩემო მეუფეო ! ასე უნდა იმეორებდე ხშირად, სადაც ის არის - იქ არის შენი სამშობლო და ყოველივე შენი.

2.მისი სამშობლო შენი სამშობლოა. ასე უნდოდა მას და ასე სურდა, ამიტომაც ილოცავდა იგი თავისი მამის მიმართ: მამაო, ისინი ,ვინც შენ მე მიბოძე, იქ იქნებიან სადაც მე ვარ! ეს არის ნება და სურვილი იმისა , ვისაც შენ მოსიყვარულე სიყვარულით უყვარხარ, ისეთი სიყვარულით, რომელიც აჭარბებს ყველა სასიყვარულო ოცნებას დედამიწაზე - მის დროებით სამშობლოში.

3. ის იცქირება, ის გელოდება. არავინ არ გიცქერის შენ ისე ამ ქვეყნად, როგორც ის თვითონ და არავინ არ გელის შენ ამქვეყნად იმხელა სიყვარულით და სიხარულით, როგორც თვითონ ის. გამოგიწოდა ხელი, შენც მიეახლე. შენ მას თვისივე ანგელოზთა აღმატებულად უყვარხარ, რამეთუ მან შენთვის დაღვარა სისხლი და არა ანგელოსთათვის.

4. დაე, დაინახონ დიდება ჩემი ისეთი, როგორც შენ მე მიბოძე, მამაო - უთხრა უფალმა მამას მისას. მას სურს შენ შეგიყვანოს ისეთ დიდებაში, რაც ჯერ თვალს უხილავს, ყურს არ სმენია , ადამიანს არ მოფიქრებია. არაფერს არ ითხოვს შენგან, მიიღე მხოლოდ მის მიერ გამოწვდილი სიყვარული, რათა შემდგომ გძალგიძდეს მისივე დიდების გაზიარება.
ო, მიწაო, ო, ადამიანთა ცდუნებავ! ქრისტეს სიყვარულის ერთ წუთსაც კი არ ღირხარ!


ივნისი
---------

1.მოციქულთა თვეა. მოციქულთა მარხვა.მოციქულთა ვნება (*страдање). მოციქულთა დიდება.
თუ შენ უბრალო ადამიანი ხარ, ოდნავადაც არ დამწუხრდე მაგაზე. ქრისტეს მოწაფენიც უბრალო ხალხი იყვნენ, მაგრამ სულიწმინდით ისინი მთელი სამყაროს განმანათლებლები და მასწავლებლები გახდნენ . ისინი იესოს სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობდნენ, ამისთვისაც ებოძათ თვით ქრისტესგან ყოველი სიკეთე: ჭეშმარიტებაც, სიბრძნეც, შეძლებაც და სასწაულმოქმედებაც. განათლებულ ფილოსოფოსებს არ განუნათლებიათ ქვეყნიერება,არამედ ღვთის მოციქულებმა - უბრალო ადამიანებმა.

2.თუ ქრისტეზე მიბაძვა არ გძალგიძს, მოციქულთ მაინც მიბაძე, მოციქული პავლე ამბობდა : შემხედე მე ისე, როგორც მე ქრისტეს ვუყურებ. თუ შენ ცოდვილი კაცი ხარ, ნუ წარიკვეთ სასოს ამის გამო. თვით მოციქული პავლე აღიარებს , რომ ცოდვილი იყო და ცოდვილთა შორის უპირველესი. მაგრამ ჭეშმარიტებამ და სიყვარულმა განბანა ის ცოდვებისაგან.

3.და შენც, რაც არ უნდა ცოდვიანი იყო, შეიცან ჭეშმარიტება და იგივე ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ ცოდვისაგან. აავსე შენი გული უფალი იესო ქრისტეს სიყვარულით და ეს სიყვარული გადაიქცევა ყოველი ბიწის მწველად შენში.

4.თავი დაიცავი ცდუნებისაგან. რაც მეტი და მწიფე სულიერი ხილია შენში, მით მეტია დემონის შემოტევა შენივე მიმართ. რაც მეტად ხარ სულიერად აღჭურვილი, მით უფრო მეტად გიტევს ბოროტი.
ამპარტავანია ეს თვე. ამპარტავნობის სიმძიმე კი მხოლოდ უფლისადმი ლოცვით მსუბუქდება, სინანულით და ზიარებით სძლიე მას. ღმერთი დაგეხმარება, ნუ შეშინდები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 5 2007, 10:57 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ივლისი
-----------

1. ეს არის ძირითადად გვალვების თვე. ხალხს ეშინია სიცხემ ნათესები არ გაუჩანაგოს. ღმერთს წვიმის მოსვლას შესთხოვენ. დაიცავი შენი სული ვნებათა გვალვებისგან. ბოროტი სული დაგლახვრავს ხან უეცარი უამინდობით, ხანაც აუტანელი სიცხით. ხან ცეცხლში ჩაგაგდებს,ხანაც მომეტებული წყალდიდობით წაგლეკავს. იღვაწე, რომ არ გაგინელდეს გული და არ განიდევნოს სიყვარული, იშრომე რომ არ დაანთოს შენს სულში ვნების ცეცხლი და არ ამოგწვას.

2. ნუ ჩავარდები ქალისთვის ვნებებში. ქალმაც უნდა იზრუნოს მისი სულის გადრჩენისთვის, ნუ აცდუნებ მას. მასაც იგივე სხეული აქვს , როგორც შენ, განკუთვნილი მიწისა და მატლისათვის.
ნუ მიეცემი ვერცხლთმოყვარეობის ვნებას, რომელიც ყოველი ბოროტის დასაბამია.

ნუ მიეცემი დიდების მოყვარეობის ვნებას, არამედ მუდამ გახსოვდეს ქრისტეს მუდმივი დიდება.

ნუ მიეცემი ნაყროვანების ვნებას, მაგით შენი გული ძნელად გასაღები ხდება უფლისთვის.

ღმერთმა გასწავლა შენ: ნუ დაამძიმებ შენს სულს გემოთმოყვარეობითა , მემთვრალეობით და ამა სოფლის მაცდუნებლებზე ფიქრით, იცოდე და დაიხსომე: ყოველი ვნება ეშმაკის ცეცხლის ალია, რომლითაც დემონი შენს მთლიან სულს დაწვავს.

3. ყველაზე მძიმე ცდუნება მოდის სიყვარულისგან დაცლილი, გაცივებული გულისაგან და აგრეთვე დემონის მოგონილ ვნებათა ცეცხლის მიერ დამწვარი გულისგან. ამ ორ უბედურებას კი უნდა ებრძოლო საპირისპიროთი: არ გააცივო გული ღვთის სიყვარულისგან და არ აანთო ეშმაკის ვნების ცეცხლით.

4. ხშირად შეხედე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხშირად შეხედე ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის ხატებს. იფიქრე უფლის წმინდა ანგელოზებზე. ილოცე უფლის წმინდანთა მიმართ, რომლებიც დაიცავენ შენს გულს დემონური სიცივისაგან და დემონური ცეცხლისაგან.

მთლიანად მიენდე ქრისტეს და ნუ გეშენია.



აგვისტო
------------

1. ვზეიმობთ უფლის ფერიცვალებას, ასევე უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენც.
მიწიერი ცხოვრების დასასრულის წინ უფალმა ქრისტემ ფერი იცვალა. შენთვისაც ამასოფლის დასასრულია. თუ ადამიანური დროთაღმწერით
ჯერ კიდევ 50 წელი გაშორებს ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრულს, ღმერთის დროის საზომით იქნებ 50 წუთზეც ნაკლებია. იფიქრე მოახლოებულ სიკვდილზე. ეგებ ჯერ არ მოახლოებულა , მაგრამ ყველა მხრიდან გარემოგიცავს იგი შენ.

გახოსვდეს სიკვდილი ! შენი თავი დაინახე სოფლად მკვდარი და უფალში ცოცხალი.

2.თაბორის მთაზე ფერიცვალებისას უფალი იესო გარდაცვლილებთან: მოსესა და ილიასთან , ლაპარაკობდა. შენც გახსოვდეს გარდაცვლილები. გაიხსენე შენი მეგობრები და ახლობლები, რომლებიც შენ იმქვეყნად გელოდებიან და ღმერთს ევედრებიან რაც შეიძლება მალე შეგახვედროს მათ. განსაკუთრებით გახსოვდეს ის მართალი ხალხი, მართალი დედები, მართალი გოგონები - ღვთის რჩეულები, წმინდა უმწიკვლო, უცოდველი ბავშვები, რომლებიც შენზე ადრე გადასახლდნენ სასრულიდან დაუსრულებელში.

მოეკვეთე ქვეყანას და სასწრაფოდ მოემზადე გზისთვის.

3. კიდევ უფლის რამდენიმე წუთი და შენ აღმოჩნდები მეორე მხარეს, გარდაცვლილთა კრებულში, შენ იქ წარსდგები ჩაცმული თუ შიშველი, სუფთა თუ დასვრილი, გარდაქმნილი თუ გარდაუქმნელი, უფლის შვილი თუ ჯოჯოხეთის ნაწილი - ეს ჯერ კიდევ უცნობია. ან მოიგე ყოველი, ან დაკარგე ყოველი. ცოტაც კიდევ და თამაში დასრულდება. შეკრთი შიშით და შეევედრე ქრისტე ღმერთს შენი გადარჩენა. იყვირე : მიხსენ მე უფალო , მე დაღუპული! გაფრთხილდი, ის შენ ხელს გამოგიწვდის და როგორც პეტრეს , ისე მოგმართავს: რამ შეგაშინა ? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!

მიიღეთ ,ღვთის შვილებო, წმინდა ჟიჩიდან ეს რჩევანი და კურთხევა.

(*ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლად შეგწეოდეთ წმინდა ნიკოლოზ სერბის ლოცვანი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 8 2007, 09:43 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კვირის დღეები

(* ორიგინალში მოცემულია აგრეთვე ლოცვანი სრულყოფილად, მაგრამ ეხება მონაზვნებს და ამიტომ მხოლოდ რაც საერო პირთათვისაა განკუთვნილი, იმას მოვიყვან აქ).

ორშაბათი
-------------

ეს დღე ეძღვნება ციურ უსხეულო ძალებს : მთავარანგელოზებსა და ანგელოზებს. ამიტომაც ორშაბათობით აღვამაღლოთ ჩვენი გონება ცად.
გვიხაროდეს და გვიკვირდეს ანგელოსთა სილამაზე და უკვდავება.

ყოველდღიური ლოცვების ერთად ამ დღეს არაერთხელ მოვიხსენიოთ წმინდა ანგელოზნი , და ვილოცოთ მათ მიმართ დაახლოებით ასეთნაირად ( * შეგვიძლია წავიკითხოთ მთავარანგელოსთა და მფარველ ანგელოზის მიიმართ არსებული ლოცვები) :

წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ ჩემთვის, ცოდვილისათვის უფლის წინაშე.

წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის.

წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის.

თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის მხედართმთავარნი, მე კი სუსტი და უძლური, შემეწიეთ მე.

თქვენ ხართ ნათელი სანთელნი უფლის წინაშე ანთილნი, მე კი პტარა სანთელი ქართა შორის. შემეწიეთ მე, რათა არ ჩაქრეს ჩემში ნათელი.

წმინდაო მთავარანგელოზნო მიხეილ და გაბრიელ, იყავით ჩემი მეოხე, რათა არ შევფერხდე მე ცოდვილი.

ანგელოზო ჩემო, მფარველო ჩემო, მაცილე მე ყოველგვარ განსაცდელს გევედრები. ამინ.

სამშაბათი
------------

სამშაბათი დღე ეძღვნება წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ამიტომაც ამ დღეს უნდა მის მიმართ ვილოცოთ . დღის განმავლობაში ბევრჯერ მოვიხსენოთ სახელი მისი, შევთხოვოთ იყოს მეოხე ჩვენი უფლისა მიმართ :

წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლის მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის.

წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლისა მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის.

წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლისა მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის.

(* აქ კი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ)

>>>>>ყოვლადწმინდა ქალწულო მიხსენ მე.


ოთხშაბათი
--------------

ოთხშაბათი ეძღვნება ჯვარს და ქრისტეს ვნებას. ოთხსაბათს ქრისტეს გამყიდველმა მიიღო 30 ვერცხლი თავისივე უფლის გაყიდვისათვის.
ამ დღეს მუხლს ვიდრეკთ ჯვრის წინაშე და ვმარხულობთ. დღეში რამდენჯერმე ვეთაყვანებით ცხოველმყოფელ ჯვარს და ვლოცულობთ მის მიმართ.

ხუთშაბათი
--------------

ეძღვნება წმინდა მოციქულთ და წმინდა ნიკოლოზს. მოიხსენიეთ და ილოცეთ ქრისტეს წმინდა 12 მოციქულისა და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მიმართ. საკუთარი სიტყვებით მაგალითად დაახლოებით ასე;

წმინდანო, დიდებულნო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულნო ,
ილოცეთ ჩვენთვის ცოდვილისათვის (*სახელები ან დათა, ძმათა, დედათა და ა.შ.).

პარასკევი
------------

პარასკევი ეძღვნება პატიოსან ჯვარს და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოწამეობრივ გარდაცვალებას. მართლმადიდებელი ქრისტიანნი ამ დღეს მარხულობენ და პატიოსანი ჯვარს თაყვანისცემით მიაგებენ პატივს. გონებრივად იყავი ჯვრის ქვეშ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთად.
დღის ლოცვებთან ერთად ილოცეთ ჯვრის მიმართ ლოცვებით. გახსოვდეთ
ქრისტეს წამება და თქვით:

ქვეყნიერების ცოდვებისთვის შენ ჯვარს ეცვი, უფალო ჩემო, მიუტევე ყველას. ჩვენი ცოდვებისთვის შენ ეწამე, უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნი.

საშინელი იყო უფალო, შენი წამება ჯვარსა ზედა. საშინელი იქნება შენი სასამართლოც. უფალო, შეგვიწყალე და გვიხსენი ჩვენც უცოდვილესნი. მოწყალებითა, მოწყალებითა, მოწყალებითა უფალო. ამინ !

შაბათი
---------

შაბათი ეძღვნება ქრისტესთვის წმინდა მოწამეთ და ყველა წმინდანთ. ასევე ყველა ქრისტესმიერ მიცვალებულთ.

ამ დღეს ყოველდღიური ლოცვების ერთად ვადიდებთ წმინდანებს, ხმამაღლა ან გულში, დაახლოებით ასე: წმინდა წმინდანნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენსა სულთა ჩვენთათვის.

კვირა
--------

კვირა არის ქრისტეს აღდგომის დღე. ქრისტე აღსდგა!

დღე ქრისტეს გამარჯვების - ქრისტე იმარჯვებს!.

დღე ქრისტეს დიდების - ქრისტე დიდდება !

დღე ქრისტეს ზეიმის - ქრისტე ზეიმობს!

დღე სიკვდილის დათრგუნვის - სიცოცხლე გაბრწყინდება !

დღე დედობრივი სიხარულის - ღვთისმშობელი ცრემლებს მოგწმინდავს !

დღე ბავშვთა მხიარულების - ბავშვთა მოყვარე აღსდგა !

დღე მარადიული ხედვის - გაახილე თვალი და იხილე !

დღე სიმართლის აღსრულების - სიმართლე სძლევს უსამართლობას !

დღე ჭეშმარიტების გაცხადების - ჭეშმარიტება ანათებს სიბნელეს !

დღე ქრისტეს ღვთიურობის აღიარების - ღმერთი ქრისტეში ცხადდება !

დღე კაცთა წარმომავლობის განცხადებისა - უფლის შვილები ვართ !

დღე ანგელოსთა მოვლინებისა - ძმანი ვართ ანგელოსთა !

დღე საიდუმლოს განხსნისა - ზეცაა ჩვენი მამული !

დღე სიყვარულის დიდებისა - სიყვარული სიკვდილზე აღმატებულია !

დღე მკვდრეთით აღდგომისა !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 23 2008, 08:34 AM
პოსტი #11


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2008, 12:18 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Lenus @ Jan 23 2008, 08:34 AM) *



ნოემბერი (ლათ. November) სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novemცხრა),
ქართული წარმართული კალენდრითტირისკონი (ტირისკნისი),
ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.



არ ვიცოდი თუ ნოემებერს, გარდა იმისა რომ გიორგობისთვეა, ჭინკობისთვეც რქმევია smile.gif

რა კარგი თემაა. მადლობა, ლენუს smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 25 2008, 07:13 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Jan 23 2008, 12:52 PM) *

ქორონიკონი იგივე დიდი ინდიკტიონი

ქორონიკონი (ბერძ.) ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532 წლიან ციკლს, იგი პირველად გამოთვალა მღვდელმონაზონმა დიონისემ 516 წელს. მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევის და 19 მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული (28x19=532)...
ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII საუკუნეში 781 წელს გამოიყენეს და შეათანხმეს პონტოს ერასთან (ქ. შ. 284 წელი).

(მასალისთვის დიდი მადლობა საიტს www.tveni.ge)



ლენუს ცოტა არ იყოს www.tveni.ge მასალები ძველ ინფპრმაციას იძლევა, რადგან ეხლა უკვე დიდი ხნის

გარკვეულია რომ საქართველოში ქორონიკონი შემოიღეს არა VIII ს. II ნახ. არამედ ჯერ კიდევ VI ს-მდე

აი რას წერს ამასთან დაკავშირებით ბ. ხურცილავა:

,,სპეციალურ ლიტერატურაში ერთხავს გაბატონებული იყო აზრი იმის შესახებ რომ 532 წლიანმა

პასქალურმა ციკლმა, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ წელთაღრიცხვას ჩვენში მხოლოდ VIII ს-ის II ნახ.

მოიკიდა ფეხი. დავათის ქვასვეტზე (VI ს.) რიცხვის ''5. 320'' დამოწმების ფაქტმა , ვგონებ, ცხადყო ის,

გარემოება, რომ

ქორონიკონული წელთაღრიცხვა გაცილებით ადრე იყო შემოღებული. ამჟამად გამორკვეულია ის რომ აღნიშნული

ციკლის დაფუძნება III ს.-ის ცნობილი ქრისტიანი პასქალისტის - ანატოლი ლაოდიკელის დამსახურებაა, მაგრამ V

ს. მდე ის ფართოდ არ ყოფილა ცნობილი. მასზე ყველაზე ადრეული მინიშნებები დაკავშირებულია V ს.-ის

ცნობილი საეკლესიო მოღვაწეების - ანიანოს ალექსანდრიელისა და ვიქტორიუს აქიტანელის სახელებთან. ''დიდი

ინდიქტიონის'' სახელით ცნობილი 532 წლიანი ციკლი პასქალურ გამოთვლებში ნიკეას 325 წლის მსოფლიო

საეკლესიო კრებაზეც იყო ცნობილი''.


აქვე არის აღსანიშნავი ის ფაქტი რომ ხურცილავა ცნობილი მათემატიკოსების ნ. კანდელაკისა და გ. ცერცვაძის

ნაშრომებზე დაყრდნობით აღნიშნავს რომ ''დიონისე მცირემ თავისი წელთაღრიცხვისეპოქის

დადგენისას ისარგებლა ,,ქართველი ანონიმი კომპიუტერისტის'', მიერ ჩატარებული გამოთვლებით

და ქრისტეს ცხოვრების ხანგძლიობის მოკლევადიანი კონცეფციით''.


ამ შემთხვევაში მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით აცხადებენ ამას მათემატიკოსები: ნ. კანდელაკი და გ. ცერცვაძე,

რადგან მათი ნაშრომი არა მაქ სამაგიეროდ ციტირებას ხურცილავას ნაშრომიდან ვახდენ.

როგორც თავად ხურცილავა აცხადებს ქართული ქორონიკონული წელთაღრიცხვა მეფე ბაკურის (IV ს. ბოლო) მიერ
IV ს. ბოლოს შეიქმნა. (ხურცილავა 2003:137)

იხ. ბესიკ ხურცილავა. დიდი ბაკური: ქართული ასომთავრული დამწერლობის ფუძემდებელი. თბ. 2003, გვ. 91-92


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 08:07 PM
პოსტი #14


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



sable

მიყვარს ბატონი ლერი და მომკალი!
კაცი კაცური smile.gif
გაიხარე ძმაო.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 25 2008, 08:33 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Jan 25 2008, 09:07 PM) *

sable

მიყვარს ბატონი ლერი და მომკალი!
კაცი კაცური smile.gif
გაიხარე ძმაო.


გაიხარე! biggrin.gif

სხვათაშორის ხურცილავას მონოგრაფიაში

კალენდართან და წელთაღრიცხვასთან დაკავშირებით სხვა ბევრი საინტერესო ინფორმაციაც

წერია, მაგალითად ''კირიოპასხის''* (უიშვიათესი შემთხვევა როდესაც ხარება და აღდგომის დღეები ერთმანეთს

ემთხვევა) შესახებ და ასევე იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ქართული კალენდრის შექმნის

თვალსაზრისით, აღსანიშნავია რომ ასეთ დამთხვევას ანუ საუფლო პასექს ადგილი ჰქონდა 395

წლის 25 მარტს, კვირა დღე
, რაც ავტორის აზრით არ უნდა ყოფილიყო

შემთხვევითი (ხურცილავა 2003:89-90). ასე რომ არც არის გამორიცხული რომ ეს დღე ყოფილიყო ქართული

კალენდრის შექმნის საწყისი თარიღო მითუმეტეს თუ განვითვალისწინებთ იმას რომ ქართველები წელის ათვლას

მარტიდან იწყებდნენ. ადრე წარმართულ ხანაში კი როგორც ქვემოთ იყო აღნიშნული სექტემბერს.




* ძვ. ბერძ. საუფლო პასექი


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 08:49 PM
პოსტი #16


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



sable

მათხოვე რა ეს წიგნი თუ გაქვს რომ ჩამოვალ.
და აქ ხშირად შემოიარე ხოლმე რა.

შენი აზრი მაინგტერესბს გიორგი XI თემაზე, მე ინგლისური სტატიიდან მაქვს ამოკრებილი და რამდენად შეუთავსებულობაშია ქართულ წყაროებთან,
და ირანული რამე ხომ არაა ვთქვათ გეორგიკაში გიოგრი XI-ზე??

და საბოლოოდ ბატონი ჯავახიშვილი როგროაა? smile.gif

ჩემი სკაიპი ხომ იცი? მომწერე ხოლმე რა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 25 2008, 09:09 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Jan 25 2008, 09:49 PM) *

sable

მათხოვე რა ეს წიგნი თუ გაქვს რომ ჩამოვალ.
და აქ ხშირად შემოიარე ხოლმე რა.

შენი აზრი მაინგტერესბს გიორგი XI თემაზე, მე ინგლისური სტატიიდან მაქვს ამოკრებილი და რამდენად შეუთავსებულობაშია ქართულ წყაროებთან,
და ირანული რამე ხომ არაა ვთქვათ გეორგიკაში გიოგრი XI-ზე??

და საბოლოოდ ბატონი ჯავახიშვილი როგროაა? smile.gif

ჩემი სკაიპი ხომ იცი? მომწერე ხოლმე რა.


მაგ წიგნს აუცილებლად გათხოვებ, მართლა ძალიან საინტერესოა ერთხელ შემთხვევით ბიბლიოთეკაში

წავაწყდი. შემდეგ შევიძინე კიდეც.

რაც შეეხება გეორგიკას ის ბერძნული წყაროების კრებულია რომელიც საქართველოს ეხება და ბერძნული წყაროები

XV საუკუნის შემდეგ რაც ბიზანტია დაეცა და იქაური ისტორიოგრაფია მოისპო, არანაირ ხელშესახებ ცნობას არ

გვაწვდიან საქართველოს შესახებ.

გიორგი XI ის შესახებ ირანულ წყაროებში ცნობები მართლაც ბევრია და თუ რაიმე მოვახერხე, აუცილებლად

დავდებ. ეგ მაინცდამაინც კარგად შესწავლილი პერიოდი არ არის საქართველოს ისტორიისა მიუხედავად წყაროების სიმრავლისსა. ერთ-ერთმა ისტორიკოსმა ისიც მითხრა რომ გიორგის რაღაც რომანი (თუ თხზულება) ჰქონდა დაწერილიო ოღონდ ვერაფრით ვერ გავიგე რა რომანზე იყო საუბარი.


პს. ეს სკაიპის ხომ ჩემი სამარადჟამო პრობლემაა biggrin.gif მოკლედ დაყენება არ ვიცი და როგორც კი დავაყენებინებ ჩემ ძმას მოგწერ პმ-ში მისამართს და ვისაუბროთ.



--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 11:19 AM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...გაზაფხულის ბოლო, მთელი წლის ყველაზე ლამაზი თვე, იებისა და იასამნების შუქ-სურნელით გადანათებული..."

/"ათინათი" N2, 2017, გვ.136/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:47 AM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვარდობისთვე ვარდიანობდა"

/"ათინათი" N2, 2017, გვ.192/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2019, 05:30 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვეების დასახელებაც, რომელიც საერთაშორისო ტერმინოლოგიიდან შემოვიდა საქართველოში, მართალია, დღეს ქართული ენის ლექსიკურ ფონდს არავითარ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ დასანანია, რომ ქართულის ჩანაცვლების გზით დამკვიდრდა. ენკენისთვე, აპნისი, მკათათვე, ვარდობისთვე, ღვინობისთვე, მარიობისთვე, გიორგობისთვე, ქრისტეშობისთვე, მოგეხსენებათ, დღეს აღარ გამოიყენება მეტყველებაში, არადა, რა კარგი იქნებოდა, რომ შეგვძლებოდა მათი შენარჩუნება."

/"კარიბჭე" N1, 2011, გვ. 26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი