IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა, საუბარი ღმერთთან
მხევალი ნინო
პოსტი Dec 28 2006, 11:34 AM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი პირადი გამოცდილება, ლოცვის ძალის შესახებ. ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ რისი შეცვლა შეუძლია ჩვენს ლოცვას, ან იმისთვის, რაც გარდუვალია რა საჭიროა ლოცვა, ან რისი შეცვლა სეუძლია ამისთანა შემთხევაში ლოცვას


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2006, 11:55 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისწავლე ლოცვის აღვლენა ცხვირით სუნთქვის მეშვეობით მოკუმული ბაგით. ეს ხელოვნება არის შოლტი ხორციელებისა და ხორციელი წადილების წინააღმდეგ."

ღირსი სერაფიმე საროველი

"როგორც ვცხოვრობთ, ისე ვლოცულობთ და
როგორც ვლოცულობთ, ისე ვცხოვრობთ."

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 28 2006, 12:00 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ანუ მე არც ვცხოვრობ და არც ვლოცულობ. კიდევ ტქვით რაიმე ლოცვის ძალის შესახებ. ლოცვა უფალტან ერთობაა, მე თქვენი პირადი გამოცდილება მაინტერესებს, თუნდაც პაწია სასწაულები და აშ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2006, 12:29 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



mona nino

როცა სულიერად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და ამ დროს ვლოცულობ, საოცარი სიმშვიდე ისადგურებს ჩემს გულში. ლოცვას ჯადოსნურ სიტყვებს ვეძახი, რომელსაც ვამბობ და სურვილიც მისრულდება.. smile.gif

ჩემს ცხოვრებაში არის ხოლმე პერიოდი როდესაც სრულყოფილად ვლოცულობ, ანუ ვკითხულობ ყველა იმ ლოცვას, რისი კურთხევაც მაქვს და არის პერიოდი რაღაც რომ დამირღვევს სულიერებას და დილა-საღამოს მხოლოდ მოკლე ლოცვას ვკითხულობ.

ლოცვის ძალას უკვე ათი წელია შევიგძნობ და ის ჩემი სიმშვიდის ნავსაყუდელია.. smile.gif

არ არსებობს ვილოცო და არ ამისრულდეს სურვილი და თუკი არ მისრულდება, მერე აუცილებლად დღება დღე, როცა უფალს მადლობას ვუხდი ჩემი ლოცვა რომ არ შეისმინა.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 28 2006, 01:22 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დიდ მადლობა მარინე, ჩემთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინტერესებს თუ ყოფილა ტქვენს ცხოვრებსაში შემთხვევა, როცა თვლი, რომ უფალს შენი არ ესმის, ან პირიქით შენ არ გესმის უფალის.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2006, 01:29 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



mona nino

არა, ეგ მომენტი არასოდეს არ მქონია, უბრალოდ თუ უფალი არ ისმენს ჩემს თხოვნას, ყოველთვის ვამბობ რომ ესე იგი ასე სჯობს ჩემთვის, მოგვიანებით კი, განვითარებული მოვლენების მიხედვით, ყოველთვის ვრწმუნდები რომ უფალი მართალი იყო რომ არ ისმინა ჩემი თხოვნა.

უბრალოდ, ადამიანური გონება ბოლომდე ვერ წვდება უფლის ნებაში და ჰგონია რომ რაც მას სურს ესაა ჭეშმარიტი სურვილი. უფალი კი ჩვენს მომავალს ჭვრეტს და ამიტომ მან ყველაზე უკეთ იცის ჩვენთვის რაა სასარგებლო.

წარმოიდგინე, გაზაფხულზე წვიმა რომ მოდიოდეს, შენ კი ქოლგა არ გქონდეს შინიდან წამოღებული და უფალს თხოვო წვიმამ გადაიღოს, უფალმა შეიძლება არ ისმინოს ეს თხოვნა, რადგან ამ დროს სახნავ-სათესები ირწყვება ამ წვიმით.. smile.gif ეს უბრალო მაგალითი მოვიყვანეsmile.gif

ცხოვრებაში ძალიან მძიმე წუთები მქონია და სიკვდილი მითხოვია უფლისგან, მას რომ ეს შეესმინა დღეს ამ პასუხს ვეღარ დავწერდი.. smile.gif smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Dec 28 2006, 01:45 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(mona nino @ Dec 28 2006, 01:22 PM) *

დიდ მადლობა მარინე, ჩემთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინტერესებს თუ ყოფილა ტქვენს ცხოვრებსაში შემთხვევა, როცა თვლი, რომ უფალს შენი არ ესმის, ან პირიქით შენ არ გესმის უფალის.

ასევე ძალიან მნიშვნელონია ჩემთვის
ლოცვის დროს ხშირად უღირსობის შეგრძნება უფრო მძაფრდება ვიდრე სინანულის
ლოცვას სწავლა უნდა პირადათ მე ვცდილობ ლოცვა ღრმად და შინაგანად ვიკითხო გავიზიარო და შევიმეცნო ის სიტყვები რომლითაც შევთხოვ უფალს, შევისისლცხორცო და ჩემი სულის ენათ ვაქციო ,ჯერ ვისწავლო მათი კითხვა, გააზრება , მიღება ,შეყვარება rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guri777
პოსტი Dec 28 2006, 02:07 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 06
წევრი № 475



განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 28 2006, 02:13 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მრევლია და მორწმუნე მიყვებოდა, რომ მიწის ძვრის დროს აღარც ახსოვს საით გაიქნია ლოცვების წიგნი და გაიქცა, მე სწორედ ამას ვამბობდი, ჩვენი ლოცვა დამოკიდებულია რწმენის ხარისხზე თქო, თქვენ რას იზავდით, როგორ ფიქრობთ ტქვენი რწმენიდან გამომდინარე ასეთ შემთხვევაში, ან თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Dec 28 2006, 03:31 PM
პოსტი #10


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს! როცა გულით მილოცია, უფალს ყოველთვის შეუსმენია ჩემი. ჩემი ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში მიმიმართავს უფლისთვის რომ სწორი გზა ეჩვენებინა ჩემთვის და უფალიც ისმენდა ჩემს ლოცვებს. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ წესიერი ლიცვა მაინც ვერ ვისწავლე და ამ გაბნეულ ლოცვას რომ ისმენს უფალი, წარმოიდგინეთ რამხელა ძალა ექნება ლოცვას თუ მას სრულყოფილად აღვავლენთ! ლოცვის ბოლოს ასე ვამბობ: უფალო იყავნ ნება შენი, რამეთუ რას გთხოვ თავადაც არ ვიცი, სასარგებლო იქნება ჩემი სულისთვის თუ არა!


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Dec 28 2006, 04:03 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ლოცვას ვკითხულობ, მაგრამ ლოცვის აზრს ვერ ვწვდები, არ ვუღრმავდები, უბრალოდ ვკითხულობ... აქვს კი აზრი ასეთ ლოცვას? რა ვქნა, მინდა რომ გულით ვილოცო, მაგრამ არ გამომდის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Dec 28 2006, 05:36 PM
პოსტი #12


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ჩემ ცხოვრებაშიც არის ხოლმე ისეთი პერიოდი როცა ლოცვებს, საეკლესიო წიგნებს გულ მოდგინედ ვკითხულობ და გონებაც კი არ გამბნევია,მაგრამ ძალიან ხშირად განბნეულიც მაქვს გონებაsad.gifროდესაც დილას ავდგები წავიკითხავ ლოცვას მთელი დღე სხვანაირი ვარ მაგრამ აი თუ მარტო მოკლე ლოცვა ვთქვი მაშინ გულზე რაღაცნაირად მაწევს და მახსენებს რომ მე დღეს სრულად არ ვილოცე,როცა უფალს შევთხოვ გულით ის ყოველთვის მისრულდება და ეს მაქვს დაცდილი თუ იმ დღეს გულით ვილოცე ის დღე კარგად ჩაივლის ხოლმე.


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 28 2006, 11:22 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ლოცვისას თუ ვითხოვ რაიმეს უფლისგან ბოლოს ყოველთვის ასე ვამბობ არამედ იყოს უფალო ნებისაებრ შენისა და ნუ შეისმენ ჩემ იმ სათხოვარს რომელიც ჩემთვის საზიანოა არამედ იყოს ნებისაებრ შენისა ჩემს ცხოვრებაში უკუნითი უკუნისამდე.და თუ რაიმე სათხოვარი არ შემისრულდა ესეიგი იგი საზიანო იყო ჩემთვის.რაც შეეხება ლოცვას ხშირად გონება მებნევა ბაგეებით ვლოცულობ და გონებით სადმე დავდივარ.ამიტომ ვცდილობ ლოცვის წინ არ ვიყო ახალი ნაჭამი და ლოცვის დაწყებამდე ბოლო 10 წუთი მაინც სიმშვიდეში ვამყოფო გონება და დავივიწყო ყველა ამ ქვეყნიური საზრუნავები თუმცა ცოტა ძნელია.ზოგჯერ ლოცვისას ლოცულობ გულმოდგინებით მაგრამ არაფერი არ გამოდის რაღაცნაირად თითქოს გული გაგიქვავდა და რაღაცნაირ სიმშრალეს გრძნობ,ხან კი ისე ადვილია ლოცვა არავითარი ძალდატანება არ არის საჭირო უფრო ზიარებისა დაწირვის შემდეგ ხოლო ამ მადლს რამდენი ხანი შევინარჩუნებთ ეს ჩვენს საქციელზეა დამოკიდებული ხშირად ზიარებიბის შემდეგ მიღებულ მადლს იმ დღესვე დავკარგავთ რაც გამოწვეული იქნება სხვადასხვა ცოდვების ჩადენით ნაყროვანებით მრავლისმეტყველებით და აშ.მაგრამ როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გამოგვდიოდეს ლოცვა ფარხმალი მაინც არ უნდა დავყაროთ და ვურტყათ წერაქვი კლდეს და და როცა იქნება ეს კლდე დაიმტვრება და და დალბება.
ისე კი ვიტყვი რომ ძაან დიდი ტანჯვაა საღამოს ლოცვაზე და წირვაზე ნაჭამი დგომა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako
პოსტი Dec 28 2006, 11:53 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 22-December 06
მდებარ.: Deutschland
წევრი № 732



ჩემი აზრით მთავარია როგორი გულით ლოცულობ არათუ რამდენ ლოცვას წაიკითხავ
ციტატა
ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე.

გეთანხმები, ჩემთვის ყველაზე დიდი ძალა აქვს ლოცვას მამაო ჩვენოს, იყო შემთხვევა ჩემმა რწმენამ და მამო ჩვენომ ჩემი უახლოესი ადამიანი გადაარჩინა, თან როგორ იყო იცი არ ვიცოდი რა ხდებოდა და მთელი დღე მამაო ჩვენოს ვამბობდი და სანთელი ავანთე, ვგრძნობდი ალბათ ცუდი რამ რო ხდებოდა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მგონია რომ ჩემმა ლოცვამ გადაარჩინა


--------------------
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2006, 02:40 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა ღმერთთან შეხვედრაა, საუბარია მასთან. ლოცვა, რათქმაუნდა, ყველგან შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში მას განსაკუთრებული მადლი აქვს."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Dec 29 2006, 02:49 PM
პოსტი #16


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



mona nino
გინდ დამიჯერეთ გინდ არა, როცა რამე პრობლემა იჩენს ხოლმე თავსა და ფსალმუნებს ვკითხულობ აუსტად ის მხვდება რაც მეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

იგივე ფსალმუნების კითხვას გამოვყავარ, მხოლოდ დეპრესიიდანა.... biggrin.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 29 2006, 02:51 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დავით ივერიელი
ციტატა
იგივე ფსალმუნების კითხვას გამოვყავარ, მხოლოდ დეპრესიიდანა....

დეპრესიონერო გემართება ხოლმე? blink.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Dec 30 2006, 12:35 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



მოგესალმებით სუყველას და რაც შეეხება ამ თემას ნუ რა გითხრათ ლოცვა ყველაზე დიდი წამალია ამ ქვეყნად ხალხო და შესმენას რაც შეეხება ალბათ ადამიანმა ღმერთს გულით და სულით უნდა შესთხოვოს და ის აუცილებლად აუსრულდება და ყველაზე დიდი თხოვნა რაც უფალმა ისმინა ეს იყო ჩაბარება რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ უფლისsmile.gif ღმერთი გფარავდეთ მუდამ და გაგაძლიეროთ ყველა გაიხარეთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 30 2006, 01:09 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



რაც შეეხება ყველაზე დიდ თხოვნას რაც ამისრულდა ეს იყო რომ.ერთხელ მანქანით მივდიოდით და რამდენიმე მომენტით ადრე მივხვდი რომ ავარიაში ვხვდებოდით და ლოცვა დავიწყე.ავარიაში კი მოვყევით მაგრამ ყველა გადარცა მხოლოდ წინ მჯდომებმა მიიღეს მცირეოდენი ნაკწრი მანქანა კი კარგა დაიმტვრა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jan 4 2007, 08:08 PM
პოსტი #20


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მშვიდობა თქვენთან!
ლოცვა სულიერი ცხოვრების ღერძია.შეიძლება ითქვას, ქრისტიანია ის, ვინც ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ ლოცვის კადნიერება ჰქონდეს და ლოცვა შეეძლოს. გაფანტულობა ლოცვებში ადამიანური ბუნების დაცემის შედეგია და ამას ვერსად გაექცევი. საქმე ისაა, როგორ მივუდგებით ამას. ამპარტავანი ადამიანი როცა რამეს ინდომებს და მარცხდება, სასოწარკვეთას ეძლევა და ეს უკვე საბოლოო დამარცხებაა. მდაბალი კი, იცის რა, რომ თავისი ძალით ვერაფერს გახდება, ღვთის იმედი აქვს და მისკენ ილტვის. ასეა ყველა ცოდვაში. მათ შორის გაფანტულობაში.
ლოცვას აქვს თავისი აუცილებელი წინაპირობები. უმთავრესია სიმდაბლე, სახარებისეული ზნეობა, შრომისმოყვარეობა და ,რა თქმა უნდა, სწორი რწმენა.
სიმდაბლეს ყოფითი ცხოვრება გვასწავლის, თუ გამოვიყენებთ ყოველდღიურ ჭირს:ყვედრებას, დამარცხებას,დაღლილობის დაძლევას.ყველაფერი უნდა აღვასრულოთ, როგორც ღვთისადმი მორჩილება. სარწმუნოებრივი ღვაწლი ხომ გამიჯნული არაა ყოფითი სიძნელეებისაგან. ნების უარყოგას, ყოველდღურ ჯვარცმას მოჰყვება სიმდაბლე. ნების უარყოფა კი მაშინ გამოდის, როცა ადამიანი მოქმედებს და ცხოვრობს არა სიამოვნებისათვის, არამედ უფრო მაღალი იდეისათვის-ცხოვნებისათვის.
ლოცვად დადგომის წინ წმ. მამები გვირჩევენ, რომ დავწყნარდეთ, სევწყვიტოთ ფიქრი, თვალები დავხუჭოთ და რამოდენიმეჯერ წარმივთქვათ აუჩქარებლად :"უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი."მერე ასევე აუჩქარებლად უნდა დავიწყოთ ლოცვა. წარმოთქმულ სიტყვებს ვუსმინოთ და არ უნდა შევიწყნაროთ არანაირი აზრი, თუნდაც კეთილი. არ დავუკვირდეთ საკუთარ თავს:როგორ ვდგავართ, რას ვგრძნობთ, როგორ ვლოცულობთ, ლოცვა არასდროს არ უნდა მოვისტუმროთ, რასაკვირველია. მთავარია ხარისხი. ზოგჯერ დიდი მცდელობის მიუხედავად, ლოცვა არ გამოდის. არ უნდა დავღონდეთ.ვეცადოთ და ღმერთი მოგვხედავს.დამარცხებები სიმდაბლეს გვასწავლიან და ლოცვას კი ვერვის გვასწავლის კაცთაგანი, რამეთუ მისი მასწავლებელი ღმერთია.
...და კიდევ როცა ლოცვა გამოგვდის, ეს სულიწმიდის მოქმედებაა და არა ჩვენი. შეგვეწირება ეს მონდომება და ამიტომაც მშრალი , იძულებითი ლოცვა უფრო ფასობს, რადგან განოხატავს ჩვენს სწრაფვას ღვთისაკენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი