![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#61
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
დასკანერებული ფაილების წაკითხვაზე როგორ მოვიქცე ქევანჯან?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#62
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
A.V.M
დასკანირებული ფაილები ძალიან ცუდი მომენტია.. ჭირს წაკითხვა ქინდლით გამიგია, რომ სხვა რიდერებსაც უჭირთ, იმიტომ რომ დასკანირებისას ტექსტურად კი არ იმახსოვრებ, არამედ სურათის სახით დ სურათზე მისი ცალკეული ნაწილის რედაქტირება შეუძლებელია... პ.ს. გავიკითხავ მაინც, იქნებ ვინმემ მარტივი გამოსავალი იცის -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#63
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ქევანა
კაი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#64
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ქევანა
მომისამძიმრე... ![]() ამ შაბთ-კვირას სახლში ჩავტანე და პატარებმა არ ვიცი რა უქნეს ასეთი... მოკლედ სენსორმა აურია.. ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qarizma2 |
![]()
პოსტი
#65
|
![]() soso_soso ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 370 რეგისტრ.: 11-January 13 წევრი № 12,880 ![]() |
ამას წინათ gumilevca-ზე შევდიოდი და ავასტმა ვირუსი დაიჭირა. თქვენც იცოდეთ შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ მაგ საიტზე შესვლა
-------------------- ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი.
|
†სერგი† |
![]()
პოსტი
#66
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 ![]() |
Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий
(Путь умнаго делания) - I ტომი. 2? 3? 4? მეგობრებო ამ წიგნის 4 ტომი არის გამოსული როგორც ვიცი დამეხმარეთ სად შევიძინო? ან შემთხვევით ქართული თარგმანი ხომ არ არსებობს? |
A.V.M |
![]()
პოსტი
#67
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ
შინაარსი : შესავალი ფასი დამატებითი ინფორმაციები ფორმატები და კონვერტერი დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’ Kindle peperhwite-ს შესახებ KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ ! KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ ! დასკვნა შესავალი დღევანდელ ახალგაზრდებში ( და არა მარტო) , რომ ,, ქინდლომანიაა’’ , ,, არა ახალი , ძველია .‘’ ამ ,, ეპიდემიის ‘’ მსხვერპლი , გამოგიტყდებით და გეტყვით , რომ მეც გავხდი . სანამ KINDLE-ს ვიყიდდი , დიდი სასოებით ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა რესურსებს ვირტუალურ სივრცეში , რომლებიც მეხმარებოდნენ ამა თუ იმ არჩევანის გადასაწყვეტად . მოგახსენებთ , რომ ამგვარი რესურსები არც ისე ბევრია . ამ ეტაპზე , მე მოგითხრობთ KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ ,იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე , რომ ეს მოდელი მე მაქვს და სხვებზე უკეთ , სწორედ ზემოთხსენებულის ჭირ-ვარამი მესმის . ფასი ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ფონზე , ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია . აღნიშნული მოდელის ფასია 119$ , ერთ წელზე მეტია რაც მაქვს და არ შეცვლილა ღირებულება. (ყოველშემთხვევაში , ამაზონზე რამდენჯერაც შევედი , უცვლელი სიტუაციაა ) . ამას თან დაუმატეთ მისი დამცავის (ე.წ. ,, ქოვერის ‘’) ფასი . ( თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს მისი შეძენა , დაწვრილებით მოგახსენებთ ქვემოთ ) , რომელშც პირადად მე 8 $ გადავიხადე . ამას კიდევ დავუმატოთ დამატებითი ხარჯები – (ტრანსპორტირება და.ა.შ) რომელიც ცა და დედამიწა რომ დაინგრეს , 30 ლარს არ აცდება და მიიღებთ საბოლოო ფასს – 230 ლარი . (თუკი დოლარის კურსი შეიცვალა , ,, ჯმნულმცა ვარ თქუენგან’’ , პრეტენზიებით მინისტრთან მიბრძანდით ) . დამატებითი ინფორმაციები თუ გამოწერის შესახებ გაინტერესებთ რამე , ამაში ვერ დაგეხმარებით , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მაგ საქმის აზრზზე არ ვარ . პირადად მე , ძმაკაცმა გამომიწერა ამაზონიდან და დაახლოებით 2 კვირის გასვლის შემდეგ ,, ჩამახუტა ‘’ . პაკეტს მოჰყვება მხოლოდ უსბ- კაბელი , რომლითაც ამყარებთ კავშირს კომპიუტერთან და ამავდროულად იყენებთ როგორც დამტენს . სხვა აქსესუარი მას არ გააჩნია . (ყურსასმენები და.ა.შ. ) თუკი გსურთ , რომ რაიმე დამატებითი ნივთი შესძინოთ თქვენს ქინდლს , მოგიწევთ მისი ცალკე შეძენა . ფორმატები და კონვერტერი მნიშვნელოვანია იმ ფორმატების შესახებ მსჯელობა , რომლის წაკითხვაც KINDLE-ს შეუძლია . ესენია : PDF ; mobi ; azw3 ( პირადად მე , სხვა ფორმატი არ გამომიყენებია ) . და გირჩევთ რომ , გამოიყენოთ azw3 , არაფერი უჭირს , თუკი – mobi-საც გამოიყენებთ . pdf-ს კი გირჩევთ რომ საერთოდ არ გააკაროთ თქვენი ,, რიდერი ‘’ , თუკი რაიმე ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრას არ ეხება საქმე . იმიტომ რომ , არ ერგება კარგად , ქინდლის ,, ეკრანს’’ და არაა გამორიცხული შიგადაშიგ , თქვენი რიდერის ე.წ. ,,გაჭედვაც’’ გამოიწვიოს . რაც შეეხება მის გადამყვან პროგრამას , ე.წ. – კონვერტერს . მოგახსენებთ რომ , არსებობს ორი ტიპის კონვერტერი , პირველი მათგანს მიეკუთვნებიან ისინი , რომლებსაც აინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში და ნებისმიერ დროს იყენებთ , ხოლო მეორე ჯგუფში კი შედიან ისეთი კონვერტერები , რომლის გამოყენებაც , მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ . პირადად მე ყოველთვის ამ უკანასკნელს ვხმარობ და თქვენც ამავეს გირჩევთ . ეს პროგრამაა : http://ebook.online-convert.com/convert-to-azw3 ყველაფერი საკმაოდ მარტივია . ირჩევთ ფაილს , უთითებთ რიდერის სახეობას , სურვილისამებრ აწერთ ამ წიგნის სათაურს და ავტორს , ( გირჩევთ რომ გააკეთოთ) , მაგ : Change ebook title: – საიდმლო ღვთისმეტყველება Change ebook author:- წმ.დიონისე არეოპაგელი ( თუ გაქვთ სურვილი , მიუთითებთ დამატებით ინფორმაციასაც ) , მცირე ხანში კი ფაილი ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში . ქინდლისთვის აქილევსის ქუსლია ,,დასკანერებული ‘’ ფაილი . თუკი თვალები და ნერვები გეცოდებათ , არც სცადოთ მისი ჩაწერა რიდერში , რადგან მას აღიქვამს იგი არა როგორც ფურცელს , არამედ სურათს და… დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’ შეგახსენებთ რომ , აუცილებლად მოგიწევთ ამ აქსესუარის ყიდვა . ( თუ არა და გამოდის იმდენი ფული გაქვთ , რომ საერთოდ არ გენანებათ აწ უკვე ნაყიდი ქინდლი ) . იგი შეგინახავთ რიდერს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ( დავარდნა , მირტყმა და.ა.შ.) დაიცავს მას . ამაზონზე ან ებეიზე , შეგიძლიათ იხილოთ ყველანაირი ფერის , ზომის , მოდელის და სხვა მახასიათებლების მქონე ,, ქკვერი’’ , ხოლო გამოწერა კი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და უპირველესად კი ჯიბეზე . Kindle peperhwite-ს შესახებ აღნიშნული მოდელი არის მთლიანად ,, მგრძნობიარე ეკრანით’’ (ე.წ. ,, სენსორით ) , არ აქვს ღილაკები და რეაგირებს მხოლოდ თითით შეხებაზე . (სხვა არაფერზე , კალმიდან დაწყებული , შელოცვით დამთავრებული ) იგი საკმაოდ ,,ფაქიზია’’ და გაითვალისწინეთ , რომ ეკრანი გაუწმინდოთ ე.წ. ,, სველი ხელსახოცით’’ , რომლებსაც მონიტორის საწმენდად იყენებენ . . სხვა მოდელებისგან განსხვავებით , მას აქვს ძალიან კარგი განათება , რომელიც შედგება 24 დონისგან და შეგიძლიათ თავად მოარგოთ იგი , თქვენი თვალისა და ოთახის განათების პირობებს . აუცილებლად შექმენით კოლექციები , რომელშიც შეინახავთ წიგნებს . (Menu-create New Collection ) . ესაა ერთგვარი თარო , რომელშიც შეინახავთ თქვენთვის სასურველ წიგნებს . მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ თუ როგორ მაქვს გადანაწილებული თავად მე : – ძვ.აღთქმის განმარტება ; ახ.აღთქმის განმარტება ; პატროლოგია ; ფილოსოფია ; ინგლისური წიგნები ; რუსული წიგნები და.ა.შ. მისი მეხსიერებაა დაახლოებით 2 გეგაბაიტი . ( დაახლოებით იმიტომ , რომ ლექსიკონები თუ სხვა სახის ინფორმაციები უკვე გიწერიათ , როდესაც ყიდულობთ ) . ერთი შეხედვით ეს ძალიან ცოტაა , მაგრამ ქინდლისთვის სავსებით საკმარისია , ამ მოცულობაში თავისუფლად ჩატევთ 1000-ზე მეტ წიგნს და ისარგებლებთ მათით . სხვა ფუნქციისთვის კი არ გამოგადგებათ , არც ისე და არც ასე . Kindle-ს აქვს ერთი , ძალიან კარგი თვისება კითხვისას შეგიძლიათ მონიშნოთ , თქვენთვის მნიშვნელოვანი ციტატა , ან ,, ჩაკეცოთ ფურცელი’’ , ( მთავარია ,, ხელი არ დაისველოთ’’ , როდესაც მის გადაშლას მოინდომებთ . ) ციტატის გამუქება ხდება , მასზე თითის გადატარებით , რომლის დასრულების შემდეგაც ამოვა ფანჯარა და მიუთითებთ – ,,Add Note’’ , თუკი ,, ფურცლის ჩაკეცვა’’ გინდათ , მარჯვენა მაღალ კუთხეში ( გოლის გატანა არ გეგონოთ ) , დაადებთ თითს , ამგვარადვე მოიქცევით , ,, ამოკეცვის’’ დროს . ხოლო თუკი კითხვას კვლავ გააგრძელებთ და გაგიჩნდებათ სურვილი , რომ ჩაკეცილი ფურცელი ან მონიშნული ციტატა , კიდევ ერთხელ და გულდასმით დაათვალიეროთ , მაშინ შეხვალთ მენიუში , და აირჩევთ – ,, View Note & Marks . ‘’ KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ ! Kindle-ს უყვარს ხოლმე , მისი პატრონების შეშინება . ამ ,,მახეში’’ რომ არ გაებათ ,საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა . უპირველსად იმის , რომ მას ,,სუსტი იმუნიტეტი’’ აქვ და მტკივნეულად რეაგირებს ე.წ. ,, ვირუსებზე’’ , ამიტომ ხშირად უნდა გაუკეთოთ ხოლმე ე.წ. ,, სკანირება’’ , როგორც მას , ასევე იმ ფაილებს , რომლების ჩაწერასაც აპირებთ . ( ,, გეიგონე და არ დეივიწყო : ,, PDF – ს ერიდე , PDF-ს ) . ეშმაკის მოგონილი ნამდვილად არაა , ეს ფორმატი , მაგრამ ქინდლს არ უყვარს , დამერწმუნეთ . თუმცა , იცოდეთ რომ მაინც არ ხართ დაზღვეული , რომ რიდერი არ ,, დაგივირუსდებათ , ‘’ ამაში კი მაშინ დარწმუნდებით , როდესაც იგი ,, გაჭედავს . ‘’ აქედანვე გირჩევთ , რომ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ე.წ. ,, დაფორმატება , ‘’ რომლითაც , უბრალოდ წაშლით ჩაწერილ წიგნებს , ვირუსი კი კვლავ დარჩება შიგნით . ამიტომ , როგორც კი აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდება , თქვენი ქინდლი ,, დაარესტარტეთ . ‘’ ( გამორთვის ღილაკზე , რომელიც ძალიან მოუხერხებელია , ხანგრძლივი დროით დააჭირეთ თითი ) . ამის შემდეგ შეაერთეთ იგი ,, სუფთა კომპიუტერში’’ და დაასკანერეთ . გირჩევთ რომ , ყველა ის წიგნი , რომელსაც რიდერში ჩაიწერთ , შეინახოთ პერსონალურ კომპიუტერშიც , ერთ რომელიმე ფაილში . რათა იმ შემთხვევაში თუ ქინდლში მყოფი მასალა ,,ნებით წაშლით ან უნებლიედ წაგეშლებათ ‘’ , უმტკივნეულოდ აინაზღაუროთ ზარალი . დასასრულს მოგახსენებთ იმ ერთი , საკმაოდ კარგი ფუნქციის შესახე , რომელიც ქინდლს გააჩნია და აღნიშნული შემთხვევის დოს გამოგადგებათ .(პირადად მე , ამას ,, რეინკარნაციას’’ ვუწოდებ ) . წიგნების წაშლის შემთხვევაში ,არ იშლება ე.წ. ,, კოლექციები’’ , უფრო მეტიც , როდესაც იმავე ფაილს ჩაიწერთ ( რომელიც რჩევისამებრ კომპიუტერში გაქვთ ) , ავტომატურად აღმოჩნდება ძველ კოლექციაში . ინტერნეტი და KINDLE ესაა თემა , რომლის შესახებაც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე კითხვებს . PEPERWHITE – ს მართლაც აქვს ინტერნეტ მხარდაჭერა . ( ე.წ. ,, WI-FI’’ ) . შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი საიტებით , როდორებიცაა : wikipedia ; facebook ; yahoo ; gmail ; azamoni და.ა.შ. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ , რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ , როდესაც ,, ძალიან გიჭირთ . ‘’ რადგან , ერთადერთი და მთავარი ფუნქცია , რომელიც ჩემი აზრით ამ რიდერს გააჩნია , არის ის რომ იგია ,, ბიბლიოთეკა’’ , რომელშიც შეგიძლია მოათავსოთ 1000-ზე მეტი წიგნი , შემდეგ ,, შეულოცოთ ’’ , ჩაიდოთ ჯიბეში და წახვიდეთ სადაც გსურთ . იგი არ შექმნილა იმისთვის , რომ გამოგეყენებინათ facebook-ზე შესასვლელად , ან mp3- ფლეიერად . დასკვნა სულ ესაა , ამ მომენტში რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტე და მოვახერხე . თუკი გაქვთ რაიმე კითხვები , შენიშვნები და.ა.შ.შეგიძლიათ დაწეროთ , რომ უფრო მეტად სრულვყოთ თემა და ეფექტურად დავეხმაროთ ერთმანეთს . და ყველაზე მთავარი : 1-თუ კითხვა არ გიყვართ , kindle ვერ შეგაყვარებთ . 2-რა მოდელის kindle-ც არ უნდა იყიდოთ , წიგნს ვერაფერი შეცვლის ! ![]() ![]() ![]() http://seminarieli.wordpress.com/2014/01/2...83%94%E1%83%91/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#68
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
გაიხარე გურამ რამდენი ხანია მაინტერესებდა ამაზე რაცხა რაცხეები და ქე გევიგე ![]() ხო მართლა შენი ქინდლი შავთეთრია? როგორც ვხვდები ფილმებს ვერ ან არ იშვებს. და ბოლოს სიმართლე ვთქვა 230 ლარი მეძვირება მაგისთვის არა და მინდა ![]() კიდევ ის უნდა ავღნიშნო რომ 2 GB მაინც პატარა მეხსიერება. PDF რომ ვერ ერგებე ეგ კი ყველაზე საშინელებაა წიგნები 80% PDF ში მაქვს დანარჩენი 20 ვორდში ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#69
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
G_saxva
KI შავთეთრია . მე პირადად არ მინდოდა ფერადი . ეს რომ მაქვს , ვხმარობ მხოლოდ წიგნად , ფერადი კი ,,აიპადის პონტში'' გადის უფრო . '' 2 გბ , ამისთვის ნაღდად არაა პატარა და პდფ-ს გადააფორმატებ თუ რაღაცაა ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#70
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
G_saxva KI შავთეთრია . მე პირადად არ მინდოდა ფერადი . ეს რომ მაქვს , ვხმარობ მხოლოდ წიგნად , ფერადი კი ,,აიპადის პონტში'' გადის უფრო . '' 2 გბ , ამისთვის ნაღდად არაა პატარა და პდფ-ს გადააფორმატებ თუ რაღაცაა ... ბარემ იმასაც ვიკითხავ შენ თუ იცი აიპადთან რა უპირატესობა აქვს ფორმატებთან დაკავშირებით. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#71
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
G_saxva
ციტატა ბარემ იმასაც ვიკითხავ შენ თუ იცი აიპადთან რა უპირატესობა აქვს ფორმატებთან დაკავშირებით. ალბათ ერთსა და იმავეს კითხულობენ ორივენი . აიპადში რომ ჩაწერო , ვთქვათ ,,მობი რიდერი'' ისიც წაიკითხავს ალბათ . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#72
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
A.V.M
რამდენად მოსახერხებელია კინდლიდან კითხვა? თვალების დაღლის თვალსაზრისით. მეორე კითხვა: ქართულის სწავლება კინდლისთვის დამატებითაა საჭირო თუ მოყვება ქართულის მხარდაჭერა? თუ მოდელზეა დამოკიდებული? წიგნები სად იშოვება? მაგალითად, ქართული წიგნები. მესმის რომ ჩაინიკური კითხვებია, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ კინდლით აქამდე და მეპატიება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#73
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
1- წიგნს ვერ შეედრება , მაგრამ მოსახერხებელია საკმაოდ . 2-ქართული იცის ქინდლმა( ყოველშემთხვევაში ამ მოდელმა) . ნებისმიერ ფაილი ( ვორდი იქნება თუ პდფ , როდესაც გადააკონვერტირებ , უკვე გამოსადეგია ქინდლისთვის ) . 3- მე ძირითადად რელიგიურ წიგნებს ვკითხულობ , რისთვისაც ჩვენი ფორუმის ბიბლიოთეკა მისწრებაა . არის სხვადასხვა წყაროები ამის გარდან 9 მე რომ არ ვიყენებ) , lib.ge და.ა.შ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
nanulia |
![]()
პოსტი
#74
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,112 ![]() |
შეილება ვინმეს გაქთ ლინკი აუდიო ლოცვების?
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#75
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ქინდლი ჯობს თუ იპადი?
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#76
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
G_saxva
კითხვისთვის ქინდლი , ისე აიპადი . (ნუ ჩემთვის ასეა) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#77
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
ჩემი ამბავი რომ ვიცი მარტო კითხვისთვის არ გამოვიყენებ და ისევ აიპადი ჯობს. თან pdf ჭედავსო ყველა წერს ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
nanulia |
![]()
პოსტი
#78
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,112 ![]() |
ისე მეც რაგაც კითხვა დავსვი..
|
qetevano |
![]()
პოსტი
#79
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
nanulia
ციტატა ისე მეც რაგაც კითხვა დავსვი.. ციტატა შეილება ვინმეს გაქთ ლინკი აუდიო ლოცვების? არა არ გვაქვს -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#80
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
აუდიო არ გვაქ ელ ვერსია შემიძლია შემოგთავაზო.
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი