IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული?
Genesis
პოსტი Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი #1


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...

ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას...

ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი...


ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?!


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 26 2008, 06:05 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Genesis
ეგ არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მართლმადიდებლური მოძღვრებისა

აი, რას წერს პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი თავის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ღვთის ერთ-ერთი ეპითეტის - "ყოვლის მცოდნის" განმარტებისას:

„ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (ებრ. 4,13). „რომელ იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა“ (ფს. 138,16). საღვთო ცოდნა არის ხედვა და უშუალოდ ცოდნა ყოველივესი: არსებულისა და სავარაუდოსი, აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა. მომავლის წინასწარცოდნა თავად სულიერი ხედვაა, რადგანაც ღმერთისათვის მომავალი იგივეა, რაც აწმყო. საღვთო წინასწარცოდნა ქმნილებებს ხელს არ უშლის, ჰქონდეთ თავისუფალი ნება ისევე, როგორც არ ილახება მოყვასის თავისუფლება, როცა მის საქციელს ვხედავთ. საღვთო წინასწარცოდნას ბოროტების შესახებ სამყაროში და თავისუდალ არსებათა ქმედებებზე თითქოს აგვირგვინებს წინასწარცოდნა სამყაროს გადარჩენაზე, როცა იქნება „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (I კორ. 15,28).

ქრისტიანული ხედვა განსხვავდება ისლამურისაგან იმ მხრივ, რომ ჩვენი სარწმუნოება აღიარებს იმას, რომ უფალი წინასწარგანზრახულობით ჭვრეტს მომავალს, მაგრამ არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალს ნებას. ის, რაც უნდა მოხდეს არა წინასწარდადგენილია, არამედ წინასწარგანზრახულია, წინასწარგანჭვრეტილია. სიტყვა "წინასწარ" პირობითია, რამეთუ დროის მიღმა მყოფი ღვთისათვის წინასწარ, ადრე და გვიან არ არსებობს. მას სრული სისავსით იცის ის, რაც დროით სამყაროში მომხდარა, ხდება და მოხდება

განსხვავებით ამისა, ისლამი ქადაგებს, რომ ადამიანის ბედი წინასწარ არის განზრახული და განსაზღვრული, წინასწარ არის დადგენილი მისი ცხოვრება და ის მას ვერ შეცვლის. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი პასუხს აგებს ცოდვისთვის. ბედისწერის რწმენა (აშჰადათ ულ-ყადერ) ისლამის რწმენის 6-იდან ერთ-ერთია და ის უცილობლივ მოეთხოვება ყველა მუსლიმს.

ნაწყვეტი წიგნიდან "ისლამის რწმენის საფუძვლები", ფიქრი იავუზი, ბათუმი, 2001 წ., გვ. 29-30:
ამქვეყნად ყველა ხილული და უხილავი მოვლენა, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, უდიდესი ღვთის მიერაა ცნობილი და განსაზღვრული. ამას ბედისწერა ჰქვია.

ბედისწერა (ყადერი) ზომასა და ანგარიშს ნიშნავს. სამყაროში სხვადასხვა ნივთიერებათა და მოვლენების უცვლელ სისტემატიურ კანონზომიერებას, პრინციპებს ბედისწერას ვეძახით.

თავიდან განსაზღვრული მოვლენები დროულად და ბედისწერის შესაბამისად ხორციელდება. ამას შემთხვევა (ყაზა) ჰქვია. ბედისწერა დასახული მიზანია, შემთხვევა კი ამ მიზნის უნაკლოდ განხორციელება.

სინამდვილეში შემთხვევის და ბედისწერის დაჯერება ღვთის დაჯერების შედეგია. ვისაც სჯერა, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ყველაფრის ძალა შესწევს, ეჭვგარეშეა, რომ მას შემთხვევისა და ბედისწერისაც სჯერა.

ისლამის მიხედვით ბედისწერის გვჯერა, მაგრამ ჩადენილი არასწორი ქმედებებისა და ცოდვების საბაბად ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება. მუსლიმანი მოვალეა რომ ღვთის ბრძანებებს ასრულებდეს და არამი საქმეებიდან შორს იყოს. ღვთის ბრძანებების შესრულებისა და არამი საქმეებიდან თავის მოსარიდებლად საკმარისი ჭკუისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანმა რაიმე შემთხვევების დროს არ შეიძლება თქვას “რა ვქნათ ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” და თავისი დანაშაული ბედისწერას ან ღმერთს მიაწეროს, ეს დიდი ცოდვაა

მიწისძვრის, ხანძრის, მეწყერისა და მსგავს სტიქიურ უბედურებებზე, (რისი ძალა არ შეგწევს) “ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” თქმა შესაძლებელია. უფრო მეტიც ასე დაფიქრება და დაჯერება უფრო სწორია. სიკვდილის შესახებაც იგივეს ვამბობთ. ვინც მთელი ძალითა და ენერგიით იმუშავებს, მაგრამ მაინც მიზანს ვერ მიაღწევს “ბედისწერა ასეთი ყოფილაო” შეუძლია თქვას. მაგრამ ვინც არამს არ ერიდება და ფარძ ღიბაადეთებს არ ასრულებს, ან კიდევ თავის მოვალეობებს არ ასრულებს, ბედისწერისთვის დაბრალება არ შეიძლება, თუ დააბრალებს ცოდვილი გახდება, ვინაიდან განხორციელებაზე და ახდენაზე ბედისწერის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. ამ მხრივ ბედისწერა საიდუმლოებას წარმოადგენს, მას “საიდუმლო ბედისწერასაც” უწოდებენ. მოხდენამდე რაიმეს საბაბად ჩვენთვის უცნობი ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება.

დიდი ღმერთი ბედისწერის და შემთხვევის დაჯერებას მოგვიწოდებს. მაგრამ ამავე დროს მუშაობას, ღვითმსახურებას, საკუთარი მოვალეობების შესრულებას გვიბრძანებს, არამისა და ცოდვების ჩადენას გვიკრძალავს. ყოველთვის საბაბად ბედისწერის გამოყენება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ღვთის ბრძანებებსა და აკრძალვებს (არამებს) არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. ისლამი თავის თავს შეეწინააღმდეგებოდა.

მუშაობის, სიფრთხილისა და სხვადასხვა ხერხის გამოყენების გათვალისწინებით ბედისწერის დაჯერება ადამიანს მოსვენებასა და ნდობას მისცემს. მას სხვადასხვა უმნიშვნელო ეჭვებისაგან, აბდაუბდა ფიქრებისაგან გადაარჩენს. ამიტომ ბედისწერის დაჯერება საჭირო, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ძნელ მდგომარეობაში ადამიანს ძალას მისცემს და დაღუპვისაგან გადაარჩენს, ძალისა და სიცოცხლის წყარო გახდება.

ვინც სამომავლო გეგმებს ისახავს, უსარგებლო ეჭვიანობისაგან გადარჩენისათვის ბედისწერის დაჯერება სჭირდება და მასში შვებას პოულობს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 26 2008, 06:06 PM
პოსტი #3


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Genesis
ციტატა
ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?!

ჩევენი მომავლის ცნობილობა (განსაზღვრულობა) ბედისწერის არსებობას არ ნიშნავს. ადამიანი თავისუფალი ნებით მოქმედებს, უბრალოდ ღმერთმა იცის მისი ნება და შესაბამისად მომავალიც. ეს ბედისწერაა არ ნიშნავს.

ქრისტეანული მსოფლმხედველობა კატეგორიულად გამორიცხავს ბედისწერის არსებობას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 26 2008, 10:12 PM
პოსტი #4


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



კანონისტი
გიორგი


არააქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას...


ფაქტი ისაა რომ თითოეული არჩევანს რომელსაც ჩემი ნებით მოვიმოქმედემ ვიღაცამ წინასწარ იცის... ეს კიდე საკმარისია იმ განმარტებისტვის რასაც ბედისწერა ქვია...

ანუ ფაქტი ასე ჟღერს... კაენი მაინც მოკლავდა თავის ძმას, რადგან იცოდა უფალმა რომ მიუხედავად თავისი რჩევისა განზრახულს აისრულებდა... smile.gif


ადამი შეჭამდა იმ ნაყოფს რომელიც უფალმა აუკრძანა... რადგან უფალმა იცოდა ადამის არჩევანი წინასწარ...



და ასე შეიძლება ყველაზე ითქვას...
ბედისწერა არის_ გარემოს + საკუთარი გადაწყვეტილება... ვისთვისაც გარემო სრულადაა ცნობილი და ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის ამ ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი ცნობილია... ანუ 2+2=4



რაც არ უნდა დემაგოგოიით გაბეროს მორწმუნე ადამიანმა ამის არსებობა, საბოლოო პასუხი ის იქნება რომ უკვე ცნობილია ვიღაცისთვის ჩვენი ცხოვრება...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Feb 26 2008, 11:42 PM
პოსტი #5


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



თუ ბედისწერა არსებობს და ადამიანის "ბედი" წინასწარ არის ცნობილი, მაშინ რა აზრი აქვს ცოდვებთან ბრძოლას? ბედისწერის არსებობა ამ შემთხვევაში ხომ იმასაც შეიცვს რომ უკვე გადაწყვეტილია ჩვენ ვცხონდებით თუ არა ... ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, ასე ხომ ადამიანის "ის" თავისუფალი ნება ილახება , რაც "უფალმა მისცა"...

პ.ს.
იმედი მაქვს რომ გასაგებად დავწერე, უბრალოდ მაინტერესებს ამაზე პასუხი...


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 27 2008, 12:08 AM
პოსტი #6


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(სერგი @ Feb 26 2008, 10:42 PM) *

თუ ბედისწერა არსებობს და ადამიანის "ბედი" წინასწარ არის ცნობილი, მაშინ რა აზრი აქვს ცოდვებთან ბრძოლას? ბედისწერის არსებობა ამ შემთხვევაში ხომ იმასაც შეიცვს რომ უკვე გადაწყვეტილია ჩვენ ვცხონდებით თუ არა ... ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, ასე ხომ ადამიანის "ის" თავისუფალი ნება ილახება , რაც "უფალმა მისცა"...

პ.ს.
იმედი მაქვს რომ გასაგებად დავწერე, უბრალოდ მაინტერესებს ამაზე პასუხი...


მატრიცაში ერთი მომენტია თუ გახსოვთ, ორაკულთან რომ შევა და რომ ეტყვის ისქალი ვაზისთვის ნუ იღელვებო, ესეც შემობრუნდება რომელი ვაზაო და ამ შემობრუნებისას კიდეც შემოატყდება...

ორაკული ამბობს საქმე იმაშია გატეხავდი თუ არა ამ ვაზას მე რომ არ მეთქვაო?

თუ ვინმემ 100% იცის რას მოიმოქმედებ იქიდან გამომდინარე რა იცის გარემო პირობები და შენი რეაქცია ე.ი. შენ ამას მოიმოქმედებ 100%ში... ანუ გზა რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების მანძილზე ბუნებაში ცნობილია, მანამდე სანამ ის ამას გაივლის, მთელი თავისი შესართავ გადახვევებით...

ამის არ აღიარება და სხვაგვარად გაფიქრებაც კი გათანაბრებულია ანათემას გადაცემასთან.... მე5 მსოFლიო საეკლესიო კრების მიხედვით...

ანუ თუ ვინმე ამბობს ბედისწერა არ არსებობსო, ამასთანავე არ უნდა ფიქრობდეს იმასაც რომ მისი გზა თუ რას მოიმოქმედებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი არ არის ცნობილი უფლისათვის წინასწარ... თორე რჯულის წყევლას იმსახურებს unsure.gif



პ.ს. ეს დასკვნა მხოლოდ მე გამოვიტანე და არანაირ წმ. მამების ნათქვამს არ ეყრდნობა, ასერომ გაუაზრებლად ნუ ინერვიულებთ, დიდი შანსია რომ ვცდები... huh.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 27 2008, 12:10 AM
პოსტი #7


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



დავიბენი ეხლა user.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Feb 27 2008, 12:46 AM
პოსტი #8


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



საერთოდ მატრიცა არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მე მჯერავს იმის რომ ადამიანი თავისი ცხოვრებით აწმყოთი ქმნის თავის ბედს თავისი ქმედებით მოიწევს ის განსაცდელსაც და ღვთის მადლსაც, მაგრამ ის რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია მიუღებელია, იმიტომ რომ აზრი ეკარგებ ყოველივეს... მაშინ რატომ ვამბობთ აღსარებას ? რატომ ვეზიარებით? რატომ ვცდილობთ გმოსწორებას თუ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ? ეს არ მესმის...


ეხლა ვცდილობ მოვიძიო რაიმე ლიტერატურა ამ თემასთან დაკავშირებით, გაუნათლებელი ადამნიანი ვარ და ცოდტა არ იყოს დავიბენი


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 27 2008, 01:00 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



თუკი ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და არსებობს ბედისწერა და ყველა ადამიანის მოქმედება წინასწარ განსაზღვრულია ყველაფერს აზრი ეკარგება, საერთოდ სამყაროს ისეთად შექმნას როგორიც არსებობს.
მაშინ არ მისცემდა ღმერთი ადამიანს თავისუფალ ნებას.
ღმერთმა იცის ადამიანი რაფე ფიქრობს, ადამიანს უამრავი ფიქრი აწუხებს სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ფიქრებია მისთვის ცნობილი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ადამიანის ნებაზე დამოკიდებული, ხოლო ადამიანის ნება გარკვეულად შეზღუდულია იმ შესაძლებლობებით რაც ადამიანს გააჩნია.
შესაძლებელია ამ ეტაპზე ვიფიქროთ, ანუ განვითარების რა დონეზეც ვიმყოფებით რომ ღმერთისთვის ცნობილია ყველა მოქმედების ის ვარიანტი რომლის ჩადენაც ჩვენ შეგვიძლია. ხოლო თუ რა მოქმედებას ჩავიდნეთ ანუ რა არჩევანს გავეკეთებთ ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
წარმოიდგინე რომ მაქვს პირობითად 4 გზა საითკენაც შემიძლია წავიდე. თუ მარცხნივ წავალ კისერს მოვიტეხავ, თუკი მარჯვნივ კისერს ვიღრძობ wink.gif თუკი პირდაპირ ხიფათს ავცდები, თუკი უკან წავალ დიდი ხეირი მექნება, აი ამ ოთხივე გზაზე თუ რა მომელის ეს იცის ღმერთმა, მაგრამ საით წავალ აი ამის არჩევის უფლებას მაძლევს ღმერთი.
ღვთის ნებისა და ადამიანის თავისუფალი ნების შეთავსება ხდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Feb 27 2008, 01:26 AM
პოსტი #10


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



მადლობთ ძალიან კარგი მსჯელობაა... რაგაც ცავიკითხე და შევეცდები მალე დავდო ...

თავისუფალი ნება
ეკლესიური გაგებით ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორს თუ მცდარს, საითკენ გადავიხრებით, ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევისკენ, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.

ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს ხალხში საკმარისად გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, როდის ავად გახდები, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობი თუ ღვთისნიერად იცხოვრებ, რა პროფესიას აირჩევ, ახალგაზრდა წახვალ იმქვეყნად - ტრაგიკულად აღესრულები თუ არა. ასეთუ მსჯელობა ერთი შეხედვით გასაგები და ლოგიკურია, თითქოს რაც ზეცაში სურთ, ის იქნება, ჩვენ განა რა შეგვიძლია, ვის რას შევაცვლევინებთ, ამიტომაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებას მრავლად ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს კალვინს, რომელიც გამოეყო რა კათოლიკურ სარწმუნოებას, თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანზრახულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობებისა. ამით ცნობილნი არიან სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებიც, ფეხმოკიდებულია ამგვარი აზრი უბრალო, რელიგიისგან შორს მდგომ ხალხშიც, არც თუ იშვიათად გაიგონებ, რომ ბედისწერას ვერ წაუხვალ. ალბათ ცხოვრების რაღაც წუთებში ეკლესიურად მაცხოვრებლებსაც გაჰკრავთ ასეთი აზრი, რომელიც ერთგვარად ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება საკუთარი ცხოვრება.
დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი წერს: „თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“



დავით ციცქიშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი
„მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“

საიტიდან: http://orthodoxy.wanex.net

პ.ს

ეს მხოლოდ ის მონაკვეთია რისი გადაკითხვაც მოვასწარი გაგრძელება შემდეგში იყოს.. აქ ნათლად ჩანს რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე. და "უკვე გადაწყვეტილი" არაფერი არაა


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 27 2008, 03:41 AM
პოსტი #11


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



აქ ადამიანის ტავისუფალ ნებაზე კიარარის საუბარი smile.gif


აქ არის საუბარი იმის შესახებ იცის თუ არა უფალმა წინასწარ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თავისუფალ ნებას მთელი ცხოვრების მანძილზე...

თუ იცის ე.ი. არჩევანს ჩვენ გვგონია რომ ვაკეთებთ, სინამდვილეში არჩევანი კიარადა, ჩვენში ჩადებულ ინფორმაციას მივუყვებით...


დაანებეთ თავი იმას ეს ცხოვრებას აზრს უკარგავს თუ არა... უბრალოდ მაინტერესებს არის თუ არა რაც დავწერე ეგ ლოგიკური?




--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Feb 27 2008, 03:52 AM
პოსტი #12


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



ციტატა
თუ იცის ე.ი. არჩევანს ჩვენ გვგონია რომ ვაკეთებთ, სინამდვილეში არჩევანი კიარადა, ჩვენში ჩადებულ ინფორმაციას მივუყვებით


ზუსტად ეს შენი სიტყვები ეწინააღმდეგება, იმას რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება... და როგორ გინდა გითხრათ რომ ლოგიკურად მსჯელობ?


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 27 2008, 12:01 PM
პოსტი #13


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



საინტერესო თემაა.

ისე, თუ დავუშვებთ რომ ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი, მართლაც აზრი ეკარგება ცხოვრებას და საერთოდ ყველაფერს.

წინასწარდადგენილსა და წინასწარგანზრახულს შორის კიდევ რა განსხვავებაა ვერ გავიგე.

ადამიანისთვის თავისუფალი ნების არსებობა მგონი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბედისწერისა და წინასწარდადგენილობის იდეას.

ერთი ბანალური მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. და ამ დანაშაულის ჩადენა ამ ადამიანის მიერ წინასწარ დადგენილი (თუ განზრახული) იყო. გამოდის, რომ ამ ადამიანს ეს დანაშაული რომ არ ჩაედინა, ბედისწერა იცვლებოდა? ანუ ეს ღმერთის ნების საწიინააღმდეგო იქნებოდა? ასეიგი ამ ადამიანს დანაშაული აუცილებლად უნდა ჩაედინა... mellow.gif

რამდენადაც გავიგე აქ ორი ვარიანტია:
1) უფალს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი ყველაფერი;
2) უფალს წინასწარ კი არ აქვს ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველივე, არამედ თავისუფალ ნებას გვაძლევს, მაგრამ წინასწარ იცის, როგორ გამოვიყენებთ ამ თავისუფალ ნებას.
რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არავითარი!

შემზარავიც კია იმის გაფიქრება, რომ ყველაფერი წინასწარაა დადგენილი. მაშინ რატომ ვიღწვით, ვშრომობთ და გაგვაჩნია გარკვეული მიზნები? ააა, გასაგებია, ეს ჩვენი შრომა, მოღვაწეობა და ძალისხმევაც წინასწარაა დადგენილი ხო?

კაი მაშინ სხვაგვარად მოვიქცევი, მაგრამ მაშინ ისე გამოვა, რომ ის სხვაგვარი მოქცევაც წინასწარაა დადგენილი.

აბსურდამდე დადის ეს ყველაფერი.

ბოლოსდაბოლოს რა უნდა გავაკეთო, რომ არავინ არ დამაყვედროს, ეს წინასწარ იყო დადგენილი და შენ არაფერ შუაში არ ხარო? biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 27 2008, 12:08 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Genesis
ციტატა
არააქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას...


ფაქტი ისაა რომ თითოეული არჩევანს რომელსაც ჩემი ნებით მოვიმოქმედემ ვიღაცამ წინასწარ იცის... ეს კიდე საკმარისია იმ განმარტებისტვის რასაც ბედისწერა ქვია...

ანუ ფაქტი ასე ჟღერს... კაენი მაინც მოკლავდა თავის ძმას, რადგან იცოდა უფალმა რომ მიუხედავად თავისი რჩევისა განზრახულს აისრულებდა...


ადამი შეჭამდა იმ ნაყოფს რომელიც უფალმა აუკრძანა... რადგან უფალმა იცოდა ადამის არჩევანი წინასწარ...


სახელში არ არის საქმე, ჩემო მეგობარი, და მთავარი ეგაა

საქმე არსობრივ სხვაობაშია. შენ როდესაც აკეთებ საქმეს, ხარ აბსოლუტურად თავისუფალი შენ ქმედებაში, შეგიძლია აკეთო ან არ აკეთო, შეგიძლია შეცვალო რაიმე შენ ცხოვრებაში, ან არ შეცვალო, შეგიძლია მადლიანი საქმე აკეთო, ან ცოდვა ჩაიდინო. ვიღაცამ იცის თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?

უფლის მიერ შენი ქმედების წინასწარი ჭვრეტა არანაირად არ გზღუდავს შენ შენს ქმედებაში. ამიტომ სხვაობა მხოლოდ ბედისწერის დარქმევა-არდარქმევაში არაა. სხვაობის მთავარი არსი ისაა, რომ შენ ბედისწერის დაშვების შემთხვევაში იცი, რომ როდესაც ცუდი მოხდება, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, მას ვერ აიცილებდი თავიდან. ამისთვის მოგიყვანე ციტატა ისლამის სწავლებიდან, რომ მათ რწმენაში ბედისწერას სხვა გაგება და მნიშვნელობა აქვს

ქრისტე გვასწავლის, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და ჩვენი ცხოვრების წინასწარი "დაწერილი" ვარიანტი არ არსებობს.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 27 2008, 01:00 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(Ismail @ Feb 27 2008, 12:01 PM) *


რამდენადაც გავიგე აქ ორი ვარიანტია:
1) უფალს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი ყველაფერი;
2) უფალს წინასწარ კი არ აქვს ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველივე, არამედ თავისუფალ ნებას გვაძლევს, მაგრამ წინასწარ იცის, როგორ გამოვიყენებთ ამ თავისუფალ ნებას.
რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არავითარი!


ადამიანის შესაძლებლობები არაა განუსაზღვრელი, ღმერთმა იცის მის მიერ შექმნილ არსებას რისი უნარი შესწევს და ეს ცოდნა რითი ზღუდავს ადამიანის ნებას?
ანუ იმას შორის რომ მე არ მაქვს არჩევანი და მაქვს არჩევანი ამას შორის დიდი განსხვავებაა, მე შემიძლია წავიდე მარჯვნივ ან მარცხნივ, ბედისწერის მიხედვით მხოლოდ მარცხნივ შემიძლია წასვლა, მაგრამ თუკი თავისუფალი ნება მაქვს ვაკეთებ არჩევანს და მე თვითონ ვირჩევ ჩემს გზას, მაგრამ ღმერთმა იცის ის რომ თუკი მე რომელიმე გზას ავირჩევ რა მდგომარებოაში ვიქნები და ეს ძალიან მარტივად გასაგებია, თუ გახურებულ უთოს ხელს დავადებ ხელი დამეწვება, ეს იცის ღმერთმა smile.gif
ანუ თუკი ცხელ უთოს ხელს ვადებ ხელი მეწვება ყველა შემთხვევაში, მაგრამ დავადებ თუ არა ამ უთოს ხელს ეს ჩემზეა დამოკიდებული ხოლო ის რომ თუკი ხელი დავადე და სხეული დავიზიანე ეს იცის ღმერთმა, ამით რითი იზღუდება ჩემი თავისუფალი ნება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 27 2008, 01:09 PM
პოსტი #16


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(კანონისტი @ Feb 27 2008, 11:08 AM) *

Genesis


1)შეგიძლია შეცვალო რაიმე შენ ცხოვრებაში, ან არ შეცვალო, შეგიძლია მადლიანი საქმე აკეთო, ან ცოდვა ჩაიდინო. ვიღაცამ იცის თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?

სხვაობის მთავარი არსი ისაა, რომ შენ ბედისწერის დაშვების შემთხვევაში იცი, რომ როდესაც ცუდი მოხდება, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, მას ვერ აიცილებდი თავიდან.



გატყობ გიფიარია ამ საკითხზე... მაგრამ იმისთვის რომ ერესში არ გადახვიდე ჩემსავიტ ზედაპირულად უდგები და მარტივი განმარტებით შემოიფარგლები.. tongue.gif


1)ვიღაცამ თუ იცის რას მოიმოქმედებ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... ნაწინასწარმეტყველევი იყო რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრობოდა... ხოდა ეს არ გამორიცხავს ქრისტეს თავისუფალ ნებას... მან რამოდენიმეჯერ დააყენა არჩევნის წინაშე საკუთარი თავი... (ჩანს როცა პეტრეს უთხრა, გამცილდი სატანავო... და როცა გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა...) თუმცა მისი თავისუფალ ნებასთან ერთად არსებობს პარალერულად წინასწარმეტყველება, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა გზას აირჩევს ქრისტე, ცა და დედამიწა გადავლენ და ეს წინასწარმეტყველება კიდე არ გადავა ვიდრე არ აღსრულდება თავიდან ბოლომდე...


2)მუსლმანებში ისე გამოდის თითქოს ბედისწერა მართავს ადამიანებს როგორც ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს... არადა არასწორი გაგებაა... მე ვიტყოდი რომ ჩემი განმარტების ბედისწერა გავს საკუთარი ნებიტ მოძრავი ფიგურების ჩანაწერს... თუ მე გამაჩნია ეს ჩანაწერი... ვიცი რომ ოფიცერი D4 დან A2 ზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს... და სხვანაირად არ მოხდება...


პ.ს. ბევრი წერს რომ ამ შემტხვევაში ცხოვრება აზრს კარგავს (ძირითადად ფინალს გულისხმობენ... ანუ ტუ წინასწარ იცის ღმერთმა სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში ცხოვრებას რა აზრიაქვსო...)

მინდა ვთქვა რომ ცხოვრება აზრს არ კარგავს ამის აღიარებით... საქმე იმაშია რომ ჩვენთვის არაა ცნობილი თუ რა იცის ღმერთმა... ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელსაც საკუთარი ნებიტ და გარემოს გადაწყვეტილებით მივიღებთ უკვე ცნობილია უფლისთვის და ვისურვებდი ჩემტვის და თქვენტვის საუკეთესო ფინალს smile.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 27 2008, 01:18 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
1) უფალს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი ყველაფერი;
2) უფალს წინასწარ კი არ აქვს ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველივე, არამედ თავისუფალ ნებას გვაძლევს, მაგრამ წინასწარ იცის, როგორ გამოვიყენებთ ამ თავისუფალ ნებას.
რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არავითარი!


Genesis
ციტატა
იმისთვის რომ ერესში არ გადახვიდე ჩემსავიტ ზედაპირულად უდგები და მარტივი განმარტებით შემოიფარგლები..

მე თეოლოგი არ ვარ და ცოტა მიჭირს, ესაა მიზეზი მხოლოდ

ორივეს გიპასუხებთ. სხვაობა არის უდიდესი

წინასწარ გადაწყვეტილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჭადრაკის მაგალითი რომ მოიყვანე, კი, მართალი ხარ, კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება ოფიცერს არ აქვს სხვა სვლა, მაგრამ იმ სვლამდე ხომ მივიდა პარტია? თამაში არ მიიყვანე იქამდე? ეგრე უფალი კი არა, ჩვენც შეიძლება მივხვდეთ, როდესაც გამოუცდელი მეგობარი ისეთ რამეს აკეთებს რაც არ იცის და ჩვენ ვიცით smile.gif ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვუსაზღვრავთ რამეს?

ბედისწერა არ არსებობს. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რა მოხდება, განსაკუთრებით - ცხონების ნაწილში. ამიტომ, წინასწარ ცოდნა უფლის მიერ ამისა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმემ რამე წინასწარ განგვისაზღვრა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 27 2008, 01:32 PM
პოსტი #18


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(კანონისტი @ Feb 27 2008, 12:18 PM) *

წინასწარ ცოდნა უფლის მიერ ამისა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმემ რამე წინასწარ განგვისაზღვრა.


ეს იმას ნიშნავს რომ გარემოებამ და სკუტარმა თავმა ერთობლივად განსაზრვრეს ყველაფერი...

მე რომ ახლა შენი ცხოვრების ჩანაწერი მანახონ, ხომ მეცოდინება გარკვეულ მომენტში რა გელის და რა გადაწყვეტილებას მიიღებ...მაგალითად შოთის პურს შეჭამ და ქვამარილი შეგხვდება, ამ ქვა მარილს გადააგდებ და ჭამას გააგრძელებ...

თუ ამ ჩანაწერს მომცემს წინასწარ ვინმე.... მე ვიცი რომ შენ აუცილებლად ამ მოქმედების დინებას მიყვები და შანსი არაა სხვა გადაწყვეტილება მიიღო... ანუ შოთის პურის ნაცვლად ლავაში იყიდო და და ქვამარილის ნაცვლად მოთუშული ხოჭო შეგხვდეს... laugh.gif


ხოდა წინასწარ ცოდნასაც აქვს თავისი მნიშვნელობა


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 27 2008, 01:39 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Genesis
ციტატა
მე ვიცი რომ შენ აუცილებლად ამ მოქმედების დინებას მიყვები და შანსი არაა სხვა გადაწყვეტილება მიიღო...

მაშ არაორდინალური გადაწყვეტილება რაა? smile.gif

კარგი, ასე თუ ისე შეიძლება მიხვდე, მსგავს სიტუაციაში რას ვიზამ, მაგრამ ისეთში, როგორიც არ მქონია ჯერ?

და მთავარი, ის რომ იცი, არაფერს ნიშნავს დიდს, თუნდაც ისიც იცოდე, ჩემი არაორდინალური გადაწყვეტილება როგორი იქნება, რადგან მე ჩემით ვწყვეტ მას

ჩვენ არ ავცდეთ საუბრის თემას. თემა ეხება ბედისწერას, რომელსაც ქრისტიანობა უარყოფს. წინასწარ ცოდნა ბედიწერა არაა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Feb 27 2008, 01:43 PM
პოსტი #20


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(კანონისტი @ Feb 27 2008, 12:39 PM) *

წინასწარ ცოდნა ბედიწერა არაა




ნეტა რამდენი დაეთანხმება ამ Fრაზას? rolleyes.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი