ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
KAIROS |
Feb 27 2008, 02:47 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა წინასწარ ცოდნა ბედიწერა არაა ყველა მორწმუნე უფალმა უწყის მომავალი, რადგან აღმატებულია დროზე და სივრცეზე, თუმცა კი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებასა და არჩევანს, სხვაგვარად რწმენაც, სიკეთეც და ყველაფერი ღირებული უაზრო იქნებოდა, მაინც უკვე წინასწარ განსაზღვრული ბედის გამო. მაშინ მკვლელი მკვლელი არ იქნება, არამედ ის ( ანუ ღმერთი ) ვინც ეს მას განუსაზღვრა, ასე მრუში, მოღალატე და ა.შ. ეს კი უკვე უსაშინლესი მკრეხელობაა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
Feb 27 2008, 03:19 PM
პოსტი
#22
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ყველა მორწმუნე უფალმა უწყის მომავალი, რადგან აღმატებულია დროზე და სივრცეზე, თუმცა კი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებასა და არჩევანს, სხვაგვარად რწმენაც, სიკეთეც და ყველაფერი ღირებული უაზრო იქნებოდა, მაინც უკვე წინასწარ განსაზღვრული ბედის გამო. მაშინ მკვლელი მკვლელი არ იქნება, არამედ ის ( ანუ ღმერთი ) ვინც ეს მას განუსაზღვრა, ასე მრუში, მოღალატე და ა.შ. ეს კი უკვე უსაშინლესი მკრეხელობაა... ღმერტს არც არავინ აბრალებს რამეს... უბრალოდ ბედის ამბავად მიმაჩნია როცა ადამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული... ყოფილა შე4მთხვევები ბიბლიაში როცა დედის მუცლიდანვე გამოურჩევია უფალს ტავისი მსახური... რა დამსახურების გამო? მე ვიტყვი ომ აი იმ რჩეულებს ბედი ჰქონიათ... იღბლიანები ყოფილან... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 27 2008, 03:22 PM
პოსტი
#23
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ყოფილა შე4მთხვევები ბიბლიაში როცა დედის მუცლიდანვე გამოურჩევია უფალს ტავისი მსახური... რა დამსახურების გამო? მე ვიტყვი ომ აი იმ რჩეულებს ბედი ჰქონიათ... იღბლიანები ყოფილან... გენესის, ასე თუ მსჯელობ იმ დასკვნას მიიღებ, რომ ღმერთი უსამართლოა! არანაირი გამორჩევა არ ხდება, ის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება, არამედ განიმარტება, მგონი დაწერეს ეგ, ვატყობ შენ გაქვს ეს მიმართულება, რომ ბიბლიის ყველა სიტყვას პირდაპირ ღებულობ, მასე არ შეიძლება, აუცილებლად შეცდომაში ჩავარდები... ციტატა ბედის ამბავად მიმაჩნია როცა ადამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული. ეგ სრულიად გამორიცხულია ქრისტიანული აზროვნებისათვის, გიმეორებ: ციტატა სხვაგვარად რწმენაც, სიკეთეც და ყველაფერი ღირებული უაზრო იქნებოდა, მაინც უკვე წინასწარ განსაზღვრული ბედის გამო. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Feb 27 2008, 03:28 PM
პოსტი
#24
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ბედისწერის ფენომენს ქრისტეანული მსოფლმხედველობა არ ცნობს!
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Genesis |
Feb 27 2008, 03:28 PM
პოსტი
#25
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
გენესის, ასე თუ მსჯელობ იმ დასკვნას მიიღებ, რომ ღმერთი უსამართლოა! მასეთ დასკვნას არ მივირებ... დასკვნა უკვე მაქვს ამის შესახებ... მარტო თეოლოგიის სცოდნა არ ყოფნის ბიბლიის ტექსიტის განმარტებას... ბიოქიმიის და გენეტიკის ცოდნაც საჭიროა ვიტყვი ამის შესახებაც... მაგრამ ჯერ მაინტერესებს... რანაირად შეუძლია ადამიანს მომავალი შეცვალოს თუ მისი მომავალი ცნობილია? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
კანონისტი |
Feb 27 2008, 03:31 PM
პოსტი
#26
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ციტატა ვიტყვი ამის შესახებაც... მაგრამ ჯერ მაინტერესებს... რანაირად შეუძლია ადამიანს მომავალი შეცვალოს თუ მისი მომავალი ცნობილია? მიდიხარ ქუჩაში შეგხვდა გზის გაყოფა - მარცხნივ და მარჯვნივ შენ იფიქრე, იფიქრე და წახვედი მარჯვნივ ღმერთმა ეს იცოდა..... ახლა მეორე: მიდიხარ ქუჩაში შეგხვდა გზის გაყოფა - მარცხნივ და მარჯვნივ შენ იფიქრე და წახვედი მარჯვნივ, იმიტომ რომ მარცხნივ ვერ წახვიდოდი ღმერთმა ეს წინასწარ დაადგინა..... აი ესაა სხვაობა წინასწარჭვრეტასა და წინასწარგანზრახულობას შორის -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 27 2008, 03:32 PM
პოსტი
#27
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მასეთ დასკვნას არ მივირებ... დასკვნა უკვე მაქვს ამის შესახებ... როგორ გითხრა ახლა, ქრისტიანული აზრი თუ გაინტერესებს, მაშინ ისაა რაც დაგიწერე, დანარჩენზე ახლა იმდენი წვეტიანი იდეა არსებობს, რომ მათზე ნამდვილად ვერ გავცდები... შესაბამისად მომდევნო კითხვაც ასევე განწირულია, შენ გაქვს შენი აზრი, და ქრისტიანულ სწავლებას ხან უთანხმებ, ხან არა... თუ მორწმუნე ხარ ეს არ შეიძლება, თუ არა ხარ მორწმუნე, მაშინ არგუმენტებით მესაუბრე, ჯერ პირველ საკითხზე და მერე სხვაზე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Feb 27 2008, 03:32 PM
პოსტი
#28
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Genesis
ციტატა ბიოქიმიის და გენეტიკის ცოდნაც საჭიროა და კიდევ მრავალი რამის იმისათვის, რომ სამყაროს სურათი ამოხსნა... ციტატა რანაირად შეუძლია ადამიანს მომავალი შეცვალოს თუ მისი მომავალი ცნობილია? ეს რომ გაიგო უნდა გესმოდეს რა არის მომავალი, წარსული... დროის გავლის განზომილება, მისი თავისებურებები და ბოლოს რას ნიშნავს დროის მიღმიერება... ამაზე პასუხი კაცობრიობას არ აქვს და კიდევ დიდხანს არ ექნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Genesis |
Feb 27 2008, 03:33 PM
პოსტი
#29
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ბედისწერის ფენომენს ქრისტეანული მსოფლმხედველობა არ ცნობს! არც მართმადიდებლური ეკლესია, არც კათოლიკური და არც რომელიმე ქრისტიანული მიმდევრობა... სამაგიეროდ ყველა აღიარებს რომ ღმერთმა ადამიანის მომავალი იცის... ეს ბევრს აწუხებს გულში და მირჩევნია სააშკარაოზე გამოვიდეს დეტალები... გაორების შეგრძნება კი გაუქრეთ... და წითლად რომ მიფრიალებ წინადადებებს რისი გამოხატვა გინდა მაგიტ ბარემ მიაწერე, თორემ ცუდი ფიქრების საბაბს მაძლევ -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
გიორგი |
Feb 27 2008, 03:34 PM
პოსტი
#30
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Genesis
ციტატა წითლად რომ მიფრიალებ არ გიფრიალებ, ვაფრიალებ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Feb 27 2008, 03:35 PM
პოსტი
#31
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
დროა ვისწავლოთ თემის გახსნაც, მიზანიც, მიზნის მიღწევის ამოცნობაც და დახურვაც აი, რა დაწერე შენ პირველ პოსტში: ციტატა აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს... ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! პასუხი ითქვა, რომ არ ნიშნავს. პირიქით, ქრისტიანული სარწმუნოება არ იცნობს წინასწარგანსაზღვრულობის თეორიას, ჩვენს რწმენაში არის მხოლოდ წინასწარჭვრეტის შესახებ სწავლება. ამიხსენი, რა მიზანი აქვს თემას აწი? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Genesis |
Feb 27 2008, 03:38 PM
პოსტი
#32
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis მიდიხარ ქუჩაში შეგხვდა გზის გაყოფა - მარცხნივ და მარჯვნივ რმერთმა იცის რომ შენ იფიქრებ ახლა და მარჯვენა მხარეს აირჩევ შენ იფიქრე, იფიქრე და წახვედი მარჯვნივ ღმერთმა ეს იცოდა..... ახლა მეორე: მიდიხარ ქუჩაში შეგხვდა გზის გაყოფა - მარცხნივ და მარჯვნივ შენ იფიქრე და წახვედი მარჯვნივ, იმიტომ რომ მარცხნივ ვერ წახვიდოდი ღმერთმა ეს წინასწარ დაადგინა..... აი ესაა სხვაობა წინასწარჭვრეტასა და წინასწარგანზრახულობას შორის პირველი ვარიანტში დეტალი აკლია... ჩავამატე მეორე ვარიანტი ლოგიკას მოკლებული არაა მარა ბიბლიასთან შეუსაბამოა... ჩემტვის მიუღებელია -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
კანონისტი |
Feb 27 2008, 03:40 PM
პოსტი
#33
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ციტატა პირველი ვარიანტში დეტალი აკლია... ჩავამატე კი არ აკლია, ბოლოში წერია "იცოდა" ახლა რა გინდა ამ თემით ეგეც გვიბრძანე ბარემ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 27 2008, 03:41 PM
პოსტი
#34
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გენესის:
ისევ გიმეორებ: მკვლელობისას ვინაა მკვლელი, ის ვინც აღასრულა, თუ ის ვინც განუსაზღვრა? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
Feb 27 2008, 03:58 PM
პოსტი
#35
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
როგორ გითხრა ახლა, ქრისტიანული აზრი თუ გაინტერესებს, მაშინ ისაა რაც დაგიწერე, დანარჩენზე ახლა იმდენი წვეტიანი იდეა არსებობს, რომ მათზე ნამდვილად ვერ გავცდები... შესაბამისად მომდევნო კითხვაც ასევე განწირულია, შენ გაქვს შენი აზრი, და ქრისტიანულ სწავლებას ხან უთანხმებ, ხან არა... თუ მორწმუნე ხარ ეს არ შეიძლება, თუ არა ხარ მორწმუნე, მაშინ არგუმენტებით მესაუბრე, ჯერ პირველ საკითხზე და მერე სხვაზე... არგუმენტებით... ადამიანი გადაწყვეტილებას ირებს შემდეგი სისტემით... გარემოდან მოდის ნერვულის სისტემის ამღგზნები (გამაღიზიანებელი) ფაქტორები... ეს იქნება ხედვა ყნოსვა შეგრძნება თუ სხვა ფაქტორები... თითოეულ ინფორმაცია საბოლოოდ მოკლევადაიანი მეხსიერების სახით აღწევს თავის ტვინამდე... თითოეული მოკლევადიანი მეხსიერება იფილტრება გრძელვადიან მეხსიერებასთან მიმართებაში და შესაბამის რეაქციას აძლევს გარემოს... ძირიტადად ნახევარსფეროების ქერქოვანი მასის საშუალებით... თუ რასახის იქნება პასუხი გამაღიზიანებლის მიმართ ეს არის დამოკიდებული მისი ჰიპოთალამუსში და ქერქოვან მასაში სინაფსების ზომაზე და რაოდენობაზე (რაც აღმნიშვნელია გამოცდილების, ინსტინქტის და თვისებებისა)... ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაზე კიდევ 100% ფაქტორს ახდენს გენეტიკა და გარემოსთან ურთიერთქმედება... ანუ მოკლე დასკვნა ადამიანის არჩევანში 100% უჭირავს გენეტიკას და გარემოს ურთიერთქმედებას -რომელიც მასზე ჩასახვიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გრძელდებოდა... ადამისეული ცოდვაც კი რომელიც სიკვდილტან არის გაიგივებული და მთელს კაცობრიობაზე ვრცელდება , მაფიქრებინებს რომ გენეტიკურად გადადის თაობიდან თაობაზე... 4 წლის წინ ახალ ამბად ითვლებოდა სიკვდილის გენის აღმოჩენა ქრომოსომულ DNAს ჯაჭვში... ამაზე მტელი სტატიები იწერებოდა თუ როგორ შეიძლება სწორი მანიპულირების შემდეგ სიკვდილის გენის შეცვლა და ცხოვრების გახანგრძლივება... ფაქტი ერთია რომ ნოემდე ადამიანი დიდხანს ცოცხლობდა და ნოეს შემდეგ რმერთმა თვქა იყოს ადამიანის ასაკი 120 წელიო... ღმერთი სამართლიანია და ყველას თავისი საზღაურისთვის უძღავს... არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... უფალი კიდე სამართლიანია მომკელებს აგზავნის გამოსარცევად ცუდის და კარგის... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Genesis |
Feb 27 2008, 04:24 PM
პოსტი
#36
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ახლა რა გინდა ამ თემით ეგეც გვიბრძანე ბარემ.... დავით რამე აზრს რომ წერ და არ გეთანხმები ეგ იმას კიარნიშნავს რომ არ ვფიქრობ ამის შესახებ... სიტყვა ცული კიარაა შედეგი ეგრევე რომ ქონდეს... მარცვალია რომელიც დროტაგანმავლობაში იძლევა ნაყოფს... ხოდა ჩემი აზრი თუ წინასწარ მაქ... ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს და რამე გვერდითა მიზნები მამოძრავებს ტემის გასახსნელად... თუმცა მაქ ასეთი მიზანიც... რამოდენიმე რჯულის დაცვის მოსურნემ სხვადასხვა პერიოდებში მითხრა, რომ ღმერთმს მეტი საქმე არააქ შენი მომავლის დეტალებიტ დაინტერსდესო... ან უბრალოდ შეუძლია იცოდეს და სინამდვილეში არ იჩენს ინტერესს არამედ გაცლის შენი მომავალი შენ ტვითონ გამოჭედოო... სხვამ არ იცის ღმერთმა ყველაფერიო, თორე უაზრობა გამოდისო... რო დავუფიქრდი ბევრს აწუხებს გაორების გრძნობა... და რატომ არ უნდა იყოს თემა ამის შესახებ? სულ ეს არის... რამე პროვოკაცია თუ მომინდება ამას არც დავმალავ -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 27 2008, 05:22 PM
პოსტი
#37
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ღმერთი სამართლიანია და ყველას თავისი საზღაურისთვის უძღავს... არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... უფალი კიდე სამართლიანია მომკელებს აგზავნის გამოსარცევად ცუდის და კარგის... smile.gif ე.ი. შენი აზრით ამ ყველაფერს რომ დაიჯერებს ადამიანი, მერე ღმერთი მაინც სამართლიანია? იმ ქერქებზე და გენებზე რაც ისაუბრე, იყო მხოლოდ პრელუდია, რომ ამ აბსურდამდე მისულიყავი, არ გეწყინოს, როცა ვამბობ აბსურდიათქო, მართლა ძალიან რომ აბსურდულ სახეს ღებულობს იმაზე ვამბობ, შენს ნაწერში სრულიად გამორიცხულია ქრისტიანული თეზისი სიყვარულის და გამოხსნის შესახებ, სიყვარული იმიტომ, რომ თურმე ღმერთი უშვებს ვინმე დაიბადოს, იწვალოს, ეცადოს და უნდა თუ არ უნდა მაინც დაიღუპოს, რადგან რა ქნას, ასეთი ყოფილა მისი იმპულსები თუ 100% გენეტიკის 100% წარწყმედა, მაშინ რატომ აწყალებს მას მუცელშივე? ეს რასაც წერ, ჯერ კიდევ ათასობით წლის უკან იყო გავრცელებული, მას ქრისტიანული ( იყო არაქრისტიანულიც ) გნოსტიციზმი ერქვა, მათთვის ადამიანები იყოფოდა სამ ნაწილად 1) პნევმატიკოსები, რომლებშიც დაბადებიდანავე იყო "გნოსისი"-ცოდნა ჩადებული, ისე რომ შეიძლება მათ ეს არც ცოდნოდათ 2) ფსიხიკოსები, რომელთაც შეეძლოთ მოეპოვებინათ რამენაირად ეს ცოდნა და 3) ილისტები იგივე მატერიალისტები, რომლებიც დაბადებიდანვე განწირულები არიან ჯოჯოხეთისათვის... აქ ქრისტიანობას და ბიბლიას არაფერი ესაქმება, ეს არის წარმართული სწავლება. ახლა გამოსხნა სად დაგავიწყდა, ფაქტობრივად ყველგან სადაც სიყვარული უკუაგდე, თუკი ხორბალს უნდოდა თუ არ უნდოდა მაინც ხორბალი იყო, და ღვარძლს კი - ღვარძლი, და თუ ზოგი ხორბლად იბადება და ზოგი ღვარძლად, იმის გარდა, რომ რასაც შენ სამართლიანობას უძახი სრულიად უსამართლოა, რადგან რატომ უზღვავს ღმერთი ღვარძლს ღვარძლობისათვის, როცა ის ასეთად ანუ ღვარძლად დაიბადა? ეგ რა სამართალია? სამართალი იქნება მაშინ, როცა ხორბლად დაბადებული ღვარძლად გარდაიქმნება, შესაბამისად ხსნაშიც შემოსვლა ასევე ხდება როცა ღვარძლში მყოფი იხორბლებს და მოექცევა, იმიტომ კი არა რომ მას ასე ეწერა, ეხატა თუ ეჩუქურთმა, არამედ იმიტომ, რომ მან თავისით ამ კვირის უძღები შვილის არ იყოს, შეხედა მის ღვარძლულ მდგომარეობას, ადგა და წავიდა მამასთან თავისი არჩევანით და ნებით, სხვა შემთხვევაში არც ცხონებას არ იმსახურებს არავინ, რაღა დამსახურებაა, თუ ასე უნდა მომხდარიყო და ჩემი ტვინის ქერქის სიგნალები და 100% გენეტიკა ლამის 100% გარანტიას მაძლევს ცხონებისა? სადაა ქრისტეს გამოსყიდველი მსხვერპლი? სადაა ფეხთბანვა, სერობა , ჯვარცმა და აღდგომა, სადაა მათი აზრი? როდესაც იგავს კითხულობ და პირდაპირ გებულობ, რაც შეცდომაა, რადგან გგონია, რომ ხორბალივით და ღვარძლივით , ადამიანი დაბადებიდანვე ხორბლები და ღვარძლები არიან და არაფერი მათ არ შეცვლით, მაშინ თუ ჩვენ არ დაგვჯერებ და განმარტებას არ წაიკითხავ, სხვა იგავი მაინც წაიკითხე აშენებულო, სადაც ტალანტებზეა საუბარი, იქ ხომ ყველა თანაბარია? ყველას რაღაც ოდენობით ეძლევა ტალანტი, მაგრამ ყველა საკუთარი არჩევანით მოქმედებს, ზოგი ამრავლებს და ზოგიც მიწაში ( ამაოებაში ) ფლავს! აქ კი განკითხვა სამართლიანია, ასევე უნდა გაიგო ის ზემოთა იგავი... გენესის გენეტიკაში კი ხარ გადავარდნილი , მაგრამ გენიალობა სიყვარულში და თავისუფლებაში რომაა არ დაგავიწყდეს! იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
.:Lela:. |
Feb 27 2008, 05:59 PM
პოსტი
#38
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
Ismai
რამდენადაც გავიგე აქ ორი ვარიანტია: 1) უფალს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი ყველაფერი; 2) უფალს წინასწარ კი არ აქვს ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველივე, არამედ თავისუფალ ნებას გვაძლევს, მაგრამ წინასწარ იცის, როგორ გამოვიყენებთ ამ თავისუფალ ნებას. რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არავითარი! მე-2 პასუხს სრულიად ვეთანხმები ამ თემის პატრონს კი ვერ გავიგე რისი გაგება უნდა , მარტო თავისას აწვება მმგონი აქ იმდენი რამე ითქვა მემგონი პასუხს მიიღებდა კაცი ამ საკითხთან დაკავსირებით -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
Genesis |
Feb 27 2008, 07:00 PM
პოსტი
#39
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ე.ი. შენი აზრით ამ ყველაფერს რომ დაიჯერებს ადამიანი, მერე ღმერთი მაინც სამართლიანია? იმ ქერქებზე და გენებზე რაც ისაუბრე, იყო მხოლოდ პრელუდია, რომ ამ აბსურდამდე მისულიყავი, არ გეწყინოს, როცა ვამბობ აბსურდიათქო, მართლა ძალიან რომ აბსურდულ სახეს ღებულობს იმაზე ვამბობ, შენს ნაწერში სრულიად გამორიცხულია ქრისტიანული თეზისი სიყვარულის და გამოხსნის შესახებ, სიყვარული იმიტომ, რომ თურმე ღმერთი უშვებს ვინმე დაიბადოს, იწვალოს, ეცადოს და უნდა თუ არ უნდა მაინც დაიღუპოს, რადგან რა ქნას, ასეთი ყოფილა მისი იმპულსები თუ 100% გენეტიკის 100% წარწყმედა, მაშინ რატომ აწყალებს მას მუცელშივე? ეს რასაც წერ, ჯერ კიდევ ათასობით წლის უკან იყო გავრცელებული, მას ქრისტიანული ( იყო არაქრისტიანულიც ) გნოსტიციზმი ერქვა, მათთვის ადამიანები იყოფოდა სამ ნაწილად 1) პნევმატიკოსები, რომლებშიც დაბადებიდანავე იყო "გნოსისი"-ცოდნა ჩადებული, ისე რომ შეიძლება მათ ეს არც ცოდნოდათ 2) ფსიხიკოსები, რომელთაც შეეძლოთ მოეპოვებინათ რამენაირად ეს ცოდნა და 3) ილისტები იგივე მატერიალისტები, რომლებიც დაბადებიდანვე განწირულები არიან ჯოჯოხეთისათვის... აქ ქრისტიანობას და ბიბლიას არაფერი ესაქმება, ეს არის წარმართული სწავლება. ახლა გამოსხნა სად დაგავიწყდა, ფაქტობრივად ყველგან სადაც სიყვარული უკუაგდე, თუკი ხორბალს უნდოდა თუ არ უნდოდა მაინც ხორბალი იყო, და ღვარძლს კი - ღვარძლი, და თუ ზოგი ხორბლად იბადება და ზოგი ღვარძლად, იმის გარდა, რომ რასაც შენ სამართლიანობას უძახი სრულიად უსამართლოა, რადგან რატომ უზღვავს ღმერთი ღვარძლს ღვარძლობისათვის, როცა ის ასეთად ანუ ღვარძლად დაიბადა? ეგ რა სამართალია? სამართალი იქნება მაშინ, როცა ხორბლად დაბადებული ღვარძლად გარდაიქმნება, შესაბამისად ხსნაშიც შემოსვლა ასევე ხდება როცა ღვარძლში მყოფი იხორბლებს და მოექცევა, იმიტომ კი არა რომ მას ასე ეწერა, ეხატა თუ ეჩუქურთმა, არამედ იმიტომ, რომ მან თავისით ამ კვირის უძღები შვილის არ იყოს, შეხედა მის ღვარძლულ მდგომარეობას, ადგა და წავიდა მამასთან თავისი არჩევანით და ნებით, სხვა შემთხვევაში არც ცხონებას არ იმსახურებს არავინ, რაღა დამსახურებაა, თუ ასე უნდა მომხდარიყო და ჩემი ტვინის ქერქის სიგნალები და 100% გენეტიკა ლამის 100% გარანტიას მაძლევს ცხონებისა? სადაა ქრისტეს გამოსყიდველი მსხვერპლი? სადაა ფეხთბანვა, სერობა , ჯვარცმა და აღდგომა, სადაა მათი აზრი? როდესაც იგავს კითხულობ და პირდაპირ გებულობ, რაც შეცდომაა, რადგან გგონია, რომ ხორბალივით და ღვარძლივით , ადამიანი დაბადებიდანვე ხორბლები და ღვარძლები არიან და არაფერი მათ არ შეცვლით, მაშინ თუ ჩვენ არ დაგვჯერებ და განმარტებას არ წაიკითხავ, სხვა იგავი მაინც წაიკითხე აშენებულო, სადაც ტალანტებზეა საუბარი, იქ ხომ ყველა თანაბარია? ყველას რაღაც ოდენობით ეძლევა ტალანტი, მაგრამ ყველა საკუთარი არჩევანით მოქმედებს, ზოგი ამრავლებს და ზოგიც მიწაში ( ამაოებაში ) ფლავს! აქ კი განკითხვა სამართლიანია, ასევე უნდა გაიგო ის ზემოთა იგავი... გენესის გენეტიკაში კი ხარ გადავარდნილი , მაგრამ გენიალობა სიყვარულში და თავისუფლებაში რომაა არ დაგავიწყდეს! იხარე; კაიროსი! მაოცებ პირდაპირ... ჩემი პოსტის ნახევარს ხედავ მარტო და მერე აფსურდულს უწოდებ... 100%ში ადამიანი გადაწყვეტილებას გენეტიკისადა გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორების მიერ გამომუშავებული სისტემით იღებს... მარტო გენეტიკა რა შუაშია? სიყვარული რწმენა სწავლება და ა.შ. გარე გამაღიზიანებელი ფაქტორია... (გაღიზიანება პირდაპირი გაგებით არ გაიგო ახლა ) რაც შეეხება ღმერთის დაშვებადობას... დაიბადოს თუ არა იუდა, მიუხედავად იმისა იცის რა რომ გასცემს ქრისტეს... დაიბადოს კაიფა იცის რა ავაზაკტა ბუნაგის მრვდელმთავარი იქნება... ასეთი შეკითხვები ბევრს აწუხებს, რატომ უშვებსო ღმერთი... ამაზე ცოტა რთულია საუბარი... იცოდა რა უFალმა ლუციფერის ჯანყის შესახებ წინასწარ... ჯანყი მაინც მოხდა...იცოდა რა კაენის ქმედება უFალმა წინასწარ.. მკვლელობა მაინც მოხდა. მე ეს სუბიექტური თვალსაზრისით სამართლიანად მიმაჩნია... რაც არ უნდა სხვანაირად განმარტონ.. იუდა სანამ გასცემდა კაცის ზეს, ქრისტემ ლოცვაში მოიხსენია როგორც განწირული... ამ თემის პატრონს კი ვერ გავიგე რისი გაგება უნდა , მარტო თავისას აწვება მმგონი აქ იმდენი რამე ითქვა მემგონი პასუხს მიიღებდა კაცი ამ საკითხთან დაკავსირებით ტქვენ არ ვიცი როგორ ახერხებტ ასე მალე პასუხის მირებას... მაგრამ ამ საკითხზე 2001 წლიდან ვფიქრობ და ყველა პასუხი რომელიც მომისმენია მათ აწონდაწონვა, გადახარისხება დროს მოითხოვს... ჩემსას თუ ვაწვები იმას არ ვამბობრომ სხვისი აზრი აფსურდიათქო... ისე ძირითადად ყველა ტავისას აწვება რამის კონკრეტული პასუხი რომ დამჭირვებოდა შეკიტხვა მოძღვარსო როა ტემა იქ დავწერდი... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 27 2008, 07:03 PM
პოსტი
#40
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იცოდა რა უFალმა ლუციფერის ჯანყის შესახებ წინასწარ... ჯანყი მაინც მოხდა...იცოდა რა კაენის ქმედება უFალმა წინასწარ.. მკვლელობა მაინც მო იცოდა, მცოდნეობით და არა განსაზღვრა! კაი რა გჭირს, , ასე ძნელია გაგება? უფალთან იუდა რომ მისულიყო და პატიება ეთხოვა, ჯვაცმის შემდეგაც რომ ეთხოვა პატიება, ის ღვარძლობიდან ხორბლობაში მივიდოდა.. ისე ხლართამ ხო იცი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი