IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე
KAIROS
პოსტი Feb 23 2007, 09:20 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



"ჰე, მოვედ უფალო"

"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ...

...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში...

და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?...

ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 12:01 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სრულებით გეთანხმები კაიროს, კეთილო.... ყველა დროის გამოცდილება გვეუბნება რომ სახარებისეული უწყება, დროის არ ცოდნის შესახებ, არ შეიძლება გადავლახოთ smile.gif

მაგრამ იქმნება ერთი არც ისე პატარა პრობლემა XIX-XX საუკუნის ზოგიერთი წმინდანი, აპოკალიფსის დასასრულს არც ისე შორეულად მიიჩნევს... ჩემი აზრით, აზრთა სხვადასხვაობას სწორედ ეს იწვევს....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 24 2007, 01:06 AM
პოსტი #3


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
ციტატა
მაგრამ იქმნება ერთი არც ისე პატარა პრობლემა XIX-XX საუკუნის ზოგიერთი წმინდანი, აპოკალიფსის დასასრულს არც ისე შორეულად მიიჩნევს... ჩემი აზრით, აზრთა სხვადასხვაობას სწორედ ეს იწვევს....

სწორედ მასე ახლოს მიიჩნევდნენ მამები შორეულ წარსულშიც.
ვფიქრობ აქ სხვა რამეშია საქმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 01:07 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სწორედ მასე ახლოს მიიჩნევდნენ მამები შორეულ წარსულშიც.
ვფიქრობ აქ სხვა რამეშია საქმე.


გეთანმები....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 01:22 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ვინც თარიღებს ასახელებდა იყვნენ იეღოველები და სხვა სექტები თორემ ქრისტიანი თუა ეცოდინება რომ ზუსტ თარიღს ვერ იტყოდა.http://www.orthodoxy.ge/tserili/sakhareba/mate/22-28.htm
უფალი აქ მათეს სახარების 24 თავში ამბობს ბოლო ჟამზე და იმ მოვლენებს რომლებიც მოხდება დამერე გვაფრთხილებს
32. ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე მისი რტო დარბილდება და ფოთლები გამოვა, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული.

33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ ახლოს არის, კარებთან.

34. ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება.

35. ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა

და კიდე გვაფრთხილებს
.43. ხოლო ეს იცოდეთ: რომ სცოდნოდა სახლის პატრონს, რომელ სახმილავზე მოვიდოდა ქურდი, იფხიზლებდა და არ დაუშვებდა თავისი სახლის მოთხრას.

44. ამიტომ თქვენც იყავით მზად, რადგან რა დროსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა

და ბოლოში კიდე გვაფრთხილებს უფალი
13. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა
ამიტომ ის მოლოდინი რომელიც წმინდა მამებს ჰქონდათ უფალი მოგვიწოდებს.
რაც შეეხება ნიშნებს და მოვლენებს ასევე ისინი დეტალურად აღწერილია აპოკალიფსში,ასევე დანიელ წინასწარმეტყველის მიერ,და სხვა წინასწარმეტყველების ზუსტად არ მახსოვს თავების მიხედვით ძველ აღთქმას რომ ვკითხულობდი ბევრ ასეთ მონაკვეთებს წავაწყდი.
ასევე საწყისი საუკუნეების მამებს იოანე ოქროპირი დააშ(თარიღებზე არ ვიძახი არამედ იმ პერიოდის ზოგადი დახასსიათება.
და როგორც მნათემ აღნიშნა მე19 20 საუკუნის წმინდა მამები უფრო დეტალებში მაგ სერაფიმ საროველი,სერაფიმ ვირიცელი,მამა პაისი,მამაგაბრიელი,და სხვა მამები.
ამიტომ მოლოდინი მუდმივად უნდა გვქონდეს,ამ საკითხებშიც კარგად უნდა ვიყოთ გათვითცნობიერებული და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს დაკვირვებით ვადევნოთ თვალი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 24 2007, 01:30 AM
პოსტი #6


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



QUOTE
მაგრამ იქმნება ერთი არც ისე პატარა პრობლემა XIX-XX საუკუნის ზოგიერთი წმინდანი, აპოკალიფსის დასასრულს არც ისე შორეულად მიიჩნევს... ჩემი აზრით, აზრთა სხვადასხვაობას სწორედ ეს იწვევს....


ამ დროის მოღვაწეებიდან ვინც აპოკალიფსზე საუბრობდა ჯერ ჯერობით არცერთი წმინდანად არაა შერაცხული wink.gif

ექსტომაიანს დღეს მრევლში უფრო იწვევს ის ლიტერატურა რაც ვრცელდება..
საეკლესიო მაღაზიები სავსეა დოკუმენტური ფილმებითა და წიგნებით აპოკლიფსის შესახებ...

მაგრამ დამერწმუნეტ რომ არა ესა დღეს ეკლესიას ამდენი მრევლი არ ყოლლებოდა.... ძალიან ბევრი მოდის ეკლესიაში იმის გამო რომ ეშინია მეორედ მოსვლისა wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 24 2007, 01:30 AM
პოსტი #7


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



solomony
ციტატა
კარგად უნდა ვიყოთ გათვითცნობიერებული და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს დაკვირვებით ვადევნოთ თვალი.

ამაზე რა მოგახსენო
კურიერს ვუყუროთ? თუ სიენენს? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 02:11 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
ამაზე რა მოგახსენო
კურიერს ვუყუროთ? თუ სიენენს?

ამ საკითხში კარგად ვარ გათვითცნობიერებული ჩემთავზე არ ვიტყვი.უნდა ვიცოდეთ ის წინასწარმეტყველები ნიშნები (დამახსოვრებული გვქონდეს უბრალოდ)ასევე მამებს კარგად აქვთ დახასიათებული თუ როგორი იქნება იმდროინდელი საზოგადოება.მოლოდინი სიფხიზლე ყოველთვის უნდა გვქონდეს და რახან 1,2 5,დააშ მამების მოლოდინი არ გამართლდა ამიტომ ისინი რამეში შესცდნენ არამედ მოლოდინზე და სიფხიზლეზე უფალი 3ჯერ გვეუბნება დამოგვიწოდებს.(არ ვგულისხმობ ისეთ გამოვლინებებს რუსეთში ორმოები რომ ამოთხარეს და კარტოფილები მოიმარაგეს და აშ.)
სიენენს კი არ ვუყუროთ არამედ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ მოვლენებს ასევე მსოფლიო საზოგადოების სულიერი დონის ცვალებადობები.ისე კი იმ დროს ისეთი რამეები მოხდება რომ ცოტა თუ გონება გიჭრის მიხვდები რომ ახლოაჟამი.კარგია აპოკალიფსაც თუ გავიგებთ ნელნელა წმინდა მამების დახმარებით.
ბოლოს ვიტყვი ჩვენთან მიმართებაში დაუჯეროთ პატრიარქ იგი ბევრ საინტერერსოს ამბობს ხოლმე ამ თემაზე თავის ქადაგებებში.

თავიდან ამ საკითხს რომ ვეცნობოდი და რომ ვიფიქრე შეიძლება მოვსწრებოდი ამ ყველაფერს სამდურავები დავიწყე უფალზე რატომ შემქნა ამ დროს ცოტა ადრე რომ დავბადებულიყავი უფრო კარგი არ იქნებოდა წმინდანებს ეშინოდათ და მე რაღა უნდა ვქნა.მაგრამ მერე კარგად რომ დავფიქრდი და ახლაც ასე ვფიქრობ იყოს ნება ღვთისა როგორც ენებოს ისე წარმართოს ჩემი ცხოვრება მე კი მუდამ უნდა ვმადლობდე და ვადიდებდე უფალს მიუხედავად ყოველივე ჩემზე მოწევნული განსაცდელისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 02:21 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



solomony

კაიროსმა დაწერა, ეს დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის იყოო smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 02:42 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
კაიროსმა დაწერა, ეს დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის იყოო

ზოგი ნიშნები იყო მაგრამ ზოგი არ იყო მაგ 3მსოფ.ომი,გლობალური კატაკლიზმები,ამინდი ფლორა და ფაუნა გადაგვარების პირას რომაა,კომეტის ჩამოვარდნა,ელია წინ.და ენოქის გამოჩენა, მსოფლიოს გაერთიანება დაემატა ახალი ნიშნები ათონის მთის ჩაძირვა ,ომარის მეჩეთის დანგრევა და იქ ებრაული ტაძრის აშენება და აშ კიდე რამდენი გავაგრძელო.
მოლოდინი და სიფხიზლე კი უნდა ყოფილიყო არის და და მომავალშიც უნდა იყოს ამაზე უფალი მოგვიწოდებს 3ჯერ მათეს 24 თავში.როგორც ზევით უკვე დავწერე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 02:58 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ზოგი ნიშნები იყო მაგრამ ზოგი არ იყო მაგ 3მსოფ.ომი,გლობალური კატაკლიზმები,ამინდი ფლორა და ფაუნა გადაგვარების პირას რომაა,კომეტის ჩამოვარდნა,ელია წინ.და ენოქის გამოჩენა, მსოფლიოს გაერთიანება დაემატა ახალი ნიშნები ათონის მთის ჩაძირვა ,ომარის მეჩეთის დანგრევა და იქ ებრაული ტაძრის აშენება და აშ კიდე რამდენი გავაგრძელო.
მოლოდინი და სიფხიზლე კი უნდა ყოფილიყო არის და და მომავალშიც უნდა იყოს ამაზე უფალი მოგვიწოდებს 3ჯერ მათეს 24 თავში.როგორც ზევით უკვე დავწერე.


სოლომონ გაფიცებ, ამას რაზე დაყრდნობით მეუბნები? ისე კი რაც დრო გადის, ლოგიკურად ბოლო ჟამიც ახლოვდება.... მაგრამ ეს დროის განსაზღვრა რას გავს ვერ ვხვდები...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 24 2007, 02:59 AM
პოსტი #12


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



solomony

3 მსოფლიო ომი იყო? ილია და ენუქი აქ არიან? ათონი ჩაიძირა?

ისე, მე მაინტერესებს, 3 მსოფლიო ომი ვინ იწინასწარმეტყველა, და არის თუ არა სულიწმინდით ნაწინასწარმეტყველები თუ ადამიანური გონების ნაყოფია?

კომეტები ყოველთვის ცვიოდა biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 03:24 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მოკლედ ვისგან ვიცი მამა გაბრიელი,სერაფიმე საროველი,სერაფიმე ვირიცელი,თუ დაკონკრეტება მოგინდებათ დავაკონკრეტებ რომელი მამა რომელ ვისგან ვიცი.
კომეტის ჩამოვარდნა,გლობალური კატაკლიზმები,ფლორისა და ფაუნის განადგურება და აშ აპოკალიფსში წერია ის მომენტი წაიკითხეთ საყვირებს რომ ჩაჰბერავენ ანგელოზები და კიდე სხვაგანაც,მსოფლიო ომები დანიელ წინასწარმეტყველთან კიდე არის ნიშნები და წმინდა მამები რომლებიც ამ საკითხზე საუბრობდნენ და კარგა აღარ მახსოვს რუსულ ქრისტიანულ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში არის წმინდა მამების გამონათქვამები ბოლო ჟამზე იქ ნახეთ კიდე ბევრი მომენტებია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან მაგ მგონი სოფონია და სხვა კარგა აღარ მახსოვს.
მნათე თუ დაგაინტერესებს ინტერნეტში მოვძებნი ისე სერაფიმ ვირიცელის ცხოვრება წაიკითხე ორტოდოქსზე იქაც რფაღაცეები წერია დააშ
ციტატა
3 მსოფლიო ომი იყო? ილია და ენუქი აქ არიან? ათონი ჩაიძირა?

კი არ იყო უნდა იყოს და საუბარი იმაზეა რომ ადრეც ხომ იყო ეს ნიშნებიო რომ ელოდნენ ბოლო ჟამსო და მე ვამბობ რომ ზოგი ნიშანი იყო ომები,სულიერი დეგრადაცია მაგრამ იყო ნიშნები რომ არ იყო.მოკლედ გუჯა თავიდან წაიკითხე თემა და გაიგებ რაზეა საუბარი

http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/viritseli.htm
ეს წაიკითხე მნათე საინტერესოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 03:27 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
აპოკალიფსში წერია ის მომენტი წაიკითხეთ საყვირებს რომ ჩაჰბერავენ ანგელოზები და კიდე სხვაგანაც


სოლომონ მაგი კი წავიკითხე, მაგრამ ეგზეგეზას ვინ მიგასუნინა ის მაინტერესებს-თქვა laugh.gif

ციტატა
მოკლედ ვისგან ვიცი მამა გაბრიელი,სერაფიმე საროველი,სერაფიმე ვირიცელი,თუ დაკონკრეტება მოგინდებათ დავაკონკრეტებ რომელი მამა რომელ ვისგან ვიცი



დააკონკრეტე biggrin.gif საინტერესოა რას ამბობენ მამები...

პ.ს მამა გაბრიელი წმინდათა დასში არ ასულა, ასე რომ იერარქიულობა დავიცვათ და მისი პირველად მოხსენიებით, ნუ დავრჩდილავთ იგივე სერაფიმე საროველს smile.gif


ციტატა
ეს წაიკითხე მნათე საინტერესოა


მამა სერაფიმე ვირიცელის, ხატი გულთან ახლოს მაქვს biggrin.gif ეგ წაკითხული მაქვს, თან არაერთხელ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 03:42 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ზოგი რამ ზევით უკვე დავაკონკრეტე ისე ასეთ მსჯელობას არ ვეთანხმები დავუშვათ მამა გაბრიელი და მამა პაისთან მიმართებაში რომ რახან ეკლესიას წმინდანებად არ შეურაცხავს ესეიგი მათ აზრებს ეჭვისთვალიტ უნდა უყუროთ.ხე ნაყოფით იცნობაო.
მამა გაბრიელის გამონათქვამები აქაც არის ან მადლი გეზეა ზოგი ბიბლიოთეკაში წავიკითხე ზოგი რადიოში მოვისმინე ქადაგებებში,ზოგი გაზეთში ეწერა და ეხლა ხელთ არ მაქვს წიგნი ზუსტად რომ დავწერო და ჩემებურად არ მინდა დავამახინჯო ამიტომ თუ ხელი მიგიწვდება წიგნებზე ამ მამათა ცხოვრებისა და სხვა იქ წერია რუსულ ენაზე გიპოვი ინტერნეტში მაგრამ მგონი კარგა ვერ გაიგებ.თუ გინდა ის წაიკითხე ზევით რომ დავწერე

ციტატა
მამა სერაფიმე ვირიცელის, ხატი გულთან ახლოს მაქვს ეგ წაკითხული მაქვს, თან არაერთხელ

ჰოდა თუ წაკითხული გაქვს მანდაც წერია რაღაცეები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 04:10 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე ასეთ მსჯელობას არ ვეთანხმები დავუშვათ მამა გაბრიელი და მამა პაისთან მიმართებაში რომ რახან ეკლესიას წმინდანებად არ შეურაცხავს ესეიგი მათ აზრებს ეჭვისთვალიტ უნდა უყუროთ.ხე ნაყოფით იცნობაო.


მე ეს არ მითქვამს სოლომონ, მე მხოლოდ იერარქიულობა მოვითხოვე smile.gif ისე არ გამოგვივდეს რომ, ჯერ კიდევ დაუკანონიზირებელ ადამიანებს წმინდანების წინ ვაყენებდეთ... ისე ამის ტენდენცია უკვე შეიმჩნევა....



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 24 2007, 04:13 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1.htm
http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_4.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/chernigoveli.htm
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/21.htm
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/99.htm
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/nilos_mironmdinare.htm
http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-5.htm
ვისაც გაინტერესებთ ესენი წაიკითხეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 24 2007, 04:29 AM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მე ყველაზე მეტად იმან გამაოცა როდესაც ერთ-ერთ ფსევდომართლმადიდებლურ ჟურნალში (ერი და ბერი) ვნახე სათაური "ანტიქრისტე უკვე დასახელებულია" და ვიღაცის სახელი და გვარი sad.gif და თან ამას უცხოელი ეპისკოპოსი წერდა...ზოგი ასე უბერავს biggrin.gif

რაც შეეხება ბოლო დროის დიდი მამების წინასწარმეტყველებას ბოლო ჟამზე...არაა გამორიცხული მათი წინასწარმეტყველებები ზოგიერთი ახდეს, და მართლაც იყოს ღვთისგან, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ისინი შეცდნენ... მე პირადად მჯერა რომ ჟამი ახლო არს მე არ ვამბობ რომ ჩვენ მოვესწრებითთქო მაგრამ სახარებისეული ზოგიერთი წინასწარმეტყველებები ბოლო ჟამზე უკვე აღესრულება ჩემის აზრით...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 24 2007, 11:27 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



არ ვიცი სად წერია მაგრამ ვიცი რო წერენ მეორედ მოსვლის დროს სერაფიმე საროველი აღსდება და რუსეთს მოაქცევსო ...
ხოდა გუშინ ერთ ხატმწერი მეუბნება გაიგე სერაფიმე საროველს ხორცისშესხმა დაუწყიაო . არ ვიცი რაზე დაყრდნობით მეუბნებოდა ამას მაგრამ .........


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 24 2007, 11:41 AM
პოსტი #20


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ლილიანა
ხორცშესხამს ვერ დაიწყებს იმიტომ, რომ სერაფიმეს ნაწილები აქა იქაა განბნეული.. სრული სხეული არ არსებობს wink.gif მთელი სხეული ვერა იპოესს wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 09:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი