თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ ხალხო მიშველეთ,

პოსტის ავტორი: beqqqo თარიღი: Dec 15 2010, 12:06 AM

http://www.youtube.com/watch?v=DLQ9dXfWHBo&feature=related
ამ ვიდეოში რაც საგალობელია,რა ქვიათ მითხარით ,გთხოვთ

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 15 2010, 01:41 AM

beqqqo
ეგ საგალობელი არაა a075.gif

პოსტის ავტორი: beqqqo თარიღი: Dec 15 2010, 12:46 PM

აბა რა არის?

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Dec 15 2010, 02:42 PM

ოპერააა ეს smile.gif) სიმღერაა ჩვეულებრივი.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 15 2010, 02:45 PM

A.v.B

ციტატა
ოპერააა ეს

რა საინტერესოა biggrin.gif

სასულიერო ხასიათის სიმღერაა და არა საგალობელი. საგალობელი არ არის იმიტომ, რომ არც ტექსტია კანონიკური და არც ჰანგი, მოკლედ არაალოცვითია. ვიღაცის დაწერილი სასულიერო თემატიკის სიმღერაა smile.gif ჩემი თხოვნაა ასეთ რაღაცეებს ნუ გავაიგივებთ საგალობლებთან smile.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 15 2010, 04:18 PM

საგალობელია! სიმღერა არ არის. მაგრამ რა ქვია არ ვიცი. smile.gif
თუ არ ვცდები ერთხმიანია ანუ ბიზანტიური
http://sarwmunoeba.ucoz.ru/load/galoba/ghvtismshoblis_sasts%27aulmokmedi_khat%27ebi_ulamazesi_qartuli_mravalxmiani_damamshvidebeli_galoba_axlavs_tan/3-1-0-129
ამ ლინკზე ნახავ სრულ ვერსიას ამ საგალობლის,

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 15 2010, 04:38 PM

ციტატა
ერთხმიანია ანუ ბიზანტიური


ბერძნული და არა ბიზანტიური

არ შემორჩენილა ბიზანტიური საგალობლები

:ვეშაპო სმაილი:

პოსტის ავტორი: beqqqo თარიღი: Dec 15 2010, 09:01 PM

ციტატა(გუდაგუდა @ Dec 15 2010, 04:18 PM) *

საგალობელია! სიმღერა არ არის. მაგრამ რა ქვია არ ვიცი. smile.gif
თუ არ ვცდები ერთხმიანია ანუ ბიზანტიური
http://sarwmunoeba.ucoz.ru/load/galoba/ghvtismshoblis_sasts%27aulmokmedi_khat%27ebi_ulamazesi_qartuli_mravalxmiani_damamshvidebeli_galoba_axlavs_tan/3-1-0-129
ამ ლინკზე ნახავ სრულ ვერსიას ამ საგალობლის,

გაიხარე
მპ3 ვერსია მინდოდა sad.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 16 2010, 02:49 PM

athos
ჩვენი პოსტები "ფსევდობიზანტიურში" გადავიდა და შეგიძლია იქ დააფრქვიო საინტერესო ბმულები (თუმცა კი ეჭვი მეპარება, ეგ მოახერხო). cool.gif

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 16 2010, 02:59 PM

ციტატა

beqqqo
ეგ საგალობელი არაა a075.gif



რატომ არ არის საგალობელი? ვერ ატყობ რომ გალობს? სასულიერო სიმღერას იმღერებდა, მაგრამ გალობის სტილის ჰანგია და გალობს. შენთვის თუ არაა საგალობელი, არ ნიშნავს რომ საგალობელი არაა smile.gif

ეხლა დაიწყებთ არაა კანონიკური და ა.შ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 16 2010, 03:05 PM

benediqt16
ვაიმე ის პოსტები ფსევდობიზანტიურის თემაში გადაიტანეს და გამეორება მეზარება. საგალობელი არაა იმიტომ, რომ არც ჰანგია კანონიკური და არც ტექსტი. ყველაფერი, რაც ღვთისმსახურების კანონიკაში არაა ჩასმული, არაა არც საგალობელი და საერთოდ მაგარი დაბალი დონის რაღაცაა mellow.gif

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 16 2010, 03:32 PM

ციტატა
არც ჰანგია კანონიკური


ჰიმნოგრაფი ხართ? ზ. ფალიაშვილის რომელი საგალობელია კანონიკური? მისი "შენ ხარ ვენახი" რადგან არაკანონიკურია ე.ი. სასულიერო სიმღერაა და გალობა არაა? მდაა.

ციტატა
არც ტექსტი.


როგორც დავაკვირდი ანტიეკლესიური არაფერია ტექსტში, ან გალობისთვის მიუღებელი...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 16 2010, 03:36 PM

benediqt16

ციტატა
ჰიმნოგრაფი ხართ?

მე არა მაგრამ ამ საგალობლის ავტორი აშკარად იბრალებს rolleyes.gif
ციტატა
მისი "შენ ხარ ვენახი"

ამაზე კომენტარს გავაკეთებ a075.gif
ფალიაშვილს "შენ ხარ ვენახი"არ დაუწერია, მან მხოლოდ გადააკეთა კარბელაშვილების კანონიკური ვარიანტი, სადაც პირველი ხმა უცვლელი დატოვა და მხოლოდ შუა ხმა და ბანი შეცვალა ოდნავ. თუ მათ შორის განსხვავება იცით მიხვდებით, რომ იქ ფალიაშვილის ავტორობაზე ლაპარაკი ზედმეტია a075.gif "შენ ხარ ვენახის" დაწერა რომ არ მივაწეროთ, იმ კაცს სხვა ბევრი რამმ აქვს დაწერილი a075.gif
საგალობლების და სიმღერების გადამუშავებისას ფალიაშვილს სხვა მიზანი ქონდა. მას სურდა ქართულ მუსიკალურ ენას გაცნობოდა და ა.შ. ნუ დამაწერინებთ ახლა ყველაფერს

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 16 2010, 03:55 PM

ციტატა
მან მხოლოდ გადააკეთა კარბელაშვილების კანონიკური ვარიანტი,


მეც ეგ ვიგულისხმე.

ციტატა
საგალობლების და სიმღერების გადამუშავებისას ფალიაშვილს სხვა მიზანი ქონდა. მას სურდა ქართულ მუსიკალურ ენას გაცნობოდა და ა.შ.


თქვენ მანამდე დაწერეთ:

ციტატა
საგალობელი არაა იმიტომ, რომ არც ჰანგია კანონიკური და არც ტექსტი.


ფალიაშვილის მიერ დამუშავებული "შენ ხარ ვენახი" რატომ არ არის კანონიკური?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 16 2010, 03:58 PM

benediqt16

ციტატა
თქვენ მანამდე დაწერეთ: ციტატასაგალობელი არაა იმიტომ, რომ არც ჰანგია კანონიკური და არც ტექსტი.

ხო ორი კომპონენტიდან თქვენს მიერ დადებულ ვიდეოში არც ერთი არაა კანონიკური

ფალიაშვილს რაც შეეხება ტექსტი კანონიკურია მარა ჰანგი _ ნაწილობრივ არაკანონიკური, ისევ გავიმეორებ, პირველი ხმა უცვლელად დატოვა და მეორე და მესამე გადააკეთა. ნუ შენ ხარ ვენახს კიდე არა უშავს იმასთან შედარებით რაც თქვენ დადეთ a075.gif

პ.ს. ფალიაშვილის შენ ხარ ვენახი საგალობელია, მაგრამ გადამუშავებული გარკვეული კანონიკის დარღვევით, მეტი როგორღა გაგაგებინოთ? განსხვავებით თქვენი ბმულისაგან a075.gif

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 16 2010, 04:13 PM

ციტატა
მარა ჰანგი _ ნაწილობრივ არაკანონიკური


"ნაწილობრივ არაკანონიკური" ეს ახალია რამე თუ რას ნიშნავს?

რატომ არის ფალიაშვილის არაკანონიკური, რადგან მეორე და ბანი შეცვალა, და თან კათოლიკე იყო? მალხაზ ერქვანიძე რომ ცვლის საგალობლების ხმებს, რადგან მართლმადიდებელია ერქვანიძე ე.ი. ამიტომაა......

"დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" - თქვენი ლოგიკით ეს ფრაზა კანონიკურია?
ნუ ამ ფრაზის ჰანგი ხო საერთოდ, ზვიად ბოლქვაძის დამუშავებულია და მისი გაშლილია.

რატომ ითვლება საგალობლად და არა სიმღერად?



პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 16 2010, 04:28 PM

benediqt16
ვაიმე ვიღაცას მაგონებს თქვენი პოსტები ... rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

ციტატა
რატომ არის ფალიაშვილის არაკანონიკური, რადგან მეორე და ბანი შეცვალა, და თან კათოლიკე იყო? მალხაზ ერქვანიძე რომ ცვლის საგალობლების ხმებს, რადგან მართლმადიდებელია ერქვანიძე ე.ი. ამიტომაა......

კათოლიკე და მართლმადიდებელი არ შუაშია? იმ აკცის მიზანი არ ყოფილა, რომ ეს საგალობელი ღვთისმსახურებაზე შესრულებულიყო. მისი მიზანი სხვა იყო. ის აღზრდილი იყო კათოლიკურ მუსიკაზე და იმიტომ, რომ გაცნობოდა ქართული სიმღერებისა და საგალობლების მუსიაკლურ ენას, იწერდა მათ და ამუშავებდა, მერე კი _ თავის ოპერებში იყენებდა.
რაც შეეხება მალხაზ ერქვანიძის მიერ საგალობლების რედაქტირებას, ეს სადავო საკიტხია, ზოგიერთი მკვლევრისთვის ეს მისაღებია, ზოგიერთისთვ ის მიუღებელი, მაგრამ თქვენ თუ მეტყვით რომ საქართველოში დღეს გეგულებათ ადამიანი, ვინც მალხაზ ერქვანიძეზე უეკთესად იცის საეკლესიო გალობის კანონიკა, მე მოვრჩები კამათს და არა მგონია ფალიაშვილი ისე კარგად ყოფილიყო გარკვეული კანონიკაში, როგორც მალხაზია. მისი მიზანი ეს არ ყოფილა კიდევ ერთხელ ვამბობ. მისთვის ეს არ იყო საგალობელი, უბრალოდ მუსიკალური მასალა იყო, აიღო და დაამუშავა, რომ მის ჰარმონიას გაცნობოდა. კომპოზიტორის ლაბორატორიული სამუშაოა ჩვეულებრივ ვაააააააახ!!!!!!!!!
ციტატა
"დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" - თქვენი ლოგიკით ეს ფრაზა კანონიკურია? ნუ ამ ფრაზის ჰანგი ხო საერთოდ, ზვიად ბოლქვაძის დამუშავებულია და მისი გაშლილია. რატომ ითვლება საგალობლად და არა სიმღერად?

ერთი რაღაცა უნდა გავმიჯნოთ. რაც საგალობელი არაა ის აუცილებლად სიმღერა არაა a075.gif ეს ასეა ნამდვილად a075.gif
იქ არც ტექსტია კანონიკური და არც ჰანგი, კი ბატონო, ესეც სასულიერო თემატიკის ნაწარმოებია ჩემთვის. თუმცა ძალიან ლამაზი მოსასმენი, მაგრამ არა საგალობელი smile.gif

ამაზე რომ კუდები არ გამოაბათ ინტრიგნული გეტყვით, რომ პატრიარქის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალდო მისივე წმინდა სინოდის განჩინებაში წერია, რომ საქარათველოს ეკლესიაში უნდა იგალობებოდეს მხოლოდ ქართული კანონიკური გალობა . რაც შეეხება პატრიარქის საგალობლებს (მაგალიტად წმინდაო ღმერთო და ასე შემდგეგ, საგალობლებზე მაქვს საუბარი), მათი შესრულების კურთხევა მხო0ლოდ საპატრიარქო გუნდს აქვს!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 16 2010, 04:57 PM

benediqt16

ციტატა
რატომ არის ფალიაშვილის არაკანონიკური, რადგან მეორე და ბანი შეცვალა, და თან კათოლიკე იყო? მალხაზ ერქვანიძე რომ ცვლის საგალობლების ხმებს, რადგან მართლმადიდებელია ერქვანიძე ე.ი. ამიტომაა......

ორივე კანონიკურია.
ფალიაშვილს არ შეუცვლია იქ ისეთი არაფერი, რომ არაკანონიკური იყოს.
მელოდიას საერთოდ არ შეხებია და ჰარმონიაც ისე არ გადაუკეთებია, რომ ქართულ ტრადიციულს არ გავდეს.
მასე თუ ავიღებთ, გურულები ძალიან უცვლიან ჰარმონიას გელათისას (ან პირიქით) და ამასთანავე ქართლ-კახურს თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ ერთი ძირი აქვს მაგას და დასავლურს.
აბსოლუტურად სხვადასხვა ჰარმონიებია, მაგრამ 2003 წლის განჩინებით კანონიკურია უკვე ყველა.

პოსტის ავტორი: gandgomili თარიღი: Dec 29 2010, 02:26 AM

გაიღვიძე და გეშველება, მიხვდი რას ვგულისხმობ...?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 29 2010, 02:28 AM

gandgomili
ეს ვისი მისამართით იყო?

პოსტის ავტორი: gandgomili თარიღი: Dec 29 2010, 02:53 AM

ციტატა(ნანინა @ Dec 29 2010, 12:28 AM) *

gandgomili
ეს ვისი მისამართით იყო?

ვინც შველა ითხოვაsmile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 29 2010, 03:05 AM

gandgomili
კორექტულები რომ ვიყოთ არ გვაწყენდა smile.gif
ისე დარწმუნებული ვარ ვერ მიხვდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: gandgomili თარიღი: Dec 29 2010, 03:09 AM

ციტატა(ნანინა @ Dec 29 2010, 01:05 AM) *

gandgomili
კორექტულები რომ ვიყოთ არ გვაწყენდა smile.gif
ისე დარწმუნებული ვარ ვერ მიხვდა biggrin.gif


გამუდმებით მესმის ეს სიტყვა კორექტულები... კორექტულად... კორექტული... რომელ ბრუნვაში აღარ იყენებენ, რა კორექტულობა რი კორექტულობა, რამ უნდა მაწყინოს რა არ მაწყენს, რა დაწერე ვერ მიგიხვდი შენ მზეს ვფიცავ. რა დავწერე არამართებულად. თუ ვერ ხვდები რას ნიშნავს "გაიღვიძე"?

პოსტის ავტორი: gandgomili თარიღი: Dec 31 2010, 01:44 AM

?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 31 2010, 02:07 PM

gandgomili

ციტატა
რა დაწერე ვერ მიგიხვდი შენ მზეს ვფიცავ.

მე ამას ვერ მიგიხვდი a075.gif ხო გეუბნები, ზრდილობა არ გაწყენდა-თქო, მაგრამ რა ვქნა, ამ ფორუმზე იუზერებს აღმზრდელობით ლექციებს ვერ ჩავუტარებ tongue.gif


მოკლედ, ან პოსტეთ ზრდილობის ფარგლებში, ან არა და მიიღებთ ვორნს.
გაახილე თვალები და გეშველება დ ამსგავსი ცინიკური რეპლიკები აქ არ დაიშვება a075.gif

http://church.ge/index.php?showtopic=137

აი ფორუმის წესები და გაეცანი გთხოვ, განსაკუთრებით წევრის მოვალეობებს a075.gif

პოსტის ავტორი: butaa თარიღი: Jan 3 2011, 09:39 PM

ვეშაპო

ციტატა
ორივე კანონიკურია.ფალიაშვილს არ შეუცვლია იქ ისეთი არაფერი, რომ არაკანონიკური იყოს.მელოდიას საერთოდ არ შეხებია და ჰარმონიაც ისე არ გადაუკეთებია, რომ ქართულ ტრადიციულს არ გავდეს.მასე თუ ავიღებთ, გურულები ძალიან უცვლიან ჰარმონიას გელათისას (ან პირიქით) და ამასთანავე ქართლ-კახურს თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ ერთი ძირი აქვს მაგას და დასავლურს.აბსოლუტურად სხვადასხვა ჰარმონიებია, მაგრამ 2003 წლის განჩინებით კანონიკურია უკვე ყველა.


ანუ, ფალიაშვილის გადაკეთებული კახური "რომელნი ქერუბიმთა" კანონიკურად ითვლება? შეილაბე წირვაზე გალობა? ან "წმიდაო ღმერთო" და რავი, ბევრი საგალობელი. dry.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 3 2011, 10:02 PM

butaa

ციტატა
ანუ, ფალიაშვილის გადაკეთებული კახური "რომელნი ქერუბიმთა" კანონიკურად ითვლება? შეილაბე წირვაზე გალობა? ან "წმიდაო ღმერთო" და რავი, ბევრი საგალობელი. dry.gif

ჰანგი (პირველი ხმა) თუ არაა დაკარგული, მაშინ კი. yes.gif

"და ვითარცა"-ში მაგალითად, ბოლოში ალილუია 4-ჯერაა ფალიაშვილისეულ ვარიანტში, რაც არაა სწორი.
ასევე ფალიაშვილს გაერთიანებული აქვს ევქარისტიის რამოდენიმე საგალობელი. "შენ გიგალობ", მგონი "მამასა და ძესა" და "წყალობა მშვიდობა", რაც საერთოდ არ შეესაბამება არაფერს.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 4 2011, 08:34 PM

ვეშაპო
ვეშაპომ შეისწავლა, იფიქრა, გადაწერა თავის ხელით, იზრუნა და იშრომა, სრულიად უფულოდ, და ამიტომ მას ვენდობი.
ის არავის ინტერესებს არ მიეკედლება, რადგან არავის არ დაუფინანსებია.
ხოლო რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ზმუილს.
ეგეთებს ყოველ საღამოს ახალ ახალს ვზმუი, ვისაც უნდა მოვასმენიებ.

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Sep 23 2011, 05:24 PM

ვინმემ მასწავლეთ რაა, როგორ ავტვირთო გალობა? sad.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)