საქართველოს რეგიონების დაცარიელება, მნიშვნელოვანი პრობლემა.. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს რეგიონების დაცარიელება, მნიშვნელოვანი პრობლემა.. |
მათველა |
Sep 30 2010, 10:45 PM
პოსტი
#1
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
სოფლებში უფრო და უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს,
ახალგაზრდობის ქალაქში სამუდამოდ (საცხოვრებლად) გადმოსვლის მიზეზები რა არის? მარტო ეკონომიკური მიზეზები(სამუშაო...)? მიზეზები შეიძება იყოს ქალაქში ცხოვრების სურვილი, გამარტივებული ცხოვრება... (არ ვამბობ იმათზე ვისაც მეტი გამოსავალი არა აქვთ.) მარა არა მგონია. ბევრი ადამიანი რჩება სოფლებში, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ქალაქში გადმოსვლა (თავისიანებთან), მაგრამ არ გადმოდიან.. რატომ? პრობლემა არაა მარტო ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენს კუთხეებს კარად იცნობთ? მდიდარია მიწა-წყლით და ბუნებით, რაც ყოველთვის საშუალებას იძლეოდა არამარტო თავის რჩენისა , არამედ ნორმალური ცხოვრებისაც (მოხუცები ოჯახებიც კი ცხოვრობენ და ისინი უვლიან თავიანთ თავს და საოჯახო მეურნეობას ). და ჩვეულებრივი ოჯახები ვერ ართმევენ განა თავს? რა დახმარება შეიძლება გაკეთდეს მათდამი? რატომ ართმევენ თავს და უფრო და უფრო მჭირდოთ სახლდებიან საკამოდ კარგ ტერიტორიებზე თათრები,სომხები თუ სხვა ეროვნების ადამიანები, და რატომ არ უჭირთ ცხოვრება ? და იქაური ცხოვრების ჩამოყალიბებაზე როგორ როლს თამაშობს ტელევიზიაც? ხშირად გამიგია როგორ ჭამენ ერთმანეთს მკვიდრი ქართველები.. აღზრდა არ არის მნიშვნელოვანი? ეკლესიაც არ არის ბევრგან, ბევრგან არის მაგრამ არ მოქმედებს.. ვიცნობ ხალხს(ახალგაზრდებს) რომლებსაც უთქვამთ რომ ქალაქში რო ჩამოვდივარ ცოტა ხნითაც, უკან დაბრუნება(სოფელი) მენატრებაო. პირობები არ არის კარგი, მაგრამ ცხოვრობენ ასე... განსაკუთრებით მთიანი რეგიონებია გულდასაწყვეტი.. რას იტყვით ამაზე.. -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
ბადრი |
Sep 30 2010, 10:53 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
მიზეზი მერწმუნეთ არის ის რომ ხალხს სოფელში აღარ დაედგომება. ბევრი მივლია სოფლებში და ვიცი.
თან დავამატებ. განაზდა ხალხი. მინდა შევიგინო ახლა. მიწაზე მუშაობა აღარ მოსწონთ. არც მე. მაგრამ მგონი მე მეპატიება. ეგებ იმათაც არ ვიცი. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მათველა |
Sep 30 2010, 11:06 PM
პოსტი
#3
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
მიზეზები როგორ შეიძლება გამოსწორდეს? ჩვენ რა გავაკეთოთ?
-------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
terra |
Sep 30 2010, 11:21 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ბადრი
ციტატა განაზდა ხალხი. მიწაზე მუშაობა აღარ მოსწონთ. ასეა. გეთანხმები. მჭიდრო კავშირი მაქვს სოფელთან და ვიცი რასაც ვამბობ. მაგრამ, ამას აუცილებლად დავამატებდი, რომ პირობები აღარ აქვს ხალხს, ისეთი, როგორიც ადრე ჰქონდა. არავინ ზრუნავს სოფლის მეურნეობაზე (ხელისუფლებას ვგულისხმობ). არადა, შეუძლიათ, რომ თავისუფლად ააღორძინონ ეს დარგი. შადრე–ვნების და პომპეზური განათებების კეთებას, ჯობია, ის მილიონები, ტრაქტორების ყიდვაში დახარჯონ, სარწყავი სისტემები მოაწესრიგონ, გლეხკაცს, თავისი ოფლით მოყვანილი პროდუქტის გასაღებაში შეუწყონ ხელი. ვერ ვიტყოდი, რომ ქართველ გლეხს მუშაობა ეზარება. მაგრამ იგივე თათრები, სომხები და თუნდაც ბერძნები, უფრო ჟივუჩები არიან. მეტი ჟილკა აქვთ. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
შოთა |
Sep 30 2010, 11:33 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
სოფლებზე ძაან მე მთიან რეგიონების დაცლა მააღელვებს, რადგან მთის თაობა თუ თუ აღარ იქნება , შემდეგში ვეღარ გაუშვებ კაცს იკ საცხოვრებლად, ბარში გაზდილი კაცი იქ ვეღარ გაძლებს თან დაიკარგება ულამაზესი კულტურა მაგ რეგიონების.
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ქევანა |
Sep 30 2010, 11:45 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ბადრი
შეიძლება მართალი ხარ, არ ვიცი. მაგრამ ვისთვისაც მიკითხია სოფელში, ვინც მუშაობს (ფიზიკურად ცხადია) და მიწას ამუშავებს, არ ზარმაცობს, ის კარგად ცხოვრობს, კარგად რა, ნორმალურად, არ უჭირს საჭმელის მხრივ. ის ვინც მთელი დღე აბირჟავებს, იოლი ფული უნდა, მარტო ჭამა იცის, ცხადია ის მშიერი რჩება, მერე თაღლითობს, არაპატიოსანი გზით ცდილობს იშოვოს სარჩოი და ამთავრებს უფრო უარესად არ ვუარყოფ რომ სოფელში ცხოვრება ძნელია, რომ მთავრობა ნაკლებად ცდილობს (ყოველ შემთხვევაში გულგრილია) სოფლის მეურნეობის განვითარებას და ა.შ., მაგრამ... რავიცი რავიცი... მენტალიტეტი შეგვეცვალა ჩვენ და ეგ არის ძირითადი მიზეზი : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ბადრი |
Sep 30 2010, 11:55 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ქევანა
ციტატა მაგრამ ვისთვისაც მიკითხია სოფელში, ვინც მუშაობს (ფიზიკურად ცხადია) და მიწას ამუშავებს, არ ზარმაცობს, ის კარგად ცხოვრობს, კარგად რა, ნორმალურად, არ უჭირს საჭმელის მხრივ. ასევეა ქალაქშიც ოღონდ სეიძლება ზოგი გონებითაც მუშაობს. პრინციპში მარტო ფიზიკურად კი არა გონებითაც უნდა იმუშავო, ისე არ გამოდის. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
Berckley |
Nov 28 2010, 03:44 PM
პოსტი
#8
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
ვინც თბილისშია დაბადებული და გაზრდილი რათქმაუნდა არ უნდა მიწაზე მუშაობა,მაგრამ ვინც რეგიონში და თბილისში მოდის ყველა არაა კარგი.ეხლა ბათუმი გალამაზდა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია,თანაც ამის გამო ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მაგიტომაა,რომ ხალხს წამოსვლა აღარ უნდა,პირიქით ვინც თბილისშია ბათუმელი იქით მიდიან.
ამიტომ როგორც ბათუმი გალამაზდა და შეიქმნა სამუშაო ადგილები საჭიროა სხვა ქალაქებშიც ამის გაკეთება,მაგ. ზუგდიდი,ქუთაისი,თელავი,ფოთი და ა.შ -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 02:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი