IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ტრადიციები
marine
პოსტი Apr 1 2022, 02:16 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველთა გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა საქორწინო ტრადიციებმაც. ქართვეული მხოლოდ თავისიანზე ქორწინდებოდა.

ეს თავისიანი კი მისთვის მართლმადიდებელი იყო. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მთავარი ის იყო, რომ მართლმადიდებლობამიღებული არაქართველი უკვე ქართველად ითვლებოდა და მათი ამ გზით ქართულ ეთნიკურ ორგანიზმში შემოყვანაც ადვილდებოდა.

საყურადღებოა, რომ ქართველობაზე დაქორწინების ტრადიციას ინახავენ თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართველები, რაც არსებითად მათი უცხო ეთნიკურ გარემოში ეთნიკურობის შენარჩუნების გარანტიაა"


/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 122/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2022, 05:16 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელ დიღომში XX საუკუნის დასაწყისში ორი ჩოხა-ახალუხი ჰქონიათ, რომელსაც ქორწილების დროს გაანათხოვრებდნენ და მას ნეფეს აცმევდნენ. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, მაგალითად, ზემო იმერეთში (საჩხერის რაიონი), თავადაზნაურობასთან ერთად, ჩოხა-ახალუხით იმოსებოდა შეძლებული გლეხობაც. ქორწილის დრო, თუ ნეფე-დედოფალს ეროვნული სამოსი არ ჰქონდა, მას აუცილებლად შეძლებულები დროებით დაუთმობდნენ, განსაკუთრებით ეს ჩოხა-ახალუხის შესახებ ითქმის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 383/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2022, 10:11 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამორჩეულია გვარის საქორწინო წეს-ჩვეულებები, რაც, პირველ რიგში, ქართული გვარის ეგზოგამიურობას გულისხმობს. მართალია, მართლმადიდებლური საეკლესიო კანონი დაქორწინების ნება შვიდი თაობის შემდეგ იძლევა, მაგრამ ქართული ტრადიცია საერთოდ კრძალავდა ერთი გვარის (ერთი წინაპრის შთამომავალთა) დაქორწინებას, გვარის წარმოქმნის დროიდან 25 თაობაც რომ ათვლილიყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 360/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 12:48 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველებს შორის ისტორიულადაც და ახლაც ძალიან განვითარებული იყო მეგობრობის გრძნობა. ხშირად ქართველები მეგობრობას ყველა სხვა ურთიერთობაზე მაღლა აყენებდნენ. მეგობრობის უპირველესობა ერთნაირად დამახასიათებელი იყო საქართველოს ყველა მხარის მცხოვრებლისთვის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 315/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 02:12 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც ყველაზე მთავარია, ქართველების ერთ-ერთი დიდი თვისება ქალისადმი პატივისცემა, მოწიწება, მოკრძალებაც გახლავთ. ქალი საქართველოში თითქმის გაღვთაებრივებული იყო. ამ საკითხზე ორიგინალური აზრი აქვს გამოთქმული კ. კაპანელს: "ჩვენში ქალი უფრო გამშვენებულია მამაკაცის ოცნებით და უფრო გაღმერთებულია ვიდრე ევროპაში; ქართველმა ერმა არც კი იცის, რომ დავით აღმაშენებელმა შექმნა საქართველოს ისტორიული სახე. სამაგიეროდ ქართველ ერს თამარ მეფის სახელი ენაზე აკერია, თუმცა თამარ მეფეს მეათედი არ გაუკეთებია, რაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა საქართველოსთვის". ქალისადმი დამოკიდებულება კარგად არის ასახული ცეკვა "ქართულში", რომელიც ქართველთა წინაპრებმა საუკუნეების მიღმა შექმნეს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 325/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2022, 08:14 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ჟან შარდენი აღნიშნავს, რომ] ტრადიცია ყოფილა დილით, პირის დაბანის დროს ღმერთის ხსენება ("ამბობენ: "დიდება ღმერთს") და პირჯვრის გადასახვა.
ეთნოგრაფიული მასალებით ცნობილია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ტუალეტში ან ტუალეტთან შემხვედრი ორი ადამიანი ერთმანეთს არ ესალმებოდა, უფრო მეტიც, სამეგრელოში დადასტურებული მასალებით, შვილებსა და შვილიშვილებს არასდროს არ უნახავთ, უფროსი თაობის წარმომადგენლები (ბებია და ბაბუა) როგორ ახერხებდნენ მათ დაუნახავად ტუალეტში შესვლას. არ ვიცით, როგორი იყო ორი სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობა, მაგალითად, ცოლისა და ქმრის, როდესაც მთEლ ოჯახს ერთი დიდი საერთო საძინებელი ტახტი ჰქონდა; არ ვიცით ტანსაცმლით წვებოდნენ, თუ თავიდანვე ჰქონდათ ღამის პერანგი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 08:31 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც შეეხება ფრანგ მოგზაურის [ჟან შარდენი] იმ ინფორმაციას, რომ ჭირის სუფრაზე დედაკაცები და მამაკაცები ცალ-ცალკე სხდებოდნენ, ეს უძველესი ქართული ტრადიცია იყო. საამისოდ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება" შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც შუშანიკს ჯოჯიკი და ჯოჯიკის ცოლი პურის ჭამას აიძულებდნენ. "ჰრქუა მას წმინდამან შუშანიკ რისხვით: - ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" სხვათა შორის, ქალებისა და კაცების სუფრასთან ცალ-ცალკე დაჯდომა მხოლოდ ქართული ტრადიცია არ ყოფილა, მაგალითად, ასევე სხდებოდნენ ქალი და მამაკაცი მექორწილეები ბიზანტიაში.
ეთნოგრაფიული მონაცემებით წესი იყო, საქართველოში სტუმარს ძილის წინ ოჯახის დიასახლისი ფეხს ბანდა. ეს ტრადიცია "კალმასობაშიცაა" ასახული. როდესაც მეკალმასე იოანე ხელაშვილი სოფელ ნორიოში მასხარა ოთარიკას ოჯახში აღმოჩნდება, ეს უკანასკნელი მეუღლეს მიმართავს: "დედაკაცო, ფეხთ დაბანე იოანეს, რადგან რიგი არის სტუმართა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2022, 08:20 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვაშლი ნაყოფიერების და დოვლათიანობის სიმბოლოდ იქცა, რომელიც განსაკუთრებით საქორწინო რიტუალებში ფიგურირებს. "ქართულ ქორწილს ისე არ გადაიხდიდნენ, თუ "ნეფე-დედოფალს" წინ "ჯვრის პურს" არ დაუდგამდნენ, რომელზედაც სამი წითელი ვაშლისგან ჯვარი იყო გამოსახული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 116/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2022, 10:17 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახუშტის თხზულებიდან კარგად ჩანს ქართველთა ჩაცმა-დახურვისა და ვარცხნილობის წესებიც: "ქალთა თმა გარდაშვებული და დაწნული, ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკვეცილნი". ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო ქალიშვილისა და ქალის ვარცხნილობა.
ჯერ კიდევ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოში არ იყო ტრადიცია ყოველი შეხვდრის დრო კოცნისა, მით უმეტეს არ კოცნიდნენ ერთმანეთს მამაკაცები. პატივსაცემ პიროვნებებს, ასაკით უფროსებს მხარზე ეამბორებოდნენ. მამაკაცების მიერ ერთმანეთის კოცნა შეხვედრისა თუ ქეიფის დროს საბჭოთა პერიოში დამკვიდრდა. ასაკით უფროს ადამიანებს ალბათ ახსოვთ, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს კომუნისტური პარტიის "ბელადები" პარტიულ შეკრებებზე და ურთიერთშეხვედრის დროს. ეს სენი - მამაკაცების ერთმანეთის კოცნისა - მაშინ შეეყარა ქართულ საზოგადოებას".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 32/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2022, 08:08 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფროსებთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ წესებს იცავდნენ თუშეთშიც. პატარძალს ევალებოდა მამამთილ-დედამითილისთვის ხელ-პირისა და ფეხის დაბანა. სამ წლამდე მას ოჯახის უფროსების ხმის გაცემა ეკრძალებოდა, თუმცა არც ქმართან შეეძლო პირდაპირ საუბარი. თუ იგი დროზე ადრე დააღვევდა ამ წესს, მას "ტაბარუკას" ანუ უჭკუოს ეძახდნენ. პირდაპირ საუბარი მას მხოლოდ რძალსა და მულთან შეეძლო. სამი-ოთხი წლის შემდეგ მამამთილი როდესაც დააპირებდა რძალთან პირდაპირ დალაპარაკებას, "აჭკვავდომას", აიღებდა არყიან ყანწს და იტყოდა "კეთილი იყოს ჩვენი უნძრახობა და ერთმანეთის მოხათრება, "აჭკვავდომა" და ყანწს პატარძალს მიაწოდებდა, რომელიც მორცხვად გამოართმევდა და იტყოდა "გაგიმარჯოს". ამ დალაპარაკებაში იგი მამამთილს წინდას ჩუქნიდა, ხოლო მამამთილი მას მუხლსაფარს ან რაიმე მცირე საჩუქარს. ასეთივე წესით ხდებოდა დალაპარაკება დედამითილსა და მაზლთან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 283/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 07:52 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალ-ვაჟის გაცნობა და მეწვილეთა შერჩევა ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე, ხატობა-დღეობებსა და ქორწილებში ხდებოდა. ვაჟი რომელიმე დღეობაზე ქალს "თვალს დაადგამდა", თავის სურვილს მშობლებს გაუმხელდა. მშობლებიც იწყებდნენ ქალის გაკითხვას, ანუ როგორც ხევში ამბობდნენ "გაჩხრეკას". თუ რამე მიზეზით მშობლები ქალს დაიწუნებდნენ (ოჯახიშვილობით ან პირადი თვისებების გამო), ვაჟი წინააღმდეგობას ვერ გასწევდა.

სარძლოდ შერჩეული ანუ ხელდადებული ქალის "გაკითხვის" ("გაჩხრეკის") შემდეგ, ტრადიციულ ქართულ საქორწინო ურთიერთობაში გარკვეული ადგილი ეჭირა მოციქულის, იმავე შუამავლის, მოგვიანებით კი "მაჭანკლის" როლს. ამ დროს, ფაქტობრივად, მთავრდებოდა ყველა სავალდებულო წინაპირობა და ოჯახი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა, დადებითს ან უარყოფითს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 289/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 08:23 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწილი სამ დღეს გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში "ქალნი და კაცნი" ცალ-ცალკე შეექცეოდნენ ლხინს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 183/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 04:19 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[თუშეთში] გამონაკლისს წარმოადგენდა ე.წ. უკანონო შვილი, რომელიც აუცილებლად განწირული იყო სიკვდილისთვის. მკვლელად კი, რაოდენ გასაკვირც არ უნდა იყოს, დედა გვევლინება. "ნაბიჭვარს" არ გაზრდიან და არც მოიმშობიარებენ აშკარად, რომ ხალხმა გაიგოს. "ნაბიჭვარს" გაჩენისთანავე ახრჩობენ, დედა ხმას არ ამოაღებინებს. სანამ ბავშვი იტირებს, მანამ მოკლავს". იმ შემთხვევაში, თუ შვილს შეიბრალებდა დედა და სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდა, მაშინ მამა დაემუქრებოდა მას. რა თქმა უნდა, ქალი არასასურველი ორსულობისა და ტყუილისთვის ისჯებოდა, მაგრამ თემი ქალს პასუხს არ სთხოვდა ჩადენილი სისასტიკის გამო, პირიქითაც შეიძლებოდა ეპატიებინა კიდეც. მაგალითად, სოფელ ჯუთაში ქალმა არასასურველი შვილი არ მოკლა და მისი მამისგან უჩუმრად ზრდიდა. ბავშვს საგულდაგულოდ მალავდა და საკვებს ჩუმად აძლევდა. მოგვიანებით სოფელმა მიაგნო ბავშვის სამყოფელს და დედა-შვილი გააძევეს. ბოლოს ბავშვი გარდაიცვალა და მხოლოდ ამის შემდგომ თემმა ქალი შეირიგა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 425/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2022, 12:24 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხევსურეთში, იარაღთან ვაჟის პირველი შეხება ძალიან ადრე, ჩვილობის პერიოდში ხდებოდა, როდესაც იარაღის მიმართ ლტოლვა ქვეცნობიერის დონეზე ფიქსირდებოდა. ამ საინტერესო ტრადიციას ხევსურები "დაჩვენებას", "ვაჟის იარაღში ჩასმას" ეძახდნენ და სრულდებოდა მაშინ, როდესაც ვაჟი ერთი წლის გახდებოდა. მშობლები იატაკზე ფარდაგს გაშლიდნენ, გარშემო დააწყობდნენ თოფს, ხანჯალს, ხმალს, პურს, ყველსა და ფანდურს. შემდეგ მოიყვანდნენ ვაჟს და შუაში ჩასვავდნენ. ბავშვი პირველად რომელ ნივთსაც წაატანდა ხელს, ის იქნებოდა მისი ცხოვრების თანამდევი და განმსაზღვრელი. ასე, მაგალითად, თუ ვაჟი ხმალს ან ხანჯალს მოკიდებდა ხელს ამას აღიქვამენ ნიშნად, რომ იგი შინაური მტრის მედგრად დამხვდური, მოჩხუბარი, გულადი იქნება და მტერი ვერ დაჩაგრავს, თუ თოფს შეავლებს ხელს, ამ შემთხვევაში იგი კარგი მონადირე და ამავე დროს "ურჯულოს" მხოცველი (ქისტების მხოცველი) გამოვაო. ბუნებრივია, ფანდურთან შეხების შემთხვევაში ვაჟის მომავალს სიმღერასა და მხიარულ განწყობას უკავშირებდნენ, "თავის სიცოცხლეში მაუწყენი და მეშაირე და მოთამაშე იქნებაო". თუ ბაშვი პირველად პურს დასწვდებოდა, ჩათვლიდნენ, რომ იგი ძალიან მდიდარი, საშური მასპინძელი და სტურმის მოყვარული გამოვაო, "კარგი მომუშავე და შრომაში დაუღალავი იქნებაო". თუ ვაჟი ყველისკენ გაიწევდა, ამ შემთხვევაში მას ბევრი ძროხა და შესაბამისად ერბო-ყველი ექნებაო. თუმცა საამაყოდ მხოლოდ მისი იარაღისკენ სწრაფვა ითვლებოდა. "ერთმანეთს ეკითხებიან "რა აიღ ყმაწვილმ". სასახელო და სასიამოვნოა მშობლებისა და ყმაწვილმა იარაღი აირჩია, რადგან "მაშუღლარი იქნები", აქებს ყველა".
მსგავსი ტრადიცია დასტურდება გოგონების შემთხვევაშიც. თუმცა მისი არჩევანის ობიექტივი განსხვავდება. მათ საქსოვ-საკერავ, ტალავას (ხევსურულ ტანსაცმელს), სავარცხელს, სართავ-საჩეჩს, პურ-სატანს (პური და ყველი) ულაგებენ გარშემო. გოგონას არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახსა და მის მატერიალურ დოვლათს უკავშირდებოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 434/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 04:00 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თვეში ჩამდგარ ფეხმძიმე ქალს ქოხ-სამრევლოში თან მიჰქონდა დაშნა, ნაცარი და ღორის კბილი. ისინი ეშმაკისგან დამცავ საშუალებად იყო მიჩნეული და ფართოდ გამოიყენებოდა. ხევსურები თვლიდნენ, რომ ავი და ბოროტი ძალები განსაკუთრებით სწორედ ბავშვებს ერჩოდნენ. ზრუნვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა ბავშვის დაბადების შემდგომ. "ახალდაბადებულს ქუდის ყურში ჩაუკერებდნენ ხოლმე ნახშირს, ყურძნის ქერქს, ჯორის ძუას. ღორის ჯაგარს, ღორის კბილს, არწივის გაზს (არწივის ფეხების ყანწს) ძაფზე აასხამდნენ და აკვანზე ჩამოკიდებდნენ. ყველაფერი ეს იყო ავგაროზი, ფათერაკის ამცილებელი, ავი თვალისგან დასაცავად. ხმარობდნენ ქარვისა და გიშრის მძივებს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 422/





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 04:32 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქორწინო ურთიერთობის მრავალსაფეხუროვან სისტემაში დაწინდვა "ქალის დაბევების ანუ დასაკუთრების" პირველი ეტაპია. საქართველოში დაწინდვა სრულდებოდა როგორც მცირეწლოვანი, ისე ასაკად მოსულ ქალ-ვაჟის შემთხვევაში. მიიჩნევენ, რომ დაწინდვა უფორ ძველი ტერმინია ქალის დათავისების ფორმებში, ვიდრე ნიშნობა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 290/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 05:02 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ზნეობანში" მოცემულია, როგორ უნდა იჯდეს ადამიანი საზოგადოებაში, იგი არც წინ უნდა გადაიხაროს, არც რამეს მიეყუდოს და არც თავი ჩამოჰკიდოს; არც ჯოხზე დაყრდნობა და მითუმეტეს, მისი მხარზე გადებაა მიზანშეწონილი. საუბრის დროს არ შეიძლება წვერ-ულვაშის გრეხა, ხელ-ფეხის ქნევა, ზედმეტი ლაპარაკი ან საუბარში უმიზეზოდ ჩართვა.

არჩილს სუფრასთან ქცევის სხვა წესებიც აქვს განმარტებული, მისი თქმით, არ შეიძლება სასმლის ხმაურით, წრუპვით შესმა. არც თხილის კბილით გატეხვა: დიდ სირცხვილად მიაჩნდათ სუფრაზე კბილის ჩიჩქნა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 332/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 02:12 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გლოცვას თან ახლდა გარკვეული ტიპის აკრძალვები, რომლებიც გარდაცვალების დღიდან იწყებოდა და ოჯახის გარდა სოფელსაც ეხებოდა. თუშ-ფშავ-ხევსურეთში პირველი ასეთი ტიპის აკრძალვა მარხვა იყო, რომელსაც მიცვალებულის დაკრძალვამდე იცავდა ოჯახი და გვარი, თუმცა ადრე ეს მთელ სოფელზე ვრცელდებოდა და, როგორც ჩანს, საერთო-ქართულ მოვლენას წარმოადგენდა. სანამ მიცვალებული "მიწად არ მვიდოდა", სოფელში ხორცეულს არავინ ჭამდა. მგლოვიარე ოჯახი ყოველგვარ გასართობს აკლდებოდა, ფანდურსაც კედელზე შებრუნებით დაკიდებდნენ, რასაც "ფანდურის უკუღმ შეკიდებას" ეძახდნენ. სოფელიც ასევე ეკრძალვოდა მხიარულებასა და გართობას, თუ ხატობა მოდიოდა, რაც თავისთავად მხიარულებას გულისხმობდა, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გასტეხდა ფანდურს" ანუ ხალხში გავიდოდა, ფანდურს დაუკრავდა და სხვებსაც შესთავაზებდა დაკვრას, თუმცა აკრძალვა მხოლოდ სოფელს ეხეობდა, ოჯახი კი გლოვას წლისთავამდე განაგრძობდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 361/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 07:57 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწილის გასამართავად დღეების წინასწარ შეირჩეოდა კვიმატ დღეებში (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) ქორწილს არ გადაიხდიდნენ, სამშაბათი და ხუთშაბათიც, მიუხედავად მათI კეთილობისა, შუა კვირისა იყო, სამუშაო დღე. ამიტომაც ყველაზე ოპტიმალურად შაბათ-კვირა ითვლებოდა.

გლეხის ქორწილი, ჩვეულებრივ, ერთ ან ორ დღეს არ აღემატებოდა, თავად-აზნაურები კი სამ დღეს და ზოგჯერ მთელ კვირას მოილხენდნენ. თეიმურაზ II-ის ცნობით, სამი დღეა დასახელებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 296/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2022, 07:56 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სტუმარმასპინძლობის ტრადიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც უბრალო ხალხის ყოფაში, ისე სახელმწიფოს მმართველთა, დიდგვაროვანთა და სასულიერო ფენაში. წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოს სამეფო კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობა "მესტუმრე", რომელსაც სტუმრების მიღება-გამასპინძლება ევალებოდა. მესტუმრე გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. მესტურმის თანამდებობა, რომელიც პირველად თამარის ისტორიკოსის მიერ არის ნახსენები, ბევრად უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ამ თანამდებობიდან ჩანს მიღებული ქართული გვარსახელი - მესტუმრიშვილი (მესტუმრე)."

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 322/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი