პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
marine |
Sep 8 2022, 07:32 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სხვა დროს ჩემი ძმა კომუნისტებმა დაიჭირეს და საპყრობილეში ჩასვეს, გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი მოკვლა. იმ ღამეს სიზმარში ვიხილე, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში ჰყავდათ და გუშაგს ვკითხე, რის გამო იყო დაპატიმრებული. გუშაგმა მიპასუხა, რომ მას 150 ლირა ვალი ჰქონდა. მაშინ მე ამოვიღე 200 ლირა, გუშაგს მივეცი და ჩემი ძმა გაათავისუფლა. მართლაც, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2022, 01:47 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"90-იანი წლების დასაწყისი იყო...
ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში მუშად მოეწყო. ისე მოხდა, რომ მას შეუყვარდა თავისი უფროსი, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. ქალი ბიჭს ეთამაშებოდა, მერე კი - მიატოვა. ბიჭს არ შეეძლო ამის გადატანა, დასდევდა ქალს და იტანჯებოდა. ქალს მისგან რომ თავი დაეღწია, უჩივლა მას და დააჭერინა. ბიჭის მშობლები ეკლესიურები იყვნენ. მათ მღვდელს სთხოვეს შეკვეთილი წირვის დაყენება ტყვეობაში მყოფისთვის. ასევე შეუკვეთეს წმ. ნიკოლოზის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უფლის პარაკლისები. ისინი გამუდმებით ცრემლით ლოცულობდნენ უსამარეთლოდ დაპატიმრებული შვილისთვის. ერთი თვის შემდეგ ბიჭი გამოუშვეს. თავად არ იცოდა, რატომ გაათავისუფლეს. ზონის უფროსი გაოცებული ამბობდა, რაომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. როგორც კი შეკვეთილი წირვა და პარაკლისები იქნა გადახდილი, ზონაში მივიდა კომისია შესამოწმებლად. როგორც იყო მიღებული, სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟეს, დაიწყეს სმა, მხიარულება... საქმეებს კი მხოლოდ სიმბოლურად განიხილავდნენ. ინსპექტორი წამოდგა სუფრიდან, მივიდა თაროსთან, სადაც პატიმართა საქმეები იდო, ხელი გადაუსვა მათ და თქვა: "ყველა შევამოწმე" - და გაიცინა. შეხებისგან საქაღალდეებიდან ზოგი მარჯვნივ გადავარდა, ზოგიც - მარცხნივ, ერთი კი დარჩა ადგილზე. გაასწორეს და კიდევ ორჯერ განმეორდა იგივე. ინსპექტორი უცებ გამოფხიზლდა, ამოიღო ეს საქაღალდე, გადაათვალიერა, რამოდენიმე წუთის შემდგომ დახურა საქაღალდე და თქვა: - "აი, ეს კი გაათავისუფლეთ!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 20 2023, 08:54 PM
პოსტი
#83
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თქვენ, ალბათ, განგიცდიათ ეს საოცარი გრძნობა - როგორი სიხარულით ბრუნდებით, როდესაც მოინახულებთ პატიმარს ან სნეულს! ხომ ყოფილა ასეთი რამ? ამ საქციელის შემდგომ მადლი შემოდის და განიწმინდება ადამიანი"
/მეუფე შიო მუჯირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 24 2023, 01:29 PM
პოსტი
#84
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოვა დრო, როდესაც მარტო მორწმუნეები კი არა, ურწმუნოებიც მიხვდებიან, რომ თუ სარწმუნოება არ არის, სამყარო ვერ იარსებებს, მაშინ ისინი დააძალებენ ყველას, რომ ღმერთი ირწმუნონ, რათა გადაარჩინონ სამყარო. გავა წლები და ისეთი დრო დადგება, რომ თუ რომელიმე დღე არ ილოცებ, ამის გამო ციხეში ჩაგსვამენ. ადამიანები ანგარიშს ჩააბარებენ მმართველს იმაზე - ილოცეს თუ არა! ამგვარდ ყველაფერი თავისით დალაგდება"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 8 2023, 12:49 PM
პოსტი
#85
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც პროტოპრესვიტერ ვასილის ჰკითხეს: "მამაო, ბანაკში ყოფნისას გეშინოდათ?" მან უპასუხა: "შიშით, რა თქმა უნდა, გვეშინოდა, როდესაც ბანაკში ღამის ლიტურგიაზე მალულად მივდიოდით, არ გამოვეჭირეთ და ვადა არ დაემატებინათ. მაგრამ დაიწყებოდა თუ არა ლიტურგია - ცა იხსნებოდა! ღმერთო, თუნდაც დამიმატონ ვადა, ოღონდ, რაც შეიძლება გვიან გათენდეს. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ჩვენ, ქრისტესთვის ტუსაღნი უფრო მეტად ვიყავით თავისუფალნი, ვიდრე ბანაკის მიღმა მყოფი ადამიანები. სული იყო თავისუფალი და სული მგზნებარებდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 12 2023, 08:17 PM
პოსტი
#86
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კიდევ მახსოვს, რომ ერთი ადამიანი ციხიდან დაბრუნდა და მამა ტროფიმეს [ოპტინელი] იქაურ ცხოვრებაზე მოუთხრობდა. "ციხე, - თქვა მამა ტროფიმემ, - ეშმაკის მონასტერია. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენთან, ოღონდ საპირისპიროდ; ჩვენთან სიმდაბლეს ასწავლიან, იქ კი - ამპარტავნებას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 14 2023, 05:45 PM
პოსტი
#87
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოგვითხრობს იეროდიაკონი ილიოდორი: "დასაწყისში ზოგიერთი მოძღვარი ვერ ბედავდა ციხეში მისვლას. მამა ვასილი [ოპტინელი] იყო, ვინც ეს თავს იდო. ციხეში სადილის დამთავრებისთანავე შევდიოდით, იქიდან კი ღამის ორ საათზე გამოვდიოდით, ან სულაც ციხეში ვათევდით ღამეს. მთელ ციხეს ეძინა, მაგრამ მამა ვასილისთან რიგი იდგა აღსარების ჩასაბარებლად. ყოველ მათგანს დიდხანს ესაუბრებოდა.
ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა: ციხეში იმხანად ტაძარი არ იყო. ის თავის ხელით ააგეს პატიმრებმა მამა ვასილის მკვლელობის შემდეგ. მაშინ კი აბანოში გვიხდებოდა მონათვლა. და აი, მოსანათლად 39 კაცი გამოცხადდა, მაგრამ მეორმოცე, როგორც გაგვაფრთხილეს, თავშესაქცევად მოვიდა. საშინელი მკრეხელი იყო, თანაც მათ ენაზე "ავტორიტეტი". ნათლობის წინ მამა ვასილიმ იქადაგა. ის კაცი ძალზე ყურადღებით უსმენდა, მერე კი ჰკითხა: "მე რომ მოვინათლო შეიძლება?" და სასწრაფოდ გახდა დაიწყო. ნათლობის შემდეგ მამა ვასილისთან მივიდა: "მამაო, მინდა ცოდვები მოვინანიო, შეიძლება აღსარება ჩაგაბაროთ?" მამა ვასილი მის აღსარებას ორი საათი იბარებდა. გამომშვიდობებისას კი სთხოვა, ღმერთზე საკითხავი რაიმე მიეცა. მგონი მამა ვასილიმ მას მისცა წიგნი "მამა არსენი", თუმცა, დანამდვილებით არ მახსოვს. შემდეგ მოსვლაზე კვლავ ჩააბარა აღსარება და მამა ვასილის სთხოვა ლოცვანი მიეცა და ლოცვა ესწავლებინა. შემდეგ ციხის უფროსს სთხოვა, ერთკაციან კამერაში გადაეყვანათ. მართლაც გადაიყვანეს. იჯდა მარტო და გამუდმებით ლოცულობდა. და აი, უცებ ციხეში მოვიდა ცნობა, რომ ამ კაცის საქმეს გადახედეს, ვადა შეუმცირეს და უნდა გათავისუფლდეს. პატიმრები მაშინ ალაპარაკდნენ, რომ მისმა ნათესავებმა, სადაც საჭიორ იყო, ქრთამი მისცეს და გაქნილი ადვოკატი დაიქირავეს. მაგრამ ამ კაცმა უთხრა: "საქმის გადახედვის თხოვნაც კი არ შემიტანია, ეს ღმერთმა შემიწყალა და გამათავისუფლა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2023, 01:12 PM
პოსტი
#88
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა ვასილი [ოპტინელი] პირველი იყო, ვინც ქალაქ სუხინიჩის ციხეში იწყო სიარული. ერთხელ მან იეროდიაკონ ილიოდორთან ერთად ციხეში ერთბაშად ორმოცი კაცი მოინათლა, მე კი ვეხმარებოდი. აბანოში მოამზადეს ხის კასრები, სრული შთაფლვით რომ მოენათლათ. ყველანი შიშვლები იდგნენ, ერთმა შიშით იკითხა: "ჩვენი მონათვლა განა შეიძლება, ჩვენ ხომ დამნაშავეები ვართ?" მამა ვასილიმ კი გაიღიმა და უთხრა: "თქვენ ბავშვები ხართ, ყველანი ჩვენი ზეციერი მამის შვილები ვართ". და უცებ ყველამ გაიღიმა, გაიხარა, მართლაც ბავშვებს დაემსგავსნენ. ვუყურებ, ვეება ჯეელები, სხეული სვირინგებით აქვთ დაფარული, მოძღვრის წინაშე კი პატარა ბავშვებად გრძნობენ თავს, მორიდებით ეკითხებიან: "მამაო, შეიძლება?".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 13 2023, 07:50 PM
პოსტი
#89
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რამდენიმე წლის წინ სამსახურში დედაჩემმა უყურადღებობით ხელი მოაწერა ფინანსურ დოკუმენტს დიდ თანხაზე. როგორც ცუდ ფილმში, მისი კომპანია დაიხურა და მთელი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრა დედაჩემს, როგორც ხელის მომწერს.
პერსპექტივა იყო საშინელი: ციხე და მსგავსი. ჩვენ დავიწყეთ ლოცვა უფლისადმი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანებისადმი. მე ყოველ საღამოს ვკითხულობდი წმ. სპირიდონის [ტრიმიფუნტელი] დაუჯდომელს. საღამოს დაღლილი ვბრუნდებოდი, ძილი მინდოდა, მაგრამ თავს ვტუქსავდი: არა, ადექი და წაიკითხე; ევედრე წმ. სპირიდონს დახმარება. რამდენიმე დღის შემდეგ მე მირჩიეს საუკეთესო ადვოკატი. მან მიგვიღო რეკომენდაციის გარეშე და არც კაპიკი არ გამოგვართვა. გვითხრა, რომ პასუხისმგებლობის ვადა გასული იყო და დედას არაფერი ემუქრებოდა. ამაზე დიდი სიხარული არასდროს განმიცდია! წმ. სპირიდონი დაგვეხმარა, რომ საქმე არ მისულიყო სასამართლომდე. დიდება უფალს და მადლობა წმ. სპირიდონს, ასე რომ გვეხმარება ჩვენ ცოდვილებს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 14 2023, 07:52 PM
პოსტი
#90
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატიმრობა მოგისაჯეს, საკანში ზიხარ და შენს ცხოვრებას წვრილ საცერში ცრი, გაკვირვებს, რა სწრაფად მოხდა ყოველივე, თითქოს ქვა დაგორებულიყოს მთიდან. შენი ცხოვრება იქამდე მშვიდად და წარმატებით მიედინეობდა, სანამ ძმის გასამართლებლად ცრუ ჩვენება არ მიეცი. "ის ხომ ჩემი ძმაა, ვის უნდა დავეხმარო, თუ არა მას, თუნდაც ცრუ ფიცი მივცე?" ასეთი ზრახვებით იმართლებდი თავს მსაჯულების წინაშე, მაგრამ ერთმა მოსამართლემ გითხრა: "ყველანი ძმები ვართ. რა მოხდება, ყველა რომ შენს მსგავსად მოიქცეს?" მხოლოდ მაშინ მიხვდი, რომ ცოდვილმა ფიქრებმა დანაშაულამდე მიგიყვანა.
ერთმა ცრუმოწმემ ასეთი ამბავი მომითხრო: "სასჯელის ასაცილებლად ცრუ ჩვენება მივეცი. სასამართლოში არ განმიცხადებია, არადა, უნდა გამეკეთებინა ეს, რადგან ადამიანური სასჯელი ღვთისაზე მსუბუქია. ჩემი დანაშაულის დღიდან ორი წლის მანძილზე ჩვენი სახლი ჯოჯხეთს დაემსგავსა. პირველი უბედურება ჩემს ხარებს დაატყდათ. ურემიანად კლდიდან გადაიჩეხნენო, - ამბავი დამახვედრა ცოლმა იმავე საღამოს, როგორც კი ცრუ ჩვენების მიცემის შემდეგ დაბიდან დავბრუნდი. რამდენიმე დღის შემდეგ მეხი პირდაპირ ფარეხს დაეცა და ცხვარი გამიწყვიტა. გაგვქურდეს. ცოლი ავად გახდა. მკურნალობისთვის ფული ვისესხე, მაგრამ იგი მალე ტანჯვით გარდაიცვალა. საბრალო ჩემი შვილი იმ სენმა შეიპყრო, რომლისგანაც დღე და ღამე დუჟმორეულნი კბილთა ღრჭენით იკრუნჩხებიან. გაღატაკებულმა და ვალებში ჩავარდნილმა სასოწარკვეთით შევჩივლე ერთ მეგობარს ჩემი მწარე ბედის გამო. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა მისი კითხვა: "ცრუმოწმედ ხომ არ დაუდექი ვინმეს?" თითქოს გაყინული წყალი გადამესხა. პასუხის გაუცემლად წამოვდექი, სასამართლოში მივედი და იქ ყველაფერი ვაღიარე. სასჯელი მოვიხადე და ციხიდან გამოსულმა ახალი ცხოვრება დავიწყე. სამუდამოდ ვისწავლე ღვთის შიში". /"წერილები", წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2023, 07:07 PM
პოსტი
#91
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოვინახულეთ ადგილი, სადაც მაცხოვარი ჰყავდათ შეპყრობილი. იქ შესულს სასტიკი სურათი დამხვდა, უფალთან მყოფ ავაზაკებს "უკეთესი" მდგომარეობა ჰქონდათ საპყრობილეში. ყველა საპყრობილე საშუალო სიმაღლის კაცზე იყო გათვლილი, მაცხოვრის საპყრობილეში შესულმა კი ვერც კი შევძელი გამართვა, ძალიან პატარა იყო და... რომ ვუყურებდი ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი, ცრემლიანი თვალებით ვეფერებოდი იქაურობას... წამით მაინც წარმოიდგინეთ, ჩვენს გამო რამხელა ტანჯვა-წამება გადაიტან უფალმა? არა მგონია, ეს ვინმემ წარმოიდგინოს..."
/სტუდენტი თოდრია ნანა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 20 2023, 05:03 PM
პოსტი
#92
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ა.წ. 11 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში, მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 300-ზე მეტი ნამუშევარი: ხატები, ჯვრები და აქსესუარები; ასევე ერთ-ერთი მჯავრდებულის ლექსების კრებული და სიმღერების ალბომი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საპატრიარქოს მჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), საპატრიარქოს თანამშრომლები, სახელმწიფოს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მსჯვარდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხეზე კვეთის სახელოსნოები უკვე წლებია ფუნქციონირებს. მჯავრდებულები პროფესიონალ პედაგოგთან ერთად სწავლობენ ხატწერასაც, რაც მათ არა მხოლოდ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების, არამედ გათავისუფლების შემდგომ დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს. წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების გაოცება და დიდი მოწონება დაიმსახურა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 4 2023, 03:53 PM
პოსტი
#93
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი მოინახულებს პატიმრებს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 23 2023, 07:52 PM
პოსტი
#94
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეხედეთ - შეპყრობილ ბოროტმოქმედს სჯიან, ციხეში სვამენ, სადაც იხდის ის თავის მცირე საზღაურს. და თუკი ასეთი ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, ის გადაურჩება მარადიულ საპყრობილეს"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 28 2023, 08:27 PM
პოსტი
#95
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ციხემ არ დაგაშინოთ - ყველგან ღმერთია - ციხეშიც, სხვაგანაც, სადაც არ უნდა ვიყოთ - ყველგან! ღმერთთან ერთად არასდროს არაფერია საშიში"
/სქემმონაზონი ზოსიმა (სოკური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 20 2024, 08:33 PM
პოსტი
#96
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აბა, ნახეთ: დამნაშავეს რომ დაიჭერენ, სცემენ, ციხეში სვამენ, ის იქ თავის მცირე "კანონს" აღასრულებს. და თუკი ასეთი ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, საუკუნო ტყვეობისაგან დაიხსნება. განა უბრალო საქმეა, თუ მიწიერი სატანჯველის სანაცვლოდ ადამიანი საზღაურად მარადისობაში გახსნის ანგარიშს?!"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 30 2024, 06:11 PM
პოსტი
#97
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილმისჯილ პატიმართან საკანში მღვდელი შევიდა.
- მინდა ღვთის სიყვარული გაუწყო, - უთხრა. - და რაში გამოიხატება, ეს სიყვარული? - სკეპტიკურად იკითხა პატიმარმა. - ისე შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები, რომ საკუთარი ძეც კი არ დაიშურა ჩვენს გადასარჩენად. სიტყვამ "ჩვენ" პატიმარს გული მოულბო, სიტყვამ "გადასარჩენად" კი იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. მღვდელთან საუბრის შემდეგ მოწიწებით მიიღო მისგან "სახარება" და გულდასმით დაიწყო კითხვა. დილით ის უკვე მღვდელთან შეხვედრას ითხოვდა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2024, 11:31 AM
პოსტი
#98
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც ვინმე გულით თანაუგრძნობს პატიმარს და ეხმარება მას მოწყალე ღმრთის სახელით, მაშინ მისი მოწყალება მოედინება წმინდა წყაროდან და აქვს ანგელოზების უმაღლესი შეფასება ზეცაში"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 22 2024, 01:12 PM
პოსტი
#99
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმ ადამიანებისთვის, ვინც ღმერთს შესცოდა, არსებობს ციხეები და არსებობს უამრავი დაავადება, რადგან ნათქვამია: "ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს მკურნალის ხელში". ამგვარად, ავადმყოფობაცა და ციხეც იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ განვარისხეთ ღმერთი. მაგრამ ღვთისმშობელი ლოცულობს ყველასთვის - პატიმრებისთვის, სნეულებისთვის, ზღვაში თუ ხმელეთზე მყოფთათვის"
/არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი